გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119002933478
N2/184-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.06.2019 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე მ------ ჩ------ე,წარმომადგენელი ლ-–- ლ-–-----ი,მოპასუხე მ-------ი კ--–------ე,ლ--------ი ლ-----ე,დავის საგანი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ------- კ-------–---–ის მიერ 2018 წლის 20 აპრილის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელის პოზიცია:
2018 წლის 20 აპრილს აღმასრულებელმა კ------- კ-------–---–მა მაზლის მ-----------–------ის ვალის გამო, ლ--------ი ლ-----ის სასარგებლოდ დააყადაღა მოსარჩელის სახლში არსებული კუთვნილი ნივთები: 1).მაცივარი ,,სამსუნგი’’, ღირებული 2-0 ლარად, 2), სამზარეულოს კომპლექტი ზედა-ქვედა განყოფილებით შავი -მუქი თეთრით, ღირებული 200 ლარად, 3) გაზქურა ,,ფერრე’’ შავი მინის კარით, ღირებული 150 ლარად, 4) შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის, ღირებული 200 ლარად, 5) თეთრი ფერის გაზის გამათბობელი - მარკა-მოდელი უცნობია, ღირებული 200 ლარად, 6) ნაჭრის კუთხის დივანი, ღირებული 200 ლარად, 7 ) ჟურნალების მაგიდა, ღირებული 70 ლარად, 8) სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’, ღირებული 2-0 ლარად. აღნიშნული მოძრავი ნივთები განთავსებულია მისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------ში. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს 800 ლარს. აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს მ-----------–------ის საკუთრებას, მას ამ ნივთების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი იურიდიული ინტერესია სხვისი ვალის უზრუნველყოფის მიზნით არ მოხდეს ამ ქონების რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-----------–------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მისი რძლის მ------ ჩ------ის საკუთრებას, მას დაყადაღებული ნივთების შეძენაში მონაწილეობა არ მოიუღია.
2.2. მოპასუხე ლ--------ი ლ-----ემ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მ-----------–------ე მოსარჩელე მ------ ჩ------ესთან და მის მეუღლე მ-----ა კ--–------ესთან ერთად რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------ში, 2--ე ქუჩა N---ში.
მოპასუხე ლ--------ი ლ-----ეს სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ სასამართლო უწყება მის სრულწლოვან შვილს ნ---- ლ-----ეს ჩაბარდა 2019 წლის 20 ივნისს, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ ჩ------ის საკუთრებას წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------ში, 2--ე ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 3-.0-.4-.4--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16)
3.1.2. მოპასუხე მ-------ი კ--–------ე არის მოსარჩელე მ------ ჩ------ის მაზლი და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ი---ი, ს-----ოს გასასვლელი N-, ბინა N-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება (იხ. სას. სხდ. ოქმი)
3.1.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას ანხორციელებს იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლი კ------- კ-------–---–ი, რომლის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე. აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კ------- კ-------–---–მა მოახდინა მოვალის მ-----------–------ის მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება (იხ. სას. სხდ. ოქმი)
- მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (იხ. ს. ფ. 21)
3.1.5. კ------- კ-------–---–ის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეფასებულია მისი საბაზრო ღირებულიდან გამომდინარე და მოძრავი ქონების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1520 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტება;
- ქონების აღწერეისა და დაყადაღების აქტი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ------- კ-------–---–ის მიერ მიერ აღიწერა და ყადაღა დაედო ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------ში, 2--ე ქუჩა N---ში მდბარე მ-----------–------ის საცხოვრებელ სახლში არსებულ შემდეგ მოძრავ ქონებას: 1).მაცივარი ,,სამსუნგი’’, ღირებული 2-0 ლარად, 2), სამზარეულოს კომპლექტი ზედა-ქვედა განყოფილებით შავი -მუქი თეთრით, ღირებული 200 ლარად, 3) გაზქურა ,,ფერრე’’ შავი მინის კარით, ღირებული 150 ლარად, 4) შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის, ღირებული 200 ლარად, 5) თეთრი ფერის გაზის გამათბობელი - მარკა-მოდელი უცნობია, ღირებული 200 ლარად, 6) ნაჭრის კუთხის დივანი, ღირებული 200 ლარად, 7 )ჟურნალების მაგიდა, ღირებული 70 ლარად, 8) სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’, ღირებული 2-0 ლარად. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება (იხ. სას. სხდ. ოქმი)
- მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (იხ. ს. ფ. 6-8)
3.2.2. მოპასუხე მ-----------–------ის რეგისტრაციის ადგილია ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------, 2--ე ქუჩა N--, აღნიშნულ მისამართზე დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს მოპასუხე მ-----------–------ის საკუთრებას. მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თბილისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 3--ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 165-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე, 105-ე, 201-ე, 2321-ე, 230-ე,6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ-----------–------ემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სრულად ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოება კი მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ლ--------ი ლ-----ე და მისი გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი. მოპასუხე ლ--------ი ლ-----ეს სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ სასამართლო უწყება მის სრულწლოვან შვილს ნ---- ლ-----ეს ჩაბარდა 2019 წლის 20 ივნისს, შესაბამისად სასამართლო უწყება ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად. თუმცა ლ--------ი ლ-----ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას. კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ზემოთ აღინიშნა, რომ სასამართლო უწყება ლ--------ი ლ-----ის ოჯახის წევრს, შვილს ნ---- ლ-----ეს ჩაბარდა 2019 წლის 20 ივნისს მოპასუხე ლ--------ი ლ-----ის მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და მას ჰქონდათ საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა, არ არსებობს მის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი გარემოებანი და აღნიშნულის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ლ--------ი ლ-----ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, აუცილებელია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად დამტკიცებულად ითვლება, იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ლ--------ი ლ-----ის მიმართ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მოძრავი ქონების მოვალისადმი კუთვნილების ვარაუდს უკავშირებს მხოლოდ ამ მისამართზე მოვალის ფაქტობრივ, რეალურ ცხოვრებას და არა მოვალის რეგისტრირებულ საცხოვრებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.5. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად ლ--------ი ლ-----ის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მ-----------–------ის მიერ სარჩელის ცნობისა და მოპასუხე ლ--------ი ლ-----ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელე მ------ ჩ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ჩ------ე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს მ-----------–------ის ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე და მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1). მაცივარი ,,სამსუნგი’’, ღირებული 250 ლარად, 2), სამზარეულოს კომპლექტი ზედა-ქვედა განყოფილებით შავი -მუქი თეთრით, ღირებული 200 ლარად, 3) გაზქურა ,,ფერრე’’ შავი მინის კარით, ღირებული 150 ლარად, 4) შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის, ღირებული 200 ლარად, 5) თეთრი ფერის გაზის გამათბობელი - მარკა-მოდელი უცნობია, ღირებული 200 ლარად, 6) ნაჭრის კუთხის დივანი, ღირებული 200 ლარად, 7 )ჟურნალების მაგიდა, ღირებული 70 ლარად, 8) სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’, ღირებული 250 ლარად, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ------ ჩ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს შემდეგი ნივთების: 1).მაცივარი ,,სამსუნგი’’, 2), სამზარეულოს კომპლექტი ზედა-ქვედა განყოფილებით შავი -მუქი თეთრით, 3) გაზქურა ,,ფერრე’’ შავი მინის კარით, 4) შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის, 5) თეთრი ფერის გაზის გამათბობელი - მარკა-მოდელი უცნობია, 6) ნაჭრის კუთხის დივანი, 7 )ჟურნალების მაგიდა, 8) სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ლ--------ი ლ-----ეს მოსარჩელე მ------ ჩ------ის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მოპასუხე მ-------ი კ--–------ემ სრულად ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მ------ ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321-ე, 230-ე, 236-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.მოსარჩელე მ------ ჩ------ის (პ/ნ 2----------)სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2018 წლის 20 აპრილის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1).მაცივარი ,,სამსუნგი’’, 2), სამზარეულოს კომპლექტი ზედა-ქვედა განყოფილებით შავი -მუქი თეთრით, 3) გაზქურა ,,ფერრე’’ შავი მინის კარით, 4) შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ ფირმის, 5) თეთრი ფერის გაზის გამათბობელი - მარკა-მოდელი უცნობია, 6) ნაჭრის კუთხის დივანი, 7 )ჟურნალების მაგიდა, 8) სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’.
2.გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. მოპასუხე ლ--------ი ლ-----ეს(პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე მ------ ჩ------ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე მ------ ჩ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი.
6. მოპასუხე ლ--------ი ლ-----ეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე