გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
330210019002871498
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4104-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სს ”სა---------–--------ი”

წარმომადგენელი - გი---------------ე

 

მოპასუხე - სა-–--------------–--ე

წარმომადგენელი - ნა--------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. სა-–--------------–--ისათვის სს „სა---------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 34 626.07 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 25 945.05 ლარი, პროცენტი - 2 893.05 ლარი, პირგასამტეხლო - 5 787.97 ლარი.

 

1.2. სა-–--------------–--ისათვის სს „სა---------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7 040.12 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი შანხა 5 000.00 ლარი, პროცენტი - 658.19 ლარი, პირგასამტეხლო - 1 381.93 ლარი.

 

2017 წლის 26 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა" და სა-–--------------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სა-–--------------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 30 000.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 14.8%-ის სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარი და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით.

 

2018 წლის 04 მაისს სს „სა---------–--------სა" და სა-–--------------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სა-–--------------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 5000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 17.6%-ის სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარი და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით.

 

2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 34 626.07 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 25945.05 ლარი, პროცენტი - 2893.05 ლარი, პირგასამტეხლო - 5787,97 ლარი; ხოლო 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 7040.12 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5000.00 ლარი, პროცენტი - 658.19 ლარი, პირგასამტეხლო - 1381.93 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სა-–--------------–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილში. მოპასუხემ მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0,01%-მდე.

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა და ცნო სარჩელი 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში ძირი თანხა- 25 945.05 ლარი, პროცენტი - 2 893.05 ლარი და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 5 787.97 ლარის 10% (578.8 ლარი); 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ცნო კრედიტის ძირი თანხა - 5 000 ლარი, პროცენტი - 658.19 ლარი და მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 381.93 ლარის 10% (138.2 ლარი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა" და სა-–--------------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სა-–--------------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 30 000.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 14.8%-ის სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარი და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25).

 

3.1.2. 2018 წლის 04 მაისს სს „სა---------–--------სა" და სა-–--------------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სა-–--------------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 5000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 17.6%-ის სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარი და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 26-34).

 

3.1.3. 2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით 25945.05 ლარი, პროცენტის სახით - 2893.05 ლარი;

 

2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მსესხებელს 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით 5000.00 ლარი, პროცენტის სახით - 658.19 ლარი.

 

დავალიანების აღნიშნული ნაწილი აღიარა და ცნო მოპასუხემ.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:39:59).

ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-65).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 66).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 5787,97 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ცნო 578,8 ლარი.

 

2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მსესხებელს 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლოს სახით - 1381.93 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ცნო 138,2 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:39:59).

ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-65).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 66).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”სა---------–--------ის” სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სა-–--------------–--ესა და სს ”სა---------–--------ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები (ერთ შემთხვევაში 30 000,00 ლარი და მეორე შემთხვევაში 5 000,00 ლარი), რაც მსესხებელმა აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს კრედიტის ძირითადი თანხების 25 945,05 ლარისა და 5 000,00 ლარის მსესხებლის მიერ გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე სა-–--------------–--ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 2 893,05 ლარისა და 658,19 ლარის გადახდა.

 

მოვალე სადავოდ ხდის დავალიანების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს იზიარებს მოპასუხის მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მიაჩნია, რომ დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განსაზღვრას 0,05 %-ით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 578,8 ლარით, ხოლო 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 138,2 ლარით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სა-–--------------–--ემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო მოთხოვნები 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში ძირი თანხის - 25 945.05 ლარის, პროცენტის - 2 893.05 ლარისა და პირგასამტეხლოს - 578.8 ლარის ნაწილში; 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში მპასუხემ ცნო მოთხოვნა კრედიტის ძირი თანხის - 5 000 ლარის, პროცენტის - 658.19 ლარისა და პირგასამტეხლოს - 138.2 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნები 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29 416,9 ლარის ნაწილში და 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 796,39 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება 1 059.1 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე სა-–--------------–--ეს სს „სა---------–--------ის სასარგებლოდ 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 29 416.9 ლარის გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირი თანხაა 25 945.05 ლარი, პროცენტი - 2 893.05 ლარი, პირგასამტეხლო - 578.8 ლარი;

 

1.2. მოპასუხე სა-–--------------–--ეს სს „სა---------–--------ის სასარგებლოდ 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 5 796.39 ლარის გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირი თანხაა 5 000 ლარი, პროცენტი - 658.19 ლარი, პირგასამტეხლო - 138.2 ლარი;

 

2. მოსარჩელე სს „სა---------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ 2019 წლის 04 თებერვალს №33197 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 253.19 ლარიდან დაუბრუნდეს 1 059.1 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე