განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
160141318002643337
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ბ , 177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002643337

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/259-18 11 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019230117001)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: კახაბერ პაპავა, თეონა გვაზავა, ტარიელ კაკაბაძე, ლევან აფრასიძე

 

ბრალდებული: ა-–---- გ----------

მამის სახელი: ამირანი

დაბადებული: 1993 წლის 29 სექტემბერი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლეობის მქონე

რეგისტრირებული: ქ------–------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ა-–---- გ---------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. (ოთხი ეპიზოდი)

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 05-13 ივლისის შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, შესასველელი კარის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, წინდა ნინოს ქუჩა N98-ში მდებარე დავით ს-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 1 200 (ათას ორასი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ნონა ს-------–---–ის კუთვნილ 4 400(ოთხიათას ოთხასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2. 2018 წლის 25 ივლისს ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, სამზარეულოს კარის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში მდებარე ლილი ა------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ 7 859 (შვიდი ათას რვაას ორმოცდაცხრამეტი) ლარად და 50(ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

3. 2018 წლის 05-12 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, ფანჯრის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა N41-ში მდებარე კარენ ს------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 580 (ხუთას ოთხმოცი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და მარიამ მ------–---–ის კუთვნილ 4 000(ოთხი ათასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

4. 2018 წლის 13-18 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, შესასველელი კარის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, 500 ბოლნელის ქუჩა N12-ში მდებარე ნინო დ----–-ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუვნილ ფულად თანხას 2 670 (ორიათას ექვსას სამოცდაათი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

ასევე ა-–---- გ---------ს ბრალად ედება, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

5. 2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩა N35-ში მდებარე თინათინ ფ------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით და 12 500 (თორმეტიათას ხუთასი) ლარად ღირებულ ოქროს და ვერცხლის სამკაულებს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ა-–---- გ---------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნინო დ----–-ას ეპიზოდი).

 

2. ა-–---- გ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე.(თინათინ ფ------ის ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩა N35-ში მდებარე თინათინ ფ------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით და ოქროს და ვერცხლის სამკაულებს.

 

3. ა-–---- გ---------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. (სამი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 05-13 ივლისის შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, შესასველელი კარის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, წინდა ნინოს ქუჩა N98-ში მდებარე დავით ს-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 1 200 (ათას ორასი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ნონა ს-------–---–ის კუთვნილ 4 400(ოთხიათას ოთხასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2. 2018 წლის 25 ივლისს ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, სამზარეულოს კარის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში მდებარე ლილი ა------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ 7 859 (შვიდი ათას რვაას ორმოცდაცხრამეტი) ლარად და 50(ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

3. 2018 წლის 05-12 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---- გ---------მა, ფანჯრის გაღებით, შეაღწია ქ.ბოლნისში, დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა N41-ში მდებარე კარენ ს------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 580 (ხუთას ოთხმოცი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და მარიამ მ------–---–ის კუთვნილ 4 000(ოთხი ათასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. (ნინო დ----–-ას ეპიზოდი).

 

2018 წლის 18 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნინო დ----–-ას საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხისა და ოქროს სამკაულების ქურდობის ფაქტზე. 2018 წლის 18 აგვისტოს ჩატარდა ნინო დ----–-ას საცხოვრებელი სახლის - მდებარე ქ. ბოლნისი 500 ბოლნელის ქუჩა N12-ში - დათვალიერება. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ორი ხელის თითის კვალი დაქტილოფირზე, შავი ფერის მუყაოს ყუთი, შესასვლელი კარის სახელური.

 

გამოძიების მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ ეკატერინე დ----–-ა, ნინო დ----–-ა. 2018 წლის 11 სექტემბრის ამოღების ოქმებით დადასტურებულია, რომ შპს ,,გოა კრედიტიდან“ ამოღებული იქნა ოქროს ნივთები, რომლებიც სალომბარდე ხელშეკრულებების თანახმად დალომბარდებულია ა-–---- გ----------ს მიერ. საქართველოს შსს 2018 წლის 4 ოქტომბრის N1285/გრ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ,,გოა-კრედიტიდან“, ,,რიკო ექსპრესიდან და ,,პაგადან“ ამოღებულ სალომბარდე ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე ა-–---- გ----------ს სახელით არსებული მოკლე და ასოითი ჩანაწერის მქონე ხელმოწერები შესრულებულია ა-–---- გ----------ს მიერ.

 

2018 წლის 17 სექტემბერს ეკატერინე დ----–-ასთან ჩატარდა ობიექტის ამოცნობები და მას ამოსაცნობად წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნივთები ოქროს სამი ცალი ჯვარი, კულონი, სამეული, ძეწკვი და ბეჭდი. აღნიშნული ნივთები ამოცნობილ იქნა დაზარალებულის მიერ. დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამხდარა სადაოდ. შესაბამისად დგინდება, რომ ნინო დ----–-ას სახლიდან ფარულად იქნა დაუფლებული მისი კუთვნილი ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით და ეკატერინე დ----–-ას კუთვნილი ოქროს ნივთები. ასევე უდაოდ არის მიჩნეული, რომ აღნიშნული ნივთები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ბრალდებულ ა-–---- გ----------ს მიერ. სადაო გარემოებას წარმოადგენდა და ბრალდების მხარეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაედასტურებინა, რომ ა-–---- გ----------ს ლომბარდში ჩაბარებულ ნივთებს ფარულად დაეუფლა ნინო დ----–-ას სახლიდან. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად სახეზეა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სალომბარდე ხელშეკრულებები და მათზე არსებული ა-–---- გ----------ს ხელმოწერები, რომლებიც საკმარისი არაა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა-–---- გ----------ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

2. 2. ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. (თინათინ ფ------ის ეპიზოდი).

 

2018 წლის 7 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება თინათინ ფ------ის კუთვნილი ფულადი თანხის და ოქროს ნივთების ფარული დაუფლების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ გენადი გაბიძაშვილი, გ------- გაბიძაშვილი, თინათინ ფ------ე, 2018 წლის 7 აგვისტოს დათვალიერებულ იქნა გენადი გაბიძაშვილის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბოლნისი იყალთოს ქ.N35. დათვალიერების შედეგან ამოღებულ იქნა, ანაწმენდები, ერთი წყვილი ნასკი, საფულე, თითის კვლები, ზარდახშა, სუნის ნიმუში ორი ქილა, აღნიშნული მტკიცებულებები დაილუქა კანონის მოთხოვნათ დაცვით.

 

აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გოა-კერდიტში“ ჩატარებული 2018 წლის 11 სექტემბრის ამოღების ოქმები, 2018 წლის 3 სექტემბრის ამოღების ოქმი ჩატარებული შპს ,,მისო რიკო ექსპრესში“. აღნიშნული ოქმების და სალომბარდე ხელშეკრულებების თანახმად დადგენილია, რომ ნივთები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ.

 

საქართველოს შსს 2018 წლის 4 ოქტომბრის N1285/გრ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ,,გოა-კრედიტიდან“, ,,რიკო ექსპრესიდან და ,,პაგადან“ ამოღებულ სალომბარდე ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე ა-–---- გ----------ს სახელით არსებული მოკლე და ასოითი ჩანაწერის მქონე ხელმოწერები შესრულებულია ა-–---- გ----------ს მიერ.

 

2018 წლის 16 სექტემბერს თინათინ ფ------ესთან ჩატარდა ამოცნობები, მას ამოსაცნობად წარედგინა მაჯის ოქროს საათი, საყურეები, ოქროს ბეჭდები, ოქროს სამეულები, ოქროს ბეჭდები, ვერცხლის მედალიონი, ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლის გრეხილი ბეჭედი, ვერცხლის სამეული - ბეჭედი და საყურე, ვერცხლის კულონი, ვერცხლის კულონი გულის ფორმის 2018 წლის 17 სექტემბერს წარედგინა ვერცხლის ბეჭედი. წარდგენილი ნივთები ამოცნობილ იქნა თინათინ ფ------ის მიერ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ არ გამხდარა სადაო. სასამართლომ თავის მხრივ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მათი ურთიერთშესაბამისობა და დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში მოხდა თინათინ ფ------ის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი 1300 ლარის და ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფარული დაუფლება. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ თინათინ ფ------ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული ოდოროლუგიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-687 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N019230117001 საქმეზე, ნონა ს-------–---–ის, ლილი ა------–---–ის თინათინ ფ------ისა და მარიამ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლებიდან ოქროს სამკაულებისა და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან კერძოდ: ქ. ბოლნისში, წმინდა ნინოს ქუჩა N98-ში მდებარე ნონა ს-------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში მდებარე ლილი ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ამავე საძინებელ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, იყალთოელის ქუჩა N35-ში მდებარე თინათინ ფ------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან და ამავე სახლის მეორე სართულზე ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა N41-ში მდებარე მარიამ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და ამავე სახლის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-–---- ამირანის ძე გ----------საგან (დაბადებული 1993 წელს, მცხოვრები; ქ. ბოლნისში, ერისთავის ქუჩა N25-ში) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ტ-----აძე. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ჩაატარა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სუნის კვლის ნიმუში 8 ქილად, რომლებიც იყო დალუქული და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტიზა ჩატარებული იქნა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მიერ და თუ რომელი სუნი გააიგივა ძაღლმა ეს არის კვლევის საგანი. ექსპერტიზა ტარდება სამჯერ. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ შესაძლებელია რომ პიროვნება რამდენიმე სუნის მატარებელი იყოს, რომელიც შეიძლება მასზე გადავიდეს შეხების ან სხვა სახის კონტაქტის დროს, თუმცა უფრო მძაფრია თვითონ ამ პიროვნების სუნი. ასევე განმარტა, რომ ზოგადად ბუნებაში ყველაფერია შესაძლებელი თუმცა ამ კონკრეტულ შემთხევაში სრულად იზიარებდა და ეთანხმებოდა მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას.

 

სასამართლო სრულად იზიარებს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას, ასევე მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, კონკრეტულ შემთხვევაში კი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნასთან, სადაც აღნიშნულია, რომ სალომბარდე ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია ა-–---- გ----------ს მიერ. ეს ორი მტკიცებულება კი ერთობლიობაში სასამართლოს არწმუნებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით ა-–---- გ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენაში. საქმის მასალების თანახმად ასევე დგინდება რომ ბრალდებულს დაზარალებულ თინათინ ფ------ესთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებანი ერთობლიობაში საკმარისია ა-–---- გ----------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

აღნიშნულ ნაწილში ბრალდება ა-–---- გ---------ს ედავებოდა დიდი ოდენობით ნივთის ფარულ დაუფლებაში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კოდექსის თავში - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ - დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით. დიდი ოდენობის ზიანის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულ თინათინ ფ------ის ჩვენება, რომელიც ზიანის ნაწილში არ არის დამაჯერებელი, რადგან იგი არის დაინტერესებული მხარე, შეხება ან რაიმე სპეციალური განათლება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის მიერ მითითებული ნივთების ღირებულების საბაზორო ფასთან შესაბამისობაში წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა ნაქურდალი ნივთები და ზიანის ოდენობის განსასაზღვრად მას სრული საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა სასაქონლო ექსპერტიზა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- გ---------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---- გ---------მა დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის თანახმად, ა-–---- გ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის : „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ა-–---- გ---------ს წინა ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. მას კვლავ ბრალად ედება და სასამართლომ დადასტურებულად ცნო მის მიერ კვლავ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენა, სესაბამისად დადგენილია, რომ ა-–---- გ----------ს მიერ დანაშაული ჩდენილ იქნა არაერთგზის.

 

2.3. ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. (დავით და ნონა ს-------–---–ების ეპიზოდი, ლილი ა------–---–ის ეპიზოდი, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის ეპიზოდი).

 

2.3.1. 2018 წლის 14 ივლისს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნონა ს-------–---–ის სახლიდან ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე. მოწმის სახით გამოიკითხნენ ნონა ს-------–---–ი, დავით ს-------–---–ი, ნანული ბალახაძე. 2018 წლის 14 ივლისს დათვალიერდა ნონა ს-------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბოლნისი წმინდა ნინოს ქუჩა N98, დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის კვალი, ხელის კვლები და გულის ფორმის შავი ფერის ზარდახშა. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შპს ,,გოა კრედიტიდან“ და შპს ,,მისო რიკო ექსპრესიდან“ ამოღებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ დალომბარდებული ოქროს ნივთები. 2018 წლის 16 სექტემბერს ნონა ს-------–---–თან ჩატარდა ამოცნობები. მას ამოსაცნობად წარედგინა ბოლნური ჯვარი, ე.წ. რუსლი ჯვრები, ოქროს ცეპები. ნონა ს-------–---–ის მიერ ამოცნობილ იქნა წარდგენილი ნივთებიდან მისი კუთვნილი ნივთები. ლომბარდებიდან ასევე ამოღებულ იქნა სალომბარდე ხელშეკრულებები, რასთან დაკავშირებითაც დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზები და დადგინდა, რომ სალომბარდე ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებული იყო ა-–---- გ----------ს მიერ.

 

დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამხდარა სადაო. შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 5-13 ივლისის შუალედში, შესასვლელი კარის გაღებით შეაღწიეს ქ. ბოლნისში წმინდა ნინოს ქუჩა N98-ში მდებარე დავით ს-------–---–ის საცხოვრებელ სახლში საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის 1200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს და ნონა ს-------–---–ის კუთვნილ 4400 ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული სამკაულები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ.

 

დაცვის მხარის მიერ სადაოდ არის მიჩნეული ნივთების ფარული დაუფლება ა-–---- გ----------ს მიერ.

 

2.3.2. 2018 წლის 26 ივლისს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში ასევე დაიწყო გამოძიება ლილი ა------–---–ის სახლიდან ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე. მოწმის სახით დაიკითხნენ ლილი ა------–---–ი, ალექსი გულიაშვილი, სალომე გულიაშვილი, 2018 წლის 26 ივლისს დათვალიერდა ლილი ა------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბოლნისში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა დ.ნ.მ.-ის ანაწმენდები, თითის ანაბეჭდები, მომწვანო მუყაოს კოლოფი, ხის ზარდახშა, პოლიეთელინის ზარდახშა, გასაღები და მეტალის დეტალი, საყურე და სუნის ნიმუში. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შპს ,,გოა კრედიტიდან“ და შპს ,,მისო რიკო ექსპრესიდან“ ამოღებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ დალომბარდებული ოქროს ნივთები. 2018 წლის 17 სექტემბერს ლილი ა------–---–თან ჩატარდა ამოცნობები, კერძოდ მას ამოსაცნობად წარედგინა ოქროს ბეჭდები, ოქროს საყურეები. ლილი ა------–---–ის მიერ წარდგენილი ნივთებიდან ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი ნივთები.

 

დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამხდარა სადაო. შესაბამისად დადგენილ იქნა, 2018 წლის 25 ივლისს სამზარეულოს კარის გაღებით შეაღწიეს ქ. ბოლნისში ილია ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში მდებარე ლილი ა------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ოქროს სამკაულებს. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული სამკაულები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ.

 

დაცვის მხარის მიერ სადაოდ არის მიჩნეული ნივთების ფარული დაუფლება ა-–---- გ----------ს მიერ.

 

2.3.3. 2018 წლის 12 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება თინა ს------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე. მოწმის სახით გამოიკითხა თინა ს------ი, მარიამ მ------–---–ი, კარენ ს------ი, 2018 წლის 13 აგვისტოს დათვალიერდა მარიამ მ------–---–ის და კარენ ს------ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბოლნისი დ. ლაზარეშვილის ქ. N41. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა თითის კვლები, სუნის ნიმუშები. ამოღებული მტკიცებულებანი დაილუქა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ბოლნისის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბესარიონ შაინიძემ. იგი დაიკითხა მოწმის სახით სადაც დაადასტურა, რომ ა-–---- გ---------მა თინა ს------ის და მარიამ მ------–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები ფარული დაუფლების შემდგომ დაალომბარდა ქ. თბილისში 26 მაისის მოედანი N1-ში მდებარე შპს ,,პაგა“ ლომბარდში. აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია შპს ,,პაგა“ ლომბარდის მოლარე ოპერატორის ციცინო ბადუაშვილის ჩვენებასთან. მან დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს ოქროს რგოლი ჩააბარა ა-–---- გ---------მა. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 12 აგვისტოს სესხისა და მფლობელობითი გირავნობის ხელშეკრულება N84967დ, აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ა-–---- გ---------მა ოქროს რგოლი დაალომბარდა 632,40 ლარად. 2018 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა პირის ამოცნობა. ციცინო ბადუაშვილის მიერ ამოცნობილ იქნა ა-–---- გ----------. 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა ნივთის ამოცნობა კარენ ს------თან. მან წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ოქროს რგოლი. 2018 წლის 30 აგვისტოს ნივთის ამოცნობა ჩატარდა ასევე მარიამ მ------–---–თან, რომელმაც წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ოქროს რგოლი.

 

დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამხდარა სადაო. შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 5-12 აგვისტოს შუალედში ფანჯრის გაღებით შეაღწიეს ქ. ბოლნისში დიმა ლაზარეშვილის ქუჩა N41-ში მდებარე კარენ ს------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის 580 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და მარიამ მ------–---–ის კუთვნილ 4000 ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული სამკაულები ლომბარდში ჩაბარებულ იქნა ა-–---- გ----------ს მიერ.

 

დაცვის მხარის მიერ სადაოდ არის მიჩნეული ნივთების ფარული დაუფლება ა-–---- გ----------ს მიერ.

 

ბრალდების მხარის მიერ ზემოთ აღნიშნული ქმედებების ა-–---- გ----------ს მიერ ჩადენის დასადასტურებლად გარდა ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა(სალომბარდე ხელშეკრულებები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, ამოცნობის ოქმი) წარმოდგენილ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-687 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N019230117001 საქმეზე, ნონა ს-------–---–ის, ლილი ა------–---–ის თინათინ ფ------ისა და მარიამ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლებიდან ოქროს სამკაულებისა და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან კერძოდ: ქ. ბოლნისში, წმინდა ნინოს ქუჩა N98-ში მდებარე ნონა ს-------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, ჭავჭავაძის ქუჩა N140-ში მდებარე ლილი ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ამავე საძინებელ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, იყალთოელის ქუჩა N35-ში მდებარე თინათინ ფ------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან და ამავე სახლის მეორე სართულზე ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა N41-ში მდებარე მარიამ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და ამავე სახლის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-–---- ამირანის ძე გ----------საგან (დაბადებული 1993 წელს, მცხოვრები; ქ. ბოლნისში, ერისთავის ქუჩა N25-ში) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სასამართლოში დაიკითხა ექსპერტი გ------- ტ-----აძე. მან დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. განმარტა, რომ ეთანხმებოდა გაცემულ დასკვნას. ასევე დააზუსტა, რომ თუ საეჭვოა ძაღლის მოქმედება კატეგორიული დასკვნის გაცემა არ ხდება. ასევე დაცვის მხარის შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა ძაღლი შეცდეს განაცხადა, რომ ბუნებაში ყველაფერია შესაძლებელი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ასევე გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული მხარეთ მიერ მიჩნეულია უდაოდ. გრაფიკული ექსპერტიზის N1285/გრ დასკვნის თანახმად: -შპს,,გოა კრედიტიდან“, რიკო ექსპრესიდან“ და ,,პაგადან“ ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე ა-–---- გ----------ს სახელით არსებული მოკლე და ასოითი ჩანაწერის მქონე ხელმოწერები შესრულებულია ა-–---- გ----------ს მიერ.

 

სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებანი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მიიჩნევს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება ა-–---- გ----------ს ყოფნა დაზარალებულთა ოჯახებში, ასევე დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნული ოჯახები არ იცნობენ ა-–---- გ---------ს და მათ სახლში იგი ნამყოფი სხვა დროს არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ფარულად. შესაბამისად აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და დამნაშავე პირთა დასაკავებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მტკიცებულებების მოპოვებაც გართულებულია, რადგანაც ქმედება ხორციელდება ფარულად და გამოძიება ვალდებულია მხოლოდ ჩადენილი ქმედების შემდეგ დარჩენილი კვლების იმედად იყოს. კონკრეტულ შემთხევაში კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–---- გ----------ს დანაშაულის ადგილას ყოფნა და ფარულად დაუფლებული ნივთების მის მიერ დალომბარდება. ასევე საგულისხმოა ჩადენილი ქმედებების მსგავსება, დროში ახლო და მჭიდრო კავშირი, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს ა-–---- გ----------ს ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---- გ----------ს მიერ ჩადენილ იქნა დავით და ნონა ს-------–---–ების, ლილი ა------–---–ის და კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ძვირფასეულობისა და ფულადი თანხების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. ყველა შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ხდებოდა ოქროს ნივთების ფარული დაუფლება, რომელთა ღირებულება აჭარბებდა 150 ლარს. შესაბამისად ა-–---- გ---------მა ჩადენილი ქმედებით დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---- გ---------მა დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის თანახმად, ა-–---- გ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის : „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ა-–---- გ---------ს წინა ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. მას კვლავ ბრალად ედება და სასამართლომ დადასტურებულად ცნო მის მიერ კვლავ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად დადგენილია, რომ ა-–---- გ----------ს მიერ დანაშაული ჩადენილ იქნა არაერთგზის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

3.1. ა-–---- გ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

4.2. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს და მიიჩნევს, რომ ა-–---- გ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ა-–---- გ---------ს თინათინ ფ------ის ეპიზოდში სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებში თავისუფლების აღკვეთა 5-5 წლის ვადით. ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულთ ერთობლიობით ა-–---- გ---------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალიწინებით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხი:

 

5.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნონა და დავით ს-------–---–ის, თინათინ ფ------ის, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის, ლილი ა------–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. ლილი ა------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მომწვანო მუყაოს კოლოფი, ხის ზარდახშა, ,,პლასტმასის“ ზარდახშა, გასაღები, საყურე უნდა დაუბრუნდეს ლილი ა------–---–ს. ნონა ს-------–---–ის სახლიდან ამოღებული გულის ფორმის შავი ფერის ზარდახშა დაუბრუნდეს ნონა ს-------–---–ს.

 

ლილი ა------–---–ის სახლიდან ამოღებული დნმ-ის ანაწმენდები, თითის ანაბეჭდები, მეტალის დეტალი, მეტალის ფრაგმენტი, სუნის ნიმუში, ნონა ს-------–---–ის სახლიდან ამოღებული სუნის ნიმუში და თითის კვლები უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სალომბარდე ხელშეკრულებები დაკავშირებული დაზარალებულ ნონა და დავით ს-------–---–ების, თინათინ ფ------ის, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის, ლილი ა------–---–ის ნივთებთან დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართულ სხვა ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ საქმეებზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-270-ე, 271-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა-–---- გ---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნინო დ----–-ას ეპიზოდი).

 

ა-–---- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. (ნონა და დავით ს-------–---–ების ეპიზოდი)

 

ა-–---- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. (ლილი ა------–---–ის ეპიზოდი)

 

ა-–---- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. (კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის ეპიზოდი)

 

ა-–---- გ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. (თინათინ ფ------ის ეპიზოდი)

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ა-–---- გ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით(თინათინ ფ------ის ეპიზოდი) განსაზღვრულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნონა და დავით ს-------–---–ების, ლილი ა------–---–ის, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის ეპიზოდები) განსაზღვრული სასჯელებიდან თავისუფლების აღკვეთა 6-6 (ექვს-ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ა-–---- გ----------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 3(სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 7(შვიდი) წლის ვადით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ა-–---- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ა-–---- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

ა-–---- გ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნონა და დავით ს-------–---–ის, თინათინ ფ------ის, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის, ლილი ა------–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ლილი ა------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მომწვანო მუყაოს კოლოფი, ხის ზარდახშა, ,,პლასტმასის“ ზარდახშა, გასაღები, საყურე დაუბრუნდეს ლილი ა------–---–ს.

 

ლილი ა------–---–ის სახლიდან ამოღებული დნმ-ის ანაწმენდები, თითის ანაბეჭდები, მეტალის დეტალი, მეტალის ფრაგმენტი, სუნის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ნონა ს-------–---–ის სახლიდან ამოღებული გულის ფორმის შავი ფერის ზარდახშა დაუბრუნდეს ნონა ს-------–---–ს.

 

ნონა ს-------–---–ის სახლიდან ამოღებული სუნის ნიმუში და თითის კვლები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სალომბარდე ხელშეკრულებები დაკავშირებული დაზარალებულ ნონა და დავით ს-------–---–ების, თინათინ ფ------ის, კარენ ს------ის და მარიამ მ------–---–ის, ლილი ა------–---–ის ნივთებთან დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართულ სხვა ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეებზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე