განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5283-18
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ი-----------–---–-ს,ადვოკატის ნ-----------------–-----ს,ბრალდებულ გ---------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------–-------------ის (პ/№5----------), დაბადებულის 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ---------------ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მარტიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით გ---------------მა ხ--------------–----------სა და დ------------–ს ქ. თბილისში, ვითომდა ავტომანქანების ჩამოსაყვანად, გამოართვა თანხა 13 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც ჩამოუყვანა 5300 აშშ დოლარად ღირებულების ავტომანქანა, ხოლო 7700 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლა. გ---------------ის ქმედებით დაზარალებულ ხ--------------–----------სა და დ------------–ს მიადგათ 18 480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
გ---------------ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ-----------------ამ გადაწყვიტა შვილისთვის - ნ--------------ასთვის ავტომანქანის ყიდვა, რისთვისაც დისშვილს - კ------------ას რჩევით, 2017 წლის ნოემბერში მიმართა გ---------------ს. 2017 წლის 29 ნოემბერს, თ-----------------ამ თავის ბინაში, მდებარე ქ-------–--–-----–-------------------------------------------------–- 2800 აშშ დოლარი გადასცა გ---------------ს, იმ პირობით, რომ იგი 2018 წლის იანვარში ნ--------------ას ამერიკიდან ჩამოუყვანდა ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსს“. 2018 წლის 6 იანვარს გ---------------ის მოთხოვნით, ნ--------------ამ, თითქოსდა ავტომანქანის შესაკეთებლად, გ---------------ს გადაურიცხა 550 ლარი, გ---------------ის ახლობლის - ბ------------–---–ის ანგარიშზე, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს კიდევ გადაურიცხა 480 აშშ დოლარი, თითქოსდა ავტომანქანის ფოთიდან თბილისში ჩამოსაყვანად, გ---------------ის მეგობრის - ჟ-----------ძის ანგარიშზე.
გ---------------მა ისარგებლა თ-----------------ას ნდობით, პირობა არ შეასრულა და ავტომანქანა არ უყიდა, მოატყუა იგი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის თანხას.
აღნიშნული ქმედებით გ---------------მა დაზარალებულ თ-----------------ას მიაყენა 9356,42 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (თ-----------------ას ეპიზოდი).
გ---------------ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის თებერვალში გ---------------ი ნაცნობს - გ------------–--ეს დაპირდა, რომ დედამისს - ნ---------–--ეს საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას 3200 აშშ დოლარად, რაზეც გ------------–--ე დათანხმდა. ავტომანქანის შეძენის მიზნით 2018 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში, გლდანის ,,ა“ მიკრორაიონში მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალში არსებული ტერმინალის მეშვეობით, გ---------------ის მითითებით, გ------------–--ემ მთლიანი თანხა რამდენიმე ტრანზაქციად გადარიცხა გ---------------ის მეგობრის - ჟ-----------ძის ანგარიშზე.
გ---------------მა ისარგებლა ნ---------–--ისა და გ------------–--ის ნდობით, პირობა არ შეასრულა და ავტომანქანა არ უყიდა, მოატყუა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ---------–--ის თანხას.
აღნიშნული ქმედებით გ---------------მა დაზარალებულ ნ---------–--ეს მიაყენა 7869,44 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ნ---------–--ის ეპიზოდი).
გ---------------ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის თებერვალში გ---------------ი ი-----–-----------–იას დაპირდა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას 2600 აშშ დოლარად, რაზეც ი-----–-----------–ია დათანხმდა. ავტომანქანის შეძენის მიზნით, 2018 წლის 12 მარტს, გ---------------ის მითითებით თანხის ნაწილი - 4115 ლარი, ქ. თბილისში, გობრონიძის ქუჩაზე მდებარე ,,თიბისი ბანკი“-დან გადარიცხა ჯ----------–---–ის ანგარიშზე. 2018 წლის აპრილში 100 დოლარი ხელზე გადასცა გ---------------ს, 100 დოლარი ჩარიცხა გ---------------ის მიერ მითითებული პირის ანგარიშზე, ხოლო 2018 წლის 21 მაისს 710 დოლარი ხელზე გადასცა გ---------------ს. მიუხედავად ამისა, გ---------------ს დღემდე არც მანქანა ჩამოუყვანია და არც თანხა დაუბრუნებია ი-----–-----------–იასთვის. გ---------------მა ისარგებლა ი-----–-----------–იას ნდობით, პირობა არ შეასრულა და ავტომანქანა არ უყიდა, მოატყუა იგი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის თანხას.
აღნიშნული ქმედებით ი-----–-----------–იას მიადგა 6334,39 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ი-----–-----------–იას ეპიზოდი).
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ გ---------------მა ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება. კერძოდ:
დაზარალებულებმა ხ-----------------------–მა და დ------------–მა სასამართლოს მოახსენეს, რომ გ---------------მა 2017 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად პირადად გამოართვა 13 000 აშშ დოლარი ორი ავტომანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანის პირობით. 2017 წლის ივლისში გ---------------მა ჩამოიყვანა ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გაფორმდა ხ-----------------------–ის სახელზე და რომლის ღირებულებამ შეადგინა 5300 აშშ დოლარი. დაზარალებულების განმარტებით, ამ პერიოდში გ---------------ი მათგან სესხულობდა მცირე ოდენობის თანხებს, რომლებსაც დროულად უბრუნებდა და ამით შედიოდა მათთან ნდობაში. გ---------------მა მეორე ავტომანქანა არ ჩამოუყვანა დაზარალებულებს და არც თანხა დაუბრუნა. იგი დაზარალებულებს ატყუებდა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა და იმიტომ არ აღმოჩნდა ავტომანქანა კონტეინერში. საბოლოოდ გ---------------ი დაეუფლა მათ 7700 აშშ დოლარს და შეწყვიტა ყველანაირი კონტაქტი დაზარალებულებთან, არ პასუხობდა მათ ზარებსა და შეტყობინებებს და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემოიფარგლებოდა, რა დროსაც ისევ ატყუებდა მათ ახალი დაპირებებით.
დაზარალებულმა გ------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი გ---------------ს იცნობდა თავისი მეგობრებისგან და მასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მისთვის ცნობილი იყო, რომ გ---------------ს უცხოეთიდან ჩამოჰყავდა ,,ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანები, იგი კარგად ერკვეოდა ხსენებულ მანქანებში და მეგობარ კ------------ასგან იცოდა, რომ ი------ს არაერთხელ ჩამოუყვანია ,,პრიუსი“ საქართველოში. როდესაც მოწმეს ,,პრიუსის“ შეძენის სურვილი გაუჩნდა, ი------ს მიმართა. ი------მა მას ტელეფონით აჩვენა ორი ავტომანქანის სურათები და ჰკითხა, რომელი უნდოდა და შეპირდა დახმარებას. შეთანხმდნენ ერთ ავტომანქანაზე, ლურჯი ფერის ,,პრიუსზე“, რომელსაც წინა მხარე ჰქონდა გაფუჭებული, რომელსაც ი------ი თვითონ გააკეთებდა, ხოლო განბაჟების თანხას გადაიხდიდა მოწმე. მოწმეს 3200 აშშ დოლარი უნდა მიეცა ი------ისთვის. ეს საუბარი მიმდინარეობდა 2018 წლის თებერვლის თვეში. თანხა ეკუთვნოდა ოჯახს. ავტომანქანა მოწმეს ჩამოჰყავდა დედამისისთვის - ნ---------–--ისთვის. ი------ის თქმით, ხსენებული ავტომანქანა გზაში იყო და 20 დღეში, ანუ 10 მარტამდე საქართველოში ჩამოვიდოდა. ამ დრომდე მოწმეს 3200 დოლარი უნდა გადაეცა ი------ისთვის. ი------მა ჟ-----------ძის ანგარიშის ნომერი მისცა, რომელზეც მოწმემ ჩარიცხა 3200 აშშ დოლარი, ,,საქართველოს ბანკი“-დან. თანხის გადარიცხვიდან რამდენიმე დღეში მოწმემ კ------------ასგან შეიტყო, რომ გ---------------ს, რომელსაც ასევე ავტომანქანა ჩამოჰყავდა კ------------ას ნათესავებისთვის ბ-------------------------ას და ნ--------------ასთვის, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. კ------------ამ მას დაურე-- და უთხრა, რომ გ---------------მა სავარაუდოდ ისინი მოატყუა. გ---------------ი არ ეკონტაქტებოდა მათ. იგი არც მოწმეს პასუხობდა. შემდეგ გ---------------მა მოწმეს ტელეფონზე მიწერა, რომ თანხას დაუბრუნებდა, თუმცა მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაფერი განუმარტავს და არც ფინანსურ პრობლემებზე უსაუბრია. აღნიშნული მიმოწერა ელექტრონული სახით მოწმემ წარუდგინა გამოძიებასაც. გ---------------ი მთელი ურთიერთობის მანძილზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, როგორც ფიზიკური პირი. საბოლოოდ, გ---------------მა მას არც მანქანა ჩამოუყვანა და არც თანხა დაუბრუნა.
მოწმე ნ---------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ გ---------------ს იცნობდა შვილის მეგობრებისგან. მას სურდა ავტომანქანის შეძენა, რის გამოც თავის შვილს გ------------–--ეს ჰკითხა, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვინც დაეხმარებოდა ავტომანქანის ჩამოყვანაში. მისმა შვილმა გაიხსენა გ---------------ი, რომელიც დაუხასიათა სანდო პიროვნებად, ასევე ნდობას ქმნიდა ის გარემოებაც, რომ გ---------------ს მანქანა ჩამოჰყავდა მოწმის მოსწავლის ოჯახისთვის - ჭ---------ებისთვის, რომლებიც სიხარულით ელოდებოდნენ მანქანას, რომელიც გზაში იყო. ასევე ნ---------–--ე მუსიკაში ამზადებდა გ------------–--ის დის მეგობრის შვილს და ვერ იფიქრებდა, თუ ი------ი მას მოატყუებდა. 2018 წლის თებერვლის თვეში გ------------–--ე დაუკავშირდა გ---------------ს და უთხრა მანქანის ჩამოყვანის შესახებ. ი------მა მას ავტომანქანის სურათები გადაუგზავნა, რაც ასევე ნახა მოწმემ. მანქანა უნდა ჩამოსულიყო 2018 წლის 10 მარტისთვის. გ---------------თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა გ------------–--ე. 2018 წლის თებერვლის თვეში გ---------------ს გადაუხადეს 3200 აშშ დოლარი ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ჩამოყვანისთვის, კერძოდ, ბანკის მეშვეობით გადაურიცხა მას ჟ-----------ძის სახელზე, რამდენიმე ეტაპად. მოწმისთვის ცნობილი იყო, რომ ავტომანქანა უკვე წამოსული იყო ამერიკიდან. გადახდის ქვითრები წარუდგინა გამოძიებას. თანხის გადახდიდან ორ დღეში მოწმისთვის და მისი შვილისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნა ჭ---------ების მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც გ---------------ს უნდა ჩამოეყვანა. ამის გამო გაჩნდა გარკვეული შიში თავიანთი მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებით და სცადეს გ---------------თან დაკავშირება, თუმცა ი------ს უკვე ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვეღარ მოხდა. მოგვიანებით გ---------------ი მოწმეს ატყუებდა, რომ მისი მანქანა ჩამოდიოდა, შემდეგ თანხის დაბრუნებას პირდებოდა და ეუბნებოდა, რომ თითქოს ბანკომატთან იდგა და თანხას ურიცხავდა, თუმცა აღმოჩნდებოდა, რომ ატყუებდა და შემდეგ თანხას არ ურიცხავდა. ფაქტობრივი მდგომარეობით, გ---------------მა მას არც თანხა დაუბრუნა და არც ავტომანქანა ჩამოუყვანა, მიზეზი კი უცნობია.
დაზარალებულმა თ-----------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წელს შვილისთვის - ნ--------------ასთვის გადაწყვიტა მანქანის შეძენა, რაც იცოდა მისმა დისშვილმა კ------------ამ. მან უთხრა, რომ იცნობდა პიროვნებას გ---------------ს, რომელსც შეეძლო ავტომანქანის ამერიკიდან ჩამოყვანა. ი------მა მას აჩვენა მანქანის სურათები, რომლის შეძენაზეც მოწმე დათანხმდა. 2017 წლის 28-29 ნოემბერს, თ-----------------ამ მანქანის შესაძენად 2800 აშშ დოლარი გადასცა გ---------------ს საკუთარ სახლში. რამდენიმე ხანში მოწმეს უთხრეს, რომ მანქანა შეძენილი იყო და ამერიკიდან დაიძრებოდა საქართველოში ჩამოსაყვანად და ჩამოვიდოდა ორ თვეში - 2018 წლის იანვარში. ხსენებული ავტომანქანა დაზიანებული იყო, რაზეც გ---------------ი მოწმეს შეპირდა, რომ თვითონ შეაკეთებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2018 წლის 6 იანვარს ი------მა დაურე-- მოწმეს და უთხრა, რომ ავტომანქანის ნაწილები იშოვა და ფული იყო გადასახდელი. მოწმემ თავის შვილს ნ---ს მისცა ფული 550 ლარი, რომელმაც ,,თიბისი ბანკი“-დან ჩარიცხა ჟ-----------ძის ანგარიშზე. ი------მა მოწმეს კონტეინერის ნომერიც უთხრა, რის შემდეგაც აკვირდებოდნენ მის გადაადგილებას. 2018 წლის 5 ან 6 თებერვალს, ი------მა მოწმეს უთხრა, რომ გზის ფული იყო გადასახდელი და 480 აშშ დოლარი ჩაურიცხა ანგარიშის ნომერზე. კონტეინერი შემოვიდა ფოთში, მოწმის შვილმა მისცა მინდობილობა გ---------------ს, რომ ფოთიდან თბილისში ჩამოეყვანა ავტომანქანა. ამის შემდეგ გ---------------ი დაიკარგა და აღარ გამოჩენილა, მასთან კონტაქტი დაიკარგა, რის გამოც იძულებული გახდნენ პოლიციისთვის მიემართათ.
მოწმე ნ--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა ეყიდა ავტომანქანა. მამიდაშვილმა კ------------ამ მას უთხრა, რომ მის მეგობარს გ---------------ს უცხოეთიდან ჩამოჰყავდა ავტომანქანები. 2017 წლის ნოემბერში პირველად შეხვდა გ---------------ს. ი------მა თავის ტელეფონში მოწმეს აჩვენა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთერთი აირჩია მოწმემ. მოწმემ მამამისსაც აჩვენა ხსენებული ავტომანქანის ფოტოსურათები. მოწმემ თავის სახლში 2800 აშშ დოლარი გადასცა გ---------------ს ავტომანქანის საფასური. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოწმის დები გ---–ა და ე-- ჭ---------ები, დედა - ნ------- ჭ---------ა და მამა - თ-----------------ა. ავტომანქანა 2 თვეში, 2018 წლის იანვრის თვეში უნდა ჩამოსულიყო. გ---------------მა მოწმეს გადასცა ავტომანქანის ვინკოდიც და კონტეინერის ნომერიც, რომლითაც ავტომანქანა უნდა ჩამოსულიყო ფოთში. 2018 წლის იანვრის დასაწყისში, მოწმემ ი------ს ,,თიბისი ბანკის“ საშუალებით ბ------------–---–ის ანგარიშზე ჩაურიცხა ავტომანქანის ნაწილების თანხა - 550 ლარის ოდენობით, რომელიც შლიდა ავტომანქანის ნაწილებს. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში გ---------------მა მოითხოვა 480 ლარი, ავტომანქანის ჩამოყვანის ფული. ი------ის თქმით, ავტომანქანა უკვე ჩამოყვანილი იყო. მოწმემ 480 ლარი გ---------------ის მითითებით გადარიცხა ჟ-----------ძის საბანკო ანგარიშზე. შემდეგ მოწმემ გააფორმა მინდობილობა გ---------------ის სახელზე, რათა ეს უკანასკნელი ფოთში წასულიყო და მანქანა ჩამოეყვანა. ამის შემდეგ გ---------------ი დაიკარგა და ვეღარ უკავშირდებოდნენ, მას არც მანქანა ჩამოუყვანია და არც თანხა დაუბრუნებია მოწმისთვის. ხსენებული ნომრის კონტეინერი ჩამოვიდა ფოთში, მაგრამ მისი ავტომანქანა შიგნით არ იყო.
მოწმე გ---–ა ჭ---------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ გ---------------ს იცნობს მისი მამიდაშვილისგან - კ------------სგან. 2017 წლის ნოემბერში, როდესაც სახლში იმყოფებოდა დასთან და დედასთან ერთად, სახლში მივიდნენ მამამისი - თ-----------------ა, მისი ძმა - ნ--------------ა, მამიდაშვილი - კ------------ და გ---------------ი, რომელსაც მანქანის თანხის საფასური - 2800 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს. მოწმემ ლეპტოპში ნახა იმ ავტომანქანის სურათები, რომელიც ი------ს უნდა ჩამოეყვანა მისი ოჯახისთვის. ავტომანქანა იყო მწვანე ფერის და წინა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. ამის შემდეგ გ---------------ს კიდევ ორჯერ გადაურიცხეს გარკვეული თანხები ნათესავის საბანკო ანგარიშზე. ავტომანქანა 2 თვეში, ანუ 2018 წლის იანვარში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ი------მა მანქანა არ ჩამოიყვანა და არც თანხა დააბრუნა.
დაზარალებულმა ი-----–-----------–იამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის თებერვალში გ---------------ი მას დაპირდა, რომ უცხოეთიდან ჩამოუყვანდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას 2600 აშშ დოლარად, რაზეც ი-----–-----------–ია დათანხმდა. ამ თანხაში შედიოდა განბაჟების თანხაც. ავტომანქანის შეძენის მიზნით 2018 წლის 12 მარტს, გ---------------ის მითითებით თანხის ნაწილი - 4115 ლარი, ქ. თბილისში, გობრონიძის ქუჩაზე მდებარე ,,თიბისი ბანკი“-დან გადარიცხა ჯ----------–---–ის ანგარიშზე. 2018 წლის აპრილში 100 აშშ დოლარი გადასცა ხელზე გ---------------ს, 100 დოლარი ჩარიცხა გ---------------ის მიერ მითითებული პირის ანგარიშზე, ხოლო 2018 წლის 21 მაისს 710 დოლარი ხელზე გადასცა გ---------------ს. მიუხედავად ამისა, გ---------------მა არც ავტომანქანა ჩამოუყვანა და არც თანხა დაუბრუნა დაზარალებულს. გ---------------მა ი-----–-----------–იას მისცა კონტეინერის ნომერი, თუმცა ამ კონტეინერში არ აღმოჩნდა დაზარალებულის ავტომანქანა, რასაც ბრალდებული ხსნიდა შეცდომით. გ---------------მა ი-----–-----------–იას თანხა ჩაარიცხინა მეგობრის - ჯ----------–---–ის საბანკო ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა გ---------------ს. 900 აშშ დოლარი ავტომანქანის ჩამოსვლის შემდეგ უნდა მიეცა ი-----–-----------–იას, თუმცა ი------ის მიმართ ნდობა ჰქონდა და მანამდე გადასცა თანხა, მანქანის საქართველოში ჩამოყვანამდე.
ჯ----------–---–ის მიერ გ---------------ისთვის თანხის გადაცემის შესახებ სასამართლოს ჩვენება მისცა ჯ----------–---–ის მეუღლემ ირინა ცაგურიშვილმა.
გამომძიებლებმა ს--–-----–-------ა და კ---------------------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ბ------------–---–ის, ჟ-----------ძის, ს---------------–---–ის, ლ-–--–---–---–ის, უ---------–--ის, ლ-–---------ის, ნ------–-----–---–ის, ჯ----------------ის და ლ-------------–---–ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაზარალებულების მიერ ბ------------–---–ის, ჟ-----------ძისა და ჯ----------–---–ის ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა.
ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილებით დასტურდება, რომ ი-----–-----------–იასა და გ------------–--ისთვის ჩამოსაყვანი ავტომანქანების ვინკოდის შესაბამისი ავტომანქანები საერთოდ არ არის შემოსული საქართველოში.
ბრალდებულმა გ---------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ადასტურებს დაზარალებულებთან შეთანხმების დადებას ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ავტომანქანები ვერ ჩამოუყვანა შპს ,,ფორვარდერის“ შეცდომების გამო. ხსენებული კომპანიის გამო მას დიდი ზიანი მიადგა. თუ დაზარალებულებმა თანხა დაკარგეს, მან ,,მთელი ცხოვრება დაკარგა“.
დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ გ---------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.
დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად გ---------------მა მოატყუა დაზარალებულები, თითქოს ხელშეკრულების საფუძველზე, თანხის გადახდის სანაცვლოდ უცხოეთიდან ჩამოუყვანდა ავტომანქანებს. მან დაზარალებულებს წარუდგინა ავტომანქანის ფოტოსურათებიც და მათი ვინკოდებიც. გ---------------ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ცალსახად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ---------------მა ისარგებლა დაზარალებულთა ნდობით, ისინი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს მას ამერიკიდან ჩამოჰყავდა ავტომანქანები, რის საფუძველზეც მათთან მოტყუებით დადო შეთანხმება. რეალურად, გ---------------მა წინასწარ იცოდა, რომ ავტომანქანებს კლიენტებისთვის ამერიკიდან არ ჩამოიყვანდა და მათთან ხელშეკრულებას ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დებდა. აღნიშნულ გარემოებებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მას დაზარალებულების მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა აშშ-ში გადარიცხვის ნაცვლად პირადად გამოჰქონდა თავისი ნაცნობების მეშვეობით.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას.
თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ გ---------------მა მოატყუა დაზარალებულები, თითქოს ავტომანქანებს ჩამოიყვანდა მათთვის, რითაც შეცდომაში შეიყვანა ისინი და დაზარალებულებმა ბრალდებულს გადასცეს თანხა. დაზარალებულებს ეჭვი არ შეპარვიათ ი------ის სანდოობაში, რის გამოც ისინი გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. ბრალდებულ გ---------------ის თაღლითური ქმედებით დაზარალებულებს მიადგათ მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო მესამე პუნქტის მიხედვით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებების, ხელშეკრულებების და სხვა წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------ის ქმედებით დაზარალებულებს ხ--------------–----------სა და დ------------–ს მიადგათ მიადგათ დიდი ოდენობის ზიანი, ხოლო თ-----------------ას ნ---------–--ესა და ი-----–-----------–იას - მნიშვნელოვანი ზიანი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და გ---------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა, რომ სახეზე სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა და არა დანაშაულებრივი ქმედება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გ---------------ის მსჯავრდებისათვის. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს მას შპს ,,ფორვარდერმა“ მიაყენა რაიმე ზიანი. წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმის თ-------------ის გამოკითხვის დადასტურდა, რომ გ---------------ი არც ,,ფორვარდერს“ უხდიდა თანხას და მას ხსენებულ კომპანიაში დაუგროვდა დიდი დავალიანება. გ---------------მა ვერ გაიხსენა თანხა ,,ფორვარდერში“ ხელზე მიჰქონდა თუ კონკრეტულ ანგარიშზე ურიცხავდა.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (დაზარალებულ თ-----------------ას ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (დაზარალებულ ნ---------–--ის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (დაზარალებულ ი-----–-----------–იას ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ---------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი