განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
020100119002829091
დავის ტიპი
126 (1) 1 , 353 1 , 187 1
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020-00-19002-29091 (1/49-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

15 ივლისი, 20-9 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- ა------------

დაცვის მხარე: ადვოკატი- დ----------------

ბრალდებული - ა-----–---–----

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ა-----–---–---- მიმართ

მამის სახელი: ა---------–-

დაბადებული: 2- თე-------–- 1--- წელს

პირადი ნომერი: 1----------

საქართველოს მოქალაქე

უმაღლესი განათლების მქონე

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქ. ზ-----------–----------------

რეგისტრირებული: ქ. ზ-----------–----------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 -ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-----–---–---- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინე- ბული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

20-8 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ--------–----------------------, კორპუსი №5, ბინა №30-ში, ა-----–---–---- შურისძიების მოტივით, მ-------------- მიმართ ჩაიდინა ცემა, მან მ-------------- ბლაგვი საგანი სამჯერ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ა-----–---–---- ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

20-8 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა-----–---–---, მფლობელის - მ-------------- ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში- მდებარე ქ. ზ------------------------------, კორპუსი №5, ბინა №30-ში, რითაც დაარღვია მ-------------- ბინის ხელშეუხებლობის უფლება.

 

ა-----–---–---- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინაა- ღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

20-8 წლის 06 დეკემბერს, ზ---------------------–--------------–---------------------------------------–--------------- დ------------, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლებთან გ--------------------, ა-----–---------------- და ლ-–------------ ერთად მივიდა ა-----–---–---- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------–-----------------–-, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით, რა დროსაც ა-----–---–---- დ------------ს, გ---------------- და ა-----–------------ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალადობის გამოყენებით, მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ფიზიკური სახის ზიანი განიცადეს დ------------მ, გ---------------- და ა-----–-------------

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ა-----–---–---- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებუ- ლებებით.

 

დაზარალებული მ-------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ ა-----–---–--- აწუხებდა მის შვილს ნ---------–---, 20-8 წლის 23 ნოემბერს მოვიდა მათ საცხოვრებელ სახლში, ამბობდა, რომ მასთან მეგობრობა და ცოლად მოყვანა უნდოდა, რაშიც ის უშლიდა ხელს და ემუქრებოდა, რის გამოც დარეკა საპატრულო პოლიციაში, მას ახლდა მამამისიც და მათი წასვლის შემდეგ თვითონაც გავიდა სახლიდან და როდესაც მობრუნდა კარების საკეტი დახვდა დაზიანებული, შეეშინდა და პოლიციაში აპირებდა დარეკვას, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, მიტრიალდა და დაინახა ა-----–---–---, რომელიც მანამდეც ემუქრებოდა, უთხრა „შენ არ მომეშვებიო“ და ორჯერ ჩაარტყა თავში, მას სისხლი წამოუვიდა, თავი და ყურები ძალიან ეტკინა, აიხედა და გაოგნებულმა თვალებში შეხედა ა----- და სათვალეც ჩამოუვარდა, კივილი დაიწყო, შემდეგ გამოუძახეს პოლიციას და სასწრაფო დახმარებას, ა-----–---–--- სახლში იყო შესული, მაგიდაზე იდო პური და ყველი, ტელევიზორი და ღუმელი ჰქონდა ჩართული და ღუმელზე შესაშრობად სველი ჯემპრი გადაფენილი, ის ადრეც მასზე და მის შვილზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.

 

მოწმე ნ---------–-- განმარტავს, რომ ა-----–---–--- გაიცნო სუფრაზე, თავიდან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ მერე დაუწყო დევნა და შევიწროება, სახლში უვარდებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, ვერაფერი შეაგნებინა, იძულებული გახდა ეჩივლა და სასჯელიც მოიხადა, მაგრამ კვლავ გააგრძელა მისი დევნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ბავშვთან და დედასთან ერთად ცხოვრობს მუდმივ შიშში. 20-8 წლის 23 ნოემბერს ა-----–---–--- შესულა მათ საცხოვრებელ სახლში და მ--------------თვის ბლაგვი საგანი ჩაურტყამს თავში და სასწრაფო დახმარება გაუწიეს, დედამისი არის I ჯგუფის ინვალიდი და ამ ფაქტის შემდეგ კვირაზე მეტხანს მწოლიარე იყო.

 

მოწმე ი-–------–-–---- განმარტებით დადასტურებულია, რომ მ------------- არის მისი მეზობელი, 20-8 წლის 23 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, მ---- დაუტოვა შვილიშვილი და უთხრა, რომ ა-----–---–--- გამოვიდა ციხიდან, ნ----- კვლავ აწუხებდა და განცხადება უნდა დაეწერა პოლიციაში, შუადღეს კარზე დააკაკუნა მ-------------მ, მას ხელი და კისრის არე ჰქონდა სისხლიანი და უთხრა, რომ ა-----–---–--- დახვდა სახლში, თავში ჩაარტყა და გაიქცა, თხოვა რომ დაერეკა პოლიციაში.

 

მოწმე ნ----------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 23 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სსიპ 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ------------–------------ ქუჩაზე ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომ- ლები და მ-------------, რომელიც იყო აღელვებული და ამბობდა, რომ ა-----–---–--- არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას, ხოლო ა-----–---–---- განმარტებით მას ცოლად უნდოდა ნ---------–--.

 

მოწმე რ------------- განმარტებით 20-8 წლის ნოემბრის თვეში ის და კ----------------- გამოცხადნენ ბ-------- ქუჩაზე მ-------------- ინიციატივით, სახლში დახვდნენ ნ---------–-- და მისი შვილიც, შემდეგ მივიდნენ ა-----–---–--- და მამამისი, მ-------------მ განმარტა, რომ ა-----–---–--- დაუკითხავად მიდიოდა მათთან სახლში, ექცეოდა მათ აგრესიულად და ემუქრებოდა, ა-----–---–---- აღნიშნა, რომ ნ---- უყვარდა, ამიტომ ყოველ ნახევარ საათში დადიოდა მათთან დაოჯახების მიზნით და უკან დახევას არ აპირებდა. ასევე განმარტა, რომ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება, რის გამოც შეადგინეს შესაბამისი ოქმი, გამოიძახეს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი ნ----------- და მასალები გადაუგზავნეს კრიმინალურ პოლიციას.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კო---------------ა და აღნიშნა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდა მეწყვილესთან ერთად ქ------------–------------ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, გამოძახების ინიციატორი იყო მ-------------, რომელმაც განმარტა, რომ ა-----–---–--- უნებართვოდ შევიდა მათ სახლში და ემუქრებოდა, რამდენიმე წუთში ადგილზე მამასთან ერთად გამოცხადდა ა-----–---–---, შეადგინეს შეტყობინების და რეაგირების ოქმი და ჩააბარეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს ნ-----------ს.

 

მოწმე გ--------------- განმარტავს, რომ არის კინოლოგი. 20-8 წლის 23 ნოემბერს მიიღო მონაწილეობა ქ. ზ--------–- ბ-------- ქუჩაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მისაღებ ოთახში, შესასვლელ კარებთან და საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის ნიმუში, დალუქა მინის ქილაში და გადასცა გამომძიებელს, 45 წუთში დაამთავრა ნიმუშის აღება, რის შემდეგ გამომძიებელმა, ექსპერტების ლ-----–------ და ი-----–------------ მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა ოქმი, რასაც მოაწერა ხელი.

 

მოწმე ი-–--------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 23 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და პროკურორის ზეპირი დავალებით გამოკითხა მ------------- და ამოიღო ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე სისხლისმაგვარი ლაქებით, გამოკითხა მ-------------, რომელიც ახალი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან და იყო აღელვებული. დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

 

მოწმე ლ-----–------ განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-8 წლის 23 ნოემბერს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სახლში იმყოფებოდა ბინის მესაკუთრე მ-------------, რომელსაც დაზიანება ჰქონდა მიყენებული და ნ---------–--, კინოლოგის მიერ სუნის ნიმუშის აღების შემდეგ ი-----–-------------- ერთად ამოიღო კარის საკეტი, კოვზი, ყურსასმენის გადანაჭერი, ელექტრო მადუღარა, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, მაისური, ჯემპრი, ზეწარი, რომელიც დივანზე იყო გადაფარებული, კარებთან მეტლახის ზედაპირიდან სისხლის ანაწმენდები.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–------------ და აღნიშნა, რომ ლ-----–------თან ერთად მონაწილეობდა ბ-------- ქუჩა N5/30-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ბინის შესასვლელთან ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანა- ჭერი, შავი ფერის ჯემპრი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, დაზიანებული კარის საკეტი, გადასაფარებელი, ამოღებული ნივთები დალუქეს 7 პაკეტად და გადასცეს გამომძი- ებელს.

 

მოწმე ი-–--------- განმარტავს, რომ 20-9 წლის 29 იანვარს მიიღო მონაწილეობა გამომძიებელ ბ------------------- ერთად ა-----–---–---- მიმართ №----------–---------–-------–---–- ექსპერტის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე თმის ნიმუშის აღებაში, რომელზეც მან უარი განაცხადა და საჭირო გახდა პროპორციული ძალის გამოყენება, საპროცესო მოქმედების ოქმზე ა-----–---–---- ხელი არ მოაწერა.

 

მოწმე ლ-----------–--- განმარტავს, რომ 20-8 წლის 22 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება, მოწმის სახით გამოკითხა ნ---------–-- და მ-------------, 23 ნოემბერს ისევ შევიდა ნ---------–---გან შეტყობინება, რომ ა-----–---–--- იდგა კარებთან და ვერ ახერხებდა სამსახურში წასვლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რ------------ და კ----------------- და ასევე მოწმის სახით გამოკითხა უბნის ინსპექტორი ნ-----------, ნ---------–--- შვილის მასწავლებელი ს-------–-----–---.

 

დაზარალებულ დ------------ს განმარტებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---- დაკავების მიზნით გამოცხადნენ მის საცხოვრებელ სახლში, ქ. ზ--------–- ც------ ქუჩაზე, დააკაკუნა წინა კარებზე და უთხრა, რომ მოსული იყო მის დასაკავებლად, ა-----–---–---- უპასუხა, რომ წინა კარები არ იღებოდა და უკანა კარებს გააღებდა, სადაც გ--------------- იდგა, თვითონაც გაემართა იქეთ, მარჯვენა მხრიდან მოუარა და ვიდრე კარებამდე მივიდოდა შიშველი გადმოხტა ფანჯრიდან, ყვიროდა, უხსნიდნენ, რისთვის იყვნენ მისული, მაგრამ არ ემორჩილებოდა მათ, უძალიანდებოდა, დაარტყა მუშტი, ა-----–------------ დაიყვირა, რომ ხელზე უკბინა, ხელ-ფეხს იქნევდა და სამივეს ურტყამდა, ასევე შემოახია მათ ტანსაცმელი, თვითონ შარვალი და ქურთუკი ჰქონდა გახეული, ისე ისტერიულად ყვიროდა და საოცარი სისწრაფით იქნევდა ხელ-ფეხს ვეღარ აკავებდნენ, გორაობდნენ ტალახში და ხელიდან უსხლტებოდა მათ, თან მშობლებიც ეხმარებოდნენ, დედა და და კიოდნენ, შემდეგ დედა გახდა ცუდად და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, ხოლო ა-----–---–--- დაუსხლტდა მათ და მეზობლის ეზოდან გაიქცა.

 

დაზარალებული ა-----–----------- განმარტავს, რომ 20-8 წლის დეკემბრის თვეში მივიდნენ ა-----–---–---- სახლში მის დასაკავებლად, დ------------მ წინა კარებზე დააკაკუნა და უთხრა, რომ მისი დაკავების მიზნით იყვნენ მისული, თვითონ და გ---------------- გვერდიდან მოუარეს სახლს, ამ დროს ა-----–---–--- წინა ფანჯრიდან გადმოხტა, შეეცადნენ დაკავებას, მაგრამ ის იყო აგრესიული, ყვიროდა, ტალახში იყვნენ ამოსვრილი, ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ. გ---------------- შემოახია ტანსაცმელი, მას უკბინა თითზე და ყველას ურტყამდა, მეზობლები იდგნენ ჭიშკრის გარეთ, მშობლები ყვიროდნენ ცუდად არის გული აწუხებსო, მაგრამ ის გაიქცა.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა გ---------------- და განმარტა, რომ 20-8 წლის 6 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---- დაკავების მიზნით დილის საათებში გამოცხადნენ ქ. ზ--------–-, ც------ ქუჩაზე, განყოფილების უფროსი დ------------ მივიდა წინა კარებთან, დააკაკუნა და უთხრა, რომ მოსულები იყვნენ ა-----–---–---- დასაკავებლად, ა----- უპასუხა, რომ წინა კარი არ იღებოდა და უკანა კარებს გააღებდა, თვითონ იდგა უკანა კარებთან, ა-----–----------- სახლის გვერდით და დ------------მ სახლს მოუარა, რა დროსაც ა-----–------------ დაიძახა, რომ ა-----–---–--- ფანჯრიდან გადმოხტა, ა-----–-- დააკავა, მაგრამ დაუსხლტა, იყო არაადეკვატური, ყვიროდა, არ ემორჩილებოდა მათ სამივე ცდილობდნენ მის დაკავებას და დაწყნარებას, მაგრამ ურტყამდა მათ, შემოახია ტანსაცმელი, ა-----–------------ უკბინა თითზე და გორაობდნენ ტალახში, ამ ჭიდილში ა-----–---–--- მათ დაუსხლტდა, გადავიდა მეზობლის სახლში და გაიქცა.

 

მოწმე ლ-–------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 06 დეკემბერს მივიდნენ ა-----–---–---- სახლში მისი დაკავების მიზნით, ის იდგა სახლის უკანა მხარეს ქუჩაში, დ------------, გ--------------- და ა-----–----------- ეზოში შევიდნენ, ცოტახანში მოესმა ხმაური და შევიდა სახლში, ხალხი იყო შეკრებილი, გ---------------- ტანსაცმელი ჰქონდა შემო- ხეული, ა-----–------------ უჩვენა ა-----–---–---- მიერ ნაკბენი თითი.

 

მოწმე ა------------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 06 დეკემბერს დილით ა-----–---–---- სახლიდან მოესმა კივილი, ჩაირბინა ეზოში და ნახა შეხლა-შემოხლა ა-----–---–---- და ვიღაც ორ პიროვნებას შორის, მას ეჭიდავებოდა მაღალი და ფიზიკურად ჩამოსხმული პიროვნება, მერე გაიგო, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ მის დაკავებას, ხოლო ა----- უნდოდა თავის დაღწევა, მაგრამ არავისთვის დაურტყამს, შემდეგ ა-----–---–--- გახდა ცუდად და პოლიციელები შეეშვნენ, ამით ისარგებლა და გაიქცა.

 

მოწმე ზ-------------- განმარტავს, რომ ა-----–---–--- არის მისი მეზობელი, 20-8 წლის 06 დეკემბერს დილით ყვირილსა და ხმაურზე მივიდა მის ეზოში და დაინახა, რომ ვიღაც ბიჭები ექაჩებოდნენ ა-----–---–----, მაგრამ მას არ უნახავს, რომ ა---- ურტყამდა იმ პირებს, ის იყო თვითონ გაშავებული, მეზობლებმა მიირბინეს, ა----- დედა კიოდა, მალე წამოვიდა იქედან, რადგან სამსახურში ეჩქარებოდა.

 

მოწმე გ------------ განმარტავს, რომ 20-8 წლის 06 დეკემბერს დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულ ა-----–------------გან ამოიღო ტანსაცმელი-ჯემპრი და ჯინსის შარვალი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს.

 

მოწმე ი-----–--------–------ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 20-8 წლის 20 დეკემბერს ბა--------------------------------–-------------–-----–------–ი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---- ბრალდებულის სახით დაკავება.

 

მოწმე მ-----–-–-----–-- განმარტავს, რომ ა-----–---–---- მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოკითხა დ------------, ლ-–------- და გ---------------, ამოიღო მათი კუთვნილი ტანსაცმელი და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგ საქმე გადასცა სხვა გამომძიებელს.

 

მოწმე ბ-------------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 23 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ-------------- ცემის ფაქტზე, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, კიბეებზე და სადარბაზოდან ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები, ბინიდან სუნის ნიმუშები, კარზე მორგებული იყო სამზარეულოს კოვზი, პლასტმასის საგანი და ყურსასმენის გადანაჭერი, რაც ამოიღეს, ჩართული იყო ელექტროქურა, სადაც იდო ფეხსაცმლის გადანაჭერი, სკამზე გადაკიდე- ბული იყო ჯემპრი, დივანზე ოყო გადასაფარებელი და საბანი, საიდანაც ასევე აღებული იქნა სუნის ნიმუში, ამოღებული ნივთები დალუქეს, მოწმის სახით გამოკითხა ნ---------–--, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---- მის დამკავებელ ა-----–------------, ლ-–-------ს, დ------------ს და გ---------------- გაუწია წინააღმდეგობა და გაიქცა, ის 20 დეკემბერს დააკავეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში, დანიშნა ფსიქიატრი- ული ექსპერტიზა, №----------–---------–-------–---–- ექსპერტის და ადვოკატის მონაწილეობით იძულებით აიღო ა-----–---–----გან თმის ნიმუში და ამოიღეს თეთრეული. დანიშნა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოწმის სახით გამოკითხა ა-----–---–---- მეზობლები.

 

მოწმე მ------------- განმარტავს, რომ მუშაობს ქუ--------------–-------–---------------------------------–ი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-----–---–---- საკნიდან ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად ამოიღო მისი კუთვნილი თეთრე- ული, ზეწარი, ბალიშის და საბნის პირი, ა-----–---–---- რამდენიმეჯერ განემარტა, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, მაგრამ ის არ იყო თანახმა და მისი თანხმობის გარეშე ამოიღო.

 

მოწმე პ----------------- განმარტავს, რომ 20-8 წლის 10 დეკემბერს ჩაატარა ტრასოლოგი- ური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა ნივთიერი მტკიცებულება ორ პაკეტად, პოლიციის უნიფორმას - ქურთუკს აღენიშნებოდა დაზიანება ორივე მკლავის შეერთების ადგილას ნაკერი ძაფის გარღვევის სახით და ჯიბესთან დაზიანება გახევის სახით, რომელიც გამოწვეული იყო ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. 20-9 წლის 30 იანვარს ასევე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ვიზუალურად და ხელსაწყოების გამოყენებით დაასკვნა, რომ კარის საკეტი მექანიზმის სახელურები დაზიანებული იყო ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, ძალაყინის, სატეხის და ა.შ გამოყენებით.

 

მოწმე შ-----------–------ განმარტავს, რომ ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დაადგინა, რომ მ--------------გან ამოღებულ სათვალეზე მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--------------. ბინის კარის წინ სადარბაზოს მეტლახის იატაკიდან ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მდედრობით სქესის პირს, მ-------------- ტანსაცმელზე არსებული სისხლი ეკუთვნის მ--------------, მ-------------- ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა-----–---–---- გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

მოწმე მ-------------–--- განმარტავს, რომ დ------------ს ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ მას არ გააჩნდა მექანიკური დაზიანების ნიშნები და არც ა-----–------------ აღენიშნებოდა დაზიანება, მას, რომ ნაკბენი ჰქონოდა დაეტყობოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შ---------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ მ-------------- ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის და პირადი გასინჯვის საფუძველზე გასცა დასკვნა, რომ მ-------------- სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა სისხლნა- ჟღენთისა და ნაჭდევის სახით, ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე უსწორო, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი, კისრის მარჯვენა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევი სახის დაზიანება, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის ფალანგზე ნაჭდევი, თხემ-კეფის საზღვარზე უსწორო - ნაპრალისებური ჭრილობა და სისხლჩაქცევები, მ-------------- დაზიანებები მიყენებული ჰქონდა მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმე დ---------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ ა-----–---–--- სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოთავსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის სტაციონარში და ექსპერტთა კომისიამ ჩაუტარა ფსიქიატრიული გამოკვლევა, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებით გაიცა დასკვნა, რომ მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, მაგრამ მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის, მისი ფსიქიკური აშლილობა არ აღწევს შეურაცხადობის დონეს, იგი სულით ავადმყოფი და ჭკუასუსტი არ არის, არც იძულებით ან არანებაყოფლობით მკურნალობას საჭიროებს და სახეზეა შეზღუდული შერაცხადობა.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ვ--------–----–---–----- და დაადასტურა, რომ მონაწილეობდა საექსპერტო კომისიაში, რომელმაც ა-----–---–---- დაუდგინა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა და შეზღუდული შერაცხადობა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------------------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ 20-9 წლის 29 მარტს ჩაატარა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა სუნის კვალის ნიმუში სამ პაკეტად და ნივთები, სუნის კვალის ნიმუშები მოათავსა ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ლაბორატორიაში არსებულ კონტეინერში და სამჯერ სპეციალური ძაღლების მეშვეობით მოხდა ა-----–---–---- პირადი საწოლის თეთრეულიდან და მისი კუთვნილი ნივთებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების შედარება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებთან და გაიცა დასკვნა, რომ შემთხვევის ადგილიდან, მ-------------- საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის წინ ლამინირებული იატაკი ზედაპირიდან, ასევე მისაღებ ოთახში დივანსა და სავარძელს შორის იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან და ერთი ცალი რუხი ფერის უმკლავო მაისურიდან, ორი ცალი ფეხსაცმლის შავი ფერის ჩასაფენი ნაჭრიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ა-----–---–---- პირადი საწოლის თეთრეულიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ს.ფ 129-132. ტ.3)

 

დაცვის მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული ა-----–---–---- მ--------------–-–---–--- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 20-8 წლის 23 ნოემბერს დაურეკა მ-------------მ და შეთავაზა შერიგება, მაგრამ როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები დაახვედრა, იქედან მისი შვილი წაიყვანა ავტოსადგურში და თბილისში გაამგზავრა, მისთვის უცნობია იმავე დღეს თუ როგორ აღმოჩნდა მ-------------- ბინაში. 20-8 წლის 06 დეკემბერს დაახლოებით 07:00 საათზე ყვირილის ხმამ გააღვიძა, ა---- ითხოვდა შველას, წინა ოთახში იწვა და გავიდა გარეთ, მისი შვილი მიწაზე იწვა და ორი უცნობი ახრჩობდა, ერთი ყელზე აწვებოდა, მეორეს გაკავებული ჰყავდა, მას წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მეუღლის კივილზე მეზობლები შეიკრიბნენ, თხოვდა მათ არ დაეხრჩოთ, ა---- გახდა ცუდად, გაშავდა და ხელი გაუშვეს, მოსულიერდა და ლ-------------- ქუჩით წავიდა, მესამე იდგა ქუჩაში. შემდეგ თქვეს, რომ იყვნენ პოლიციელები, მოვიდნენ ა----- გამოსაკითხად და არა დასაჭერად.

 

მოწმე გ---–-----------–---- განმარტავს, რომ 20-8 წლის 06 დეკემბერს 07:00 საათზე საშინელმა ღრიალმა გამოაღვიძა და გავიდა აივანზე. დაინახა, რომ მისი შვილი-ა-----–---–--- ორ ბიჭს ჰყავდა გაკავებული, ერთი ყელში უჭერდა და ახრჩობდა, მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, იყო გაშავებული, თვალები ჰქონდა გადმოკარკლული და თავი გადაგდებული, მეზობლები შემოვიდნენ, თხოვდნენ, რომ არ დაეხრჩოთ, მისი შვილი იყო ცუდად და თვითონაც ცუდად გახდა, რომ გამოეღვიძა სასწრაფო დახმარება ადგა თავზე.

 

მოწმე დ--–--–---------–--- განმარტავს, რომ 20-8 წლის 06 დეკემბერს 07:00 საათზე მოესმა საშინელი კივილის ხმა და როცა შევიდა ა-----–---–---- ეზოში, იგი ძირს ეგდო ტალახში და ორი მამაკაცი აწვა ზემოდან, ერთი მაღალი და ჩაფსკვნილი ყელში უჭერდა ხელს და ა---- წინააღმდეგობას არ უწევდა, იგი იხრჩობოდა, ა-----–---–---- დედა კიოდა და თვითონაც დაიწყო კივილი, მეზობლები მოვიდნენ და თხოვდნენ გაეშვათ, მაგრამ მათაც ემუქრებოდნენ. ა---- თითქმის მკვდარი იყო. დედამისიც ცუდად იყო და სასწრაფოს გამოუძახეს, როდესაც ნახეს, რომ ა-----–---–--- ცუდად გახდა, ხელი გაუშვეს, ამ დროს ის ლ-------------- ქუჩით გაქცეულა.

 

მოწმე ზ-------------- განმარტავს, რომ დილით ხმაურმა და კივილმა გამოაღვიძა, გაიხედა, ხალხმრავლობა იყო ა-----–---–---- სახლში, როდესაც მივიდა ორი უცხო მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ა----- დასაჭერად არ იყვნენ მისულები, ის სხვა არაფერს შესწრებია.

 

მოწმე დ------------–-- განმარტავს, რომ ა-----–---–--- არის მისი მეზობელი, 20-8 წლის 06 დეკემბერს გამოაღვიძა საშინელმა ყვირილმა, რომ მივიდა ა----- ტანსაცმელი არ ეცვა, ქვევით იყო მოქცეული და წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ორ პირს ჰყავდა გაკავებული, ერთი ყელში უჭერდა, მეორე ხელებს უკავებდა, მესამე იდგა გარეთ. ა---- ყვიროდა, ის იყო ცუდად, გული მისდიოდა, თვალები გადმოეკარკლა, მათ შეეშინდათ და ხელი გაუშვეს, რა დროსაც იგი გაიქცა.

 

მოწმის სახით დაკითხული ა-----–---–---- დის, ა---–---–---- ჩვენებით, დილით 07:00 საათზე მოესმა ძმის განწირული ხმა, გავიდა აივანზე, ორი უცნობი პიროვნება ზედ აჯდა ა-----–---–----, ერთი იყო მაღალი და ზორბა, მეორე საშუალო ტანის, მესამე იდგა გარეთ. ა---- ეგდო ძირს, მამამისი თხოვდა მათ, რომ გაეშვათ, დედა კიოდა, თვითონაც დაიწყო კივილი და ეხვეწებოდა ძმა არ მოეკლათ. ა---- ცუდად გახდა, გალურჯდა და ვერ სუნთქავდა, მათ ხელი გაუშვეს და ეზოდან გავიდნენ, მაგრამ მესამემ დაუძახა ადგა და გაიქცაო, ის მაღალი დ------------ დაბრუნდა და დაედევნა.

 

ა-----–---–---- სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ხოლო საბოლოო სიტყვაში ითხოვა გამართლება.

 

ა-----–---–---- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

 

20-8 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ. ზ------------------------------, კორპუსი №5-ში მდებარე 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულს, რომლის დერეფნის მეტლახის ზედაპირზე მრავლად აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საცხოვრებელი ბინის საკეტი მექანიზმი დაზიანებულია, კარზე შიგნითა მხარეს სახელურის სამაგრ ადგილზე ხელოვნურად მიერთებულია სამზარეულოს კოვზი, ოდნავ ზემოთ კი მრგვალი პლასტმასისმაგვარი საგანი და დაზიანებული ყურსასმენის გადანაჭერი, მისაღებ ოთახში დგას დივანი, ელექტრო გამათბობელი, რომელზეც დევს ორის ცალი ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, რომლის კიდეზე გადაკიდებულია ნაცრისფერი უმკლავო მაისური, სკამი, რომელზეც გადაკიდე- ბულია შავი ფერის გრძელსახელოიანი ჯემპრი, სავარძელი, რომელზეც გადაფარე- ბულია ჭრელი ნაჭერი და დევს საბანი, დათვალიერების დროს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინა- ლისტიკური სამსახურის ექსპერტის მეშვეობით აღებულია მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, სამი ცალი სუნის ნიმუში, ამოღებულია საკეტი მექანიზმი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, დაზიანებული ყურსასმენის გადანაჭერი, შავი ფერის ჯემპრი, ნაცრისფერი მაისური, ორი ცალი ფეხსაცმლის ჩასაფენი, სავარძლის გადასაფა- რებელი და ზეწარი (ს.ფ 4-10, ტ.1)

 

20-8 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ--------------გან ამოღებულია შავი ფერის ქურთუკი და სვიტერი სისხლისმაგვარი ლაქებით (ს.ფ. 24-26, ტ.1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-8 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 30-31, ტ.1 )

 

20-8 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ--------------გან ამოღებულია შავი ფერის პლასტმასის კორპუსის მქონე დაზიანებული სათვალე მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით (ს.ფ. 34-36, ტ.1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-8 წლის 24 ნოემბრის განჩინე- ბით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მ-------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.40-41, ტ.1 )

 

20-8 წლის 23 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად მ-------------- აღენიშნება სკალპის ღია ჭრილობა (ს.ფ 43, ტ1)

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 20-8 წლის 26 ნოემბრის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ-------------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით, განვითარებული მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 48-51, ტ.1)

 

20-8 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ------------სგან ამოღებულია შავი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი (ს.ფ. 151-153, ტ.1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-8 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.157-160, ტ1)

 

20-8 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ----------------გან ამოღებულია ლურჯი ფერის პოლიციის ქურთუკი და ლურჯი ფერის ნაჭრის შარვალი (ს.ფ. 171-173, ტ.1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-8 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ---------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.177-178, ტ1)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 20-8 წლის 10 დეკემბრის №3----- და 20-9 წლის 31 იანვრის №3---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით გ---------------- ლურჯი ფერის უნიფორმა - ქურთუკზე არსებული დაზიანებები, მკლავის შეერთების ადგილას ნაკერი ძაფის გარღვევის და ჯიბესთან ქსოვილის გახევის სახით, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმით და განვითარების ხასიათით განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად და კარის საკეტი მექანიზმის სახელურებიდან ერთ-ერთი სახელურის კორპუსზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია მექანიკური ძალის ზემოქმედებით, მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს ძალაყინი, სატეხი და სხვა (ს.ფ145-149, ტ1, ს.ფ. 182-186, ტ2)

 

20-8 წლის 06 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა-----–------------გან ამოღებულია შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი (ს.ფ. 199-20-, ტ.1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-8 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა-----–------------ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 205-206, ტ1)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 20-- წლის 0--------------ს ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მყოფი, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი- გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ------------------------------------------------ დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის თანამდებობაზე (ს.ფ 250, ტ1)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 20-- წლის 0--------------ს ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მყოფი, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ლ-–------- (---------------- დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე (ს.ფ 251, ტ1)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–----------------- ბრძანებით ა-----–----------- (---------------- დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად 20-8 წლის 15 დეკემბრიდან (ს.ფ. 253, ტ1)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-6 წლის 0-----------ს ბრძანებით გ--------------- (---------------- დაინიშნა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად „პოლიციის კაპიტანი“-ს საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებით (ს.ფ 254-255, ტ1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 10 იანვრის საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 20-9 წლის 29 იანვარს ა-----–---–---- მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნიდან ექსპერტის მონაწილეობით აღებულია თმის ნიმუში ( ს.ფ 120-123, ტ.2)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 2---------- საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების საფუძველზე 20-9 წლის 30 იანვარს ქ----------------------------------–-----------------------–----------–-------–---------------------------------------- ამოღებულია ა-----–---–---- ბალიშის პირი, საბნის პირი და ზეწარი ( ს.ფ 134-138, ტ.2)

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 0- თებერვლის №0-------- სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ა-----–---–---- აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), მაგრამ მას შეუძლია წარსდგეს სასამართლოს წინაშე და არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას (ს.ფ 83-88, ტ3).

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20-9 წლის 29 მარტის №4-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ ქ. ზ------------------------------, კორპუსი №5-ში მდებარე მ-------------- საცხოვრებელი ბინა №30-ის შესასვლელი კარის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, ასევე მისაღებ ოთახში არსებულ დივანსა და სავარძელს შორის ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან და ერთი ცალი რუხი ფერის უმკლავო მაისურიდან, ორი ცალი ფეხსაცმლის შავი ფერის ჩასაფენი ნაჭრიდან სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-----–---–---- პირადი საწოლის თეთრეულიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 14 ივნისის №0-------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სადარბაზოს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№3) წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს;

პლასტმასისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№7) წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს და ობიექტი №3-ის პროფილის იდენტურია;

მისაღებ ოთახში მდგარი სკამის ზედაპირიდან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა-----–---–---- გენეტიკური თანამონაწილეობა;

მ--------------გან ამოღებულ სათვალეზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლს და იდენტურია №3,7 გენეტიკური პროფილის;

ობ №13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირებს და ერთი წილი ობ.№3,7,11-ის პროფილის იდენტურია;

ა-----–------------გან ამოღებულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---- ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ №27 პროფილის მაჟორული წილისგან;

დ------------სგან ამოღებულ შარვალზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---- ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ №27 პროფილის მაჟორული წილისგან;

შარვალზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა-----–---–---- ობ. №1,2 ობ №14, ობ.№25 და ობ №27 პროფილის მაჟორული წილისგან (ს.ფ 76-90, ტ. 4)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ა-----–---–---- ბრალი ედება დანაშაულთა ერთობლიობაში და თითოეულ ქმედებას უნდა მიეცეს ინდივიდუალური შეფასება.

ა-----–---–---- ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა, ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუ- ციით, საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სის- ხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ა-----–---–---- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მან ჩაიდინა მ-------------- მიმართ ცემა, რომელიც წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ სახეს და ნიშნავს სხვა ადამიანის მიმართ ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს. ზემოთაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას და დამთავრებულად ითვლება შესაბამისი შედეგის დადგომის მომენტიდან, რაც გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის დადგენას პირის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა, ამდენად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ა-----–---–---- ქმედებას- მ--------------თვის ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით სხეულის დაზიანებას და ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებას შორის.

 

ა-----–---–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 -ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული დაზარალებულ მ--------------, მოწმეების ი-–------–-–---- და ნ---------–--- ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ---------------- ჩვენებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ-----------–------- ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულების - სათვალის დათვალიერებით (გამოკვლევით).

 

ა-----–---–---- ასევე ბრალად ერაცხება, რომ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

 

ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის შემადგენლობა გულისხმობს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესვლას და ყოფნას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ქმედება მაშინ არის დანაშაული და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი თუ პირი ბინაში შედის ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ, ამ ორი კომპონენტის ერთობლივი არსებობა აუცილებელია, რომ ქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დადასტურებულია, რომ ა-----–---–----, მ-------------- და ნ---------–--- შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, მ-------------- არ სურდა, რომ ა-----–---–--- მისულიყო მათ საცხოვრებელ ბინაში და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით სურდა მისი ქმედების აღკვეთა, თუმცა ა-----–---–---- ისარგებლა ოჯახის წევრთა არ ყოფნით და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, საკეტის დაზიანების გზით შევიდა ბინაში, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–---–---- ქმედება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად რელევანტურს და სახეზე არის დანაშაულის შემადგენლობა.

 

ა-----–---–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშა- ულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ მ--------------, მოწმეების ნ---------–--- და ი-–------–-–---- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ გ------------------- ჩვენებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ პ-----------------ს ჩვენებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ-----------–------- ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულების - ა-----–---–---- ტანსაცმლის გამოკვლევით.

 

ა-----–---–---- ბრალდების მხარე ედავება, რომ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და მათი კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლაში ფიზიკური ძალადობით.

 

სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ბრალდების და დაცვის მხარეს შეუქმნა თანაბარი პირობები წარმოედგინა და გამოეკვლია საკუთარი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ ა-----–---–---- მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში სასამართლოს წარედგინა დაზარალებულების, დ------------ს, ა-----–------------ და გ----------------, ბრალდებულის ოჯახის წევრების და მეზობლების ჩვენებები, სასამართლოს მიერ თითოეული მათგანის ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს კრიტიკულად, მით უფრო დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს და თვით დაზარალებულთა ჩვენებებს შორისაც არსებობს გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი გარემოება.

დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით სამივე ცდილობ- და ა-----–---–---- დაკავებას, მაგრამ მან გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი, თითზე უკბინა ა-----–------------, შემდეგ დაუსხლტათ ხელიდან და გაიქცა, ბრალდების მხარის დანარჩენ მოწმეთა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით, მხოლოდ ორი პირი აკავებდა ა-----–---–---- და მისი მხრიდან წინააღმდეგობას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მას არც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რადგან ჰყავდათ გაკავებული და ერთ-ერთი ყელში უჭერდა, ა-----–---–--- იხრჩობოდა, გაშავდა და ვერ სუნთქავდა და მას ცუდად ყოფნის გამო გაუშვეს ხელი, რითაც ისარგებლა და გაიქცა, ანუ დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პოლიციის მუშაკებმა ვერ შეძლეს სასამართლოს განჩინების შესრულება და ბრალდებულის სახით მისი დაკავება, მაგრამ სასამართლოს აზრით ა-----–---–---- მხრიდან პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც მიზნად ისახავდა მათი საქმიანობის შეწყვეტას და რასაც ახლდა ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულო პირობა - ძალადობა, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერ განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, წარმოადგენს არა სისხლის სამართლის წესით დასჯად, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ- დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას და იწვევს შესაბამის პასუხის- მგებლობას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პოლიციის თანამშრომლებს თან არ გააჩნდათ მოსამართლის განჩინება პირის დაკავების შესახებ, ოქმის შესადგენად და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია. ბრალდების მხარე ა-----–---–---- ედავება დაზარალებულებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დ------------ს, ა-----–------------ და გ---------------- დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, დაზარალებულთა ჩვენებებით ბრალდებულმა სამივეს შემოახია ტანსაცმელი, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მხოლოდ გ----------------გან ამოღებულ სამსახურებრივ ქურთუკს აქვს დაზიანება მკლავის შეერთების ადგილას ნაკერის გარღვევის და ჯიბესთან მცირე ზომის გახევის სახით, მაგრამ ამ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმის მხედველობაში მიღებით იგი შესაძლებელია განვითარებულიყო დაკავების პროცესშიც, ყურადსაღებია ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლებს გააჩნიათ საკმარისი ფიზიკური მომზადება, გამოცდილება, ტაქტიკა და ტექნიკა პირის დაკავების უზრუნველსაყოფად და სამმა პოლიციის მუშაკმა, თუნდაც ორმა, რომ ვერ მოახერხა ერთი, დაბალი და სუსტი აღნაგობის პირის დაკავება, მათ ჩვენებას ნაკლებად სანდოს ხდის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–---–---- ბრალეულობის დასადასტურებლად არ არსებობს საკმარისი, ურთიერთავსებადი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა-----–---–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენაში.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, შესაბამისად ა-----–---–--- ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას ა-----–---–---- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული დაცვის მხარისთვის სადავოდ მიჩნეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონის შესაბამისად და მტკიცებულებათა მოპოვებისას აღნიშნული კანონის არსებით დარღვევას, რაც გამოიწვევდა საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას, არ არსებობს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა- ზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ა-----–---–---- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

 

შესაბამისად ა-----–---–---- ბრალი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11 -ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოე- ბები:

 

ა-----–---–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირი.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწი- ნააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის და შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ ა-----–---–---- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელო- ბაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

 

ვინაიდან ა-----–---–---- 20-9 წლის 0- თებერვლის №0-------- სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ბრალად შერაცხული მართლსა- ნააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირი, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

ა-----–---–---- მიერ ჩადენილი მართლსაწინაღმდეგო ქმედების პირველ ეპიზოდში (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სახეზეა მაკვალიფიცირებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა არაერთგზის, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში აღნიშნული არ ვრცელდება, რის გამოც მის მიმართ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;

 

ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანაჭერი, სავარძლის გადასაფარებელი ჭრელი ნაჭერი, ზეწარი და ა-----–---–---- თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ნაცრისფერი უმკლავო მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---- ოჯახს.

 

მ-------------- კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ მ--------------.

 

დ------------სგან ამოღებული შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ------------ს.

 

გ----------------გან ამოღებული ლურჯი ფერის ქურთუკი და ნაჭრის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ----------------.

 

ა-----–------------გან ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–------------.

 

მ----------------- ამოღებული ა-----–---–---- თეთრეული, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---- ოჯახს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 275-ე, 277-ე, 279-2-0-ე, 292-293-ე მუხლებით

დაადგინა:

 

1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ა-----–---–--- (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდეს.

 

2.ა-----–---–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3.საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-----–---–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

6.ა-----–---–---- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 20-8 წლის 20 დეკემბრის 23:51 საათიდან.

 

7.ა-----–---–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ფეხსაცმლის ჩასაფენი ნაჭერი, კოვზი, პლასტმასისმაგვარი საგანი, ყურსასმენის გადანაჭერი, სავარძლის გადასაფარებელი ჭრელი ნაჭერი, ზეწარი და ა-----–---–---- თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ნაცრისფერი უმკლავო მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---- ოჯახს.

 

მ-------------- კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი, სვიტერი და დაზიანებული სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ მ--------------.

 

დ------------სგან ამოღებული შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ------------ს.

 

გ----------------გან ამოღებული ლურჯი ფერის ქურთუკი და ნაჭრის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ----------------.

 

ა-----–------------გან ამოღებული შავი ფერის ჯემპრი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–------------.

 

მ----------------- ამოღებული ა-----–---–---- თეთრეული, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა-----–---–---- ოჯახს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია