განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
060100119002969095
დავის ტიპი
126
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/59-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა----- მე-–---.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - სა------ პე------–---–ი.

მამის სახელი: ჰ---–----.

დაბადებული: 3-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 4----------

მცხოვრები: ვანის რაიონი სოფელი ამ----–--ა.

 

ადვოკატი - გი------ დვ--–-–---–ი.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (სა------ პე------–---–ი):

 

- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისისვე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით, სა------ პე------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა პირობითი მსჯავრი 02 წელი , 03 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა სა------ პე------–---–მა, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, ვანის რაიონის სოფელ ამ----–--აში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხის სკამის ზურგის არეში დაარტყა ასევე ზურგის არეში და ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში. ყოველივე აღნიშნულით მთ------ა ხუ--–--ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სა------ პე------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნო----- ხე–-------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს სა------ პე------–---–ი გვერდით. იმ დილით სა-----მა დაუძახა გადასულიყო და ყავა დაელიათ. გადავიდა და სანამ ყავას სვამდნენ, სა------ს მეუღლემ გაუწყო სუფრა. დალიეს 4-5 ჭიქა ღვინო და იგი დაბრუნდა სახლში. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან გადავიდა მთ------ა და უთხრა, იქნებ სა------ დაამშვიდო, სახლიდან გამომაგდოო. ცემის შესახებ არაფერი უთქვამს. იგი გადავიდა და მან და სა-----მა მარტო ილაპარაკეს 10-15 წუთი. შემდეგ ოთახში შევიდა მთ------ა. სა-----მა შეაგინა და უთხრა, რომ გასულიყო გარეთ. მთ------ამ აიყვანა ბავშვი და გავიდა. სა-----მა დარეკა პოლიციაში და მას უთხრა, ახლა პოლიცია მოვა და წადიო. ოთახში ნახა, რომ სკამი იყო წაქცეული, დამტვრეული არ ყოფილა. მისი თანდასწრებით ცემას ადგილი არ ჰქონია და არც ბავშვს უტირია.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- მს---–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს იყო მორიგე და კ---- დვ--–-–---–თან ერთდ აწარმოებდა შემოვლას ავტომანქანით. დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე, სამმართველოს მორიგის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ სა----- პე------–---–ის სახლში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. სა----- პე------–---–ის სახლამდე დაახლოებით 100 მეტრში მათ შეხვდათ დაზარალებული, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ გამოაგდო სახლიდან. მათ ჩაისვეს დაზარალებული და მისი შვილი მანქანაში და მივიდნენ სა----- პე------–---–თან. იგი ოთახში იჯდა მარტო და სვამდა ღვინოს. მათ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ღირსი იყო და ცემა. აგინებდა მეუღლეს. მან დააკავა ს. პე------–---–ი და გამოიძახა გამომძიებელი. დაზარალებულმა მას უთხრა, რომ სკამი გადაამტვრია ზურგზე. ს. პე------–---–ი აგრესიას გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ ბავშვიც ატირდა. ს. პე------–---–მა ითხოვა გარეთ გაყვანა, რა დროსაც შეეცადა გაქცევას, მარგამ იგი დააკავეს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- დვ--–-–---–მა. მისივე განმარტებით, დამტვრეული ხის საზურგ--ნი სკამი იყო მეორე ოთახში.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე(დაზარალებული) მთ------ა ხუ--–--ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - სა----- პე------–---–ის მიმართ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გო--------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მთ------ა ხუ--–--ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ ლ---- ლო------------ის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ლო------------ემ განაცხადა, რომ მითითებულ ფაქტზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები. დათვალიერებისას სა----- პე------–---–მაც და მთ------ა ხუ--–--ემაც დაადასტურეს ძალადობის ფაქტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღო დამტვრეული სკამი. ოთახში სხვა არეულობის ნიშნები არ იყო.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტმა და---- დო-------ა განაცხად, რომ 2019 წლის 28 მარტს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში რა დროსაც ამოიღეს გატეხილი სკამი. დათვალიერებისას დაზარალებული აჩვენებდა ადგილებს. ბრალდებულიც ოთხში იყო და ბავშვიც. სხვა რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღიათ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- ცხ------ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის მიერ გადაცემული მასალების საფუძველზე 2019 წლის 3- მარტს შეადგინა შემაკავებელი ორდერი. გამოკითხვისას მ. ხუ--–--ემ მას განუცხადა, რომ მეუღლემ სკამი გადაამტვრია ზურგზე.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა სა----- პე------–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს, დილით მეზობელი ნო-----ი ხე–-------ი დაპატიჟა ყავის დასალევად. სანამ ყავას სვამდნენ, მეუღლემ გაუწყო სუფრა და დალიეს ღვინო. სუფრის დასრულების შემდეგ ნ. ხე–-------ი წავიდა სახლში, მეუღლემ კი დაიწყო მაგიდის ალაგება, რაზეც მოუვიდა მასთან კამათი. მ. ხუ--–--ემ აიყვანა ბავშვი და გავიდა სახლიდან. შემდეგ ნ. ხე–-------ი ისევ მივიდა მასთან. მთ------აც დაბრუნდა და მან შეაგინა მთ------ას, რის შემდეგაც იგი ისევ ბავშვთან ერთდ წავიდა. პოლიციაში დარეკა თუ არა არ ახსოვს. პოლიციელებმა გატეხილი სკამი ნახეს მეორე ოთახში, რომელიც იქ დიდი ხანია იდო. მას მთ------ა ხუ--–--ე არ უცემია და არც სკამი დაურტყამს მისთვის.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.12. 2019 წლის 28 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ვანის რაიონის სოფელ ამ----–--აში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ხის დამტვრეული სკამი რომელიც მოთავსდა მოთეთრო ფერის ტომარაში და დაილუქა ვანის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით 33/9.

 

(ს.ფ. 15–24).

2.13. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით სა------ პე------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე სა------ პე------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად სა------ პე------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

(ს.ფ.43-49).

 

2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 03 აპრილის N002265219 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 29.03.2019წ. 02:00-02:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მთ------ა ხუ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით.

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

(ს.ფ. 31-34).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ სა------ პე------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მულხის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

3.5. სა------ პე------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ „...უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, ვანის რაიონის სოფელ ამ----–--აში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხის სკამის ზურგის არეში დაარტყა ასევე ზურგის არეში და ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში. ყოველივე აღნიშნულით მთ------ა ხუ--–--ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ...“ .

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებულმა) მთ------ა ხუ--–--ემ, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - სა------ პე------–---–ის მიმართ.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.17. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“

 

3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.19. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები კი არ არის საკმარისი ს. პე------–---–ის მიერ მ. ხუ--–--ის მიმართ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ვინაიდან, გარდა იმისა, რომ შეუძლებელია დადგინდეს განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უაროს თქმის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას.

 

3.20 სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას რომელსაც ის ამყარებს ს. პე------–---–ის დაკავებასა თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებზე, ვინაიდან ეს ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია და მათმა ვერ ჰპოვეს დადასტურება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც ირიბი არ არის.

 

3.21. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

 

3.22. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.23. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.24. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.25. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3.26. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.27. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სა------ პე------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, სა------ პე------–---–ის ბრალეულობაში.

 

3.28. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული სა------ პე------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სა------ პე------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

სა------ პე------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სა------ პე------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს გამართლებულ სა------ პე------–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი