გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210118002478766
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16479-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორა

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - მ------ ს---–-----–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------–-----–--

მოპასუხე - ააიპ ს----------–----------------ია

წარმომადგენლები - გ-------------------ე; ე---------------------–ი

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის კრების ოქმის/წილის დათმობის ხელშეკრულება და აღგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა (შპს „ე-----ის“ პარტნიორად მ------ ს---–-----–---–ის 25% წილის მფლობელად აღდგენა);

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 3 ივლისის საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით გახორციელებული შენატანის პარტნიორებისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა (შპს „ე-----ისათვის“ უძრავი ქონების ს/კ 0--------------- დაბრუნება);

 

სარჩელში აღნიშნულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 სექტემბრის 4------ დადგენილებით დარეგისტრირდა შპს „ე-----ი“, რომლის დამფუძნებელ პარტნიორებსაც წარმოადგენდნენ: ს----------–--------------------------- კ--–----, ზ---- ა----–---, მ------ ს---–-----–---–ი, დავით ზ-------–---–ი, ციალა ხ-----------–---–ი. შპს „ე-----ი“ წარმოადგენს 1994 წლის 18 ოქტომბერს N-------- დადგენილებით რეგისტრირებული სავაჭრო ფირმა „ე-----ის“ სამართალმემკვიდრეს.

 

საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 90 600 ლარს, საიდანაც შპს „ე-----ის“ საწესდებო ფონდში კ---------------------ა კ--–----ს შენატანად განისაზღვრა სავაჭრო-საწარმოო ფირმა „ე-----ის“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებანი (შენობა და მოწყობილობები) არაფულადი შენატანის სახით, რომელიც იქნება შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალის 50%. საწარმოს განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის, ასევე „ე-----ის“ შრომითი კოლექტივის სამეურნეო აქტივობების და დაინტერესების გაზრდის მიზნით შპს „ე-----ის“ თანადამფუძნებლებად შეყვანილ იქნენ კოლექტივის წარმომადგენელი ფიზიკური პირები საწესდებო კაპიტალში საერთო წილით 50%. რომელიც შეიტანება მათ მიერ ფულადი და ქონებრივი შენატანების სახით.

 

შპს „ე-----ის“ 1998 წლის 20 იანვრის N3 კრებაზე დადგინდა, რომ შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალის ქონებით შევსება მოხდა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის - ზ---- ა----–--ისა და მ------ ს---–-----–---–ის მიერ, რაც დადასტურდა ც. ხ-----------–---–ისა და დ. ზ-------–---–ის მიერ, რის შემდეგად საზოგადოების პარტნიორები ც. ხ-----------–---–ი და დ. ზ-------–---–ი გავიდნენ საზოგადოებიდან და საწესდებო კაპიტალში (90 600 ლარი) შესაბამისი 13% და 12% გადასცეს მოსარჩელეს და ზ. ა----–---ს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 02 მაისის დადგენილების თანახმად, რის შემდეგომაც საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორებზე წილები განაწილდა შემდეგნაირად: ს----------–--------------------------- კ--–---- - საწესდებო კაპიტალის 50% - 45 300 ლარი, ზ---- ა----–--- - საწესდებო კაპიტალის 25% - 22 650 ლარი, მ------ ს---–-----–---–ი - საწესდებო კაპიტალი 25% - 22 650 ლარი. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ზ---- ა----–---.

 

ს----------–--------------------------- კ--–----სა და შპს „ე-----ის“ კუთვნილი ტერიტორიების გამიჯვნის აქტით (1999 წლის 12 თებერვალი) შპს „ე-----ს“ კაპიტალის 50%-ის შვსებისათვის გადაეცა უძრავი ქონება შემდეგი ფართობების სახით: რესტორნის დარბაზები, სათავსო და ანტრესოლი, სამზარეულო, სარდაფები და თაღედი.

 

ზ---- ა----–--ის სასარჩელო განცხადების საფუძველზე, სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრს დაევალა შპს „ე-----ის“ სახელზე ქ-------–--–-, ძ----------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის აღრიცხვა შპს „ე-----ის“ სახელზე, კერძოდ: სარდაფ სართულში N1 საკონდიციონერო ოთახი 132.22 კვ.მ, სამზარეულო - 7.98 კვ.მ, დამხმარე სთავსოების N6-12158 კვ.მ, N5-17 კვ.მ, N4 – 38.86 კვ.მ, საბოილერო - N3-101.50 კვ.მ, კიბის უჯრედი N2-22.88 კვ.მ. სულ სარდაფ სართულში 423.04 კვ.მ. ასევე პირველ სართულზე რესტორნის დარბაზი N1 – 175.20 კვ.მ, დამხმარე სათავსოები N2-48.14 კვ.მ, N3-31.35 კვ.მ, N4-30.50 კვ.მ, N5-15 კვ.მ, თაღედი გრძივი მეტრი 15*2მ. პირველ სართულზე არსებული ანტრესოლის ოთახი N6-47.50, დამხმარე სათავსოები N8-11.93 კვ.მ, N7-3.50 კვ.მ. პირველი სართულის და ანტრესოლის 376.12 კვ.მ, ანუ სულ სარდაფ სართულის, პირველი სართულის და ანტრესოლის 799.16 კვ.მ და ღია თაღედი გრძივი მეტრი 15*2 მეტრზე აღირიცხოს შპს „ე-----ის“ სახელზე.

 

საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის 2001 წლის 29 მაისის N1083-01 წერილით დგინდება, რომ მიწის მართვის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათში, 2011 წელს შპს „ე-----ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, საკადასტრო კოდი N0---------------, მისამართი ძ-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფ-სართულზე, პირველ სართულსა და ანტრესოლზე საერთო ფართით 799.16 კვ.მ.

 

აღნიშნული მოვლენებიდან 3 თვეში - 2011 წლის ოქტომბერში, შპს „ე-----ის“ 25% წილის მფლობელი და დირექტორი ზ---- ა----–--- და ასევე 25% წილის მფლობელი მ------ ს---–-----–---–ი დაიბარეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობაში, სადაც განხორციელდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ოჯახის წევრების ფიზიკური ლიკვიდაციის, ორივე პირის დაპატიმრებისა და წამების, ასევე, ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარით. თითოეული პირის დაკითხვა მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შეზღუდული ჰქონდათ უფლება ესარგებლათ ადვოკატის დახმარებით. ორივე მეწილეს განუმარტეს, რომ უნდა დაეთმოთ შპს „ე-----ის“ წილები ს----------–--------------------------- კ--–----ს სასარგებლოდ სრულიად უსასყიდლოდ, რადგანაც ეს წარმოადგენდა სახელმწიფო ინტერესს, სხვა შემთხვევაში კი ისინი აღასრულებდნენ მუქარას. აღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა მოსარჩელის და მეორე მოწილის უთანხმოება ე-–----- შ-----–---სთან - კ---------------------ა კ--–----ს თავმჯდომარესთან, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა შპს „ე-----ის“ სახელზე მისი კაპიტალის შესავსებად გადაცემული ქონების რეგისტრაციის თაობაზე, რაც 2011 წლის ივლისში განხორციელდა. დაკითხვის დროს, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დაბარება და დაკითხვა იყო ინიცირებული ე-–----- შ-----–---ს მიერ, რომელიც დაახლოებული პირი იყო მაშინდელი ხელისუფლების წევრებთან - ზ------------–---–თან და სხვებთან, რომელსაც ამოძრავებდა უძრავი ქონების სრულად დასაკუთრების მიზანი. რამდენიმედღიანი ზეწოლის შემდეგ ჯერ მ------ ს---–-----–---–მა 2011 წლის 19 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადასცა თავისი 25%-იანი წილის კ---------------------ა კ--–---ს, ხოლო შემდეგ ზ---- ა----–---მ 2011 წლის 24 ოქტომბერს დათმო დირექტორის პოზიცია და ასევე უსასყიდლოდ გადასცა თავისი 25%-იანი წელი.

 

აღნიშნული საკითხი იქნა განხილული და შესაბამის დასკვნაში ასახული ს----------–--------------------------- კ--–----ს და სს „ს--------–---ის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიისა მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ „მიხვდა რა ბატონი ე-–-----ი, რომ სამართლებრივი გზით ვერ დაამარცხებდა მოწინააღმდეგეს (ნებისმიერი სამართალი მის ბრალეულობაზე გაამახვილებდა ყურადღებას), ბატონმა ე-–-----მა საქმეში ჩართო ძალისმიერი სტრუქტურები, კერძოდ ე.წ. „სოდი“, რომელმაც დააკავა ზ. ა----–--- და მ. ს---–-----–---–ი და აიძულა ისინი, უარი ეთქვათ თავიანთ კუთვნილ წილებზე შპს „ე-----ში“. აი ასე „გამოასწორა“ საკუთარი შეცდომა ბატონმა ე-–-----მა. ამრიგად მტყუანი და დამნაშავე გამოვიდა მართალი, ხოლო მართალი ხალხი გაამტყუნეს და ნებაყოფლობით დაათმობინეს წილი... ალბათ არავინ დაიჯერებს, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი თავისი ნებით თმობდეს თავის კანონიერ წილს...“

 

აღნიშნულის შესახებ დაიწერა და გამოქვეყნდა 2013 წლის 30 იანვრის გაზეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოცემა „საქართველო და მსოფლიოში“.

 

2012 წლის 3 ივლისს შპს „ე-----სა“ და ააიპ ს----------–--------------------------- შ------------------–---ს შორის დაიდო საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორებისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-----ის“ უძრავი ქონება გადაეცა ააიპ ს----------–--------------------------- შ------------------–---ს.

 

ააიპ ს----------–--------------------------- შ------------------–---ს 2015 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის სხდომის N4-ის შესაბამისად, საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „ს----------–----------------ია“.

 

ააიპ „ს----------–----------------ია“ წლების განმავლობაში იჯარით გასცემს უძრავ ნივთს - საკადასტო კოდით: N0---------------, რაც დასტურდება მასზე იჯარის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ააიპ „ს----------–----------------ია” სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ გაუგებარია მოსარჩელე რა პერიოდიდან ითვლის იმ სამ თვეს, როდესაც ის დაიბარეს სოდ-ში და რა მტკიცებულება გააჩნია რაიმე სახის ზეწოლაზე. მოსარჩელის მითითებულ სტრუქტურაში დაბარება განხორციელდა 2011 წლის ოქტომბერში, ხოლო ამ სტრუქტურამ არსებობა შეწყვიტა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელსუფლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ახალი სტრუქტურის შემქმნის შემდეგ. მოსარჩელემ მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა 7 წლის შემდეგ გაიხსენა. შპს „ე-----ის“ სახელზე ქონების რეგისტრაცია თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში ჯერ კიდევ 2001 წელს განხორციელდა, რაც ადასტურებს, რომ ე-–----- შ-----–---ს 2011 წელს არ გაუგია უძრავი ქონების შპს „ე-----ის“ სახელზე აღრიცხვის შესახებ, მას ასეთი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2001 წლის მაისში გააჩნდა, მაგრამ პრეტენზია არ გამოუთქვამს, რადგან ფაქტობრივად ეს ქონება ისევ კ---------------------ა კ--–----სათვის იქნა დაბრუნებული შპს „ე-----ის“ მიერ და ეს ქონება 49 წლის ვადით მფლობელობაში იქნა გადაცემული სს „ს--------–---ისათვის“, რომელიც ახდენდა მისთვის გადაცემული შენობის ფართის იჯარით გაცემას სხვადასხვა მოიჯარეებზე და მათ შორის ზ---- ა----–---სთან და მასთან აფილირებულ იურიდიულ პირებზე.

 

მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა, რადგანაც გასულია ხანდაზმულობის ვადა 2011 წელს განხორციელებულ ქმედებასთან დაკ--–---ებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 სექტემბრის 4------ დადგენილებით დარეგისტრირებული შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ე-----ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ: ს----------–--------------------------- კ--–----, ზ---- ა----–---, მ------ ს---–-----–---–ი, დავით ზ-------–---–ი, ციალა ხ-----------–---–ი.

 

შპს „ე-----ი“ წარმოადგენს 1994 წლის 18 ოქტომბერს N-------- დადგენილებით რეგისტრირებული სავაჭრო ფირმა „ე-----ის“ სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი ს----------–--------------------------ა კ--–----ს გამგეობის სხდომის N2 ოქმიდან (ტ. I, ს.ფ. 32);

- მთაწმინდის რაიონის სასამართლოს დადგენილება 09.09.1996 დადგენილება (ტ. I, ს.ფ. 33);

- შპს „ე-----ის“ 04.09.1996 წესდება (ტ. I, ს.ფ. 35-51);

- საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 208);

 

3.1.2. შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 90 600 ლარს, საიდანაც შპს „ე-----ის“ საწესდებო ფონდში კ---------------------ა კ--–----ს შენატანად განისაზღვრა სავაჭრო-საწარმოო ფირმა „ე-----ის“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებანი (შენობა და მოწყობილობები) არაფულადი შენატანის სახით, რომელიც იყო შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალის 50%.

 

საწარმოს განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის, ასევე „ე-----ის“ შრომითი კოლექტივის სამეურნეო აქტივობების და დაინტერესების გაზრდის მიზნით შპს „ე-----ის“ თანადამფუძნებლებად შეყვანილ იქნენ კოლექტივის წარმომადგენელი ფიზიკური პირები საწესდებო კაპიტალში საერთო წილით 50%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ე-----ის“ 04.09.1996 წესდება (ტ. I, ს.ფ. 35-51);

- შპს „ე-----ის“ პარტნიორთა კრების N3 ოქმი (ტ. I, ს.ფ. 53);

- საწესდებო კაპიტალის ქონების შეფასების აქტი N1 (ტ. I, ს.ფ. 61);

 

3.1.3. შპს „ე-----ის“ 1998 წლის 20 იანვრის N3 კრების ოქმით დადგინდა, რომ შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალის ქონებით შევსება მოხდა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის - ზ---- ა----–--ისა და მ------ ს---–-----–---–ის მიერ, რაც დადასტურდა ც. ხ-----------–---–ისა და დ. ზ-------–---–ის მიერ, რის შემდეგად საზოგადოების პარტნიორები ც. ხ-----------–---–ი და დ. ზ-------–---–ი გავიდნენ საზოგადოებიდან და საწესდებო კაპიტალში (90 600 ლარი) შესაბამისი 13% და 12% გადასცეს მ. ს---–-----–---–სა და ზ. ა----–---ს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 02 მაისის დადგენილების თანახმად.

 

აღნიშნულის შემდეგ საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორებზე წილები განაწილდა შემდეგნაირად: ს----------–--------------------------- კ--–---- - საწესდებო კაპიტალის 50% - 45 300 ლარი, ზ---- ა----–--- - საწესდებო კაპიტალის 25% - 22 650 ლარი, მ------ ს---–-----–---–ი - საწესდებო კაპიტალის 25% - 22 650 ლარი. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ზ---- ა----–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ე-----ის“ პარტნიორთა კრების N3 ოქმი (ტ. I, ს.ფ. 53);

- შპს „ე-----ის“ 02.05.1998 წესდება (ტ. I, ს.ფ. 57-58);

 

3.1.4. ს----------–--------------------------- კ--–----სა და შპს „ე-----ის“ კუთვნილი ტერიტორიების გამიჯვნის აქტით (1999 წლის 12 თებერვალი) შპს „ე-----ს“ კაპიტალის 50%-ის შევსებისათვის გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: რესტორნის დარბაზები, სათავსო და ანტრესოლი, სამზარეულო, სარდაფები და თაღედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 12.02.1999 გამიჯვნის აქტი (ტ. I, ს.ფ. 64);

 

3.1.5. 2001 წლის 2 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრს დაევალა ქ-------–--–-, ძ----------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის აღრიცხვა შპს „ე-----ის“ სახელზე.

 

საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტმა შეიტანა ცვლილება საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2011 წელს შპს „ე-----ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, საკადასტრო კოდი N0---------------, ძ-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფ-სართულზე, პირველ სართულსა და ანტრესოლზე საერთო ფართით 799.16 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 02.04.2001 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 70);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 74-76).

 

3.1.6 მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება შპს „ე-----ის“ საკუთრებას წარმოადგენდა, 2001-2011 წლებში ამ ქონებით სარგებლობდა ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ი.“ მან ქონება იჯარით გადასცა „ს--------–---ს“, რომელიც ქვეიჯარით გასცემდა სხვადასხვა სუბიექტებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 181-184);

- შეთანხმება (ტ. I, ს.ფ. 185)

- ხელშეკრულებები (ტ. I, ს.ფ. 196-222, 233-239).

 

3.1.7. 2011 წლის 19 ოქტომბერს მ------ ს---–-----–---–მა შპს „ე-----ის“ 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა ს----------–--------------------------- კ--–---ს.

 

2011 წლის 24 ოქტომბერს ზ---- ა----–---მ ასევე გადასცა თავისი წილი ს----------–--------------------------- კ--–---ს. ზ---- ა----–--- გათავისუფლდა დირექტორობიდან და შპს „ე-----ის“ დირექტორად დაინიშნა ე-–----- შ-----–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 19.10.2011 წლის კრების ოქმი (ტ. I, ს.ფ. 77);

- 24.10.2011 წლის კრების ოქმი (ტ. I, ს.ფ. 80).

 

3.1.8. 2012 წლის 3 ივლისს შპს „ე-----სა“ და ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ს“ შორის დაიდო საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორებისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-----ის“ უძრავი ქონება გადაეცა ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორებისათვის უკან დაბრუნების 03.07.2012 ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 122-125);

-

3.1.9. ააიპ ს----------–--------------------------- შ------------------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის სხდომის N4-ის შესაბამისად, საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „ს----------–----------------ია“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ს----------–--------------------------- შ------------------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის სხდომის N4 (ტ. I, ს.ფ. 129-133);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 19 ოქტომბრის წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ ზეწოლა განხორციელდა.

 

მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 01.10.2011 წელს ე-–----- შ-----–---მ სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია ზ---- ა----–--ის ქმედებებზე (ტ. II; ს.ფ. 69-70).

 

სადავო არც ის გარემოებაა, რომ ე-–----- შ-----–--- 1999-2008 წლებში იყო მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. ის ასევე იყო დაახლოებული საქართველოს წინა ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რაც მან სხდომაზე დაადასტურა.

 

განცხადების საფუძველზე შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში 15.10.2011 წელს დაიკითხა მ------ ს---–-----–---–ი. გამოძიებას აწარმოებდა სოდ-ის I მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს III სამსახურის უფროსის მოადგილე მ-----– ძ-----ე.

 

მ------ ს---–-----–---–ის განმარტებით, ის და ზ---- ა----–--- დაიბარეს სოდ-ში. ცალ-ცალკე ოთახში მიმდინარეობდა მათი ჯვარედინი დაკითხვა, რა დროსაც ხორციელდებოდა მუქარა და „თავზე იარაღის გადატარება.“ მ-----– ძ-----ემ თავისი მანქანით წაიყვანა რეესტრში, სადაც ე-–----- შ-----–--- დახვდათ, ხელი მოაწერინეს წილის დათმობის ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც მ-----– ძ-----ემ მიაძახა კიდევ კარგად გადარჩიო.

 

მოწმედ დაკითხული ზ---- ა----–--- კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით ადასტურებს, რომ მის და მ------ ს---–-----–---–ის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, მათ ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, რის გამოც იძულებულნი გახდნენ გაჰყოლოდნენ საჯარო რეესტრში მ-----– ძ-----ეს და ხელი მოეწერათ წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე.

 

მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ 19.10.2011 წელს იმყოფებოდა რეესტრში ხელშეკრულების გასაგრძელებლად, სადაც ნახა ე-–----- შ-----–---, მ------ ს---–-----–---–ი კიდევ ერთ პიროვნებასთან ერთად. ფოტოსურათზე მან ამოიცნო მ-----– ძ-----ე.

 

მოწმე მ-----– ძ-----ემ დაადასტურა, რომ გამოძიებას აწარმოებდა, თუმცა უარყო რაიმე იძულების ფაქტი. მან ასევე განმარტა, რომ შესაძლოა, ახლდა საჯარო რეესტრში მ------ ს---–-----–---–ს ხელშეკრულების დადებისას, თუმცა რაიმე დამაჯერებელი ახსნა ვერ შესთავაზა სასამართლოს თუ რატომ უნდა გამხდარიყო საჭირო მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად გამომძიებლის თანხლება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წილების დათმობას წინ უსწრებდა ზ---- ა----–--ის გააქტიურება შპს „ე-----ის“ დირექტორის ამპლუაში, კერძოდ, როგორც უკვე აღნიშნა, სადავო უძრავი ქონება 2011 წელს შპს „ე-----ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ჩანს, რომ 2011 წლის აგვისტო-ოქტომბერში ზ---- ა----–---მ არაერთხელ მიმართა წერილობით კ---------------------ა კ--–---ს და პირადად ე-–----- შ-----–---ს და გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამდა შპს „ე-----ის“ ფართის გაქირავებასთან დაკ--–---ებით (ტ. II; ს.ფ. 16-29).

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „ე-----ის“ პარტნიორთა 22.09.2011 წლის კრების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ ე-–----- შ-----–---მ მოითხოვა 2011 წლის 7 ოქტომბრამდე პარტნიორთა კრების მოწვევა შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალიდან სადავო უძრავი ქონების გატანის საკითხის გადასაწყვეტად (ტ. II; ს.ფ. 30-33).

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია სოდ-ის შენობაში მ------ ს---–-----–---–ის შესვლისა და გასვლის თაობაზე.

 

წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ყოფილი სოდ-ის ადმინისტრაციულ შენობაში მ------ ს---–-----–---–ი იმყოფებოდა 15.10.2011 წელს 11:09 სთ-დან 22:34 სთ-მდე, ასევე 19.10.2011 წელს 10:20 სთ-დან 13:50 სთ-მდე (ტ. II; ს.ფ. 295).

 

მ------ ს---–-----–---–ი დაიკითხა 15.10.2011 წელს, ამასთან დაკითხვის ოქმის თანახმად, დაკითხვა დაიწყო 15:25 საათზე და დასრულდა 18:00 საათზე. უცნობია, რატომ იმყოფებოდა მ------ ს---–-----–---–ი შენობაში 11:09 საათიდან 15:25 საათამდე, ან რატომ დაყოვნდა შენობაში დაკითხვის დასრულების შემდეგ კიდევ 4 საათი, თანაც არასამუშაო დროს.

 

მოწმე მ-----– ძ-----ემ განმარტა, რომ უმიზეზოდ შენობაში ვერავინ დარჩებოდა, თუმცა არ იცის, რატომ დაყოვნდა მ------ ს---–-----–---–ი.

 

წილის დათმობის ხელშეკრულების დადების დღეს (19.10.2011 წელს) მ------ ს---–-----–---–ი ასევე იმყოფებოდა სოდ-ის შენობაში გაურკვეველი მიზეზით, ვინაიდან რაიმე საპროცესო დოკუმენტი (გამოკითხვის ოქმი, რაიმე საგამოძიებო მოქმედების ოქმი) ამ თარიღით შედგენილი არ არის.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოწმედ დაკითხული ა-----–--–--–---–ი და ა-----–-–----–---–ი ადასტურებენ, რომ ზ---- ა----–--ისგან გაიგეს მისი და მ------ ს---–-----–---–ის მიერ წილების იძულებით დათმობის შესახებ. ა-----–--–--–---–ი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ყველასათვის იყო ცნობილი, რომ წილების დათმობა ზეწოლის შედეგი იყო.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ურბნისის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის - დეკანოზ ლ--------------–--ის ჩვენებაზე (ტომი II, ს.ფ. 336), რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. აღნიშნულ ჩვენებაში დეკანოზი ლ--------------–--ე აღნიშნავს, რომ ეკ. გაბაშვილის 6-ში (კინოს სახლი) ესაუბრებოდა მ------ ს---–-----–---–ს, რა დროსაც მოვიდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და წაიყვანეს მ------. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი სოდ-ის შენობაში მას დაათმობინეს წილები. იქ მყოფი პირებთან ნამდვილად იყო მ-----– ძ-----ე, რომელიც იცნო ტელევიზიით, როდესაც ეს უკანასკნელი გამოდიოდა შსს-ს სახელით.

 

მ------ ს---–-----–---–მა, ასევე მოწმე ზ---- ა----–---მ განმარტეს, რომ აქამდე არ მიმართეს სასამართლოს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის. მ-----– ძ-----ე ახალი ხელისუფლების პირობებშიც იკავებდა მაღალ თანამდებობებს შსს-ს სისტემაში და ტელევიზიით ხშირად ხედავდნენ მას, ამდენად, დავის დაწყების ეშინოდათ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მ-----– ძ-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 3 აგვისტომდე მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილით ასევე დასტურდება, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს.

 

ამრიგად სადავო ხელშეკრულება დაიდო იმ პირობებში, როცა ჯერ ე-–----- შ-----–---მ მოითხოვა სადავო ქონების დაბრუნება კ-----------იისთვის, შემდეგ მიმართა პროკურატურას და დაიწყო გამოძიება, მ------ ს---–-----–---–ი იმყოფებოდა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე, სადაც უწყვეტად თითქმის 12 საათი გაატარა, აქედან დაკითხვა მხოლოდ ორსაათნახევარს გრძელდებოდა, დანარჩენი დრო მან შენობაში არაოფიციალურად დაჰყო, მათ შორის ღამის საათებში. იგი ასევე იმყოფებოდა ხელშეკრულების დადების დღეს სოდ-ის შენობაში რაიმე ოფიციალური მიზეზის გარეშე. იმავე დღეს საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა თვითონ წაიყვანა რეესტრში, სადაც ხელი მოაწერა წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იძულების განხორციელების პირდაპირი მტკიცბეულების წარმოდგენა, როგორც წესი შეუძლებელია, მაგრამ მოსარჩელე ვალდებულია, სხვადასხვა არაპირდაპირი მტკიცებულებებით შეუქმნას სასამართლოს დასაბუთებული რწმენა, რომ გარიგება არ შეესაბამებოდა მის ნებას. მოცემულ შემთხვევაში, ყველა აღნიშნული გარემოება ერთობლივად ადასტურებს, რომ ხელშეკრულება არ დადებულა მოსარჩელის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე.

 

ამ გარემოებების გასაქარწყლებლად არ გამოდგება ე-–----- შ-----–---ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მ------ ს---–-----–---–სა და ზ---- ა----–---ზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა, მათ ფართის ქირავნობის სანაცვლოდ დათმეს წილების კინოკ--–----ს სასარგებლოდ. ასევე ვერ გამოდგება მ-----– ძ-----ის ჩვენებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ მ------ ს---–-----–---–თან შეხება ჰქონდა ფართის თაღლითურად მითვისების ფაქტთან დაკ--–---ებით აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რომელზეც შემდგომ მხარეები მორიგდნენ.

 

3.2.2 მ------ ს---–-----–---–ს შპს „ე-----ის“ 25%-იანი წილი არ დაუთმია სხვა ქონებაზე სარგებლოს უფლების მიღების პირობით.

 

მოპასუხის მტკიცებით, წილების დათმობის სანაცვლოდ ზ---- ა----–---მ და მ------ ს---–-----–---–მა მიიღეს ქ-------–--–-, ნ--–---------------ში მდებარე უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება (იჯარა) შეღავათიანი პირობებით.

 

აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მ------ ს---–-----–---–ის რაიმე კ--–---ს მოპასუხის კუთვნილ ამ უძრავ ქონებასთან. წერილობით მასალებში (ხელშეკრულებებში) ფიგურირებს მხოლოდ ზ---- ა----–--- პირადად.

 

მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ ამ ფართში, ამა თუ იმ ფორმით, საქმიანობდა ზ---- ა----–---. მათ არათუ ვერ დაადასტურეს, რომ მ------ ს---–-----–---–ი ასევე სარგებლობდა ამ უძრავი ქონებით, არამედ განმარტეს, რომ არ უნახავთ იქ მისული.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მ------ ს---–-----–---–ი ზ---- ა----–---სთან ერთად მოიაზრებოდა.

 

სასამართლო არ იზიარებს ამ მტკიცებას და განმარტავს, რომ მ------ ს---–-----–---–ი და ზ---- ა----–--- დამოუკიდებლად იყვნენ შპს „ე-----ის“ პარტნიორები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზ---- ა----–---სთან დაიდო რაიმე შეთანხმება წილის დათმობის სანაცვლოდ ფართით სარგებლობის შესახებ, ეს შეთანხმება ავტომატურად მ------ ს---–-----–---–ზე ვერ გავრცელდება. საქმეში არათუ მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება არაა წარმოდგენილი, არამედ საერთოდ მ------ ს---–-----–---–ის რაიმე კ--–---- არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებულ უძრავ ქონებასთან.

 

3.2.3 შპს „ე-----ის“ პარტნიორები ზეპირად არ შეთანხმებულან საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების უკან დაბრუნების თაობაზე.

 

მოპასუხის მტკიცებით, შპს-ს დაარსებიდან მალევე, პარტნიორები ზეპირად შეთანხმდნენ და დაიბრუნეს საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანები, რის შესაძლებლობასაც წესდება იძლეოდა.

 

ამ მტკიცების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებს, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კ-----------ია, ხოლო შპს „ე-----ს“ ქონების გადასახადი ამ წლებში არ გადაუხდია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2001-2011 წლებში სადავო ქონებით სარგებლობდა ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ი.“ მან ქონება იჯარით გადასცა „ს--------–---ს“, რომელიც ქვეიჯარით გასცემდა სხვადასხვა სუბიექტებზე, მათ შორის, ზ---- ა----–---ს ჰქონდა ხელშეკრულებები დადებული სხვა იურიდიული პირების სახელით („დ---------–-----------“, „ზ----“).

 

საქმეში წარმოდგენილი დეკლარაციებით და ცნობით ასევე დასტურდება, რომ 2000-2010 წლებში შპს „ე-----ს“ ქონების გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია, ხოლო ბიუჯეტში 500 ლარი აქვს გადახდილი (ტ. II; ს.ფ. 2).

 

შპს „ე-----ის“ წესდების 8.1 პუნქტის თანახმად, პარტნიორები გადაწყვეტილებებს, როგოც წესი, იღებენ პარტნიორთა კრებაზე, ხოლო 8.2 პუნქტის თანახმად, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს, პარტნიორთა გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას კრების გარეშე. კრების გარეშე გადაწყვეტილებები მიიღება მიმოწერის გზით, ასევე ზეპირად ან ტელეფონით, თუ კი ამ ორი უკანასკნელი შემთხვევისათვის წერილობითი თანხმობაა გამზადებული. კრების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებას ორგანიზებას უწევს გენერალური დირექტორი (მოადგილე).

 

ამრიგად, წესდების შესაბამისად, ზეპირად გადაწყვეტილებების მიღება დაიშვებოდა მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი წერილობითი თანხმობები ამ საკითხზე.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთობლივად, არ ადასტურებს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანას.

 

სასამართლომ ვერ დაადგინა, რა მიზეზით სარგებლობდა შპს „ე-----ის“ ქონებით „ს----------–--------------------------- შ------------------–---ი“, მაგრამ მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს გარემოება არ ადასტურებს მის მიერ შენატანის გატანას. ამ მოსაზრებას უპირისპირდება სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, დასტურდება, რომ 1999 და 2008 წლებში შპს „ე-----ის“ ტერიტორიაზე „კ-------------–-ს“ მშენებლობის პროცესით გამოწვეული მოცდენის გამო (შეფერხდა რესტორნის მუშაობა) „ს--------–---მა“ და კ---------------------ა კ--–---მა შპს „ე-----ის“ პარტნიორებს კომპენსაცია შესთავაზეს.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ---- ა----–--ის წერილები, რომლითაც იგი პრეტენზიას გამოთქვამდა შპს „ე-----ის“ კუთვნილი ქონების გაქირავების საკითხზე, გარდა ამისა, დადგენილია, რომ ე-–----- შ-----–---მ, კ-----------იის სახელით, მოითხოვა 2011 წლის 7 ოქტომბრამდე პარტნიორთა კრების მოწვევა შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალიდან სადავო უძრავი ქონების გატანის საკითხის გადასაწყვეტად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ წილების დათმობამდე, შპს „ე-----ის“ პარტნიორები არ შეთანხმებულან საწესდებო კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნებაზე. რაც შეეხება გადასახადებს, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შეფასების საგანი არ არის რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა შპს „ე-----ი“ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე, 524-ე 976-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წილის დათმობის ხელშეკრულება ამორალური გარიგებაა და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკ--–---დება.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

 

ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდ წილად დაკ--–---ებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა შპს „ე-----ის“ 25%-იანი წილი რაიმე ქონებრივი ეკვივალენტის გარეშე, რაც თავისი არსით, ჩუქების ხელშეკრულებას წარმოადგენს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს ჩუქების გარიგების იურიდიული ბუნება. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც საკითხი ეხება ამ სახის გარიგებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს მითითებული გარიგების დადებისას მხარის თავისუფალი ნების ფორმირების პირობები და ამ წინაპირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ,,გონიერი ადამიანის" აბსტრაქტული მოდელით, ანუ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში მყოფი გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი, მისი მოტივაცია. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში დგინდება ის გარემო ფაქტორები რაც გამორიცხავს მოსარჩელე მხარის ნების თავისუფალ ფორმირებას. გარიგების მორალთან შესაბამისობის კუთხით აუცილებლად შეფასებული უნდა იქნეს ხელშეკრულების მოტივი და მიზანი, ასევე მისი დადების დრო.

 

ისეთი კატეგორიის დავებზე, სადაც ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ხდება სახელმწიფოსათვის, სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცების ტვირთი არის შებრუნებული და ეკისრება სახელმწიფოს. სწორედ მან უნდა ამტკიცოს გარიგების მართლზომიერება (შეად. სუსგ ას-15-15-2016, ას-501-475-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულება დადებულია კერძო სამართლის ორ სუბიექტს შორის, ამდენად, ეს სტანდარტი არ მოქმედებს და მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ხელშეკრულება მის ნებას არ შეესაბამებოდა.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა განაწილდეს ობიექტურად და სამართლიანად. თითოეულ მხარეს ეკისრება მხოლოდ იმ გარემოებების დადასტურების ვალდებულება, რაც მას ობიექტურად ხელეწიფება. თუ მტკიცებულების წარმოდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმატებით გაართვა თავი სასარჩელო მოთხოვნის მტკიცების ტვირთის რეალიზებას და დაადასტურა, რომ წილის დათმობის განაცხადი მან იძულებისა და შიშის ქვეშ გააკეთა და არა ავტონომიური და თავისუფალი ნების პირობებში, რისი დადასტურებაც, შესაძლოა, ყოველთვის ვერ მოხერხდეს უშუალო მტკიცებულებებით, თუმცა, მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, აღნიშნული შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების კუთვნილი ტვირთის დაძლევა მოსარჩელემ შეძლო იმ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე, რომლებიც საქმეშია წარდგენილი, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სისხლის სამართლის მასალებით, მოსარჩელეს იბარებდენ საგამოძიებო ორგანოები, გამოძიებას გააჩნდა გარკვეული პრეტენზიები მის მიმართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან დაკ--–---ებით. დასახელებულმა გარემოებებმა მოსარჩელეს შეუქმნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების რეალური და მაღალი ხარისხით ვარაუდის საფრთხე, რომლის თავიდან აცილებაც მას შეეძლო წილის დათმობით. ასეთ ვითარებაში ნათელია, რომ წილის დათმობა განპირობებული იყო მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებით (სუსგ. ას-1230-2018).

 

როგორც უკვე აღინიშნა სადავო ხელშეკრულება დაიდო იმ პირობებში, როცა ჯერ ე-–----- შ-----–---მ მოითხოვა სადავო ქონების დაბრუნება კ-----------იისთვის, შემდეგ მიმართა პროკურატურას და დაიწყო გამოძიება, მ------ ს---–-----–---–ი იმყოფებოდა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე, სადაც უწყვეტად თითქმის 12 საათი გაატარა, აქედან დაკითხვა მხოლოდ ორსაათნახევარს გრძელდებოდა, დანარჩენი დრო მან შენობაში არაოფიციალურად დაჰყო, მათ შორის ღამის საათებში. იგი ასევე იმყოფებოდა ხელშეკრულების დადების დღეს სოდ-ის შენობაში რაიმე ოფიციალური მიზეზის გარეშე. იმავე დღეს საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა თვითონ წაიყვანა რეესტრში, სადაც ხელი მოაწერა წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს (ვრცლად იხ. 3.2.1 პუნქტი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება მხარის ნამდვილი ნების შედეგი და არის ამორალური გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მეორე მხარე არ არის სახელმწიფო, მაგრამ მოსარჩელესთან შედარებით ძლიერი მხარეა - იურიდიული პირია, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო პარლამენტის წევრი და დაახლოებული იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან.

 

სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთისინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა. ,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკ--–---ებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული (იხ. სუსგ ას-15-15-2016, ას-501-475-2015).

 

„პირის იძულება, ნების საწინააღმდეგოდ დათმოს საკუთრება მესამე პირის/პირების სასარგებლოდ, თავისი ხასიათით, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/, 193-ე პუნქტი).

 

სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - „გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ“).

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები განსხვავებულ სამართლებრივ ცნებებს წარმოადგენენ და ამასთან, გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადა ვრცელდება იძულებით დადებულ გარიგებაზე (სკ-ის 89-ე მუხლი). მატერიალური უფლების შეცილების ვადა ვრცელდება მხოლოდ საცილო გარიგებებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მასზე შეცილების რაიმე ვადის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით ნაკარნახევი არ არის და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა. სარჩელის შემოტანის დროისათვის ეს ვადა არ არის გასული.

 

მოპასუხე ამტკიცებდა, რომ მოსარჩელეს შპს-ს წილი უსასყიდლოდ არ დაუთმია და სანაცვლოდ მიიღო მოპასუხის კუთვნილი სხვა უძრავი ქონების შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ საკუთრების (წილის) დათმობის ეკონომიკური ეკვივალენტი არ არის ქონებით სარგებლობის უფლება, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამგვარი შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ წილების დათმობის დროისათვის უძრავი ქონება შპს „ე-----ს“ აღარ ეკუთვნოდა, ვინაიდან პარტნიორები ზეპირად შეთანხმდნენ და გაიტანეს საწესდებო კაპიტალიდან შენატანები.

 

სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

შპს „ე-----ის“ წესდების 8.2 პუნქტის თანახმად, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს, პარტნიორთა გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას კრების გარეშე. კრების გარეშე გადაწყვეტილებები მიიღება მიმოწერის გზით, ასევე ზეპირად ან ტელეფონით, თუ კი ამ ორი უკანასკნელი შემთხვევისათვის წერილობითი თანხმობაა გამზადებული. კრების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებას ორგანიზებას უწევს გენერალური დირექტორი (მოადგილე).

 

ამრიგად, წესდების შესაბამისად, ზეპირად გადაწყვეტილებების მიღება დაიშვებოდა მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისი არსით, წესდების აღნიშნული დებულება გამოხატავდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის (04.09.1996 წლისათვის მოქმედი რედაქცია - წესდების მიღების თარიღი) 47.7 მუხლით გათვალისწინებულ ქცევის წესს, რომლის თანახმადაც კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს „ე-----ის“ პარტნიორები შეთანხმდნენ საწესდებო კაპიტალიდან შენატანის დაბრუნებაზე, ეს შეთანხმება იყო ბათილი გარიგება ვინაიდან დაცული არ ყოფილა ხელშეკრულებით (წესდებით) გათვალისწინებული სავალდებულო ფორმა.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად მართლზომიერი იყო წილის უსასყიდლოდ დათმობა (ჩუქება) და მნიშვენლობა არ აქვს შპს „ე-----ის“ დაარსებასთან დაკ--–---ებულ გარემოებებს, მათ შორის, რამდენად ტოლფასი იყო პარტნიორების მიერ განხორციელებული შენატანი და სწორად იყო თუ არა შეფასებული სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.

 

2012 წლის 3 ივლისს შპს „ე-----სა“ და ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ს“ შორის დაიდო საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორებისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-----ის“ უძრავი ქონება გადაეცა ააიპ „ს----------–--------------------------- შ------------------–---ს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეს ხელშეკრულება ვერ იქნება წილის დათმობის ხელშეკრულებისაგან განყენებულად განხილული, ვინაიდან ორივე მათგანს აერთიანებდა ერთიანი მიზანი - უძრავი ქონება დაბრუნებულიყო მოპასუხესთან. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი შედეგის მიღწევის მეთოდი იყო ამორალური და საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგებოდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შენატანის დაბრუნების ხელშეკრულება ასევეა ამორალური გარიგება და წილის დათმობის ხელშეკრულების ბედს იზიარებს.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ვინაიდან წილის დათმობის ხელშეკრულება, ასევე საწესდებო კაპიტალიდან ქონების დაბრუნების შესახებ ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა - მ------ ს---–-----–---–ს უნდა დაუბრუნდეს შპს „ე-----ის“ 25%-იანი წილი, ხოლო შპს „ე-----ს“ - უძრავი ქონება.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მტკიცებულებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს მხარეთა იმ განმარტებებს და მტკიცებულებებს, რასაც სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ააიპ „ს----------–----------------იას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარისა და 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკ--–---ებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ს---–-----–---–ის სარჩელი ააიპ „ს----------–----------------იის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის წილის დათმობის ხელშეკრულება და შპს „ე-----ის“ 25%-იანი წილი დაუბრუნდეს მ------ ს---–-----–---–ს;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 3 ივლისის შპს „ე-----ის“ საწესდებო კაპიტალში შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება და შპს „ე-----ს“ დაუბრუნდეს ქ-------–--–-, ძ------------------------ში მდებარე უძრავი ქონება (ფართობი - 799 კვ.მ; ს/კ 0---------------);

 

4. ააიპ „ს----------–----------------იას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარისა და 50 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია