განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5259-18
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ-------------–---–-, ზ----------–-----
ბრალდებული - გ------------–--------, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------------–-----------------------------.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები; 2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. გამოძალვა - ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; 2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 10 სექტემბერს, ქ. თბილისში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით) გ------------–-------- გ----------------------- ერთად შეხვდა ლ--------------, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის - გ--------------------- წინაშე, თითქოსდა არსებული დავალიანების, სინამდვილეში კი მის მიერ თვითნებურად განსაზღვრული თანხის - 70 000 ლარის გადახდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 11 ოქტომბერს, გ------------–-------- კვლავ შეხვდა ლ-------------- და თანხის გადაუხდელობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, სცემა სახისა და ტანის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.2. გ------------–--------ს მიერ განხორციელებული ჯანმრთელობისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს დაზარალებულ ლ-------------- ჩვენება; მოწმეების: ზ----------–----, გ---------------------, გ-------------------, ი-----–--------------, ბ-------–-–---–--, ა-–------------------–---–--, ნ-------------------, ვ---------–---–----, ი-----–---------–----, დ--------------–---–-- და გ-------------------, ნ----–--------–---–--, ნ---------–---------, ზ------–----–-–---–--, გ------------------, ე-----------------–---–---, დ----------------–---–--, მ------------–-–---–-- ჩვენებები; ბრალდებულ გ------------–--------ს ჩვენება; ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი; ფონოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და აღნიშნულ დასკვნების გამცემ ექსპერტთა ჩვენებები. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებები გ------------–--------ს ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ აღარ მიმოიხილავს დეტალურად.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-------------- განმარტა, რომ გ----------------------- (წარსულში გ---------------–---–-) აკავშირებდა საერთო ბიზნესი, რის შედეგადაც დაედოთ საერთო ვალი, დაახლოებით 120 000 ლარი. ამის შემდეგ, ერთმანეთში მოუვიდათ უთანხმოება, რის გამოც თავდაპირველად წავიდა მონასტერში, შემდეგ კი თურქეთში, სადაც დაჰყო 2 წელი და 2 თვე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, იგი დაბრუნდა საქართველოში, კერძოდ, ძ-----------–-, სადაც მოძღვარს ეხმარებოდა მონასტრის მშენებლობაში. დაახლოებით 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში მას ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ეკლესიის აშენება და სთხოვა შეხვედრა. შეხვედრისას მისთვის უცნობი პირი - გ------------–-------- (ჩვენების მიცემისას დაზარალებული ბრალდებულს მოიხსენიებს გ-----------–-----–---–---) გაეცნო როგორც „კაი ბიჭი“ გ------- „ბ--–-----“ და მიუთითა, რომ მას ჰქონდა გ--------------------- ვალი. მის კითხვაზე, თუ სად იყო თავად გ--------------------, გ------------–--------მ უპასუხა, რომ იჯდა იქვე გაჩერებულ ა/მანქანაში. ამ უკანასკნელის თქმით, მას გ--------------------- წინაშე გადასახდელი ჰქონდა 120 000 ლარი, ხოლო მისთვის 6 000 აშშ დოლარი, გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაემუქრა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ბრალდებული უკავშირდებოდა და სთხოვდა თანხის ჩარიცხვას, რაც მისი მხრიდან შიშის გამო, სრულდებოდა (მოწმემ დეტალურად მიუთითა მის მიერ გ------------–--------სთვის ჩარიცხული ფულადი თანხის ოდენობები). მიუხედავად აღნიშნულისა, გ------------–-------- არ წყვეტდა ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნას. იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეს გაუჭირდა მოთხოვნილი თანხის მოძიება, მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა. მის მიმართ კვლავ ხორციელდებოდა მუქარა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რის გამოც მან გამორთო მობილური ტელეფონი და წავიდა მონასტერში. მიუხედავად აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისა, მას მაინც უკავშირდებოდა გ------------–--------, რომელმაც ერთ-ერთი საუბრისას დაუთქვა შეხვედრა. ვინაიდან მოწმეს აღნიშნული პირის მიმართ გააჩნდა შიშის გრძნობა, იგი შეხვედრაზე მოძღვართან ერთად წავიდა. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: თავად, თავისი მოძღვარი - ზ----------–---, გ------------–-------- და გ--------------------, შედგა ქ. თბილისში, ვ---------––- მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. შეხვედრის მიმდინარეობისას, თავად, გ-------------------- და გ------------–-------- აივანზე გავიდნენ სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც გ------------–--------მ უთხრა: „მამაო რომ არ იყოს და ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს, აქვე გაგშტირავდი ბიჭოო...“. აივანზე ყოფნის დროს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. აღნიშნულ საუბარს მისი მოძღვარი არ ესწრებოდა. საბოლოოდ, შეხვედრის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ მას გადასახდელი ჰქონდა 70 000 ლარი, ასევე 6 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, 6 000 აშშ დოლარი გ------------–--------ს სჭირდებოდა თავისი სიდედრისთვის, რომელსაც ჰქონდა პროცენტიანი ვალი. ჩვენების მიცემისას მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ბრალდებულისგან რაიმე ოდენობის ფულადი თანხა არ მიუღია და რომ ამ უკანასკნელის მიერ, ვალის სახით დადგენილ თანხის გადახდას დათანხმდა შიშის გამო, ვინაიდან მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა აღიქვა რეალურად. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ პირებთან მომდევნო შეხვედრა შედგა 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ს-----–----------------------------------- (გ------------–--------ს თან ახლდა მეუღლე, თუმცა მათ შორის გამართულ საუბარს არ ესწრებოდა). შეხვედრის მიმდინარეობისას მან გ------------–--------ს სთხოვა გაეხანგრძლივებინა თანხის გადახდის ვადა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ფიზიკურად შეეხო მას, სახისა და ტანის არეში დაარტყა, რა დროსაც თავად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვედრების მიმდინარეობისას გ-------------------- თანხის მოთხოვნის ნაწილსა და მუქარაში მონაწილეობას არ იღებდა. დანაშაულებრივ ქმედებას უშუალოდ გ------------–-------- ახორციელებდა.
2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------------------------ წერილით დგინდება, რომ გ-----------–-----–---–- (პირადი №-----------) ქორწინების აქტის რეგისტრაციის საფუძველზე, 2018 წლის 10 ოქტომბერს მიღებული აქვს გვარი - გ---–--------.
2.5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წერილით დგინდება, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით ნებადართული ფარული საგამოძიებო მოქმედება - ლ--------------, გ------------–--------სა და გ--------------------- შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
2.6. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა 2.5. პუნქტში მითითებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის თანახმად დგინდება, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ლ-------------, გ------------–-------- და გ--------------------, ქ. თბილისში, ს-----–------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც გ------------–-------- მკაცრი ტონით სთხოვდა ლ-------------- მისთვის ფულის გადაცემას. ამ უკანასკნელის პასუხმა, რომ თანხის მისატანად დათქმული ვადა გადაეწიათ მომდევნო დღემდე, გააღიზიანა გ------------–--------. ლ-------------: „...გთხოვ რა, ხვალამდე მადროვეთ“ გ------------–--------: „თუ ღორივით არ დაგაგდო შენი დედა...“ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ასახავს თუ როგორ აგინებს და სცემს ბრალდებული დაზარალებულს, რომელიც თავის მხრივ ხელების აფარებით ცდილობს თავის დაცვას: ლ-------------: „...გთხოვთ ხვალამდე მადროვეთ, აი გულითა გთხოვთ და თუ არ მოვიტანო, მერე ხვალ რაც გინდა ის მიყავით...“ გ------------–--------: „შენი დედა...“ ლ-------------: „არა ვყვირივარ, მეშინია.“ გ------------–--------: „რისი გეშინია?“ ლ-------------: „შენი მეშინია... გამიშვი გეხვეწები. ხვალ 6 საათამდე თუ არ მოგიტანო დამშტირე კიდევაც და მომკალი...“ გ------------–--------: „გაწი ხელი შენი დედა ...., რისი გეშინია“ ლ-------------: „მეშინია, გამიშვი გთხოვ და ხვალ ფულს მოგიტან 6 საათზე“ გ------------–--------: „შენი დედა...., ტელეფონი გამოართვი“ ლ-------------: „აჰა ძმაო, ამ ტელეფონის დედა .... გეხვეწები გამიშვი... ხვალ თუ არ მოგიტანო მაგრადაც მცემე...“ იმ ფაქტს, რომ ცემას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ადასტურებს გ--------------------- ფრაზაც: „შენ ბიჭო იმდენს ჩალიჩობ ცემა და ტყვია სანატრელი გაგიხდება...“
2.7. ფონოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დგინდება, რომ 2.6. პუნქტში მითითებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო აუდიოჩანაწერებში: „1-------------------; 1-------------------“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე გ---------------------, ლ--------------ა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ------------–--------ს ხმის. სადავო აუდიოჩანაწერებში: „1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე გ---------------------ა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ------------–--------ს ხმის. სადავო აუდიოჩანაწერებში: „1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე გ---------------------ა და ლ-------------- ხმის. სადავო აუდიოჩანაწერებში: „1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე ლ--------------ა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ------------–--------ს ხმის.
2.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ე------------–-–---–--.
2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--–------------- განმარტა, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გადაეცა ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი დისკები. მან თავის მხრივ ჩაატარა ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის სისწორეც დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას. აღნიშნული ექსპერტიზის №---------- დასკვნით დგინდება, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ №1 და №- დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „2---------------------“, „0------------“, „2---------------------“, „2---------------------“, „2---------------------“, „2---------------------“, „2---------------------“, „2---------------------“, „M---------“, „M-----------------------“, „M--------------------------“ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ----------–---- ჩვენებით დგინდება, რომ არის მოძღვარი. იგი რამდენიმე წელია იცნობს დაზარალებულ ლ--------------. ამ უკანასკნელს მონასტერში მასთან ერთად გატარებული აქვს რამდენიმე თვე. დაახლოებით 2018 წლის ზაფხულის პერიოდში, მას ლ-------------- სთხოვა წაყოლა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რა დროსაც უნდა შეხვედროდა თავის პარტნიორს, რომლის ვალიც გააჩნდა. მისი აზრით, ლ-------------- მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მოწმის განმარტებით, შეხვედრას, რომელიც შედგა ქ. თბილისში, ვ---------––- მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, მისი და ლ-------------- გარდა, ესწრებოდა ორი მამაკაცი, სახელად გ------- (აღნიშნულ პირთა გვარები მისთვის უცნობია). მოწმემ მიუთითა ბრალდებულ გ------------–--------ზე, როგორც იმ პირზე, ვინც შეხვედრის დროს იმყოფებოდა რესტორანში. შეხვედრა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, რა დროსაც მხარეები საუბრობდნენ ლ-------------- ვალთან დაკავშირებით. მათ განსაზღვრეს ლ-------------- ვალის გადახდის გრაფიკი. მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვედრის დამსწრე პირები პერიოდულად გადიოდნენ აივანზე, თავად კი რჩებოდა დარბაზში. შეხვედრის მიწურულს ისინი დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დატოვეს ტერიტორია.
2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულ ლ--------------თან აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მასთან დასაქმებული იყო სამშენებლო საქმეთა მწარმოებლად. მიუხედავად რამდენიმე წლიანი მუშაობისა, პირველი ხელფასის შემდეგ დამსაქმებელს მისთვის ფული არ გადაუხდია. უფრო მეტიც, მას თავად მიჰქონდა კომპანიაში საკუთარი ფული, იმ იმედით, რომ მომავალში ლ------------- გადაუხდიდა ვალს. ამასობაში, ლ-------------- ფირმას დაედო ყადაღა. ამ უკანასკნელმა კი მას შესთავაზა სხვა ფირმის ჩამოყალიბება, სადაც დამფუძნებლად და ერთპიროვნულ მმართველად მოწმე დარეგისტრირდებოდა. გ-------------------- დათანხმდა ამ შეთავაზებას, თუმცა მისი მოლოდინი - დაეხსნა თავი ვალებისგან, არ გამართლდა. მეტიც, მას საკუთარი ფინანსებიდან კვლავ უწევდა მოვალეთა გასტუმრება. საერთო ჯამში, ლ-------------- მის წინაშე ჰქონდა 120 000 ლარის დავალიანება. გარდა აღნიშნული ფულისა, მან ლ-------------- გადასცა გ------------–--------სთვის გამორთმეული 6 000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა ისესხა საკუთარი სიდედრისგან. მოწმის განმარტებით, მან გ------------–--------ს უთხრა: „შენ შენსას მიიღებ თავისი დანამატით...“ ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთხელ დაადასტურა, თუ როგორ შეჰპირდა გ------------–--------ს, რომ 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, სარგებელს ნახავდა. მიუხედავად მოწმის მიმართ არსებული დავალიანებისა, ლ-------------- დატოვა საქართველოს ტერიტორია და წავიდა თურქეთში. თურქეთში წასვლის შემდეგ, მას ჰქონდა ლ--------------თან ურთიერთობა, რა დროსაც ეს უკანასკნელი აღიარებდა თავის დანაშაულს და სთხოვდა პატიებას. რამდენიმე წელში ლ------------- ჩამოვიდა თბილისში, მოწმე კი გ------------–--------სთან ერთად შეხვდა მას. შეხვედრას, რომელიც გაიმართა 2018 წლის 10 სექტემბერს, მათ გარდა ესწრებოდა ლ-------------- მოძღვარიც. საუბარი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ გამოსავლის პოვნას, რაც დაეხმარებოდა ლ-------------- ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ს-----–----------------------------------- შედგა ლ--------------თან მეორე შეხვედრა. შეხვედრისას მან და გ------------–--------მ ლ-------------- მკაცრად მოსთხოვეს ფულის გადახდა, თუმცა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ლ-------------- პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2.12. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ---–-------------–---–--.
2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------------------- განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო მოცულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, კერძოდ: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მოქალაქე გ------------–-------- ლ-------------- სძალავდა ფულად თანხას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ჩაატარა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გ------------–--------, რა დროსაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები. აღნიშნულის შემდგომ დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ლ-------------- დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა მათ მხედველობაში მიიღეს თავად დაზარალებულის განმარტება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა გ------------–--------ს დარტყმის შედეგად განცდილ ფიზიკურ ტკივილზე. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა: ი-----–--------------, ბ-------–-–---–--, ა-–------------------–---–--, ნ-------------------, ვ---------–---–----, ი-----–---------–----, დ--------------–---–-- და გ------------------- დაადასტურეს საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
2.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ----–--------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის გ------------–--------ს სიდედრი. 2018 წლის მაისში გ------------–--------მ მას სთხოვა 6 000 აშშ დოლარი, რაც სჭირდებოდა გ----------------------- ერთად გარკვეულ ბიზნეს საქმიანობაში დასაბანდებლად. მან აღნიშნული თანხა პროცენტით ისესხა თავისი ნაცნობისგან და უშუალოდ გადასცა გ------------–--------ს და გ--------------------. როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული თანხა დააბანდეს ლ-------------- ბიზნესში. მოწმე ამ უკანასკნელს არ იცნობდა, თუმცა მისმა სიძემ და გ--------------------- უთხრეს, რომ მათთან ერთად იყო „საქმეში“. მოწმის განმარტებით, მას დღემდე არ დაბრუნებია ნასესხები თანხა, რომელიც მხარეთა შეთანხმების შედეგად რამდენიმე თვეში უნდა დაბრუნებოდა.
2.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ---------–--------- ჩვენებით დგინდება, რომ არის ბრალდებულ გ------------–--------ს მეუღლე. მისმა მეუღლემ ლ------------- გაიცნო გ---------------------გან. აღნიშნულმა პირებმა გ------------–--------ს შესთავაზეს, რომ მათ საერთო ბიზნესში დაებანდებინა ფული, სანაცვლოდ კი გახდებოდა მათი პარტნიორი და მიიღებდა მოგებას. გ------------–-------- დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და ფულადი თანხა, რომელიც პროცენტით ისესხა სიდედრისგან, გადასცა ლ--------------. მიუხედავად გ------------–--------ს მხრიდან თანხის გადაცემისა, ამ უკანასკნელს არც მოგება მიუღია და არც კუთვნილი თანხა დაბრუნებია. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 11 ოქტომბერს, იგი ლ--------------თან შეხვედრის დროს თან ახლდა მეუღლეს. უშუალოდ საუბარს არ შესწრებია, იჯდა ა/მანქანაში.
2.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: გ------------------, ზ------–----–-–---–--, ე-----------------–---–--- და დ----------------–---–-- განმარტეს, რომ ლ-------------- მათ მიმართ დღემდე არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
2.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ------------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მან, როგორც მეგობარმა არაერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი ლ--------------. დახმარება გამოიხატებოდა ფულადი თანხის გადაცემაში, რადგან ამ უკანასკნელს გააჩნდა ფულადი პრობლემები. ლ-------------- მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია გადაცემული თანხა.
2.19. ბრალდებულმა გ------------–--------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ლ--------------, რომელიც გაიცნო გ---------------------გან, ამ უკანასკნელთან ერთად შეხვდა რამდენჯერმე. ერთ-ერთი შეხვედრისას ლ-------------- მას სთხოვა 6 000 აშშ დოლარი, რომელიც მან თავის მხრივ ისესხა. ლ-------------- იგი დაარწმუნა, რომ მის მიერ მიცემული ფულის შედეგად შეხვდებოდა მოგება. მოწმემ დაადასტურა, რომ 6000 აშშ დოლარი პირადად (ხელიდან ხელში) გადასცა ლ--------------, თუმცა მიუხედავად მისი ნათქვამისა, დაპირება დაპირებად დარჩა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იგი გ----------------------- ერთად შეხვდა ლ--------------, რომელსაც თან ახლდა მოძღვარი. შეხვედრა მიმდინარეობდა მშვიდად, რა დროს განიხილავდნენ ვალის დაბრუნების საკითხს. ვალის არსებობას ლ------------- არ უარყოფდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ თანხის გადახდის გრაფიკზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მას მაინც მოუწია ლ--------------თან კვლავ შეხვედრა. ამჯერად ქ. თბილისში, ს-----–-----------------------------------, რა დროსაც ლ-------------- ნათქვამმა გააღიზიანა, რის გამოც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი განმარტებით ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
2.20. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული გარემოებები.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.2. ვინაიდან გ------------–--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით, სასამართლო თანმიმდევრულად მიმოიხილავს ორივე მათგანს. თავდაპირველი შეფასების საგანი იქნება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, რომელიც ამ დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, დანაშაულის დამატებით ობიექტად შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ისე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანი შეიძლება იყოს, როგორც ქონება, ასევე უფლება ნებისმიერ ქონებაზე. ობიექტურად ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის მოთხოვნაში, რომელიც მიმართულია ქონების მესაკუთრისადმი/მფლობელისადმი, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მუქარის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.
3.4. სასამართლო მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეფასებისას უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლ-------------- თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა გ------------–--------ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დაკითხული დაზარალებულის ჩვენება შეიცავდა დანაშაულებრივი ფაქტების დეტალურ აღწერილობას და მითითებას, თუ რა მიზნით იყო განპირობებული გ------------–--------ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქცევა, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის მის ჩვენებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან გ------------–--------სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ემყარება მხოლოდ 2018 წლის 10 სექტემბერსა და 2018 წლის 11 ოქტომბერს განხორციელებულ ფაქტებს, სასამართლო აღარ მიმოიხილავს წინარე პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული თავის ჩვენებაში დამაჯერებლად უთითებდა აღნიშნულ პერიოდამდე გ------------–--------სთვის, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაცემულ თანხაზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა შემოიფარგლება უშუალოდ დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტების შეფასებით.
3.5. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლ-------------- ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ გ------------–--------ს ვალი არ გააჩნდა და რომ ეს უკანასკნელი როგორც „კაი ბიჭი“ სთხოვდა ფულის მისთვის გადახდას. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე უარყოფდა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს და თავის მხრივ ავითარებდა ვერსიას, რომ ლ-------------- გააჩნდა გ------------–--------ს ვალი 6 000 აშშ დოლარი ოდენობით. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით დაცვის მხარე ითხოვდა გ------------–--------ს ქმედებისთვის თვითნებობის (საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის) ან მუქარის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) კვალიფიკაციის მინიჭებას. ამდენად, ვინაიდან დაცვის მხარე დავობდა გ------------–--------ს მიერ ლ--------------თვის მოთხოვნილი თანხის კანონიერი საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო პირველი რიგში დაადგენს საკითხს - ჰქონდა თუ არა ლ-------------- რეალურად ბრალდებულ გ------------–--------ს ვალი.
3.6. აღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით, სასამართლო მიმოიხილავს ლ--------------, გ---------------------, ნ----–--------–---–--, ნ---------–--------- და ბრალდებულ გ------------–--------ს ჩვენებებს. დაზარალებულ ლ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ გ----------------------- ჰქონდა საერთო ბიზნესი, რომლის შედეგადაც დაედოთ საერთო ვალი, დაახლოებით 120 000 ლარის ოდენით. გ------------–-------- კი აღნიშნულ ბიზნესში არ ფიგურირებდა. ამ უკანასკნელს მისთვის ფული არ გადაუცია, შესაბამისად, ბრალდებულს ფულის მოთხოვნის რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მას ხშირად უკავშირდებოდა გ------------–--------, რომელიც თხოვდა არ არსებული ვალის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალადობის განხორციელებით ემუქრებოდა. მოწმე ნ----–--------–---–-- განმარტებით, მას თავისმა სიძემ - გ------------–--------მ სთხოვა 6 000 აშშ დოლარი, რომელიც სჭირდებოდა გ----------------------- ერთად გარკვეულ საქმიანობაში დასაბანდებლად. თავდაპირველად მისთვის ლ-------------- შესახებ ცნობილი არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ მისმა სიძემ ფული ლ-------------- ბიზნესში დააბანდა. ჩვენების მიცემისას გ--------------------- ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მან გ------------–--------ს მიერ მისთვის გადაცემული თანხა 6 000 აშშ დოლარი გადასცა ლ--------------. ამასთან, ჩვენების მიცემისას არაერთგზის აღნიშნა, თუ როგორ დააიმედა გ------------–--------, რომ თავის ფულს მიიღებდა დანამატთან ერთად. თავად ბრალდებული გ------------–-------- და მისი მეუღლე - ნ---------–-------- ჩვენების მიცემისას მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულმა ფული უშუალოდ ლ-------------- გადასცა. ამასთან ბრალდებული დამატებით აცხადებდა, თუ როგორ დაარწმუნა იგი ლ-------------- მოგების მიღებაში. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მისი მხრიდან ფულადი თანხის - 6 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემის მიზეზი.
3.7. სასამართლო ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების დეტალური შესწავლის შედეგად, ბრალდებულ გ------------–--------სა და მისი მეუღლის ჩვენებას აფასებს არასარწმუნოდ, ვინაიდან აღნიშნულ პირთა ჩვენებების სხვა მოწმეთა ჩვენებებთან წინააღმდეგობრივი ხასიათი ხაზს უსვამს მათ სუბიექტურ დამოკიდებულებას. მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა გამოიხატა შემდეგში: ბრალდებულ გ------------–--------ს თქმით, მას ლ-------------- სთხოვა 6 000 აშშ დოლარი და დაარწმუნა, რომ მის მიერ მიცემული ფულის შედეგად, მიიღებდა მოგებას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გარემოებებს თავის მხრივ უარყოფს დაზარალებული, რომლის განმარტებით 6 000 დოლარზე საუბარი გ------------–--------სთან საერთოდ არ ჰქონია. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა მოწმის (მესამე პირის) განმარტება, რათა ნათელი მოეფინოს სადავო სიტუაციას. ამგვარ მოწმედ სასამართლო მიიჩნევს უშუალოდ საქმის გარემოებებში აქტიურად მონაწილე პირს - გ--------------------, რომელმაც ჩვენების მიცემისას არაერთხელ მიუთითა, თუ როგორ დააიმედა გ------------–--------, რომ თავის ფულს მიიღებდა დანამატთან ერთად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–--------ს განმარტება - ლ-------------- მიერ მისი დარწმუნების თაობაზე, რომ ფულადი თანხის გადაცემით, იგი მიიღებდა სარგებელს - არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ორი მოწმე (მათ შორის ბრალდებულის მეგობარი) ადასტურებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
3.8. ბრალდებულ გ------------–--------ს ჩვენების კიდევ ერთი შეუსაბამობა სხვა მოწმეთა ჩვენებებთან ვლინდება მის განმარტებაში, რომ ფულადი თანხა 6 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელიდან ხელში გადასცა ლ--------------. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას დაზარალებული არ ადასტურებს, ბრალდებულის ჩვენების საწინააღმდეგოდ მეტყველებს მისივე მეგობრის - გ--------------------- ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ბრალდებულისთვის დაპირების მიცემის (რომ იგი თავის ფულს მიიღებდა დანამატთან ერთად) შემდეგ, გ------------–--------ს მიერ გადაცემული ფულადი თანხა გადასცა ლ--------------. აღნიშნული ფაქტით ცალსახად დგინდება, რომ გ------------–--------მ თანხა გადასცა არა ლ--------------, არამედ გ--------------------. ის ფაქტი, რომ ბრალდებულ გ------------–--------ს 6 000 აშშ დოლარის დაბანდება გ----------------------- ერთად (და არა ლ--------------თან ერთად) ბიზნეს საქმიანობაში უნდოდა, დასტურდება მოწმემ ნ----–--------–---–-- ჩვენებითაც (იხ. პუნქტი 2.15.) ამ უკანასკნელმა მოგვიანებით შეიტყო, რომ მის მიერ გადაცემული ფულადი თანხა დააბანდეს ლ-------------- ბიზნესში. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო ვერც ბრალდებულ გ------------–--------ს მეუღლის - ნ---------–--------- ჩვენებას გაიზიარებს, რომელიც მიუთითებდა, რომ მისმა მეუღლემ ფულადი თანხა უშუალოდ ლ-------------- გადასცა. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული მოწმე თანხის გადაცემის შემსწრე არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, არ დგინდება გ------------–--------ს მიერ ლ--------------თვის თანხის გადაცემა, რაზეც დაჟინებით მიუთითებდნენ გ------------–-------- და მისი მეუღლე. სასამართლოსთვის ნათელია, რომ 6 000 აშშ დოლარზე გ------------–--------ს წინაშე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა გ-------------------- (და არა ლ--------------), რის გამოც სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს დაცვის მხარის განმარტებას ლ--------------თვის ფულადი თანხის მოთხოვნის კანონიერი საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით. ამასთან, დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის დადგენილ ფაქტად მიღების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა გ------------–--------ს მიერ ლ--------------თვის თანხის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი, ვინაიდან 70 000 ლარის მესაკუთრე მისივე განმარტებით, იყო გ-------------------- და არა თავად. დასკვნას, რომ გ------------–-------- ლ-------------- პარტნიორი არ ყოფილა, ასევე ამყარებს მოწმე ზ----------–---- განმარტება, რომ შეხვედრაზე ელოდებოდა მხოლოდ ლ-------------- პარტნიორს - გ--------------------. აღნიშნული ინფორმაცია მას თავად დაზარალებულმა მიაწოდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით გამოირიცხება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა დაცვის მხარის მიერ მითითებული მოცემულობით. სასამართლო მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასებას განაგრძობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის ჭრილში.
3.9. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებული ლ------------- დეტალურად აღწერს შემთხვევამდე და შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლ-------------- განმარტა, რომ გ------------–--------სთან შეხვედრა აღუძრავდა შიშის გრძნობას, რადგან არაერთხელ გამხდარა აღნიშნული პირის მხრიდან ფულადი თანხის მოთხოვნის მსხვერპლი (ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე არაერთხელ ჩაურიცხა ფული). იმ ფაქტს, რომ ლ------------- ბრალდებულ გ------------–--------ს ქმედების შედეგად ნამდვილად იყო დათრგუნული, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გ------------–--------სთან შეთანხმებულ შეხვედრაზე წაყოლა სთხოვა საკუთარ მოძღვარს. მართალია შეხვედრა ერთი შეხედვით მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა დაზარალებულმა სასამართლოს მოუთხრო იმ გარემოებებზე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შიში ბრალდებულისადმი. კერძოდ, აივანზე გასულს, რომელსაც გაჰყვა გ------------–--------, უთხრა: „მამაო რომ არ იყოს და ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს, აქვე გაგშტირავდი ბიჭოო...“. გარდა ამისა, მოწმემ მიუთითა, თუ როგორ ახორციელებდა აივანზე გ------------–-------- მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. აივანზე გამართულ საუბარს მისი მოძღვარი არ ესწრებოდა, შესაბამისად, აღნიშნული საუბრის დადასტურება ვერ შეძლო, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზ----------–---მ დაადასტურა დაზარალებულისა და ბრალდებულის აივანზე ერთდროულად გასვლის ფაქტი. ზ----------–---- ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია შეხვედრაზე წასვლამდე ლ-------------- მას სთხოვა იმ პარტნიორთან წაყოლა, ვისი ვალიც გააჩნდა, რაც თითქოს მიუთითებს გ---------------------ა და გ------------–--------ს ჩვენებათა სისწორეზე, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ზ----------–---- მიერ დაზარალებულის ნათქვამის მისეული შეფასება, - რომ ლ-------------- მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას - ბრალდებულის მიმართ შიშის გრძნობის არსებობის თაობაზე. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საკუთარი მოძღვრისთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების საფუძველი, რაც ერთობ შესამჩნევი აღმოჩნდა მოძღვრისთვის.
3.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, თუმცა კანონმდებლობა არც იმას გამორიცხავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ბრალის წარდგენისას ან განაჩენის გამოტანისას გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ირიბი ჩვენება, რომელიც ერთსა და იმავე ფაქტს „ირიბად“ ადასტურებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 33). საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს წესს, რომელიც საქმის არსებითი განხილვისთვის ერთ დამატებით პირობას ადგენს - ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, სასამართლო ზ----------–---- ირიბ ჩვენებას აფასებს როგორც „დამხმარე“ ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს ლ-------------- განმარტების ნამდვილობას, რომ მას გ------------–--------ს მიმართ მართლაც გააჩნდა შიშის გრძნობა. თუ რით იყო განპირობებული აღნიშნული გრძნობა, ამაზე დეტალურად ისაუბრა დაზარალებულმა თავის ჩვენებაში.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენს გ--------------------ა და ლ-------------- შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ან ფინანსური ვალდებულების არსებობა/არ არსებობის დადგენა, რადგან ასეთი ფინანსური ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, არ გამოირიცხებოდა გ------------–--------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ფულადი თანხის არაკანონიერი გზით მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელება. ბრალდებულის ქმედების შეფასებისას, სასამართლო სრულად ითვალისწინებს დაზარალებულ ლ-------------- ჩვენებას, როგორც დეტალურ, თანმიმდევრულ და მყარ მტკიცებულებას, თანხვედრილს სხვა მტკიცებულებებთან.
3.12. სასამართლო ბრალდებულ გ------------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების უარსაყოფად, ვერც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოწმეთა (ზ------–----–-–---–--, გ------------------, ე-----------------–---–---, დ----------------–---–--ა და მ------------–-–---–--) ჩვენებებს გაიზიარებს და თავის მხრივ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განხილვის საგანს ლ-----------–---–--- მიერ ზემოაღნიშნულ პირთა ზიანის ანაზღაურების საკითხი არ განიხილება. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი დავის განხილვის საგანს და რაიმე სახით გავლენას ვერ იქონიებს ბრალდებულ გ------------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების უარყოფის თვალსაზრისით.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევდეს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე განხორციელებულ დარტყმებში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი. ცემის კვალის არ არსებობის შემთხვევაში, ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი სასამართლოზე გადადის.
3.14. სასამართლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, განსაკუთრებით დაზარალებულ ლ-------------- ჩვენება და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ხასიათდება ურთიერთშეჯერებულებით, რაც კიდევ უფრო მყარს ხდის აღნიშნულ მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით მოცემული მტკიცებულებები მათი თვისობრივი ხასიათის გათვალისწინებით, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სხვა დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება აღარ არის აუცილებელი. ნიშანდობლივია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; §90.) ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსს და იმსჯელებს მათი უტყუარობის ხარისხზე.
3.15. სასამართლოს შეფასებით, ეჭვს არ იწვევს ლ-------------- ჩვენება, რომელიც მსგავსად გამოძალვის ეპიზოდისა, ცემის ნაწილშიც თანმიმდევრულია, რაც კიდევ უფრო მყარდება ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით. კერძოდ, ჩვენების მიცემისას ლ-------------- განმარტა, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ს-----–----------------------------------- შეხვედრის მიმდინარეობისას მან გ------------–--------ს სთხოვა გაეხანგრძლივებინა თანხის გადახდის ვადა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სახისა და ტანის არეში დაარტყა, რა დროსაც თავად განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმ ფაქტს, რომ გ------------–--------მ ლ--------------თან ურთიერთობისას, მართლაც მიმართა ძალადობას, ადასტურებს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის შინაარსიც ნათელს ჰფენს საქმის რეალურ სურათს: ლ-------------: „...გთხოვთ ხვალამდე მადროვეთ, აი გულითა გთხოვთ და თუ არ მოვიტანო, მერე ხვალ რაც გინდა ის მიყავით...“ გ------------–--------: „შენი დედა...“ ლ-------------: „არა ვყვირივარ, მეშინია.“ გ------------–--------: „რისი გეშინია?“ ლ-------------: „შენი მეშინია... გამიშვი გეხვეწები. ხვალ 6 საათამდე თუ არ მოგიტანო დამშტირე კიდევაც და მომკალი...“ გ------------–--------: „გაწი ხელი შენი დედა ...., რისი გეშინია“ ლ-------------: „მეშინია, გამიშვი გთხოვ და ხვალ ფულს მოგიტან 6 საათზე“ გ------------–--------: „შენი დედა...., ტელეფონი გამოართვი“ ლ-------------: „აჰა ძმაო, ამ ტელეფონის დედა .... გეხვეწები გამიშვი... ხვალ თუ არ მოგიტანო მაგრადაც მცემე...“ იმ ფაქტს, რომ ცემას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ადასტურებს გ--------------------- ფრაზაც: „შენ ბიჭო იმდენს ჩალიჩობ ცემა და ტყვია სანატრელი გაგიხდება...“
3.16. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერი ასახავს, თუ როგორ აგინებს და სცემს გ------------–-------- დაზარალებულ ლ--------------, რომელიც თავის მხრივ ხელების აფარებით ცდილობს თავის დაცვას. მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დაზარალებულს სხეულის დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი. ამგვარ სიტუაციაში, ცემის ფაქტის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის მიერ სახისა და ტანის არეში ტკივილის განცდის ფაქტს, როგორც სუბიექტურ კრიტერიუმს, რაც გადამწყვეტია ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის. საგულისხმოა, რომ დაზარალებული ლ------------- გ------------–--------ს დარტყმის შედეგად განცდილ ტკივილზე საუბრობდა გამოძიების ეტაპზეც, რაც კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის ჩვენებას.
3.17. ვინაიდან დადგინდა გ------------–------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გამოძალვის დამამძიმებელ გარემოებებზე:
3.17.1. გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით - სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ გ------------–-------- ლ-------------- სძალავდა 70 000 ლარსა და 6 000 აშშ დოლარს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 6 000 აშშ დოლარი არ არის დაფიქსირებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში, სასამართლო ზიანის ოდენობას დაადგენს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოცემული ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ 70 000 ლარი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დიდ ოდენობად შეფასებისთვის დადგენილ ნიშნულს.
3.17.2. გამოძალვა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ბრალდებულისთვის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშნის შერაცხვისას აუცილებელია მის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა, რითაც დადასტურდება ბრალდებულის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორი დანაშაულის ჩადენა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დგინდება შემდეგი:
3.17.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, გ------------–-------- (განაჩენებსა და განჩინებებში მოხსენიებული როგორც გ-----------–-----–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
3.17.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, გ------------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით. გ------------–--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლის ვადით.
3.17.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენში სასჯელის ნაწილში. გ------------–--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლის ვადით და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
3.17.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ გ------------–--------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენზე, არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3.17.7. გ------------–--------ს ამნისტიისა და საკანონმდებლო ნორმებში შესული ცვლილებების შედეგად, საგრძნობლად შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და პენიტენციური დაწესებულებიდან კალენდარულად გათავისუფლდა 2016 წლის 12 სექტემბერს.
3.17.8. სასამართლო განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით გ------------–--------ს წინა განაჩენებისთვის გათვალისწინებული ნასამართლობა მოხსნილი ან/და გაქარწყლებული არ აქვს, რის გამოც სახეზეა ბრალად შერაცხული მაკვალიფიცირებელი გარემოება - გამოძალვა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
3.18. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------------–--------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ თანაზომიერი და პროპორციული ზომის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თავის მხრივ, ადეკვატური სასჯელის დანიშვნისთვის აუცილებელია, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, სახისა და ხასიათის, არამედ დამნაშავის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის შეფასება. ნიშანდობლივია, რომ სასჯელი თავისი არსით, უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გაანალიზებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, სასჯელი უნდა პასუხობდეს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს გ------------–--------ს, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. რაც შეეხება საქართველოს 126-ე მუხლის პირველ ნაწილს, აღნიშნული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------------–--------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო თავის დისკრეციას გამოიყენებს მხოლოდ სასჯელის ზომასთან მიმართებაში. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს, სასამართლო შეაფასებს თუ რომელი სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და შესაბამისად, განსაზღვრას მის ზომასაც.
4.3. თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს გ------------–--------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ცემა, აგრეთვე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ------------–--------ს ძალადობა ლ-------------- მიმართ გამოიხატა მის ცემაში, ხოლო გამოძალვა - ფულადი თანხის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. საგულისხმოა, ისიც, რომ დაზარალებულის ცემა ბრალდებულმა განახორციელა საჯარო სივრცეში, რაც ხაზს უსვამს მისი დანაშაულებრივი ქმედების მომეტებულ საშიშროებას); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გ------------–--------ს მტკიცე და ურყევ სურვილს ლ--------------თვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი, აგრეთვე გამოეძალა მისთვის სოლიდური თანხა); დამდგარ შედეგს (გ------------–--------ს ქმედების შედეგად ლ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და აღეძრა შიში); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ლ-------------ზე განხორციელებული ძალადობით მისი თავისუფალი ნების დათრგუნვას, ხოლო თანხის გამოძალვით - პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას); დამნაშავის პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (გ------------–-------- ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისთვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლისთვის რეციდივის განმსაზღვრელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით გ------------–--------ს დამნაშავედ მიჩნევა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით).
4.4. განსახილველ შემთხვევაში, 4.3. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო სამართლიან, პროპორციულ და კანონიერ სასჯელად მიიჩნევს თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ფარგლებს ზევით დანიშვნას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ განხორციელებული ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამასთან, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დროს სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· გ------------–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი სიმბარათი, ტყავის საფულე მასში არსებული პირადი ნივთებით და ოთხი ცალი პლასტიკური ბარათით; გ------------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი სიმბარათით; გ--------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი სიმბარათით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· კომპიუტერული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ------------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.
გ------------–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
· გ------------–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი სიმბარათი, ტყავის საფულე მასში არსებული პირადი ნივთებით და ოთხი ცალი პლასტიკური ბარათით; გ------------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი სიმბარათით; გ--------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი სიმბარათით - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· კომპიუტერული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი