გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/37450-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე -შპს „ექ-----------ი“
წარმომადგენელი- გრ-----–--------------ე
მოპასუხე -სს „სა---------–--------ი“
წარმომადგენლები - და----------–---–ი
დავის საგანი გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება, ვალდებულების გარეშე გადახდილის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 201--–-–---------------ლს მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობა 3.1 პუნქტი, როგორც განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისას, გავლენის ბოროტად გამოყენების მიზნით დადებული გარიგება.
1.2. დადასტურებულად ჩაითვალოს შპს „ექ-----------ის“ მიერ ვალდებულების შესრულება სს სა---------–--------ის მიმართ და ამ შესრულების მიღების ფაქტი 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულების სრული მოცულობით.
1.3. დადასტურებულად ჩაითვალოს სს სა---------–--------ის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი, კერძოდ 201--–-–-----------რს შპს „ექ-----------ის“ საბანკო ანგარიშიდან ვალდებულების გარეშე, საკომისიოს გადახდის დანიშნულებით, განხორციელებული 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტის 110200 ლარის გადარიცხვა.
1.4. შპს „ექ-----------ს“ დაუბრუნდეს სს სა---------–--------ის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების გზით, ვალდებულების გარეშე (საკომისიოს დანიშნულებით) ჩამოჭრილი თანხა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 110 200 ლარი.
1.5. აუნაზღაურდეს მოსარჩელეს სს თი----------სგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ კრედიტზე 40 000 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური სარგებელი 7%, რაც შეადგენს 2846.05 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
სარჩელის საფუძვლები:
201--–-–------------–ს იმდროინდელ შპს ეკ-------სა და სს სა---------–--------ს შორის 240 თვით დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 201--–-–----------ს შპს ექ-----------სა და სს სა---------–--------ს შორის 46 თვით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 201--–-–---------------ლს გაფორმდა დამატებითი პირობები, რომლის 3.1 პუნქტით მსესხებელს დაევალა სა---------–--------ში საბანკო ოპერაციების, მათ შორის ბრუნვების წარმოება და სხვა ბანკებში არსებული დეპოზიტების გადმოტანა სამი თვის განმავლობაში: 10 მარტამდე ბრუნვის არანაკლებ 30%, 10 აპრილამდე არანაკლებ 60% და 10 მაისამდე 100%-ით. დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე განისაზღვრა ჯარიმა 20 000 აშშ დოლარი ან საპროცენტო განაკვეთის გაზრდა 2%-ით, ან სესხის გამოთხოვა.
2016 წლის 26 დეკემბერს მხარეებს შორის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა ახალი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც სრულად გადაიფარა და შესრულდა 201--–-–----------ს მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ვალდებულებები. შესაბამისად, ბანკის მხრიდან ვალდებულების პირობის დარღვევის შესახებ მოსარჩელისთვის გაცხადებული არ ყოფილა, უფრო მეტიც უკეთესი პირობებით გასცა ახალი კრედიტი.
2016 წლის დეკემბერში სს თი---------მა მოსარჩელეს შესთავაზა ბევრად უფრო შეღავათიანი საკრედიტო პირობები, რაზეც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. კრედიტის მოცულობის განსასაზღვრად მოსარჩელემ მიმართა სს სა---------–--------ს დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო ანგარიშსწორებების მოცულობის დაანგარიშების თაობაზე.
მოპასუხისთვის ცნობილი გახდა რა, სხვა ბანკთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომ ვალდებულების წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში ძირითად ვალდებულებასთან ერთად მსესხებელს დამატებით ეკისრებოდა უკვე შესრულებული 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულების, დამატებითი პირობების 3.1 პუნქტის დეპოზიტების გადატანის შესახებ მარტის და აპრილის თვის გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო 40 000 აშშ დოლარი.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბანკმა მას შემდეგ გადაწყვიტა ამ ვალდებულებების ამოქმედება, როდესაც გაცხადდა წინსწრები შესრულებით საკრედიტო ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტისა და კონკურენტ ბანკში გადასვლის თაობაზე. აღნიშნულით მოპასუხე შეეცადა შეეზღუდა მოსარჩელის როგორც კლიენტის და მეწარმის თავისუფლება.
სადაგო გარიგების 3.1 პუნქტის შესწავლით დგინდება, რომ ბანკის მიერ გაწერილი დეპოზიტების გადმოტანის ვალდებულების შესრულების წელი დადგენილი არ არის და მოპასუხის პოზიცია, რომ ხსენებული ვალდებულება 2016 წელს უნდა შესრულებულიყო წინააღმდეგობაში მოდის გრაფიკის შესრულების სამ თვიან ვადასთან, რადგან გარიგების დადებიდან 201--–-–---------------–იდან 2016 წლის 10 მაისამდე პერიოდი არის 2 თვე და 10 დღე.
მოპასუხემ დამატებითი პირობების 3.1. პუნქტით დადო ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს კლიენტის კონკურენციის შეზღუდვას. იგი დაჯარიმების მუქარით შეეცადა კლიენტის შეზღუდვას მომარაგების წყაროებისა და მიმწოდებლის შერჩევაში.
მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხეს უკან დაებრუნებინა ვალდებულების გარეშე გადახდილი საკომისიო, შესრულებული არ არის. მოსარჩელე იძულებული გახდა სს თი----------დან 7%-იანი წლიური სარგებლით აეღო 40 000 აშშ დოლარის კრედიტი, რომელიც კომპანიას მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს დღემდე. ბანკის მიერ დანიშნულების გარეშე თანხის ჩამოჭრა არის უსაფუძვლო გამდიდრება, რაც სამოქალაქო კოდექსის 985-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგი:
სს სა---------–--------ი არ ეთანხმება შპს „ექ-----------ის“ მჯელობას დამატებითი პირობების ბუნდოვან და ორაზროვან ჩანაწერთან დაკავშირებით. აბსურდულია იმაზე მსჯელობა, რომ 3 თვიან ვადასთან დაკავშირებით ჩანაწერი თითქოს სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.
201--–-–---------------–ის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელმა აიღო ვალდებულება საბანკო ოპერაციები, მათ შორის საბანკო ბრუნვები ეწარმოებინა მხოლოდ სა---------–--------ში. ბრუნვების გადმოტანა უნდა მომხდარიყო სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით, 10 მარტამდე ბრუნვის არანაკლებ 30%, 10 აპრილამდე არანაკლებ 60% და 10 მაისამდე 100%-ით. ვალდებულების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს ჯარიმა 20 000 აშშ დოლარი ან/და მოახდინოს საპროცენტო მონაკვეთის გაზრდა 2%-ით ან/და გამოითხოვოს სესხები.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების თარიღი იყო 2016 წელი. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მსესხებელმა საბრუნავი საშუალებები სს სა---------–--------ში გადმოიტანა მაისის თვეში. სწორედ აღნიშნულის გამო მოსარჩელე დაჯარიმდა მარტის და აპრილის თვეების ვალდებულების დარღვევისთვის.
მხარეებს შორის გაფორმებული 201--–-–---------------ის ხელშეკრულების 4.17 პუნქტის მიხედვით კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა #2------ სესხის რეფინანსირება და არა ამავე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების რეფინანსირება. ეს გარემოება იმითაც დასტურდება, რომ რეფინანსირებული იქნა 837 765 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მიმდინარე ვალდებულებას და რომელიც არ მოიცავდა დამატებითი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დარიცხულ სანქციას - 40 000 აშშ დოლარს.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადაო ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს დამოუკიდებელ შეთანხმებას, რომლის შესრულებაზეც ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა 201--–-–----------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რეფინანსირების შედეგად დაფარული იქნა ხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულება, რასაც თანხობრივად არ მოუცია დამატებითი შეთანხმებით დადგენილი პირობის შეუსრულებლობისათვის მოსარჩელისთვის დაკისრებული სანქცია 40 000 აშშ დოლარის ოდენობით.
არ არსებობს მტკიცებულება, რომლითად დადგინდება, რომ 201--–-–----------ის სასესხო ხელშეკრულების შესრულებით, შესრულებულად ჩაითვლებოდა დამატებითი პირობების განსაზღვრის მიზნით გაფორმებული 201--–-–---------------–ის ხელშეკრულების პირობები.
სადაო შეთანხმებით არცერთი პუნქტი არ ადგენს დანაწესს, 201--–-–----------ის ხელშეკრულების დანართი #2-ზე სრულად ვრცელდება გარიგების (25.05.2015წელი) მუხლების ან/და ქ/პუნქტების მოქმედება.
განსხვავებით 201--–-–---------------–ის ხელშეკრულებისა, 201--–-–----------------ის ხელშეკრულებით, რომელიც ასევე გაფორმებული იყო 201--–-–----------ის დამატებითი პირობების განსასაზღვრად, სადაც ცალსახად გაიწერა - წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს გარიგების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს, მასზე ვრცელდება გარიგების პუნქტების მოქმედება.
201--–-–---------------–ის გარიგება ცალსახად ადგენს, რომ მხარეთა იმპერატიულ ნებას წარმოადგენდა შეთანხმებაში დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულება, რასაც არ შეიძლება უშაუალო კავშირი ჰქონდეს 201--–-–----------ის ხელშეკრულებასთან.
201--–-–----------ის ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულება და დანართი #1 წარმოადგენს ერთ მთლიან შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში დანართი #1 მოიცავს მხოლოდ გადახდის გრაფიკს. შესაბამისად, იმისთვის რათა 201--–-–----------ის სხვა დანართებზე გავრცელდეს ხელშეკრულების ნორმები და განხილული იყოს ერთ მთლიანობად, საჭიროა გაკეთდეს სპეციალური მითითება.
იქიდან გამომდინარე, რომ 201--–-–----------ის ხელეკრულებაც და 201--–-–---------------–ის დამატებითი შეთანხმებაც წარმოადგენენ 2013 წლის 29 აპრილს საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღწეულ დამოუკიდებელ შეთანხმებას უნდა ვიხელმძღვანელოთ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანაწესებით.
2013 წლის 29 აპრილის საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ შემადგენელი ხელშეკრულების შესრულებით გაუქმების, მიუხედავად, მსესხებელის სხვა შესასრულებელი ვალდებულება ძალაშია მის შესრულებამდე. ამდენად, ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც გადაიფარა არსებული სასესხო დავალიანება ვერ გააუქმებს მსესხებლის მიერ ნაკისრ სხვა ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი მოთხოვნის უფლებას.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ მიმართა ბანკს და მოითხოვა ინფორმაცია სესხის წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში შპს „ექ-----------ის“ სრული ვალდებულების თაობაზე. ამავე წლის 10 იანვარს მოსარჩელეს დაწვრილებით ეცნობა ბანკის წინაშე მისი ვალდებულება, მათ შორის განემარტა, რომ ბრუნვების სს სა---------–--------ში გადატანის შესახენ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება ბანკის მხრიდან თანხის უსაფუძვლოდ მიღების შესახებ.
მოპასუხის მხრიდან თანხის ჩამოჭრა განხორციელდა ხელშეკრულების შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ სხვა ბანკში აღებული სესხი ნეგატიურ ჭრილში იქნეს დაკავშირებული სა---------–--------ის კანონიერ მოქმდებასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 29 აპრილს შპს „ეკ-------ს“ (ახლანდელი ექ-----------ი) და სს სა---------–--------ში შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის მოცულობა განისაზღვრა 2 000 000 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმდების ვადა 240 თვე.
გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის 201--–-–----------ს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #0-------------2------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 16-17)
- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ 18-25)
- 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 29-30)
3.1.2. 201--–-–---------------ლს შპს ექ-----------სა და სს სა---------–--------ს შორის გაფორმდა #0-------------2------ საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები #1, რომლის 3.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელმა აიღო ვალდებულება საბანკო ოპერაციები, მათ შორის საბანკო ბრუნვები ეწარმოებინა მხოლოდ სა---------–--------ში. ბრუნვების გადმოტანა უნდა მომხდარიყო სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით, 10 მარტამდე ბრუნვის არანაკლებ 30%, 10 აპრილამდე არანაკლებ 60% და 10 მაისამდე 100%-ით. ვალდებულების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს ჯარიმა 20 000 აშშ დოლარი ან/და მოახდინოს საპროცენტო მონაკვეთის გაზრდა 2%-ით ან/და გამოითხოვოს სესხები. ამავე შეთანხმის 3.6 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის თებერვლის თვეში მსესხებლისთვის დაწესდა საშეღავათო პერიოდი სესხის ძირზე და დარჩენილი ვადა გაიზარდა 60 თვემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ 32)
3.1.3. 2016 წლის 26 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 4.17 პუნქტის თანახმად კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა #2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის 837 765 აშშ დოლარის რეფინანსირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201--–-–---------------ის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 37-38)
3.1.4. 2017 წლის 6 იანვარს შპს ექ-----------მა წერილობით მიმართა სს სა---------–--------ს და მოითხოვა ინფორმაცია, სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მოსარჩელეს რა ოდენობის თანხა ექნებოდა დასაფარი ვალდებულების სრულად შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ექ-----------ის წერილი (ს.ფ 42)
3.1.5. 2017 წლის 10 იანვრის წერილით შპს ექ-----------ს ეცნობა, რომ სს სა---------–--------ის წინაშე მსესხებლის ვალდებულების სრულად დაფარვისათვის აუცილებელი თანხა შეადგენს 1 118 932.60 აშშ დოლარს, რომელთა შორისაა 2------ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო 40 000 აშშ დოლარი.
2017 წლის 17 იანვარს სს სა---------–--------ის წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელისთვის 40 000 აშშ დოლარის მოცულობით პირგასამტეხლოს დაკისრება განპირობებულია მხარეებს შორის გაფორმებული 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულების 201--–-–---------------–ის დამატებითი პირობების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს სა---------–--------ის წერილები (ს.ფ 43; 46)
3.1.7. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელემ საბანკო ბრუნვების გადატანა სს სა---------–--------ში განახორციელა 2016 წლის მაისის თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ ვერ მიუთითა 201--–-–---------------–ის დამატებითი შეთანხმების 3.1 პუნქტში განსაზღვრული პირობის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ შეთანხმების 3.1 პუნქტით განსაზღვრა ისეთი პირობა, რომელიც იწვევს კლიენტის კონკურენციის შეზღუდვას. ამავდროულად დაჯარიმების მუქარით ცდილობს კლიენტის (მეწარმის) თავისუფლების შეზღუდვას მომარაგების წყაროებისა და მიმწოდებლის შერჩევაში.
სადაო საკითხთან მიმართებით მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 და სამოქალაქო კოდექსის 54-ე და მე-55 მუხლებზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, განმსაზღვრელია იმის გარკვევა, რამდენად ექცევა სადავო ხელშეკრულება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ფარგლებში და ვრცელდება თუ არა სადავო გარიგების მიმართ ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები.
“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კანონის მოქმედების სფეროს და განმარტავს, რომ ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა და გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება.
დომინირებული მდგომარეობის ნორმატიულ შინაარსს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც დომინირებული მდგომარეობაა შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთ მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. ე.ი მდგომარეობა, როდესაც საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი აღნიშნულ ძალაუფლებას ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისთვის იყენებს.
კონკურენცია კი თავის მხრივ შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობაა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
დადგენილია, რომ 201--–-–---------------ლს თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მხარეებს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, სადაც განისაზღვრა მოსარჩელის ვალდებულებები საბანკო ბრუნვების მოპასუხე კომპანიაში გადატანის შესახებ. იქვე განისაზღვრა ყველა მოსალოდნელი შედეგი რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ახლავს.
მიუხედავად ამგვარი შეთანხმებისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 3.1 პუნქტით განსაზღვრა ისეთი პირობა, რომელიც იწვევს კლიენტის კონკურენციის შეზღუდვას და მათი ურთიერთობის რეგულირება ექვემდებარება “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესს.
სასაამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მსჯელობას სადაო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად ნათლად დასტურდება, რომ სახეზეა საბანკო დაწესებულებასა და სამეწარმეო სუბიექტს შორის გაფორმებული გარიგებები, რომელიც სამართლებრივი ბუნებით სტანდარტული საკრედიტო ხელშეკრულებაა.
კანონის მე-7 მუხლის თანახმად, აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.
კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური აგენტი ესაა პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ერთ ბაზარზე და მათი საქმიანობის სფერო იდენტურია. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების მიმართ არ არსებობს ხსენებული კანონის რეგულირების გავრცელების წინაპირობა.
3.2.2. მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 201--–-–---------------ლს შედგენილ შეთანხმებაში კონკრეტულად არ არის დასახელებული წელი, როდის უნდა შეესრულებინა მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება. ჩანაწერის მიხედვით დეპოზიტების გადმოტანა უნდა განხორციელდეს სამი თვის ვადაში, წელი დაკონკრეტების გარეშე. კერძოდ, დამატებითი პირობა შედგენილი იქნა 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და წარმოადგენს მის დანართს. აღნიშნული ხეშეკრულების მოქმედების ვადა კი განსაზღვრულია 46 თვით, რაც აბათილებს ბანკის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2016 წელს და ისიც სამი თვის ვადაში.
განსახილველი სამოქალაქო საქმის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია გონივრულად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით დადგენილ ფარგლებში განმარტოს სადაოდ ქცეული შეთანხმების 3.1. პუნქტი და მასში განსაზღვრული პირობა.
ამ მიზნით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლს, რომლის დანაწესით თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
ზემოაღნიშნული ნორმის გათვალიწინებით სწორედ სასამართლო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ჩაერიოს კონკრეტულ ურთიერთობაში და მხარეებს განუსაზღვროს სამართლიანი და თანასწორი პირობები. აღნიშნულ ურთიერთობაში ჩარევა უნდა იყოს სოციალურად სამართლიანი და დაბალანსებული. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასაითის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ამდენად, კერძო სამართლებრივი ხასიათის ქონებრივი ურთიერთობა მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს იურიდიულ თანასწორობას სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების „სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პორობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობას საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა 201--–-–---------------ლს, რომლის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ბრუნვების სს სა---------–--------ში გადმოტანის ვალდებულება დადგენილია ხელშეკრულების ხელმოწერიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში - მარტი, აპრილი, მაისი.
მოცემული სახელშეკრულებო პირობის გაანალიზების შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა ბრუნვების გადმოტანისათვის ერთმნიშვნელოვად განსაზღვრეს სამი დაკონკრეტებული პერიოდი გადასტანი ბრუნვების თვეების და პროცენტულობის გათვალისწინებით, ხოლო ვალდებულების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა დამოუკიდებელი სანქციები.
დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ საბანკო ბრუნვები ბანკში გადაიტანა 2016 წლის მაისის თვიდან. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელემ მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების პერიოდად მიიჩნია სწორედ 2016 წელი. ამდენად, სასამართლოს შეფასებით 3.1 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობა არ ყოფილა განუსაზღვრელი ან/და მსესხებლის შეხედულებისამებრ შესასრულებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერპრეტირება ხელშეკრულების ხელმოწერიდან ნებისმიერი მომდევნო 46 თვის განმავლობაში დამდგარი (მარტი, აპრილი, მაისი) თვეების პერიოდში ვალდებულების შესრულების შესახებ სცილდება ხელშეკრულების ტექსტის გონივრულად განმარტების პრინციპს და ეწინააღმდეგება კანონისა და ხელშეკრულების მიზნებს.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლის მესამე ნაწილზეც, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
სასამართლოს მოსაზრებით, 201---–-–---------------–ის დამატებითი შეთანხმებით, განსაზღვრული მხარეთა რეალური ურთიერთვალდებულებანი უნდა განისაზღვროს და განიმარტოს არა მხოლოდ გარიგების ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზის არამედ, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ყველა გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად. ამგვარი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო არ ზოგადად საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის მოქმედების (46 თვე) პერიოდში, არამედ 201--–-–---------------–ის შეთანხმებიდან მომდევნო თვეების (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ 32)
მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ექ-----------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 55-ე, 115-ე, 319-ე, 327-ე, 394-ე, 408-ე, 982-ე მუხლები;
“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3,მე-6, მე-7 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მხარეებს შორის არსებობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთოერთობა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა, ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დამატებითი პირობის 3.1 პუნქტში არსებული პირობით იზღუდება მისი როგორც კლიენტის და მეწარმის თავუსუფლება საკრედიტო ურთოერთობაში შევიდეს სხვა კონკურენტ საბანკო დაწესებულებასთან. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განმარტებული ნორმის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი ფასეულობების დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა. შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე # ას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი), რომლითაც განიმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა.შ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯრების საფუძველზე სასამართლოს არ მიაჩნია დადგენილად, რომ სადაო გარიგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით განსაზღვრულ ფასეულობებს.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ მხარის მიერ მეორე მხარეზე გავლენის ბოროტად გამოყენება, ამასთან ერთად გარიგების ბათილად მისაჩნევად აუცილებელია სახეზე იყოს მეორე წინაპირობაც - გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ მხარეთა ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. საქმეში დასახელებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხის მხრიდან ნორმის კუმულატიურ შემადგენლობაზე მიუთითებდა წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ვერც ამ ნაწილში ზიდა მტკიცების ტვირთი მოსარჩელემ, რის გამოც სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი სასარჩელო მოთხოვნა.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს დადასტურებულად ჩაითვალოს შპს „ექ-----------ის“ მიერ ვალდებულების შესრულება სს სა---------–--------ის მიმართ და ამ შესრულების მიღების ფაქტი 201--–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულების სრული მოცულობით.
დადგენილია, რომ 201--–-–---------------ლს შპს ექ-----------სა და სს სა---------–--------ს შორის გაფორმდა #0-------------2------ საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები #1, რომლის 3.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელმა აიღო ვალდებულება საბანკო ოპერაციები, მათ შორის საბანკო ბრუნვები ეწარმოებინა მხოლოდ სა---------–--------ში. ბრუნვების გადმოტანა უნდა მომხდარიყო სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით, 10 მარტამდე ბრუნვის არანაკლებ 30%, 10 აპრილამდე არანაკლებ 60% და 10 მაისამდე 100%-ით. ვალდებულების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს ჯარიმა 20 000 აშშ დოლარი ან/და მოახდინოს საპროცენტო მონაკვეთის გაზრდა 2%-ით ან/და გამოითხოვოს სესხები.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 4.17 პუნქტის თანახმად კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა #2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის 837 765 აშშ დოლარის რეფინანსირება. რაც შეეხება კანონიერად შედგენილი დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
მოთხოვნასთან მიმართებაში აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი არ შეესებამება წარმოდგენილი მოთხოვნას. ამასთანავე აღნიშნული მოთხოვნა წინააღმდეგობაშია პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. თუკი მოსარჩელე დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრულ პირობას მიიჩნევს ბათილ გარიგებად, დაუსაბუთებელია რატომ მოითხოვს აღნიშნული პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების და შესრულების მიღების ფაქტის აღიარებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან.
ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებას უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, მოსარჩელემ ვერ მიუთითა სადაო გარიგების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შეთანხმების 3.1 პუნქტით განესაზღვრა ვალდებულება მოპასუხის წინაშე, რომელიც დაირღვა და დადგენილ ვადაში არ შესრულდა. მოპასუხემ მიმართა შეთანხმებით მისთვის მინიჭებულ უფლებას და მოსარჩელეს ჯარიმის სახით სრულიად კანონიერად დააკისრა ორი თვის პირგასამტეხლო 40 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს კანონის და ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პირგასამტეხლოს უკან დაბრუნების წინაპირობები, რის გამოც მოთხოვნა არც ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ვალდებულის ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული ნორმის დეფინიციაში ჩამოყალიბებულ კონსტრუქციას. ასევე საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი არ გულისხმობს და არ არის მოწოდებული დასაჯოს ზიანის მიმყენებელი, მისი დანიშნულებაა იმ დანაკლისის შევსება-აღდგენა, რომელიც განიცადა კრედიტორმა. როგორც აღინიშნა, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რომელიც მოპასუხის არასწორი ქმედების გამო განიცადა. კერძოდ, ვალდებულების გარეშე ჩამოჭრილი თანხის დაუბრუნებლობის გამო, კომპანიამ სესხის თანხა მიიღო სხვა საბანკო დაწესებულებიდან, რითაც განიცადა ზიანი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, არ დასტურდება მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც გამორიცხავს მოსარჩელისთვის მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს. შესაბამისად, ბანკის ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და არ არსებობს მის მიმართ ზიანის სახით 2846.50 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია წინასწარ. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მასზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ექ-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი