განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100119002850462
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/618-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - ლ-–- გ-------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

კ----–-- ჩ--------ე - დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ---------------------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------------–--------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

კ----–-- ჩ--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, კ----–-- ჩ--------ე ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ გამოძიებით დაუდგენელ სამ პიროვნებასთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხნენ და უკანონოდ შეაღწიეს ქ. თბილისი, ვ--------------------------------–----------–-ს მიმდებარედ არსებული სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უსაფრთხოების თანამშრომელ ვ---- მ------–---–ს და მოლარე ოპერატორ ნ--- მ--–----ეს, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრნენ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ ს--–---- გ---–---–ს, უსაფრთხოების თანამშრომელ ვ---- მ------–---–ს, მოლარე ოპერატორ ნ--- მ--–----ეს და სალაროდან გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი) ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა 32 701,31 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ვ---- მ------–---–ს და ნ--- მ--–----ეს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო ს--–---- გ---–---–ს მორალური ზიანი.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ კ----–-- ჩ--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,ПМ“ (საიდენტიფიკაციო ნომრით H-----) და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 13 (ცამეტი) ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომელთაც 2018 წლის 27 დეკემბერს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისი, ვ---------------------------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულის წარმომადგენელმა დ----- გ------ემ განაცხადა, რომ კ----–-- ჩ--------ის და მისი თანხმლები პირების ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ჯამში სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა 33 092.42 ლარის ზიანი. მისი განცხადებით, კ----–-- ჩ--------ემ და მისმა თანხმლებმა პირებმა სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-დან ფულადი თანხა წაიღეს, კერძოდ: 13 012.2 ლარი, 3 380 ევრო და 3 010 აშშ დოლარი, დააზიანეს ასევე ბანკის შემოსასვლელი კარი, რომლის ღირებულება არის 391 ლარი, ასევე თავდამსხმელებმა წაიღეს ე.წ. ,,ცხელი ფული“, რომლის ღირებულება შეადგენს 1400.10 ლარს.

 

2.2. დაზარალებულმა ვ---- მ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე, ფილიალი მდებარეობს ქ. თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ში. 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ფილიალის მენეჯერმა ს--–---- გ---–---–მა დაასრულა სამუშაო, რომელსაც თანხა უნდა გადაებარებინა მოლარეს - ნ--- მ--–----ისთვის. ს--–---- გ---–---–მა მას სთხოვა შიდა მინის კარის დაკეტვა, რომელიც გააღო, როდესაც თანხის გადაბარება დასრულდა. ვ---- მ------–---–ის განცხადებით, რამდენიმე წამში გაიგონა მტვრევის ხმა, ჩაიმტვრა ბანკის ფილიალში შემოსასვლელი კარის მინა, რა დროსაც ბანკში შევარდა ოთხი თავდამსხმელი, რომლებიც იყვნენ მუქ ტანისამოსებში შემოსილი, სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხელში მომარჯვებული ჰქონდათ ნაჯახები და ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ორი პიროვნება შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ერთი ავტომატით, ასევე თავდამსხმელებს ჰქონდათ ორი სპორტული ჩანთა, ერთი შავი ფერის ელვა შესაკრავით, ხოლო მეორე ლურჯი ფერის მართკუთხედი ფორმის. ვ---- მ------–---–ის განმარტებით, მან დააჭირა ხელი დაცვის სამსახურის საგანგებო ღილაკს, რა დროსაც მასთან მივარდა ორი თავდამსხმელი, რომლიდანაც ერთ-ერთმა ბლაგვი რკინის საგანი ჩაარტყა სახეში და მოუწოდა ძირს დაწოლისკენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი დარჩა მასთან, ხოლო მეორე მივიდა ნ--- მ--–----ესთან. ვ---- მ------–---–ს ვიზუალური კონტაქტი დაკარგული ჰქონდა, ვინაიდან ის ჩაიმუხლა და ვერ ხედავდა თუ რა ხდებოდა დარბაზში, მას მხოლოდ თავდამსხმელების მოწოდებები ესმოდა, რომლებიც ითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ს--–---- გ---–---–ი, რა დროსაც გარეთ მყოფმა თავდამსხმელმა დაიყვირა ,,დროზე, მოდიან“, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ნ--- მ--–----ეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა დატოვეს. ვ---- მ------–---–ის განმარტებით, როგორც შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა თავდამსხმელებმა შეძლეს თანხის წაღება. ვ---- მ------–---–ის განმარტებით, ბანკზე განხორციელებული ყაჩაღობისას მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2.3. დაზარალებულმა ნ--- მ--–----ე აღნიშნა, რომ მუშაობს ქ. თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში მოლარედ. 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, განხორციელდა სს ,,ს----------–--------ის“ ვ---------ის ფილიალის დაყაჩაღება. როდესაც გადაიბარა ს--–---- გ---–---–ისგან ფულადი თანხა, დაცვის თანამშრომელს ვ---- მ------–---–ს სთხოვა შიდა კარის გაღება, რა დროსაც შეიტყო კარის მინის მსხვრევის ხმა და ბანკის ფილიალში შევარდა ოთხი თავდამსხმელი, რომლებიც იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და ნაჯახებით შეიარაღებულნი, ქონდათ ორი სპორტული დიდი ჩანთა. ორი თავდამსხმელი მივარდა მასთან და თხოვდნენ ფულის გადაცემას, თავდამსხმელები ეძებდნენ ფულს, ყვიროდნენ, იყვნენ აგრესიულად განწყობილი. ნ--- მ--–----ეს ერთ-ერთა თავდამსხმელმა თავის არეში დაარტყა ხელი, ნ--- მ--–----ემ გააღო სალაროს კარი, საიდანაც თავდამსხმელებმა აიღეს ფულადი თანხა და ასევე ფულის შეკვრის იმიტაცია ე.წ. ,,ცხელი ფული“, მათ ფულადი თანხა მოათავსეს ორ ცალ ჩანთაში და შემთხვევის ადგილი დატოვეს. ნ--- მ--–----ის განმარტებით, ბანკზე განხორციელებული ყაჩაღობისას მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2.4. დაზარალებულმა ს--–---- გ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. 2018 წლის 20 დეკემბერს 18 საათზე ემზადებოდა სამსახურიდან წასასვლელად და თანხა უნდა გადაებარებინა მოლარისთვის, რა დროსაც დაცვის თანამშრომელმა ვ---- მ------–---–მა დაკეტა სალაროს სივრცის მინის კარები, რომელიც გახსნა თანხის გადაბარების შემდეგ. ს--–---- გ---–---–ი გავიდა გამოსაცვლელ ოთახში რა დროსაც გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, გამოვიდა გარეთ და დაინახა ფილიალში ოთხი პირი იყო შემოსული, სახეზე ნიღბებით, ხელზე ხელთათმნებით, თავზე კაპიშონით, ერთს ხელში ეკავა ცული, ერთს ავტომატი, მხარზე გადაკიდებული ქონდათ სპორტული ჩანთებით, მოლარე ნ--- მ--–----ესთან იდგა ორი პირი, ერთი პირი იდგა ვ---- მ------–---–ან, რომელიც ძირს დააწვინეს, ერთი პირი იდგა ფილიალის სივრცეში და ხელში ეკავა პისტოლეტი. ისინი ითხოვდნენ ფულს, თავად გამოაღეს სალარო და წაიღეს ბანკის კუთვნილი თანხა, ასევე წაიღეს სალაროში დადებული ე.წ. ცხელი ფული, ე.წ. ფულის შეკვრის იმიტაცია, რომელიც ბანკის გარეთ ტერიტორიაზე იხსნება და ღებავს ფულის კუპიურებს. თანხის ჩალაგების შემდეგ ამ პირებმა დატოვეს ბანკის ტერიტორია. აღნიშნული ქმედებით ს--–---- გ---–---–მა მიიღო მორალური ზიანი.

 

2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-ს კონსულტანტმა მოწმე მ------ ძ-------–-–---–მა.

 

2.6. მოწმე ნ---- ქ-----–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს, როგორც სს ,,ს----------–--------ის“ მომხმარებელი იმყოფებოდა ვ---------ის ე------------–---–ში, როდესაც დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ გადაბარება დამთავრებული იყო, გაიგონა კარის შემტვრევის ხმა, რა დროსაც ბანკში შეიჭრნენ თავდამსხმელები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ბანკის თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ იარაღებით და ნაჯახებით, მათ ასევე ჰქონდათ სპორტული სტილის მუქი ფერის ჩანთა. ნ---- ქ-----–---–მა დაინახა, რომ დაცვის თანამშრომელი ეგდო ძირს და თავის არედან მოდიოდა სისხლი.

 

2.7. მოწმეებმა ც------- თ------–---–მა და ქ------- რ------–---–მა დაადასტურეს, რომ ისინი დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას, რომელსაც შეატყობინეს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ.

 

2.8. მოწმე ზ---- ზ-------მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა ა/მანქანით იყვნენ დამნაშავეები მისულნი სს ,,ს----------–--------ის“ ვ---------ის ე------------–---–თან და რომელი ა/მანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. ინფორმაციის თანახმად, დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვათი“, რომელიც ეკუთვნოდა თ-------- ლ---–--ეს.

 

2.9. მოწმე გ---- ფ-–--–-–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სს ,,ს----------–--------ის“ ვ---------ის ე------------–---–-ს დამყაჩაღებელი კ----–-- ჩ--------ე, 2018 წლის 20 დეკემბერს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვათი“ გადაადგილდებოდა მ------------------------------–-----------–-ს ა-–----–---ს ქუჩის გზაზე, შემდეგ გაემართა ჯ------- ლ-–---ს ქუჩისკენ, საიდანაც გზა განაგრძო მ----------------------------------------ლში და გაიარა რესტორნის მიმდებარედ. გ---- ფ-–--–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კ----–-- ჩ--------ე იმყოფებოდა ჯ-------ის ქუჩაზე და კ--–-------ს ქუჩაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ყაჩაღური გზით დაუფლებული ფულადი თანხა. ინფორმაციის თანახმად, კ----–-- ჩ--------ე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და ყაჩაღური გზით დაუფლებულ ფულად თანხას, ასევე ფულად თანხას ინახავდა მისი მეუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში და მისი მეგობრის ნ--- ქ------–--ის სახლში. მან მიღებული ოპერატიული ინფორმაციები პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.10. მოწმე თ-------- ლ---–--ემ განაცხადა, რომ საკუთრებაში ყავს ს ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“, რომელსაც დღიურად აქირავებს. 2018 წლის 20 დეკემბერს დაუკავშირდა კ----–-- ჩ--------ე, რომელსაც სურდა ა/მანქანის დაქირავება ერთი დღით. ერთმანეთს შეხვდნენ დაახლოებით 13:00-14:00 საათზე, მ-------ს გადასახვევთან, პოლიციის შენობასთან, კ----–-- ჩ--------ესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ა-----–----–---–ი. თ-------- ლ---–--ე ა/მანქანის გაქირავებისას კლიენტს სთხოვდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ვინაიდან კ----–-- ჩ--------ეს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისი მეუღლის ა-----–----–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აჩვენა, რომელსაც თ-------- ლ---–-–---–მა მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტო გადაუღო. შემდეგ კ----–-- ჩ--------ემ თ-------- ლ---–--ეს გადასცა 60 ლარის ოდენობის თანხა, სანაცვლოდ კი თ-------- ლ---–--ემ სუფთა მდგომარეობაში მყოფი ,,ტოიოტა აქვა“ ერთი დღით მიაქირავა კ----–-- ჩ--------ეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს იმავე დროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ა/მანქანას გადასცემდა. მეორე დღეს დაუკავშირდა კ----–-- ჩ--------ე, რომელსაც თავდაპირველად სურდა კვლავ ერთი დღით ა/მანქანის ქირაობის გაგრძელება, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა, ისინი ერთანეთს შეხვდნენ მ----------------–---ში, მაღაზია ,,ნ-------სთან“. თ-------- ლ---–--ის განცხადებით, როდესაც კ----–-- ჩ--------ემ ა/მანქანა მიუყვანა, ა/მანქანა იყო დასვრილი, როგორც გარედან ასევე სალონიც. სალონი დასვრილი იყო მოწითალო ფერის ლაქებით. მას კ----–-- ჩ--------ემ განუცხადა, რომ ვერ მოასწრო ა/მანქანის გარეცხვა და სანაცვლოდ დაუმატა 10 ლარი. როდესაც თ-------- ლ---–--ე დაშორდა კ----–-- ჩ--------ეს, ავტო სამრეცხაოში მიიყვანა ა/მანქანა, სადაც მრეცხავმა განუცხადა, რომ სალონში არსებული წითელი ფერის ლაქები არ შორდებოდა და საჭიროებდა ქიმწმენდას. ასევე, მრეცხავმა ა/მანქანის დასუფთავების დროს ნახა ორი ცალი ჩანთა, მუქი ფერის, სპორტული სტილის, ოთხკუთხედი ფორმის, რომლებსაც აღენიშნებოდა წითელი ფერის ლაქები. თ-------- ლ---–--ე დაუკავშირდა კ----–-- ჩ--------ეს და განუცხადა, რომ ა/მანქანაში დარჩა ჩანთები, შემდეგ კ----–-- ჩ--------ე მივიდა ავტო სამრეცხაოსთან, საიდანაც წაიღო ჩანთები. 2018 წლის 22 დეკემბერს დაუკავშირდნენ სამართალდამცველები, რომლებსაც გადასცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, ასევე ჩატარდა ა/მანქანის დათვალიერება, რის შემდეგ დაილუქა ა/მანქანა და გადაყვანილი იქნა შესაბამის ადგილზე.

 

2.11. მოწმე ბ--- წ--–----–-----მა განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია კ----–-- ჩ--------ის თაობაზე, რომელიც სარგებლობდა ორი მობილური ტელეფონის ნომრით.

 

2.12. მოწმეებმა მ------ ქ--------–-–---–მა, თ------ ხ----–---მ, შ------- კ-–----–---–მა, ა-----------–-–---–მა, მ----- ჩ------მ და მ--- კ---–---–--მ დაადასტურეს, რომ მათ გამომძიებლებს გადასცეს იმ ობიექტების სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისინი მუშაობდნენ.

 

2.13. მოწმე ზ------ წ---–-----მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ვ----------ში სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-ს დაყაჩაღების გზით მოპოვებული თანხის ნაწილი გახარჯული უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრ ,,ი------------ში“ განთავსებულ მაღაზიებში ,,ფ-–--ში“ და ,,ბ-------ში“. ფულად თანხაზე უნდა ყოფილიყო სითხის კვალი. ზ------ წ---–-----მა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.14. მოწმეებმა ა---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს მაღაზია ,,ფ-–-------------ში’’, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ,,ი-----------ის“’ ტერიტორიზე. მაღაზია აღჭირვილია სათვალთვალო კამერებით. 23 დეკემბერს გამომძიებლის მიერ მაღაზიიდან ამოღებულ და წაღებულ იქნა 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურები.

 

2.15. მოწმე მ----- ჩ-----მ განაცხადა, რომ მუშაობს მაღაზია ,,ა-----------------ში“, მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ,,ი-----------ის“’ ტერიტორიზე. იცნობს ბრალდებულს, რომელმაც მაღაზიაში იყიდება საბავშვო ფეხსაცმელები. 23 დეკემბერს გამომძიებლის მიერ მაღაზიიდან ამოღებულ და წაღებულ იქნა 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურები. მაღაზიას აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერები ამოიღო გამომძიებელმა.

 

2.16. მოწმე ნ---- ქ------მ განაცხადა, რომ ვ----------------–------------------------------------------ში ჰქონდა ბინა, რომელიც გაქირავებული ჰქონდა ა-----–----–---–ზე და კ----–-- ჩ--------ის ოჯახზე. მას ყოველთვიურად თანხას უხდიდა ა-----–----–---–ი, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში თანხა კ----–-- ჩ--------ემ გადაუხადა. ნ---- ქ------ს განცხადებით, მის ბინას ჰქონდა ორი გასაღები, რომლიდან ერთი გასაღები ჰქონდა ა-----–----–---–ს და კ----–-- ჩ--------ეს, ხოლო ერთი თავად მასთან ინახებოდა.

 

2.17. მოწმეებმა ზ------ ო-----–---–მა, ი-----–- ქ-----მ, ლ---- ა-----–---–მა, ზ---- კ------–---–მა, ქ------- ქ---------ემ, ზ------ ვ-–----ემ განაცხადეს, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოიღეს თანხა, იარაღი და ვაზნები. აღნიშნული ბინის კარები მათ გაუღო კ----–-- ჩ--------ის მეუღლემ - ა-----–----–---–მა.

 

2.18. მოწმე ა-----–----–---–მა განაცხადა, რომ არის კ----–-- ჩ--------ის მეუღლე. ორი თვის წინ გადავიდა და ცხოვრობდა დედასთან - ვ---------ის მ-----------ში, ხოლო კ----–-- ჩ--------ე ცხოვრობდა ვ---------ის 1--–------------------------------------------ში. მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია არა აქვს. ა-----–----–---–მა დაადასტურა, რომ 20 დეკემბერს მან და კ----–-- ჩ--------ემ იქირავეს თ-------- ლ---–--ისგან ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“. მისთვის კ----–-- ჩ--------ეს არ განუცხადებია თუ რისთვის ესაჭიროებოდა მანქანა. მეორე დღეს, იმავე დროს, მან და კ----–-- ჩ--------ემ თ-------- ლ---–--ეს დაუბრუნეს ა/მანქანა, შემდეგ ტაქსით მიიყვანა კ----–-- ჩ--------ემ სახლში. მას საეჭვო არაფერი შეუნიშნავს ა/მანქანისთვის. ღამის 03:00 საათზე დედამისის სახლში მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. პოლიციის თანამშრომლებმა შემდეგ მოსთხოვეს გაყოლოდა კ----–-- ჩ--------ის სახლში, რაზედაც ა-----–----–---–მა განაცხადა, რომ ბინის გასაღები არ ჰქონდა, საპასუხოდ კი პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ თავად ჰქონდა ბინის გასაღები. ის და დედამისი პოლიციის თანამშრომლებს გაყვნენ კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ვ---------ის 1--–------------------------------------------ში. პოლიციის თანამშრომელმა გადასცა გასაღები, რის შემდეგაც ა-----–----–---–მა გააღო ბინის კარი, აანთო ნათურა და დაინახა, რომ სახლში ტანსაცმელი იყო გადმოყრილი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა იარაღი და ფულადი თანხა. მისთვის უცნობი იყო თუ რის გამო ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, მან მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ შეიტყო თუ რას ედავებოდნენ კ----–-- ჩ--------ეს. ა-----–----–---–ის განმარტებით, კ----–-- ჩ--------ეს არასოდეს არ უმუშავია, მას ფინანსურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ მყოფი მშობელი, რომელიც ყოველთვიურად 100, 200 ან 300 ევროს უგზავნიდა.

 

2.19. დაცვის მხარის მოწმემ ზ----- უ-------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს კ----–-- ჩ--------ის მეზობლად. 27 დეკემბერს დაახლოებით 01:30 საათზე ჩამოვიდა კ------დან თბილისში და როდესაც ა/მანქანა გააჩერა, მოპირდაპირე მხარეს, სადაც კ----–-- ჩ--------ე ცხოვრობს, ბინაში დაინახა შუქი ანთებული, ასევე დაინახა აივანზე გამოსული ერთ ადამიანი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, ხოლო ბინაში რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა. ზ----- უ-------–--ემ იფიქრა, რომ კ----–-- ჩ--------ესთან იყვნენ სტუმრები და ქეიფობდნენ. 2018 წლის 27 დეკემბერს დილის 10:00 საათზე დაურეკა კ----–-- ჩ--------ის მამამ და შეატყობინა, რომ მისი შვილი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

2.20. ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. 20 დეკემბერს თ-------- ლ---–--ისგან ერთი დღით, პირადი საჭიროებისთვის, იქირავა ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“, რომელიც დაუბრუნა მეორე დღეს. მანქანა შიგნიდან დასვრილი არ ყოფილა, მანქანაში ედო ლეპტოპი და არა რაიმე ჩანთა. კაზინოში მოიგო 1200 ლარი, რის შემდეგაც იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ ,,ი------------ის“ მაღაზიებში, სადაც მოგებული თანხით შეიძინა ბავშვებისთვის ნივთები, ხოლო 800 ლარი ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას. კ----–-- ჩ--------ემ კატეგორიულად უარყო მისი მონაწილეობა სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-ს დაყაჩაღებაში. ასევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს ეს მანქანა და თვითონ მოიყვანეს დასვრილ მდგომარეობაში; ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავების შემდეგ, ამოიღეს საცხოვრებელი ბინის გასაღები, სადაც წინასწარ შეიტანეს და ბინის სხვადასხვა ოთახებში დააწყვეს ფულადი კუპიურები, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ბინის ჩხრეკა.

 

2.21. სს ,,ს----------–--------ის“ ფ--------------------------ის დეპარტამენტის დირექტორის მომართვის თანახმად, 2018 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში, ვ---------ის მ--------------------–-----------–ის მიმდებარედ არსებული სს ,,ს----------–--------ის“ ე--------------- ცენტრის დაყაჩაღების ფაქტის შედეგად წაღებული იქნა 13012.2 ლარი, 3010 აშშ დოლარი და 3380 ევრო (2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული კურსით ჯამში 31301.21 ლარი). ასევე, წაღებული იქნა ე.წ. ,,ცხელი ფული’’, რომლის ღირებულება შეადგენს 1400.1 ლარს. დაზიანებული იქნა შესასვლელი შუშის კარი, რომლის აღდგენის ღირებულება შეადგენს 391.20 ლარს. ჯამში, ყაჩაღობის ფაქტის შედეგად ბანკისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 33092.42 ლარს.

 

2.22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ვ---------ის მ-------------------–-----------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სს ,,ს----------–--------ის“ ე-------- ფილიალში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: სუნის კვალის ნიმუშები; ხელის კვლები; ფულის ჩასყრელი ყუთი; პარკის ნაჭერი; პლასტმასის დეტალი; გასაღებები რგოლზე; კვალი მწებავ ლენტზე.

2.22.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი----- ქ-------–-–---–მა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა დ----- ც-----–-–---–მა, ლ-–- ჯ-----–---–მა და ა-–---------- ნ-----–---–მა.

 

2.23. ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე თ-------- ლ---–--ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ,,ჰუავეი ჰ9 ლაითის“ ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული მისი კუთვნილი ,,ბ--–---ის“ ქსელში ჩართული 5----------0 სიმ ბარათით.

2.23.1 ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.24. დეტალური ამონაბეჭდის და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ მოწმე თ-------- ლ---–--ის მიერ წარდგენილი იქნა ბ--–---ის ქსელში ჩართული 5----------0 ნომრის შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდი, რომლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 20-21 ივნისს თ-------- ლ---–--ეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------0 უკავშირდებოდა კ----–-- ჩ--------ე, მის მფ-–--ბელობაში მქონე მობილური ტელეფონის ნომრებიდან 5----------3 და 5----------0.

2.24.1 დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.25. ა/მანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ჩ--–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თ-------- ლ---–--ის კუთვნილი რუხი ფერის (ვერცხლისფერი) 2012 წლის გამოშვებული ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------. დათვალიერებისას დადგინდა, რომ ა/მანქანის სალონში აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ნივთიერების ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ნაჭრის ამონაჭრელები, სუნის ნიმუში, სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები.

2.25.1 დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ და დათვალიერებაში მონაწილე პირებმა კ--- კ-------მ, გ------- უ-------–--ემ და ჯ----–--- მ--–----მ.

 

2.26. ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე თ-------- ლ---–--ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი რუხი ფერის (ვერცხლისფერი) 2012 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------.

2.26.1 ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.27. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ-------- ლ---–--ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგომი მამაკაცი (კ----–-- ჩ--------ე) და განმარტა, რომ ის პიროვნება არის სწორედ, რომელმაც 2018 წლის 20 დეკემბერს გოგონასთან ერთად მისგან იქირავა მისი ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“. თ-------- ლ---–--ემ კ----–-- ჩ--------ე ამოიცნო სიმაღლით, ვარცხნილობით, თმის ფერით, სახის ფერით, წარბებით.

2.27.1 პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი----- გ--–-–---–მა.

 

2.28. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 დეკემბერს 22:46-23:10 საათზე ქ.თბილისში, ჯ-------ის ქუჩისა და კ--–------ს ქუჩის კვეთის ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა კ----–-- ჩ--------ეს. პირადი ჩხრეკის შედეგად კ----–-- ჩ--------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული ,,ლ----–--ს“ ფირმის 5----------3 სიმ ბარათი. მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 8 ცალი ასლარიანი კუპიურა.

2.28.1. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ე--------- გ--–-–---–მა.

 

2.29. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:05-04:03 საათზე ჩატარდა ქ. თბილისში, ვ---------ის მ-------------------------------–-------------------- ბინის ჩხრეკა ( ა-----–----–---–ის მშობლების ბინა). ბინის ჩხრეკისას - მისაღებ ოთახში არსებული შავი ფერის ხელჩანთიდან ამოღებული იქნა 12 (თორმეტი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა; 10 (ათი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა; 19 (ცხრამეტი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა და 11 (თერთმეტი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა.

2.29.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი----- ქ-------–-–---–მა, ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გ------- ბ-------, ლ-–- ჩ-------ე, გ--–- ა-–----–---–ი.

 

2.30. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:20-05:10 საათზე ჩატარდა ქ. თბილისში, ვ---------ის 1--–------------------------------------ში მდებარე კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკა, ჩხრეკას ესწრებოდა ა-----–----–---–ი. ბინის ჩხრეკისას - ე.წ. ლოჯში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, განთავსებული ხის კარადიდან რაფაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 28 (ოცდარვა) ცალი - 5 (ხუთი) ევროიანი კუპიურა. საძინებელ ოთახში ხელმარჯვნივ განთავსებულ კომოდის ბოლო უჯრაში აღმოჩენილი იქნა პისტოლეტი ნომრით H------, რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა. აღნიშნულ ადგილას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ,,Supreme”-ს წარწერით არსებული წელის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 3 ცალი 200 ლარიანი, 01 ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი, 04 (ოთხი) ცალი 20 (ოცი) ევროიანი; 02 (ორი) ცალი, 05 (ხუთი) ევროიანი, 01 (ერთი) ცალი 10 (ათი) ევროიანი, 02 (ორი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ევროიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 1 აშშ დოლარიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ დოლარიანი, 03 (სამი) ცალი 20 (ოცი) აშშ დოლარიანი, 05 (ხუთი) ცალი 50 (ორმოცდაათი)აშშ დოლარიანი, 01 (ერთი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი, 49 (ორმოცდაცხრა) ცალი 10 (ათი) აშშ დოლარიანი, 130 (ასოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ ლარიანი კუპიურები. საძინებელ ოთახში განთავსებულ ტანსაცმლის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 06 (ექვსი) ცალი ვაზნა. საცხოვრებელი ბინის შემოსასვლელში განთავსებული ხის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 01 (ერთი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა. საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული კუპიურებს აღენიშნებოდათ მოწითალო ფერის შეფერილობა.

2.30.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე და ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა ქ------- ქ---------ემ და მონაწილე პირებმა ზ------ ო-----–---–მა, ზ------ ვ-–----ემ, ი-----–- ქ-----მ, ლ---- ა-----–---–მა და ზ---- კ------–---–მა.

 

2.31. ქიმიური ექსპერტიზის N------------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: 28 (ოცდარვა) 5 (ხუთი) ევროიანი კუპიურა ამოღებული ე.წ. ლოჯში“ შესასვლელიდან მარცხენა კედელზე არსებული თაროს ზედაპირიდან, მოთავსებულ 28 ცალ 5 ევროიან კუპიურების კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი ფერის წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულადი კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის, ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. შპს ,,ფ-–-------------დან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, შპს ,,ა-----------------ის“ მაღაზია ,,ბ-------დან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიანი კუპიურაზე A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, ასევე ავტომობილის NW-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. დოლარზე და 55 ევროზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, 28 ც 5 ევროიან კუპიურების კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, 1 ცალ 20 ლარიანი კუპიურის კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულადი კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, შპს ,,ფ-–-------------დან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, შპს ,,ა-----------------ის“ მაღაზია ,,ბ-------დან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, ასევე ავტომობილის N W-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს.

2.31.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----- მ-----მ და ა-–---------- დ--------ემ.

 

2.32. ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნის თანახმად, საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულად კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, ასევე, ა/მანქანის სავარძელზე არსებული ნივთიერება, შპს ,,ფ-–-------------დან“ ფულად კუპიურებზე A---------; A--------- და A---------; A--------- არსებული ნივთიერებები ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს.

2.32.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----- მ-----მ და ა-–---------- დ--------ემ.

 

2.33. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,ა-----------------ის“ მაღაზიის ,,ბ-------დან“ ამოღებული ვიდეო ჩანაწერი. პირველი ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,2018-12-23“. 16:17:54 საათზე მაღაზიაში შედის მამაკაცი რომელსაც ტანთ აცვია ნაცრისფერი შარვალი, სპორტული თეთრ ფერებში გაწყობილი ფეხსაცმელი და მუქი ფერის ზედა. ასევე მამაკაცს აქვს მოკლედ შეჭრილი მუქი თმა. აღნიშნულ მამაკაცს თან ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი-გოგონა. ისინი შედიან თუ არა იწყებენ მაღაზიაში არსებული ფეხსაცმელების დათვალიერებას და გასინჯვას. ამ დროს აღნიშნულ მაღაზიაში შედიან სხვა მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ზ/აღნიშნული მამაკაცი მასთან მყოფ ერთ ბავშვს-გოგონას კონსულტანტის დახმარებით ასინჯებს ფეხსაცმელს, რის შემდეგაც ყიდულობს მას და 16:27:56 საათზე მაღაზიის სალაროში იხდის შეძენილი ფეხსაცმლის თანხას და მაღაზიას ტოვებს 16:28:49 საათზე ბავშვებთან ერთად.

 

2.34. ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე მ----- ჩ-----სგან (მაღაზია ,,ბ-------ს“ შპს ,,ა-----------------ის“ კონსულტანტი) ამოღებული იქნა 5 ცალი 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურა, სულ 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2.34.1 ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი----- გ--–-–---–მა.

 

2.35. ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე ა---------–-–---–ისგან (მაღაზია შპს ,,ფ-–-------------ს“ კონსულტანტი) ამოღებული იქნა 31 ცალი 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურა, სულ 620 (ექვსას ოცი) ლარის ოდენობით.

2.35.1 ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი----- გ--–-–---–მა.

 

2.36. ქიმიური ექსპერტიზის N------. 4------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ფ-–-------------დან“ ამოღებულ 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე: A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, შპს ,,ა-----------------ის“ მაღაზია ,,ბ-------დან“ ამოღებულ 2 ცალი 20 ლარიან კუპიურაზე A---------; A--------- არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, ასევე ავტომობილის NW-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1- მეთილამინოანთრაქინონს.

2.36.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა-–---------- დ--------ემ და ნ----- მ---მა.

 

2.37. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,ფ-----------დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. მეორე დისკის მეხუთე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“. 18:14:57 საათზე ვიდეოში მოსჩანს, რომ აფთიაქის მარჯვენა მხრიდან მოდის ოთხი პიროვნება, კერძოდ, პირველი პიროვნებას ტანც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი. მეორე პიროვნებას ტანთ აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა. მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტის შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედის მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო მუქი ფერის ჩანთა. ბანკის ფილიალის კართან მისვლისას, მეორე - ხელში ცულიანმა პიროვნებამ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელში არსებული ცულის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც 18:15:06 საათზე შედიან ბანკის ფილიალში. აღნიშნულის შემდეგ ბანკის ფილიალიდან გამორბიან სწრაფად მოქალქეები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ბანკის ფილიალის მიმდებარედ არსებული ობიექტებიდან გამოსული მოქალაქეთა დაბნეული და სწრაფი მოძრაობები. 18:16:58 საათზე ბანკის ფილიალიდან გამოდიან პირველი წითელ ნაჭრიანი ხელში ავტომატიანი პიროვნება, ხოლო შემდეგ კი დანარჩენები, რომლებსაც ხელში უკავიათ ჩანთები და სირბილით მიემართებიან ისევ ბანკის მარჯვენა მხარეს და 18:17:03 საათზე სუყველანი სცდებიან ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს.

2.37.1 დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.38. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-ს ვიდეოჩანაწერები. მეორე დისკის მეექვსე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“ და დრო, რომელიც იწყება 17:58:29 საათზე. ფირზე აღბეჭდილია სს ,,ს----------–--------ის“ ფილიალის შიდა ტერიტორია, სადაც განთავსებულია ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. ასევე მოსჩანს სალარო განყოფილება, რომელიც მოქალაქეთა დარბაზიდან გაყოფილია მინის კარებებით. სალარო სივრცეში არსებულ სალარო მაგიდებთან სხედან ფილიალის მოლარე ოპერატორი თანამშრომლები, ხოლო მოქალაქეთა სივრცეში კი დგას კონსულტანტი თანამშრომელი, რომელიც ასევე ემსახურება მოქალაქეებს. ასევე, დარბაზში მოძრაობს მუქ ტანსაცმელში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მამაკაცი. ამავე დროს ბანკის ფილიალში დროდადრო შემოდიან და გადიან მოქალაქეები, თუმცა მუდმივად სალარო სივრცეში არის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა და სარგებლობენ ბანკომატით თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით. 18:15:09 საათზე ვიდეოში ჩანს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან არიან მოქალაქეები - ერთი ქალბატონი, ორი მამაკაცი და კონსულტანტი გოგონა. სალარო სივრცეში შედის ღია ლურჯ ქურთუკიანი ქალბატონი, ხოლო დაცვის თანამშრომელი ბიჭი კი დგას სალარო სივრცის მინის კარებთან. ამ დროს ვიდეოში ჩნდება მინის ნამსხვრევები და ფილიალში შემოდის ოთხი პიროვნება. კერძოდ, პირველ პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ფერის ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი; მეორე პიროვნებას ტანთ აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა; მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქ ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტს შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედა მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო ფერის ჩანთა. ამ დროს დაცვის თანამშრომელი მივიდა შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს, რა დროსაც მასთან მიდის ორი ნიღბიანი, მათ შორის ერთი პიროვნება, რომელსაც ქურთუკზე აქვს გაკეთებული მოწითალო ფერის ნაჭერი. ერთ-ერთმა მასზედ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება და დააწვინა იატაკზე. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომელთან რჩება ცულიანი პიროვნება. მოქალაქეთა დარბაზში კი რჩება მეოთხე პიროვნება, რომელსაც მხარზე გადაკიდებული აქვს მოლურჯო ფერის ჩანთა და ხელში უკავია პისტოლეტი. ამ დროს ფილიალში დარჩა მხოლოდ ღია ლურჯ ქურთუკიანი ქალბატონი, რომელიც დადგა კედელთან. სალარო სივრცეში შედის ორი ნიღბიანი, ერთ მათგანი არის წითელ ნაჭრიანი, რომელსაც ქონდა ხელში ავტომატი და ორივენი მოძრაობენ სალარო სივრცეში, სალარო მაგიდებს შიგნით და იწყებენ ჩანთებში რაღაცის ჩალაგებას. ამის შემდეგ წითელ ნაჭრიანი გამოდის მოქალაქეთა სივრცეში, რომელსაც პისტოლეტიანი პიროვნება აძლევს ჩანთას. სალარო სივრცეში მყოფ ნიღბიანებს ერთ-ერთი გოგონა ხელებით მოუწოდებს რაღაცას. ვიდეო ჩანაწერი მთავრდება 18:16:13 საათზე. მეორე დისკის მეშვიდე ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“ და დრო, რომელიც იწყება 18:16:16 საათზე. ვიდეო ფირი არის მეექვსე ვიდეო ჩანაწერის გაგრძელება და მასზედ აღბეჭდილია ზ/აღნიშნული ნიღბიანი პირები თუ როგორ აყაჩაღებენ ბანკის ფილიალს. მოქალაქეთა სივრცეში პისტოლეტიანი პიროვნება რაღაცას მოუწოდებს სალარო სივრცეში მყოფ პირებს. ნიღბიანი სალარო სივრციდან გამოდიან 18:17:02 საათზე და ფილიალის ტერიტორიას ტოვებენ 18:17:07 საათზე და გადიან სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არედან. მეოთხე დისკის მეოთხე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“. 18:15:08 საათზე ვიდეოში მოსჩანს, რომ ბანკის ფილიალს მარჯვენა მხრიდან მოდის ოთხი პიროვნება, კერძოდ პირველი პიროვნებას ტანც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი. მეორე პიროვნებას ტანც აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა. მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტის შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედის მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო მუქი ფერის ჩანთა. ბანკის ფილიალის კართან მისვლისას, მეორე ხელში ცულიანმა პიროვნებამ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელში არსებული ცულის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც 18:15:12 საათზე ოთხივენი შედიან ბანკის ფილიალში. აღნიშნულის შემდეგ ბანკის ფილიალიდან გამორბიან სწრაფად მოქალქეები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ბანკის ფიალიალის მიმდებარედ არსებული ობიექტებიდან გამოსული მოქალაქეთა დაბნეული და სწრაფი მოძრაობები. 18:17:04 საათზე ბანკის ფილიალიდან გამოდიან პირველი წითელ ნაჭრიანი ხელში ავტომატიანი პიროვნება, ხოლო შემდეგ კი დანარჩენები, რომლებსაც ხელში უკავიათ ჩანთები და სირბილით მიემართებიან ისევ ბანკის მარჯვენა მხარეს და 18:17:07 საათზე სუყველანი სცდებიან ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს.

2.38.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.39. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი ვ----------ი, ზ------ პ--------------------ში მდებარე შპს ,,ს--–-----–-----------------ის’’ მშენებარე ობიექტიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას მითითებულია თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:18:46 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფერო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება სს ,,ჰ----–---ის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თ---–---------------–----ს’’ მიმართულებით.

2.39.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.40. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი ვ----------ი, ზ------ პ--------------------ში მდებარე ი-----------–-----ს დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას მითითებულია თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:18:28 საათზე ვ---------ის პ------–-------------------ან ამომავალ ა/სამანქანო გზიდან ცენტრალურ სამანქანო გზაზე ამოდის სწრაფი მოძრაობით გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფერო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება სს ,,ჰ----–---ის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თ---–---------------–----ს’’ მიმართულებით.

2.40.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.41. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი, ვ----------ი მ----------------------–-ს მდებარედ ს.ს. ,,ჰ----–---ის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თ---–---------------–----ს“’ შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას ვხედავთ თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:19:21 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება ა---–-------–----------------–--ის მიმართულებით.

2.41.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.42. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, თ---–-----------------–-----–---ს პ------–-------–----ს შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას ვხედავთ თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:22:36 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება ვ---------–----------–--ის მ---------------ისკენ.

2.42.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- შ-------ემ.

 

2.43. კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული 2018 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული ა-----–----–---–ის პირადობის მოწმობაზე გადაღებული ფოტო ფაილი გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით: ,,Phone” და დაარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენებით ფაილად სახელწოდებით: ,,Phone.rar“ და გადატანილ იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე.

2.43.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ-------ემ.

 

2.44. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ლ------------–----------------------------–---------ში ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა ორ ცალ პაკეტთან ერთად, მოხდა მე-2 პაკეტის გახსნა დათვალიერება. ფაილის გახსნისას მასში ჩაწერილია ინფორმაცია, რომელსაც ერთვის ფოტოსურათი, ფოტოსურათზე აღბეჭდილია ა-----–----–---–ის პ/ნ 0---------- პირადობის მოწმობა, ხოლო ქვემოთ კი მობილური ტელეფონის მონაცემები და ამ სურათის გადაღების თარიღი 20/12/2018 12:32:42 PM.

 

2.45. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული ,,,ა------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო დაწყებიდან 13:59:19 საათზე აფთიაქის მარცხენა მხრიდან ვიდეო სათვალთვალო კამერების თვალთახედვის არეში შემოდის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და გადაკიდებული აქვს ჩანთა, ასევე ფეხზე აცვია მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელები, ახალგაზრდა გოგო შედის აფთიაქში. 14:00:32 საათზე იმავე მარცხენა მხრიდან ვიდე სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში ჩნდება ახალგაზრდა მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმიანი მამაკაცი, რომელსაც ფეხზე აცვია თეთრი ძირიანი სპორტული ფეხსაცმელები, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი და ისიც შედის აღნიშნულ აფთიაქში. 14:01:14 საათზე აფთიაქის წინ არსებულ გზაზე ჩამოივლის მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მაქნანა, რომელიც უხვევს მარცხნივ და მიემართება ა/სამანქანო გზით ზემო მიმართულებით და სცდება სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს. 14:04:15 საათზე აღნიშნული აფთიაქიდან ერთად გამოდიან ზ/აღნიშნული ახალგაზრდა გოგო და ახალგაზრდა მამაკაცი, მიემართებიან აფთიაქის წინ არსებულ ა/სამანქანო გზისკენ.

 

2.46. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,პ--“ აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. ფირის დაწყებიდან 14:03:21 საათზე აფთიაქის მარცხნივ მდებარე ა/სამანქანო გზაზე მოდიან ერთად ახალგაზრდა გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი. გოგონას ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და გადაკიდებული აქვს ჩანთა, ასევე ფეხზე აცვია მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელები. მამაკაცს კი ფეხზე აცვია თეთრ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელები, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. ისინი ჩერდებიან გარკვეული ხანი ა/სამანქანო გზაზე.14:03:50 საათზე აჩერებენ მოვერცხლისფრო ფერის ა/მანქანა ,,მერსედეს“ ტაქსს და სხდებიან ა/მანქანის უკანა მხარეს. 14:00:00 საათზე აფთიაქის მარცხნივ მდებარე ა/სამანქანო გზაზე გამოდის მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვა“ ფირმის ა/მანქანა, რომელსაც გარედან ემჩნევა დასვრის კვალი.

 

2.47. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,პ------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დისკზე არსებული პირველი ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-21-2018“. 14:05:53 საათზე რესტორნის შენობის წინ ა/სამანქანო გზის პირას, ნახევრად გზაზე და ნახევრად ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩერდება ვერცხლისფერი ა/მანქანა. აღნიშნული ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის შავი ფერის თეთრი ძირიანი სპორტულ ფეხსაცმელში, მუქი ფერის მოყავისფრო ფერის და შავი ფერის ზედაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე აქვს მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმა და ფეხით მიემართება, ა/მანქანის უკანა მხრიდან ა/სამანქანო გზისკენ და სცდება ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს. აღნიშნული პიროვნება ისევ იმავე გზით ბრუნდება ა/მანქანის უკანა მხრიდან, მას ხელში უკავია მოლურჯო ფერის ჩანთა. უახლოვდება ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარს, აღებს მას და ჩანთითურთ ჯდება ა/მანქანაში, რის შემდეგაც ა/მანქანა იწყებს მოძრაობას თ---–-----------ს მიმართულებით. დისკზე არსებული მეორე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-21-2018“. 14:05:53 საათზე რესტორნის შენობის წინ ა/სამანქანო გზის პირას, ნახევრად გზაზე და ნახევრად ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩერდება ვერცხლისფერი მერსედესის ფირმის ა/მანქანა, რომელსაც აქვს ტაქსის ნიშანი. ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მამაკაცი და ფეხით მიემართება. გადადის ფეხით აღნიშნულ სამანქანო გზაზე, ჩერდება სამრეცხაოს წინ და უახლოვდება მის წინ მდგომ მოთეთრო ფერის ფეხსაცმელებიან პიროვნებას. ხელების მოძრაობით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. მანქანიდან გადმოსული მამაკაცი შედის სამრეცხაოს შენობაში და მალევე გამოდის. ისევ ჩერდება აღნიშნული მოთეთრო ფერის ფეხსაცმელებიანი მამაკაცის წინ და შემდეგ ისევ ბრუნდება იმავე გზით ა/მანქანის უკანა მხრიდან, მას ხელში უკავია ჩანთა. უახლოვდება ა/მანქანას უკანა მარჯვენა კარს აღებს და ჩანთითურთ ჯდება ა/მანქანაში, რის შემდეგაც ა/მანქანა იწყებს მოძრაობას.

 

2.48. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------ის მ--------------------–----------–ის მიმდებარედ შპს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან და ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვას“ სახ. ნომერიW---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

2.48.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ე.

 

2.49. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. პისტოლეტი მჭიდით და 7 (შვიდი) ც ვაზნით ამოღებული საძინებელში კომოდის ქვედა უჯრიდან და 6 (ქვსი) ც. ვაზნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში ამოღებული საძინებელში ტანსაცმლის კარადიდან“ მოთავსებულ: იარაღისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ჩ--------ე კ----–-- ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.49.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ე.

 

2.50. მოწმეებმა რ---- წ------–---–მა, კ---- ნ------ემ, მ------ ჯ--------ემ, ი-------–---–მა, ს--–---- ე---–----–---–მა, გ------- გ------მ, გ------- ი-----–---მა და ა----- ხ----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.51. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ის პოზიციის გაზიარების და წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:

2.51.1. დაზარალებულების ვ---- მ------–---–ის, ნ--- მ--–----ის, ს--–---- გ---–---–ის, დაზარალებულის წარმომადგენელის დ----- გ------ის, მოწმეების მ------ ძ-------–-–---–ის, ნ---- ქ-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, ქ. თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ის მიმდებარედ არსებული სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში ოთხმა პირმა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ბანკის თანამშრომლებზე - უსაფრთხოების თანამშრომელ ვ---- მ------–---–ზე, მოლარე ოპერატორ ნ--- მ--–----ეზე, მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ - ს--–---- გ---–---–ზე და სალაროდან გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა 32 701,31 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ვ---- მ------–---–ს და ნ--- მ--–----ეს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო ს--–---- გ---–---–ს მორალური ზიანი.

2.51. 2. დაზარალებულების ვ---- მ------–---–ის, ნ--- მ--–----ის, ს--–---- გ---–---–ის, მოწმე ნ---- ქ-----–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 20/12/2018 წელს, 18:14:57 საათზე ოთხი პიროვნება მივიდა ბანკის ფილიალთან, შესვლისას ხელში ცულიანმა პიროვნებამ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ცულის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც 18:15:06 საათზე შევიდნენ ბანკის ფილიალში. 18:16:58 საათზე თავდამსხმელები გამოვიდნენ ბანკიდან.

2.51. 3. დაზარალებულების ვ---- მ------–---–ის, ნ--- მ--–----ის, ს--–---- გ---–---–ის, მოწმე ნ---- ქ-----–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ოთხივე თავდამსხმელი შემოსილი იყო მუქი ტანსაცმლით და თავზე წამოფარებული ჰქონდათ ე.წ. კაპიშონი, სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხელში მომარჯვებული ჰქონდათ ცული და ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ორი პიროვნება შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ერთი ავტომატით, ასევე თავდამსხმელებს ჰქონდათ ორი სპორტული ჩანთა, რომელშიც ჩაალაგეს გატაცებული თანხა.

2.50.4. შპს ,,ს--–-----–-----------------ის’’, ი-----------–-----ს დარბაზის შენობიდან, ,,ჰ----–---ის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თ---–---------------–----ს“’ შენობიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვერცხლისფერო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა 2018-12-20 წელს 18:18:46-დან 18:22:36-მდე დროის შუალედში სწრაფად გადაადგილდება ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვ---------–----------–--ის მ---------------ისკენ; მოწმეების ზ---- ზ-------ს, გ---- ფ-–--–-–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“ ეკუთვნოდა თ-------- ლ---–--ეს.

2.51.5. მოწმე თ-------- ლ---–--ის, ა-----–----–---–ის ჩვენებებით, თავად ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ის ჩვენებით, თ-------- ლ---–--ის მიერ კ----–-- ჩ--------ის ამოცნობის ოქმით, მობილურიდან ამონაბეჭდით, ,,ბ--–---ის’’ ქსელის დეტალური ამონაბეჭდით და მისი დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 13:00-14:00 საათზე თ-------- ლ---–--ემ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მოვერცხლისფრო ,,ტოიოტა აქვა“ მიაქირავა კ----–-- ჩ--------ეს.

2.51.6. მოწმე თ-------- ლ---–--ის ჩვენებით და ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 21 დეკემბერს 13-14 საათზე კ----–-- ჩ--------ემ თ-------- ლ---–--ეს მიუყვანა მანქანა ,,ტოიოტა აქვა“ დასვრილ მდგომარეობაში. ა/მანქანის სალონი დასვრილი იყო მოწითალო ფერის ლაქებით. ასევე, მრეცხავმა ა/მანქანის დასუფთავების დროს ნახა ორი ცალი ჩანთა, მუქი ფერის, სპორტული სტილის, ოთხკუთხედი ფორმის, რომლებსაც აღენიშნებოდა წითელი ფერის ლაქები (თ-------- ლ---–--ის დაკავშირების შემდეგ კ----–-- ჩ--------ეს იმავე დღესვე წაიღო ჩანთები).

2.51. 7. ჩხრეკის ოქმებით დასტურდება, რომ კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 3 ცალი 200 ლარიანი, 01 ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი, 04 (ოთხი) ცალი 20 (ოცი) ევროიანი; 02 (ორი) ცალი, 05 (ხუთი) ევროიანი, 01 (ერთი) ცალი 10 (ათი) ევროიანი, 02 (ორი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ევროიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 1 აშშ დოლარიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ დოლარიანი, 03 (სამი) ცალი 20 (ოცი) აშშ დოლარიანი, 05 (ხუთი) ცალი 50 (ორმოცდაათი) აშშ დოლარიანი, 01 (ერთი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი, 49 (ორმოცდაცხრა) ცალი 10 (ათი) აშშ დოლარიანი, 130 (ასოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ ლარიანი კუპიურები, საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული კუპიურებს აღენიშნებოდათ მოწითალო ფერის შეფერილობა; კ----–-- ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 ცალი 100 ლარიანი; ა-----–----–---–ის მშობლების ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 12 (თორმეტი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა; 10 (ათი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა; 19 (ცხრამეტი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა და 11 (თერთმეტი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა;

2.51.8. მოწმეების ზ------ წ---–-----ის, ა---------–-–---–ის, მ----- ჩ-----ს ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების ოქმებით, ამოღების ოქმებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ ,,ი------------ში“ განთავსებულ მაღაზიებში ,,ფ-–-------------ში’’ და მაღაზია ,,ა-----------------ში“, კ----–-- ჩ--------ემ შეიძინა საბავშვო ნივთები, რაშიც გადაიხადა 20 ლარიანი კუპიურები, რომლებიც ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ და მათზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მოწითალო ფერის შეფერილობა.

2.51.9. დაზარალებულების ვ---- მ------–---–ის, ნ--- მ--–----ის, ს--–---- გ---–---–ის, დაზარალებულის წარმომადგენელის დ----- გ------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თავდამსხმელების მიერ სალაროდან ფულთან ერთად გატაცებულ იქნა ,,ცხელი ფული“, რომელიც არის ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი, რომელიც ბანკის გარეთ ტერიტორიაზე იხსნება და წითელი ფერით ღებავს ფულის კუპიურებს.

2.51.10. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, ასევე ა/მანქანის სავარძელზე არსებული ნივთიერება, კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ფულად კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, შპს ,,ფ-–-------------დან“ ფულად კუპიურებზე არსებული ნივთიერება, შპს ,,ა-----------------ის“ მაღაზია ,,ბ-------დან“ ამოღებულ ფულად კუპიურაზე არსებული ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.

2.51.11. ბინის ჩხრეკის ოქმით და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა არის კ----–-- ჩ--------ის კუთვნილი.

2.51.12. სასამართლო არ იზიარებს კ----–-- ჩ--------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ბინის გასაღები პირადი ჩხრეკისას ამოიღო პოლიციამ და შემდეგ პოლიციელებმა ამ გასაღებით გააღეს მისი ბინის კარები და შეიტანეს ის ნივთები, რაც შემდეგში ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ კ----–-- ჩ--------ე ხელს აწერს პირადი ჩხრეკის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მხოლოდ ,,სამსუნგის’’ ფორმის მობილური ტელეფონი და თანხა 800 ლარი. სხვა ნივთები ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული და აღნიშნული ფაქტი კ----–-- ჩ--------ეს ოქმის შედგენისას არ გაუხდია სადაოდ.

2.51.13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ა-----–----–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ა-----–----–---–ს არ ჰქონდა კ----–-- ჩ--------ის ბინის გასაღები და იგი მისცა პოლიციელებმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–----–---–ი არ არის გულწრფელი, ვინაიდან მისი ეს ჩვენება ეწინააღმდეგება როგორც პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ კ----–-- ჩ--------ის ბინის კარები გაუღო ა-----–----–---–მა, ასევე ჩხრეკის ოქმებში დაფიქსირებულ დროს. კერძოდ: ა-----–----–---–ის მშობლების ბინის ჩხრეკა ჩატარდა 27 დეკემბერს 03:05-04:03 საათზე, რომელსაც ესწრებოდა გ--–- ა-–----–---–ი, ხოლო კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკა ჩატარდა 27 დეკემბერს 03:20-05:10 საათზე, რომელსაც ესწრებოდა ა-----–----–---–ი. ფაქტობრივად, ორივე ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, მათში მონაწილეობდა სხვადასხვა პირები, რაც გამორიცხავს ა-----–----–---–ის ჩვენების სისწორეს იმის თაობაზე, რომ ,,ღამის 03:00 საათზე დედამისის სახლში მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. შემდეგ ის და დედამისი პოლიციის თანამშრომლებს გაყვნენ კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც პოლიციის თანამშრომელმა გადასცა გასაღები, რის შემდეგაც ა-----–----–---–მა გააღო ბინის კარი’’. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, ბოლო ორი თვე ა-----–----–---–ი ცხოვრობდა მშობლების ბინაში, მას ახლო ურთიე-------- ჰქონდა კ----–-- ჩ--------ესთან, რასაც თავადაც არ უარყოფს; ასევე, ბინის მეპატრონემ ნ---- ქ------მ განაცხადა, რომ მან ბინის გასაღები გადასცა ა-----–----–---–ს და კ----–-- ჩ--------ეს. აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ, რომ ა-----–----–---–ს ჰქონდა ამ ბინის გასაღები და მან გაუღო ბინის კარები პოლიციის თანამშრომლებს.

2.51.14. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს დაცვის მხარის მოწმის ზ----- უ-------–--ის ჩვენებას, რომელიც ფაქტობრივად ამყარებს კ----–-- ჩ--------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მის ბინაში წინასწარ დადეს შემდეგში ამოღებული ნივთები. იმის გათვალიწინებით, რომ მოწმე ვერ უთითებს ზუსტ დროს თუ როდის დაინახა ზ----- უ-------–--ემ კ----–-- ჩ--------ის ბინაში შუქი, ამასთან, კ----–-- ჩ--------ის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა 27 დეკემბერს და ჩხრეკის ოქმის შედგენა 03:20 საათზე დაიწყო, სასამართლო არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ 27 დეკემბერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს მას კ----–-- ჩ--------ის ბინაში შეენიშნა შუქი.

2.51.15. სასამართლო აკეთებს რა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზს, მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილზე კ----–-- ჩ--------ის მამხილებელი მტკიცებულებების არ არსებობა საეჭვოდ არ ხდის ბრალად შერაცხული ქმედების კ----–-- ჩ--------ის მიერ ჩადენას. 2018 წლის 20 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის მიერ ავტომანქანა ,,ტოიოტა აქვას’’ დაქირავება, შემდეგ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი, აღნიშნული ავტომანქანით ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, მანქანაში ე.წ ,,ცხელი ფულის’’ კვალის დატოვება, ასევე, დანაშაულის ადგილზე აღწერილი ჩანთების ამავე მანქანაში დარჩენა და მათზე ,,ცხელი ფულის’’ კვალის დატოვება, კ----–-- ჩ--------ის ბინიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა კუპიურის თანხების ამოღება, რომლებსაც ეტყობოდა ,,ცხელი ფულის’’ კვალი, სავაჭრო ცენტრიდან კ----–-- ჩ--------ის მიერ დახარჯული კუპიურების ამოღება, რომლებსაც ასევე ეტყობოდა ,,ცხელი ფულის’’ კვალი, კ----–-- ჩ--------ის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, რომელზეც დადასტურდა კ----–-- ჩ--------ის გენეტიკური პროფილის იდენტურობა (რაც გამორიცხავს კ----–-- ჩ--------ის ბინაში იარაღის და თანხის დადების ვერსიას), აღნიშნული გარემოებები პირდაპირ და უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კ----–-- ჩ--------ემ განახორციელა თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ის მიმდებარედ არსებული სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში ყაჩაღური თავდასხმა.

2.51.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ის გარემოება, რომ კ----–-- ჩ--------ე თანხმლებ პირებთან ერთად შეიარაღებულნი იყვნენ ცულით, პისტოლეტებით და ავტომატით, რომლითაც თავს დაესხნენ სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ს, ხოლო ბანკის დაცვის თანამშრომელს ვ---- მ------–---–ს ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება სახის არეში, მოლარე - ნ--- მ--–----ეს ჩაარტყეს თავში, დაემუქრნენ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ ს--–---- გ---–---–ს, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულების წარმოდგენაში მათთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე.

2.51.17. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად, ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნულ დანაშაულში კ----–-- ჩ--------ის მონაწილეობას.

2.51.18. მტკიცებულებათა ანალიზს საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი კ----–-- ჩ--------ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, კ----–-- ჩ--------ე ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ გამოძიებით დაუდგენელ სამ პიროვნებასთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხნენ და უკანონოდ შეაღწიეს ქ. თბილისი, ვ--------------------------------–-----------–ის მიმდებარედ არსებული სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უსაფრთხოების თანამშრომელ ვ---- მ------–---–ს და მოლარე ოპერატორ ნ--- მ--–----ეს და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრნენ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ ს--–---- გ---–---–ს, უსაფრთხოების თანამშრომელ ვ---- მ------–---–ს, მოლარე ოპერატორ ნ--- მ--–----ეს და სალაროდან გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი) ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა 32 701,31 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ვ---- მ------–---–ს და ნ--- მ--–----ეს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო ს--–---- გ---–---–ს მორალური ზიანი.

 

2.52. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ კ----–-- ჩ-------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით

 

2.53. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ვ----------ი მ--------------------–-----------–ში მდებარეობს სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–-, რომელშიც 2018 წლის 20 დეკემბერს შევარდა ოთხი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელთაგან ერთი იყო კ----–-- ჩ--------ე. შესვლისას თავდამსხმელებმა ცულის გამოყენებით დააზიანეს ბანკის ფილიალის შესასვლელ კარი და ბანკში განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა.

 

2.54. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცავში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით საცავში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ----–-- ჩ--------ე და მისი თანმხლები პირები ბანკის შესასვლელი კარის დაზიანების გზით შევარდნენ ბანკის კუთვნილ დაცულ ტერიტორიაზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ.

 

2.55. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ ყაჩაღობა ჩაიდინა საცავში უკანონო შეღწევით.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.56. ყაჩაღობის ფაქტის თვითმხილველი დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ვ----------ი მ--------------------–-----------–ში მდებარეობს სს ,,ს----------–--------ის“ ე------------–---–ში ყაჩაღური გზით თანხის დაუფლების მიზნით შევარდა ოთხი თავდამსხმელი, ამ მიზნით კ----–-- ჩ--------ემ ერთი დღით დაიქირავა ა/ მანქანა, თავდამსხმელები წინასწარ შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით, ცულით, მომზადებული ჰქონდათ ჩანთები, რომლებშიც ჩაალაგეს გატაცებული თანხა, ოთხივე შემოსილი იყო მუქი ტანსაცმლით, ე.წ. კაპიშონი ქონდათ წამოფარებული, სახეზე ეკეთათ ნიღბებით, ხელებზე ხელთათმანებით. ფაქტობრივად, მათ წინაწარ შეთანხმებულად იმგვარად დაგეგმეს და განახორციელეს დანაშაულებრივი ქმედება, რომ მათი ამოცნობა და მათი მამხილებელი ჩვენების მოპოვება ბანკის ტერიტორიაზე შეუძლებელი ყოფილიყო.

 

2.57. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო პალატამ საქმეში #75აპ-17 აღნიშნა, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, ამასთან აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. კონკრეტულ საქმეში ის ფაქტი, რომ თუ როგორ იყვნენ ჩაცმული და შეიარაღებული თავდამსხმელები, როგორ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული ჩანთები თანხის ჩალაგების მიზნით, კ----–-- ჩ--------ემ წინასწარ თუ როგორ დაიქირავა ა/მანქანა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის გადაადგილების მიზნით, ყოველივე აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ ფილიალის დაყაჩაღების მიზნით კ----–-- ჩ--------ე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

2.58. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ----–-- ჩ--------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

2.59. დაზარალებულის წარმომადგენლის დ----- გ------ის ჩვენებით და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ----–-- ჩ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულ შპს სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა 32 701,31 ლარის ზიანი.

 

2.60. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.61. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ----–-- ჩ--------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა დიდი ოდენობით.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის

მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა

 

2.62. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:20 საათზე ჩატარდა ქ. თბილისში, ვ---------ის 1--–----------------------------------- ბინის ჩხრეკა, რომელსაც ფ-–--ბდა და სარგებლობდა კ----–-- ჩ--------ე. ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში ხელმარჯვნივ განთავსებულ კომოდის ბოლო უჯრაში აღმოჩენილი იქნა პისტოლეტი ნომრით H------, რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა. საძინებელ ოთახში განთავსებულ ტანსაცმლის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთლენის პარკში მოთავსებული 06 (ექვსი) ცალი ვაზნა.

 

2.63. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი N H------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,ПM”, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის მარცხენა მხარეს ჩარჩოზე და ჩამკეტის გარსაცმზე არსებული ნომრები ,, H------“, მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული მარკირებებისა. H------ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. 13 (ცამეტი) ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM”; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი H------ პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

2.63.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ----- დ------ემ.

 

2.64. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. პისტოლეტი მჭიდით და 7 (შვიდი) ც ვაზნით ამოღებული საძინებელში კომოდის ქვედა უჯრიდან და 6 (ექვსი) ცალი ვაზნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში (ამოღებული საძინებელში ტანსაცმლის კარადიდან) მოთავსებულ იარაღის მაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ჩ--------ე კ----–-- ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.644.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ე.

 

2.65. ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მის საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (ვაზნები) დაწყობა, რის შემდეგაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა.

 

2.66. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ის პოზიციის გაზიარების და წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობის. კერძოდ:

2.66.1. კ----–-- ჩ--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი და ვაზნები, როგორც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

2.66.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ის ჩვენებას, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა წინასწარ შეიტანეს მის საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ასევე, ფულადი კუპიურები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ პისტოლეტზე მჭიდით და 7 (შვიდი) ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კ----–-- ჩ--------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს, კ----–-- ჩ--------ის ჩვენების სისწორეს იმის თაობაზე, რომ თითქოს მის საცხოვრებელ ბინაში წინასწარ იქნა შეტანილი პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. კ----–-- ჩ--------ის ჩვენების საპირისპიროდ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებს, რომ კ----–-- ჩ--------ეს შემხებლობა ჰქონდა ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან და ვაზნებთან და გამორიცხავს პოლიციელების მიერ მის წინასწარ მიტანას.

2.66.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო ობიექტურ მხარეს წარმოადგენს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი და რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. კონკრეტულ საქმეში, საექსპერტო-ბალისტიკური კვლევის შედეგად, უტყუარად დასტურდება ბრალად წარდგენილი ცეცხლსასროლო იარაღის და საბრძოლო მასალის ვარგისიანობა. რაც შეეხება უშუალოდ შეძენა-შენახვის დანაშაულებრივ შემადგენლობას - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას და ქმედება დამთავრებულია, როდესაც პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის უფლება არა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ კ----–-- ჩ--------ე თავის საცხოვრებელ ბინაში, საძინებელ ოთახში ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ პისტოლეტს ნომრით H------, რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა, ასევე ამოღებულ იქნა 06 (ექვსი) ცალი ვაზნა.

 

3.67. სასამართლომ, განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ----–-- ჩ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ----–-- ჩ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ----–-- ჩ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: კ----–-- ჩ--------ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში, ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ----–-- ჩ--------ე გასამართლებულ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1-------ს და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ----–-- ჩ--------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

5.3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4----------ს განჩინებით, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1-------ს განაჩენით კ----–-- ჩ--------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით შეიცვალა ჯარიმით 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

5.3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1------------ის განჩინებით, მსჯავრდებულ კ----–-- ჩ--------ის მიმართ გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 2-----–---ს საქართველოს კანონის მოქმედება. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-------ს განაჩენში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებულ კ----–-- ჩ--------ის ქმედება სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა კ----–-- ჩ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, კ----–-- ჩ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

5.3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს განაჩენით, კ----–-- ჩ--------ე გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1-------ს განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1------------ის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან. საბოლოოდ, კ----–-- ჩ--------ეს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.3.4. სსიპ ა-----------------------–-------------–-----------------–--------------–------------------------------------------------------------------–---–------------------- კომისიის 24.12. 2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა კ----–-- ჩ--------ის მიმართ პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა.

 

5.4. იმის გათვალიწინებით, რომ კ----–-- ჩ--------ეს მ---------------- კომისიის 24.12. 2018 წლის გადაწყვეტილებით გაუუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა, ხოლო ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 20.12. 2018, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----–-- ჩ--------ემ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში, რადგან ამ დროისთვის მას არ ჰქონდა მოხსნილი ნასამართლობა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ემყარება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით; ასევე, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, რაც მოწმობს, რომ ამჟამად ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას კ----–-- ჩ--------ეს არც პირობითი მსჯავრი ჰქონდა გაუქმებული და არც ნასამართლობა მოხსნილი. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს კ----–-- ჩ--------ის მიმართ სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, კ----–-- ჩ--------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა კ----–-- ჩ--------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ხელის კვლები, სუნის კვალის ნიმუშები, პარკის ნაგლეჯი, პლასტმასის დეტალი, კვალი მწებავ ლენტზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ფულის ჩასაყრელი ყუთი და გასაღები რგოლზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.2. მოწმე თ-------- ლ---–--ისგან ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი ნომრით 5----------0 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. აღნიშნული ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.3. თ-------- ლ---–--ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 8 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული ანაწმენდები 34 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული მოკრონაწილაკები საკონტროლო ნაჭრის ნიმუშთან ერთად; სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად; ა/მანქანიდან ამოღებული სავარძლის საზურგეების ამონაჭრელები მოწითალო ფერის ლაქებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები; თ-------- ლ---–--ის კუთვნილი „ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.4. 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ფ-–-- - ჯ--------დან“ ამოღებული 31 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.5. 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ბ-------დან“ ამოღებული 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.6. 2018 წლის 26 დეკემბერს მ-------- დ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი კუპიურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.7. 2018 წლის 26 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 8 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 2018 წლის 26 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი შიგ არსებულ სიმ ბარათით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.8. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის რეგისტრაციის მისამართიდან, გ--–- ა-–----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი და 2080 ლარი (დალუქული), ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა (დალუქული) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.9. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელ ჩანთაში არსებული ფულის კუპიურები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამოღებული 28 ცალი 5 ევროიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

6.10. ამოღებული პისტოლეტი ნომრით H----- მჭიდით და 7 ცალი ვაზნით და 6 ცალი ვაზნა, (საიდანაც საექსპერტო კვლევიდან დაბრუნებულია 7 ცალი ვაზნა) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შ-------------------------------–-------- სამსახურს.

 

6.11. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში; კ----–-- ჩ--------ისაგან აღებული სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.12. 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 23 დეკემბერს თ-------- ლ---–--ის ა/მანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2019 წლის 08 იანვარს სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 10 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ე--------ს“ სუპერმარკეტი „ბ--------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2019 წლის 08 იანვარს სს „გ----ს“ აფთიაქი „ფ-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ა-----------------ის“ მაღაზია „ბ-------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ქ.თბილისის მ------------------------------–--------------------–--–-------------------------დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ინდ.მეწარმე შ--–-- ა----–---–ის სამშენებლო მასალების მაღაზია „1----–-----–----დან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „ა--------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „პ----------ს“ აფთიაქი „პ--“-დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 20 იანვარს ინდ.მეწარმე თ------ ხ----–---ს რესტორანი „პ------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 19 იანვარს შპს სამშენებლო კომპანია „ა----დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰ----–---ის“ სავაჭრო ცენტრი „თ---–---------------–----დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს ორგანიზაცია ი-----------–-----ს დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰ----–---ის“ თ---–-----------------–-----–---დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ----–-- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. კ----–-- ჩ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტის) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. კ----–-- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. კ----–-- ჩ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ----–-- ჩ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კ----–-- ჩ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კ----–-- ჩ--------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით.

 

8. საბოლოოდ, ბრალდებულ კ----–-- ჩ--------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

9. კ----–-- ჩ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

10. კ----–-- ჩ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 დეკემბრის 05:15 საათიდან.

 

11. ნივთმტკიცება:

11.1. 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ხელის კვლები, სუნის კვალის ნიმუშები, პარკის ნაგლეჯი, პლასტმასის დეტალი, კვალი მწებავ ლენტზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ფულის ჩასაყრელი ყუთი და გასაღები რგოლზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.2. მოწმე თ-------- ლ---–--ისგან ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი ნომრით 5----------0 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. აღნიშნული ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.3. თ-------- ლ---–--ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 8 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული ანაწმენდები 34 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული მიკრონაწილაკები საკონტროლო ნაჭრის ნიმუშთან ერთად; სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად; ა/მანქანიდან ამოღებული სავარძლის საზურგეების ამონაჭრელები მოწითალო ფერის ლაქებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები; თ-------- ლ---–--ის კუთვნილი „ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.4. 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ფ-–-------------დან“ ამოღებული 31 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.5. 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ბ-------დან“ ამოღებული 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.6. 2018 წლის 26 დეკემბერს მ-------- დ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი კუპიურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.7. 2018 წლის 26 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 8 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 2018 წლის 26 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი შიგ არსებულ სიმ ბარათით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

11.8. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის რეგისტრაციის მისამართიდან, გ--–- ა-–----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი და 2080 ლარი (დალუქული), ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა (დალუქული) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.9. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელ ჩანთაში არსებული ფულის კუპიურები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამოღებული 28 ცალი 5 ევროიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

11.10. ამოღებული პისტოლეტი ნომრით H----- მჭიდით და 7 ცალი ვაზნით და 6 ცალი ვაზნა, (საიდანაც საექსპერტო კვლევიდან დაბრუნებულია 7 ცალი ვაზნა) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შ-------------------------------–-------- სამსახურს.

11.11. 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში; კ----–-- ჩ--------ისაგან აღებული სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

11.12. 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 23 დეკემბერს თ-------- ლ---–--ის ა/მანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 27 დეკემბერს კ----–-- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2019 წლის 08 იანვარს სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 10 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ე--------ს“ სუპერმარკეტი „ბ--------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2019 წლის 08 იანვარს სს „გ----ს“ აფთიაქი „ფ-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ა-----------------ის“ მაღაზია „ბ-------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ქ.თბილისის მ------------------------------–--------------------–--–-------------------------დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ინდ.მეწარმე შ--–-- ა----–---–ის სამშენებლო მასალების მაღაზია „1----–-----–----დან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „ა--------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „პ----------ს“ აფთიაქი „პ--“-დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 20 იანვარს ინდ.მეწარმე თ------ ხ----–---ს რესტორანი „პ------დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 19 იანვარს შპს სამშენებლო კომპანია „ა----დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰ----–---ის“ სავაჭრო ცენტრი „თ---–---------------–----დან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს ორგანიზაცია ი-----------–-----ს დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰ----–---ის“ თ---–-----------------–-----–---დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/