განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2678-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
რ----- მ-----–---ი - დაბადებული 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი ვ---------–----------–--------------------------------------------------------------.
კვალიფიკაცია:
რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9-------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 (ათი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 7-----------–ის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს საქართველოს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი ) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------------------ში მდებარე მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია რ----- მ-----–---მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მაჯის საათს, თითოეული ღირებული 15 ლარად და ერთ ცალ 300 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, რის შედეგადაც მ-----–- ლ-----ეს მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9-------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც 10 (ათი) წელი განესაზღვრა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით და 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 7----------–-ს განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი წლისა და 3 (სამი)) თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ .თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------------------------ში მდებარე ე----------ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია რ----- მ-----–---მა, რომელიც ე----------ს თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე პირის კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს და თანხას 10 ლარს, ასევე ე----------ს შვილის - მ--- მ----------ის კუთვნილ სამაჯურს ღირებულს 30 ლარად, საფულეს ღირებულს 15 ლარად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ - მ--- მ----------სა და ე---------ეს მიადგა 45 ლარის და 210 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. სასამართლო სხდომაზე რ----- მ-----–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ მასში, რომ 2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------------------------ში მდებარე ე----------ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია რ----- მ----–---მა, რომელიც ე----------ს თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე პირის კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს და თანხას 10 ლარს, ასევე ე----------ს შვილის - მ--- მ----------ის კუთვნილ სამაჯურს ღირებულს 30 ლარად, საფულეს ღირებულს 15 ლარად.
2.2. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდაოდ და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ რ----- მ-----–---ის ქმედების შედეგად დაზარალებულ ე---------ეს მიადგა 210 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ე---------ეს მიადგა 210 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ძარცვა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------------------------ში მდებარე ე----------ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია რ----- მ----–---მა, რომელიც ე----------ს თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მის კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს და თანხას 10 ლარს, ასევე ე----------ს შვილის - მ--- მ----------ის კუთვნილ სამაჯურს ღირებულს 30 ლარად საფულეს ღირებულს 15 ლარად.
2.8. სამართლებრივი თვალსაზრისით, ბინაში შეღწევა უკანონოა თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----- მ-----–---მა უკანონოდ შეაღწია ე----------ს საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------------------------ში და ე----------ს თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის და მისი შვილის კუთვნილ ნივთებსა და ფულად თანხას.
2.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ძარცვა ბინაში უკანონო შეღწევით.
ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის
2. 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9-------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 (ათი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 7-----------–ის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, რ----- მ-----–---ს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.12. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.13. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ძარცვა არაერთგზის.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.15. ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–--------–---------------------------------------------------ში მდებარე მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მაჯის საათს, თითოეული ღირებული 15 ლარად და ერთ ცალ 300 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს.
2.16 ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.18. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ რ----- მ-----–---ი მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეღწევის გზით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მაჯის საათს, თითოეულს ღირებულ 15 ლარად და ერთ ცალ 300 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, რის შედეგადაც მ-----–- ლ-----ეს მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.19. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში მ-----–- ლ-----ეს მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–--------–---------------------------------------------------ში მდებარე მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია რ----- მ-----–---მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მაჯის საათს და პლანშეტურ კომპიუტერს.
2.22. სამართლებრივი თვალსაზრისით, ბინაში შეღწევა უკანონოა თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----- მ-----–---მა უკანონოდ შეაღწია მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ სახლში სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ სხვადსხვა ნივთებს.
2.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის
2. 24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9-------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 (ათი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 7-----------–ის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, რ----- მ-----–---ს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით რ----- მ-----–---ს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.26. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.1. რ----- მ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების მ-----–- ლ-----ის, ზ----- ბ-------––---–ის, ე----------ს, მ--- მ----------ის, ზ----- გ--------ის, ვ----– ჭ----------ის, მ------ ა-----–--ის, რ----- მ-----–---ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნიმუშები, რ----- მ-----–---ის პირადი ჩხრეკვის ოქმი, რ----- მ-----–---ის ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ნივთების ამოცნობის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნა და N------- დასკვნა, საგამოძიებო ექსპერტიზის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9-------ის და 2014 წლის 1--------ის განაჩენები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178 - ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტით; ასევე რ----- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ----- მ-----–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. რ----- მ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. რ----- მ-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. რ----- მ-----–---ი წარსულში არაერთგზის არის ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას რ----- მ-----–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რ----- მ-----–---მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რ----- მ-----–---ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.
6.5. სასჯელის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით რ----- მ-----–---ი გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლით, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1 ე----------ს საცხოვრებელი სახლიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 12 (თორმეტი) ანაწმენდი, 24 (ოცდაოთხი) სტერილური ჩხირზე, დალუქული ერთ პაკეტად, ე----------ს ფრჩხილის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად, რ----- მ-----–---ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.2. მუყაოს ქაღალდი წარწერებით დალუქული ერთ პაკეტად, ე----------ს ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლის ნიმუში ორ ცალ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; ე----------ს საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ერთ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; რ----- მ-----–---ის სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, დალუქული ორ პაკეტად; ე----------ს საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილოფირზე და ე----------ს და მ--- მ----------ის ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.3. რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სამაჯური, დალუქული ერთ პაკეტად; რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული საფულე, დალუქული ერთ პაკეტად და რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ელექტრო მოწყობილობა - ეპილატორი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ----- მ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178 - ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. რ----- მ-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. რ----- მ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. რ----- მ-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა -თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- მ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6(ექვსი) წლის ვადით შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
8. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- მ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
9. რ----- მ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 9 მაისიდან.
10. ნივთმტკიცებები:
10.1. ე----------ს საცხოვრებელი სახლიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 12 (თორმეტი) ანაწმენდი, 24 (ოცდაოთხი) სტერილური ჩხირზე, დალუქული ერთ პაკეტად, ე----------ს ფრჩხილის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად, რ----- მ-----–---ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10.2. მუყაოს ქაღალდი წარწერებით დალუქული ერთ პაკეტად, ე----------ს ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლის ნიმუში ორ ცალ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; ე----------ს საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ერთ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად; რ----- მ-----–---ის სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, დალუქული ორ პაკეტად; ე----------ს საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილოფირზე და ე----------ს და მ--- მ----------ის ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე, დალუქული ერთ პაკეტად; მ-----–- ლ-----ის საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10.3. რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სამაჯური, დალუქული ერთ პაკეტად; რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული საფულე, დალუქული ერთ პაკეტად და რ----- მ-----–---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ელექტრო მოწყობილობა - ეპილატორი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/