განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/64-1- 1- ივლისი 201- წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0----------1)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა-–------------------;
ბრალდებული - თ---------- ო------ს ძე ხ----–--–--- (დაბადებული 1--- წლის 26 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლევის, უმუშევარი, მცხოვრები: ქალაქ თბილისში, დ--------------, მე-5 კვარტალის კორპუსი N1-, ბინა N2-ში, რეგისტრირებული: ქალაქი ქ--------, ა. წ-------–-- ქ. 32, ბინა N3--ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 30 იანვარს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი თ---------- ხ----–--–---, 201- წლის 22 იანვარს დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში ა---------- ქ. N 40-ში მდებარე ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი სუვენირების, სამკაულებისა და ღვინის მაღაზია „დ----ნ +“-ის მაღაზიის დახლიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ორ ბეჭედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა თ---------- ხ----–--–---მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებულმა აჩვენა, რომ მართალია, მან წინასასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხულ დანაშაულში და ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, მაგრამ მისი მხრიდან ეს პოზიცია განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდების მხარე დაპირდა საპროცესო შეთანხმებაზე მისთვის სასურველი პირობებით. ასევე, დათანხმდა იმის გამო, რომ თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, რადგან წარსულში ნასამართლევია და ის გამოჩნდა იმ მაღაზიის ვიდეოში, საიდანაც ბეჭდების ქურდობას ედავებინ, რაც მას არ ჩაუდენია.
ბრალდებულის ჩვენებით, 201- წლის 16 იანვარს ის იმყოფებოდა დაბა ბაკურიანში 4 წლის შვილიშვილთან ერთად, სადაც ისვენებდა ერთი კვირა. უკვე 22 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, გამოვიდა დაბა ბაკურიანიდან და წამოვიდა თბილისის მიმართულებით, გზად ქალაქ ბ---------–- შეხვდა მისთვის უცნობი პიროვნებები, რომლებიც ასევე მიდიოდნენ თბილისში. აღნიშნული პირები იყვნენ რუსეთის ფედერაციიდან და ის დათანხმდა მათ, რომ წაიყვანდა თბილისისკენ, ვინაიდან ქონდათ ერთი გზაში. გზაში ყოფნისას, როდესაც მიუახლოვდნენ მცხეთას, აღნიშნულმა პირებმა სთხოვეს მცხეთაში მათი მიყვანა, რათა დაეთვალიერებინათ მცხეთა, რაზეც ის დათანხმდა. მცხეთაში ყოფნისას დაათვალიერეს სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია. ასევე მისულები იყვნენ ერთ-ერთ მაღაზიასთან, სადაც ტურისტებს სურდათ ქართული ღვინის ყიდვა. იქვე იმყოფებოდი ისიც. მაღაზიის გარეთ განთავსებული იყო სხვადასხვა დახლი, მათ შორის მინის დახურული დახლი, სადაც ჩალაგებული იყო სხვადასხვა სამკაულები - ვერცხლის ნაკეთობები, ბეჭდები, საყურე, სამაჯური და ასევე სხვა ნივთები. ის დააინტერესა ერთ-ერთი ბეჭდის ფასმა, რომელიც გამოიღო და გამყიდველს, ახალგაზრდა გოგონას კითხა მისი ფასი, მან უთხრა ბეჭდის ფასი, რაც მან მიიჩნია არარეალურ ფასად. მას შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა, რომ ბეჭედი და არც სხვა რომელიმე ნივთი არ წამოუღია. აღნიშნულის შემდეგ ის ტურისტებთან და მის შვილიშვილთან ერთად წამოვიდა სახლში. ასევე, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას მანქანა ჰქონდა ახალი ნაყიდი. მან თავისი ხელით, პულტით გაუღო მანქანის კარები პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ჩაატარეს მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მანქანის საბარგულიდან ამოიღეს ბეჭედი. მას ის ბეჭედი არც ჩაუდია მანქანის საბარგულში და არც ის იცის, იქ როგორ აღმოჩნდა. ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ბეჭედს ,,ჩაუგდებდნენ“. მართალია, ამოცნობების დროს ის ამოიცნეს მაღაზიის მეპატრონემ და გამყიდველმა გოგომ, მაგრამ მათ მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ის მათ მაღაზიაში იყო იმ დღეს, როდესაც ბეჭდები დაეკარგათ, რასაც თვადაც არ უარყოფს, მაგრამ მას ამ ქურდობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან მას არანაირი ნივთი და არც ბეჭდები არ აუღია დახლიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს თ---------- ხ----–--–---ს პოზიციას იმის შესახებ, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, - რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში თ---------- ხ----–--–---ს ბრალეულობა დადასტურებულია ნაწილობრივ როგორც თავად ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ასევე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
2.2. დაზარალებულ ნ--- ქ-----–-–---–-- მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვით, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) დადგენილია, რომ ნ--- ქ-----–-–---–ი არის ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე ღვინისა და სუვენირების მაღაზიის - შპს „დ----ნ +“-ის მესაკუთრე და დირექტორი. ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი მაღაზია მუშაობს ყოველ დღე დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე. აღნიშნულ მაღაზიაში ასევე მუშაობს გ---–- გ------–--კო კონსულტანტად. ნ--- ქ-----–-–---–იც საკუთარ მაღაზიაში იმყოფება თითქმის ყოველი დღე. მაღაზიის შიგნით განთავსებულია ღვინის დახლები, ხოლო გარეთ - ღია დახლი, რაზეც დალაგებულია სუვენირები და ვერცხლის ბეჭდები.
მაღაზიის შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს არის შემინული დახლი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სამკაული. მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეო სათვალთვალო კამერები. ნ--- ქ-----–-–---–მა 201- წლის 23 იანვარს მაღაზიაში ნივთების აღწერისას შეამჩნია, რომ შემინულ დახლზე აკლდა ორი ცალი ბეჭედი. მოპარული ბეჭდებიდან ერთი იყო მრგვალი ფორმის, ვერცხლის ნაკეთობა, წვრილი ცირკონის თეთრი ქვის თვლებით მოჭედილი და ჰქონდა ბანტის ფორმა, ხოლო მეორე - ასევე მრგვალი ფორმის, ვერცხლის ნაკეთობა, თეთრი და მოიასამნისფრო ტოპაზისა და ცირკონის თვლებით მოჭედილი, როდირებული მოვერცხლისფრო მოოქროვილ ფერში, ბეჭედს ჰქონდა ყვავილის ფორმა. ბანტის ფორმის ბეჭდის ღირებულება შეადგენდა 300 ლარს, ხოლო ყვავილის ფორმის ბეჭდისა - 350 ლარს. ნ--- ქ-----–-–---–მა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები. მან 201- წლის 22 იანვრის ვიდეოჩანაწერში დაინახა, თუ როგორ იღებს ახალგაზრდა, მისთვის უცნობი მამაკაცი ორ ცალ ბეჭედს მისი კუთვნილი მაღაზიის დახლიდან.
2.3. გ---–- გ------–--კომ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) აღნიშნა, რომ მუშაობდა კონსულტანტად ყოველ დღე დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე ღვინისა და სუვენირების მაღაზია „დ----ნ +“-ში. მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული იყო ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომლებიც ჩაწერას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა. მაღაზიის შიგნით განთავსებული იყო ღვინის დახლები, ხოლო გარეთ - ღია და დახურულ მინის დახლებში სუვენირები და ვერცხლის ბეჭდები. 201- წლის 23 იანვარს მაღაზიაში ნივთების აღწერისას მან და მაღაზიის მეპატრონე ნ--- ქ-----–-–---–მა შეამჩნიეს, რომ დახლზე აკლდა ორი ცალი ბეჭედი. აღნიშნულის გამო მათ გადაწყვიტეს დაეთვალიერებინათ მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები. 201- წლის 22 იანვრის დაახლოებით 16:00 საათის ვიდეოჩანაწერში გ---–- გ------–--კომ და ნ--- ქ-----–-–---–მა დაინახეს, თუ როგორ იღებს შუახნის მამაკაცი ბეჭედს გარეთა შემინული დახლიდან და იდებს მას ჯიბეში. ჩანაწერის ნახვისას გ---–- გ------–--კოს გაახსენდა, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა მას ჰკითხა ბეჭდის ფასი. ხოლო მას შემდეგ, რაც გ---–- გ------–--კო გავიდა დახლიდან, სწორედ ამ დროს აიღო ბეჭდები და უკან არც მისთვის და არც ნ--- ქ-----–-–---–--თვის არ დაუბრუნებია. ასევე არ დაუდია დახლზე. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდგომ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია ნ--- ქ-----–-–---–მა განაცხადა პოლიციაში.
2.4. შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის უმცროსი ინსპექტორ კ--- გ-------ას მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვით, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) დადგენილია, რომ მცხეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N0----------1 საქმეზე, ფარულად დაუფლებული ბეჭდების ძებნა, ამოღების მიზნით, ქ. თბილისი დ------ მასივი, V კვარტალი, კორპუსი N1-, ბინა N2-ში თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინისა და მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკა-ამოღების ჩასატარებლად, 201- წლის 25 იანვარს, დაახლოებით 22:55 საათზე, სამსახურეობრივი ავტომანქანით კ--- გ-------ა მივიდა თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელ ბინაში მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ------გ შ--------სა და უბნის-ინსპექტორ ი---- ვ---------, ასევე შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებთან, ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–---ნ ერთად. ადგილზე მისვლის შემდეგ გამომძიებელ ვ------გ შ--------მ თ---------- ხ----–--–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე მან განუმარტა უფლება–მოვალეობანი. თ---------- ხ----–--–---ს განემარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შემდეგ თ---------- ხ----–--–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ფარულად დაუფლებული ბეჭდები, თუ ასეთი რამ გააჩნდა. აღნიშნულზე თ---------- ხ----–--–---მ განაცხადა, რომ გაეცო დადგენილებას და დაეთანხმა მისი საცხოვრებელის სახლის ჩხრეკას, თუმცა უარი განაცხადა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარმოდგენაზე, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ას, ე---------ე ა----–---–ს, გამომძიებელ ვ------გ შ--------ს, ინსპექტორ ი---- ვ---------, ასევე მისი და თ---------- ხ----–--–---ს მონაწილეობით დაიწყო თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებული. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ფოტოგრაფირებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რაზეც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა განაცხადეს თანხმობა. ოქმს გაეცნენ ჩხრეკის მონაწილეები, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩრეკის დასრულების შემდგომ 201- წლის 25 იანვარს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ------გ შ--------ს და ინსპექტორ ი---- ვ---------, სამმართველოს უფროსის მოადგილე დ---თ გ--–-–---–ის, ასევე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–---ნ ერთად, მცხეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N 0----------1 საქმეზე, ფარულად დაუფლებული ბეჭდების დაძებნა, ამოღების მიზნით, ქ. თბილისი დ------ მასივი, V კვარტალი, კორპუს N1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებელ თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილ მერსედესის მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის ჩასატარებლად კ--- გ-------ამ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკაში. ადგილზე მისვლის შემდეგომ გამომძიებელმა ვ------გ შ--------მ თ---------- ხ----–--–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა/მანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე გამომძიებლის მიერ განემარტა თავისი უფლება–მოვალეობანი. თ---------- ხ----–--–---ს განემარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკა, რის შემდეგ თ---------- ხ----–--–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ფარულად დაუფლებული ბეჭდები, თუ ასეთი რამ გააჩნდა, აღნიშნულზე თ---------- ხ----–--–---მ განაცხადა, რომ გაეცო დადგენილებას, თუმცა მის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ას, ე---------ე ა----–---–ის, გამომძიებელ ვ------გ შ--------ს, ინსპექტორ ი---- ვ---------, დ---თ გ--–-–---–ის, ასევე მისი და თ---------- ხ----–--–---ს მონაწილეობით დაიწყო თ---------- ხ----–--–---ს ა/მანქნის ჩხრეკა. თ---------- ხ----–--–---ს მერსედესის მარკის ა/მანქნის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის შედეგად ა/მანქანის წინა სალონში, მძღოლის გვერდითა მხარეს, წინა საბარგულიდან ე. წ. ბარდაჩოკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ღია, მოთეთრო და მოცისფრო ფერის თვლიანი მრგვალი ბეჭედი. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამოღებამდე აღნიშნული ბეჭედი წარედინათ მას და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირებს, რის შემდეგად ადგილზე შეიფუთა და დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაისვა შესაბამისი ხელმოწერები, შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. თ---------- ხ----–--–--- გაეცნო ოქმს, თუმცა მის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი შენიშვნა.
2.5. შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის უმცროსი ინსპექტორ ი---- ვ--------- მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვით, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) დადგენილია, რომ მცხეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N0----------1 საქმეზე, ფარულად დაუფლებული ბეჭდების ძებნა, ამოღების მიზნით, ქ. თბილისი დ------ მასივი, V კვარტალი, კორპუსი N1-, ბინა N2-ში თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინისა და მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკა-ამოღების ჩასატარებლად, 201- წლის 25 იანვარს, დაახლოებით 22:55 საათზე, სამსახურეობრივი ავტომანქანით კ--- გ-------ა მივიდა თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელ ბინაში მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ------გ შ--------სა და უბნის-ინსპექტორ კ--- გ-------ას, ასევე შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებთან, ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–---ნ ერთად. ადგილზე მისვლის შემდეგ გამომძიებელ ვ------გ შ--------მ თ---------- ხ----–--–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე მან განუმარტა უფლება–მოვალეობანი. თ---------- ხ----–--–---ს განემარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შემდეგ თ---------- ხ----–--–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ფარულად დაუფლებული ბეჭდები, თუ ასეთი რამ გააჩნდა. აღნიშნულზე თ---------- ხ----–--–---მ განაცხადა, რომ გაეცო დადგენილებას და დაეთანხმა მისი საცხოვრებელის სახლის ჩხრეკას, თუმცა უარი განაცხადა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარმოდგენაზე, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ას, ე---------ე ა----–---–ს, გამომძიებელ ვ------გ შ--------ს, უბნის უმცროს ინსპექტორ კ--- გ-------ას, ასევე მისი და თ---------- ხ----–--–---ს მონაწილეობით დაიწყო თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ფოტოგრაფირებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რაზეც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა განაცხადეს თანხმობა. ოქმს გაეცნენ ჩხრეკის მონაწილეები, რაც დაადასტურეს ხელმოწერებით. თ---------- ხ----–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩრეკის დასრულების შემდგომ 201- წლის 25 იანვარს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ------გ შ--------ს და ინსპექტორ ი---- ვ---------, სამმართველოს უფროსის მოადგილე დ---თ გ--–-–---–ის, ასევე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–---ნ ერთად, მცხეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N 0----------1 საქმეზე, ფარულად დაუფლებული ბეჭდების დაძებნა, ამოღების მიზნით, ქ. თბილისი დ------ მასივი, V კვარტალი, კორპუს N1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილ მერსედესის მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის ჩასატარებლად კ--- გ-------ამ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკაში. ადგილზე მისვლის შემდეგომ გამომძიებელმა ვ------გ შ--------მ თ---------- ხ----–--–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა/მანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე გამომძიებლის მიერ განემარტა თავისი უფლება–მოვალეობანი. თ---------- ხ----–--–---ს განემარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკა, რის შემდეგ თ---------- ხ----–--–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ფარულად დაუფლებული ბეჭდები, თუ ასეთი რამ გააჩნდა, აღნიშნულზე თ---------- ხ----–--–---მ განაცხადა, რომ გაეცო დადგენილებას, თუმცა მის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ას, ე---------ე ა----–---–ის, გამომძიებელ ვ------გ შ--------ს, ინსპექტორ ი---- ვ---------, დ---თ გ--–-–---–ის ასევე მისი და თ---------- ხ----–--–---ს მონაწილეობით დაიწყო თ---------- ხ----–--–---ს ა/მანქნის ჩხრეკა. თ---------- ხ----–--–---ს მერსედესის მარკის ა/მანქნის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის შედეგად ა/მანქანის წინა სალონში, მძღოლის გვერდითა მხარეს, წინა საბარგულიდან ე. წ. ბარდაჩოკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ღია, მოთეთრო და მოცისფრო ფერის თვლიანი მრგვალი ბეჭედი. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამოღებამდე აღნიშნული ბეჭედი წარედინათ მას და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირებს, რის შემდეგად ადგილზე შეიფუთა და დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაისვა შესაბამისი ხელმოწერები, შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. თ---------- ხ----–--–--- გაეცნო ოქმს, თუმცა მის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი შენიშვნა.
2.6. შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის დ---თ გ--–-–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვით, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) დადგენილია, რომ 201- წლის 25 იანვარს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ------გ შ--------ს და უბნის-ინსპექტორ ი---- ვ---------ა და კ--- გ-------ასთან, ასევე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებთან, ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–---ნ ერთად, მცხეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N0----------1 საქმეზე, ფარულად დაუფლებული ბეჭდების დაძებნა, ამოღების მიზნით, ქ. თბილისი დ------ მასივი, V კვარტალი, კორპუს N1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილ მერსედესის მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის ჩასატარებლად მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკაში. ადგილზე მისვლის შემდეგომ გამომძიებელმა ვ------გ შ--------მ თ---------- ხ----–--–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ა/მანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, ასევე გამომძიებლის მიერ განემარტა თავისი უფლება–მოვალეობანი. თ---------- ხ----–--–---ს განემარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკა, რის შემდეგ თ---------- ხ----–--–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ფარულად დაუფლებული ბეჭდები, თუ ასეთი რამ გააჩნდა, აღნიშნულზე თ---------- ხ----–--–---მ განაცხადა, რომ გაეცო დადგენილებას, თუმცა მის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ექსპერტ კრიმინალისტ ბ---რ ჯ--–-------ას, ე---------ე ა----–---–ი გამომძიებელ ვ------გ შ--------ს, უბნის უმცროს ინსპექტორ ი---- ვ---------, კ--- გ-------ას ასევე მისი და თ---------- ხ----–--–---ს მონაწილეობით დაიწყო თ---------- ხ----–--–---ს ა/მანქნის ჩხრეკა. თ---------- ხ----–--–---ს მერსედესის მარკის ა/მანქნის სახელმწიფო ნომრით K-------- ჩხრეკის შედეგად ა/მანქანის წინა სალონში, მძღოლის გვერდითა მხარეს, წინა საბარგულიდან ე. წ. ბარდაჩოკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ღია, მოთეთრო და მოცისფრო ფერის თვლიანი მრგვალი ბეჭედი. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამოღებამდე აღნიშნული ბეჭედი წარედინათ მას და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირებს, რის შემდეგად ადგილზე შეიფუთა და დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაისვა შესაბამისი ხელმოწერები, შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. თ---------- ხ----–--–--- გაეცნო ოქმს, თუმცა მის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი შენიშვნა.
2.7. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 201- წლის 23 იანვარს გამოძიება დაიწყო შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, მცხეთა ა---------- ქუჩაზე ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი სამკაულების დახლიდან ქურდობის ფაქტზე.
2.8. 201- წლის 23 იანვრის 15:48 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის მიხედვით, შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა ნ--- ქ-----–-–---–მა მასზედ, რომ მის მფლობელობაში არსებული ქალაქ მცხეთაში ა---------- ქ. N 40-ში მდებარე მაღაზია „დ----ნ +“-დან მოიპარეს მისი კუთვნილი სამკაულები. აღნიშნულთან დაკავშირებით ნ--- ქ-----–-–---–მა ითხოვა პოლიციის დახმარება
2.9. 201- წლის 23 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში ა---------- ქ. N 40-ში, ღვინისა და სუვენირების მაღაზია „დ----ნ +“-ში. მაღაზიის გარეთა მხარეს დგას ყავის აპარატი და მინის დახურული დახლი, რომელიც იღება და იკეტება შესაბამისი ჩამკეტით. მაღაზიის შიგნით ასევე განთავსებულია დახლები, სადაც დალაგებულია სხვადასხვა დასახელებისა და ფირმის ღვინის ბოთლები. აღნიშნული მაღაზიის შიდა დარბაზში არის დახლი, სადაც დგას კომპიუტერი და სალარო აპარატი, ასევე დახლი სუვენირებით. ნ--- ქ-----–-–---–მა შემთხვევის ადგილის დათვალიერების წარმოების დროს მიუთითა გარეთ მდგარ შემინულ და დახურულ დახლზე, სადაც არის დალაგებული სხვადასხვა სამკაული, ბეჭედი, სამაჯური და საყურეები. ნ--- ქ-----–-–---–-- განმარტებით, სწორედ აღნიშნული დახლიდან იქნა ფარულად დაუფლებული ორი ცალი ბეჭედი 201- წლის 22 იანვარს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები.
2.10. 201- წლის 25 იანვრის K-------- სახელმწიფო ნომრის მერსედესის მარკის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა წყნარ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკა დაიწყო წინა საბარგულიდან ექსპერტ-კრიმინალისტების, ბ---რ ჯ--–-------ასა და ე---------ე ა----–---–ის, და ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს, ასევე პოლიციელების ი---- ვ---------, დ---თ გ--–-–---–ისა და კ--- გ-------ას მონაწილეობით. წინა საბარგულის დათვალიერების შემდეგ, ჩხრეკა გაგრძელდა აღნიშნული ა/მანქანის უკანა და წინა სალონში, რა დროსაც თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილ მერსედესის მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომრით K-------- წინა სალონში, მძღოლის მხარეს წინა საბარგულიდან ე. წ. ბარდაჩოკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ღია, მოთეთრო და მოცისფრო ფერის თვლიანი მრგვალი ფორმის ბეჭედი. ამოღებამდე ბეჭედი სათითაოდ წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით F--------. ა/მანქანის ჩხრეკისას სხვა რაიმე გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი საგანი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ჩხრეკის მიმდინარეობა ფოტოგრაფირებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 26 იანვრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკა.
2.11. 201- წლის 26 იანვრის და 201- წლის 29 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების მიხედვით, გამომძიებელ ვ------გ შ--------ს მიერ გახსნილი იქნა F-------- ნომრით დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი მომრგვალო ფორმის ვერცხლისფერი ბეჭედი, ზედა მხარეს ყვავილის ფორმის, ვერცხლის ნაკეთობა, თეთრი და მოიასამნისფერო ფერის თვლებით.
2.12. 201- წლის 26 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობს ნ--- ქ-----–-–---–ს წარედგინა ამოსაცნობი საგნები. საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მისთვის წარდგენილი სამი ცალი ბეჭდიდან ამოიცნო რიგით N1 ბეჭედი მარცხნიდან მარჯვნივ, (აღწერილობა: ვერცხლის ბეჭედი ზედა მხარეს ყვავილის ფორმით, მოყვითალო-მოვერცხლო ფერში მოპირკეთებული მრგვალი ფორმით, ზედა მხარეს ჩამჯდარი თეთრი და მოიასამნისფრო ფერის თვლებით), რომელიც ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ვიზუალური დაკვირვებით, გარეგნული ნიშნებით, ზომით, ფორმით, ცვეთის ხარისხით და ბეჭდის თვლებით. ნ--- ქარალაშვილმა განაცხადა, რომ 201- წლის 22 იანვარს აღნიშნული ბეჭედი ფარულად იქნა დაუფლებული ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე მისი კუთვნილი სავაჭრო დახლიდან, რაშიც სრულად არის დარწმუნებული.
2.13. 201- წლის 29 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობს გ---–- გ------–--კოს წარედგინა ამოსაცნობი საგნები. საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მისთვის წარდგენილი სამი ცალი ბეჭდიდან ამოიცნო რიგით N2 ბეჭედი მარცხნიდან მარჯვნივ (აღწერილობა: ვერცხლის ბეჭედი ზედა მხარეს ყვავილის ფორმით, მოყვითალო-მოვერცხლო ფერში მოპირკეთებული მრგვალი ფორმით, ზედა მხარეს ჩამჯდარი თეთრი და მოიასამნისფრო ფერის თვლებით), რომელიც ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ვიზუალური დაკვირვებით, ცვეთის ხარისხით და ბეჭდის თვლებით და განაცხადა, რომ 201- წლის 22 იანვარს აღნიშნული ბეჭედი ფარულად იქნა დაუფლებული ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი სავაჭრო დახლიდან, რაშიც სრულად არის დარწმუნებული.
2.14. მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 30 იანვრის განჩინების საფუძველზე შპს „დ----ნ +“-დან მდებარე ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში გამოთხოვილი იქნა ამავე კომპანიის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერის 201- წლის 22 იანვრის ჩანაწერები 15:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით.
2.15. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ვ------გ შ--------მ 201- წლის 31 იანვარს მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოახდინა მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს “დ----ნ +”-დან გამოთხოვილი DVD-r დისკის გახსნა-დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა ნ--- ქ-----–-–---–მა. დისკი მოთავსებული იყო 28/7 ბეჭდით დალუქულ პაკეტში. ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. პაკეტის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა ერთი ცალი მრგვალი ფორმის დისკი, მარჯვენა მხარეს წარწერით DVD-R, შუაში ზედა მხარეს PRINCO, ასევე ქვედა მხარეს ქართული ასოებით “მუხრანი”. დისკი ---- მოთავსებულ იქნა HP-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორში. დისკზე ჩაწერილი აღმოჩნდა ოთხი ცალი ვიდეო ფაილი, რომელთაგან ორზე აღბეჭდილი იყო შპს “დ----ნ +”-ის გარე, ხოლო დანარჩენ ორ ვიდეო ფაილზე - შიდა პერიმეტრი.
მეორე ვიდეო ფაილის წარწერით 1_02_R_1-0122160502, გახსნის შემდეგ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩანს წარწერა 201-.01. 22 16:05:10, ხოლო ეკრანის კუთხეში არის წარწერა CAM 02, ვიდეო ფაილში ჩანს ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი მაღაზიის “დ----ნ +”-ის გარე პერიმეტრი. ვიდეო ჩანაწერი იწყება 16:05:10 საათზე, ჩანს მაღაზიის გარე პერიმეტრზე განთავსებული სავაჭრო დახლები, ღია და შემინული შუშის დახლები, ვიდეო ჩანაწერის 16:10:3--ზე შავებში ჩაცმული, შემელოტებული მამაკაცი შედის მაღაზიის შიდა დარბაზში და თან მიყვება პატარა ბავშვი, 16:10:10-ზე აღნიშნული მამაკაცი გამოდის გარეთ, მიდის შემინულ ცახლთან, მის გვერდით დგას ბავშვი. მამაკაცი აღებს შემინულ დახლს, იღებს ბეჭედს, აჩვენებს კონსულტანტს და ესაუბრება, რის შემდეგაც კონსულტანტი შედის შიგნით მაღაზიაში. მამაკაცი ისევ აღებს დახლს და გადის კადრიდან. მაღაზიიდან გამოდის კონსულტანტი, ესაუბრება შავებში ჩაცმულ მამაკაცს, რის შემდეგაც ორივენი შედიან მაღაზიაში. 16:12:00 შავებში ჩაცმული მამაკაცი ორ სხვა პიროვნებასთან და ბავშვთან ერთად გამოდის გარეთ და გადის კადრიდან, ვიდეო ჩანაწერი სრულდება 16:15:00 საათზე. მეოთხე ვიდეო ფაილის წარწერით 1_04_R_1-0122160503, გახსნის შემდეგ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩანს წარწერა 201-.01. 22 16:05:10, ხოლო ეკრანის კუთხეში არის წარწერა CAM 04, ვიდეო ფაილში ჩანს ქ. მცხეთა ა---------- ქუჩა N40-ში მდებარე ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი მაღაზიის “დ----ნ +”-ის გარე პერიმეტრი. ვიდეო ჩანაწერი იწყება 16:05:10 საათზე, ჩანს მაღაზიის გარე პერიმეტრზე განთავსებული ღია და შემინული დახლები, სადაც დალაგებულია სხვადასხვა სუვენირი. ღია დახლთან დგას გამყიდველი. ვიდეო ჩანაწერის 16:06:07-ზე კადრში ჩნდება შავებში ჩაცმული შემელოტებული მამაკაცი, რომელსაც მიყვება პატარა ბავშვი და ორი პიროვნება. აღნიშნული პირები ათვალიერებენ ღია დახლებს, რის შემდეგაც შედიან შიგნით მაღაზიაში. აღნიშნული მამაკაცი ბავშვთან ერთად გარეთ გამოდის 16:10:14-ზე მიდის შემინულ დახლთან აღებს კარებს და იღებს ბეჭედს ესაუბრება კონსულტანტს, რის შემდეგაც კონსულტანტი შედის შიგნით მაღაზიაში 16:10:54-ზე კვლავ აღებს შემინულ დახლს, იღებს რაღაც ნივთს იყურება და იდებს ჯიბეში, რიმ შემდეგაც აგრძელებს საუბარს მაღაზიის შიგნიდან გამოსულ კონსულტანთან და ორივენი შედიან მაღაზიაში შიგნით. აღნიშნულის შემდეგ გამოდის გარეთ და ათვალიერებს ღია დახლს. ჩანაწერი სრულდება 16:15:00 საათზე.
დაზარალებულმა ნ--- ქ-----–-–---–მა განაცხადა რომ ვიდეო ფაილებში არსებულიო მაღაზია არის მისი საკუთრება. შიდა დახლთან იმყოფება ის, ხოლო გარეთ დახლზე იმყოფება მაღაზიის კონსულტანტი გ---–- გ------–--კო. ხოლო შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც დახლიდან იღებს ბეჭდებს არის თ---------- ხ----–--–---. ვიდეო ფაილები გადაწერილ იქნა კიდევ ერთ DVD-R დისკზე დაცვის მხარისთვის გადასაცემად, რის შემდეგაც დისკი მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში, შეიფუთა, შემდეგ კი დაილუქა 28/7 ბეჭდით პაკეტში.
2.16. 201- წლის 20 თებერვლის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პაკეტის გახსნისას, რომლის მთლიანობა არ იყო დარღვეული ს/ს №0----------1 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ბეჭდის საბაზრო ღირებულება 201- წლის 22 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 50 ლარს.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით თ---------- ხ----–--–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. თ---------- ხ----–--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ წინასასამართლო სხდომაზე ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება და ბრალდების მტკიცებულებების უდავოდ დადგენა, ცალსახად არ ნიშნავს ბრალდებულის ბრალეულობას. სასამართლო სამართლებრივად აანალიზებს და აფასებს ბრალდების მხარის თითოეულ მტკიცებულებას მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ---------- ხ----–--–---ს ბრალეულობის დასადგენად.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციის მიხედვით - ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
3.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს არ ჩაუდენია ნ--- ქ-----–-–---–-- კუთვნილი სუვენირების, სამკაულებისა და ღვინის მაღაზია „დ----ნ +“-ის მაღაზიის დახლიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ორი ბეჭდის ქურდობა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ თავად ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს ჩვენებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულ ნ--- ქ-----–-–---–-- და გ---–- გ------–--კოს გამოკითხვის ოქმებით, ნივთის ამოცნობის ოქმებით და ვიდეო ფაილის გახნისა და დათვალიერების ოქმით უდავოდ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ---------- ხ----–--–---, 201- წლის 22 იანვარს, ქალაქ მცხეთაში ა---------- ქ. N 40 -ში მდებარე სუვენირების, სამკაულებისა და ღვინის მაღაზია „დ----ნ +“-ში ნამდვილად იმყოფებოდა, რა დროსაც მან მაღაზიის მინიანი დახლიდან რამდენჯერმე აიღო ბეჭედი იმ დროს, როდესაც კონსულტანტი გამყიდველი შესული იყო მაღაზიის შიგნით ბეჭდის ფასის გასაგებად, რაც სთხოვა თავად თ---------- ხ----–--–---მ.
3.8. ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს ჩვენებას იმის შესახებ, რომ მან უკან დადო და ის დახლიდან ფარულად არ დაუფლებია ბეჭდებს, სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან მისი ბრალეულობა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი, ასევე უდავოდ ცნობილი თ---------- ხ----–--–---ს ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილ მერსედესის მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომრით K-------- წინა სალონში, მძღოლის მხარეს წინა საბარგულიდან ე. წ. ბარდაჩოკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ღია, მოთეთრო და მოცისფრო ფერის თვლიანი მრგვალი ფორმის ბეჭედი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის დროს სალონის საბარგულიდან ამოღებული და დალუქული პაკეტი F-------- ნომრით, გამომძიებლის მიერ გაიხსნა და დაათვალიერდა მასში არსებული ნივთი საგამოძიებო მოქმედებების ამოცნობების ჩატარების მიზნით, რა დროსაც ნივთის პაკეტის ლუქის მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული; ნივთის ამოცნობის ოქმებით, აღნიშნული ნივთი სხვა მსგავს ნივთებთან ერთად წარდგინათ ამოსაცნობად დაზარალებულ ნ--- ქ-----–-–---–ს და გ---–- გ------–--კოს, რომლებმაც სრული დარწმუნებით ამოიცნეს წარდგენილი ბეჭდებიდან ის ბეჭედი, რომელიც ამოღებული იყო თ---------- ხ----–--–---ს კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკის დროს და რომელიც, მათივე განმარტებით, მოპარული იყო მათი მაღაზიის მინანი დახლიდან და ვიდეო ფაილის ჩანაწერით, სადაც აშკარად ჩანს, თუ როგორ იღებს თ---------- ხ----–--–--- მინიანი დახლიდან ბეჭდებს და ფარულად იდებს ჯიბეში იმ დროს, როდესაც იქ არ იმყოფებოდა გამყიდველი გ---–- გ------–--კო, რომელიც ბეჭდის ფასის გასაგებად შესული იყო მაღაზიის შიდა დარბაზში.
3.9. თ---------- ხ----–--–---ს ქურდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად შერაცხული აქვს მნიშვნელოვანი ზიანი, გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილია „ა“ ქვეპუნქტით. დაზარალებულ ნ--- ქ-----–-–---–-- გამოკითხვით დადგენილია, რომ ბანტის ფორმის ბეჭდის ღირებულება შეადგენდა 300 ლარს, ხოლო ყვავილის ფორმის ბეჭდისა - 350 ლარს. ჩხრეკის შედეგად მხოლოდ ყვავილის ფორმის ბეჭედი იქნა ამოღებული, ექსპერტის დასკვნით აღნიშნული ყვავილის ფორმის ბეჭდის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. ამდენად დაზარალებულის მიერ მითითებულმა ერთი ბეჭდის ღირებულებამ - 300 ლარი და ექსპერტის დასკვნით მეორე ბეჭდის ღირებულებამ - 50 ლარი, მთლიანად შეადგინა 350 ლარი, რაც არის 150 ლარს ზევით და წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
3.10. ასევე, თ---------- ხ----–--–---ს ქურდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად შერაცხული აქვს არაერთგზისობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით თ---------- ხ----–--–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. თ---------- ხ----–--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ვინაიდან ბრალდებული თ---------- ხ----–--–--- ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რადგან 201- წლის 22 იანვრის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და აღნიშნული სრულიად დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
3.12. ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ---------- ხ----–--–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მას ჰყავს მოხუცი მამა, რომლის ერთადერთი მარჩენალია, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სასამართლო ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, მისი ქმედების სიმძიმეს.
5.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ თ---------- ხ----–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლების ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- ხ----–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით თ---------- ხ----–--–---ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას - წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან -3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- ხ----–--–---ს განესაზღვროს - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. თ---------- ხ----–--–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. თ---------- ხ----–--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 201- წლის 31 იანვრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით პატიმრობაში ჩათვლილი პერიოდი - 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ბეჭედი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ--- ქ-----–-–---–ს, ხოლო 1 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი