განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
160100119003094139
დავის ტიპი
177 2 ბ , 126 1
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003094139

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/220-19 12 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019280319001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დავით მუხიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გია დევნოზაშვილი

 

ბრალდებული: ა---- ა-–-–------ი

მამის სახელი : არაზ

დაბადების თარიღი:1----------–--–-

დაბადების ადგილი : საქართველო

განათლება : არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა : დასაოჯახებელი;

პირადი ნომერი : 1----------

ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------–----------------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი;

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1.დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ა---- ა-–-–------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ბოლნისის რაიონის დაბა თამარისში, ნ-----–- რ-----ძის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან ა---- ა-–-–------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-----–- რ-----ძის კუთვნილ 40 ლარად ღირებულ რკინის აბაზანას.

 

1.2 ა---- ა-–-–------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა---- ა-–-–------მა, კარზე არსებული ჯაჭვის მოხსნით, უკანონოდ შეაღწია ბოლნისის რაიონის დაბა თამარისში მდებარე ბ------ ჯ-----–ვილის სახელოსნოში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ ჯ-----–ვილის კუთვნილ 68 ლარად ღირებულ სამჭედლო გრდემლს, ლითონის ორ ცალ ფირფიტას და რკინის ნაჭერს, ე.წ. „შველერს“.

 

1.3. ა---- ა-–-–------ს ასევე ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბოლნისის რაიონის დაბა თამარისში, ელჩინ ნამაზოვის საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის კიბეებზე, ელჩინ ნამაზოვის მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ა---- ა-–-–------სა და ელჩინ ნამაზოვს ერთმანეთთან მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ა---- ა-–-–------მა ჯერ ფეხი დაარტყა მუცელში და შემდეგ თავი დაარტყა სახის არეში ელჩინ ნამაზოვს, რომელმაც ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საპროცესო შეთანხმების თანახმად სახელმწიფო ბრალმდებელი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ა---- ა-–-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

ასევე, ბრალდებული ა---- ა-–-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.

 

ასევე, ბრალდებული ა---- ა-–-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და ა---- ა-–-–------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.

 

2019 წლის 11 ივლისს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ბრალდებულ ა---- ა-–-–------სა, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გია დევნოზაშვილსა და ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილს შორის, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა დავით მუხიაშვილმა, ბრალდებულმა ა---- ა-–-–------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გია დევნოზაშვილმა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა რა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ ა---- ა-–-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებული და საფუძვლიანია, მისი დანაშაულებრივი ქმედება, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ნ-----–- რ-----ძის, იორამ მუშკუდიანის, ამილ მამედოვის, ელვინ გუსეინოვის, ორხან გასანოვის, ბ------ ჯ-----–ვილის, მამუკა კორძაძის, ალექსი მესტვირიშვილის, თურქანა რაგიმოვას, ურუ ა-–-–------ას, ელჩინ ნამაზოვის, საადე გუსეინოვას, ეკატერინე გაბესკირიას და გიორგი გიორგაშვილის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 28 მარტის დათვალიერების ოქმები, 2019 წლის 28 მარტის ჩხრეკის ოქმები, 2019 წლის 30 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმები, 2019 წლის 28 მაისის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 08 მაისის და ამოღების ოქმი, 2019 წლის 15 მაისის ამოღების ოქმი და სასაქონლო ექსპერტიზის N1064/ს დასკვნა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ა---- ა-–-–------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის და იმის გათვალისწინებით, რომ ა---- ა-–-–------ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გარიგების ფორმით.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს. ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწოდებს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებულისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე განხილვისას. ამასთან, ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

მხარეთა პოზიციების მოსმენის, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი - კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და პირველი ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის შუამდგომლობა.

 

დამტკიცდეს პროკურორ დავით მუხიაშვილისა და ბრალდებულ ა---- ა-–-–------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა---- ა-–-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

ა---- ა-–-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

ა---- ა-–-–------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ა---- ა-–-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და ა---- ა-–-–------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსსკ-ის 63 -64- მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.

 

ა---- ა-–-–------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

შუამდგომლობა ბრალდებულ ა---- ა-–-–------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ა---- ა-–-–------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ელჩინ ნამაზოვის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

ნ-----–- რ-----ძის რკინის აბაზანა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს .

 

ბ------ ჯ-----–ვილის რკინის სამჭედლოს გრდემლი, ორი ცალი სქელი ფირფიტა და ე.წ. „შველერი“ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

სისხლის ანაწმედნები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე