განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------- გ----- ძე ჯ---–-----ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- კ-----------–--- ქუჩა #1----, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- ქ-----------–-- მ----–---ხვევი, კორპუსი #--, ბინა #--
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი).
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2007 წლიდან ნ---- ხ---–--–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--------- ჯ---–-----ასთან, ჰყავთ საერთო შვილი - 10 წლის გ---–- ჯ---–-----ა. თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით 2018 წლის 3 აგვისტოდან გ--------- ჯ---–-----ა სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ---- ხ---–--–--ეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. 2018 წლის 15 სექტემბრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას გ--------- ჯ---–-----ა ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილის გ---–- ჯ---–-----ას თანდასწრებით.
1.2.2018 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში, ეჭვიანობის მოტივით დაწყებული კონფლიქტის დროს გ--------- ჯ---–-----ამ სამზარეულოს დანა დაადო ყელზე მეუღლეს ნ---- ხ---–--–--ეს და მისგან ითხოვდა ღალატის აღიარებას. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ---- ხ---–--–--ეს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
1.3.2018 წლის 10 სექტემბერს, საღამოს, ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ-----–-სახვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში, ეჭვიანობის მოტივით დაწყებული კონფლიქტის დროს გ--------- ჯ---–-----ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- ხ---–--–--ეს, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, შემდგომ კი კეფის არეში, რის გამოც ნ---- ხ---–--–--ემ თავი ჩამოარტყა მაგიდის კიდეს. ფიზიკური შეურაცხოფის შედეგად ნ---- ხ---–--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სახის არეში.
1.4.2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში, გ--------- ჯ---–-----ა ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ნ---- ხ---–--–--ეს და არასრულწლოვან 10 წლის შვილს გ---–- ჯ---–-----ას. აღნიშნული ქმედების შედეგად არასრულწლოვან გ---–- ჯ---–-----ას და ნ---- ხ---–--–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.1.დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებით, თერთმეტი წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--------- ჯ---–-----ასთან და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი გ---–- ჯ---–-----ა. 2018 წელს გ--------- ჯ---–-----ა ჩასმული იყო დაცვის სპეციალურ პროგრამაში, აღნიშნულის გამო შეიცვალა ადგილსამყოფელი და რამდენიმე თვე სახლიდან წავიდა. დაბრუნდა 2018 წლის 3 აგვისტოს. აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ეჭვიანობა ნ---- ხ---–--–--ეზე, ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყელზე დანის მიდებით აიძულებდა ღალატის არარსებული ფაქტების აღიარებას, ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სცემდა. გვიან ღამით, როდესაც ნ---- ხ---–--–--ეს ეძინა, მის დაუკითხავად, ჩუმად, ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონიდან უცნობ პირებს უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, შეტყობინებების ადრესატების პასუხებზე აღვიძებდა ნ---- ხ---–--–--ეს და აიძულებდა აღნიშნულ პირებთან ღალატის ფაქტის დადასტურებას, როდესაც ნ---- ხ---–--–--ე ეუბნებოდა რომ არ იცოდა თუ ვინ იყვნენ მის მიერ დასახელებული პირები, მის ამ პასუხებზე უფრო ღიზიანდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე მძინარესაც მოუჭირა ყელში ხელი. დაზარალებულის განმარტებით, გ--------- ჯ---–-----ა ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვანი შვილის გ---–- ჯ---–-----ას თანდასწრებითაც.
2.2.დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა 04.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმები (მითითებულ დღეს ორჯერ გამოიკითხა). დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმების სისწორე. ამონარიდები პირველი გამოკითხვის ოქმიდან ,,...სახლში დაბრუნებისთანავე (2018 წლის 3 აგვისტოდან) დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა, გინება, მეუბებოდა, რომ თითქოს მე მას ვღალატობდი სხვა მამაკაცებთან და აღნიშნულის დასადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა. მე ვცდილობდი მისთვის საპირისპიროს დამტკიცებას, რომ არ ვღალატობდი და ვიყავი მისი ერთგული, რაზედაც გ--------- ჯ---–-----ა ხდებოდა უფრო აგრესიული, მიყვიროდა, მაგინებდა და მლანძღავდა. მისი დაბრუნების დღიდან ყოველდღიურად, ჩემი სახლში ყოფნის მანძილზე, იგი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ მაძლევდა დაძინების საშუალებას, მლანძღავდა..., ,,მე დილით მივდიოდი სამსახურში, საღამოს სახლში დაბრუნებულს კი გ--------- ჯ---–-----ა მხვდებოდა სახლში და პირდაპირ რაიმე სახის შელაპარაკების თუ უთანხმოების გარეშე, მომენტალურად მიწყებდა ლანძღვა-გინებას, ჩემგან ითხოვდა ღალატის აღიარებას. მე იძულებული ვიყავი მესმინა მისი ლანძღვა-გინება, ვიტანჯებოდი და თავს ვგრძნობდი საშინლად დამცირებულად. ვითმენდი მის შეურაცხყოფებს და ვერიდებოდი პოლიციისთვის მიმართვას, ვინაიდან იგი მემუქრებოდა, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში დამხვდებოდა ქუჩაში, გამიყრიდა დანას, სახეზე მჟავას შემასხამდა, რათა აღარავის შემოეხედა ჩემთვის და იყო ყველაფერზე წამსვლელი..., ,,...გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან ხდებოდა ჩემი პირადი მობილური ტელეფონის კონტროლი, ეჭვიანობდა და ეჭვიანობის ნიადაგზე ფაქტიურად ყოველდღიურად მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა და მლანძღავდა, რაც იწვევდა ჩემში საშინელ ემოციურ ფონს, სულიერ ტანჯვას, ვიყავი ჩაგვრისა და წნეხის ქვეშ. ვერც პოლიციას ვთხოვდი დახმარებას, ვინაიდან ვიყავი შეშინებული და ვერც სხვაგვარად ვშველიდი თავს..., ,,... 15 სექტემბერს თბილისში, ჩვენს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა ჩვენი ქალიშვილი გ---–- ჯ---–-----ა. მისი დაბრუნების შემდეგ გ--------- ჯ---–-----ა სისტემატურად, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მაყენებდა შეურაცხყოფას. გ---–- ჯ---–-----ას თანდასწრებითაც განაგრძობდა ჩემ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა, მეძახდა მოღალატეს და მლანძღავდა... აღნიშნულით როგორც მე, ასევე ძალიან იტაჯებოდა ჩვენი შვილი გ---–- ჯ---–-----ა, რის გამოც მე მაქსიმალურად ვცდილობდი უპასუხოდ დამეტოვებინა გ--------- ჯ---–-----ას ლანძღვა და მაქსიმალურად შემემსუბუქებინა გ---–- ჯ---–-----ასთვის სტრესი და ტანჯვა.“
2.3.უდავო მტკიცებულებით არასრულწლოვანი დაზარალებულის გ---–- ჯ---–-----ას 04.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ გ--------- ჯ---–-----ა არასრულწლოვნის თანდასწრებით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ---- ხ---–--–--ეს, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.
2.4. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ნ---- ხ---–--–--ემ გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) დამცირება და ტანჯვა.
2.5. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, გ---–- ჯ---–-----ამ მამის გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა.
2.6.ექსპერტებმა თ------- კ----ემ და მ----- ბ------ემ ზეპირ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ ორივე გამოსაკვლევი პირი გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ (მორალური) ტანჯვას, ნ---- ხ---–--–--ის შემთხვევაში მსხვერპლმა გარდა ფსიქოლოგიური ტანჯვისა განიცადა დამცირებაც.
2.7.დაზარალებულის დის - მოწმე თ----- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებით, ნ---- ხ---–--–--ე ხშირად იყო ძალიან შეშინებული, დათრგუნული, არ საუბრობდა.
2.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმებით, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არასრულწლოვანი გ---–- ჯოკლოხავას გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ ბრალდებული გ--------- ჯ---–-----ა ინტენსიურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე, ეჭვიანობდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ამცირებდა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მსხვერპლში იწვევდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამონარიდი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან ,,გასაუბრებისას გამოსაკვლევი პირი ნ---- ხ---–--–--ე გადმოგვცემს: ...ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო ვითომ მე ვიღაცეებს ვხვდები, რომ ვერ ამტკიცებდა მაიძულებდა მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია. მაგალითად, ვითომ ინტიმური ურთიერთობა მქონდა ან მაქვს... საღამოს შვიდ საათზე რომ მივიდოდი იწყებოდა და დილის ექვს-შვიდ საათამდე გრძელდებოდა... შეიძლება ერთ-ორი დღე წყნარად ყოფილიყო, მერე ისევ გაახსენდებოდა რომ ვითომ საყვარლები მყავს...დაახლოებით ორი თვეა რაც გრძელდება ეს ეჭვიანობა. ამ დროის განმავლობაში იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა, მე და ბავშვს დაგვამახინჯებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ახლობლებზე მუქარა. დაშავებით და გამწარებით მემუქრებოდა, მეშინია და საფრთხე გვემუქრება... ახლა უფრო მშვიდად ვართ, მშვიდად გვძინავს“.
2.9.დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილის გ---–- ჯ---–-----ას თანდასწრებით, რომელმაც მამის ქმედებით ასევე განიცადა ფსსიქოლოგიური ტანჯვა.
მუქარა (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი)
2.10. დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ჩვენებით, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში, საღამოს, გ--------- ჯ---–-----ამ ნ---- ხ---–--–--ეს კისრის არეში მიადო დანა და ამ ხერხით აიძულებდა ღალატის აღიარებას. ნ---- ხ---–--–--ემ შეძლო დასხლტომოდა ხელიდან, გააღო კარები და ვინაიდან გაუჩნდა შიში, რომ გ--------- ჯ---–-----ა მუქარას განახორციელებდა და მოკლავდა, ყვირილით, დახმარების თხოვნით ჩაირბინა სადარბაზოს კიბეებზე. მე-5 სართულის კიბეებზე დაეწია გ--------- ჯ---–-----ა და დააბრუნა სახლში.
2.11.ნ---- ხ---–--–--ის 4.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა შინაარსიც დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დასტურდება მუქარის მატერიალური ფაქტი. ამონარიდი გამოკითხვის პირველი ოქმიდან ,,...დაახლოებით 7-8 სექტემბერს, სამსახურიდან სახლში დავბრუნდი დაახლოებით 19 საათზე. სახლში დამხვდა მხოლოდ გ--------- ჯ---–-----ა, რომელიც რამდენადაც მახსოვს იყო ფხიზელ მდგომარეობაში. ჩემი ბინაში შესვლისთანავე, იგი დამხვდა განსაკუთრებით აგრესიულად, მიყვიროდა, რომ ჩემს მიერ ჩადენილ ღალატზე ფლობდა ახალ ინფორმაციებს, მე თავისთავად ვუარყოფდი ღალატის ფაქტს. ამ დროს ჩვენ ორნი ვიდექით ჩვენი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში, მოულოდნელად გ--------- ჯ---–-----ა შეტრიალდა და მაგიდიდან მარჯვენა ხელით აიღო დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის სამაზარეულოს დანა, რომელიც ბასრი მხრიდან ყელზე მარცხენა მხარეს დამადო და ყვირილით ჩემგან ითხოვდა ღალატის აღიარებას. აღნიშნულზე მე ძალიან შევშინდი, დავრწმუნდი, რომ გ--------- ჯ---–-----ა მზად იყო ჩემთვის გამოეჭრა ყელი და მოვეკალი, რის გამოც მე მას დავუწყე ხვეწნა დამშვიდებულიყო, შეეწყვიტა ჩემი ლანძღვა და ვპირდებოდი, რომ მოვუყვებოდი ყველაფერს. აღნიშნულზე გ--------- ჯ---–-----ამ დანა მომაშორა ყელიდან, თუმცა დანა ჩემსკენ მომართული ეჭირა დაშვებულ მდგომარეობაში, შესაბამისად, მე კვლავ ვიმყოფებოდი მისი მხრიდან შიშისა და სიცოცხლის მოსპობის მაღალი რისკის ქვეშ..., ...ისე, რომ დანა კვლავ ხელში ეჭირა წავიდა მისაღებ ოთახში განთავსებული ტახტისკენ. ამ დროს მე დრო ვიხელთე, სწრაფად გავაღე ჩვენი საცხოვრებელი ბინის კარი და გავიქეცი სადარბაზოში“.
2.12.გამომძიებლის შ----- მ-----–---–ის ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის ნ---- ხ---–--–--ის მითითებით შემთხვევის ადგილიდან - ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---დან ამოღებული იქნა სამზარეულოს დანა, დაზარალებულის განმარტებით 2018 წლის 7 სექტემბერს, სწორედ აღნიშნული დანით დაემუქრა გ--------- ჯ---–-----ა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით.
2.13. ტრასოლოგური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.14. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ნ---- ხ---–--–--ის ჩვენებით და გამოკითხვის ოქმებით სასამართლო ადგენს, რომ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების შემდეგ, კისრის არეში დაახლოებით 15 სანტიმეტრი დანის მიდებით და ამ ხერხით ღალატის აღიარების იძულება მსხვერპლში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტს მოწმობს მსხვერპლის შემდგომი ქმედებები, იგი გარბის სახლიდან თავის გადასარჩენად. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა - ღალატის აღიარების მოთხოვნა ყელზე დანის მიბჯენით, რამაც ობიექტურად დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი თუკი არარსებულ ღალატს არ აღიარებდა მეუღლეს შესაძლოა მოეკლა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მატერიალურ ფაქტს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მუქარის განხორციელების დროს ძალიან შეეშინდა, დანის ყელზე მიბჯენა მსხვერპლის გადმოცემით გაუთვალისწინებელი გარემოებების მომასწავებელი იყო ამიტომ იგი გაიქცა სადარბაზოში.
ოჯახში ფიზიკური ძალადობა (2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი)
2.15. დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებით, სექტემბრის თვეში განხორციელებული მუქარიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ნ---- ხ---–--–--ე სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, გ--------- ჯ---–-----ა კვლავ დახვდა აგრესიულად, ამბობდა, რომ ფლობდა ღალატის შესახებ ახალ ინფორმაციას, სადარბაზოში გასასვლელი კარი ჩაკეტილი იყო ურდულით, გ--------- ჯ---–-----ა ცდილობდა დამატებით კარის გასაღებით ჩაკეტვას, ნ---- ხ---–--–--ეს ეშინოდა მისი აგრესიული ქმედების, ამიტომ არ აძლევდა კარის გასაღებით ჩაკეტვის საშუალებას. ამ დროს, გ--------- ჯ---–-----ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი რამდენჯერმე, დარტყმების სიძლიერიდან გამომდინარე ნ---- ხ---–--–--ეს ცხვირიდან სისხლი წასკდა, ტკივილისგან დაებინდა გონება და ჩაიკეცა იატაკზე, ამის შემდეგ ცხვირი მიარტყმევინა სამზარეულოს კარადაზე. ნ---- ხ---–--–--ე გ--------- ჯ---–-----ას სთხოვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც წავიდა გ--------- ჯ---–-----ა, რადგან შეეშინდა, რომ სასწრაფო დახმარებას პოლიციაც მოჰყვებოდა. ნ---- ხ---–--–--ე იძულებული გახდა საკუთარი ძალებით შეეჩერებინა სისხლი. დაზარალებულის ჩვენებით, იგი მუდმივად შიშის და ტერორის ქვეშ ცხოვრობდა, ღამით ტანსაცმლით წვებოდა, რადგან არ იცოდა, როდის მოუწევდა სახლიდან გაქცევა.
2.16.ნ---- ხ---–--–--ის 4.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა შინაარსიც დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დასტურდება ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამონარიდი პირველი გამოკითხვის ოქმიდან ,,...გ--------- ჯ---–-----ა სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, იგი იყო ძალიან აგრესიული, კვლავ მიმტკიცებდა, რომ ჰქონდა ჩემი ღალატის დამადასტურებელი ვიდეო ფაილები, რასაც საჭიროების შემთხვევაში მაჩვენებდა. მე ღალატის ფაქტს კატეგორიულად ვუარყოფდი, რამაც გ--------- ჯ---–-----ა უფრო გააღიზიანა, მომიმწყვდია ჩემი საცხოვრებელი ბინის კართან, სადაც დამიწყო სახის არეში ცემა. მან სახის არეში გაშლილი ხელი დამარტყა დაახლოებით 3-4-ჯერ, რის შემდეგაც კეფის მხრიდან დამარტყა ხელი, დარტყმის გამო თავი ჩამოვარტყი მაგიდის კიდეს, ცხვირზე მივიღე დაზიანება, წამიერად დავკარგე გონება, დამეწყო ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა. ყოველივე აღნიშნულისგან გამოწვეული ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან რამდენჯერმე წამიერად გონებაც კი დავკარგე. მეკეცებოდა მუხლები და ვკარგავდი მხედველობას. ჩემი სისხლით დაისვარა მთელი სამზარეულო. სისხლის კვალი ეტყობა სამზარეულოში არსებულ შპალერს“.
2.17. გამოძიების ეტაპზე ნ---- ხ---–--–--ის მითითებით, შემთხვევის ადგილიდან - მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა შპალერის ფრაგმენტები. უდავო მტკიცებულებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შპალერის ფრაგმენტებზე არსებული მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ნ---- ხ---–--–--ეს.
2.18. მოწმე თ----- ხ---–--–--ის ჩვენებით, ნ---- ხ---–--–--ეს ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონდა სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი. მოწმეების თ----- ხ---–--–--ის, ე---------- ხ---–--–--ის და ნ----- ხ---–--–--ის ჩვენებებით, გ--------- ჯ---–-----ა არის აგრესიული, უხეში, მას ნ---- ხ---–--–--ის ოჯახის წევრების თანდასწრებითაც არაერთხელ მიუყენებია დაზარალებულისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოწმეების ჩვენებებით, 2018 წლის სექტემბრის თვეში ნ---- ხ---–--–--ეს სახეზე ეტყობოდა დაზიანების კვალი, თვალები ჩალურჯებული, ხოლო ცხვირი გატეხილი ჰქონდა, ნ---- ხ---–--–--ემ დებს დაუმალა ძალადობის ფაქტი და დასამშვიდებლად უთხრა, რომ ავტოავარიაში მოჰყვა, რა დროსაც თვალების და ცხვირის არეში მიიღო დაზიანება. მუქარის ბოლო ფაქტის გამოაშკარავების დროს ნ---- ხ---–--–--ემ დებს გაანდო, რომ სახის და ცხვირის არეში არსებული დაზიანებები მიღებული ჰქონდა არა ავტოსაგზაო შემთხვევის არამედ მეუღლის მხრიდან ცემის გამო.
2.19. დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის დის - მოწმე ნ----- ხ---–--–--ის ჩვენებით, 2018 წლის აგვისტოდან - ოქტომბრადე პერიოდში ნ---- ხ---–--–--ე საგრძნობლად შეიცვალა, იყო დათრგუნული და დასტრესილი, განერვიულებული, დალურჯებული ჰქონდა თვალები, ცხვირი გატეხილი, დებს უმალავდა ძალადობის ფაქტს, სახეზე დაზიანებების არსებობას უკავშირებდა ავტო-საგზაო შემთხვევას, თუმცა მოგვიანებით გაამჟღავნა, რომ ცხვირზე და თვალებზე დაზიანება მიაყენა მეუღლემ გ--------- ჯ---–-----ამ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სექტემბრის თვეში ნ---- ხ---–--–--ეს მკლავზეც დალურჯებები ჰქონდა, მიზეზი რომ იკითხა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ სასწრაფო ჰყავდა გამოძახებული, ვენა ვერ უპოვეს და ხელები ამიტომ დაულურჯდა.
2.20.უდავო მტკიცებულების გ---–- ჯ---–-----ას 04.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში ნ---- ხ---–--–--ეს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანების კვალი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,ამ ზაფხულს ხ-–-----დან რომ ჩამოვედი სკოლის დაწყების პერიოდში დედას ცხვირზე ჰქონდა სიწითლე და ორივე თვალი ჰქონდა ჩალურჯებული“. ნ---- ხ---–--–--ემ, როგორც საკუთარ დებს, ასევე არასრულწლოვან შვილს, გ--------- ჯ---–-----ას შიშით დაუმალა დაზიანების რეალური მიზეზი.
2.21.პატრულ-ინსპექტორის დ----- გ--–---ის ზეპირი ჩვენებით და საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 ოქტომბერს, მეწყვილესთან მ-----– ტ-------–---–თან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში. გამოძახების ადგილზე დახდათ შეტყობინების ინიციატორი ნ---- ხ---–--–--ე და გ--------- ჯ---–-----ა. ნ---- ხ---–--–--ემ მიუთითა ერთ-ერთი ოთახის კედლის შპალერზე არსებულ ლაქაზე და განმარტა რომ დაახლოებით 2 კვირის წინ მეუღლის მხრიდან სხეულის და სახის არეში მიყენებული დაზიანებების გამო ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და ამ დროს დაისვარა კედელი სისხლით. დაზარალებულს ცხვირზე აღენიშნებოდა შეშუპება და აცხადებდა, რომ ეს შეშუპებაც დაახლოებით ორი კვირის წინ მიღებული ძალადობის კვალი იყო.
2.22.სისხლის სამართლის კოდექსი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის ნ---- ხ---–--–--ის ჩვენებით, ნ---- ხ---–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შპალერის ფრაგმენტიდან ამოღებული ძალადობის კვალის ნ---- ხ---–--–--ის სისხლით, მოწმეების ნ----- ხ---–--–--ის, ე---------- ხ---–--–--ის, ნ----- ხ---–--–--ის, თ----- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებებით (მოწმეები ადასტურებენ მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალს) და უდავო მტკიცებულებით - გ---–- ჯ---–-----ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს გ--------- ჯ---–-----ამ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ---- ხ---–--–--ეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მუქარა (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი)
2.23. დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ზეპირი ჩვენებით, 2018 წლის 3 ოქტომბერს, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------- ჯ---–-----ა მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. გ. ჯ---–-----ა ეუბნებოდა, რომ დაუსერავდა სახეს. ნ---- ხ---–--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარება სთხოვა საკუთარ დედმამიშვილებს, რომელთა ჩარევითაც დარეკა პოლიციის განყოფილებაში. ნ---- ხ---–--–--ის ჩვენებით, 2018 წლის 3 ოქტომბერს, გოდერძო ჯ---–-----ამ აგრესია და მუქარა გამოხატა არასრულწლოვანი შვილის გ---–- ჯ---–-----ას მიმართაც.
2.24.ნ---- ხ---–--–--ის 4.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა შინაარსიც დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დასტურდება, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს ნ---- ხ---–--–--ე შვილთან ერთად დაბრუნდა სახლში. გ--------- ჯ---–-----ა დახვდა გაბრაზებული და აგრესიული. ოჯახის წევრებს დაემუქრა ,,რასაც შეგპირდი შეგისრულებო, შენც და გ---–-საც დაგამახინჯებთო“. გ--------- ჯ---–-----ას ეჭვებით გ---–- ჯ---–-----ა არ იყო მისი შვილი, რაც ნ---- ხ---–--–--ის აღქმით განაპირობებდა საფრთხეს, რომ ორივეს მიმართ აღასრულებდა მუქარას. ნ---- ხ---–--–--ემ მუქარის რეალურობიდან გამომდინარე დედმამიშვილებს და პოლიციას სთხოვა დახმარება.
2.25. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ,,112-დან“ მიღებული ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერში მკაფიოდ ისმის ნ---- ხ---–--–--ის ხმა, რომელიც პოლიციას სთხოვს დახმარებას.
2.26.უდავო მტკიცებულებით არასრულწლოვანი გ---–- ჯ---–-----ას 04.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ გ--------- ჯ---–-----ა მასაც დაემუქრა, კერძოდ, ნ---- ხ---–--–--ეს არასრულწლოვნის თანდასწრებით უთხრა, რომ გ---–- ჯ---–-----ასაც ,,გაუნგრევდა“ სახეს. არასრულწლოვანი გამოკითხვის დროს გამოთქვამს გაკვირვებას და ამბობს, რომ მას არაფერი დაუშავებია და წუხს იმის გამო, რომ მამა დაემუქრა. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, გ---–- ჯ---–-----ამ მამის გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.27.ნ---- ხ---–--–--ის დის თ----- ხ---–--–--ის ჩვენებით, 2018 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა სტუმრად ნ----- ხ---–--–--ესთან, რა დროსაც მათთან სახლში მივიდა ნ---- ხ---–--–--ე, რომელიც იყო განერვიულებული და შეშინებული, ტიროდა და ითხოვდა დების დამხარებას მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისგან თავდაცვის და აღკვეთის მიზნით. ნ---- ხ---–--–--ემ დებს უამბო, რომ გ--------- ჯ---–-----ა მას და მის არასრულწლოვან შვილს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. მოწმეების ჩვენებებით არასრულწლოვანი გ---–- ჯ---–-----ას ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი. თ----- ხ---–--–--ის განმარტებით ,,ბავშვი ბავშვს არ ჰგავდა“, იყო შეშინებული, შეშინებული იყო ნ----ც, ტიროდა, რადგან მეუღლე დაემუქრა ,, ამ ღამეს ისე დაგისერავ სახეს, რომ გარეთაც ვერ გახვალო“. მოწმე ნ----- ხ---–--–--ემ ზეპირ ჩვენებაში წარსულში გ--------- ჯ---–-----ას აგრესიული ქცევები გაიხსენა, რამდენიმე წლის წინ ბრალდებული დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ეს და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის ნ----- ხ---–--–--ესაც დანის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა ,,ყველას დაგჭრითო“. 3 ოქტომბერს ნ---- ხ---–--–--ე დებთან დასახმარებლად რომ მივიდა იყო უკიდურესად შეშინებული, ისტერიულად ტიროდა და ითხოვდა დახმარებას.
2.28.პატრულ-ინსპექტორის მ-----– ტ-------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 3 ოქტომბერს, მეწყვილესთან დ----- გ--–---თან ერთად შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში. გამოძახების ადგილზე დახვდათ როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადე. პოლიციელების თანდასწრებით გ--------- ჯ---–-----ამ შეტყობინების ინიციატორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართა სიტყვებით ,,მაინც გამოიძახე პოლიცია“. დაზარალებულმა ნ---- ხ---–--–--ემ პოლიციელებს განუცხადა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან ძალადობას და მუქარას, მათ შორის არასრულწლოვნის თადასწრებით და მიმართაც. დაზარალებულმა მიუთითა ბინის ერთ-ერთი ოთახის კედლებზე არსებულ მოწითალო ფერის ლაქებზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ლაქები იყო მისი სისხლის კვალი. პოლიციელები ასევე გაესაუბრნენ გ--------- ჯ---–-----ას, ეს უკანასკნელი უარყოფდა ძალადობის და მუქარის ფაქტებს და აცხადებდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მხოლოდ სიტყვიერად ეჩხუბა, დაადასტურა, რომ კედელზე არსებული სისხლის კვალი ნამდვილად ნ---- ხ---–--–--ეს ეკუთვნოდა, თუმცა იგი წარმოქმნილი იყო არა ძალადობის, არამედ დაზარალებულის მიერ განზრახ მიყენებული თვითდაზიანების გამო. გ--------- ჯ---–-----ამ პოლიციელებს წარუდგინა თაბახის ფურცელზე შედგენილი ხელწერილი და განაცხადა, რომ სწორედ ეს ხელწერილი ადასტურებდა ნ---- ხ---–--–--ის თვითდაზიანების ფაქტს, ამ პროცესში პროტესტით ჩაერთო ნ---- ხ---–--–--ე და მან პოლიციელებს მოახსენა, რომ მეუღლემ ცემის შემდეგ ძალით დააწერინა ხელწერილი, სადაც მსხვერპლს მიათითებინა, რომ თითქოს მან თავად მიიყენა თვითდაზიანება.
2.29.პატრულ-ინსპექტორის დ----- გ--–---ის ზეპირი ჩვენებით და საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 ოქტომბერს, მეწყვილესთან მ-----– ტ-------–---–თან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა, მ----–---ხვევი, კორპუსი #-, ბინა #---ში. გამოძახების ადგილზე დახდათ შეტყობინების ინიციატორი ნ---- ხ---–--–--ე და გ--------- ჯ---–-----ა. ნ---- ხ---–--–--ე განმარტავდა, რომ გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს.
2.30.სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა ხელწერილი, სადაც შინაარსობრივად საუბარია ნ---- ხ---–--–--ის მხრიდან ღალატის ფაქტზე, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელწერილი ნამდვილად მან დაწერა მისი ნების საწინააღმდეგოდ, 2018 წლის 10 სექტემბერს გ--------- ჯ---–-----ამ ცემის შემდეგ ძალით დააწერინა იმის გარანტად, რომ ნ---- ხ---–--–--ეს მეუღლის მხრიდან მიყენებული დაზიანებების გამო არ დაერეკა პოლიციაში და ძალადობის ფაქტზე არ ემხილა გ--------- ჯ---–-----ა.
2.31. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა როგორც ოჯახის სრულწლოვანი წევრის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართაც. 2018 წლის 3 ოქტომბერს გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დაზარალებულებში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ისინი ჩააგდო პანიკასა და შიშში. აღნიშნულ ნაწილშიც დადასტურდა მუქარის მატერიალური შემადგენლობა. დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის ჩვენებით და გამოკითხვის ოქმებით, გ---–- ჯ---–-----ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ----- ხ---–--–--ის, ე---------- ხ---–--–--ის, თ----- ხ---–--–--ის და ნ----- ხ---–--–--ის ჩვენებებით (ადასტურებენ, რომ ორივე მსხვერპლი იყო უკიდურესად შეშინებული, ბავშვი ბავშვს არ ჰგავდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლო ადგენს, რომ სისტემატური შეურაცხყოფის, მუქარის, ცემის შემდეგ, უკიდურესად აგრესიული ფორმით ვერბალურად გამოთქმული მუქარის შემცველი შემდეგი შინაარის სიტყვები ,,რასაც შეგპირდი შეგისრულებ, შენც და გ---–-საც დაგამახინჯებთ“, ,,სახეს გაგინგრევთ“ ორივე მსხვერპლში რეალურად აღქმული იყო როგორც ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად. მუქარის რეალურობამ ნ---- ხ---–--–--ე იძულებული გახადა, დახმარება დებისთვის და პოლიციისთვის ეთხოვა. გ---–- ჯ---–-----ასთან მიმართებაში მუქარის რეალურობაზე ისიც მიუთითებდა, რომ გ--------- ჯ---–-----ა გახშირებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირების, ფიზიური ძალადობის პარალელურად ეჭვობდა, რომ გ---–- ჯ---–-----ა არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი.
2.32.ბრალდებულის პოზიციათა ანალიზი:
2.32.1.ბრალდებულმა გ--------- ჯ---–-----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და შესავალ და დასკვნით სიტყვებში განმარტა, რომ 2018 წელს იმყოფებოდა დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში, პირადი უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და რამდენიმე თვე არ ცხოვრობდა მეუღლესთან ნ---- ხ---–--–--ესთან და შვილთან გ---–- ჯ---–-----ასთან. 2018 წლის აგვისტოს თვეში დაბრუნდა ოჯახში, ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა მეუღლის ღალატის შესახებ, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენჯერმე იკამათა მეუღლესთან, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია და არც მუქარის ფაქტებს ჰქონია მისი მხრიდან ადგილი. ბრალდებულის არგუმენტით, სიტყვიერი კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობის გარდა იყო სხვა ფაქტიც, როდესაც იგი ჩაერთო დაცვის პროგრამაში და წავიდა სახლიდან, მეუღლეს შესანახად დაუტოვა მეხსიერების ბარათი ე.წ. ფლეშკა სადაც მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. სახლში დაბრუნებულმა მეუღლეს მოსთხოვა მეხსიერების ბარათი, ნ---- ხ---–--–--ე სხვადასხვა მიზეზით არ უბრუნებდა ე.წ. ფლეშკას, რაც იყო მათ შორის სიტყვიერი კამათის მიზეზი.
2.32.2.ბრალდებულმა გ--------- ჯ---–-----ამ დასკვნით სიტყვაში ასევე განაცხადა, 2018 წლის სექტემბრის თვეში ნ---- ხ---–--–--ემ ღალატის ფაქტი ხელწერილით აღიარა, ხოლო შემდეგ სხეულზე მიიყენა თვითდაზიანება.
2.32.3.სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ---- ხ---–--–--ის დამაჯერებელი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმებით, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებით - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის კვალით, რომელიც ეკუთვნოდა ნ---- ხ---–--–--ეს და სხვა მტკიცებულებებათა ერთობლიობით შეიქმნა ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------- ჯ---–-----ა სისტემატურად შეუარაცხყოფას აყენებდა და ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე ნ---- ხ---–--–--ეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ბოლო ფაქტის დროს გაიზარდა მსხვერპლთა კონტიგენტი, იგი არასრულწლოვან შვილს გ---–- ჯ---–-----ასაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, მოძალადის ქმედებებით როგორც ნ---- ხ---–--–--ე, ასევე გ---–- ჯ---–-----ა განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2.32.4. ბრალდებულის პოზიცია, რომ დაზარალებული ნ---- ხ---–--–--ე ცრუდ ამხელს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ბრალდებულმა ვერ დაასაბუთა, თუ რა მიზანი და მოტივი შესაძლოა ამოძრავებდეს მსხვერპლს ბრალდებულის ცრუდ მხილების. სასამართლოს შეფასებით დაზარალებულის ჩვენების კატეგორიულობა და დამაჯერებლობა ხაზს უსვამდა მის გულწრფელობას, მსხვერპლი მაქსიმალურად მოწადინებული იყო ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი, იგი ჰყვებოდა თუ რა მძიმე იყო მისთვის გ--------- ჯ---–-----ასთან თანაცხოვრება, მას ჰქონდა ყოველდღიური მოლოდინი ძალადობის და მუქარის ფაქტების, არ იცოდა როდის მოუწევდა სახლიდან გაქცევა, ამიტომ ღამით ტანსაცმლით წვებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენების სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ მისი შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული ნ---- ხ---–--–--ე რეალურ ფაქტებს გადმოსცემდა და მისი ჩვენება იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან.
2.32.5.ბრალდებულ გ--------- ჯ---–-----ას დაცვის სტრატეგია მიმართული იყო მსხვერპლის - ნ---- ხ---–--–--ის დისკრედიტაციისაკენ ადიულტერის ფაქტების დაბრალებით. ბრალდებული აცხადებდა, მას შემდეგ რაც გამოააშკარავა ნ---- ხ---–--–--ის ღალატის ფაქტი, ამ უკანასკნელმა 2018 წლის სექტემბრის თვეში სხეულზე მიიყენა თვითდაზიანება და დაწერა ღალატის აღიარების ხელწერილი. ბრალდებულის ეს ვერსია არის აშკარა მცდელობა - თავი აარიდოს პასუხიმგებლობას. მსხვერპლის მხრიდან ღალატის აღიარების ხელწერილის ნებაყოფლობით შედგენა და თვითდაზიანება კატეგორიულად გამოირიცხა ნ---- ხ---–--–--ის დამაჯერებელი ჩვენებით და ფაქტების ლოგიკური ანალიზით. ნ. ხ---–--–--ემ ზეპირ ჩვენებაში განმარტა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 10 სექტემბერს გ--------- ჯ---–-----ამ უმოწყალოდ სცემა (ცემის კვალი სისხლის სახით აღმოჩენილია შპალერის ფრაგმენტებზე), აიძულა არ გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება - პოლიცია და ძალადობის ალიბად დააწერინა ე.წ. ღალატის აღიარების წერილი. სასამართლო დაზარალებულის ჩვენებას სრულად იზიარებს, ვინაიდან იგი განსხვავებით ბრალდებულის პოზიციისა სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებებთან. სასამართლო ხაზს უსვამს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’, მუხლი 42, ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, რომ მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად.
2.32.6. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას გამოძიების არასრულფასოვნად ჩატარებასთან დაკავშირებით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საგამოძიებო ორგანომ ვერ მოიძია გ--------- ჯ---–-----ას მეხსიერების ბარათი ე.წ. ფლეშკა ან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი X მოწყობილობა, რომელზეც თითქოს ინახებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სასამართლო ხაზს უსვამს ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ მეხსიერების ბარათის ე.წ. ფლეშკას ან/და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ X მოწყობილობას თუ ასეთი ნამდვილად არსებობდა ბუნებაში (დაზარალებული ნ---- ხ---–--–--ე კატეგორიულად გამორიცხავს გ--------- ჯ---–-----ას მხრიდან მეხსიერების ბარათის ან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის საჩუქრად ან შესანახად გადაცემას) დაკარგვა-მოძიების საკითხს არ აქვს პირდაპირი კავშირი განსახილველ საქმესთან, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვის დაშვების შემთხვევაშიც იგი არ შეიძლება შეფასდეს ძალადობის და მუქარის წამახალისებელ ან გამამართლებელ არგუმენტად და მეორეს მხრივ ბრალდებულის მოთხოვნიდან გამომდინარე გამოძიებამ საქმის მასალების მიხედვით პროცესუალურად ყველაფერი გააკეთა აღნიშნული ნივთის მოსაძიებლად (ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ნ---- ხ---–--–--ის, ნ----- ხ---–--–--ის, ზ------ ხ---–--–--ის, ე---------- ხ---–--–--ის, თ----- ხ---–--–--ის და ნ----- ხ---–--–--ის ბინის ჩხრეკები), თუმცა ნივთი ან/და ნივთები ნაპოვნი ვერ იქნა.
2.32.7.ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა 2019 წლის 3 ოქტომბრამდე არ მიმართა გამოძიებას,- აღნიშნულს აქვს თავისებური ახსნა ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ვერ ააშკარავებენ ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ მსგავსია განსახილველი შემთხვევაც, როგორც მსხვერპლმა ნ---- ხ---–--–--ემ ზეპირ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმებში ახსნა, იგი გ--------- ჯ---–-----ას შიშით ვერ ააშკარავებდა ძალადობის და მუქარის ფაქტს, თუმცა ბოლოს, როდესაც მოძალადე არასრულწლოვან შვილსაც დაემუქრა იძულებული გახდა გამოეაშკარავებინა დანაშაული, დაზარალებულის დებმა - მოწმეებმა ნ----- ხ---–--–--ემ, ე---------- ხ---–--–--ემ, ნ----- ხ---–--–--ემ, თ----- ხ---–--–--ემ ზეპირ ჩვენებებში განაცხადეს, რომ ნ---- ხ---–--–--ეს მუდმივად ეტყობოდა რომ იყო დათრგუნული, შეშინებული, თუმცა მიზეზს შიშის გამო არ ამხელდა, ასე მოხდა 2018 წლის სექტემბერშიც, დაზარალებულმა მოწმეებს დაუმალა სხეულზე დაზიანების მიყენების რეალური მიზეზი და განუცხადა, რომ სახეზე დაზიანება მიიღო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს. ლატენტურობის საფუძველი რომ იყო შიში,- დასტურდება რამდენიმე გარემოებით: ნ---- ხ---–--–--ე ზეპირი ჩვენების მიცემის პროცესშიც იყო უკიდურესად შეშინებული, აფორიაქებული, ტრაგიკულად გადმოსცემდა მომხდარ ფაქტებს და არ მალავდა მოძალადისამდი შიშს, ამონარიდი დაზარალებულის ზეპირი ჩვენებიდან ,,მიუხედავად იმისა, რომ გ--------- ჯ---–-----ა პატიმრობაშია, ქუჩაში რომ დავდივარ მეშინია, მგონია, რომ მომყვება. მომავლის უფრო მეშინია, რომ დღეს ან ხვალ გამოვა და უარესი არ დამმართოს“. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან ამონარიდი ,,...დაშავებით და გამწარებით მემუქრებოდა, მეშინია და საფრთხე გვემუქრება... ახლა უფრო მშვიდად ვართ, მშვიდად გვძინავს (ბრალდებულის პატიმრობის გამო)“. გ--------- ჯ---–-----ას იმდენად ჰყავდა დაშინებული ნ---- ხ---–--–--ე, დარწმუნებული იყო, რომ ეს უკანასკნელი არ დარეკავდა პოლიციაში, 2018 წლის 3 ოქტომბერს დაზარალებულის მხრიდან ,,112-ში გაკეთებულმა შეტყობინებამ მოძალადეში ერთგვარი მოულოდნელობა გამოიწვია, პატრულ-ინსპექტორის მ-----– ტ-------–---–ის ჩვენებით, პოლიციელების თანდასწრებით გ--------- ჯ---–-----ამ შეტყობინების ინიციატორს ნ---- ხ---–--–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართა სიტყვებით ,,მაინც გამოიაძახე პოლიცია“.
2.32.8. ასევე არ იქნა გაზიარებული ბრალდებულის პოზიცია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ მოძალადის ქმედებებს მოჰყვა მსხვერპლთა ფსიქიკური ტანჯვა. ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი შედეგები ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან მიმართებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კ-----------–--- მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.4.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ--------- ჯ---–-----ას მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--------- ჯ---–-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. გ--------- ჯ---–-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ინტენსივობა, მსხვერპლთა და ქმედებათა რაოდენობა, ერთ-ერთი მსხვერპლის გ---–- ჯ---–-----ას ასაკი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქმეში არ არსებობს გ--------- ჯ---–-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არცერთი გარემოება, თუმცა არსებობს პასუხისმგებლობის არერთი დამამძიმებელი გარემოება: ძალადობის მასშტაბი, ინტენსივობა, ეპიზოდთა სიმრავლე (ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი), რაც მიუთითებს მოძალადის მომეტებულ საშიშროებაზე და ძალადობის განმეორების რისკზე. გათვალისწინებული იქნა ერთ-ერთი დაზარალებულის - არასრულწლოვანი გ---–- ჯ---–-----ას ასაკი - 10 წლის. აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით. მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მსხვერპლებმა მოძალადის ქმედებების გამო განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.
5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას ამძიმებს შემდეგი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული თითქმის ყველა დამამძიმებელი გარემოება: 1. დანაშაული ჩადენილია მეუღლის და შვილის მიმართ. 2. დანაშაული ჩადენილი იქნა არაერთხელ (4 ეპიზოდი). 3. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც ასაკის გამო გამო მოწყვლადია - გ---–- ჯ---–-----ა არის 10 წლის. 4. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის გ---–- ჯ---–-----ას მიმართ (მუქარა) და მისი თანდასწრებითაც (ესწრებოდა ნ---- ხ---–--–--ის სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას). 5. დანაშაულს წინ უსწრებდა, ზოგჯერ თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა. 6.დანაშაულმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლებს ნ---- ხ---–--–--ეს და გ---–- ჯ---–-----ას. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.4. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ--------- ჯ---–-----ას წარსულში გაეწია შეღავათი, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წელს გათავისუფლდა 10 წლიანი სასჯელისაგან, რაც ვერ გახდა კერძო პრევენციიის მატარებელი და დროის გარკვეულ პერიოდში მან ჩაიდინა განზრახი, ოთხი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5.5.სასამართლოს შეფასებით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ--------- ჯ---–-----ას უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით მაქსიმალური სასჯელი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რათა მკაცრმა სასჯელმა ხელი შეუწყოს მომავალში გ--------- ჯ---–-----ას სათანადო ქცევას, მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, გ--------- ჯ---–-----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქაღალდი პირადი ჩანაწერებით, ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, შპალერის ფრაგმენტები, ნ---- ხ---–--–--ისგან აღებული სისხლის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ--------- ჯ---–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.გ--------- ჯ---–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3.გ--------- ჯ---–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.გ--------- ჯ---–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--------- ჯ---–-----ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
6.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ--------- ჯ---–-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.
7.ნივთიერი მტკიცებულება
გ--------- ჯ---–-----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქაღალდი პირადი ჩანაწერებით, ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, შპალერის ფრაგმენტები, ნ---- ხ---–--–--ისგან აღებული სისხლის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა