გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
080210017002103087
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2700-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ---- დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - ს-----–--- ფ------–--ე;

წარმომადგენელი - კ------- გ--–-----ე;

მოპასუხე - გ---- მ--–--ე;

წარმომადგენელი - თ----------–-ძე;

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გ---- მ--–--ეზე (პ/ნ 6----------) გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში და ს-----–--- ფ------–--ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნეს მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებელი - ს-----–--- ფ------–--ე 1992 წლის 28 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- რ-–----ის ძე მ--–--ესთან, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის 11 ნოემბერს. ისინი ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში, ზ------------ ქ. N13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ს-----–--- ფ------–--ე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მეუღლის დანაშთ ქონებას და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. გ------- მ--–--ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი. 2017 წლის სექტემბრის თვეში ს-----–--- ფ------–--ემ აღმოაჩინა, რომ მისი გარდაცვლილი მეუღლის შვილს (პირველი ქორწინებიდან) გ---- მ--–--ეს მისი გვერდის ავლით და ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით, აუღია სამკვიდრო მოწმობა და თავის სახელზე ერთპიროვნულად დაურეგისტრირებია გ------- მ--–--ის სამკვიდრო ქონება. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი სამკვიდრო მოწმობის ასლის თანახმად, „მემკვიდრის განცხადებით სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ“. შეგნებულად, პირდაპირი განზრახვით გაკეთებული ამ ყალბი განცხადებით და ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით მოპოვებული სამკვიდრო მოწმობით და შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, გ---- მ--–--ემ უკანონოდ მოიპოვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილ 1/3 ნაწილზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---- მ--–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მათ ოჯახში, მაგრამ მისთვის უცნობი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იმყოფებოდა თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოსარჩელე და მამამისი. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე სადავო ქონებაში არ ცხოვრობს. მამის გარდაცვალების დროისათვის და მის შემდგომ გარკვეული პერიოდი მოსარჩელე ცხოვრობდა სადავო ქონებაში ანუ ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების გარეშე. სადავო ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად, რაზედაც შემდგომ აშენდა საცხოვრებელი სახლი, შეძენილია გ---- მ--–--ის მშობლების - გ------- მ--–--ისა და თ------ მ--–--ის მიერ. მათ მიერვე მოხდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება, რეკონსტრუქციები და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რასაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს, იყენებს და ფლობს. მამა გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა გარკვეული წლების განმავლობაში. მოსარჩელე დიახ, ცხოვრობდა მამამისთან ერთად მეუღლის სტატუსით, მაგრამ ის არ მუშაობდა და, ამიტომ სრულიად ოჯახის ტვირთი გადადიოდა მასზე - მოპასუხეზე. გამომდინარე იქედან, რომ მისთვის უცნობი იყო მოსარჩელის და მამის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ, მამას უვლიდა და პატრონობდა მოპასუხე, როგორც შვილი მისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სადავო ქონება შეძენილია მისი მშობლების მიერ, რის შემდგომაც ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა, სამართლებრივად ჩათვალა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს მიეღო მამის დანაშთი ქონება, რაზედაც მისმა დამ მისცა ზეპირი თანხმობა.

 

მოპასუხის განმარტებით მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარი შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო რომ არსებობდა შედავების საფუძველი. მოსარჩელე მხარისათვის უცხო თემას არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მემკვიდრეობის აღდგენის მიზნით ნოტარიუსისათვის მიმართვის ფაქტი, სამკვიდროს მიღების გატანის ფაქტი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი და ის, რომ აღნიშნული ქონება ოჯახს ესაჭიროებოდა გარანტად ბანკში სესხის-იპოთეკის გასაფორმებლად, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------- მ--–--ე 1955 წლის 18 მარტს დაქორწინდა თ------ ს-----ეზე. თ----- ს-----ე გარდაიცვალა 1972 წლის 26 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 33).

- გარდაცვალების ცნობა (ს.ფ. 32).

 

3.1.2. ს-----–--- ფ------–--ე 1992 წლის 28 ნოემბერს დაქორწინდა გ------- მ--–--ეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები).

 

3.1.3. გ------- მ--–--ე გარდაიცვალა 2008 წლის 11 ნოემბერს და გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13 (ყოფ. N9).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 106).

- ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტები (ს.ფ. 75-82).

 

3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13, ს/კ 0-----------, რეგისტრირებულია გ---- მ--–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 69-74).

 

3.1.5. საბინაო წიგნის მიხედვით ქ.ქუთაისში, ზ------------ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია გ------- რ-–----ის ძე მ--–--ის სახელზე და მასში მითითებულია მოსარჩელე ს-----–--- ფ------–--ე და მოპასუხე გ---- მ--–--ეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბინაო წიგნი (ს.ფ. 89-94).

 

3.1.6. ს-----–--- ფ------–--ე რეგისტრირებულია ქუთაისში, ზ------------ ქუჩა №13-ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 95-96).

 

3.1.7. 2010 წლის 22 ოქტომბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის N02/239 და N02/240 გადაწყვეტილებებით ს-----–--- ფ------–--ე დაინიშნა მოპასუხე გ---- მ--–--ის შვილების - გ------- მ--–--ის და თ-----ი მ--–--ის მზრუნველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 22 ოქტომბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის N02/239 და N02/240 გადაწყვეტილებები (ს.ფ. 97-100).

 

3.1.8. ს-----–--- ფ------–--ე 1968 წლის 28 თებერვლიდან 1997 წლის 25 მარტამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს-----–--- ფ------–--ის შრომის წიგნაკის ასლი (ს.ფ. 101-105).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ს-----–--- ფ------–--ე და შვილი გ---- მ--–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა განმარტებები.

- ქორწინები მოწმობა (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები).

- 2013 წლის 26 თებერვლის N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 83-85).

 

3.2.2. 2013 წლის 26 თებერვლის N1-------- სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ გ---- მ--–--ემ, როგორც 11.11.2008 წელს გარდაცვლილი გ------- მ--–--ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო გ------- მ--–--ის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, მათ შორის მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13.

 

სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ მემკვიდრის განცხადებით, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 26 თებერვლის N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 83-85).

 

3.2.3. ს-----–--- ფ------–--ე ფაქტობრივი ფლობით გ---- მ--–--ეთან ერთად დაეუფლა 2008 წლის 11 ნოემბერს გარდაცვლილი მეუღლის - გ------- მ--–--ის სამკვიდროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მ------ კ--------ემ განმარტა, რომ 1990 წლიდან ცხოვრობს ს-----–--- ფ------–--ის მეზობლად და იცის ეს ოჯახი. ოჯახში საქმიანობდა მოსარჩელე, იგი ზრდიდა გ---- მ--–--ის შვილებს, როგორც ბებია. მან არ იცოდა, რომ გ------- მ--–--ის ნამდვილი დედა არ იყო ს-----–--- ფ------–--ე. 2 წელია რაც წასულია შვილთან საზღვარგარეთ. 3-4 წლის წინ ს-----–--- ფ------–--ემ უთხრა, რომ სახლი ჩადეს სასათბურე მეურნეობისთვის და პროცენტი ჰქონდა ბანკში შესატანი.

 

მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ა-------მა და თ------ი ჯ----მ განმარტეს, რომ ს-----–--- ფ------–--ე 5 წლის ასაკიდან ზრდიდა გ---- მ--–--ეს. გ-------ს მ--–--ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე არსად წასულა, იგი ცხოვრობდა ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13-ში. 6 თვეა რაც არ იმყოფება საქართველოში, საბერძნეთშია შვილთან წასული. ს-----–--- ფ------–--ე ზრდიდა გ----ს შვილებს, რადგან იგი და მისი მეუღლე წასულები იყვნენ საზღვარგარეთ. გ------- მ--–--ის გარდაცვალების მერე სახლში ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მოპასუხე, ს-----–--- ფ------–--ე არ მუშაობდა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლო სხდომის ოქმი

 

3.2.5. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონ დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხების მტკიცების ტვირთი თანაბრად უნდა გადანაწილდეს მხარეებზე. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როცა ხანდაზმულობის ვადის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. ამ გარემოების დამტკიცება მოპასუხის ინტერესში შედის, ასევე მისი დამტკიცება მოპასუხისათვის ობიექტურად შესაძლებელია, ამიტომაც ამ საკითხის მტკიცების ტვირთის დაკისრებით სასამართლო მას არ აყენებს წამგებიან მდგომარეობაში. ხანდაზმულობის საკითხი მისი დასამტკიცებელია.

 

მოპასუხემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა სამკვიდრო მოწმობის შესახებ, მაგრამ ორი თვის ვადაში სარჩელი არ აღუძრავს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----–--- ფ------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული აქვს მეუღლის სამკვიდრო ქონება, მიუხედავად ამისა მისი სამკვიდრო უფლების რეალიზება საფრთხეშია, რადგანაც მთლიანი ქონება მემკვიდრეობით მიიღო გ---- მ--–--ემ და ის ვერ ახერხებს კუთვნილი წილის მიღებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელეს მემკვიდრეობა მიღებული აქვს ფაქტობრივი მფლობელობის გზით, მაგრამ მის ოფიციალურად გაფორმებას ვერ ახდენს იმის გამო, რომ მთლიან სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია გ---- მ--–--ის სახელზე, მაშინ ასეთი სამკვიდრო მოწმობა უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლების დამრღვევ აქტად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რა ნაწილშიც ირღვევა მისი უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13-ში რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა გ------- მ--–--ის საკუთრებას. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 11 ნოემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მთელი მისი ქონება გახდა სამკვიდრო ქონება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა. 2008 წლის 11 ნოემბერს გარდაცვლილი გ------- მ--–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ გ---- მ--–--ემ მამის სამკვიდრო მიიღო სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მონეტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედების ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 26 თებერვლის N1-------- სამკვიდრო მოწმობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- მ--–--ის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი სამკვიდრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღო მისმა შვილმა - გ---- მ--–--ემ.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ გ------- მ--–--ის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში ს-----–--- ფ------–--ეს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდრო ქონების მიღება არ მოუთხოვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება.

 

6.7. როგორც აღინიშნა გ------- მ--–--ე გარდაიცვალა 2008 წლის 11 ნოემბერს. მას დარჩა სამკვიდრო ქონება, მდებარე: ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ქონება და ამ ქონების მიღება შეეძლოთ ყველა მემკვიდრეს თანაბრად. გ------- მ--–--ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე. თითოეულ მათგანს სამკვიდრო ქონებიდან გააჩნდა თანაბარი წილი.

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ გ------- მ--–--ის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არცერთ მემკვიდრეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს და მემკვიდრეობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოუთხოვია. გ---- მ--–--ემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2013 წლის 26 თებერვალს. ნოტარიუსმა დადგენილად მიიჩნია, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობის გზით და მის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გ---- მ--–--ის მიერ ქონების ფაქტობრივი მფლობელობა. საქმის მასალებითაც დადგინდა, რომ გ---- მ--–--ე მამის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13 -ში, სარგებლობს და ფლობს სამკვიდრო ქონებას და ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლა მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გ---- მ--–--ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის წინააღმდეგ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ მემკვიდრეს, ვისაც მემკვიდრეობა მიღებული აქვს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული მემკვიდრის - ს-----–--- ფ------–--ის მოთხოვნის საფუძველი იქნება მის მიერ უკვე მიღებული სამკვიდრო ქონების ნაწილში იმ პროპორციით რაც მას ერგება. ანუ მან უნდა დაასაბუთოს, რომ სამკვიდრო ქონება მფლობელობის გზით მიღებული აქვს არა მარტო გ---- მ--–--ეს, არამედ თვითონ მასაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსზე მიმართვის გარეშეც შეეძლო სამკვიდროს მიღება, მას მემკვიდრეობა მიღებულად ჩაეთვლება თუ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლა და შეუდგა მის მართვას. მოსარჩელემ საქმის განხილვის პროცესში წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან მისი მეუღლის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მოსარჩელე სამკვიდროს მიღების მიზნით აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მას და მიუთითებს გარდაცვლილი გ------- მ--–--ის სახლში ცხოვრებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ გამოავლინა ნება მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე და ფაქტობრივად დაეუფლა მას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილის დანაშთი ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტს. ამდენად, მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაში ცხოვრება უფლებამოსილი პირის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებად მიიჩნევა. მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სამკვიდრო მოწმობაში უნდა შევიდეს ცვლილება და ამ ქონების 1/3½ნაწილზე აღდგენილი უნდა იქნეს მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკივიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (სუსგ №ას-146-140-2012).

 

6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსი ვალდებული იყო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას გამოეკვლია საქმის გარემოებები და მოეძია ხომ არ არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები.

 

კერძოდ - ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით - ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-2 მუხლით - ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას, ხოლო ,,გ” პუნქტი ნოტარიუსს ავალდებულებს გასცეს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლით - ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. გარდა ამისა, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით - ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი N1--------) და ს-----–--- ფ------–--ე ცნობილ იქნეს გ------- მ--–--ის მემკვიდრედ და უძრავი ქონების, მდებარე: ქუთაისი, ზ------------ ქუჩა №13 1/3-ის მესაკუთრედ.

 

6.9. რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლითაც მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს, რაც მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხის პოზიცია უსაფუძვლოა.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან.

 

ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელე ს-----–--- ფ------–--ის მოთხოვნა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს გ---- მ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ს-----–--- ფ------–--ის წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო გ---- მ--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3 ნაწილს, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ------------ ქუჩა #13 (ყოფ. #9)-ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----–--- ფ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გ---- მ--–--ეზე (პ/ნ 6----------) გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში და ს-----–--- ფ------–--ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.

3. მოპასუხე გ---- მ--–--ეს მოსარჩელე ს-----–--- ფ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარ-----ლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გ---- დიდავა