გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002127581
საქმე №2/799-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 აგვისტო 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მარი მირიანაშვილი;
განმცხადებელი: სს. „ კ------- ბ---- “;
წარმომადგენელი: თ------- ნ-------–-;
მოპასუხე: თ-- უ----, ნ---- ი------–---–-, ვ----– ა-–-----–---–-;
წარმომადგენელი: თ-- უ----ს წარმომადგენელი ი--- ს-----–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს თ-- უ----ს, ნ---- ი------–---–ს და ვ----– ა-–-----–---–ს სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს: 4 884.35 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი და 35 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 3 609.71 აშშ დოლარის, პროცენტის - 810.37 აშშ დოლარის, დაზღვევის- 166,43 დოლარის და ჯარიმის - 277.66 აშშ დოლარი) გადახდა, საკომისიო 20.18 აშშ დოლარი) გადახდა.
1.2.მოპასუხეებს თ-- უ----ს სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს: 2 847.51 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 783.24 აშშ დოლარის, პროცენტის - 141.00 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევა- 20,34 დოლარის და ჯარიმის - 1,902.93 აშშ დოლარი) გადახდა.
1.3.მოპასუხეებს თ-- უ----ს, სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს: 1 079.89 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 807.84 აშშ დოლარის, პროცენტის - 96.42 აშშ დოლარის, დაზღვევის- 15.84 დოლარის და ჯარიმის - 159.79 აშშ დოლარი) გადახდა.
1.4.მოპასუხეებს თ-- უ----ს, ნ---- ი------–---–ს და ვ----– ა-–-----–---–ს სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 363.30 და 292.15 ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2014 წლის 13 მაისს სს კ------- ბ----ს “ და მოპასუხე თ-- უ----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ შპს „ მ----------------- ო---------–-- კ-------საგან “ მიიღო კრედიტი - 4 700 (ოთხი ათას შვიდასი) აშშ დოლარი.
2014 წლის 13 მაისს შპს „ მ----------------- ო---------–-- კ-------სა “ და მოპასუხეებს ნ---- ი------–---–-ს და ვ----– ა-–-----–---–-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ----ს წინაშე მსესხებლის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ.
2014 წლის 13 მაისს სს კ------- ბ----ს “ და მოპასუხე თ-- უ----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ბარათი, საიდანაც სესხად გაიტანა 1 566.54 აშშ დოლარი და 1 079.89 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა გადახდის გრაფიკი დაარღვიეს 2014 წლის 29 დეკემბერს. მოპასუხეებს 2015 წლის 11 თებერვალს და 15 მაისს გაეგზავნათ ოფიციალური გაფრთხილება დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე თ-- უ----მ მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის გადახდის მოთხოვნა ცნო სრულად, პროცენტის - მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, ხოლო სხვა მოთხოვნები არ ცნო. ანალოგიური პოზიცია დაიკავა თავდებმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2014 წლის 13 მაისს სს კ------- ბ----ს “ და მოპასუხე თ-- უ----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ შპს „ მ----------------- ო---------–-- კ-------საგან “ მიიღო კრედიტი - 4 700 (ოთხი ათას შვიდასი) აშშ დოლარი.
სესხი გაიცა -24 თვით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი -1.35%, პირგასამტეხლო მხოლოდ მაქსიმუმ -150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის -0.27 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. 2014 წლის 13 მაისს შპს „ მ----------------- ო---------–-- კ-------სა “ და მოპასუხეებს ნ---- ი------–---–-ს და ვ----– ა-–-----–---–-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ----ს წინაშე მსესხებლის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თავდებობის ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. 2014 წლის 13 მაისს სს კ------- ბ----ს “ და მოპასუხე თ-- უ----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ბარათი, საიდანაც სესხად გაიტანა 1 566.54 აშშ დოლარი და 1 079.89 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. მოპასუხეებმა გადახდის გრაფიკი დაარღვიეს 2014 წლის 29 დეკემბერს. მოპასუხეებს 2015 წლის 11 თებერვალს, 15 მაისს გაეგზავნათ ოფიციალური გაფრთხილება დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე. მიეცათ წინადადება 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბ---- შეწყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას და მიმართავდა სასამართლოს თანხის დაკისრების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, მოპასუხეების დავალიანება სს „ კ------- ბ----ს “ მიმართ შეადგენს - 4 884.35 და 3 927.4 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2016 წლის 09 სექტემბრის რეორგანიზაციის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა სს „ კ------- ბ---- “.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბ----ს მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან. ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში სრულად და პროცენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ და შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. სასამართლო გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება სარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების ნაწილში შემცირდეს ოცჯერ. რაც შეეხება დაზღვევის და საკომისიოს თანხების დაკისრების საკითხს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 292.15 და 363.30 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.სს ,, კ------- ბ----ს ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს თ-- უ----ს, ნ---- ი------–---–ს და ვ----– ა-–-----–---–ს სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს: 4 620.69 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 3 609.71 აშშ დოლარის, პროცენტის - 810.37 აშშ დოლარის, დაზღვევის- 166,43 დოლარის და ჯარიმის - 14 აშშ დოლარი) გადახდა, საკომისიო 20.18 აშშ დოლარი) გადახდა.
1.2.მოპასუხეებს თ-- უ----ს სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს: 1 039.58 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 783.24 აშშ დოლარის, პროცენტის - 141 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევა- 20,34 დოლარის და ჯარიმის - 95 აშშ დოლარი) გადახდა.
1.3.მოპასუხეებს თ-- უ----ს, სს „ კ------- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს: 928.1 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 807.84 აშშ დოლარის, პროცენტის - 96.42 აშშ დოლარის, დაზღვევის- 15.84 დოლარის და ჯარიმის - 8 აშშ დოლარი) გადახდა.
1.4. სს "კ------- ბ----ს" დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,, კ------- ბანკს “ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 453 (ოთხას ორმოც და ცამეტი) ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N192 და N193, გადამხდელი სს ,, კ------- ბ---- “ ).
3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სს ,, კ------- ბ----ს “ მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე