გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/28133-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადა–ვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელა–ვილი
მოსარჩელე- შპს „ ევ------------ტ +“
წარმომადგენელი - გვ--–-----–--ე, გი--------------–---–ი
მოპასუხე - ვლ------რ ბა------ე
წარმომადგენელი - შა-–---–------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვლ------რ ბა------ეს შპს „ ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 3015 ა–შ დოლარი, სარგებელი - 1115.48 ა–შ დოლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
1.2. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2015 წლის 22 ივლისს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება მის სახელზე გაფორმებული იქნა ფიქტიურად. მსესხებელი არის ლა–ა ჯა--–-ა და სესხის თანხაც გადაეცა მას. ვინაიდან, მას საკრედიტო ისტორია არ აძლევდა სესხის მიღების შესაძლებლობას, თანხმობა განუცხადა სესხის ხელშეკრულებით ყოფილიყო მსესხებელი. ვლ------რ ბა------ის განმარტებით ხელშეკრულების დადებისას ფაქტობრივად იგი შეცდომა–ი იყო შეყვანილი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ფოტო მასალის და შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ადასტურებს, რომ ავტომანქანას რეალურად ფლობდა ლა–ა ჯა--–-ა.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ გირავნობის საგანი გასხვისებული იქნა გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ უნდა შემოიფარგლოს გირავნობის საგნის რეალიზაციით და მოთხოვნა ჩაითვალოს შესრულებულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 22 ივლისს შპს ევ------------ტ+“ და ვლ------რ ბა------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 7500 ა–შ დოლარი, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მიხედვით მსესხებელს გადაეცა 3650 ა–შ დოლარი, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით.
სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს. ამასთან, სესხის თითოეული ნაწილის გადაცემისას მხარეები ინდივიდუალურად შეთანხმდებიან სესხის გადახდის ვადაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ლე---------------------------------ი, სარეგისტრაციო ნომერი P------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 16-21)
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 23-)
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 41)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მექანიკური სატრანსპორტო სა–უალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ლე---------------------------------ი, სარეგისტრაციო ნომერი P------) საბაზრო ღირებულება დასკვნა–ი დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2016 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 900 ა–შ დოლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 700 ა–შ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 26-31)
3.2.2. 2017 წლის 2 მარტს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 840 ა–შ დოლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 790 ა–შ დოლარით ნაწილობრივ შემცირდა სესხზე დარიცხული სარგებელი, ხოლო 126 ლარი მიემართა საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ (ს.ფ 25 )
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.3. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 3015 ა–შ დოლარს და სარგებელს 1115.48 ა–შ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (სარჩელი, სხდომის ოქმი)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 41)
3.2.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადება–ი ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარე არის ლა–ა ჯა--–-ა და გირავნობის საგანიც წარმოადგენდა მის საკუთრებას. გარიგება მასსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმდა ფორმალურად, ლა–ა ჯა--–-ას საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე.
ფაქტის დადასტურების მიზნით წარმოდგენილია გარკვეული სახის მტკიცებულებები, მათ შორის ფოტო მასალა, სადაც მოპასუხის განმარტებით აღბეჭდილია ლა–ა ჯა--–-ა. ეს გარემოება კი ადასტურებს ფაქტს, რომ აღნიშნული პიროვნება არის გირავნობის საგნის მესაკუთრე და სესხის ხელშეკრულების გაფორმებაც მის ინტერესებს ემსახურებოდა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სა---------–----–------------------------------------------–-------–-–----------------------------–---------------------------–-----ნ გამოთხოვილი ინფორმაცია ვლ------რ ბა------ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომაქნაზე, სარეგისტრაციო ნომერი P------, შედგენილი ადმინისტრაციული ოქმები, რომლის თანახმადაც საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან საჯარიმო ქვითრები შედგენილია მძღოლებზე ლა–ა ჯა--–-ა და ვა-----გ ქე-----. ბოლო საჯარიმო ქვითარი 05.07.2016 წელი გამოწერილია ვა-----გ ქე-----ზე და სამი დღის შემდეგ 08.07.2016 წელს ლა–ა ჯა--–-აზე.
აღნიშნული მტკიცებულების შეფასების შედეგად სასამართლოს არ შეექმნა ის შინაგანი რწმენა, რომ ავტომანქანის რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენდა ლა–ა ჯა--–-ა და არა ვლ------რ ბა------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა---------–----–------------------------------------------–-------–-–----------------------------–---------------------------–-----ნ გამოთხოვილი ინფორმაცია(ს.ფ. 116)
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობა–ი აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა, ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. ვლ------რ ბა------ემ დაადასტურა რა, თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მან იცოდა იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც სესხის ხელშეკრულებას ახლავს თან. პრეზუმფცია, ე.წ. დადასტურებული ვარაუდია და არსებობს იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. პრეზუმფციის ძირითადი წინაპირობაა ცხოვრებისეული პროცესების განმეორებადობა და მათი ურთიერთკავშირი. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კავშირის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ კავშირი ლოგიკური, გონივრული და აუცილებლობით განპირობებული იყოს. უნდა ითქვას, რომ პრეზუმფციებში ასახულია რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკური ჭეშმარიტება. ამიტომ, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მატერიალური სამართალი სწორედ პრეზუმფციებს ემყარება და სამართალურთიერთობებიც სწორედ რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკური ჭეშმარიტების პრინციპითაა მოწესრიგებული.
მოცემულ შემთხვევა–ი, მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მხედველობა–ი მიიღო როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც აპელირებდა შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტება–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 16-21)
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22)
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებები;
3.2.6. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მექანიკური სატრანსპორტო სა–უალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებასაც.
სასამართლო კვლავ განმეორდება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა–ი, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ ავტომანქანის ალტერნატიული ღირებულების წარმოდგენა ვერ შეძლო და სასამართლოს შეფასების აქტში დასახელებული თანხა მიაჩნია სარწმუნოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 26-31)
- ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს წერილი 0--------- (ტ.2.ს.ფ.9-10)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ევ------------ტ +“ -ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 270-ე, 276-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 623-ე, 625-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრება–ი გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2017 წლის 22 ივლისს შპს „ევ------------ტ +“-ს და ვლ------რ ბა------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მსესხებელს გადაეცა 3650 ლარი, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ლე---------------------------------ი, სარეგისტრაციო ნომერი P------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება. მექანიკური სატრანსპორტო სა–უალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ლე---------------------------------ი, სარეგისტრაციო ნომერი P------) საბაზრო ღირებულება დასკვნა–ი დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2016 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 900 ა–შ დოლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 700 ა–შ დოლარი.
2017 წლის 2 მარტს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 840 ა–შ დოლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 790 ა–შ დოლარით ნაწილობრივ შემცირდა სესხზე დარიცხული სარგებელი, ხოლო 126 ლარი მიემართა საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
მოცემულ შემთხვევა–ი მოპასუხე მიუთითებს, რომ ავტომანქანის გადაცემით მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა.
სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევა–იც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მა–ინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნა–თზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინა–ე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევა–ი სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული ძირითადი დავალიანება კვლავ შეადგენს 4130.48 ა–შ დოლარს, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივლისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მა–ინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევა–ი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 310.40 ლარი. ასევე ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “ევ------------ტ+“ -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ვლ------რ ბა------ეს შპს „ ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 3015 ა–შ დოლარი, სარგებელი - 1115.48 ა–შ დოლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი;
3. ვლ------რ ბა------ეს შპს „ ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 310.40 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადა–ი, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევა–ი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადა–ვილი