განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003081188
1-564/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივლისი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გელა თებიძე
ბრალდებული - ეთერ ჩიტაშვილი
ადვოკატი - გვანცა თურმანიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორის გელა თებიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
საქმე №075111117002
ბრალდებული: ეთერ ჩიტაშვილი
მამის სახელი: ალე
დაბადებული: 01.08.1958 წელს.
პირადი ნომერი: 01004001751
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: საშუალო
მისამართი: თბილისი, გლდანის ხევის დასახლება სახლი N1 ბინა 69
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
ბრალდების არსი: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა;
ეთერ ჩიტაშვილის მიერ ჩადენილ ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 03 სექტემბერს, ეთერ ჩიტაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
2016 წლის 15 იანვარს, ეთერ ჩიტაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
2016 წლის 20 აპრილს, ეთერ ჩიტაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
2017 წლის 28 თებერვალს, ეთერ ჩიტაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
ეთერ ჩიტაშვილის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეთერ ჩიტაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გელა თებიძესა და ბრალდებულს შორის (მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მონაწილეობით) 2019 წლის 004 ივლისს დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2019 წლის 04 ივლისს აჭარის ა/რ პროკურატურიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა №075111117002 სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გელა თებიძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქმის განხილვის სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 03 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას სხვა დანარჩენი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ეთერ ჩიტაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 209–213-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რადიოგრამები საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების ზაურ წულუკიძის, ბაგრატ ბერიძის, გულიკო აბაშიძის, მთვარისა ფუტკარაძის, ეკატერინე ფარტენაძის გამოკითხვის ოქმები, თვით ეთერ ჩიტაშვილის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ეთერ ჩიტაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი.
სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება;საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ეთერ ჩიტაშვილის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ბრალდებული ეთერ ჩიტაშვილი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის აპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბრალდებული ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 03 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ეთერ ჩიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას სხვა დანარჩენი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ეთერ ჩიტაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააშრულებო ბიუროს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; ან საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი