განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/251-19
(გამოძიების №------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი და ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ი-----–------–--------, თ------------------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–--–-–--–-–---–- (დაბადებული - 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, გ---------–-–---–-----------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ნ----–---–------------).
ადვოკატი - თ-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–--–-–--–-–---–-- 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრის დასაწყისამდე დროის შუალედში, ქ. თბილისში, გ-–--------------–--------–--------------------------------------ში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მესაკუთრე თ--------–---–---–-- კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები - ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და წყლის გამათბობელი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 2 600 ლარს.
2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით შუადღის საათებში, ლ-–--–-–--–-–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–----–---------------------–-, შპს ,,ო--------–--“ კუთვნილ რესტორან ,,ჩ------------–-“, სადაც შეუკვეთა საკვები. მას შემდეგ, რაც ლ-–--–-–-–-–---–-- მიირთვა შეკვეთილი პროდუქცია, ლ-–--–-–--–-–---–--, რომელსაც განზრახული ჰქონდა მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დატოვა რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, ისე რომ შეკვეთის საფასური გადახდილი არ ჰქონდა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ლ-–--–-–--–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ--------–---–---–-- და დაზარალებულ შპს ,,ო--------–--“ წარმომადგენლის ბ------------- გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - ნ-----–----------------, გ------------–----–-–---–--, ლ-–----------, ე-–-------------–---–--, თ------------–----, ბ----------------, თ-------------–-–---–--, ზ--------------–---–-- და დ------–-------- გამოკითხვის ოქმებს, ნივთებისა და სალომბარდე ხელშეკრულებების ამოღების ოქმებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, პირის ამოცნობის ოქმს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, ლ-–--–-–--–-–---–-ს დაკავების ოქმს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ-–--–-–-–-–---–-- სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებას საკუთარი თავის სასარგებლოდ. სუბიექტური თვალსაზრისით პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ლ-–--–-–--–-–---–-- მართლსწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში თ--------–---–---–-- კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები - ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და წყლის გამათბობელი, რის შედეგადაც მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მითვისება ან გაფლანგვა) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქონებრივი დაზიანებისთვის მოტყუებით. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დაზარალებული მესაკუთრის გარდა შეიძლება იყოს ქონების ყველა კანონიერი მფლობელი. ეს უფლებამოსილება პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით ან ხელშეკრულებით. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მსგავსია თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვითა და ანგარების მიზნით არის ჩადენილი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება.
მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ლ-–--–-–--–-–---–-- მოატყუა რესტორნის ხელმძღვანელობა (რესტორანში შეკვეთილი საკვების საფასურს წასვლისას დაფარავდა) და 2018 წლის 25 ნოემბერს ფარულად დატოვა რესტორანი ისე, რომ შეკვეთის საფასური არ გადაიხადა, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–--–-–-–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც ლ-–--–-–-–-–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–--–-–--–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ლ-–--–-–--–-–---–- მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლ-–--–-–-–-–---–-- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლ-–--–-–--–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - თ--------–---–---–- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო რესტოარნ ,,ჩ-------------“ ქონებრივი ზიანი). ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ლ-–--–-–--–-–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ლ-–--–-–--–-–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
დამატებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ბრალდებულისთვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საკითხზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ-–--–-–--–-–---–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით ლ-–--–-–--–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ამდენად, ლ-–--–-–--–-–---–- ნასამართლევია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, ლ-–--–-–--–-–---–- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
· გაზქურა, წყლის გამათბობელი, ხელშეკრულებები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· სათვალის ჩასადები, საფულე ოთხ ცალ პლასტიკურ ბარათთან ერთად და შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· ორი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–--–-–--–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-–--–-–-–-–---–- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ლ-–--–-–--–-–---–- დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს მატერიალურად პასუხისმგებელ პოზიციაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–--–-–-–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-–--–-–--–-–---–- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ლ-–--–-–-–-–---–- დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს მატერიალურად პასუხისმგებელ პოზიციაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–--–-–--–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-–--–-–--–-–---–- დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ლ-–--–-–--–-–---–- დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს მატერიალურად პასუხისმგებელ პოზიციაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
ლ-–--–-–--–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 15 დეკემბრიდან.
ლ-–--–-–--–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· გაზქურა, წყლის გამათბობელი, ხელშეკრულებები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· სათვალის ჩასადები, საფულე ოთხ ცალ პლასტიკურ ბარათთან ერთად და შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· ორი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი