გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019002977694
საქმე #3/15-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08.07.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - და---- ყი--–--ე
წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი
მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---- ჩი---–--ე
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N1-- (2-.03.2019წ.) განკარგულება როგორც უკანონო.
1.2. წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე- და---- ყი--–--ე მიუთითებს, რომ 2001 წელს სასოფლო - სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით, როგორც მესაკუთრე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, მდებარე ჭიათურის ზონის სოფელ ზ------ სოფლის საკრებულოში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა მოხდა მის მიერ. საჯარო რეესტრში მოხდა რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით და 2005 წლიდან დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. 2001 წლიდან როდესაც იჯარით გადაეცა 35000კვ.მ. მიწა, შემოღობა მიმდებარე ტერიტორია და ფლობდა 12654 კვ. მეტრის მიწას 35000 კვ. მეტრთან ერთად და ფლობს დღემდე, რომლებიც ერთ ნაკვეთად არის შემოღობილი.
მოსარჩელემ კანონმდებლობის შესაბამისად განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ2--------), რომ მოეხდინათ მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 2019 წლის 2- მარტის №1-- განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, და---- ყი--–--ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- ყი--–--ეს (პ/ნ 5----------, მცხ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი დ---------) 2001 წლის 11 ივნისის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის №2-- ხელშეკრულებით იჯარით გადაეცა 35000კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო სავარგული გრძელვადიანი იჯარით 9 (ცხრა) წლის ვადით ჭიათურის რაიონის სოფელ ზ------ სოფლის საკრებულოში სატბორე მეურნეობის მოსაწყობად. დადგენილია, რომ და---- ყი--–--ემ 2005 წელს მოახდინა 35000კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N3-.0-.4-.1--, მისამართი: რაიონი ჭიათურა, სოფელი დ---------) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და აღირიცხა მის საკუთრებად. და---- ყი--–--ის მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ადგილზე დათვალიერების ოქმი N 01069, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-9)
- იჯარის ხელშეკრულება (10-18)
- ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადსახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახდო ინსპექციიდან (ს.ფ 19)
- ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 06 ივნისის დადგენილება (ს.ფ 21)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2 მოსარჩელის განმარტებით 2001 წლიდან როდესაც მოსარჩელე და---- ყი--–--ეს იჯარით გადაეცა 35000კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასთან ერთად შემოღობა მიმდებარე ტერიტორია და ფლობდა 12654 კვ. მეტრის მიწას 35000 კვ. მეტრთან ერთად.
2018 წლის 5 დეკემბრის მერის წარმომადგენლის ზ------ ადმინისტრაციულ ერთეულში მა-–---- ბრ------ს მოხსენებითი ბარათით, მოკვლევის აქტით დადგენილია, რომ და---- ყი--–--ე ზ------ ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ და-------–- თვითნებურად ფლობს 12654 კვ.მ მიწის ფართობს 2000 წლიდან. მოცემული თარიღი არ შეესაბამება ჭიათურის რაიონის გამგეობის დადგენილებას (2001 წლის ივნისი), რომლითაც მიღებული იქნა მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-9)
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 24)
- მოკვლევის აქტი (ს.ფ 25)
- დადგენილება (ს.ფ.21)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- ყი--–--ემ განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
2019 წლის 2- მარტის კომისიის (კომისიის თავმჯდომარე: გი------ ბი–--ე, თავმჯდომარის მოადგილე: ზუ---- ბრ-----ე, კომისიის წევრები: ირ---–- მე------–---–-, ირ---–- მე-----–-–---–-, ლ-–- კო------ე, აკ--- აზ-----–---–ი, ნა---- ცა--–--ე, ნ--- სა-------ე, დ----- ბი–--ე) სხდომის ოქმი N 7 დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მიერ კომისიაში გადაგზავნილ იქნა და---- ყი--–--ის განცხადება (N 10040-) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომისიაში გადაგზავნილი განცხადება, რომელიც შეეხება სოფელ და-------–- მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1---- კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებას, 10 იანვარს განხილულ იქნა კომისიის მიერ. 21 მარტს დაინტერესებელმა პირმა წარადგინა კორექტირებული ნახაზი, რომლითაც მოითხოვა მის ფარგლებში აღიარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნახაზი (ს.ფ.2--29)
- 2019 წლის 2- მარტის №1-- განკარგულება (ს.ფ.33-34)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.4. კომისიის ოქმით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. კომისიის წევრების მიერ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებით აღნიშნული ნაკვეთი ადგილზე ნანახია მათ მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
კომისიის წევრებმა, რომლებმაც ნახეს ადგილი კომისიას აღუწერეს არსებული რეალობა, რომლის ფარგლებში იმსჯელა და და ერთხმად გადაწყდა არ დაკმაყოფილდეს და---- ყი--–--ის მოთხოვნა მიწის აღიარების შესახებ. კენჭისყრის შედეგებით (მომხრე: 9, მოწინააღმდეგე: 0) გადაწყდა: უარი ეთქვას მოქალაქე და---- ყი--–--ეს (პ/ნ 5----------) ჭიათურაში სოფელ და-------–- მდებარე 1---- კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2- მარტის №1-- განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ჭიათურის რაიონის სოფელ და-------–- მდებარე 1---- კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ დადგენილ მოთხოვნებს, რადგან დაინტერესებული პირის განცხადებაზე დართული დოკუმენტებით და ადგილზე გადამოწმებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ასევე მიუთითა საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 2- მარტის კომისიის ოქმი №7 (ს.ფ.76-80)
- 2019 წლის 2- მარტის №1-- განკარგულება (ს.ფ.33-34)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 18 მარტის სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით, კერძოდ ჭიათურის რაიონის სოფელ ზ------ კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით მოცემულ ეტაპზე მიწის ნაკვეთის ნაწილი საძოვარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2019 წლის 18 მარტის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 81-82)
- ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან(ს.ფ.81)
- მხარის ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კომისიისა და სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე და---- ყი--–--ის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეესაბამება მითითებული ფორმით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების პირობებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრებისუფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი წარიმართება დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც თავისი შინაარსით მოითხოვს, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციით წარმართონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები და ამავე დროს, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ უგულებელყონ საჯარო ინტერესი. აღნიშნული ფუნდამენტალური პრინციპების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელსაც ეფუძნება, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიხედვითაც, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, ყველა პირი უფლებამოსილია სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, საქმე აწარმოოს სასამართლოში და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
6.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
6.5. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად კანონი არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ მოსარჩელე და---- ყი--–--ემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ და-------–- არსებულ 1---- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
6.6. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
6.7.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, -აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმდ გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით
ხსენებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
6.7. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული გარემოებები ასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. დაინტერესებული პირის განცხადებასთან დაკავშირებით კომისიამ გამოითხოვა, დოკუმენტები, მოუსმინა განმცხადებელს, იმსჯელა და და ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო და---- ყი--–--ის მოთხოვნა მიწის აღიარების შესახებ. კენჭისყრის შედეგებით (მომხრე: 9, მოწინააღმდეგე: 0) გადაწყდა: უარი ეთქვას მოქალაქე და---- ყი--–--ეს (პ/ნ 5----------) ჭიათურაში სოფელ და-------–- მდებარე 1---- კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის სააგენტოში არსებული საარქივო მასალების საფუძველზე გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ასევე მეორე არგუმენტს წარმოადგენდა, ის რომ არ დგინდება ფლობის ფაქტი. საბოლოოდ განმცხადებელს ამ ორი არგუმენტით ეთქვა უარი 2019 წლის 2- მარტის №1-- განკარგულებით ჭიათურის რაიონის სოფელ და-------–- მდებარე 1---- კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
6.8. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.“
6.9.საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ქონება: საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე;
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ინფორმაციით ასაღიარებელი მიწა საძოვარია მოცემული პერიოდისათვის.
6.10.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის№376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (შემდგომში წესი) პირველი მუხლის შესაბამისად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
6.11.წესის მეორე მუხლის შესაბამისად ამ რეგულაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არის მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
6.12.წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.
წესის მე-10 მუხლის შესაბამისად კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თვითნებურად დაკავები თაობაზე ტერიტორიული ორგანოს მიერ მითითებული თვითნებურად დაკავების დაწყების თარიღი და მოვლენა არ შეესაბამება მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის იჯარის გაცემაზე თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
6.14.წესის მე-17 მუხლის შესაბამისად თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობდა მოსარჩელე, არ პასუხობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიას და ასევე უტყუარად არ დასტურდება მთლიანად მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი , მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა.
იმავეს ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტი - თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
6.16.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა იმ სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა საკუთრების აღიარებაზე.
6.17.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
6.18.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.19. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-.03.2019 წლის მიღებული #1-- განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი ბათილობის პირობები შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.20. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. და---- ყი--–--ის (პ/ნ 5----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი