გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101210019002-35309
#2/100-2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18. 07. 2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ-------------–----
წარმომადგენელი: ე------------------ე
მოპასუხე: ზ-------------ა
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შ-------------–----ს“ (ს/კ 4-------3) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ზ-------------ას (პ.№5---------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ 2017 წლის 30 იანვარს ს------------–--“ და მოქალაქე ზ-------------ას (პ.№5---------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №L-------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით 2017 წლის 01 მარტამდე; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 2-.30 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული;
აღნიშნულის გამო მსესხებელს ხელშეკრულების დანართი 1-ის მე-7 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.4%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 1416 ლარი; (708 ვადაგადაცილებული დღე);
2013 წლის 22 მაისს შ-------------–-- რეორგანიზაციის საფუძველზე გახდა ს------------–--; 2017 წლის 06 იანვარს რეორგანიზაციის საფუძველზე ს------------–--- და ს----–-----------------–-- შორის მოხდა შერწყმა; რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებული ორგანიზაცია ს------------–--; 2017 წლის 26 სექტემბერს სს "ლიბერთი კაპიტალმა" შეიცვალა სახელწოდება და გახდა ს------------–--; 2015 წლის 31 ივლისს შპს "ლიბერთი სიქიურითიზი" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და გახდა სს “-–-----------------------ი“, ხოლო 2017 წლის 07 სექტემბერს შეიცვალა სახელწოდება და გახდა ს--------------------------"; 2016 წლის 31 დეკემბერს ს------------–--- და სს “-–-----------------------ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს------------–-- გახდა სესხის ხელშეკრულებებზე მოთხოვნის მფლობელი; 2017 წლის 11 აპრილს მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონლაინმა" სს "ლიბერთი კაპიტალისგან" მიიღო მოთხოვნის უფლება აღნიშნულ სესხზე;
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა; 2017 წლის 16 ნოემბრიდან კომპანიას შეეცვალა სახელწოდება გახდა შპს "მონლაინ"-ი;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე შემცირებული დავალიანების 1500 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი; სარგებელი 2-.30 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 970.70 ლარი;
მოსარჩელე ასევე ითხოვს დაეკისროს შ-------------–-----ის სასარგებლოდ მოპასუხეს გამარტივებული წარმოების საფასური.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ზ-------------ამ შემოიტანა შესაგებელი, შესაგებლითა და მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხე სარჩელს ცნობს 52-.30 (ძირი და სარგებელი) ლარის ფარგლებში. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები მისთვის უცნობია. იგი მოსარჩელესთან არავითარ ჯარიმაზე და პირგასამტეხლოზე არ შეთანხმებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს.,,მონლაინი“ რეგისტრირებულია 2017 წლის 16 ნოემბერს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 4-------3 მისი იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, ა-–-----------------------------ი N24, ფართი 2-7; მოპასუხე ზ-------------ა ცხოვრობს ჭ---------------------–---–-ს ქუჩა N45; პ.№5---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 46-55)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის 30 იანვარს ს------------–--“ და მოქალაქე ზ-------------ას (პ.№5---------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №L-------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით 2017 წლის 01 მარტამდე; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 2-.30 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული;
აღნიშნულის გამო მსესხებელს ხელშეკრულების დანართი 1-ის მე-7 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.4%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 1416 ლარი; (708 ვადაგადაცილებული დღე);
2013 წლის 22 მაისს შ-------------–-- რეორგანიზაციის საფუძველზე გახდა ს------------–--; 2017 წლის 06 იანვარს რეორგანიზაციის საფუძველზე ს------------–--- და ს----–-----------------–-- შორის მოხდა შერწყმა; რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებული ორგანიზაცია ს------------–--; 2017 წლის 26 სექტემბერს სს "ლიბერთი კაპიტალმა" შეიცვალა სახელწოდება და გახდა ს------------–--; 2015 წლის 31 ივლისს შპს "ლიბერთი სიქიურითიზი" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და გახდა სს “-–-----------------------ი“, ხოლო 2017 წლის 07 სექტემბერს შეიცვალა სახელწოდება და გახდა ს--------------------------"; 2016 წლის 31 დეკემბერს ს------------–--- და სს “-–-----------------------ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს------------–-- გახდა სესხის ხელშეკრულებებზე მოთხოვნის მფლობელი; 2017 წლის 11 აპრილს მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონლაინმა" სს "ლიბერთი კაპიტალისგან" მიიღო მოთხოვნის უფლება აღნიშნულ სესხზე;
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა; 2017 წლის 16 ნოემბრიდან კომპანიას შეეცვალა სახელწოდება გახდა შპს "მონლაინ"-ი;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე შემცირებული დავალიანების 1500 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი; სარგებელი 2-.30 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 970.70 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 13-45)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელი სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება. მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შ-------------–----“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი და გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 72-73)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ გარდა თანხის მიღებისა მოპასუხე მხარე ადასტურებს თანხის მიღებას ასევე ადასტურებს სარგებლის ვალდებულებას, თუმცა არ ადასტურებს ჯარიმისა და პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებას. ჯარიმისა და პირგასამტეხლოს პირობების შეთანხმების შესახებ მოპასუხის მიერ აღიარების ან რაიმე მტკიცებულებით დადასტურების შესახებ საქმეში რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილია 100 ლარი თუმცა დაუდგენელია საქმის წარმოების გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადარიცხვის ქვითარი(ს.ფ. 73)
-საქმის მასალები
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ-------------–----“-ს სარჩელი ზ-------------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში რომელშიდაც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ 52-.30 ლარის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის 30 იანვარს ს------------–--“ და მოქალაქე ზ-------------ას (პ.№5---------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №L-------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით 2017 წლის 01 მარტამდე; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 2-.30 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული;
აღნიშნულის გამო მსესხებელს ხელშეკრულების დანართი 1-ის მე-7 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.4%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 1416 ლარი; (708 ვადაგადაცილებული დღე);
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა; 2017 წლის 16 ნოემბრიდან კომპანიას შეეცვალა სახელწოდება გახდა შპს "მონლაინი";
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე შემცირებული დავალიანების 1500 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი; სარგებელი 2-.30 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 970.70 ლარი;
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი შ.პ.ს ,,მონლაინის“ ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს).იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზები. მოპასუხე უარყოფს გარიგების არსებობის ფაქტს პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ნაწილში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა . სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან .
სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული.
განსახილველ შემთხვევაში, 500 ლარის მოპასუხისთვის სესხების ფაქტისა და ხელშეკრულების პირობების: სარგებლის ასევე ჯარიმაზე, პირგასამტეხლოზე შეთანხმების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაც ზ-------------ას მხრიდან არ დასტურდება. სესხის მიღების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადარიცხვის ქვითარი, ხოლო სარგებლის (პროცენტის) შეთანხმების შესახებ გარემოებას ადასტურებს მოპასუხე ზეპირი შეთანხმების ფარგლებში. ერთმნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა და პირგასამტეხლო წერილობით არ არის შეთანხმებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლის შესაბამისად მოცემული გარემოებები მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს და მისი სამტკიცებელია ასევე პირგასამტეხლოს შეთანხმების თაობაზე გარემოების დადგენა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში პირგასამტეხლო წარმოდგენილია ერთი პოზიციით (მხოლოდ პირგასამტეხლო). ერთმნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლოს შეთანხმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს , ასევე არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ კერძოდ ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილია ასი ლარი თუმცა დაუდგენელია საქმის წარმოების გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ორმოცდაათი ლარის ოდენობით. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 52-.30 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში დაკმაყოფილდა სარჩელი. აღნიშნული გარემოების შესაბამისად მოსარჩელეს ნაწილობრივ დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-------------–----ს“ (ს/კ 4-------3) სარჩელი ზ-------------ას (პ.№5---------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზ-------------ას (პ.№5---------) შ-------------–-----ის (ს/კ 4-------3) სასარგებლოდ დაეკისროს 52- (ხუთასოცდაცხრა) ლარის და 30 (ოცდაათი) თეთრის (საიდანაც 500 ლარი ძირითადი თანხაა, ხოლო 2- ლარი და 30 თეთრი კი სარგებელი) გადახდა.
2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. შ.პ.ს. ,,მონლაინს“ (ს/კ 4-------3) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 17 (ჩვიდმეტი) ლარი და 64 (სამოცდაოთხი) თეთრი (საგადასახადო დავალება №1--------- გადამხდელის ბანკი - სს ”თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300263150, გადახდის თარიღი 18.01.2019, გადამხდელი - ზ-------------ა (პ.№5---------); თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარი) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით ჭიათურა, გ. თხელიძის ქ. N41).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი