განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/250-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ვ------------------ე, დ-------------ე, ზ-------------–-- და ი-----–------–----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------------------------------–---–ი, დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–ის რაიონის სოფელ შ---–-----ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.
ადვოკატები - ლ----------–--ე და თ--------------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2005 წლის 23 დეკემბერს, დაფუძნებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „----------, რომლის თავმჯდომარეთაც დაინიშნა ნ-----------------–---–ი, რომელსაც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, დამოუკიდებლად ეწარმოებინა ამხანაგობის საქმიანობა, მათ შორის -აეღო სესხი და უფლებრივად დაეტვირთა ამხანაგობის კუთვნილი ქონება. ამხანაგობის შექმნის მიზანი იყო თბილისში, ი----------------------------–- მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა.
ნ-----------------–---–მა განიზრახა ნ-----–----------ის, თ--------------ისა და ე-----------------ის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2----–-–------------–ს, სანოტარო ბიუროში გაფორმებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „----------- კრების ოქმი (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №------- აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრები გახდნენ და ქ. თბილისში, ი----------------------------–-, პ------–--------------–-----------------–------------------------ (რომელიც რეალურად არ არსებობდა), თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ ნ-----–----------ე, ე-----------------ე და თ--------------ე. ნ-----------------–---–მა არარსებული ფართის სანაცვლოდ, ნ-----–----------ეს გამოართვა 20 000 აშშ დოლარი, თ--------------ეს - 1- 000 აშშ დოლარი, ე-----------------ეს - 21 000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნ-----–----------ეს, თ--------------ეს და ე-----------------ეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.
2.1. დაზარალებულ ნ-----–----------ის განმარტებით, 2008 წელს გაყიდა კუთვნილი ბინა დ-------–ი და აღებული თანხის ნაწილით შეიძინა საცხოვრებელი ფართი, ხოლო დარჩენილი თანხის სარგებლით გასესხება ან შვილებისთვის ბინის შეძენა გადაწყვიტა. ყოფილი თანამშრომლის - ნ-----------------–---–ის რჩევით, დაუკავშირდა ნ-------- და ც---–-----–----ეებს, რომლებმაც თავის მხრივ გააცნეს მშენებელი - ნ-----------------–---–ი. ნ------------–----ის განმარტებით, ნ-----------------–---–------–- აშენებდა მრავალსართულიან კორპუსს და აღნიშნულისთვის თანხა სჭირდებოდა, ხოლო გარანტიისთვის ფართს გადასცემდა დაინტერესებულ ადამიანებს. ნ-----–----------ე დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას და ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნ-------- და ც---–-----–----ეებს გადასცა ფულადი თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლებმაც გადაითვალეს აღნიშნული თანხა და იქვე, ავტომანქანაში გადასცეს ბრალდებულს. სანაცვლოდ, ნ-----------------–---–მა, ნ-----–----------ეს გაუფორმა ვ---–-, მშენებარე კორპუსში, მ-------------–-------- ბინა. ნ-----–----------ესთან ერთად, ნ-----------------–---–მა წილში შეიყვანა ე-----------------ე და თ--------------ე. გადიოდა დრო და დაზარალებული დანაპირებს ვერ იღებდა. მიზეზად სხვადასხვა გარემოებები სახელებოდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. რამდენიმე ხნის შემდეგ, დაზარალებული ესაუბრა ც---–-----–----ეს, რომელმაც იგი დაამშვიდა და უთხრა, რომ ნ-----------------–---–ი უ----–- აშენებდა სასტუმროებს, მთელ ფულს იქ აბანდებდა და სანერვიულო არაფერი ჰქონდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დაპირებულზე მეტ თანხას მიიღებდა. მიუხედავად აღნიშნული საუბრისა, სიტუაცია არ იცვლებოდა. თ-------–---------ემ (ნ------------–----ის მეუღლე), დაზარალებული ნ-----–----------ე შეახვედრა ნ-----------------–---–ს, რომელმაც დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ ძალიან მალე დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს. 2010 წელს (თვე არ ახსოვს), ნ-----–----------ეს დაურეკა ც---–-----–----ემ, რომელმაც შეატყობინა ნ-----------------–---–ის დაპატიმრების შესახებ და სთხოვა არ ენერვიულა, რადგან ბრალდებულმა ფართი გადაუფორმა, რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ნ-----–----------ეს დაპირებული სარგებელი მიეღო. დაზარალებულის განმარტებით, ნ-----------------–---–თან შეხვედრაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ბრალდებულს შეხვედრაზე მყოფი ყველა ადამიანის მიმართ გააჩნდა დავალიანება. ნ-----------------–---–ის დაკავების შემდეგ, დაზარალებული ესაუბრა თ-------–---------ეს, რომელმაც იგი დაამშვიდა და უთხრა, რომ ბრალდებულმა რ-–----ეებს ნამდვილად გადაუფორმა ფართი მ-------------–ზე, საიდანაც უნდა მომხდარიყო ნ-----–----------ის მოთხოვნების დაკმაყოფილება. თ------მა აჩვენა სქემა, რომელშიც, მ-------------–ზე, დაზარალებულმა მისი ბინა ვერ აღმოაჩინა. რამდენიმე თვის შემდეგ, ნ-----–----------ემ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულის განმარტებით, საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ თითქოსდა მისთვის გადაფორმებული ბინა მ-------------–ზე საერთოდ არ არსებობდა. ბინა №-- განთავსებული იყო კორპუსის მ--- სართულზე, სადაც ცხოვრობდა კ---------------. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ბრალდებულს დაზარალებულისთვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია და არც ფართი გადაუფორმებია მისთვის. ნ-----------------–---–მა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ ყველაფერზე პასუხს თვითონ აგებდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ამხანაგობის კრების ოქმის გაფორმებამდე, მისთვის რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენიათ. ციალა და ნ------------–----ეებმა მას უთხრეს და ნ-----------------–---–მაც დაუდასტურა, რომ მისთვის გადაფორმებული ფართი ნამდვილად მდებარეობდა მ-------------–ზე, ბინა №---ში. დაზარალებულს, დაპირების თანახმად, ნ-----------------–---–ისგან ყოველ თვე უნდა მიეღო 1000 დოლარი. დაზარალებულმა მთლიანობაში აიღო 2000 აშშ დოლარი. მას პირადად ფართი არ უნახავს, მხოლოდ გარედან შეათვალიერა კორპუსი.
2.2. დაზარალებულ ე-----------------ის ჩვენების თანახმად (წელი და თვე არ ახსოვს), ქ. თბილისში, ვ-–------–----–-ს გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნ-----------------–---–ს გადასცა 21 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ ნ-------- რ-–----ე და ი------------. სესხის უზრუნველყოფა მოხდა უძრავი ქონებით - საცხოვრებელი ფართით. ე-----------------ეს ბრალდებულისგან თანხა დღემდე არ მიუღია და არც რაიმე ფართი ირიცხება მის სახელზე. იგი ნ-----------------–---–ისგან ელოდება თანხის დაბრუნებას. ვინაიდან ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული და საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა, პირადად მისთვის თანხა არ მოუთხოვია. დაზარალებულმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ზიანის ანაზღაურებამდე. დაზარალებულის განმარტებით, მას სარგებელი უნდა მიეღო თანხის სახით. იგი რამდენჯერმე შეხვდა ნ-----------------–---–ს ვ---–-, მ------–-------ან მდებარე ოფისში, თუმცა უშედეგოდ; მიუხედავად ბრალდებულის დაპირებისა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, დღემდე არავის დაუბრუნებია დაზარალებულისთვის მის მიერ გადახდილი თანხა.
2.3. მოწმე ნ-------- რ-–----ის ჩვენებით, ნ-----------------–---–ის მიერ ვ---–- აშენებულ კორპუსში, მისი რჩევით, რამდენიმე მეგობარს შეაძენინა ბინა. ნ-------- რ-–----ემ, პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი მეგობრისთვის შეიძინა 90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა შეძენილი ფართი საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ნ-----------------–---–ის თქმით, მცირე გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც მალე მოაგვარებდა და ბინას მოკლე პერიოდში დაურეგისტრირებდა. მოწმემ თანხა ნაწილ-ნაწილ სრულად გადასცა ბრალდებულს. გარდა აღნიშნულისა, ნ------------–----ის რამდენიმე მეგობარმა და ოჯახის ახლობელმა შეიძინა ბინა ნ-----------------–---–ის ამხანაგობის კორპუსში. მთლიანობაში, მოწმემ სამი ბინა შეიძინა (მეგობრებისთვის) ნ-----------------–---–ისგან; სამივე შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ბრალდებულმა, თუმცა საჯარო რეესტრში არცერთი არ დაურეგისტრირებია. გარდა აღნიშნულისა, ნ-----------------–---–მა, ნ-------- რ-–----ეს შესთავაზა 60 კვმ.-მდე კომერციული ფართი. მოწმისთვის პირობები მისაღები აღმოჩნდა და 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულს გადაუფორმა ახალი ავტომანქანა; სანაცვლოდ, ნ-----------------–---–მა, გადასცა კომერციული ფართი, თუმცა ამჯერადაც საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია აღნიშნული ფართი შემძენის სახელზე. საბოლოოდ, მოწმეს ბრალდებულთან ურთიერთობა დაეძაბა. ბრალდებულსა და ნ-------- რ-–----ეს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაგრძელდა. მოწმე ითხოვდა საჯარო რეესტრის ამონაწერებს, სადაც იგი დ------–---–ის მიერ გადაცემული საცხოვრებელი და კომერციული ფართების მესაკუთრედ იქნებოდა აღრიცხული, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ნ-------- რ-–----ე, ნ-----------------–---–თან ერთად მივიდა საჯარო რეესტრში და დაწერა განცხადება ზემოაღნიშნული ფართების მის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით, თუმცა ორი კვირის შემდეგ გაირკვია, რომ აღნიშნული ბინები და კომერციული ფართი იპოთეკით იყო დატვირთული. ნ-----------------–---–მა სიტუაციის გამოსასწორებლად დრო ითხოვა. ბრალდებული აცხადებდა, რომ „ს----------–--------მა“ უკანონოდ დააყადაღა მისი ქონება და მოწმეს დაპირდა, რომ მალე მოაგვარებდა პრობლემას და ყველა შემძენს დაურეგისტრირებდა ფართს. ნ-------- რ-–----ის განმარტებით, ნ-----------------–---–თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში მომენტში მისთვის ცნობილი არ იყო, რომ უძარავ ქონებას ყადაღა ედო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აღნიშნულ ქონებაში თანხას არ შეიტანდა. ნ------------–----ის ხუთ ახლობელს, რომლებთაც რ-–----ემ ბინა შეაძენინა ან მისი რეკომენდაციით ჩადეს თანხა ნ-----------------–---–ის მშენებარე კორპუსში, ბანკმა დამატებით 40 000 აშშ დოლარი მოსთხოვა იპოთეკის გასაუქმებლად. საბოლოოდ ბანკთან შეთანხმებას მხოლოდ ნ-------- რ-–----ემ მოაწერა ხელი. მოწმის ჩვენების თანახმად, მისი მეგობრების და ოჯახის ახლობლების მიერ შეძენილი ბინები არ არსებობს, გასხვისებულია. ბრალდებული ბოლო პერიოდამდე სთხოვდა ნ-------- რ-–----ეს მოსარჩელე კლიენტებთან ურთიეღთობის დალაგებას და აცხადებდა, რომ, ბანკში სიტუაცია მოგვარებული ჰქონდა და ყველას შეუსრულებდა დანაპირებს. რამდენიმე ხანში, ერთხელ იპოთეკით დატვირთული ბინები, დამატებით, კიდევ ორი იპოთეკით იქნა დატვირთული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. სააღსრულებო ბიურომ აღნიშნული ბინების რეალიზაცია მოახდინა. აღსრულების პროცესში, 700 აშშ დოლარად (1 კვ.მ.) გაიყიდა ნ-------- რ-–----ისთვის გადაცემული ფართიც, საიდანაც 500 აშშ დოლარი (1.კვ.მ.) წაიღო ბანკმა და 200 დოლარი დარჩა მას. საბოლოოდ, მოწმემ მის მიერ გაცემული თანხის ერთი მესამედის ამოღებაც კი ვერ მაოხერხა. მოწმის ჩვენების თანახმად, ნ-----–----------ე ნ-----------------–---–ს პირადად მოურიგდა, თავად ნ------------–---ეს აღნიშნულ პროცესში არანაირი შუამავლობა არ გაუწევია; დღეის მდგომარეობით, ნ------------–----ის სახელზე არანაირი ფართი არ არის რეგისტრირებული. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ-----–----------ემ ნამდვილად გადასცა თანხა ნ-----------------–---–ს, თუმცა თავად ნ-------- რ-–----ე აღნიშნული თანხის გადაცემის პროცესს არ დასწრებია.
2.4. მოწმე ვ-–--------------------ის ჩვენების თანახმად, ნ-----------------–---–ის თხოვნით შექნა პროექტი, რომლითაც ქ. თბილისში, ი---------------------------–- აშენდა მრავალსართულიანი და მრავალბინიანი კორპუსი. პროექტი მომზადდა იმ პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად და ბრალდებულმა იგი შესათანხმებლად შეიტანა თბილისის მერიის ა--------------ის სამსახურში. აღნიშნული პროექტით მშენებლობის დაწყებაზე მერიის ა--------------ის სამსახურიდან გაცემული იქნა თანხმობა, თუმცა პროექტმა განიცადა კორექტირება - კორპუსზე დაშენდა ორი სართული (თავდაპირველად იყო ც-------------–---ი და გახდა თ---------ი სართული). პროექტის კორექტირება სხვა კომპანიამ განახორციელა. მოწმის მიერ პროექტის შექმნის დროს, ბინების დანომვრის მოთხოვნა კანონმდებლობით არ იყო დადგენილი; მოგვიანებით, პროექტის კორექტირების დროს, ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლებიც ითვალისწინებდა ბინების, საზაფხულო ფართების, კიბის უჯრედებისა და ყველა გასასვლელის დანომვრას. როგორც ვ-–--------------------ეს ახსოვს, ბინების დანომვრა 2007 ან 2008 წელს დაიწყო. მოწმეს წარედგინა როგორც პირველადი, ასევე კორექტირებული პროექტები, რის შემდეგაც განმარტა, რომ კორპუსის მ-–----- სართულზე ბინა 2- დაფიქსირებული არ არის. პროექტის მიხედვით, ბინა 2- გათვალისწინებულია კორპუსის მ-–---- სართულზე.
2.5. მოწმე ნ-----------------–---–ის განმარტებით, თ-------–---------ისგან (მეუღლის ნახევარძმა) შეიტყო, რომ ნ-------- და ც---–-----–----ეებს გააჩნდათ ბანკი, ლომბარდი, ყიდდნენ ბინებს და გასცემდენენ პროცენტიან სესხებს. თ-------–---------ემ, მოწმეს ურჩია რ-–----ეებისთვის თანხის გადაცემა 10 პროცენტიანი სარგებლის სანაცვლოდ. პირადად მოწმეს მშენებლობაში თანხა არ შეუტანია, თუმცა 2007 წელს, თ-------–---------ესთან დააკავშირა ყოფილი თანამშრომელი - ნ-----–----------ე, რომელსაც შვილისთვის ბინის შეძენა სურდა. მოწმემ ნ-----–-- გადასცა თ-------–---------ის მობილური ტელეფონის ნომერი და იგი სხვა მხრივ, მათ ურთიერთობებში არ ჩარეულა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ნ-----------------–---–ს დაუკავშირდა ნ-----–----------ე, რომელმაც უთხრა, რომ მოატყუეს, ბინა არ მისცეს და არც თანხა დაუბრუნებიათ მისთვის. ნ-----------------–---–ი დაუკავშირდა თ-------–---------ეს, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–----------ე მისმა ცოლისდამ დააკავშირა მშენებელ ნ-----------------–---–ს. ნ-----–----------ემ თანხა ბრალდებულს გადაუხადა; შესაბამისად, სწორედ ნ-----------------–---–ი იღებდა ვალდებულებას, დაეკმაყოფილებინა დაზარალებულის მოთხოვნები. ნ-----------------–---–ი თ-------–---------ესთან ერთად შეხვდა ნ-----------------–---–ს, ქ. თბილისში, ა--–---- ქუჩაზე მდებარე ოფისში. ბრალდებული დაპირდა მოწმეს, რომ თავად (ნ----------------–---–ი) ან ნ-------- რ-–----ე დააკმაყოფილებდა ნ-----–----------ის მოთხოვნებს; ბრალდებულის თქმით, მან ნ-------- რ-–----ეს გადაუფორმა 1000 კვ.მ. ფართი, საიდანაც შესაძლებელი იყო ნ-----–----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაც. ამის შემდეგ, ნ-----------------–---–ს ბრალდებული არ უნახავს, ვინაიდან ეს უკანასკნელი დააპატიმრეს. წლების შემდეგ, მოწმეს დაურეკა ნ-------- რ-–----ემ, რომელმაც უთხრა, რომ ნ-----------------–---–ისგან მიღებული ფართი გაყიდა და სთხოვა ნ-----–----------ესთვის ფულის გადაცემას დასწრებოდა. ნ-----------------–---–ი შეუთანხმდა ნ-------- რ-–----ეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დაესწრებოდა შეხვედრას. ქალაქში დაბრუნების შემდეგ, იგი დაუკავშირდა თ-------–---------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ ნ-----–----------ის მოთხოვნები ნ-----------------–---–ს უნდა შეესრულებინა და თანხის გადაცემა არ შედგებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ-----–----------ემ ნამდვილად აჩვენა ხელშეკრულება და ამხანაგობა „----------- კრების ოქმი. როგორც ახსოვს, ამხანაგობის თავმჯდომარედ ნ-----------------–---–ის სიძე იყო დაფიქსირებული. დაზარალებულს ასევე გააჩნდა სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც, კორპუსის მ-------------–ზე, სამოთახიანი ბინა ეკუთვნოდათ ნ-----–----------ეს და მასთან ერთად კიდევ ორ პიროვნებას. ნ-----------------–---–ს გაუკვირდა, თუ რატომ აძლევდა ბრალდებული ძალიან დაბალ ფასში სამოთახიან ბინას დაზარალებულებს. აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინა სხვა პიროვნებაზე იყო აღრიცხული. ვალდებულებას, ბინის გადაცემაზე, პირადად ნ-----------------–---–ი კისრულობდა. მოწმემ ნ-----–----------ისგან იცის, რომ მან თანხა რ-–----ეს გადასცა, რომელმაც ფული გადაითვალა და გადასცა ნ-----------------–---–ს.
2.6. მოწმე ე--------–--ის ჩვენების თანახმად, დიდი ხანია მუშაობს ნოტარიუსად, ქ. თბილისში, ვ-–------–----–-------–- მდებარე სანოტარო ბიუროში. ნ-----------------–---–ი ხშირად დადიოდა მის სანოტარო ბიუროში ამხანაგობის კრების ოქმების დასამოწმებლად. ე--------–--ის დამოწმებულია ამხანაგობა „----------- წესდება. ამხანაგობა „----------- საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მშენებლობის წარმოება ქ. თბილისში, ი---------------------ზე. კრების სხდომის ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრების მიერ, ნ-----------------–---–ს მიენიჭა ქონების გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის და კრედიტის აღების უფლება. გამოძიება დაინტერესდა კრების ოქმით, რომლითაც ნ-----------------–---–მა გადაანაწილა უფლებები ფართებზე. კრების ოქმს ბრალდებულის გარდა, ასევე ხელს აწერდა ნ-----–----------ე - ორ ქალბატონთან ერთად. ოქმში ასევე მითითებული იყო ბინის სართული, ნომერი და ის თანხა, რომელსაც ოქმზე ხელის მომწერები დებდნენ. ოქმი შედგენილ იქნა მხარეთა მიერ, ნოტარიუსმა მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. დოკუმენტის დამოწმების დროს ზეწოლის, ძალადობის ან მუქარის ფაქტები მოწმეს არ შეუმჩნევია. პირადობის მოწმობების გადამოწმების შემდეგ, მან მხარეებს გააცნო ოქმის შინაარსი, რის შემდეგაც მოაწერეს ხელი, გადაიხადეს მომსახურების საზღაური და წავიდნენ. ვ--–-------------ემ და კ-----------–--ემ წარადგინეს ამხანაგობა ,------------ წესდება და კრების ოქმი, ასევე ნ-----–----------ესთან, ნ-----------------–---–თან, თ--------------ესთან და ე----------------ესთან ერთად მოითხოვეს კრების ოქმის დამოწმება. კრების ოქმში მითითებული ყველა ინფორმაცია ნოტარიუსს მიაწოდა ნ-----------------–---–მა. დაარეგისტრირა თუ არა ბრალდებულმა საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება ოქმზე ხელის მომწერთა სახელზე, მოწმისთვის უცნობია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ნ-----–----------ე პრეტენზიით იმყოფებოდა მასთან, აცხადებდა, რომ კრების ოქმში მითითებული ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პიროვნებაზე იყო დარეგისტრირებული. მოწმის განმარტებით, კრების ოქმზე ნომრის არარსებობა მის ბათილობას არ იწვევს.
2.7. მოწმე კ---------------ს განმარტებით, 2009 წელს, ნ-----------------–---–ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ი---------------------------–- მდებარე კორპუსის, მ--- სართულზე განთავსებული ბინა 2-. მოლაპარაკებებს ნ-----------------–---–თან თავად აწარმოებდა და სწორედ მას გადაუხადა 80 000 აშშ დოლარი. მის მიერ შეძენილი ბინა იპოთეკით იყო დატვირთული „ს----------–--------ის“ მიერ. ბრალდებულის დაპირების თანახმად, იპოთეკა თანხის გადახდისთანავე მოიხსნებოდა. ნ-----------------–---–მა პირობა არ შეასრულა, იპოთეკა არ მოხსნა და კ---------------ს დამატებით 50 000 დოლარის გადახდა მოუწია. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად ნ-----------------–---–ისგან ბინა მისმა მეგობარმაც შეიძინა. თანხა ბინის გადაფორმებიდან ორი კვირაში მთლიანად დაფარა. უძრავი ქონების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის თანამშრომელს მისთვის არ უთქვამს, რომ კრების ოქმის მიხედვით, ბინა #-- სხვა პიროვნებას ეკუთვნოდა. აღნიშნულის შესახებ ნ-----------------–---–ს მისთვის არაფერი უთქვამს. იპოთეკის მოსახსნელად მოწმეს ვალის აღება დასჭირდა. იმ პერიოდში, როდესაც შეძენილ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, ქალბატონი იმყოფებოდა ხელოსნებთან, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნული ბინა მის საკუთრებას წარმაოდგენდა. ხელოსნებს აღნიშნული ქალბატონისთვის გადასაცემად დაუტოვა საჯარო რეესტრის ამონაწერი. ბრალდებულის მიერ გაყიდული ყველა ბინა პრობლემური იყო. მესაკუთრეებმა დამატებით გადაიხადეს დიდი თანხები; ნ-----------------–---–ი ასევე დაპირდა, რომ ბინის თანხაში პარკინგის ადგილსაც გადასცემდა, თუმცა ტყუილი აღმოჩნდა.
2.8. 2017 წლის 16 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ გ-------------------ის მიერ, ნ------------------–---ის არქივის სამსახურიდან ამოღებულ იქნა, ნოტარიუს ე--------–--ის მიერ 2----–-–------------–ის დამოწმებული ამხანაგობა „----------- კრების ოქმის დედანი, რეესტრის #-------
2.9.2----–-–------------–ის, ნოტარიუს ე--------–--ის მიერ გაფორმებული #------ სანოტარო აქტის თანახმად, ნ-----–----------ემ, თ--------------ემ და ე-----------------ემ, განაცხადეს, რომ კრება ზუსტად ასახავს ამხანაგობის ნებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს და პირადად მოაწერეს ხელი კრების ოქმს. ამხანაგობის წევრები გახდნენ ზემოაღნიშნული პირები და ნ-----------------–---–ის მიერ მისაღები ფართი გადანაწილდა ახალ წევრებზე შემდეგნაირად: ნ-----–----------ეს, თ--------------ეს და ე-----------------ეს მიეკუთვნა პირველი სადარბაზო, მ-------------–ზე მდებარე ბინა 2-, ფართით -209.54 კვმ. მდებარე ქ. თბილისი, ი---------------------------. აღნიშნულ ფართთან ერთად ნ-----–----------ეზე გადადის ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობიდან გამომდინარე ყველა ის უფლებები და მოვალეობები რაც გააჩნდა ნ-----------------–---–ს. ნ-----–----------ის მიერ ამხანაგობაში წინასწარი შენატანის თანხა შეადგენს 20 000 აშშ დოლარს, თ--------------ის შენატანი - 1- 000 აშშ დოლარს, ხოლო ე-----------------ის შენატანი - 21 000 აშშ დოლარს.
2.10. 2016 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პ------–--------------–ოს გამომძიებელ გ-------------------ის მიერ, ნ-------- რ-–----ის მონაწილეობით, დათვალიერდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც კერძო აღმასრულებლის - ნ------–--–---–ის მიერ, 2----–-–---------------ერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #---------- შესაბამისად, უფლებით აღსასრულებლად მიქცეულ იქნა ნ-------- რ-–----ის კუთვნილი ქონება, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ი----------------------------ში.
2.11. კერძო აღმასრულებლის მიერ, 201- წლის 8 იანვარს, ნ-------- რ-–----ისადმი შეთავაზებულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული, #---------- სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ვალდებულებების შესახებ.
2.12. 2017 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პ------–--------------–ოს გამომძიებელ გ-------------------ის მიერ დათვალიერებულ იქნა 2----–-–--------------–ით დათარიღებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „-----------ს გამგეობის სხდომის ოქმი #-- რომელიც დამოწმებულია ე--------–--ის სანოტარო ბიუროში, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის წევრები ნ-----------------–---–ს აძლევენ ამხანაგობის ქონების იპოთეკით დატვირთვის, განკარგვის და სხვა მოქმედებების განხორციელების უფლებას. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „-----------ს გამგეობის სხდომის ოქმი #-- ხელს აწერენ გ--------------ე, მ-------–-------–---–ი, მ-------------ე და ნ-----------------–---–ი.
2.13. 2----–-–--------------–--------- სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუს ე--------–--ის მიერ დამოწმებულ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „-----------ს გამგეობის წევრების სხდომის ოქმის #--
2.1-- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურების თაობაზე #---- სანოტარო აქტის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს 215.64 კვმ #- საოფისე ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ი---------------------------, სართული 2 (მშენებარე), საკადასტრო კოდი: #---1--0--0--------, დატვირთული იპოთეკით სს „ს----------–--------ის“ მიერ. ნოტარიუსი - თ----–----------–---–ი.
2.15. გამომძიებელმა გ-------------------ე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება.
2.16. 2013 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პ------–--------------–ოს გამომძიებელ ი-----–--–-----ს მიერ, რ-------------–------ისგან ამოღებულ იქნა 2----–-–------------------------------ა, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული, ი--------------------------–- მდებარე შენობის განშლის პროექტი და თანდართული დოკუმენტცია, ერთი ცალი CD დისკი, 2----–-–------------------------------ა, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული მშენებლობის პროექტი, სანებართვო მოწმობა, #------- და თანდართული დოკუმენტაცია 521 ფურცლად.
2.17. 2013 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პ------–--------------–ოს გამომძიებელ ი-----–--–-----ს მიერ, ა--------------ის სამსახურის ს------------------------------------------------–------------------------------–---სგან ამოღებულ იქნა 2----–-–---------------------------------ა, თანდართული დოკუმენტაციით - 432 ფურცლად; 2----–-–------------------------------ა, თანდართული დოკუმენტაციით - 65 ფურცლად, 2----–-–-------------------------------------ა და თანდართული დოკუმენტაცია 30 ფურცლად, 2----–-–---------------------- ბრძანება, თანდართული დოკუმენტაციით - 172 ფურცლად და ორი ცალი CD დისკი.
2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-------------------------------ის თანახმად, ნ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–------------------------------------ის თანახმად, ნ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------ით, მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილს (თავისუფლების აღკვეთას 4 წლის, 10 თვისა და 22 დღის ვადით და ჯარიმას 3500 ლარის ოდენობით), მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით) და საბოლოოდ, ნ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 10 თვის და 22 დღის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
2.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საქალქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------------------აში - განაჩენების მიხედვით საბოლოოდ სასჯელის განსაზღვრის შესახებ, შევიდა ცვლილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ ძირითად სასჯელს - 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით განსაზღვრული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 1 თვის და 22 დღის ვადით და ნ-----------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვით და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.
2.22. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------- განკარგულების თანახმად, ნ------------------------------–---–ი შეწყალებულ იქნა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2----–-–------------ და 2----–-–---------------ის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ორივე შემთხვევაში დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
2.23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---ს წერილის თანახმად, ნ-----------------–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------ით განსაზღვრული (შეკრებილი) ჯარიმის თანხის - 7 000 ლარის ოდენობით გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაფიქსირებული არ არის.
2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული წერილობითი მტკიცებულებები (გარდა პირველ, მეორე და მესამე ტომში მოთავსებული წერილობითი მტკიცებულებებისა) ასევე მოწმეების - კ--------------–--ის, ვ----–-------ის, ც---–-----–----ის, თ-------–---------ის, შ--------------ის, ი------------ს, ნ--------------ის, მ----------------–---–ის, დ------–---------ის, გ------------------ის და თ--------------ის გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებს დამატებით არ გამოიკვლევს და მათზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.25. ბრალდებულმა ნ-----------------–---–მა სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა ნ-----–----------ის, თ--------------ისა და ე-----------------ის მხრიდან ფულადი თანხების მიღების ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მას თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია. იგი მშენებლობას კეთილსინდისიერად უძღვებოდა, თუმცა პრობლემები ობიექტურმა მიზეზებმა (2008 წლის აგვისტოს ომი, უკანონო ჩარევა ბინათმშენებლობის ამხანაგობის საქმიანობაში, მისი კუთვნილი ქონებების არასწორი მიზეზებით დაყადაღება) წარმოშვეს. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას წაართვეს ქონება, ჩამოაშორეს მშნებელობის პროცესს, შეიქმნა ახალი ამხანაგობა, რის გამოც ვერ შეძლო დაპირებული ბინების დაზარალებულებისთვის გადაცემა. როდესაც მისი დაპატიმრების საკითხი დადგა, ნ-----------------–---–მა ნ-------- რ-–----ეს გადაუფორმა 1000 კვ.მ. ფართი მის მიერ აშენებულ კორპუსში, საიდანაც უნდა მომხდარიყო სამივე დაზარალებულის დაკმაყოფილება. ნ-------- რ-–----ემ აღნიშნული ფართი გადაიფორმა, თუმცა დაზარალებულებისთვის თანხა არ გადაუცია. ნ-----–----------ის, თ--------------ისა და ე-----------------ისგან მიღებული თანხები ნ-----------------–---–ს არ მიუსაკუთრებია, მშენებლობას მოახმარა. იმ პერიოდში, როდესაც სამშენებლო პროექტი შეიქმნა, ბინების დანომვრის ვალდებულება მშენებელს არ გააჩნდა. მ-–----- სართულზე 2- ბინა ნამდვილად არსებობდა და თაღლითობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 11-, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §1-3, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ნ-----------------–---–ის მიერ თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ-----------------–---–მა, განიზრახა რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, 2----–-–------------–ს, სანოტარო ბიუროში გააფორმა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „----------- კრების ოქმი (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №------- აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრები გახდნენ და ქ. თბილისში, ი----------------------------–-, პირველ სადარბაზოში მ-------------–ზე მდებარე ბინა 2--ის (რომელიც რეალურად არ არსებობდა), თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ ნ-----–----------ე, ე-----------------ე და თ--------------ე. ნ-----------------–---–მა, არარსებული ფართის სანაცვლოდ, ნ-----–----------ეს გამოართვა 20 000 აშშ დოლარი, თ--------------ეს - 1- 000 აშშ დოლარი, ე-----------------ეს - 21 000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხებს.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია ნ-----------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნ-----------------–---–ს თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებისგან ნამდვილად მიიღო ფულადი თანხები, ბრალდებულისგან პირობების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. მ-–----- სართულზე ნამდვილად იყო გათვალისწინებული ო–-----–----- ბინა, რომელიც ბრალდებულმა დაზარალებულებს გადაუფორმა, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ნ-----–----------ემ, ნ-----------------–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, თ--------------ემ - 1- 000 აშშ დოლარი და ე-----------------ემ - 21 000 აშშ დოლარი. დაზარალებულებისგან ფულადი თანხების მიღების ფაქტს არ უარყოფს ბრალდებული ნ-----------------–---–იც. სანაცვლოდ, დაზარალებულებს უნდა მიეღოთ თანხა სარგებლით ანდა უნაკლო უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ი---------------------------–-, მშენებარე კორპუსში. ნ----------------–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, დღეის მდგომაროებით არცერთ დაზარალებულს არ მიუღია კუთვნილი თანხები და არც რაიმე ქონება ირიცხება მათ სახელზე. მართალია, ნ-----–----------ე, თ--------------ე და ე-----------------ე ბრალდებულმა გააწევრიანა ამხანაგობა „--------–-- და გადაუფორმა მშენებარე კორპუსის მ-–----- სართულზე ბინა ო–---–----ი, თუმცა საჯარო რეეტრის მონაცემების თანახმად, ბინა ო–---–----ი ფიქსირდება მ-–---- სართულზე და გაფორმებულია პ-----------------ს სახელზე. ამასთან, საქმის არდებითი განხილვისას, არქიტექტორ ვ-–--------------------ეს წარედგინა ქ. თბილისი, ი----------------------------ში მდებარე კორპუსის პირვანდელი და კორექტირებული პროექტები, რომლეთა გამოკვლევის შემდეგაც მოწმემ დაადასტურა, რომ თავდაპირველ პროექტში ფართები დანომრილი საერთოდ არ არის, ხოლო კორექტირებულ პროექტში (რომელიც შეასრულა არა მან, არამედ სხვა კომპანიამ) ბინა 2- ფიქსირდება არა მ-–-----, არამედ მ-–---- სართულზე. შესაბამისად, ყველა აღნიშნული გარმოება მიუთითებს ბრალდებულის განზრახვაზე, მიესაკუთრებინა დაზარალებულთა კუთვნილი თანხები და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მათ. ნ-----–----------ესთვის, ე-----------------ისთვის და თ--------------ისთვის არარსებული ბინის გადაფორმებით, ნ-----------------–---–მა მოიპოვა დაზარალებულების ნდობა, მათი კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებამდე.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. რაც შეეხება ნ-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ძირითად თუ მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „----------- წევრებად დააფიქსირა ნ-----–----------ე, თ--------------ე და ე-----------------ე, რომლებიც დაარეგისტრირა ქ. თბილისში, ი----------------------------–-, პ------–--------------–-----------------–------------------------ თანამესაკუთრეებად, რომელიც პროექტის მხიედვით საერთოდ არ არსებობდა. ნ----------------–---–მა დაზარალებულებს მთლიანობაში გამოართვა 55 000 აშშ დოლარი, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალი, ჯამში შეადგენს 55 000 აშშ დოლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ნ-----------------–---–ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.13. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ნ-----------------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2008 წელს, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ??????????? ??????? ????????? ???????? 180-? ?????? გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული კატეგორიულად წინააღმდეგია, ნ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ზიანის სრულად ანაზღაურებამდე; აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----------------–---–ის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ნ-----------------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2008 წელს, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ??????????? ??????? ????????? ???????? 180-? ?????? გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული კატეგორიულად წინააღმდეგია, ნ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ზიანის სრულად ანაზღაურებამდე; შესაბამისად, ნ-----------------–---–ის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი და მას უნდა შეეფარდოს სამართლიანი სასჯელი.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ ნ-----------------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის კონკრეტული ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება“, თუმცა ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა;“ შესაბამისად, ნ-----------------–---–ის მიმართ, სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდების ნაწილში ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
5.7. ნ-----------------–---–ის მიერ, მისთვის ინკრიმინირებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია 2----–-–------------–ს, ხოლო იგი დამნაშავედაა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–----------------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–------------------------------------ებით; შესაბამისად, ნ-----------------–---–ი, ქმედების ჩადენის დროს - 2----–-–------------–ს, ნასამართლევი არ ყოფილა და მის მიმართ სასჯელი ვერ დაინიშნება დანაშაულის რეციდივისთვის გათვალისწინებული წესით.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა; ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. როგორც განაჩენის 5.7. პუნქტშია მითითებული, ნ-----------------–---–ი დამნაშავედაა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–----------------------- და 2----–-–------------------------------------ებით, ხოლო ნ-----------------–---–ის მიერ, მისთვის ინკრიმინირებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია 2----–-–------------–ს - ე.ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–----------------------- და 2----–-–------------------------------------ების გამოტანამდე; გამომდინარე იქედან, რომ ნ-----------------–---–ი ქმედების ჩადენის მომენტისთვის არ ყოფილა ნასამართლევი, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ უნდა იქნას სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესი.
5.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---ს წერილის თანახმად, ნ-----------------–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------ით განსაზღვრული (შეკრებილი) ჯარიმის თანხის - 7 000 ლარის ოდენობით გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაფიქსირებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, ნ-----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ და 2----–-–---------------ის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------ით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ქ. თბილისში, ი----------------------------–- მდებარე ამხანაგობა ,------------ს საცხოვრებელი კორპუსის პროექტები 02 (ორი) ტომად - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 2-1-ე-2-4-ე, 2-7-ე-2-9-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ და 2----–-–---------------ის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------ით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. მსჯავრდებულ ნ-----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ქ. თბილისში, ი----------------------------–- მდებარე ამხანაგობა ,------------ს საცხოვრებელი კორპუსის პროექტები 02 (ორი) ტომად - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე