გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4188-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - კო-------------------–-------კ“
წარმომადგენელი - და-------–----ე
მოპასუხე - შპს „კა-------–--ი“
წარმომადგენელი - ლა–-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხის შპს „კა-------–--ისათვის“ კო-------------------–-------კ“-ის სასარგებლოდ 62 010,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 07 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა გზის ბიტუმი. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 106.000 ტონა 62010,00 აშშ დოლარის ღირებულების გზის ბიტუმი, რისი მიწოდების ფაქტი დადასტურდა 2014 წლის 17 დეკემბრის “№1 სპეციფიკაციით”. მიწოდების ფაქტს მოპასუხე სადავოდ არ ხდის. მოპასუხე თავს არიდებს მიწოდებული საქონლის ღირებულების 62 010,00 აშშ დოლარის გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებლით სადავოდაა გამხდარი დავალიანების მოსარჩელის წინაშე არსებობის ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 07 აგვისტოს კომპანია „Fo----------------სა („ფ---------–--------“) (გამყიდველი) და „Ka----------------”-ს (მყიდველს) შორის გაფორმდა „კონტრაქტი №0----“, რომლის თანახმად გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მყიდველისათვის გზის ბიტუმი, ხოლო ამ უაკანასკნელმა იკისრა ვალდებულება მიეღო მიწოდებული პროდუქცია და გადაეხადა ანაზღაურება შეთანხმებაზე თანდართულ „სპეციფიკაციებში“ მითითებული რაოდენობისა და მახასიათებლების მიხედვით. მიწოდების ადგილად განისაზვრა საქართველო, თბილისი.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 000 00,00 აშშ დოლარს.
მხარეები შეთახნმდნენ გადახდის პირობებზე: გაყიდული საქონლის ღირებულების გადახდა განხორციელდებოდა მყიდველის მიერ ფულადი სახსრების გამყიდველის სააანგარიშსწორებო ანგარიშზე გადარიცხვით (2.1 პუნქტი).
თითოეულ მისაწოდებელ პარტიაზე გადახდა განხორციელდებოდა „საქონლის მიღების ფაქტის“ მიხედვით, საქონლის მიღების თარიღიდან 60 დღის განმავლობაში (2.2. პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
„კონტრაქტი №0----“ (ს.ფ. 25-32).
3.1.2. 2014 წლის 17 დეკემბერს 2014 წლის 07 აგვისტოს „კონტრაქტი №0----“-ის შესაბამისად, გამყიდველს „ფო----------–--------“-ს, ტვირთის გამგზავნსა და ტვირთის მიმღებს - შპს „კა-------–--ს“ შორის გაფორმდა დანართი №1 - „სპეციფიკაცია №1“, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 62 010,00 აშშ დოლარის ღირებულების 106,000 ტონა „ბიტუმი 60/70“ (ფასი ერთ ტონაზე 585,00 აშშ დოლარი).
გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელშეკრულების ობიექტის მიწოდება არ არის სადავო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
დანართი №1- „სპეციფიკაცია №1“ (ს.ფ. 33-35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „კა-------–--ის“ დავალიანება კომპანია „Fo---------------“-ის („ფ---------–--------“) მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე შეადგენს 62 010,00 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარეთა შორის სადავოა დავალიანების 62 010,00 აშშ დოლარის არსებობა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის გადახდილია 106,000 ტონა ბიტუმის ღირებულება 62 010,00 აშშ დოლარი. მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა „გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ 2015 წლის 01 დეკემბრის თარიღით, „Fo---------------“-ის დირექტორის კი-----–---ს მიერ მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შპს „კა-------–--ს“ „Fo---------------“-ის წინაშე დავალიანება აღ ერიცხება და შპს „კა-------–--ისაგან“ მიღებულია 62 010,00 აშშ დოლარი.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია. ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.
ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.
მოპასუხე მხარემ, როგორც აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა „გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ „Fo---------------“-ის დირექტორის კრ------–ა კი-----–---ს ხელწერილი. მხარეთა შორის სადავო გახდა „Fo---------------“-ის დირექტორის კრ------–ა კი-----–---ს ხელმოწერის ნამდვილობა, რასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 12 სექტემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, „ხელმოწერა კრ------–ა კი-----–---ის სახელით, განლაგებული ინგლისურ ენაზე შედგენილ თანხის მიღების დამადასტურებელ საბუთზე (Acknowledgement Letter For Receiving Payment) 2015 წლის 01 დეკმებრის თარიღით, ქვედა მარცხენა მხარეს განთავსებულ ბეჭდის ანაბეჭდში, სავარაუდოა, რომ შესრულებულია კრ------–ა კი-----–---ის მიერ. კატეგორიული პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ნიმუშის სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისათვის წარგდენილია კრ------–ლა კი-----–---ის ხელმოწერის მხოლოდ ერთი თავისუფალი ნიმუში)“. ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად გადაწყვეტილი არ არის იმგვარად, როგორადაც საკითხის გადაწყვეტას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა მტკიცების პროცესზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სადავო გარემოების დადგენისას გაითვალისწინოს აღნიშნული დასკვნა.
მოპასუხე მხარეს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანების 62 010,00 აშშ დოლარის ოდენობთ არსებობის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის 2014 წლის 07 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - „Fo----------------ს („ფ---------–--------“), გამყიდველს და მყიდველის „Ka----------------”-თვის უნდა მიეწოდებინა გზის ბიტუმი, ხელშეკრულების ღირებულებაზე - ხელშეკრულების საერთო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 1 000 00,00 აშშ დოლარს (ანაზღაურება განხორციელდებოდა „სპეციფიკაციებში“ მითითებული რაოდენობისა და მახასიათებლების მიხედვით); მიდების ვადების განსაზღვრის წესზე - მიწოდების ვადები განისაზღვრებოდა შესაბამისი „სპეციფიკაციით“.ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე სესხის ხელშეკრულება, რაც მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.
დადგენილია, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 62 010,00 აშშ დოლარის ღირებულების 106,000 ტონა „ბიტუმი 60/70“ (ფასი ერთ ტონაზე 585,00 აშშ დოლარი).
მოპასუხე მხარემ, მყიდველმა ვერ დაადასტურა ნასყიდობის საგნის ღირებულების გამყიდველისათვის გადახდის ფაქტი სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 429-ე მუხლების შესაბამისად. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 62 010,00 აშშ დოლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც, სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარისა და სარჩელზე გადახდილი 4 878 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 15 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. კო-------------------–-------კ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე შპს „კა-------–--ს“ მოსარჩელე კო-------------------–-------კ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 62 010.00 აშშ დოლარის გადახდა ეკვივალენტი ლარში გადახდის დროს არსებული კურსის მიხედვით.
2. მოპასუხე შპს „კა-------–--ს“ მოსარჩელე კო-------------------–-------კ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარისა და სარჩელზე გადახდილი 4 878 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე კო-------------------–-------კ“-ს და-------–----ის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს N- საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 15 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე