გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003000996
#2/1179-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომისმდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს „ბ---------ი'';
წარმომადგენელი - თ------------–---–ი;
მოპასუხე - ი-----–--------ე, ი-----–---------ე;
დავისსაგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითინაწილი
1.სასარჩელომოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ი-----–--------ეს და ი-----–---------ეს სს ბ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7982 ლარის და 56 თეთრის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6449,19 ლარს, სარგებელი 411,29 ლარს, პირგასამტეხლო 1122,08 ლარს;
1.2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 239,48 ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 13 ივნისს სს „ბ---------სა“ და მოპასუხე ი-----–--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2016-06-03/0003/CNSM/147820/001, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 8000 ლარის ოდენობით, ვადით 03/06/2016 დან 03/06/2019-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,11%. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, მიმდინარე დავალიანების 0,5% ყოველვადაგადაცილებული დღისათვის მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მოპასუხეს სესხის და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებთ განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვში 264 ლარის ოდენობით.
2016 წლის 03 ივნისს სს ბ---------სა და მოპასუხე ი-----–--------ეს შორის გაფორმებული N2016-06-03/0003/CNSM/147820/001, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 03 ივნისს, სს ბ---------სა და მოპასუხე ი-----–---------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი-----–---------ემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა, მოპასუხე ი-----–--------ის ფულად ვალდებულებებზე 9600 ლარის ფარგლებში, მოპასუხე ი-----–--------ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებთ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ. ხელშეკრულების მიხედვით თავდების ქონებრივი პასუხიმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს, ასევე პროცენტს და პირგასამტეხლოს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 06 თებერვლის შემდეგ ი-----–--------ეს ანგარიშზე თანხა არ შეუტანია, 2017 წლის 06 მარტიდან სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის ვადაგადაცილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მოპასუხეების მიერ უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე.
მოპასუხეების მიერ არსებული დავალიანება არ მომხდარა, შესაბამისად 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობთ, 2016 წლის 03 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 2016 წლის 03 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ დავალიანება, სესხის ძირი თანხის სახით 6449,19 ლარი, პროცენტი 411,29 ლარი, ჯარიმა 1122,08 ლარი, სულ დავალიანება 7982,56 ლარი. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-----–--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ცნო. ასევე განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გამო შეექმნა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და შესაბამისად ვერ შეძლო სესხის გადახდა. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. (იხ. შესაგებელი. 30.07.2019წ სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე ი-----–---------ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ცნო. (იხ. 30.07.2019წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივიგარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ივნისს სს „ბ---------სა“ და ი-----–--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 8000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 11.11.%-ის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განისაზღრა 36 თვით, 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით. მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკის შესაბამისად. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,5%
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 03.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 03 ივნისის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ი-----–---------ემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე ი-----–--------ის მიერ, სს „ბ---------ის“ წინაშე ნაკისრ ფულად ვალდებულებებზე 9600 ლარის ფარგლებში. ძირითადი მოვალის მიერ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ. ხელშეკრულების 2.2.-2.2.4. პუნქტის თანახმად თავდების ქონებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს, ისე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 03 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება.
3.1.3. ი-----–--------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
-სესხის გადახდის გრაფიკი და ფაქტიურად განხორციელებული გადახდების ისტორია;
3.1.4. მოპასუხეთა დავალიანება სს ბ---------ის მიმართ შეადგენს 7982,56 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6449 ლარი და 19 თეთრი, პროცენტი 411,29 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1122 ლარი და 08 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 16 მაისის ცნობა დავალიანების შესახებ ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 7982,56 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6449 ლარი და 19 თეთრი, პროცენტი 411,29 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1122 ლარი და 08 თეთრი.
სამოტივაციონაწილი:
4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობისგამო.
5.კანონები,რომლებითაცსასამართლომიხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.
6.სამართლებრივიშეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში 6449,19 ლარის მოცულობით სარჩელი ცნეს, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 6449,19 ლარის დასაკისრებლად.
6.2. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 03 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება;
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 03 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ივნისს, სს „ბ---------სა“ და ი-----–--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 8000 ლარი, 2019 წლის 03 ივნისამდე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი წლიური 11.11%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის 2016 წლის 03 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, მსესხებილის მიერ გადახდილი თანხა მიემართება შემდეგნაირად: პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარგებელი და შემდგომ კრედიტის ძირითადი თანხა.
ხელშეკრულების 7.3. პუნქტი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მსესხებლისათვის სესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოსთხოვოს მას მთელი კრედიტის ან მისის ნებისმიერი ნაწილის სრულად დაფარვა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
6.4. სს ბ---------ი ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავოა, რომ ი-----–---------ე მოსარჩელის წინაშე მოვალეს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, სოლიდარულ თავდებად დაუდგა. თავდებობის ხელშეკრულება და მისი მართლზომიერება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
განსახილველ შემთხვევაში, ი-----–--------ესთან ერთად ი-----–---------ის ვალდებულება სს ბ---------ის წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში 2019 წლის 03 ივნისამდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----–---------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, დარიცხული პირგასამტეხლო გადახდაზე. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 9600 ლარით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–---------ის ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2016 წლის 03 ივნისს სს ბ---------სა და ი-----–--------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, მიმდინარე დავალიანების თანიხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.5%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 200 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–--------ეს და ი-----–---------ეს სს ბ---------ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ 7060,48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6449,19 ლარი, სარგებელი 411,29 ლარს ხოლო პირგასამტეხლო 200 ლარს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხელშეკრულების 10.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ ცნო მოთხოვნა 6449,19 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ლარის 18,33 ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 922,08 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ბ---------ი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი-----–--------ეს და ი-----–---------ეს - სს ბ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7060,48 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6449,19 ლარს, საპროცენტო სარგებელი 411,29 ლარს, პირგასამტეხლო 200 ლარს.
3. ი-----–---------ის- პასუხიმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 9600 ლარით.
4. ი-----–--------ეს და ი-----–---------ეს- სს ბ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 18,33 ლარის ოდენობით.
5. სს ბ---------ს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 16 მაისს სს „ბ---------ში„ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 193,47 ლარი (საგადასახადო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/1179-19) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე