გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
080210118002564949
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080--011800-564949

#2/2471-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.06.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ტ------–-----–-–---–ი;

წარმომადგენელი - ნ---------------ე;

მოპასუხე - მ--–----------–-–---–ი, ლ--–------–--ე, თ--------–--ე;

წარმომადგენელი - მ--–------------------ე (თ--------–--ის);

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს- ტ------–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 21 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 19 ნოემბრის თ--------–--ეს და მ--–----------–-–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ქ. ქუთაისში, გ------------------ში, მდებარე (ს/კ: 0-.0-.2-.0--) უძრავ ქონებაზე და უძრავი ქონება აღირიცხოს მ--–----------–-–---–ის სახელზე. (იხ. დაზუსტებული სარჩელი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 05 სექტემბერს მოპასუხეებმა მ--–----------–-–---–მა და ლ--–------–--ემ თ--------------–---–ისგან სესხის ხელშეკრულებით ისესხეს 21000 აშშ დოლარი, რაზეც 2015 წლის 05 სექტემბერს შედგა მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს გადაეცა 21000 აშშ დოლარი, ვალის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო ორივე მოპასუხემ - მ--–----------–-–---–მა და ლ--–------–--ემ. მოპასუხეებს ვალი უნდა გადაეხადათ 19 თვის ვადაში, 2017 წლის 0- აპრილის ჩათვლით, რაც მათი მხრიდან არ შესრულებულა. 2017 წლის 05 დეკემბერს თ--------------–---–მა წერილობით მიმართა მოპასუხეებს ვალის დაფარვის მოთხოვნით, რაც დარჩა რეაგირების გარეშე. მოპასუხე მ--–----------–-–---–მა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, გ--------------- ს/კ 0-.0-2-.0--. თვალთმაქცურად გადაუფორმა თ--------–--ეს, რომელიც 2015 წლის 17 აგვისტოს გადმოიფორმა. ხოლო 2015 წლის 05 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება თვალთმაქცურად, ჩუქების საფუძველზე გადაუფორმა თ--------–--ეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. მოპასუხე მ--–----------–-–---–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 0-.0-.2-.0-- ფიქტიურად 2015 წლის 19 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თვალთმაქცურად გადაუფორმა კვლავ თ--------–--ეს, ისე რომ მას არც ჩუქების საგანი გადასცემია და არც ჩუქებას ჰქონია ადგილი, ჩუქების საგანი კვლავ დარჩა გამყიდველს.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება იმ განზრახვის გარეშე დაიდო, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოპასუხეებს თავიდან აეცილებინათ თ--------------–---–ისაგან აღებული სესხის დაბრუნებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. ჩუქების ხელშეკრულების საგანი მოპასუხეს არ გადასცემია და არც მიუღია.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თ--------------–---–მა ნ---------------ეს მიანიჭა უფლებამოსილება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე. ხოლო თავად ნ---------------ემ მოთხოვნა დაუთმო ტ------–-----–-–---–ს. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს სასამართლოში წერილობითი პასუხი, შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

2.2. მოპასუხე თ--------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, გ--------------- ს/კ 0-.0-.2-.0--. კანონის სრული დაცვით აქვს შეძენილი მ--–----------–-–---–ისგან, რასაც ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 05 სექტემბერს თ--------------–---–ს, მ--–----------–-–---–სა და ლ--–------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ--------------–---–მა მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს სესხის სახით გადასცა 21 000 აშშ დოლარი, 19 თვის ვადით, 2017 წლის 0- აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-05.09.15წ სესხი ხელშეკრულება.

-ლ--–------–--ის ხელწერილი;

 

3.1.2. 2015 წლის 26 ივნისს მ--–----------–-–---–ს და თ--------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ--------–--ემ მ--–----------–-–---–ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------ში, ს/კ 0-.0-.2-.0--, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 170000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-26.06.2015წ ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2015 წლის 17 აგვისტოს თ--------–--ეს და მ--–----------–-–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--–----------–-–---–მა თ--------–--ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------ში, ს/კ 0-.0-.2-.0--, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 170000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-17.08.2015წ ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.4. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს სანოტარო აქტის- მინდობილობის საფუძველზე მ--–----------–-–---–მა თ--------–--ეს, მიანიჭა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------ში, ს/კ 0-.0-.2-.0--, განკარგვის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-24.08.2015წ სანოტარო აქტი.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივლისის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------–---–ის წარმომადგენელმა ნ---------------ემ ტ------–-----–-–---–ს დაუთმო - მ--–----------–-–---–ისაგან და ლ--–------–--ისაგან 2015 წლის 05 სექტემბრის #1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის 21 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-25.07.2018წ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. 2015 წლის 19 ნოემბერს მ--–----------–-–---–ს (წარმომადგენელი თ--------–--ე) და თ--------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ. ქუთაისში, გ------------------ში (ს/კ 0-.0-.2-.0--) მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა თ--------–--ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-19.11.2015წ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

განსახილველი დავის საგანია თანხის დაკისრება და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი მოჩვენებითი ხასიათის გამო, იმ მიზნით, რომ მოვალეს კრედიტორის წინაშე დაკისრებული ვალდებულების შესრულება თავიდან აერიდებინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავაშირებით. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება იმ განზრახვით დაიდო, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოპასუხეებს თავიდან აეცილებინათ თ--------------–---–ისაგან აღებული სესხის დაბრუნებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. ჩუქების ხელშეკრულების საგანი მოპასუხეს არ გადასცემია და არც მიუღია.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავაშირებით მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მ--–----------–-–---–სა და თ--------–--ეს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 20 ივნისს, ჯერ კიდევ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე (05.09.2015წ). 2015 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა, ის გარემოება, რომ მ--–----------–-–---–ს მიეღო აშშ-ს ვიზა. უძრავი ქონების მ--–----------–-–---–ის საკუთრებაში არსებობა იქნებოდა დასტური, იმისა რომ მას საქართველოში გააჩნდა უძრავი ქონება და ვიზის მიღებაში პრობლემა არ შეექმნებოდა. ამის შემდეგ 2015 წლის 24 აგვისტოს სანოტარო აქტის- მინდობილობის საფუძველზე მ--–----------–-–---–მა თ--------–--ეს მიანიჭა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------ში, ს/კ 0-.0-.2-.0--, განკარგვის უფლება, იმ საფუძვლით, რომ როგორც კი დასრულდებოდა ეს მოქმედება, იმავე მინდობილობით თ--------–--ე დაიბრუნებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. მოპასუხის მტკიცებით, ქ. ქუთაისში, გ------------------ში, მდებარე უძრავ ქონებას ფლობს თავად, ასევე აღნიშნულ ქონებაზე ქირავნობის ხელშეკრულებას 2016-2017 წ აფორმებდა თ--------–--ე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების თ--------–--ის ფაქტობრივ მფლობელობაში გადასვლა ქირავნობის ხელშეკრულებებით დასტურდება. საქმის მასალებით დადგენილია და სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, ასევე სასამართლოს უწყება მოპასუხე თ--------–--ეს ჩაბარდა, ქ. ქუთაისში, გორკის ქუჩა #14-ში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომიძებლის 2019 წლის 19 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, გ------------------ში ცხოვრობს მ--–----------–-–---–ის და ლ--–------–--ის შვილი, ლ---------–-–---–ი, რომელმაც უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. ამავე მისამართზე მ--–----------–-–---–ის დედამ ასევე უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (საფოსტო გზავნილი). სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ბინას არ ფლობს და არ სარგებლობს უძრავი ქონების მესაკუთრე თ--------–--ე. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება არ მომხდარა გამჩუქებლის მხრიდან ნამდვილი ნების საფუძველზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 10--ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა. იმ პირობებში როდესაც გამჩუქებელი ჩუქების შემდეგ განაგრძობს გარიგებით გათვალისწინებული ქონების ფლობას, ასეთ ვითარებაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საჩუქრის მიმღებმა იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყრებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივლისის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------–---–ის წარმომადგენელმა ნ---------------ემ ტ------–-----–-–---–ს დაუთმო - მ--–----------–-–---–ისაგან და ლ--–------–--ისაგან 2015 წლის 05 სექტემბრის #1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის 21 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 327-ე, 361-ე, 50-ე, 524-ე, 56-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება თანხის დაკისრების ნაწილში.

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 05.09.2015 წ-ის სესხის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს 21 000 აშშ დოლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აკისრია მოპასუხეს.

 

6.3. სამართლებრივი შეფასება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს ორივე მხარის განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით და ასეთი გარიგების, უმეტესწილად, დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. ასეთი ტიპის გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისთვის, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რის გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დაადასტურა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგება, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, მოპასუხის მიერ დარღვეული უფლების აღდგენაში მდგომარეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 05 სექტემბერს თ--------------–---–ს, მ--–----------–-–---–სა და ლ--–------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ--------------–---–მა მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს სესხის სახით გადასცა 21 000 აშშ დოლარი, 19 თვის ვადით, 2017 წლის 0- აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეთა მიერ არ იქნა შესრულებული. ასევე დადგენილია, რომ მ--–----------–-–---–მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავდაპირველად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა თ--------–--ეზე, რაც შემდგომ ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიბრუნა. 2015 წლის 24 აგვისტოს სანოტარო აქტის- მინდობილობის საფუძველზე მ--–----------–-–---–მა თ--------–--ეს, მიანიჭა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------ში, ს/კ 0-.0-.2-.0--, განკარგვის უფლება. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 2015 წლის 19 ნოემბერს თ--------–--ესთან გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხე მ--–----------–-–---–ის ოჯახის წევრები. თავად უძრავი ქონების მესაკუთრე სადავო ქონებას არ დაუფლებია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების დადების მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოპასუხე მ--–----------–-–---–მა და ლ--–------–--ემ თავი აარიდონ 2015 წლის 05 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დასაბუთებულად მიუთითებს, მისი მხრიდან სადავო გარიგების მიმართ გამოვლენილი ნების არანამდვილობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–----------–-–---–ის მიზანს რეალურად არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემა. ამავდროულად, მოპასუხე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, სადავო გარიგების ნამდვილ ნებას. მხარეებს მიერ უძრავი ქონების უსასყიდლო განკარგვა იმ დროს, როცა გამჩუქებელს აქვს ფინანსური პრობლემები, მოთხოვნების თავის დაღწევის მიზნით, ასხვისებს ქონებას დაკავშირებულ პირებზე, ეს გარემოება მიუთითებს სადავო გარიგების კრედიტორთა წინაშე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით დადებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გაჩუქების მიზანი, ამ მოვლენის მესამე პირების მიერ აღქმა, მხარეთა ნება გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე და გარიგების შემდგომ განვითარებული მოვლენები. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------–--ე სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს, მ--–----------–-–---–ს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმავე ნივთით სარგებლობა არ შეუწყვეტია და დღემდე მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე. მართალია, შეძენილი ქონებით არ სარგებლობა არ არის საკმარისი საფუძველი ამ გარიგების მოსაჩვენებლად მიჩნევისათვის, თუმცა კრედიტორის დაკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით მოვალის მიერ ამგვარი გარიგების განხორციელება ითვლება მოჩვენებით გარიგებად.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, თ--------–--ე არ წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მიმღებს და ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. თავის მხრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველი უნდა გახდეს და უძრავი ქონება მ--–----------–-–---–ის სახელზე უნდა აღირიცხოს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით. სსკ 39.1. მუხლის „თ„ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო პროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ტ------–-----–-–---–ი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად მოპასუხე მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავის საგნის ღირებულების 3%-ის 1543,5 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო თ--------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ტ------–-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს - ტ------–-----–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, გ-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0-- და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მ--–----------–-–---–ი;

 

4. მ--–----------–-–---–ს და ლ--–------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 1593,5 ლარის გადახდა (1543,5 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე);

 

5. თ--------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე