განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1123-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----–---------------------–---–--, დაბადებული - 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ტექნიკური სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: ჩ-------–---, სოფელი მ---------------------------–-----–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ჩ------–---–-------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოს მისაკუთრებისთვის).
ადვოკატი - ა---------–------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ-----–-------–---–-- საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ცნობილ იქნა დამნაშავედ 2----–-–------------–ის და 2----–-–------------–ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენებით.
2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, ვ-----–-------–---–--მ უკანონოდ შეაღწია რ--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------–---------------------------–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად სცადა ამ უკანასკნელის 50 ლარად ღირებული საათის დაუფლება. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან იგი შემჩნეულ იქნა საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულ რ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 10 თებერვალს, მეუღლესთან - ნ-----–-----------–--ესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ-----------------------------–----------–-------------------------------–------------–-. ოჯახის წევრების გარდა, ბინაში, ასევე იმყოფებოდა ხელოსანი, რომელიც აივანზე საქმიანობდა. ბურღის ხმას რომ არ შეეწუხებინა, დაზარალებული საძინებელ ოთახში იმყოფებოდა ბავშვთან ერთად; მისი მეუღლე - ნ-----–-----------–--ე საჭიროებიდან გამომდინარე ხშირად გადიოდა სახლიდან და მალევე შემოდიოდა. დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით შუადღის საათებში, მეუღლემ ბავშვის საჭმელი მიუტანა, მალევე გავიდა ოთახიდან და კარი მიიკეტა. დაახლოებით ორ წუთში დაზარალებულმა გაიგონა ნ-----–-----------–--ის ყვირილის ხმა, რაზედაც ოთახიდან გავიდა და დაინახა, რომ მეუღლეს ბრალდებული დაკავებული ჰყავდა და უყვიროდა „აქ რა გინდაო“. აღნიშნული პიროვნება აცხადებდა, რომ „დაბოლილი“ იყო, ბინა შეეშალა და ნ-----–-----------–--ეს სთხოვდა გაშვებას. ნ-----–-----------–--ემ აივანზე გაიყვანა ბრალდებული, ჯიბეები გაუსინჯა გარედან და რ--------------–---–ს სთხოვა, პოლიციაში დაერეკა. დაზარალებულმა მაშინვე დარეკა პოლიციაში, რომლებიც ძალიან სწრაფად გამოცხადდნენ ბინაში. პოლიციელებმა ბრალდებული შეიყვანეს მისაღებ ოთახში და გამოკითხეს. აღნიშნულის შემდეგ იგი გაჩხრიკეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ფაქტს დაზარალებული არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ვ-----–-------–---–--ს ქურთუკიდან ამოუღეს მისი კუთვნილი მაჯის საათი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ შემოსასვლელში ქურთუკები იყო გადმოყრილი და ნოუთბუქს ადგილი ჰქონდა შეცვლილი. ვ-----–-------–---–--ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. საათი, რომელიც ბრალებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს, დაზარალებულს ეკუთვნის, გამოწერილია „--------------- 300 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარში.
2.2. მოწმე ნ-----–-----------–--ის განმარტებით, ქ. თბილისში, დ-----------------------------–----------–----------------------–- ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. 2019 წლის 10 თებერვალს, სახლში იმყოფებოდა. აივანზე ხელოსანი საქმიანობდა, რის გამოც ხშირად გადიოდა ბინიდან მასალების შესაძენად. მეუღლე მცირეწლოვან შვილთან ერთად საძინებელ ოთახში იმყოფებოდა. დაახლოებით შუა დღის საათებში, ნ-----–-----------–--ემ ბავშვის საჭმელი ამოიტანა მაღაზიიდან, მეუღლეს გადასცა და გამობრუნებულმა ბინის შესასვლელში დაინახა დაბნეული ბრალდებული; შეაკავა იგი და აივნისკენ წაიყვანა. ვ-----–-------–---–-- ბოდიშს იხდიდა და გაშვებას სთხოვდა, ამბობდა, რომ ბინა შეეშალა. მოწმემ ბრალდებულს ჯიბეები გარედან გაუსინჯა (დანა ან იარაღი ხომ არ ჰქონდა) და მეუღლეს სთხოვა, პოლიციაში დაერეკა. პოლიციის თანამშრომლები ძალიან სწრაფად გამოცხადნენ ბინაში, ბრალდებული მისაღებ ოთახში შეიყვანეს და გამოკითხეს. აღნიშნულის შემდეგ მათ გაჩხრიკეს ვ-----–-------–---–-- და ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს ნ-----–-----------–--ის მეუღლის კუთვნილი მაჯის საათი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებულს დაადეს ბორკილები და წაიყვანეს. ვ-----–-------–---–--ს მიმართ ფიზიკურ ზემოქმედებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ნ-----–-----------–--ესთან ერთად ბრალდებულის პირად ჩხრეკას ხელოსანი მ------ც (გვარი არ ახსოვს) დაესწრო. პოლიციელებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმი, დალუქეს ნივთმტკიცება და მოაწერეს ხელი. გარდა მაჯის საათისა, ბრალდებულისგან ასევე ამოღებულ იქნა ვ-----–-------–---–--ს კუთვნილი მობილური ტელეფონი და საფულე. მოწმის განმარტებით, ბრალდებული ბინის შესასვლელთან შეამჩნია; კარი შიგნიდან იღება და იგი გაქცევას ვერ მოასწრებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ბრალდებულს ჰკითხა, დაახლეობით ერთი თვის წინ მისი ბინის გაქურდვაში ხომ არ მონაწილეობდა. ბრალდებულის თქმით, იგი ვ---------–ში ცხოვრობდა, დ------------–- შემთხვევით მოხვდა და ბინა შეეშლა. ბინის შესასვლელში ბნელოდა, თუმცა მოწმემ გარკვევით დაინახა ძირს დაყრილი ქურთუკები. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ აივანზე გაყვანისას, ერთ მომენტში სცადა ხელიდან დასხლტომა, თუმცა გაქცევა ვერ შეძლო. მოწმე დარწმუნებულია, რომ პირადი ჩხრეკისას ბრალდებულს ქურთუკი ტანთ ეცვა.
2.3. მოწმე მ--------------–---მ დაადასტურა 2019 წლის 10 თებერვალს, ქ. თბილისში, დ------------–-----------------–----------–----------------------–- ვ-----–-------–---–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ფაქტები. იგი აივანზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ ბინის მეპატრონეს - ნ-----–-----------–--ეს მოჰყავდა უცხო პიროვნება, რომელსაც ეკითხებოდა, თუ რა მიზნით იმყოფებოდა მის ბინაში. ბრალდებული ამბობდა, რომ „მოწეულში“ იყო და არ იცოდა, სად იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა დაურეკეს პოლიციას, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ისინი გაესაუბრნენ ბრალდებულს და დაუწყეს შემოწმება. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს მაჯის საათი, თუმცა ვერ გაიხსენა, სად ედო აღნიშნული ნივთი ვ-----–-------–---–--ს. მოწმემ ასევე დაზუსტებით ვერ მიუთითა, თუ სად მოაწერა ხელი ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის ოქმს, თუმცა დაადასტურა, რომ ამოღებული საათი მის თვალწინ დაილუქა. მოწმე ვ-----–-------–---–--ს არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. როდესაც ნ-----–-----------–--ემ აივანზე გაიყვანა ბრალდებული, მას ქურთუკი არ ეცვა; როდის ჩაიცვა ქურთუკი ვ-----–-------–---–--მ, მოწმისთვის უცნობია. ბრალდებული აცხადებდა, რომ ამოღებული მაჯის საათი მისი არ იყო. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი რომ ჰქონოდა, დაინახავდა; მან მხოლოდ მცირედი შენჯღრევა დაინახა.
2.4. 2019 წლის 10 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს, ქ. თბილისის სამმართველოს დ-----------------------–--------------–-----------–------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ -გ---------------–--ის მიერ, გამომძიებელ გ--------------ს, მოწმეების - ნ-----–-----------–--ისა და მ--------------–---ს მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ვ-----–-------–---–--, რა დროსაც მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ნოკიას“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რგოლზე აცმული ორი ცალი ვერცხლისფერი გასაღები, მცირე ზომის ვერცხლისფერსამაჯურიანი საათი წარწერით - „Casio quartz“, შარვლის წინა პატარა ჯიბიდან - შავი ფერის სანთებელა, ქურთუკის შიდა ჯიბიდან - მოყავისფრო საფულე, მასში მოთავსებული აიდბარათით და მეტრომანის პლასტიკური ბარათით, ერთი ცალი 1 აშშ დოლარიანი კუპიურით და ოცთეთრიანი მონეტა. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის ბოლო ორ გვერდზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
2.5. საქართველოს შს სამინსიტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ-------------------------------–------------–--ის დეტექტივმა - გ--------------მ, სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, გამოძახების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, დ------------–-----------------–--------------------–-----------------------–-, სადაც მოქალაქე ნ-----–-----------–--ეს შეჩერებული ჰყავდა პიროვნება. ბინაში მისვლისას ვ-----–-------–---–-- ტახტზე იჯდა. ოჯახის წევრების განმარტებით, ბრალდებული სავარაუდოდ ბინის გასაქურდად იყო შესული. პოლიციის თანამშრომლები წარუდგნენ ვ-----–-------–---–--ს და გააცნეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე, რის შემდეგაც მისი ქურთუკის შიდა ჯიბიდან, ბრალდებულის პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს მაჯის საათი. ნ-----–-----------–--ემ ამოიცნო ამოღებული მაჯის საათი და განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე და შეავსეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ, დააკავეს ვ-----–-------–---–-- და შედგა სათანადო ოქმი, რის შემდეგაც ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პირადი ჩხრეკისას ვ-----–-------–---–--ს ეცვა შავი ქურთუკი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. ოქმები შეავსო გამომძიებელმა - გ---------------–--ემ. ნ-----–-----------–--ეს და მ--------------–---ს საშუალება ჰქონდათ ედევნებინათ თვალი პირადი ჩხრეკისთვის. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის ბოლო ორ გვერდზე ხელი არ მოაწერა გაუგებარი მიზეზების გამო. ბრალდებულის მიმართ რამე იძულებას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
2.6. საქართველოს შს სამინსიტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ-------------------------------–------------–--ის დეტექტივმა - გ---------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას ასევე დაადასტურა ბრალდებულ ვ-----–-------–---–--ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმის კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ----------------------------–-----------–-, სადაც მოქალაქეს შეჩერებული ჰყავდა ვ-----–-------–---–--. ბინაში კონფლიქტური სიტუაცია დახვდა. ახალგაზრდა გოგონა გაბრაზებული იყო და ბრალდებულისკენ იწევდა. პოლიცილები წარუდგნენ ბრალდებულს და ჰკითხეს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ბინაში, რაზედაც მან დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს წარედგინა დადგენილება პირადი ჩხრეკის თაობაზე. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული გაჩხრიკეს ბინის მეპატრონის და ხელოსნის თანდასწრებით, რა დროსაც სხვადასხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს მაჯის საათი. ბინის მეპატრონის განცხადებით, მაჯის საათი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ბრალდებულის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის რამდენიმე ფურცელზე მოაწერა ხელი, შემდეგ კალამი დააგდო და ოქმის ბოლო ორ ფურცელზე ხელი არ მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ვ-----–-------–---–--, შეადგინეს დაკავების ოქმის და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2.7. 2019 წლის 10 თებერვლის ნ-----–-----------–--ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს, ქ. თბილისის სამმართველოს დ-----------------------–--------------–-----------–------------–--ის გამომძიებელ რ-------------ის მიერ, ექსპერტების - მ------------–---–ისა და ნ-------------–---–ის, მოწმე ნ-----–-----------–--ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------–--------------------------–-- დათვალიერებით დადგინდა, რომ ბინის კარი იღება შიგნითა მხარეს, შესასვლელიდან პირდაპირ შედის დერეფანი, მარცხენა მხარეს არის შესასვლელი სამზარეულოს ოთახში, საიდანაც გასასვლელია „ლოჯში“. დერეფნიდან პირდაპირ შესასვლელია მისაღებ ოთახში, რომლის მარჯვენა მხარეს არის ყავისფერი კარი, საიდანაც შესასვლელია საძინებელ ოთახში. მისაღები ოთახიდან შესაძლებელია „ლოჯში“ გადასვლა. ნ-----–-----------–--ის განმარტებით, მისაღებ ოთახში მდებარე მაგიდაზე იდო მისი მეუღლის კუთვნილი მაჯის საათი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.8. საქართველოს შს სამინსიტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ-------------------------------–------------–--ის გამომძიებელმა - რ-------------ემ, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.9. სასამრთლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ საქართველოს შს სამინსიტროს ქ. თბილისის სამმართველოს დ-------------------------------–------------–--ის გამომძიებლები - მ------------–-----ი და დ--------------ე. გამომძიებელმა - მ------------–-----მა დაადასტურა, რომ უფლებების განმარტების შემდეგ ბრალდებულმა ვ-----–-------–---–--მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამომძიებელ დ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მან ვ-----–-------–---–--ს დროებით მოთავსების იზოლატორში გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რის შემდეგაც შესთავაზა ჩვენების მიცემა, თუმცა ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.
2.10. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–---------------–-----------–-–--------------------------------------------ის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მაჯის საათის - „Casio“ საბაზრო ღირებულება, ექსპლოტაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 50 ლარს.
2.11. ექსპერტმა - ე-–----–--–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.12. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1. პუნქტად მითითებული მაჯის საათი, რის შემდეგაც ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა შესაბამისი წესის დაცვით.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.13. დაზარალებულ რ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით შუა დღის საათებში, მისმა მეუღლემ-ნ-----–-----------–--ემ შეაკავა ბინაში უკანონოდ შესული ვ-----–-------–---–--, რის შემდეგაც გამოუძახეს პოლიციას და ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი მაჯის საათი.
2.14. მოწმე ნ-----–-----------–--ემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, შუადღის საათებში, ბინაში შესულმა, შესასვლელში შეამჩნია უცხო პიროვნება და ჰკითხა მას, რას აკეთებდა სხვის ბინაში, რაზედაც ბრალდებულმა გაურკვეველი პასუხი გასცა, რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია, გაჩხრიკეს ვ-----–-------–---–-- და ამოუღეს მისი მეუღლის კუთვნილი მაჯის საათი.
2.15. ნ-----–-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის ფაქტი დაადასტურეს მოწმე - მ--------------–---მ და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე მოწმე პოლიციელებმა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
ქურდობის მცდელობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–ის განაჩენით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხუთი ეპიზოდი) და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა 2----–-–-----------------ის განაჩენით ვ-----–-------–---–--ს მიმართ განსაზღვრული პირობით მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა 2----–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–ის განჩინებით, მსჯავრდებული ვ-----–-------–---–-- გათავისუფლდა 2----–-–-----------------ის განაჩენით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. ვ-----–-------–---–--ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლებით (ხუთი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–----------ით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
2.19. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ-------------–----------------------–-–-------------------------ზ---- გადაწყვეტილებით, ვ-----–--------------------–---–-ა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვითა და 7 (შვიდი) დღით ადრე.
დაცვის მხარის პოზიცია
2.20. ბრალდებულმა ვ-----–-------–---–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, სამუშაოს საძებნელად გავიდა სახლიდან; შემთხვევით მოხვდა დ------------–-, სადაც ერთ-ერთი ბინიდან გაიგონა „ბარგალკის“ ხმა; ავიდა მეორე სართულზე, დააკაკუნა და კარი ნ-----–-----------–--ემ გაუღო. ბრალდებული შევიდა ბინაში, რათა ხელოსნისთვის ეკითხა, რაიმე სამუშაო ხომ არ ჰქონდა მისთვის. ვ-----–-------–---–--მ ბინის მეპატრონეს უთხრა, რომ ხელოსნის ნახვა უნდოდა. ნ-----–-----------–--ემ შეიპატიჟა სახლში, წყალი დაალევინა და მას შემდეგ, რაც მის სხეულზე „ტატუ“ დაინახა, აგრესიული გახდა: დააბრალა ერთი თვის წინ მისი ბინის გაქურდვა. ნ-----–-----------–--ემ დაუძახა მეუღლეს და უთხრა, რომ დაერეკა პოლიციელ ,-------------- მანვე ბრალდებულს გაუსინჯა ჯიბეები და ჩხუბი დაუწყო. მალევე მოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ბრალდებულს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ, თავის თავზე აეღო გაუხსნელი დანაშაულები. ბრალდებულს ჩააცვეს ქურთუკი, რომელიც შემოსასვლელში დაკიდა, რა დროსაც ამოიღეს მაჯის საათი. ბრალდებულმა პროტესტი განაცხადა, რადგან საათისთვის ხელი არ უხლია, რის შემდეგაც პოლიციელები დაემუქრნენ რომ ნარკოტიკს და იარაღს ,,ჩაუდებდნენ;“ უთხრეს, რომ აკავებდნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას ძალით აწერინებდნენ ხელს დოკუმენტებზე და ნივთმტკიცების ლუქზედაც ძალით მოაწერინეს ხელი, თუმცა შემდეგ კალამი დააგდო და ჩხრეკის ოქმზე ხელი არ ამოაწერა. პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა სადარბაზოშიც მიაყენეს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ მიაყენა გ---------------–--ემ.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ვ-----–-------–---–--ს მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; კერძოდ, 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, ვ-----–-------–---–--მ უკანონოდ შეაღწია რ--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------–---------------------------–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად სცადა ამ უკანასკნელის 50 ლარად ღირებული საათის დაუფლება. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან ბრალდებული შემჩნეულ იქნა საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების მიერ.
3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ვ-----–-------–---–--ს წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარის ვერსია, ვ-----–-------–---–--ს უდანაშაულობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება მიზნად, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით; კერძოდ, ბინის მეპატრონე ნ-----–-----------–--ემ და დაზარალებულმა- რ--------------–---–მა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ბინაში შეამჩნიეს უცნობი პიროვნება რომელიც შეაჩერა ნ-----–-----------–--ემ, გარეგნულად დაუთვალიერა ჯიბეები (ხომ არ ჰქონდა დანა ან იარაღი ბინაში შესულ უცხო პიროვნებას) და გაიყვანა აივანზე. რ--------------–---–მა მაშინვე დარეკა პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები ძალიან სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომლებმაც გაჩხრიკეს ბრალდებული და ამოუღეს მაჯის საათი, რის შემდეგაც დააკავეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დაადასტურა მოწმე მ--------------–---მ და ბრალდებულის პირად ჩხრეკაში და დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული მტკიცებულებებით ასევე მტკიცდება, რომ ვ-----–-------–---–--ს მიმართ რაიმე იძულებას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ მ--------------–---მ აღნიშნა დაკავების მომენტში ბრალდებულის მცირედით შეჯანჯღარების ფაქტი. შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებიდან ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა ვ-----–-------–---–--მ, ამოღებული ნივთიერების ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმის რამდენიმე ფურცელზე ხელი მოაწერა, თუმცა ბოლოს შეწყვიტა ხელის მოწერა და უარი თქვა პირადი ჩხრეკის ბოლო ფურცლებზე ხელის მოწერისგან, დაუდგენელი მიზეზით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და საპროცესო დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე იძულების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომლის განხორციელებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შეუძლებელია. სასამართლომ მიუთითა ბრალდების მხარეს ვ-----–-------–---–--ს მიერ გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მოისმინა მისი მოსაზრება გამოძიების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის დეტალურად გამოკვლევის თაობაზე.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა შეაღწია რა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, ბინის მეპატრონის ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად ვ-----–-------–---–--ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.
3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ნივთის ფარული დაუფლების) მცდელობა; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად უნდა უქმნიდეს საფრთხეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
3.12. რაც შეეხება ვ-----–-------–---–--ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:
· ქურდობის ჩადენა იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–ის განაჩენით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხუთი ეპიზოდი) და საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–ის განჩინებით, მსჯავრდებული ვ-----–-------–---–-- გათავისუფლდა 2----–-–-----------------ის განაჩენით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. ვ-----–-------–---–--ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლებით (ხუთი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–----------ით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ-------------–----------------------–-–-------------------------ზ---- გადაწყვეტილებით, ვ-----–--------------------–---–-ა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვითა და 7 (შვიდი) დღით ადრე.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2019 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ვ-----–-------–---–-- ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის პირობებში), შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
· რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედების ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულ რ--------------–---–ის, მოწმეების - ნ-----–-----------–--ისა და მ--------------–---ს, ბრალდებულის პირად ჩხრეკაში და დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ვ-----–-------–---–-- შევიდა ქ. თბილისში, დ-----------------------------–---------------------------–-, რა დროსაც იგი შემჩნეულ იქნა ბინის მეპატრონის მიერ, გამოძახებულ იქნა პოლიცია და ბრალდებული დააკავეს შემთხვევის ადგილზევე. ბინაში შესვლის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებულიც.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-----–-------–---–--მ ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამოეწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-----–-------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ათ წლამდე ვადით. საქართველოს სსკ-ის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ-----–-------–---–--მ ბოლომდე ვერ მიიყვანა წინასწარ განზრახული ქმედება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შემჩნეულ იქნა ბინის მეპატრონის მიერ, რომელმაც გამოიძახა პოლიცია და ბრალდებული დაკავებულ იქნა; სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ნივთი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად და სასამართლოს მიერ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდება დაზარალებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-----–-------–---–--ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–----------ით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, ასევე საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ-------------–----------------------–-–------------------------------- გადაწყვეტილება - ვ-----–-------–---–--ს 1 (ერთი) თვით და 7 (შვიდი) დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ვ-----–-------–---–--სგან ამოღებული ,--------- ფირმის საათი და ,--------- ფირმის მობილური ტელეფონი, 2 (ორი) ცალი გასაღები, საფულე, აიდი ბარათი, მეტრომანის პლასტიკური ბარათი, სანთებელა, 1 (ერთი) ცალი ერთდოლარიანი და 1 (ერთი) ცალი ოც თეთრიანი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–-------–---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის;
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–----------ით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ-------------–----------------------–-–------------------------------- გადაწყვეტილება ვ-----–-------–---–--ს 1(ერთი) თვით და 7 (შვიდი) დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 თებერვლის 14:41 საათიდან.
5. მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ვ-----–-------–---–--სგან ამოღებული ,--------- ფირმის საათი და ,--------- ფირმის მობილური ტელეფონი, 2 (ორი) ცალი გასაღები, საფულე, აიდი ბარათი, მეტრომანის პლასტიკური ბარათი, სანთებელა, 1 (ერთი) ცალი ერთდოლარიანი და 1 (ერთი) ცალი ოც თეთრიანი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე