გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
080210016001296704
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1325-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------’’

წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–-----

მოპასუხეები - გ------- ქე----–---–ი; ი---–---- ქ--------ე; გ--- ა-----------ი; მ-------- ს----–-–---–ი; მ----ა ფ------–--ე (წარმომადგენელი კობა ფ------–--ე); ნ-------ი ქე----–---–ი.

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებზე - გ------- ქე----–---–ი, იულონ ქ--------ე, გ--- ა-----------ი და მ-------- ს----–-–---–ზე, სოლიდარულად სს ,,ს----------–---------’’-ს სასარგებლოდ - 36, 586.64 ლარის და სახ. ბაჟის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფის მიზნით, რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხე მ----ა ფ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტყ-----–-------–----------------- (ს/კ 3------------------); ნ-------ი ქე----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტ------–ი, ნ. დუმბაძე ქ. მეორე ჩიხი, №2/34 (ს/კ 3------------------) -ქონებები. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს გ------- ქე----–---–ის, ი---–---- ქ--------ის, გ--- ა-----------ის და მ-------- ს----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 06 ივლისს სს ,,საქართველოს ბანკს’’ და გ------- ქე----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №02820896, რომლის თანახმად გ------- ქე----–---–ზე გაიცა სესხი 28 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 25.3%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

2015 წლის 17 ივლისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №------- დანართი №--------2913701, უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ.

ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიც, მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვნად გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული კრედიტის დაფარვის ვადებს და მიუხედავად ბანკის მიერ მსესხებლის წერილობითი თუ სიტყვიერი გაფრთხილებისა, სესხის დაუფარაობის შემთხვევაში, ბანკის მხრიდან მოსალოდნელი კანონიერი ღონისძიებების გატარების შესახებ, არ განხორიელდა ბანკის მიმართ საკრედიტო დავალიანების დაფარვა.

 

სარჩელის შეტანის მომენტისათვის, გ------- ქე----–---–ის დავალიანება №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ძირ თანხას - 28, 000 ლარს; პროცენტს - 4949.10 ლარს; პირგასამტეხლოს - 3637.54 ლარს. სულ 36,586.64 ლარს.

დაზღვევის შესახებ დანართიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 160 აშშ დოლარს; პროცენტს - 19.88 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს - 17.94 აშშ დოლარს; სულ - 197.82 აშშ დოლარს;

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ 197.82 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, უარი თქვა სარჩელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. 2016 წლის 13 აპრილს მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის - 28.000 ლარის და პროცენტის - 4949.10 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 06 ივლისს სს ,,საქართველოს ბანკს’’ და გ------- ქე----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №-------. აღნიშნული ხელშკერულების თანახმად გ------- ქე----–---–ზე გაიცა კრედიტი 28, 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 25.3%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის გადაანგარშებით. 2015 წლის 17 ივლისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №------- უძრავი ქონების დარიცხვის შესახებ;

 

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება №-------;

- დაზღვევის შესახებ დანართი;

 

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,საქართველოს ბანკს’’ და მ----ა ფართალაძეს შორის 2015 წლის 06 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------01. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ----ა ფ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტ------–ი, ჯალაღანიას ქ. №9/19 (ს/კ 3------------------);

მტკიცებულება:

- იპოთეკის ხელშეკრულება №--------01;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. სარჩელის შეტანის მომენტისათვის გ------- ქე----–---–ის დავალიანება №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ძირ თანხას - 28, 000 ლარს; პროცენტს - 4949.10 ლარს; პირგასამტეხლოს - 3637.54 ლარს. სულ 36,586.64 ლარს.

დაზღვევის შესახებ დანართიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 160 აშშ დოლარს; პროცენტს - 19.88 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს - 17.94 აშშ დოლარს; სულ - 197.82 აშშ დოლარს;

მტკიცებულება:

- ცნობა დავალინების თაობაზე;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივლისს სს ,,ს----------–---------’’-სა და იულონ ქ--------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმდა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება თავდებობის შესახებ;

 

3.2.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივლისს ,, ს----------–---------’’-სა და გ--- ა-----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება თავდებობის შესახებ;

 

3.2.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივლისს ,, ს----------–---------’’-სა და მ-------- სალდაძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა პირებმა იკისრეს სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

 

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება თავდებობის შესახებ;

 

3.2.4. კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–---------’’-სა და ნ-------ი ქე----–---–ს შორის 2015 წლის 06 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------02. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-------ი ქე----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქოენაბ, მდებარე ქ. ტ------–ი, ნ. დ----------. II ჩიხი №2/34 (ს/კ 3------------------);

მტკიცებულება:

- იპოთეკის ხელშეკრულება №--------02;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.5. სადავოა სეხზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 637.54 ლარი;

მტკიცებულება:

- შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

-სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 8610.00 და 729.59 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია.

პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილში სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარით, რადგან პირგასამტეხლოს მიზანია არა კრედიტორის გამდიდრება, არამედ მას მხოლოდ პრევენციული ხასიათი გააჩნია.

 

6.4. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,საქართველოს ბანკს’’ და ნ-------ი ქე----–---–ს შორის 2015 წლის 06 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------02. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-------ი ქე----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქოენაბ, მდებარე ქ. ტ------–ი, ნ. დ----------. II ჩიხი №2/34 (ს/კ 3------------------);

დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,საქართველოს ბანკს’’ და მ----ა ფართალაძეს შორის 2015 წლის 06 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------01. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ----ა ფ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტ------–ი, ჯალაღანიას ქ. №9/19 (ს/კ 3------------------);

 

6.5. სს კოდექსის 463-ე მუხლით - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივლისს სს ,,ს----------–---------’’-სა და იულონ ქ--------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმდა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 17 ივლისს ,, ს----------–---------’’-სა და გ--- ა-----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 17 ივლისს ,, ს----------–---------’’-სა და მ-------- სალდაძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა პირებმა იკისრეს სრულად პასუხისმგებლობა გ------- ქე----–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე;

მითითებული გარემოებების გათავლისწინებით საფუძვლიანია მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს გ------- ქე----–---–ის, ი---–---- ქ--------ის, გ--- ა-----------ის და მ-------- ს----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

6...საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები და დაემტკიცებინათ შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელემ მოსამაზადებელ სხდომაზე უარი თქვა სარჩელზე 197.82 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 197.82 აშშ დოლარის 3% - 5.93 აშშ დოლარის ექვივალნტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადასახადო დავალება N063. 28.03. 2016 წელი.

 

მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადასახადო დავალება N063. 28.03. 2016 წელი, ასევე მოპასუხეების მიერ ცნობილი სარჩელის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 988.47 ლარი.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პირგასამტეხლოს ნაწილში. პირგასამტეხლო განისაზღვრა 1000 ლარით. ან ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი-30 ლარი, მოპასუხეებს; გ------- ქე----–---–ს, ი---–-------------ს, გ--- ა-----------ს და მ-------- ს----–-–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

სარჩელზე უარის ნაწილში (პირგასამტეხლო) გადახდილი სახ. ბაჟი 79.13 ლარი, უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–---------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გ------- ქე----–---–ს, ი---–-------------ს, გ--- ა-----------ს და მ-------- ს----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, ძირი თანხა - 28 000 ლარი; პროცენტი - 4949.10 ლარი; პირგასამტეხლო 1000 ლარი; სულ - 33 949.10 ლარი;

3. დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფის მიზნით, რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხე მ----ა ფ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტ------–ი, ჯალაღანიას ქ. №9/19, (ს/კ 3------------------) და ნ-------ი ქე----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ტ------–ი, ნ. დუმბაძე ქ. მეორე ჩიხი, №2/34 (ს/კ 3------------------) -ქონებები.

იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს გ------- ქე----–---–ის, ი---–---- ქ--------ის, გ--- ა-----------ის და მ-------- ს----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

4. 197.82 აშშ დოლარის 3% - 5.93 აშშ დოლარის ექვივალნტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადასახადო დავალება N063. 28.03. 2016 წელი.

-მოსარჩელეს დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადასახადო დავალება N063. 28.03. 2016 წელი, ასევე (მოპასუხეების მიერ ცნობილი სარჩელის ნაწილში) გადახდილი სახ. ბაჟი 988.47 ლარი.

-მოპასუხეებს; გ------- ქე----–---–ს, ი---–-------------ს, გ--- ა-----------ს და მ-------- ს----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 30 ლარი.

-სარჩელზე უარის ნაწილში (პირგასამტეხლო) გადახდილი სახ. ბაჟი 79.13 ლარი, დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------