განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100117002106289
დავის ტიპი
185 2 გ , 185 2 ბ , 182 2 გ , 182 2 ბ
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002106289

საქმე N 1-844/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25.06.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ად--–----–--------ა

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გი----------–--ე (დასწრების გარეშე)

მამის სახელი: დ-----ი

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ვ. ფშ----–----------------------

 

ადვოკატი - გვ--–-----------იძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით; (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171300816004

 

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1 გი----------–--ე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ და „გ“ ქ/პუნქტებით და 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 01 ივლისის განაჩენით გი----------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

1.2. გი----------–--ეს არ გააჩნდა რა თანხა, არაერთგზის, 2016 წლის 26-28 აგვისტოს მოტყუებით მიიღო ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო „პრ----------–--ის“ სრული მომსახურეობა 4 პირზე , საცხოვრებელი ნომერი, კვება ; სულ 2600 ლარის ფარგლებით, თუმცა ამ მომსახურეობის ღირებულება არ აუნაზღაურებია , რითაც მნიშვნელოვანი ქონებრივი დაზიანება მიაყენა სასტუმროს მესაკუთრეს - გუ-–----------------ეს;

 

1.3. გი----------–--ემ 2016 წლის 25-26 აგვისტოს ქ. თბილისში ყოფნისას არაერთგზის მიითვისა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული რა----------–---–ის ფულადი თანხა 9600 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გამოეყენებინა 2016 წლის 27 აგვისტოს ქ. ბათუმში ია----------–ის ჩამოყვანისა და კონცერტის ხარჯების ორგანიზებისათვის, რითაც მან რა----------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

მოტყუებით სხვისი ქონებრივი დაზიანება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება არაერთგზის, როცა ნივთის იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1 მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა რა----------–---–ის შეტყობინება მისი კუთვნილი თანხის გი----------–--ის მხრიდან მითვისებასთან დაკავშირებით; (იხ ს.ფ.1.2);

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა რა----------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში მათი ტაძრის მრევლის ნუ----საგან გაიცნო მისი შვილი გი----------–--ე , მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, გი------მ მოუყვა, რომ იყო დასაქმებული მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანით საქართველოში და კონცერტების მოწყობით; შექმნილი ჰქონდა კომპანია, რომლის 100 %-ით წილის მფლობელი და დამფუძნებელი თვითონ იყო; ერთერთი საუბრისას გი------მ უთხრა მას, რომ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა კომპანია „m-------” თან და სურდა მსოფლიო ვარსკვლავის „მ------ს“ მომღერლის ჩამოყვანა და არ ჰქონდა სათანადო თანხები; მან შეთავაზა, რომ თუკი მოიძიებდა თანხებს, საუბარი იყო 10 000 ლარზე , ის უზრუნველყოფდა როგორც ჰონორარის, ასევე მომღერლის ტრანსპორტირება დაბინავების საკითხს და მოახდენდა კონცერტის კლუბ „თე-------ში“ გამართვას, ხოლო დააბინავებდა ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროში ; მოეწონა შემოთავაზება თანაც გაიკითხა ის კომპანია, რომელიც გი------მ დაასახელა და დაადგინა, რომ ნამდვილად მუშაობდა; დაიწყო თანხის მოძიება და როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეს , არ ჰქონდა რა ბანკებში პრობლემა მისცეს სესხი სს საქართველოს ბანკიდან აიღო 5000 ლარი ხოლო სს თი ბი სი ბანკიდან - 5000 ლარი; ბანკების მომსახურეობის გადახდის შედეგად დარჩენილი თანხა 9600 ლარი გადასცა გი----------–--ეს 2016 წლის 25 და 26 აგვისტოს; გი------ პირდებოდა, რომ ამ თანხის გაცემით მიიღებდა მოგებას და ასევე თავის ძირ თანხას 10 000 ლარს; საჯარო რეესტრში გი------ თანხმობით დაირეგისტრირა გი----------–--ის კომპანიის წილი - 30%;

 

2016 წლის 27 აგვისტოს მოიკითხა გი----------–--ესთან, თუ როგორ მიდიოდა საქმე, მოახდინა თუ არ ჰონორარის და ბილეთების თანხის გადარიცხვა, გი------მ უთხრა, რომ თანხები გადარიცხა, თუმცა მომღერალი ვერ ჩამოვიდოდა 27 აგვისტოს, მისი პირადი ექიმის რჩევიდან გამომდინარე ის კონცერტის გამართვას შეძლებდა 29 აგვისტოს; რაც შეეხებოდა გაყიდულ ბილეთებს, როგორც უთხრა, მოხდა მათი უკან დაბრუნება, სხვა დეტალებზე კი შემდეგ მიაწვდიდა ინფორმაციას, რადგან ჰქონდა ბევრი საქმე ; ამის შემდეგ გი----------–--ეს ვეღარ უკავშირდებოდა; ერთ დღეს შეძლო მის მამასთან - და--------–--ესთან დაკავშირება და ეკითხებოდა იყო თუ არა მისთვის ცნობილი ამ კონცერტის შესახებ, რა დროსაც და--------–--ემ დაუდასტურა, რომ ამ დროისთვის მომღერალი მართლაც ვერ მოდიოდა;

2016 წლის 29 აგვისტოს თავად ჩავიდა ბათუმში კონცერტისთვის დანიშნულ დღეს, რადგან გი------ არ პასუხობდა ტელეფონს, ჩავიდა მის გაუფრთხილებლად; შეხვდა ქალაქში, გი------ მას აიმედებდა, რომ საქმე კარგად მიდიოდა, იმ დროს სხვა კონცერტს ამზადებდა, და პირდებოდა რომ ეს საქმეც მოგვარდებოდა; იცოდა, რომ მომღერალს აბინავებდა სასტუმრო „პრ----------–--ში“ მივიდა სასტუმროში, იქ მართლაც დახვდნენ გი------ს მიერ მოწვეული ჟურნალისტები და მძღოლები, რომლებიც უნდა მომსახურებოდნენ მომღერალს გი------ უხსნიდა, რომ ხარჯებთან დაკავშირებითაც არ იყო პრობლემა მძღოლები და ჟურნალისტები ნაცნობები და მეგობრები იყვნენ და ემსახურებოდნენ უანგაროდ, ხოლო სასტუმროსთვის პრესტიჟი იყო რომ იქ დააბინავებდა მსოფლიო დონის მომღერალს; ეს ყველაფერი მან დაიჯერა და მშვიდად იყო;

2016 წლის 29 აგვისტოს ბათუმში აეროპორტში მართლაც ჩამოფრინდა მომღერალი; მას დახვდა კომპანია „მა--------ს“ წარმომადგენელი, ირ-----------–--ლი, მომღერალი დააბინავეს სასტუმროში მას უნდა დაესვენა გარკვეული პერიოდი, გი----------–--ე კი წავიდა იმ კლუბში სადაც კონცერტი უნდა გაემართათ; საღამოს მომღერალმა განაცხადა, რომ ის იყო მზად კონცერტისთვის, მაგრამ ელოდებოდა ჰონორარის თანხას და თანხის გარეშე არ ჩაატარებდა; ეს მისთვის იყო მოულოდნელი; გი------სა და ირ---ს საუბარში მიხვდა რომ მის თანხა არ იყო დანიშნულებით გამოყენებული და გი------ს არც ჰონორარის და არც ტრანსპორტირების თანხა გადარიცხული არ ჰქონდა; მიხვდა, რომ ამ მიზეზით ის არ ჩამოვიდა 27 აგვისტოს; ასევე მიხვდა, რომ გი----------–--ის დაუდევრობის მსხვერპლი გახდა; გი------ს როცა მოკითხა , თუ სად წაიღო მისი თანხა, უპასუხა, რომ იმავე საღამოს კაზინოში ითამაშა და წააგო და ამის გამო კონცერტის ჩატარებას ვეღარ ახერხებდა; შემდეგ გაირკვა, რომ გი------ს არც სასტუმროს ხარჯები და არც იქ მოწვეული პირების მომსახურეობის თანხები ჰქონდა გადახდილი; გი------ს მოქმედებით მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი; მან ამის შემდეგ მიმართა პოლიციას, ზიანი დრემდე აუნაზღაურებელია, სესხის თანხის პროცენტებს იხდის ამ დრომდე; (ის სხდომის ოქმი18.05.2018წ);

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა გუ-–----------------ემ განაცხადა, რომ საკუთრებაში აქვს შენობა ნაგებობა არის 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი სასტუმრო შპს „პრ----------–--ის“ სასტუმრო ფუნქციონირებს 2015 წლიდან; ნომრების დაჯავშნა ხორციელდება ვებ გვერდის საშუალებით და დაჯავშნის შემთხვევაში მსურველი უთითებს თავის მონაცემებს, ნომრის ტიპს ფასის შესაბამისად; 2016 წლის 26 აგვისტოს მენეჯერის ელ ფოსტის მეშვეობით შემოსული მოთხოვნის საფუძველზე დაიჯავშნა სასტუმროს ოთხი ნომერი, მითითებული იყო ინიციატორის ელ ფოსტის მისამართი და მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; თითოეული ნომრის (ორადგილიანი) ღირებულებას შეადგენდა 200 ლარი; 2016 წლის 26 აგვისტოს მართლაც შემოვიდნენ სასტუმროში პირები და დაჯავშნილი ოთხივე ნომერი შეივსო; სამი დღის განმავლობაში სატუმროს მომსახურების სრული პაკეტით სარგებლობდნენ; 2016 წლის 29 აგვისტოს სასტუმროში შემოვიდა ია----------–ი, მომღერალი, რომლისთვისაც აიღეს ერთი ნომერი ერთი დღით და დანარჩენ ნომრებზეც დაემატა ერთი დღე თავისი მომსახურებით; ამ დრომდე სასტუმროს ნომრებისა და სასტუმროს მომსახურების ღირებულება გადახდილი არ არის; ზიანი შეადგენს 2600 ლარს; გი----------–--ეს სასტუმროს ხარჯები უნდა დაეფარა გასვლის დროს - 2016 წლის 30 აგვისტოს; ამის შემდეგ, როცა პრობლემა შეიქმნა, მოხდა პოლიციის გამოძახება, სტუმრების გაცილების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოღერალი „მ------ს “ ჯგუფის უნდა ჩამოეყვანა და მასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი უნდა დაეფარა გი----------–--ეს გი----------–--ესთან, მიუხედავად მცდელობისა, დაკავშირებასაც ვერ ახერხებენ; (იხ სხდომის ოქმი 18.05.2018წ);

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ეკ-----------------იამ განაცხადა, რომ მუშაობს შპს სასტუმრო „პრ----------–--ში“ მენეჯერის თანამდებობაზე; 2016 წლის 26 აგვისტოს ვინმე გი----------–--ისაგან მიიღო ჯავშანი ოთხ ნომერზე; 2016 წლის 26 აგვისტოს მართლაც დაბინავდნენ და განთავსდენ სტუმრები ოთხ ნომერში; 29 აგვისტოს შემოვიდა სტუმარი ია----------–ი და მეხუთე ნომერში განთავსდა; სტუმრებიც დარჩნენ კიდევ ერთი დღით; 2016 წლის 30 აგვისტოს სტუმრების გასვლისას გაირკვა რომ ხარჯების გადახდაზე პასუხისმგებელი პირი იყო გი----------–--ე და არ გადაიხადა; ამ დრომდე ზიანი არ აუნაზღაურებია, რაც შეადგენს 2600 ლარს (იხ სხდომის ომი 15:11:2017წ);

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ინ----------ამ განაცხადა, რომ საკუთრებაში ყავს ავტომანქანა „მერსედესი“ რომლითაც ახდენს მგზავრთა გადაადგილებას; დასაქმებულია თბილისში, და--------–--ეს - გი----------–--ის მამას იცნობს; 2016 წლის 26 აგვისტოს და--------–--ემ თხოვა, რომ , მის შვილს ბათუმში უნდა ჩაეყვანა მსოფლიო ვარსკვლავი - ჯგუფი „მ------ს „ მომღერალი ია----------–ი ; 27 აგვისტოს უნდა მოეხდინა მისი ტრანსპორტირება ქუთაისიდან ბათუში, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სასტუმროთი და სამჯერადი კვებით; 29 აგვისტოს კი უნდა წაეყვანა ისევ ქუთაისის აეროპორტში; დღიურად მომსახურები თანხა უნდა გადაეხადა 150 ლარის ოდენობით, სულ - 450 ლარზე; 27 აგვისტოს და--------–--ემ აცნობა რომ გადაიდო მათი გამგზავრება და უნდა წასულიყვნენ ბათუმში - 2016 წლის 27 აგვისტოს; ბათუში დაბინავდა სასტუმრო "პრ----------–--ში"; 29 აგვისტოს მართლაც ჩამოვიდა მომღერალი მეორე მძღოლთან და ჟურნალისტებთან ერთად დახვდა ბათუმის აეროპორტში; საღამოს გაიგეს, რომ კონცერტი არ შედგა და ღონისძიების ჩაშლის მიზეზი იყო გი----------–--ის მხრიდან თანხის გადაუხდელობა; მას და--------–--ემ მისცა მხოლოდ თბილისში დასაბრუნებლად - 50 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას ასევე და--------–--ე დაპირდა, რომ გადაუხდიდა შემდეგ; ბათუმში გაიგო, რომ ეს თანხა გი----------–--ესთვის გადაუცია რა----------–---–ს და მან არ გამოიყენა დანიშნულებით, რაც გახდა კონცერტის ჩაშლის მიზეზი; ( იხ სხდომის ოქმი 07.12.2017წ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას ირ-----------–--ლმა განაცხადა, რომ არის კომპანია „მა--------ს“ დირექტორი; 2016 წლის 24 აგვისტოს დაუკავშირდა მისი დედა და თხოვა რომ მასთან მივიდოდა გი----------–--ე და გაეწია დახმარება; მას სურდა სხვადასხვა არტისტების მონაწილეობით საქართველოში ღონისძიებების ჩატარება; სამუშაო ოფისში მოხდა შეხვედრა, გი----------–--ემ მას თხოვა სარეკლამო ბანერების, ფლაერების, სავიზიტო ბარათების და სხვ დამზადება 30 სექტემბერს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით; შეკვეთა მიიღო, მაგრამ სამუშაო არ შეუსრულებია, რადგან თანხა არ გადაუხდია და ელოდებოდა გადახდას; ამ პერიოდში მისი დედა კვლავ დაუკავშირდა და აცნობა რომ გეგმავდა მომღერლის - ია----------–ის ჩამოყვანას საქართველოში , მომღერალის ჰონორარი იცოდა რომ შეადგენდა 3500 ევროს; თხოვა დახმარება ამ ღონისძიების მოგვარებასა და მომზადებაში; ხარჯების საკითხები მას ჰქონდა გავლილი უკვე და შეთანხმებული გი----------–--ესთან და ის უზრუნველყოფდა; ღონისძიება იგეგმებოდა 2016 წლის 27 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან გი----------–--ემ ვერ შეძლო თანხების მობილიზება, გადაიდო 29 აგვისტოსთვის; მის დედას ჰონორარის ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა მომღერლისთვის; ის ჩამოვიდა ბათუში და ელოდებოდა მიდი დედის მხრიდან გადახდილი თანხის დაბრუნებას; 29 აგვისტოს შეიტყო რომ გი----------–--ის მიერ დაგეგმილი ღონისძიება არ ჩატარებულა, მას არ აუნაზღაურებია არც სასტუმროს ხარჯები, რაც შეეხება კონცერტს ის იძულებული გახდა სხვაგან ჩაეტარებინა და ია----------–იმ საქართველო დატოვა 2016 წლის 31 აგვისტოს; (იხ სხდომის ოქმი 18.05.2016წ)

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას კო------------------ამ განაცხადა, რომ მას და--------–--ემ თხოვა რამდენიმე დღით მისი ტრანსპორტით მომსახურება ღონისძიებისთვის, რომელსაც მისი შვილი გი----------–--ე აწყობდა ბათუში; ის უზრუნველყოფილი იქნებოდა სასტუმროს მომსახურებით და სამჯერადი კვებით; დღიურად გადაუხდიდნენ 150 ლარს; 2016 წლის 29 აგვისტოს მართლაც ჩამოვიდა მომღერალი, ისინი იმყოფებოდნენ სასტუმრო „პრ----------–--ში“; მას მხოლოდ 50 ლარი გადაუხადა და--------–--ემ რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, ის უნდა გადაეხადა გი----------–--ეს, როგორც იცის გი----------–--ემ ხარჯები ვერ აანაზღაურა და ამის გამო კონცერტიც არ შედგა; თავად მას და--------–--ე დაპირდა თანხის გადახდას და გი----------–--ის მიმართ პრეტენზია არ აქვს; (იხ ოქმი 07.12.2017წ)

 

2.8. მი----–------–---იამ განაცხადა, რომ იცნობს გი----------–--ეს, 2016 წლის აგვისტოში მან თხოვა მედია მხარდაჭერა რადგან აპირებდა მომღერლის ია----------–ის ჩამოყვანას ბათუში; მათ შორის გაფორმდა სიტყვიერი შეთანხმება; იღებდა მედია მხარდაჭერის ვალდებულებას; რაშიც შედიოდა მომღერლის ჩამოსვლამდე საზოგადოების ინფორმირება, გი----------–--ე იღებდა ყველა სახის ხარჯებს სასტუმროს გადაადგილების და კვების სახით, მასთან ერთად იმყოფებოდნენ გი-------------–-ძე და ჟურნალისტი ივ-–------------ი; 2016 წლის 29 აგვისტოს ბათუმის აეროპორტში დახვდნენ ია----------–ს; გაიგო რომ გი----------–--ეს არ გადაუხდია ჰონორარის თანხა და ამის გამო გადაიდო კონცერტი 29 აგვისტოს, თუმცა ის არ ჩატარებულა ამ დღესაც; შეიქმნა სასტუმროშიც გაურკვეველი მდგომარეობა, არანაირი ხარჯები გადახდილი არ იყო , იქ იყო ასევე რა----------–---–ი, რომელიც ამბობდა, რომ ხარჯების თანხა მას ჰქონდა გი------სთვის მიცემული; რა----------–---–მა როგორც ახსოვს ამ საკითხების გარკვევის შემდეგ გადარეკა განყოფილებაში, გაიგო რომ გი----------–--ეს თანხები გადახდილი არ ჰქონდა; (იხ სხდომის ოქმი 22.04.2019წ);

 

2.9. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა ივ-–------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს ჩამოვიდა ბათუმში, იმ დღეს გი----------–--ემ აცნობა მათ რომ მოღერალი ვერ ჩამოდიოდა, ის ჩამოვიდა 29 აგვისტოს, დაბინავდა სასტუმრო „პრ----------–--ში“ 29 აგვისტოს დახვდნენ ბათუმის აეროპორტში თუმცა საღამოს კონცერტი არ შედგა იმის გამო, რომ მომღერალმა განაცხადა, რომ ჰონორარი არ იყო მისთვის გადახდილი, გი----------–--ეს არცერთი სახის ხარჯი გადახდილი არ ჰქონდა, იქ გაიგეს, რომ გი----------–--ეს რა----------–---–ისაგან ჰქონდა თანხა აღებული; ამის შემდეგ რა----------–---–მა მიმართა პოლიციას; (იხ ოქმი22.04.2019)

 

2.10. მოწმე და--------–--ემ გამოიყენა საპროცსო კანონმდებლობით დადგენილი უფლება და თავისი შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი; (იხ ოქმი 22.04.2019წ);

 

2.11. საქმის განხილვისას მოწმის სახით დაიკითხნენ სალ----------------–---------------------------–--------------------ძე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა (იხ სხდომის ოქმი 07.11.2017, 26.12.2017; 1--12.2018);

 

2.12. საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ სასტუმრო შპს „პრ----------–--ის“ 4 სტანდარტული ორადგილიანი ნომერი დაიჯავშნა 2016 წლის 25 აგვისტოს გი----------–--ის მიერ 2016 წლის 26-28 აგვისტოს თარიღით; ერთი ღამის ღირებულება შეადგენს 200 ლარს; (იხ ს.ფ.9-14);

 

2.13. ამონაწერით მეწარმეთა და არამეწარმეთა იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს „ კი-–-----------------თ“ რეგისტრირებულია 08.08.2016წ, საწარმოს დირექტორია გი----------–--ე; 2016 წლის 25 აგვიტოს მდგომარეობით 70%-ის წილის მფლობელია გი----------–--ე და 30%-ის წილის მფლობელი რა----------–---–ი; (იხ ს.ფ.17-18);

 

2.14. დათვალიერების ოქმით 31.08.2016 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასტუმრო პრ----------–--ის მენეჯერის ეკ-----------------იას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჯავშანის დასტურის წერილი ორ ფურცელზე და მითითებულია დოკუმენტის შედგენისა და გამოგზავნის დრო 25 აგვისტოს 2016 წ 21:37:44 სთ; ასევე იკითხება ნომრებით სარგებლობის თარიღები 26-27 აგვისტო და 27-28 აგვისტო თითოეული ნომრის ღირებულება 200 ლარი; ასევე მითითებულია სტუმრების ვინაობა გი-------------–-ძე, ია-------------ლი, რა----------–---–ი, გი----------–--ე , მითითებულია საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 9------------ და შემკვეთის ელ ფოსტა ------------------------------, აქვე განსაზღვრულია დაჯავშნული ნომრების ღირებულება 1600 ლარის ოდენობით; წარმოდგენილია ასევე სტუმრების პირადობის მოწმობების ასლები: კო------------------ა, და--------–--ე, ივ-–------------ი , მი----–------–---ია, გი----------–--ე ; (იხ ოქმი ს.ფ.41-49);

 

2.15. შპს პრ----------–--ის მიმართვით გი----------–--ის მიერ სასტუმროს მომსახურების გადასახდელი თანხა შეადგენს 2600 ლარს; (იხ ს.ფ.70);

 

2.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით’’. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი , ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევით და შეფასებით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ გი----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, გამოკვლეული მტკიცებულებებით კი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი----------–--ის ბრალდება საკმარისი მტკიცებულებებით დასტურდება.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი;

 

3.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გი----------–--ეს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე რა----------–---–მა გადასცა სესხად აღებული თანხა 9600 ლარის ასევე შეთანხმებით ბათუმში ღონისძიებების მოსაწყობად, კონცერტების გასამართად; ამის შემდეგ კი გი----------–--ის მიერ გადაცემული იქნა საწარმოს წილის 30 % ; თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა გი----------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვისა და მიზნის არსებობა, რომელიც აუცილებელია ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის. როგორც დაზარალებული რა----------–---–ი განმარტავს, რომ მან გი----------–--ეს ხსენებული თანხა გადასცა საქმიანობისთვის და შემდგომ მიღებული მოგების განაწილების მიზნით; ასევე დაზარალებული აცხადებს, რომ გი------ს მოგების წილი უნდა გადაეხადა და ღან უნდა დაებრუნებინა მისი კუთვნილი თანხა; არაერთი მტკიცებულებით დადგენილია, რომ ღონისძიება არ შედგა, თავად მომღერალმა განაცხადა, რომ მას ჰონორარი სრულად არ მიუღია, თავად გი----------–--ემ კი რა----------–---–ს უთხრა, რომ თანხა უკვე გახარჯა, ითამაშა და ხარჯებს ვეღარ აანაზღაურებდა, მის შემდეგ კი კავშირიც აღარ ჰქონია მასთან, მიუხედავად მცდელობისა, ვერ დაუკავშირდა;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მათ უკვე ჰქონდათ ერთობლივი საქმიანობა, თანხმობა ამ საქმიანობაზე და არც მოგება დაფიქსირებულა ამ საქმიანობით, - რადგან, დადასტურებულია, რომ გი----------–--ემ თანხა თავიდანვე საკუთარი სურვილით გახარჯა და მას ღონისძიების მოწყობისთვის საერთოდ არ გამოუყენებია; უდავოდ დადასტურებულია, რომ თანხა გი----------–--ესთან მართლზომიერად იმყოფებოდა, აღნიშნულს ადასტურებს დაზარალებულიც;

 

ის, რომ დაგეგმილი ღონისძიება ჯერ 2016 წლის 27 აგვისტოდან გადაიდო 2016 წლის 29 აგვისტოს და ის არც ამ დღეს შედგა, რისი მიზეზიც თანხის გადაუხდელობა იყო და გი----------–--ის მხრიდან მისი მითვისება, დადასტურებულია, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, მოწმეების: გუ-–----------------ის, ინ----------ას, მი----–------–---იას, ივ-–------------ის, ეკ-----------------იას, ირ-----------–--ლის და კო------------------ას ჩვენებებით;

 

3.4. სასამართლო იმ კუთხითაც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გი----------–--ის განზრახვაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა რა----------–---–ის კუთვნილ თანხას, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას აღნიშნული ნივთების საკუთარი სურვილისამებრ განკარგვამდე, ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს მესაკუთრისთვის. უფრო მეტიც, იგი რა----------–---–ს სატელეფონო კავშირით ეუბნებოდა, რომ საქმე მოგვარდებოდა; სასამართლოს შეფასებით, იგი ასევე ითვალისწინებდა, რომ მისი ქმედებით რა----------–---–ს მიადგებოდა ზიანი, თუმცა მას სურდა მოსალოდნელი შედეგი, რაც რეალურად დადგა კიდეც.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქონებრივი დაზიანებისთვის მოტყუებით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დაზარალებული მესაკუთრის გარდა შეიძლება იყოს ქონების ყველა კანონიერი მფლობელი. ეს უფლებამოსილება პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით ან ხელშეკრულებით. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარე მსგავსია თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვითა და ანგარების მიზნით არის ჩადენილი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება.

 

3.6. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გი----------–--ემ 2016 წლის 25 აგვისტოს დაჯავშნა სასტუმროს ნომრები, ის ინფორმირებული იყო სასტუმროს მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით სასტუმროში განთავსებული პირების ვარაუდიც იყო, რომ გი----------–--ე აანაზღაურებდა ხარჯებს და ამის შეუსრულებლობის გამო მოხდა პოლიციის თანამშრომლის გამოძახება; ის, რომ სასტუმროს ნომრების და კვების თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო გი----------–--ის მხრიდან დადასტურებულია გუ-–----------------ის, ეკ-----------------იას, და სხვა მოწმეთა ჩვენებებით; გი----------–--ისათვის ასევე ნომრების დაჯავშნისას ცნობილი იყო, რომ ხარჯების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო და თავიდანვე იყო მისთვის ცნობილი, რომ ამით მესაკუთრეს დააზიანებდა;

 

3.7 სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, გი----------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, რა----------–---–ზე და შპს „პრ----------–--ზე“ მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად სცდება 150 ლარიან ნიშნულს;

 

3.8. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - სხვისი ქონერივი უფლების დაზიანებისათვის მოტყუებით არაერთგზის და ასევე მითვისებისათვის ჩადენილი არაერთგზის; საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. დადგენილია, რომ გი----------–--ე წარსულში გასამართლებულის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის (179-ე მუხლის მესამე ნაწილი) და საქმესი წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის დროისათვის გაქარწყლებული, ან მოხსნილი არ არის; რის გამოც სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი, როგორც სხვისი ქონერივი უფლების დაზიანებისათვის მოტყუებით და მითვისების ჩადენა არაერთგზის;

 

3.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გი----------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი------ აფხაზავას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

წარსულში ნასამართლობის მქონეა; ის იძებნება და საქმის განხილვისას მონაწილეობას არ იღებდა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გი----------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, გი----------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების მისი მახასიათებლების, ფაქტიური დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქ/პუნქტებით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; მასვე დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება განსაზღვრული ვადით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-3, 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე -277-ე, 279-ე, 292-2, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გი----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გი----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 ( ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გი----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 ( ხუთი) წლის ვადით;

 

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გი----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ გი----------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ძებნის სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ გი----------–--ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთასაის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე