გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3503-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩ-----იძე
სხდომის მდივანი - გიორგი ე---ე
მოსარჩელე - სს ,,ბ----------’’
წარმომადგენელი - თ--------------–---
მოპასუხე - ზ-------–----–---
წარმომადგენელი - დ--------------
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ--–-----------–-----იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ზ--------–----–--ე;
1.2. ზ-------–----–---ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
დავის არსი:
2015 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ბ----------’’ და მოპასუხე ზ-------–----–---ს შორის გაფორმებულ იქნა №შME-1---------- გენერალური ხელშეკრულება და მიეცა უფლება აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში.
აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 ივლისს სს ,,ბ----------’’ და გ--–-----------–-----იას შორის გაფორმებულ იქნა ი-------------––-------–--ა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------).
ზურაბ წკეპლაძის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სს ,,ბ----------’’ უფლებამოსილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყოს სააღსრულებლო მოქმედებები დავალიანების ამოღების მიზნით ქონების აუქციონზე რეალიზაციისათვის. სს ,,ბ----------’’-სთვის ცნობილი გახდა, რომ გ--–-----------–-----ია გარდაიცვალა, მის მემკვიდრეებს კი არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ზ-------–----–--- არის გ--–-----------–-----იას შვილი და ამავდროულად ახორციელებს სამკვიდრო ქონების ფლობას, სს ,,ბ----------’’ ითხოვს მის უფლებამონაცვლედ ცნობას
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ზ--------–----–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია აწ. გარდაცვლილი გ--–-----------–-----ია მისი დედაა, თუმცა მას დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება არც კანონით და არ ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და გ--–-----------–-----იას სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებენ მისი დეიდაშვილები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ბ----------’’-სა და მოპასუხე ზურაბიწკეპლაძეს შორის გაფორმებულ იქნა №შME-1---------- გენერალური ხელშეკრულება და მიეცა უფლება აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 ივლისს სს ,,ბ----------’’-სა და გ--–-----------–-----იას შორის გაფორმებულ იქნა ი-------------––-------–--ა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------);
მტკიცებულება:
- 2015 წლის 22 ოქტომბრის №შME-1---------- გენერალური ხელშეკრულება; (ტ.1.ს.ფ.13-16)
- 2016 წლის 19 ივლისის ი-------------––-------–--ა; (ტ.1.ს.ფ.13-17-22)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; (ტ.1.ს.ფ.23-24)
3.1.2. დადგენილია, რომ გ--–-----------–-----ია არის ზ--------–----–--ის დედა. გ--–-----------–-----ია გარდაიცვალა 2017 წლის 3 იანვარს.
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა. (ტ.1.ს.ფ.25)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ გ--–-----------–-----იას მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ზ-------–----–--- არის გ--–-----------–-----იას შვილი და ამავდროულად ახორციელებს სამკვიდრო ქონების ფლობას, სს ,,ბ----------’’ ითხოვს მის უფლებამონაცვლედ ცნობას.
მტკიცებულება:
- ინფორმაცია ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან; (ტ.1.ს.ფ.26)
- ახსნა- განმარტება;
3.2.2. მოპასუხის განმარტებით, გ--–-----------–-----ია მისი დედაა, თუმცა მას დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება არც კანონით დადგენილი წესით და არ ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და გ--–-----------–-----იას სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებენ მისი დეიდაშვილები.
მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა- განმარტება;
3.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შე---ლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. მოპასუხე ზ. წკეპლაძე წარმოადგენს გ--–-----------–-----იას შვილს. შესაბამისად, იგი გ--–-----------–-----იას პირველი რიგის მემკვიდრეა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად. კანონით მემკვიდრეობა კი მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებელის გარდაცვალების დღე. გ. ბარტიშევსკაია გარდაიცვალა 2017 წლის 03 იანვარს, შესაბამისად სამკვიდრო გაიხსნა 2017 წლის 03 იანვარს.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზ. წკეპლაძეს, როგორც გ. ბარტიშევსკაიას მემკვიდრეს, არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის განაცხადით სამკვიდროს მიღების თაობაზე. სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა კი ამჟამად ამოწურულია. საქმის მასალებით არ დადასტურდა ზურაბ წკეპლაძის, გარდა სხვა მემკვიდრის ან ანდერძის არსებობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და 2017 წლის 3 იანვარს გარდაცვლილი გ--–-----------–-----იას უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა იქნეს მოპასუხე ზ--------–----–--ე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სსს კოდექსის 92-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1484-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. მოპასუხე ზ. წკეპლაძე წარმოადგენს გ--–-----------–-----იას შვილს. შესაბამისად, იგი გ--–-----------–-----იას პირველი რიგის მემკვიდრეა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად. კანონით მემკვიდრეობა კი მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებელის გარდაცვალების დღე. გ. ბარტიშევსკაია გარდაიცვალა 2017 წლის 03 იანვარს, შესაბამისად სამკვიდრო გაიხსნა 2017 წლის 03 იანვარს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზ. წკეპლაძეს, როგორც გ. ბარტიშევსკაიას მემკვიდრეს, არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის განაცხადით სამკვიდროს მიღების თაობაზე. სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა კი ამჟამად ამოწურულია. საქმის მასალებით არ დადასტურდა ზურაბ წკეპლაძის, გარდა სხვა მემკვიდრის ან ანდერძის არსებობა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებელის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. გ. ბარტიშევსკაია გარდაიცვალა 2017 წლის 03 იანვარს და წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ამ დროისათვის მის დანაშთ სამკვიდროს შეადგენდა უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------;
აღნიშნული ქონება დღემდე რეგისტრირებულია გ. ბარტიშევსკაიას სახელზე.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდრო გახსნის დღეს არსებული ქონებით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რაზედაც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლი, რომლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. ამდენად, მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამ მომენტიდან ის მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ მიიჩნევა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაცია სავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, თუმცა, რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება.
6.7. სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოპასუხე ზ--------–----–--ე არის 2017 წლის 03 გარდაცვლილი დედის გ--–-----------–-----იას პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი და როგორც ქონებრივი უფლებების, ისე - მოვალეობების უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ბ----------’’ და მოპასუხე ზ-------–----–---ს შორის გაფორმებულ იქნა №შME-1---------- გენერალური ხელშეკრულება. დადგენილია, რომ ზ-------–----–---მ აღნიშნულ ხელშეკრულებაში თავის მისამართად მიუთითა (ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ აღნიშნული №შME-1---------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 ივლისს სს ,,ბ----------’’-სა და გ--–-----------–-----იას შორის გაფორმებულ იქნა ი-------------––-------–--ა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------); ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ბ----------’’ და მოპასუხე ზ-------–----–---ს შორის სესხის №შME-1---------- ხელშეკრულების დადებისას, ზ--------–----–--ე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან, გ--–-----------–-----იასთან ერთად.
6.9. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 1336.1. მუხლის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამ ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე სწორედ პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს, რადგანა ის კანონმა დაასახელა მემკვიდრედ. ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში სახეზე არ გვაქვს მოპასუხის მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის წინაპირობები, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლი, რომლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.
6.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ზურაბ წკეპლაძის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და იგი მიიღეს გარდაცვლილი გ. ბარტიშევსკაიას ნათესავებმა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ზ-------–----–---ს თავის სამკვიდრო წილზე უარი ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით არ განუცხადებია. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრე მიღებულ სამკვიდროს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ ვერ განკარგავს. ასეთ ვითარებაში გამოხატული ნება კვალიფიცირდება არა სამკვიდროზე უარის თქმად, არამედ მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონების უსასყიდლოდ განკარგვად, რაც თავისი არსით, სხვა არაფერია, თუ არა ჩუქება. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება ზ--------–----–--ის მიერ გ--–-----------–-----იას სახელზე რეგისტრირებული, ქ. ქუთაისი, ჟ. შ------ას ქ. №2-9, სართული 2, ბინა №4; ს/კ 0------------------; მდებარე ქონების სხვა პირებზე ჩუქების ფაქტი.
6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით - სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
უფლებამონაცვლეობა შე---ლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
6.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალ ბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობის მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შე---ლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან უდავოდ დადგინდა, რომ ზ--------–----–--ე წარმოადგენს 2017 წლის 03 იანვარს გარდაცვლილი გ--–-----------–-----იას მემკვიდრეს (უფლებამონაცვლე).
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების სსს კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
-მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ბ----------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. 2017 წლის 03 იანვარს გარდაცვლილი გ--–-----------–-----იას (პ/ნ 6----------) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს ზ--------–----–--ე (პ/ნ 6----------).
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 (ასი) ლარი, მოპასუხე ზ--------–----–--ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩ-----იძე