გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
010210018002690901
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210018002690901

# 2-4425/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ლ---------ე

წარმომადგენელი: დუ----–--- გ---------ე, ინ----------–--ე

მოპასუხე: რუ-------------–--ე

წარმომადგენელი: ა-----–--–---–--ე, ლა------------–---–ი

დავის საგანი: უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიკვეთოს რუ-------------–--ის მხრიდან ლ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--, ს/კ #05.28.17.0--, - სარგებლობის უკანონო ხელშეშლა და აეკრძალოს რუ-------------–--ეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფ ზოლზე სასაზღვრო ღობის აშენებისთვის განსახორციელებელ მოქმედებაში უკანონო ხელშეშლა.

1.2. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

- ლ---------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--; 424.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N05.28.17.0--. აღნიშნული უძრავი ქონება ლ---------ის სახელზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, განცხადების რეგისტრაციის N-------------, მომზადების თარიღი 23/05/2018წ.

- რუ-------------–--ის საკუთრებაშია უძრავი ნივთ,ი მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--, 425.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #05.28.17.0--.

- ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები საერთო საკუთრება იყო, ხოლო ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #2-2836/2016) გაიყო ნატურით ორ ნაწილად, (ს/კ #05.28.17.0--. და ს/კ #05.28.17.0--). მიუხედავად ამ ფაქტისა, რუ-------------–--ე ხელს უშლის ლ---------ეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში, არ აძლევს საშუალებას, რათა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფ ზოლზე სასაზღვრო ღობის ააშენოს, რითაც ილახება მისი, როგორც მესაკუთრის მფლობელობა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის გამყოფ ზოლზე სასაზღვრო ღობის გავლება აუცილებელია, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და გარეშე პირთათვის მისი საკუთრება არ უნდა იყოს მისაწვდომი.

(იხ. სარჩელი, განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება. კერძოდ:

- ის, ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---------ე ცხოვრობს მისამართზე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--, ს/კ #05.28.17.0--, - ეთანხმება, მაგრამ მოსარჩელის პოზიციას, რომ რუ-------------–--ე ხელს უშლის ღობის აშენებაში და მიწის ნაკეთით სარგებლობაში - მოპასუხე ამ ფაქტს არ ეთანხმება, ვინაიდან თვლის, რომ აღნიშნული მშნებლობა არღვევს მის მესაკუთრულ ინტერესებს. მის მიერ გაწეული წინააღმდეგობა ზრდილობის ფარგლებს არ გასცდენია, შესაბამისად არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი.

- მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სასაზღვრო ღობის გავლებით რუ-------------–--ეს ეზღუდება აუცილებელი გზა მის საკუთრებასთან დასაკავშირებლად.

(იხ. შესაგებელი, განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--; 424.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: N05.28.17.0--, - საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ლ---------ის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

- ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2-2836/2016);

3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--; 425.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N05.28.17.0--, - საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს რუ-------------–--ის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

- ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N 2-2836/2016).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნული მშენებლობა - სასაზღვრო ღობის აშენება არღვევს მის ინტერესებს და ზიანს აყენებს მის საკუთრების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტრიტუციით დეკლარირებულ და განმტკიცებულ საკუთრების უფლებასთან.

 

სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში, მოპასუხის წინააღმდეგობის გამო სასაზღვრო ზოლზე ღობის არქონა მას აენებს ზიანს, ხოლო მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მოსარჩელის მიერ სასაზღვრო ზოლზე ღობის აშენებით ადგება ზიანი, ეზღუდება საკუთრებით სარგებლობა.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---------ე (პ/ნ 6----------) მესაკუთრეა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ა-–---------- პ--–----ს ქ. N--ა, 424.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #05.28.17.0--. განცხადების რეგისტრაციის N------------, მომზადების თარიღი: 26/03/2018წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.5. დადგენილია, რომ პასუხე რუ-------------–--ე (პ/ნ 6----------) მესაკუთრეა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ა-–---------- პ--–----ს ქ. N--ა, 424.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #05.28.17.0--. განცხადების რეგისტრაციის N------------, მომზადების თარიღი: 19/10/2018წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.6. დადგენილია, რომ რუ-------------–--ე წინააღმდეგია, რომ ლ---------ემ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების გამყოფ ზოლზე ააშენოს სასაზღვრო ღობე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ლ---------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ:

4.1.1. აეკრძალოს მოპასუხე რუ-------------–--ეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (მდებარე ქ. ბათუმი, ა-–-----–----- ქ. N--, ს/კ #05.28. 17.0--) და მოსარჩელე ლ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--, ს/კ #05.28.17.0--) შორის (მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის) გამყოფ ხაზზე/ზოლზე ლ---------ისათვის სასაზღვრო ღობის აშენებაში ხელშეშლა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელ საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხე ხელს უშლის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, რაც გამოიხატება შემდეგში: მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის მიერ გადაადგილების შეზღუდვისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი სასაზღვრო ღობის აშენების ინიციატივასა და მცდელობაზე აბსოლუტურად არაადეკვატურად გამოხატულ პროტესტებში, კერძოდ მის მიერ სასაზღვრო ღობის აშენების მიზნით დაქირავებული მუშების მიმართ უტაქტო მოპყრობაში, რის გამოც ლ---------ე ვერ ახორციელებს სასაზღვრო ღობის აშენებას და მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ასევე მოითხოვოს საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-–---------- პ--–----ს ქ. N--ა, 424.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: #05.28.17.0--. განცხადების რეგისტრაციის N------------, მომზადების თარიღი: 26/03/2019. - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთასა და გამყოფ ხაზზე სასაზღვრო ღობის აშენებაში ხელშეშლის აღკვეთას.

 

6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში ხელს უშლის მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს და მისგან განხორციელებული ხლშეშლა არამართლზომიერია.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, რაც გამოიხატება შემდეგში: მიწის ნაკვეთზე სხვა პირის გადაადგილების შეზღუდვასა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი სასაზღვო ღობის აშენების ინიციატივასა და მცდელობაზე აბსოლიტურად არაადეკვატურად გამოხატულ პროტესტებში, კერძოდ მის მიერ სასაზღვრო ღობის აშენების მიზნით დაქირავებული მუშების მიმართ უტაქტო მოპყრობაში, რის გამოც ლ---------ე მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა.

 

სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის მიერ უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოსარჩელე ლ---------ემ და მოითხოვა რუ-------------–--ეს აერძალოს ლ---------ის საკუთებაში არსებულ უძრავ ქონებაში - მდებარე ქ. ბათუმი, ა-–-----–----- ქ. N-- (ს/კ 05.28.17.0--) გადაადგილება და შეღწევა, რაც არ დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამოგადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

ხსენებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს. ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9.2. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.

ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურად რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროვებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვს მოსარჩელე. იგი მიუთითებს, რომ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ვერ იყენებს ეზოს საქონლის სასაწყობედ და აუცილებელია ეზოს იზოლირება, რითაც დაცული იქნება დასაწყობებული საქონელი, რაც ასევე გამორიცხავს სხვა პირების მის საკუთრებაში შეღწევას და ხელშეშლას, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი მას ადგება გამოსწორებელი ზიანი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის მოტივირებული და არგუმენტირებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აეკრძალოს მოპასუხე რუ-------------–--ეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (მდებარე ქ. ბათუმი, ა-–-----–----- ქ. N--, ს/კ #05.28. 17.0--) და მოსარჩელე ლ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქ. N--, ს/კ #05.28.17.0--) შორის (მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის) გამყოფ ხაზზე/ზოლზე ლ---------ისათვის სასაზღვრო ღობის აშენებაში ხელშეშლა.

 

3. მოპასუხე რუ-------------–--ეს მოსარჩელე ლ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში და არ ყავთ წარმომადგენელი, სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე