გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210119002862730 (N2/114-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი''
წარმომადგენლები - ლა-–---------ა, ან-----------ი
მოპასუხეები - და---------–---–---–ი, გი-----------–----ე, ოლ----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - და---------–---–---–ს, გი-----------–----ესა და ოლ----------–---–ს სს ,,ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6239.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3627.72 ლარი, პროცენტი - 1152.73 ლარი, ჯარიმა - 1458.57 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვის პირობით, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 84 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და გი-----------–----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება "თავდებობის შესახებ", რომლითაც გი-----------–----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდების პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 9274.54 ლარით.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და ოლ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება "თავდებობის შესახებ", რომლითაც ოლ----------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 9274.54 ლარით.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეების მიერ სესხზე გადახდილი იქნა - 1465.42 ლარი, საიდანაც 1372.28 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 262.97 ლარით პროცენტი, ხოლო 17.15 ლარით პირგასამტეხლო. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, მოპასუხეებმა 20---–-–----------–-დან დაარღვიეს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები, ბოლო გადახდა სესხზე დაფიქსირდა 2017 წლის 03 ოქტომბერს.
მოპასუხეების დავალიანება 2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით N0--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს -6239.02 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3627.72 ლარი, პროცენტი - 1152.73 ლარი და ჯარიმა - 1458.57 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე და---------–---–---–ს შესაგებლი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხეებმა გი-----------–----ემ და ოლ----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ჯარიმის თაობაზე მიუთითეს, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვეს მისი შემცირება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა და---------–---–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ჯარიმის თაობაზე მიუთითა, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვეს მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 20%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 22.85%, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა - 111.03 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 04 მარტამდე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 19-21);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 22-24);
3.2.2. N0-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და გი-----------–----ეს შორის გაფორმდა თავდებობის N0---------------1 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი-----------–----ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - და---------–---–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, კრედიტი, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, ასევე სასამართლო ხარჯები (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი); ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 9274.54 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.03.2---წ. წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 25);
- 10.03.2---წ. ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 26);
3.2.3. 20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და ოლ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ოლ----------–---–მა იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - და---------–---–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის აღნიშნული ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 9274.54 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.03.2---წ. წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 27);
- 10.03.2---წ. ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 28);
3.2.4. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეების მიერ სესხზე გადახდილი იქნა - 1465.42 ლარი, საიდანაც 1372.28 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 262.97 ლარით პროცენტი, ხოლო 17.15 ლარით პირგასამტეხლო. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 30-34)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.5. და---------–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს ,,ლი------------ს'' შორის 10.03.2--- წელს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხეებმა 20---–-–----------–-დან დაარღვიეს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები, ბოლო გადახდა სესხზე დაფიქსირდა 2017 წლის 03 ოქტომბერს. 2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხება დავალიანება: 6239.02 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3627.72 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1152.73 ლარი და ჯარიმა - 1458.57 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 22-24);
- წერილობითი შეტყობინებები (იხ. ს.ფ. 35-36);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 29);
- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 30-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 20---–-–------------ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა და---------–---–---–ის მიერ 20---–-–------------ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არ არსებობის ფაქტს, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია, ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 20%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 22.85%, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა - 111.03 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 04 მარტამდე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს ,,ლი------------ს'' შორის 10.03.2---წ. გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია მხოლოდ - 1465.42 ლარი, ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბირის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისადმი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2625.97 ლარისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული სარგებლის - 1152.73 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
20---–-–------------ს სს ,,ლი------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0--------------0 ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოპასუხეთა მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 20---–-–------------ის მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა შემცირებული სახით - 100 ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ეს უკანასკნელები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს 463-ე მუხლის გაგებით. ასეთ დროს კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ყველა შემთხვევაში ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების - გი-----------–----ესა და ოლ----------–---–ს სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა, მხარეთა შორის 20---–-–------------ს, დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მოპასუხეები წარმოადგენს კონტრაჰენტს და მათ და---------–---–---–თან ერთად - სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის ფარგლებში, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 9274.54 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა საბანკო კრედის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად სს ,,ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა თავდები პირებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 187.17 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს - და---------–---–---–ს, გი-----------–----ეს, ოლ----------–---–ს სს ,,ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 187.17 ლარიდან - 146.41 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სს "ლი------------ის" შუამდგომლობა და---------–---–---–ის, გი-----------–----ისა და ოლ----------–---–ის კუთვნილ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე,248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლი------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს - და---------–---–---–ს, გი-----------–----ეს, ოლ----------–---–ს სს ,,ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4880.45 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3627.72 ლარი, პროცენტი - 1152.73 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი;
2. მოპასუხეებს - და---------–---–---–ს, გი-----------–----ეს, ოლ----------–---–ს სს ,,ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 187.17 ლარიდან - 146.41 ლარის ანაზღაურება.
3. გადწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე