გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22966-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ზ------ ე----ე
წარმომადგენლები - მ---–---- ფ--–-–---–ი (მხარდამჭერი), მ------- ხ----–--ე
მოპასუხეები - თ------ ე----ე, მ---- ჯ--–--ე
წარმომადგენელი - თ----- ლ-–-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს თ------ ე----ესა და მ---- ჯ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 41 775,19 ლარის (40 549,39 ლარი – სესხის სახით გადაცემული თანხა, 75 000 რუსული რუბლის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 1 225,80 ლარი - შესანახად მიბარებული თანხა, 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმ-----ების თანახმად, ზ------ ე----ემ მოპასუხეებს გადასცა 75 000 რუსული რუბლი, 1992 წლის ოქტომბერში. მათ 2 წელიწადში თანხა ვერ დააბრუნეს და ითხოვეს ვადის გადავადება კიდევ 3 წლით, რაზედაც ზ------ ე----ე დათანხმდა. შესაბამისად, მოპასუხეებს თანხა უნდა დაებრუნებინათ 1996 წელს. 1995 წელს უკრაინიდან ზ------ ე----ემ შესანახად გაატანა 500 აშშ დოლარი გ--–- ბ-------–---–ს, რომელმაც თანხა გადასცა თავის სახლში ზ------ ე----ის ძმას, თ------ ე----ეს და რძალს, მ---- ჯ--–--ეს. ამას ესწრებოდა ზ------ ე----ის მეუღლე მ---- ქ-–--–-–---–ი. თანხის აღების ფაქტი დაადასტურეს მოპასუხეებმა პოლიციაში ჩვენების (დაკითვის) მიცემის დროს. 500 აშშ დოლარი მოპასუხეებისთვის გადაცემული იყო შესანახად და არა სესხის სახით. მოპასუხეებისგან თანხის დაბრუნება ზ------ ე----ემ მოითხოვა 1997 წელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2--- წლის 09 ივლისის ცნობის თანახმად, 75 000 რუსული მანეთი 1991 წლის ო---------ის მდგომარეობით შეადგენს 40 549.39 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.
მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაგებელში განმ-----ებულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის თანხა სესხის სახით, ისევე როგორც შენახვის მიზნით, არ გადაუცია; ასევე მოპასუხეებს თანხის გადაცემის ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არ დაუდასტურებიათ; მოპასუხე თ------ ე----ის ოჯახმა ბინა შეიძინა 1992 წელს, მესაკუთრე შ--–-- ყ-----–---–ისაგან, რაზეც არსებობს ე.წ. „შინაურული ხელშეკრულება“; 1993-1994 წლებში თ------ ე----ეს თანხა (50 000 რუსული რუბლი) გადასცა ვ--–---- ე----ემ საჩუქრის სახით; ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამასთან მოთხოვნა ხანდაზმულია.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 16 ს-------რის გადაწყვეტილებით ზ------ ე----ის მეუღლის მ---- ქ-–--–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა, ზ------ ე----ე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.
ქ. თბილისის მ----ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 4 მ-----ის გადაწყვეტილებით მ---- ქ-–--–-–---–ი დაინიშნა ზ------ ე----ის მეურვედ.
ქ. თბილისის მ----ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 ა------ოს გადაწყვეტილებით ზ------ ე----ის მეურვედ დაინიშნა რამაზ კ-------–--ე, ხოლო 2--- წლის 5 ო---------ის გადაწყვეტილებით - გ-- კ-------–--ე, რომელიც 2--- წლის 2 მ-----ის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ზ------ ე----ის მეურვეობისგან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 16 ს-------რის გადაწყვეტილება (ს.ფ. 30).
ქ. თბილისის მ----ის ცნობა (ს.ფ. 142, 149).
სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 152, 163).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 მ---ის გადაწყვეტილებით ზ------ ე----ე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად შემდეგ სფეროში: საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში (ყველა კოლეგ--) ზ------ ე----ის, როგორც მოსარჩელის, საჩივრის ავტორის, დაზარალებულის საპროცესო წარმომადგენლობის (სარჩელის/საჩივრის შეტანის, საქმისწარმოების და სხვ.) განხორციელების სფეროში. მ---–---- ფ--–-–---–ი დაინიშნა ახლობლის - ზ------ ე----ის მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 მ---ის გადაწყვეტილება (ს.ფ. 33-36).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეებისათვის სესხის სახით 75 000 რუსული რუბლისა და შენახვის მიზნით 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო განმ-----ავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმ-----ებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან.
მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1992 წლის ოქტომბერში მოპასუხეებს სესხის სახით 2 წლის ვადით გადასცა თანხა 75 000 რუსული რუბლი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის სახით თანხის მიღების ფაქტს. მათი განმ-----ებით, ახალი ბინის შეძენასთან დაკავშირებით 1992 წელს ზ------ ე----ემ და ვ--–---- ე----ემ საჩუქრის სახით გადასცათ 50000 რუსული მანეთი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმ-----ა - ,,სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას თანხის გადარიცხვისათვის სესხის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში და განმ-----ავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ფულადი თანხის გამოგზავნის და ამ თანხის მოპასუხეთა მიღების ამსახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას’’ (იხ. სუსგ №ას-74-71-2---, 25 მ---ი, 2--- წელი).
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმით (სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება), დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოებების დამტკიცება, რომ მოპასუხეებს სესხის სახით გადასცა 75 000 რუსული რუბლი. აღნიშნული გარემოების მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმ-----ებით დადასტურება ეწინააღმდეგება სსსკ 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცების სტანდარტს. მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოპასუხესთან.
რაც შეეხება, შენახვის მიზნით მოპასუხეებისათვის 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტობრივ გარემოებას, მოსარჩელემ მოთხოვნის ამ ნაწილშიც ვერ უზრუნველყო მითითებული გარემოების დადასტურება პროცესუალური და მატერიალური საფუძვლების, სსსკ-ის 102-ე მუხლისა და სსკ-ის 763-ე მუხლების შესაბამისად.
3.2.2 ზ------ ე----ის მოთხოვნა ხანდაზმულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმ-----ებით სესხის სახით 75 000 რუსული რუბლი მოპასუხეებს გადასცა 1992 წლის ოქტომბერში 2 წლის ვადით. მოსარჩელე მხარე უთითებს ასევე სესხის თანხის დაბრუნების ვადის 3 წლით, 1997 წლამდე გაზრდის გარემოებაზე.
ასევე, ზ------ ე----ე მიუთითებს მოპასუხეთათვის 1995 წელს შესანახად 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოპასუხესთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მხარეთა პოზიციები ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაშიც.
სასამართლო განმ-----ავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევდით, რომ ზ------ ე----ეს სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნა წარმოეშვა 1997 წლის ო---------იდან, სარჩელის შემოტანის დროისათვის უკვე გასულია სამ წელზე მეტი, ისევე როგორც 500 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის 1995 წლიდან წარმოშობის შემთხვევაში, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დრომდე გასულია სამ წელზე მეტი. სარჩელი ზ------ ე----ეს სასამართლოში შემოტანილი აქვს 2--- წლის 31 ივლისს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელის განმ-----ებას მასზედ, რომ ზ------ ე----ეს სათანადო წესით არ გაეწია მხარდაჭერა, მისმა მეურვეებმა არ დაიცვეს სათანადოდ მისი უფლებები, რის გამოც სსკ 134-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადა უნდა შეჩერდეს 2--- წლის 1 მ---ამდე, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 მ---ის გადაწყვეტილებით მ---–---- ფ--–-–---–ი დაინიშნა ზ------ ე----ის მხარდამჭერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება გარემოებები, რაც სსკ 134-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ ე----ე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 16 ს-------რის გადაწყვეტილებით. ქ. თბილისის მ----ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 4 მ-----ის გადაწყვეტილებით მ---- ქ-–--–-–---–ი დაინიშნა ზ------ ე----ის მეურვედ.
ქ. თბილისის მ----ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის 2--- წლის 11 ა------ოს გადაწყვეტილებით ზ------ ე----ის მეურვედ დაინიშნა რამაზ კ-------–--ე, ხოლო 2--- წლის 5 ო---------ის გადაწყვეტილებით - გ-- კ-------–--ე, რომელიც 2--- წლის 2 მ-----ის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ზ------ ე----ის მეურვეობისგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში გავიდა ჯერ კიდევ ზ------ ე----ის ქმედუუნაროდ ცნობამდე - ხანდაზმულობის ვადა გავიდა სესხის სახით გადაცემული თანხის მოთხოვნის ნაწილში 2000 წელს (თუ თანხის დაბრუნების ვადად მივიჩნევთ 1997 წელს), ხოლო მიბარებული თანხის მოთხოვნის ნაწილში 1998 წელს. მოსარჩელე ქმედუუნაროდ ცნობილ იქნა 2--- წელს.
შესაბამისად, ზ------ ე----ის მოთხოვნები მოპასუხეთა მიმართ 75 000 რუსული რუბლის ექვივალენტი ეროვნული ვალუტისა და 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტის გადახდის თაობაზე ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე, 623-ე, 624-ე, 763-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სკ-ის 623-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობის დროს გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმ-----ავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).
სკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სკ-ის 624-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლი.
მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.
სსკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გამიჯვნის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სკ-ის 763-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლებზე.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე ზ------ ე----ე რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხეებთან თ------ ე----ესა და მ---- ჯ--–--ესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე და ასევე შენახვის მიზნით თანხის გადაცემაზე, ვალდებული იყო მიეთითებინა (მტკიცების საგანი) და წარმოედგინა ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის და შენახვის მიზნით თანხის გადაცემის დამადასტურებელი აუცილებელი მტკიცებულებები (მტკიცების ტვირთი). როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დამტკიცება მოპასუხეთათვის სესხის სახით 75 000 რუბლისა და მიბარების მიზნით 500 აშშ დოლარის გადაცემისა.
შესაბამისად, სასამართლო მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას ვერ მიიჩნევს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილად, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი
სსკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში ზ------ ე----ის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი (შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში) განისაზღვრებოდა სესხის და ასევე მიბარების ხელშეკრულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
დადგენილია, რომ არ არსებობს გარემოებები: სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარჩელის წარდგენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ე----ის მოთხოვნები მოპასუხეთათვის 75 000 რუსული რუბლის ექვივალენტი ეროვნული ვალუტისა და 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდის თაობაზე ხანდაზმულია, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს უარი თქვას შესრულებაზე, რაც თავის მხრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სსსკ-ის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, მოპასუხეს არ დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ ე----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე