გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32431-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „ლი------------ი“
წარმომადგენლები - ნი-------–-–---–ი, ეკ----------------ე
მოპასუხეები - ტე-–----------–---ი, და--------------ი, ჟა-----------ი, სტ-------–---------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ტე-–----------–---ის, და--------------ის, ჟა-----------ისა და სტ-------–---------ისათვის სს ”ლი------------ის” სასარგებლოდ 4 512.97 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხაა 3 091.66 ლარი, პროცენტი - 721.31 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს „ლი------------სა“ და ტე-–----------–---ს შორის 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტე-–----------–---მა კრედიტის სახით მიიღო 6 500 ლარი. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 36 თვის ვადაში. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებლის სახით განისაზღვრა წლიური 28%. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 1%-ს.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 13 ნოემბერს სს „ლი------------ს", და--------------ს, ჟა-----------სა და სტ-------–---------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. თითოეულ შემთხვევაში თავდებთა პასუხიმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 6 695 ლარი.
საბანკო კრედიტის მიმღებს კრედიტის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც მას არ შეუსრულებია. მსესხებლის დავალიანება სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენდა 4 842.97 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 091.66 ლარი, პროცენტი - 721.31 ლარი, პირგასამტეხლო - 1 030 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 05 ივლისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განსაზღვრა 4 512.97 ლარით, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხაა 3 091.66 ლარი, პროცენტი - 721.31 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი (იხ. 2019 წლის 05 ივლისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 15:10:07).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე და--------------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხეებს ტე-–----------–---ს, ჟა-----------სa და სტ-------–---------ს წერილობითი შესაგებლები არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეები ტე-–----------–---ი და ჟა-----------ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან. მოპასუხეებს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეები და--------------ი და სტ-------–---------ი, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 13 ნოემბერს სს „ლი------------სა“ და ტე-–----------–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტე-–----------–---მა კრედიტის სახით მიიღო 6 500 ლარი. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 36 თვის ვადაში. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებლის სახით განისაზღვრა წლიური 28%. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 1%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2------ (ს.ფ. 21-23).
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 13 ნოემბერს სს „ლი------------ს", და--------------ს, ჟა-----------სა და სტ-------–---------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. თითოეულ შემთხვევაში თავდებთა პასუხიმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 6 695 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
სოლიდარული თავდებობის შესახებ №2-------01011035774 ხელშეკრულება (ს.ფ. 26).
სოლიდარული თავდებობის შესახებ №2-------01001004163 ხელშეკრულება (ს.ფ. 28).
სოლიდარული თავდებობის შესახებ №2-------01011011195 ხელშეკრულება (ს.ფ. 30).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მას 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 4842,97 ლარის ოდენობით, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხაა 3 091.66 ლარი, პროცენტი - 721.31 ლარი, პირგასამტეხლო - 1030,00 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2------ (ს.ფ. 21-23).
ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 31-36)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”ლი------------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ კრედიტის ძირითადი თანხის - 3 091.66 ლარის, პროცენტის 721.31 ლარისა და პირგასამტეხლოს - 103 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს ტე-–----------–---სა და სს ”ლი------------ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2------) საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6 500 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ტე-–----------–---მა აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის 3 091.66 ლარის მსესხებლის მიერ გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული №2------ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ტე-–----------–---ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 721. 31 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ტე-–----------–---მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 700 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს 103 ლარამდე.
ტე-–----------–---სა და სს „ლი------------ს” შორის დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა თავდებობის ხელშეკრულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ლი------------სა“ და და--------------ს, ჟა-----------სა და სტ-------–---------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს მსესხებლის ტე-–----------–---ის მიერ №2------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თითოეულ შემთხვევაში თავდებთა თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 6 500 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა ტე-–----------–---მა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 3 915.97 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 6 500 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების (330 ლარით) გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 4.95 ლარი, ამასთან, 58.75 ლარი მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს ტე-–----------–---ს, და--------------ს, ჟა-----------სა და სტ-------–---------ს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 915.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3 091.66 ლარი, პროცენტი - 721.31 ლარი, პირგასამტეხლო - 103 ლარი.
2. მოპასუხეებს ტე-–----------–---ს, და--------------ს, ჟა-----------სა და სტ-------–---------ს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 58.75 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს „ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 72.65 ლარიდან (საგადახდო დავალება N5148974864) დაუბრუნდეს 4.95 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე