გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3747-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.06.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს ,,მ-----’’
წარმომადგენელი - შ----- ბო------–---–ი
მოპასუხე - დ-----ი ყი-----ი
წარმომადგენელი - გ-------–ი თუ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე დ----- ყი-----ზე, მოსარჩელე შპს ,,მ-----’’-ს სასარგებლოდ 2790.63 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე დ----- ყი-----ზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის და საადვოკატო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი.
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ-----’’-ს და ფ/პ დ----- ყი-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214 რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 12000 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 408 ლარი და ჯამში შეადგინა - 12,408 ლარი. დ----- ყი-----მა შპს ,,მ-----’’-ს ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი, შესაბამისად 12,408 ლარს გამოაკლდა 1800 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა - 10,608 ლარი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოხდა სატრანსპორტო საშუალების შპს ,,მ-----’’-ს საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ვალდებულების თანხა მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, არაერთგზისი გაფრთხილებების მიუხედავად არ გადაუხდია. მიღებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიამ გამოიყენა ხელშეკრულების 14.3.1. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, გავიდა ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად დავალიანების ამოღების მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება. ნასყიდობის ფასი იყო 10.000 ლარი, შესაბამისად მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, რადგან 10.000 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი, მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაცეული სასამართლო და აღსრულების ხარჯი - 230 ლარი, საწვავის ხარჯი - 6.4 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 150 ლარი და წერილების ხარჯი. ხარჯების შემდგომ შეტანილი თანხიდან დაიფარა ვალდებულების ჯარიმა - 682.93 ლარი, პროცენტი - 1081.3 ლარი და ძირითადი თანხა 7817.37 ლარი. როგორც აღინიშნა კომპანიამ ძირითად დავალიანებას 10608 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა 7817.37 ლარი, აქედან გამომდინარე არსებული დავალიანება შეადგენს 2790.63 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე დ----- ყი-----მა წარმოადგინა შესაგებელი და ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში არსებული ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხის განმარტებით, ნამდვილად გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის ნაწილი გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის, ხოლო დარჩენილი დავალიანების სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ბევრად მეტი საბაზრო ღირებულების სატრანსპორტო საშუალება, ვიდრე დავალიანება იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ-----’’-ს და ფ/პ დ----- ყი-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214 რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 12000 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 408 ლარი და ჯამში შეადგინა - 12,408 ლარი.
მტკიცებულება: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214.
3.1.2. დადგენილია, რომ დ----- ყი-----მა შპს ,,მ-----’’-ს ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი.
მტკიცებულება: სარჩელი; შესაგებელი; მხართა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კომპანიამ გამოიყენა ლიზინგის ხელშეკრულების №L16022016/0214 14.3.1. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, გავიდა ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად დავალიანების ამოღების მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება. ნასყიდობის ფასი - 10000 ლარი, შესაბამისად მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, რადგან 10000 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი, მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაწეული სასამართლო და აღსრულების ხარჯი - 230 ლარი, საწვავის ხარჯი - 6.4 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 150 ლარი და წერილების ხარჯები. ხარჯების შემდგომ შეტანილი თანხიდან დაიფარა ვალდებულების ჯარიმა - 682.93 ლარი, პროცენტი - 1081.3 ლარი და ძირითადი თანხა 7817.37 ლარი;
მტკიცებულება:
- დავალიანების ცნობა;
- ბუღალტრული განაცხადი;
- საგადასახადო დავალება №1473431127;
- საგადახადო ანგარიშფაქტურა;
- ავტომობილის გადაზიდვის მიღება ჩაბარების აქტები;
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ არსებულ ძირითად დავალიანებას 10,608 ლარს, გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა 7817.37 ლარი, აქედან გამომდინარე არსებული დავალიანება შეადგენს 2790.63 ლარს; მოპასუხე დავალიანებას არ აღიარებს.
მტკიცებულება:
- დავალიანების ცნობა;
3.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576.1. მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან. კერძოდ, 2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ-----’’-ს და ფ/პ დ----- ყი-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214 რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 12000 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 408 ლარი და ჯამში შეადგინა - 12,408 ლარი. დ----- ყი-----მა შპს ,,მ-----’’-ს ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი, შესაბამისად 12408 ლარს გამოაკლდა 1800 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა - 10608 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოხდა სატრანსპორტო საშუალების შპს ,,მ-----’’-ს საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ვალდებულების თანხა მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, არაერთგზისი გაფრთხილებების მიუხედავად არ გადაუხდია.
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მ-----’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 576-ე, 5805-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. 2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ-----’’-სა და დ----- ყი-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 12000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576.1. მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
6.4. როგორც აღინიშნა, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან. კერძოდ, 2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ-----’’-ს და ფ/პ დ----- ყი-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 12000 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 408 ლარი და ჯამში შეადგინა - 12408 ლარი. დ----- ყი-----მა შპს ,,მ-----’’-ს ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი, შესაბამისად 12408 ლარს გამოაკლდა 1800 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა - 10608 ლარი.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, შპს ,,მ-----’’-ს ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი, მოხდა სატრანსპორტო საშუალების შპს ,,მ-----’’-ს საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ნარჩენი თანხა -2790.63 ლარი, მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არ გადაუხდია.
კომპანიამ გამოიყენა ხელშეკრულების 14.3.1. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, გავიდა ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად დავალიანების ამოღების მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება. ნასყიდობის ფასი იყო 10,000 ლარი, შესაბამისად მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, რადგან 10000 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაწეული ხარჯები - 418.40 ლარი, მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაცემული სასამართლო და აღსრულების ხარჯი - 230 ლარი, საწვავის ხარჯი - 6.4 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 150 ლარი და წერილების ხარჯები. ხარჯების შემდგომ შეტანილი თანხიდან დაიფარა ვალდებულების ჯარიმა - 682.93 ლარი, პროცენტი - 1081.3 ლარი და ძირითადი თანხა 7817.37 ლარი.
დადგენილია, რომ კომპანიამ ძირითად დავალიანებას 10608 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა 7817.37 ლარი, აქედან გამომდინარე არსებული დავალიანება შეადგენს 2790.63 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას, მოსარჩელეზე ლიზინგის საგნის გადაცემით, მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე, რადგან წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება. მოპასუხემ მოსარჩელის წერილობით (ლიზინგის ხელშეკრულება; ავტომანქანის შეფასების ატი; გაფრთხილების წერილი) მტკიცებულებას დაუპირისპირა მხოლოდ ახსნა-განმარტება.
6.5. სასამართლოს მოპასუხის პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
6...საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 100.00 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა 100.00 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ-----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე დ-----ი ყი-----ს (პ/ნ 6----------) შპს ,,მ-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2790.63 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100.00 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს მოპასუხე დ-----ი ყი-----ს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11);
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე