გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310018002636410
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/5897-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - გ-------------–-----

წარმომადგენლები - ე-----------, ნ------–-------–---–-

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ---------------

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–-

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი - ქ---------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ–--------------ის ს------–---–----ში მდებარე 0,085 ჰა დაუზუსტებელი ფართის მქონე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზ------–----ა, კოდი 7-, სექტორი-გ-–----ი, კოდი 13, კვარტლის № 90, ნაკვეთის №----, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №---------) აღრიცხული იქნა მა------------–---–ის (ამჟამად ს----–-----ს) სახელზე, 1997 წლის 14 სექტემბრის №----- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მისივე განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა, რომელიც ასახავდა ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად კი იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთს ა-დან ბ-მდე ესაზღვრება გზა, ბ-დან ც-მდე №64 ნაკვეთი, ც-დან დ-მდე №60 მიწის ნაკვეთი, ხოლო დ-დან ა-მდე გზა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს, მა------------–---–მა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ფართობით 0,085 ჰა მიჰყიდა გ-------------–-----ს. თავის მხრივ კი ეს ნასყიდობის ხელშეკრულება, საფუძვლად დაედო იმ გარემოებას, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №7----------- საჯარო რეესტრის 2008 წლის 23 იანვრის №------------ გადაწყვეტილებით აღირიცხა გ-------------–-----ს საკუთრებად.

 

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ მან 2011 წლის 06 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე მისი კუთვნილი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების თაობაზე ცვლილებების რეგისტრაცია, რა დროსაც გაირკვა, რომ გ------- ხულუხიას მიერ საკუთრებად 850 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 2010 წლის 26 ოქტომბერს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №-------- მიმართვის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის №------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებულა 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №------------, რომელშიც შედის გ-------------–-----ს მიერ შეძენილი და საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებული 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შედიოდა მის მიერ მ--- ს----–-----სგან შეძენილ 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობში. შესაბამისად, იმ მოტივით, რომ გ-------------–-----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დღემდე, გ-------------–-----ს საკუთრებად დარჩა მხოლოდ 655.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №------------).

 

მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან (მათ შორის 2010 წლის 02 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილებით) დაკავშირებით, მან 2014 წლის 25 აპრილს №-------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების წილის თვითმმართველ ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა. ხოლო მანამდე, კერძოდ 2013 წლის 05 მარტს, გ------------–----ამ №------- განცხადებით სთხოვა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისი საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა. სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, მიღებული და გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც თავის მხრივ არღვევდა გ-------------–-----ს კანონიერ უფლებებს და რეკომენდაციით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკითხის შესწავლისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი 2014 წლის 19 აგვისტოს №------- გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც გ-------------–-----მ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.

 

სასამართლომ გ-------------–-----ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 აგვისტოს №------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა საქმის არსებითი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2017 წლის 28 აპრილს. მიხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით დადასტურდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერება და განახლდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, რასაც მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3.2. მესამე პირს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი გ-------------–-----ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის №3ბ/1308-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ მ–-----ში, ს------–---–----ში მდებარე 0.085 ჰა დაუზუსტებელი ფართის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მ–-----, კოდი 7-, სექტორი - გ-–----ი, კ-------------------–--------------------------–------------------------------------–--------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა------------–---–ის სახელზე, 1997 წლის 14 სექტემბრის N----- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

მ–--------------ის, სოფელი გ-–----ის მიერ 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული N----- მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მა------------–---–ს გადაეცა 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა რეფორმამდე არსებული 600 კვ.მ. და დამატებით გამოყოფილ 250 კვ.მ. ფართს. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვის მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა, რომელიც ასახავს ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად, გადაცემულ მიწის ნაკვეთს A-დან B-მდე ესაზღვრება გზა, B -დან C -მდე N64, C -დან D-მდე N60, ხოლო D-დან A-მდე გზა.

 

2007 წლის 28 დეკემბერს, მა------------–---–ს და გ-------------–-----ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-------------–-----მ საკუთრებაში მიიღო ს------–---–----ში მდებარე 0.085 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ,,ნასყიდობის საგანი’’ უფლებრივად უნაკლოა.

 

საჯარო რეესტრის 2008 წლის 23 იანვრის N------------ გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 850.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ-------------–-----ს სახელზე N------------ საკადასტრო კოდით, 2007 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული N------------ გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 582.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, N------------ საკადასტრო კოდით, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის N--------- მიმართვის საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის N--------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ს------–---–----ში არსებული 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2011 წლის 06 დეკემბერს გ-------------–-----მ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე (საკადატრო მონაცემები 7-----------) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია.

 

მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 12 დეკემბრის №--------------- გადაწყვეტილებით გ-------------–-----ს განცხადებაზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 იანვრის №--------------- გადაწყვეტილებით გ-------------–-----ს განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ აღმოფხვრილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ-------------–-----ს ადმინისტრაციული საჩივარი 2012 წლის 12 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2011 წლის 12 დეკემბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

დადგენილია ისიც, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ-------------–-----ს უარი ეთქვა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კორექტირებაზე, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ და მასზე რეგისტრირებული იყო თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

 

ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კორექტირების დავალების თაობაზე აღძრული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა გ-------------–-----ს N--------------- განცხადება, რომლითაც მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი გ-–----ი. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი N356) შეადგენდა 195 მ2-ს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 18 ოქტომბერს მიღებული იქნა N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ 7----------- კოდით უძრავი ნივთის ფართობი შეადგენდა 655 კვ.მ.-ს, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო 195 კვ.მ.-ზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 26 სექტემბერს კვლავ წარედგინა გ-------------–-----ს N------------ განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდი და ელ. ვერსია.

 

მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეადგენდა 655 კვ.მ.-ს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 27 სექტემბერს მიღებული N--------------- გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება ს------–---–----ში მდებარე 850.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში და წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც დაზუსტებული იქნა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, გ-------------–-----ს საკუთრებამ ზემოხსენებულ მისამართზე შეადგინა 655.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 7-----------).

 

საჯარო რეესტრის 2015 წლის 16 ივლისის N----------- გადაწყვეტილებით ზემოხსენებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დარეჯან ს----–-----ს სახელზე, 2015 წლის 13 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილს N-------- განცხადებით მიმართ გ-------------–-----მ, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის თვითმმართველი ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა.

 

ამასთანვე, გ-------------–-----მ 2013 წლის 05 მარტს N------- განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისი საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესწავლასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება მიღებული და გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც თავის მხრივ არღვევდა გ-------------–-----ს კანონისმიერ უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა გ-------------–-----ს საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკითხის შესწავლისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ გ-------------–-----ს 2014 წლის 25 აპრილის N-------- განცხადების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 15 მაისის N---------------- რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული 2010 წლის 02 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, ს------–---–----ში მდებარე 582.00 კვ.მ. უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 7-----------) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძვლების გამოვლენის მიზნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 აგვიტოს №------ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ N------------ გადაწყვეტილება. სააგენტომ მიიჩნია, რომ ს------–---–----ში მდებარე 582.00 კვ.მ. უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 7-----------) რეგისტრირებული მონაცემები კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების ან/და ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.1.2. თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 გადაწყვეტილებით გ-------------–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.14წ. №------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

4.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის №3ბ/1308-16 განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 29-43);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის №3ბ/1308-16 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 44-69).

 

4.1.4. 2017 წლის 28 ივლისს გ-------------–-----ს წარმომადგენელმა ნათია შარიფაშვილმა №--------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაურთო 2017 წლის 24 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის №3/3490-14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რწმუნებულება და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

 

4.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით განახლდა სახალხო დამცველი 2014 წლის 15 მაისის №---------------- რეკომენდაციის საფუძველზე დაწყებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-------------–-----ს წარმომადგენლის ნ------–-------–---–-ს 2017 წლის 28 ივლისის №--------- განცხადება და თანდართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 121-144);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 145-147).

 

4.1.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ №------ (22.11.2017) გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარდა ქ. თბილისში, ს------–---–----ის შემოგარენში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №------------) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნენ: გ-------------–-----, გ-------------–-----ს წარმომადგენელი მ--- შარიფაშვილი, მ--- ს----–-----, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ გ-------------–-----ს წარმომადგენლები ნ------–-------–---–- და ე-----------, მ--- ს----–-----, ელენე გაბუნია და სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამავე ოქმით ირკვევა, რომ სადავო უძრავი ნივთის საზღვრები სააგენტოს წარმომადგენლებს მიუთითა მ--- ს----–-----მ, ვინაიდან სწორედ მის მიერ მოხდა გ-------------–-----ზე სადავო უძრავი ნივთის გასხვისება. სადავო ფართი, დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ, გ-------------–-----ს წარმომადგენლებისა და მ--- ს----–-----ს მითითებით იჭრება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკუთრების უფლებით, №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ-------------–-----ს მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილია დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა (ტომი 1, ს.ფ. 252-263).

 

4.1.7. 2018 წლის 02 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სთხოვა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით განახლებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით წერილობით პოზიციის წარდგენა.

 

4.1.8. აღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №------------- წერილით ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო ითვალისწინებდა ზედდების საკითხებთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას, ასევე საკითხებთან დაკავშირებით გამოვლენილ სხვა გარემოებებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №------------) საკადასტრო საზღვრების ცვლილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 მარტის №------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 264-265);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 266).

 

4.1.9. 2018 წლის 02 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–----ის რაიონის გამგეობას. მიაწოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი დოკუმენტაცია და სთხოვა დაედასტურებინა, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (195 კვ.მ) და მა------------–---–ის სახელზე გაცემულ №----- მიღება-ჩაბარების აქტში დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი. ასევე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დგინდებოდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიეთითებინა აღნიშნული უძრავი ნივთის (195 კვ.მ) მდებარეობის შესახებ.

 

4.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 11 ივლისს, განმეორებით, №------ წერილით მიმართა გ-–----ის რაიონის გამგეობას და სთხოვა ეცნობებინა 2018 წლის 02 აპრილს №------ წერილზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 აპრილის 1----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 273-274);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 283).

 

4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით დადასტურდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერება და განახლდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სააგენტომ განმარტა შემდეგი: ,,ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ-------------–-----ს მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილია დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი №------------)’’... ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემებისა და 1997 წლის 14 სექტემბრის №----- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის შესახებ მონაცემების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად არ დასტურდება, რომ ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული 582 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოიცავს 1997 წლის 14 სექტემბრის №----- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მა------------–---–ისთვის გადაცემული 850 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 70-76).

 

4.1.12. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით გ-–----ის რაიონის გამგეობას დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2018 წლის N1----- და 11.07.2018 წლის N------ განცხადებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენა.

 

4.1.13. გ-–----ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №-------------- წერილით სასამართლოს გამოეგზავნა ამავე თარიღის (11.03.2019) №------------- წერილი, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს №------ წერილით წარდგენილი მოთხოვნა არ შეეხებოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიმდინარე წარმოებას (№------------ სარეგისტრაციო განცხადზე წარმოება დაწყებული იყო 2012 წელს და ამჟამად სარეგისტრაციო წარმოება უკვე შეწყვეტილი იყო), მოთხოვნილი საკითხი სცდებოდა რაიონის გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 65-66);

- გ-–----ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №-------------- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 69);

- გ-–----ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №------------- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 70).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------–-----ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამდენად, რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

7.3. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება. ამავე კანონის 47-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. ამავე მუხლის ,,გ.თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ნათელია, რომ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისეთი მიწა, რომელიც სხვა პირის კერძო საკუთრებაში იმყოფება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მ–--------------ის, სოფელი გ-–----ის მიერ 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული N----- მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მა------------–---–ს გადაეცა 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა რეფორმამდე არსებული 600 კვ.მ. და დამატებით გამოყოფილ 250 კვ.მ. ფართს. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვის მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა, რომელიც ასახავს ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად, გადაცემულ მიწის ნაკვეთს A-დან B-მდე ესაზღვრება გზა, B -დან C -მდე N64, C -დან D-მდე N60, ხოლო D-დან A-მდე გზა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით კი ირკვევა, რომ მ–-----ში, ს------–---–----ში მდებარე 0.085 ჰა დაუზუსტებელი ფართის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მ–-----, კოდი 7-, სექტორი - გ-–----ი, კ-------------------–--------------------------–------------------------------------–--------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა------------–---–ის სახელზე, 1997 წლის 14 სექტემბრის N----- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

ამასთან, 2007 წლის 28 დეკემბერს, მა------------–---–ს და გ-------------–-----ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-------------–-----მ საკუთრებაში მიიღო ს------–---–----ში მდებარე 0.085 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საჯარო რეესტრის 2008 წლის 23 იანვრის N------------ გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 850.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ-------------–-----ს სახელზე N------------ საკადასტრო კოდით, 2007 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის N--------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ს------–---–----ში არსებული 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კი 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული N------------ გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 582.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, N------------ საკადასტრო კოდით, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის N--------- მიმართვის საფუძველზე.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 აგვიტოს №------ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ N------------ გადაწყვეტილება, თუმცა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.14წ. №------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რაც ასევე უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის №3ბ/1308-16 განჩინებით.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ №------ (22.11.2017) გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარდა ქ. თბილისში, ს------–---–----ის შემოგარენში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №------------) ადგილზე დათვალიერება, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო უძრავი ნივთის საზღვრები სააგენტოს წარმომადგენლებს მიუთითა მ--- ს----–-----მ, ვინაიდან სწორედ მის მიერ მოხდა გ-------------–-----ზე სადავო უძრავი ნივთის გასხვისება. სადავო ფართი, დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ, გ-------------–-----ს წარმომადგენლებისა და მ--- ს----–-----ს მითითებით იჭრება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკუთრების უფლებით, №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ-------------–-----ს მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილია დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში.

 

ამავე წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 02 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სთხოვა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით განახლებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით წერილობით პოზიციის წარდგენა. აღნიშნული წერილის კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №------------- წერილით ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო ითვალისწინებდა ზედდების საკითხებთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას, ასევე საკითხებთან დაკავშირებით გამოვლენილ სხვა გარემოებებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №------------) საკადასტრო საზღვრების ცვლილებას.

 

2018 წლის 02 აპრილს, ხოლო 2018 წლის 11 ივლისს განმეორებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გ-–----ის რაიონის გამგეობას. მიაწოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი დოკუმენტაცია და სთხოვა დაედასტურებინა, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (195 კვ.მ) და მა------------–---–ის სახელზე გაცემულ №----- მიღება-ჩაბარების აქტში დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი. ასევე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დგინდებოდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიეთითებინა აღნიშნული უძრავი ნივთის (195 კვ.მ) მდებარეობის შესახებ.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №------ (22.11.2017) გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გ-–----ის რაიონის გამგეობას სააგენტოსთვის, ზემოაღნიშნულ წერილებში დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ უცნობებია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით გ-–----ის რაიონის გამგეობას დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2018 წლის N1----- და 11.07.2018 წლის N------ განცხადებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენა, გ-–----ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №-------------- წერილით სასამართლოს გამოეგზავნა ამავე თარიღის (11.03.2019) №------------- წერილი, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს №------ წერილით წარდგენილი მოთხოვნა არ შეეხებოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიმდინარე წარმოებას (№------------ სარეგისტრაციო განცხადზე წარმოება დაწყებული იყო 2012 წელს და ამჟამად სარეგისტრაციო წარმოება უკვე შეწყვეტილი იყო), მოთხოვნილი საკითხი სცდებოდა რაიონის გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით კი დადასტურდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერება და განახლდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს დავის საგანს, კერძოდ კი ის, თუ რამდენად სწორად მიიჩნია საჯარო რეესტრმა, რომ 2010 წლის 02 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 582.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ: N------------), მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’, მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ-უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნა შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც.

 

სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის საკუთრება ს------–---–----ში მდებარე 195 კვ.მ. ფართზე, უფლების დამდგენი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მან უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 850 კვ.მ. ფართიდან 655.00 კვ.მ.-ზე, აღნიშნული ვერ მიიჩნევა მისი მხრიდან საკუთრებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, უძრავი ნივთის საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველს წარმოდგენს უარის შესახებ შესაბამისი განცხადება, რომლის წარმოდგენაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების დადასტურებით ვერ მიიჩნევდა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიღებულად, ვინაიდან სადავო აქტით შეფასებული არ იყო სადავო ფართის რეალური ადგილმდებარეობა, რომელზედაც დადასტურებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა გულისხმობს არა მხოლოდ საქმეზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მოძიებას. უფრო მეტიც, საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ეკისრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას...

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის №ბს-593-588(კ-ს) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ,,საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობას, თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ ვის გააჩნდა უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპი’’... მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია და ეს მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ჯერ კიდევ 2007 წლის 18 იანვარს განხორციელდა მა------------–---–ის სახელზე 1997 წლის 14 სექტემბრის N----- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება 2007 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გ-------------–-----ს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობითაც ძალაშია, როგორც მა------------–---–ის სახელზე გაცემული 1997 წლის 14 სექტემბრის N----- მიღება-ჩაბარების აქტი, ისე 2007 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საფუძვლად დაედო 2008 წლის 23 იანვრის N------------ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ. თბილისში, ს------–---–----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 850.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის N------------ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ-------------–-----ს სახელზე, რომელსაც, როგორც ქრონოლოგიურად უფრო ადრე რეგისტრირებულს, ენიჭება უპირატესობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-367-363(კ-12), სადაც ურთიერთ დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლისას სააგენტოს უნდა დაედგინა სად მდებარეობდა გ-------------–-----ს მიწის ნაკვეთი და თვითმმართველის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო ზედდებაში მასთან. სწორედ გ-------------–-----ს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესწავლისას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით (ყველა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის) შეეძლო დაედგინა მისი ნამდვილი მდებარეობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრს უნდა ემსჯელა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა რეგისტრაციების კანონიერებაზე, არამედ უნდა გამოეკვლია თუ სად მდებარეობდა სინამდვილეში მოსარჩელის მიწის ნაკვეთი. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ–--------------ის, სოფელი გ-–----ის მიერ 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული N----- მიღება-ჩაბარების აქტით, მა------------–---–ს გადაეცა 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად, რომელიც მოიცავდა რეფორმამდე არსებულ 600 კვ.მ. და დამატებით გამოყოფილ 250 კვ.მ. ფართს, რომლის მესაკუთრეც მოგვიანებით გახდა გ-------------–-----. შესაბამისად, სააგენტოს ის გარემოებაც უნდა შეეფასებინა, რომ როდესაც რეფორმამდე არსებული 600 კვ.მ. შეავსეს 200კვ.მ.-ით, ეს 200 კვ.მ. ან მისი ნაწილი, ხომ არ იყო იმ მიჯნის გარეთ, რომელი მიჯნის შიგნითაც ახლა მდებარეობს 655 კვ.მ. და რომელ მიჯნასაც გამყოფ ზოლად მიუთითებს რეესტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ დამატებით გამოყოფილი 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, 55 კვ.მ. შედის გ-------------–-----ს სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთში და დარჩენილი 195 კვ.მ., რომელიც მითითებული 250 კვ.მეტრის ნაწილია, თურმე მდებარეობს სულ სხვაგან და უფრო მეტიც, შეუძლებელია მისი ადგილმდებარეობის დადგენა, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

 

ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ განახლებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაედგინა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების რეალური მდებარეობა, რაც თავის მხრივ დაადგენდა ასევე რეალურად გ-------------–-----ს საკუთრებაში არსებულ, ფაქტობრივად კი გამქრალ/დაკარგულ 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობასაც, სააგენტომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც ისევ სადავო მიწის ნაკვეთი იქნა გამოკვლეული, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით დადასტურდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერება. აღნიშნულ სადავო გადაწყვეტილებაში კი სააგენტომ განმარტა, რომ თურმე ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ-------------–-----ს მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილი იყო დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი №------------), ამასთან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემებისა და 1997 წლის 14 სექტემბრის №----- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის შესახებ მონაცემების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული 582 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოიცავდა 1997 წლის 14 სექტემბრის №----- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მა------------–---–ისთვის გადაცემული 850 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს.

 

სადავო აქტში მითითებული განმარტება სასამართლოსთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარია, ვინაიდან მსგავსი შინაარსის განმარტება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც გულისხმობდა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას და სწორედ იმის დადგენას, თუ სად მდებარეობდა მოსარჩელის კუთვნილი 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შეასრულა არაჯეროვნად/ზერელედ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მდებარეობა, ასევე არ შეფასებულა ის გარემოება, გ-------------–-----ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოცემული სახით რეგისტრაცია რამდენად თანხვედრაში იყო 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული N----- მიღება-ჩაბარების აქტში და 2007 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ მდგომარეობასთან. სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ დასახელებული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შეიძლებოდა გაეკეთებინა დასკვნა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება თვითმმართველის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 195კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, იყო კანონიერი, რაც ამ ეტაპზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება. აღნიშნული საბოლოო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურითერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, ჩაატაროს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება და მათი მესაკუთრეების გამოკითხვა, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს გ-–----ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №------------- წერილი, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს №------ წერილით წარდგენილი მოთხოვნა არ შეეხებოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიმდინარე წარმოებას (№------------ სარეგისტრაციო განცხადზე წარმოება დაწყებული იყო 2012 წელს და ამჟამად სარეგისტრაციო წარმოება უკვე შეწყვეტილი იყო), მოთხოვნილი საკითხი სცდებოდა რაიონის გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-–----ის რაიონის გამგეობა, მერიის მიერ გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო დახმარება გაეწია რეესტრისთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და დაედასტურებინა, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (195 კვ.მ) და მა------------–---–ის სახელზე გაცემულ №----- მიღება-ჩაბარების აქტში დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი, ან მიეთითებინა აღნიშნული უძრავი ნივთის (195 კვ.მ) მდებარეობის შესახებ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა დახმარების გაწევაზე.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე გ-------------–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------–-----ს სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ-------------–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი