გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N091210019003026515
N2/79-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აგვისტო, 2019 წ. ქ. ვანი
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლს
მაგისტრი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში - როინ კახიძე
სხდომის მდივანი - თინათინ მაღლაკელიძე
მოსარჩელე - ლ---- ლ---------------:
მოპასუხე - გ------- შ-----–--,მოპასუხე - შპს „ე----- კ-------- +“:
წარმომადგენელი - თ----- გ------:
მოპასუხე - შსს ს----------–-------–-–-------------------------------------------------------–---
წარმომადგენელი - შ-------------:
დავის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლება.
ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ავტომანქანის მარკა - ოპელ ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ ყადაღისაგან გათავისუფლება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: მოსარჩელემ 2015 წლის 21 მაისს, გ------- შ-----–--საგან, 2000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა მარკა - ოპელ ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ, 2000 აშშ დოლარად. ავტომანქანის საკუთრებაში გადაფორმება ვერ მოახერხა, რადგან არ მიუნიჭებია ავტომობილის საკუთრებაში გადაფორმების საჭიროებისათვის ყურადღება და როცა გადაწყვიტა ავტომანქანის მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანას, გ------- შ-----–--ს შპს. ,,ე----- კ--------ი + წინაშე არსებული დავალიანების გამო ადევს ყადაღა, ამასთან მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებულია ჯარიმა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო ყადაღა ადევს ავტომანქანას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ავტომობილი 2015 წლის 21 მაისს შეიძინა გ------- შ-----–--საგან, გადახდილი აქვს მისი ღირებულება და გამსხვისებელმა გადასცა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, შესაბამისად არ უნდა მომხდარიყო გ------- შ-----–--ს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ავტომანქანის დაყადაღება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, სააღსრულებო საქმე. აღნიშნულ ავტომანქანზე ყადაღის დადება მოხდა კ--------ორ შპს „ე----- კ-------- + ის“ სასარგებლოდ მოვალე გ------- შ-----–--ს ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო. ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, შესაბამისად გ------- შ-----–--ს ვალდებულების შესრულების მიზნით, არ უნდა მოხდეს მისი საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, მოესპობა შესაძლებლობა დაიბრუნოს მისი კუთვნილი ქონება (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია;
2.1. მოპასუხე გ------- შ-----–--მ სასამართლოში წერილობითი პასუხი- შესაგებელი არ წარმოუდგენია. მაგრამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 21 მაისს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ოპელ ასტრა, სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ, 2000 აშშ დოლარად მიყიდა ლ---- ლ---------------- და გადასცა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ავტომანქანა არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
2.2. მოპასუხე შპს ,,ე----- კ--------+ მა“ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელემ 2015 წლის მაისის თვეში გ------- შ-----–--საგან შეიძინა თუ არა ავტომანქანა.
2.3. მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო სარჩელს არ ცნობს და განმარტა, რომ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მოსარჩელის საკუთრებას, დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფატობრივი გარემოებები სადავოდ არის გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება მარკა - ოპელ ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ რეგისტრირებულია გ------- შ-----–--ს საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- რეგისტრაციის მოწმობა;
3.2.2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, გ------- შ-----–--ს- შპს ე----- კ--------+-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემილი სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ------- შ-----–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 31.05.2019 წ სააღსრულებო ბიუროს უფროსის წერილი;
3.2.3. 2015 წლის 21 მაისს გ------- შ-----–--მ ლ---- ლ---------------- მიყიდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა-ოპელ ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ, რაშიც ლ---- ლ---------------მ გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, თუმცა რეგისტრაცია არ განხორციელდა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- მოსარჩელის და მოპასუხე გ------- შ-----–--ს ახსნა-განმარტება.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ქონებაზე საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს. სწორედ მათ უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება გ------- შ-----–--ს საკუთრებაა და არა ლ---- ლ----------------, რადგან დავის საგანი არ არის ავტომანქანის მფლობელობის ფაქტი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, საქმეზე წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება კერძოდ; აუდიტის დასკვნა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, ცნობა ლ---- ლ---------------- მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე მარკა-ოპელ ასტრა, სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ,-ზე ბენზინის საწვავის პლასტიკური ბარათის გაცემის შესახებ. ვანის რაიონული სამართველოს უფროსის პატაკი, რითაც დგინდება, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ---- ლ---------------- მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ,-ზე გამოყოფილი იქნა საწვავი. საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად, მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმე, რომლებმაც სასამართლო სსხდომაზე დაადასტურა, რომ სადაო სატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე ლ---- ლ---------------, კერძოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კახა რამიშვილმა განმარტა, რომ ლ---- ლ--------------- სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს სამი ან ოთხი წლის განმავლობაში და სხვა პირი ბენზინ გასამართ სადგურზე აღნიშნული ავტომანქანით არ მისულა. ასევე მოპასუხე გ------- შ-----–--მ განმარტა, რომ 2015 წლის 21 მაისს ლ---- ლ---------------- მიყიდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა-ოპელა ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ, რაშიც ლ---- ლ---------------მ გადაუხადა 2000 აშშ დოლარი.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ 2015 წლიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს ლ---- ლ--------------- შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. (სკ 158-ე 1-ლი ნაწ.)
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, მოწმის ჩვენების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- ლ---------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე, 44-ე, 45-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 186-ე, 158-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები. სს კოდექსის 186.1. მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 158.1. მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- ლ---------------მ გ------- შ-----–--საგან 2015 წლის 21 მაისს შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, მარკა-ოპელა ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ,სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- შ-----–--ს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, მოძრავი ნივთის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელეზე გასხვისების უფლება ჰქონდა. გარიგების დადების ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ შედავებული არ არის. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენს ლ---- ლ---------------. გამყიდველმა გ------- შ-----–--მ ნასყიდობის საგანი - სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით ნამდვილი უფლების საფუძველზე მყიდველს ლ---- ლ---------------- საკუთრების უფლებით გადასცა. სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შპს „ე----- კ-------- + ის’’ ვალდებულების გამო, ასევე გ------- შ-----–--ს დაჯარიმების ან სააღსრულებო ბიუროში საქმის გადაგზავნის შემდგომ აღმასრულებლის მიერ შეზღუდვა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა გ------- შ-----–--ს საკუთრებაში აღარ იყო, გასული იყო მისი მფლობელობიდან.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
6.4. სასამართლო მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლითაც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ აუციელებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან სხვა გვარი მასზე მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და ამდენად მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.).
ამასთან, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ-ები: Nას-914-954-2011, 27.10.2011წ; Nას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; Nას-971-912-2012, 26.07.2012წ;Nას-33-32-2014, 24.03.2014წ; Nს-658-625-2014, 05.12.2014წ; Nას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).
საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა, ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ განიხილებოდა (სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წ.)
6.5. სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ გ------- შ-----–--ს სახელზე ირიცხება, მას 2015 წლის 21 მაისის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- შ-----–--მ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, სპეციალური კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვოს.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მოსარჩელე ლ---- ლ---------------- საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. გ------- შ-----–--ს ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე გ------- შ-----–--ს ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით ლ---- ლ---------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ყადაღისგან გათავისუფლდეს გ------- შ-----–--ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა - ოპელ ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 100 ლარი, ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ---- ლ---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ლ---- ლ---------------- საკუთარი და გ------- შ-----–--ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა - ოპელა ასტრა, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - WOLOTGF48X5241150, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV1658514, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომერი QS 6989 SQ .
3. გ------- შ-----–--ს, შპს ,,ე----- კ-------- + ს“, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს, მოსარჩელე ლ---- ლ---------------- სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ვანის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ვანის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
როინ კახიძე