გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2019
საქმის ნომერი
130210118002788414
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-1323-18

130210118002788414

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.08.2019 წ.

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე- ს--------------ნკი"

წარმომადგენელი - ნ------------ვა

მოპასუხე- ლ---–----–----ძე, თ-----------–-ილი

წარმომადგენელი: გრიგოლ ხმელიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოცემული საქმე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა: - ლ---–----–----ძეს და თ-----------–-ილს ს-----------ანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (შემცირებული დავალიანების) 14291 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, პროცენტი- 2291,52 ლარი და შემცირებული ჯარიმა 2000 ლარი.

-მოპასუხეებს: ლ---–----–----ძეს და თ-----------–-ილს ს-----------ანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-10000 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183,34 ლარს.

-მოპასუხეებს ლ---–----–----ძეს და თ-----------–-ილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 626+50 ლარის და იურიდიული მომსახურების სახით 500 ლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, ს---------------სა" და ლ---–----–----ძეს შორის 2016 წლის 21 მარტს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0---.3------.0--, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8334 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 22 პროცენტით. კრედიტის ვადა 12 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ყოველი ვადაგადაცილებული დღის შემდეგ დავალიანების 1%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPI-ში.

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის ს---------------სა" და თ-----------–-ილს შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 1300 ლარი.

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც კრედიტორმა თავისი კანონიერი უფლების დასაცავად მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ლ---–----–----ძემ და თ-----------–-ილმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას, აღნიშნული მოპასუხეებს მიაჩნიათ კაბალურ პირობად, რომელიც მიმართულია მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებისაკენ და მოითხოვეს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ს---------------სა" და ლ---–----–----ძეს შორის 2016 წლის 21 მარტს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0---.3------.0--, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8334 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 22 პროცენტით. კრედიტის ვადა 12 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ყოველი ვადაგადაცილებული დღის შემდეგ დავალიანების 1%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPI-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

- 2016 წლის 21 მარტის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება

-

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ს---------------სა" და თ-----------–-ილს შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 1300 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

- 2017 წლის 26 ოქტომბრის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც კრედიტორმა თავისი კანონიერი უფლების დასაცავად მომართა სასამართლოს. 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 15788.3 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, პროცენტი 2291.52 ლარი, ჯარიმა-3496.78 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "საქართველოს ბანკის" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და მიუღებელი შემოსავლის სახით გათვალისწინებული თანხა.

 

კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

5.2. დადგენილია, რომ ს---------------სა" და ლ---–----–----ძეს შორის 2016 წლის 21 მარტს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0---.3------.0--, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8334 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 22 პროცენტით. კრედიტის ვადა 12 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ყოველი ვადაგადაცილებული დღის შემდეგ დავალიანების 1%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPI-ში.

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის ს---------------სა" და თ-----------–-ილს შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 13000 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ" პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ს---------------ს". მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს---------------ს" წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.

 

5.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

სსკ 420 მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის აშკარად შეუსაბამო, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და არა დასჯის ღონისძიებას, მან არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

5.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს ლ---–----–----ძეს და თ-----------–-ილს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზრაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის,, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც . მიუღებლად ითვლება სემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ სესრულებულიყო. სადავო არ არის რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რითაც ბანკს მიადგა ზიანი და მოპასუხეები ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ეს ზიანი.ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლისათვის საქმის გარემოებათა გათვალისწინებით ზიანის ოდენობა მოთხოვნილი თვეში 183,34 ლარის ნაცვლად უნდა დაეკისროთ 130 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს---------------ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: ლ---–----–----ძეს (პ/ნ 4----------) და თ-----------–-ილს (პ/ნ 4----------) ს---------------ის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12491,52 (თორმეტი ათას ოთხასოთხმოცდათერთმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10000 ლარი, პროცენტი 2291,52 ლარი და პირგასამტეხლო- 200 ლარი.

 

3. მოპასუხეებს:ლ---–----–----ძეს (პ/ნ 4----------) და თ-----------–-ილს (პ/ნ 4----------) ს---------------ის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 130 ლარის (ასოცდაათი)ლარის გადახდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან (2018 წლის 25 დეკემბრიდან ) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4.მოპასუხეებს: ლ---–----–----ძეს (პ/ნ 4----------) და თ-----------–-ილს (პ/ნ 4----------) ს---------------ის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ "თიბისი ბანკის" (ს/ნ ) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 374 ლარის და 73 თეთრის გადახდა. დანარჩენი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5.მოპასუხეებს: ლ---–----–----ძეს (პ/ნ 4----------) და თ-----------–-ილს (პ/ნ 4----------) ს---------------ის" (ს/ნ 2-------- ) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი