გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8329-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სს “ ლ--------------”
წარმომადგენელი ლ--–ი გვ-----ა, ეკ--------ე პა----ე
მოპასუხე გ--- წ---–-------ი
წარმომადგენელი მა---- ჩხ-------
დავის საგანი თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--- წ---–-------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 52 308.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 38 819.94 ლარი, პროცენტია - 4926.62 ლარი, პირგასამტეხლოა - 8561.6 ლარი.
1.2. მოპასუხე გ--- წ---–-------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 27 379.47 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 118.59 ლარი, პროცენტია - 3196.86 ლარი, პირგასამტეხლოა - 64.02 ლარი.
1.3. ვალდებულების უზრუნველსაყოფად სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: ME-----S – GL----------C, სახელმწიფო ნომრით - S------.
1.4. ასევე სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: FO---------G, სახელმწიფო ნომრით - S------.
1.5. იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგანის რეალიზაციის შედეგად, მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაზე.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ--- წ---–-------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ორივე საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და გირავნობის საგნების რეალიზაციის ნაწილში, რაც შეეხება სესხზე დარიცხულ სარგებელს და პირგასამტეხლოს ოდენობას, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა მათი შემცირება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო სხვა ქონებების რეალიზაციის ნაწილშიც.
(27.06..2019წ, სხდომის ოქმი, 10:03:13; 10.12.42.57)
3.ფაქტობრი-- გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 2 ნოემბერს სს ლი------------სა და გ--- წ---–-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მიიღო 39 000 ლარი, წლიური 41%-ის სარგებლის დარიცხვით, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 18)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ავტო სესხი) (ს.ფ 19-21)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 22-23)
3.1.2. 2018 წლის 2 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ლი------------სა“ და გ--- წ---–-------ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: Me-----s GL----------C, სახელმწიფო ნომრით - S------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 25-29)
- გირავნობის ხელშეკრულების დანართი #1 (ს.ფ 24)
3.1.3. 2018 წლის 28 სექტემბერს სს ლი------------სა და გ--- წ---–-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს გადაეცა 24 375 ლარი, წლიური 41%-ის სარგებლის დარიცხვით, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 28 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 30)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ავტო სესხი) (ს.ფ 32-33)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 34-35)
3.1.4. 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ლი------------სა“ და გ--- წ---–-------ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: FO---------G, სახელმწიფო ნომრით - S------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 37-41)
- გირავნობის ხელშეკრულების დანართი #1 (ს.ფ 36)
3.1.5. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 2 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაფარი ფულადი ვალდებულება შეადგენს 52 308.16 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 38 819.94 ლარი, პროცენტია - 4926.62 ლარი, პირგასამტეხლოა - 8561.6 ლარი, ხოლო 2018 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანეებაა 27 379.47 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 118.59 ლარი, პროცენტია - 3196.86 ლარი, პირგასამტეხლოა - 64.02 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 17)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავო გარემოებებს არ ასახელებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებების სამართლებრი-- შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ--------------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 276-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 868-ე მუხლებით;
6. სამართლებრი-- შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოპასუხე გ--- წ---–-------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ორივე საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის (38 819.94 ლარი და 24 118.59 ლარი) და გირავნობის საგნების რეალიზაციის ფარგლებში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ლ--------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული სარგებლის სახით 4926.62 ლარის და 3196.86 ლარის დაკისრების ნაწილშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2018 წლის 2 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8561.6 ლარს, ხოლო 2018 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 64.02 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრი-- ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრი-- ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრი-- მოცემულობის და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, ამოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ჯამში ორივე საბანაკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარის დაკისრება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ბანკის მიერ მოთხოვნის წარდგენის/აღსრულების ეტაპისათვის ვერ ხდება უზრუნველყოფის საგნის მოძიება მიუხედავად მოუძიებლობის მიზეზისა (ქონების გადამალვა, განადგურება, ქონების ჩამორთმევა, ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ქონების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა, მსესხებელი აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი არჩევანით მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და ვალდებულების სრულად დაფარვა მსესხებლის ნებისმიერი ქონებებიდან. სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებლის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილშიც და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (მომზადების ეტაპებზე), შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 1888.15 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 246.70 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ლ--------------“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე გ--- წ---–-------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 43 796.56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 38 819.94 ლარი, პროცენტია - 4926.62 ლარი, პირგასამტეხლოა -50 ლარი.
1.2. მოპასუხე გ--- წ---–-------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 27 365.45 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 118.59 ლარი, პროცენტია - 3196.86 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი.
1.3. ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: ME-----S – GL----------C, სახელმწიფო ნომრით - S------.
1.4. ასევე, ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: FO---------G, სახელმწიფო ნომრით - S------.
1.5. იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნების მოძიება აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაზე.
2. სს ლ--------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 8525.62 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. სს „ლი------------ს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 10 აპრილს ორ საგადახდო დავალებად #5154718420 და 5154718376 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2390.64) 1888.15 ლარი.
4. გ--- წ---–-------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 246.70 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე