გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210019003034346
N2/478-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.07.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -ალ----------------------
მოსარჩელის წარმომადგენელი- რე-----------------,მოპასუხე- სს--------–-–-------------------------–----------ო,წარმომადგენელი-გრ-----–------–--ე
დავის საგანი:საკუთრების უფლების მოპოვება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ავტომობილის მესაკუთრედ ცნობა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ალ-------------------კის წარმომადგენელმა-რე-----------------მ განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი წლების განმავლობაში მძღოლად მუშაობდა სოფ. შ------ს კოლმეურნეობაში. მის მარწმუნებელზე განპირობებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალება ე.წ. ცისტერნა. 90-იან წლებში კოლმეურნეობამ ფაქტიურად შეწყვიტა ფუნქციონირება. იძარცვებოდა ყველაფერი, ამიტომ მისი მარწმუნებელი პატრონობდა აღნიშნულ ავტომანქანას. 1----–--–ს 369 ლარად შეისყიდა აღნიშნული ავტომანქანა, რასაც 20 წელზე მეტია ფლობს და სარგებლობს. ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა-გრ-----–------–--ემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქმეშია სოფ. შ------ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2----–-–------------ ცნობა, რომლის თანახმად ალ-------------------კი 20 წელზე მეტია ფლობს და სარგებლობს სადაო ავტომანქანით, რაც სადაო არ გამხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა (იხ. ს.ფ. 14).
3.2.2. საქმეშია 1998 წლის 10 მარტის ხელშეკრულება ქონების განვადების გაყიდვის შესახებ, რომლის თანახმად ალ-------------------კმა 369 ლარად იყიდა ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15).
3.2.3. მოწმე ვლ------------------–---–ის განმარტებით იგი იყო კოლმეურნეობის ბუღალტერი და იცის, რომ სადაო ავტომანქანა ალ-------------------კს მიყიდეს, რადგან მასზე იყო მიმაგრებული და უპირატესი შესყიდვის უფლება ქონდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ვლ------------------–---–ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოწმე თე-------------ს ჩვენებით იგი მუშაობდა კოლმეურნეობაში ინჟინერ მექანიზატორდ და იცის, რომ წლების განმავლობაში სარგებლოდა და ფლობდა სადაო ავტომანქანას ალ-------------------კი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე თე-------------ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლი, 159-ე მუხლი, 165-ე მუხლი, 166-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.''
6.2. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ,,კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.''
6.3. სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.''
6.4. სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად ,,თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. ''
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ცხოვრობს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში. ის მუშაობდა სოფელ შ------ს კოლმეურნეობაში მძღოლად. მოწმეთა ჩვებებით დგინდება, რომ მოსარჩელეზე იყო განპირობებული ავტომანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა მის მიერ და დარჩა მის მფლობელობაში. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ მოსარჩელე უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩეული იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ის მართლზომიერად დაეუფლა ნივთს, წევდა საჭირო ხარჯებს მანქანის მოვლისა და ექსპლოატაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ალ-------------------კის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ალ-------------------კი ცნობილ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, რომლის რეკვიზიტებია-სანომრე ნიშანი 9--- გარ, მარკა-მოდელი გ------- ძრავის ნომერი-9----, გამოშვების წელი 1---, შასის №0-------
3. სახ. ბაჟი- 50 ლარის ოდენობით გადახდეს მოპასუხე ორგანიზაციას-სსიპ სახელმწიფო ქონების მართის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ვლადიმერ ხურციძის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე