გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002472011
საქმე # 2/415-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.07.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი: ა-–--ა ლეგაშვილი
მოსარჩელე - სს „კრ----- ბანკი“
წარმომადგენელი - თ-----------------–-
მოპასუხეები - მზ-- მუ---------–ი, ხა------ მუ---------–ი, ინ- გრ---–-–---–ი,მოპასუხეების წარმომადგენელი - ლ--–-------–---–-
მოპასუხეები სპ-------- ჩუ---–-–---–ი, ნი--- კუ----–---–ი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მზ-- მუ---------–ს, სპ-------- ჩუ---–-–---–ს, ინ- გრ---–-–---–ს, ხა------ მუ---------–ს, ნი--- კუ----–---–ს სს ,,კრ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 698,07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 12 849,08 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 6683,68 აშშ დოლარი, დაზღვევა- 481,95 აშშ დოლარი , საკომისიო - 225,36 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1458.00 აშშ დოლარი ;
1.2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ლა-------ის რაიონი , სოფელი მა–---, ს/კ. 54.02.51.0-- აუქციონზე რეალიზაცია ;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან .
1.4. პროცესის ხარჯების ანაზღაურება
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, მოპასუხეები სარჩელს დაეთანხმნენ მხოლოდ ძირითადი თანხის- 12 849,08 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ იმ საფუძვლით, რომ მსესხებელი მზ-- მუ---------–ი ავადმყოფია და მას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის გარდა სხვა დავალიანების დაფარვა არ შეუძლია .
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 25 მაისს სს "კრ----- ბანკს“ და მზ-- მუ---------–ს გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მზ-- მუ---------–ის სახელზე გაიხსნა ფორმალური სესხის ხაზი 50.000.00 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 22) .
3.1.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 25 მაისს
გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #20150--- დჟ -1, და იპოთეკით დაიტვირთა მზ-- მუ---------–ის და ხა------ მუ---------–ის თან-საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ლა-------ის რაიონი , სოფელი მა–---, ს/კ. 54.02.51.0-- ; იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 24)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 70)
3.1.3. სესხის ხაზის ფარგლებში 2015 წლის 30 სექტემბერს მზ-- მუ---------–ზე გაიცა სესხი 15.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით - 2020 წლის 30 სექტემბრამდე, 1,18% ეფექტური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა- 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. აგრეთვე ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს მომსახურების გადასახდელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 27-30) .
3.1.4 მსესხებელთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და სპ-------- ჩუ---–-–---–ს, ინ- გრ---–-–---–ს, ხა------ მუ---------–ს და ნი--- კუ----–---–ს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა - 26722.09 აშშ დოლარით განისაზღვრა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-42) .
3.1.5. 2017 წლის 30 მარტს მზ-- მუ---------–სა და სს კრ----- ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით, მზ-- მუ---------–ის დავალიანება 2017 წლის 30 მარტის მდგომარობით განისაზღვრა 18.430.00 აშშ დოლარის ოდენობით . შეთანხმების მიხედვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 1.95% -ით, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენო განაკვეთი 30%-ით, სესხის დასრულების თარიღად- 2019 წლის 07 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 44) ;
3.1.6 2017 წლის 30 სექტემბერს სს კრ----- ბანკს და სოლიდარულ თავდებებს- სპ-------- ჩუ---–-–---–ს, ინ- გრ---–-–---–ს, ხა------ მუ---------–ს და ნი--- კუ----–---–ს შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანხის თაობაზე, რომლის მიხედვით, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება თავდების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ 45-49)
3.1.7 მსესხებელმა და თავდებმა პირებმა 2015 წლის 30 სექტემბრის სესხის და თავდებობის, ასევე 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული შეთანხმებით და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა არ გადაიხადეს. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილებულები იქნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 67) .
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 50-66 ) .
3.1.8. 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სესხის და თავდებობის , ასევე 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ ძირი თანხა- 12849,08 აშშ დოლარი , სესხზე დარიცხული პროცენტი- 6683,68 აშშ დოლარი , დაზღვევა- 481,95 აშშ დოლარი , საკომისიო - 225,36 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1458.00 აშშ დოლარი , რაც ჯამში 21 698,07 აშშ დოლარის შეადგენს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 68) .
3.1.9. მოპასუხე მხარემ დაადასტურა კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის ფაქტობრივი გარემოება, ასევე სადავოდ არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა, თუმცა სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის - 12849,08 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ მსესხებელს მზ-- მუ---------–ს დავალიანების დაფარვა ავადმყოფობის გამო არ შეუძლია .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის 12849,08 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ძირი თანხის 12 849,08 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის- 6683,68 აშშ დოლარის , საკომისიო თანხის- 225.36 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის - 481,95 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელეს და მზ-- მუ---------–ს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების და 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. დადგენილია ისიც, რომ მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს ყოველწლიურ გამოსაქვით სესხის მომსახურების გადასახადებს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების გრაფიკი ითვალისწინებს საკომისიოს, რაც საბანკო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურს წარმოადგენს, რაზეც მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ და რაც აისახა გადახდის გრაფიკში.
დადგენილია, რომ სესხის ხაზის ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, გამსესხებლის და მსესხებლის რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, ყოველწლიურ საკომისიოს , ამდენად, სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის და საკომისიოს თაობაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის შესბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის პროცენტზე , სადაზღვევო პრემიაზე და საკომისიოზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების და მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რაც აისახა სესხის გადახდის გრაფიკში, რაც მსესხებელს ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად, ვალდებულება არ შეასრულეს, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების 8.1 და 8.2 მუხლების თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ მოითხოვოს დავალიანების დაფარვა, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა, სარგებელი და დაზღვევის თანხა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის 6683,68 აშშ დოლარის , დაზღვევის თანხის - 481,95 აშშ დოლარის , საკომისიო თანხის - 225,36 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს- 1458,00 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამიტომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. განსახილველ საქმეში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სესხი სარგებლიანია და მოსარჩელე პირგასამტეხლოსთან ერთად ითხოვს სარგებლის დაკისრებას. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია, რომ მსესხებელმა 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე გრაფიკის შესაბამისად ბანკს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ანგარიშში სულ გადაუხადა 7619.08 აშშ დოლარი, საიდანაც ჯარიმის ანგარიშში წარმართულია -28,81 აშშ დოლარი. ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირი თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 პროცენტი 2 ლარზე ნაკლებია, მაშინ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%, რაც ჯამში 1458,00 აშშ დოლარია, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 115. მუხლით,სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია და იგი უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეებს ერთჯერადად დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო- 145 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 1313 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა თავდები პირებისთვის თავდებობის ზღვრულ ფარგლებში თანხის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და როგორც თავდებობის ხელშეკრულებით, ასევე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია თავდებობის ყველა არსებითი პირობა, მათ შორის თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა, ამიტომ თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სადაზღვევო პრემიის და საკომისიო თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. ასევე მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებები თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის - 27 000.00 აშშ დოლარის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებლები არიან ვალდებულების შესრულებაზე.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 25 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება 20150---, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების მზ-- მუ---------–ის და ხა------ მუ---------–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ლა-------ის რაიონი, სოფელი მა–---, ს/კ. 54.02.51.0-- ;
მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებასაც წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
2015 წლის 25 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოტეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების - სოლიდარული მოვალეების: მზ-- მუ---------–ის, ხა------ მუ---------–ის, ინ- გრ---–-–---–ის, სპ-------- ჩუ---–-–---–ის, ნი--- კუ----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან .
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 21,698.07 აშშ დოლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე- 1614,68 ლარი (ერ. კურსი 2.48) მოსარჩელეებმა სარჩელი აღიარეს 12 849.08 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა 1313 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 1614,68 ლარიდან 955,97 ლარი (12849,08$*2,48=31865,71*3%=955,97 ) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად (6683,68+481,95 +225,36 +145 = 7535,99 $ *2,48 = 18689,25 *3%) 560,67 ლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი- (1313 $ *2.48= 3256,24 * 3%) 97.68 ლარი რჩება ხაზინაში
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
არ გამოყენებულა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს მზ-- მუ---------–ს, ხა------ მუ---------–ს, ინ- გრ---–-–---–ს,სპ-------- ჩუ---–-–---–ს, ნი--- კუ----–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 20 385.07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 12849,08 აშშ დოლარი , სესხზე დარიცხული პროცენტი- 6683,68 აშშ დოლარი , დაზღვევა- 481,95 აშშ დოლარი , საკომისიო - 225,36 აშშ დოლარი და ჯარიმა - 145 აშშ დოლარი ;
2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ლა-------ის რაიონი , სოფელი მა–---, საკადასტრო კოდი 54.02.51.0-- აუქციონზე რეალიზაცია ;
3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების: მზ-- მუ---------–ის, ხა------ მუ---------–ის, ინ- გრ---–-–---–ის, სპ-------- ჩუ---–-–---–ის, ნი--- კუ----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან
4. მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სარჩელი 1313 აშშ დოლარის დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდეს
5. სს ,,კრ----- ბანკს“ ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 955,97 ლარი (გადახდის თარიღი- 28/05/2018, საგადახდო დავალება 231715 , სახაზინო კოდი- 300503150)
6. მოპასუხეებს მზ-- მუ---------–ს, ხა------ მუ---------–ს, ინ- გრ---–-–---–ს, სპ-------- ჩუ---–-–---–ს და ნი--- კუ----–---–ს სს ,,კრ----- ბანკი“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- 560,67 ლარი.
7. დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 97.68 ლარი დარჩეს ხაზინაში
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი