განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31მაისი,2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- კ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ---- გ----------ე ჩ----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 1-----სს, მცხოვრები: ქ-----------, მ---- მ/რ-ნი, კორპ.#--- ბინა #6--
ადვოკატი - მ--------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი (დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდება)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. შპს ,,რ----“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებული იქნა 2016 წლის 11 მარტს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2016 წლის 8 აპრილს, ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: ვ---- რაიონი სოფელი გ-----. ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. ორგანიზაციის დირექტორი და ერთპიროვნული დამფუძნებელია რ---- გ------–--ე, რომელსაც საზოგადოების სრული მართვის უფლებით მინდობილობა გაცემული ჰქონდა ზ---- ჩ----–---–ის სახელზე, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავდა შპს ,,რ----ს“ საქმიანობას. ზ---- ჩ----–---–ს, როგორც შპს ,,რ----ს“ მინდობილ პირს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2.2018 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ,,რ----ს“ (ს/ნ 4--------) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2016 წლის 11 მარტიდან 2018 წლის 19 თებერვლამდე არსებულ საანგარიშო პერიოდს.
1.3.საგადასახადო შემოწმების შედეგად 2018 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შპს ,,რ----ს“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 186 640 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 123 384 ლარი და ჯარიმა 63 256 ლარი.
1.4.დამატებით გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო, დღგ-ს და მოგების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული დარიცხვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გაცემული ხელფასის სახით დეკლარირებული ჰქონდა იმაზე ნაკლები ვიდრე შემოწმების შედეგად იქნა დადგენილი. ასევე, გაფორმებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გადახდები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების შესახებ და აღნიშნულის გათვალისწინებით ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხა ჩათვლილი იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. რის გამოც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 133 413 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 88 942 ლარი და ჯარიმა 44 471 ლარი.
1.5.დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული იქნა სულ 52 292 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 34 352 ლარი, ხოლო ჯარიმა 17 940 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის, რომელიც ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ელ.ბაზებში, გამოვლენილი იქნა სხვაობები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მოცემული გადასახადის ნაწილში დამატებით თანხის დარიცხვა.
1.6.მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 135 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 90 ლარი, ხოლო ჯარიმა 45 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა იმაზე ნაკლები ერთობლივი შემოსავალი ვიდრე შემოწმების შედეგად იქნა დადგენილი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2018 წლის 13 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა N2---- ბრძანება, რომლის მიხედვითაც შპს „რ----ს“ (ს/ნ 4--------) ბიუჯეტში გადასახდელად ძირითადი გადასახადის სახით დაეკისრა 123 386 ლარის გადახდა.
1.7.2018 წლის 14 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული იქნა N0---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს ,,რ----ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ: 221 436.86 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 123 386 ლარი, ჯარიმა 63 246 ლარი, საურავი 35 084.86 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს პირად ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა 2018 წლის 14 აგვისტოს, რომელსაც გაეცნო 2018 წლის 9 სექტემბერს.
1.8.ზ---- ჩ----–---–მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - ჯამში 123 384 ლარის გადახდას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ზ---- ჩ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება მტკიცებულებებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი-–-----–---ის, რ---- გ------–--ის, ნ-------------ს, გ---------------- გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 3 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტს, N0---- საგადასახადო მოთხოვნას და მისი გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტს, შემოსავლების სამსახურიდან, ფინანსთა სამინისტროდან და სასამართლოდან მიღებული დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზ---- ჩ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნა, რომ შპს ,,რ----ს“ მინდობილმა პირმა - ზ---- ჩ----–---–მა სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა ძირითადი გადასახადი 123 384 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაული განზრახია, რაც ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე შეგნებულად თავს არიდებს გადასახადის გადახდას, რითაც ზიანს აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. ამ სუბიექტში მოიაზრება იურიდიული პირის მინდობილი პირი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. პრეიუდიციული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ შპს ,,რ----ს“ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონიერად დაერიცხა გადასახადები. ზ---- ჩ----–---–მა, როგორც შპს ,,რ----ს” მინდობილმა პირმა, რომელსაც ევალებოდა შპს-ს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებით, ასევე, როგორც გადასახადის გადამხდელს - ანუ სპეციალურ სუბიექტს ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ამის საპირისპიროდ, განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას, რის გამოც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რითაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 218-ე მუხლის შენიშვნაში კანონმდებლის მიერ დაწესებულ სამართლებრივ შეღავათს, რომელიც შესაბამის სუბიექტს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და ბრალდებულმა 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გადასახადისთვის განზრახ თავის ამრიდებელს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ---- ჩ----–---–ს ეკისრება, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ჩ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ---- ჩ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ამ კუთხით სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას, ასევე იმ გარემოებას, რომ უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და ამით დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი, რომლის მიხედვით ზ---- ჩ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 25,341-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია 2016 წლის 11 მარტიდან 2018 წლის 19 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში, ანუ 2019 წლის 18 მარტის განაჩენის მიღებამდე, გარდა ამისა, ზ---- ჩ----–---–ი მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს და 2019 წლის 18 მარტის განაჩენის მიღების მომენტისთვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი, შესაბამისად საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით სრული შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ჩ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სრულად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი და ზ---- ჩ----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე წინა განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და წინა განაჩენის შესაბამისად ძალაში დარჩეს დამატებითი სასჯელი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
3. გაუქმდეს ზ---- ჩ----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
4.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა