განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
160100118002726551
დავის ტიპი
18 - 236 4 , 18 - 236 3
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002726551

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/296-18 31 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031111118001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ვერიკო ნინიაშვილი, ელენე თაგაური,თამთა ჩულუხიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მურმან ხვიბლ--ნი, ანარ ახმედოვი

 

ბრალდებული: ს----- ჩ---------ი

მამის სახელი: ტახირ

დაბადებული: 1988 წლის 1 მარტი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისის რაიონი, სოფელი ირგანჩაი

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ს----- ჩ---------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ს----- ჩ---------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

სამირ ჩ---------მა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კეძოდ „ EKOL Alp” -ის მარკის ხმოვან პისტოლეტს, რომლის ლულაშიც შეტანილი იქნა კონსტრუქციული ცვლილება. ს----- ჩ---------მა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის განკუთვნილ 30 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნას. 2018 წლის 11 ნოემბერს, ს----- ჩ---------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომელიც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმავე დღეს ქ. მარნეულში საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან საბას ქუჩაზე ჩატარებული ს----- ჩ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

2018 წლის 11 ნოემბრის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ლაშა დარბაიძის პატაკით დგინდება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად ქ. მარნეულში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა 01.03.1988 წელ დაბადებული ს----- ტახირის ძე ჩ---------ი (პ/ნ1----------), რომელსაც თან უდნა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი ანდა საბრძოლო მასალა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლაშა დარბაიძე, რომელმაც სასმართლოს დაუდასტურა, რომ ნამდვილად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის თაობაზეც აცნობა პატაკით უფროსობას და გამოკითხულ იქნა მოწმის სტატუსით.

 

2018 წლის 11 ნოემბერის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ქ. მარნეულში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ს----- ჩ---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა დაიწყო 12:45 საათზე და დასრულდა 12:40 საათზე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ს----- ჩ---------ის შავი ფერის შარვლის ქამრის შიდა მხრიდან, მარჯვენა მხარეს ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის სახელური არის შავი ფერის, იარაღის ზედა მხარეს კორპუსის ვერცხლისფერ დეტალეზე ლათინური ასოებით და ციფრებით აწერია (EAP -17080074), მარცხენა მხარეს კორპუსზე ლათინური ასოებით აწერია EKOL AIP Cal. 9 mm P.A.K. აღნიშნულ იარაღში მოთავსებულ-- შავი ფერის მჭიდი, რომელში დევს სამი ცალი ვაზნა. ასევ ს----- ჩ---------ის შავი ფერის ჯინსის ჟილეტის წინა მარჯევნა ჯიბიდან ამოღებული იქნა მუყაოს ქაღალდში გახვეული საბრძოლო მასალა ვაზნა - 30(ოცდაათი) ერთეული, რომლებზეც იკითხება ციფრები 270 და 16.

 

პირადი ჩხრეკა ჩატარებულ იქნა გამომძიებლების ე-–----- ბ---–----ის და შ--–-- ს-----------ის მიერ. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ვ----- პ------–--ვი. ოქმი კი შედგენილ იქნა გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს 12:45 საათზე, ქ. მარნეულში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს----- ჩ---------ი.

 

დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებლები ე-–----------–----ე, შ--–-- ს-----------ე და თარჯიმანი ვ----- პ------–--ვი. ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ე-–----- ბ---–----ე, რომელმაც სასამართლოს განუცხადა: მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რომ ს----- ჩ---------ი გადაადგილდებოდა იარაღით და საბრძოლო მასალით. იგი თანამშრომლებთან შ--–-- ს-----------ესთან და თარჯიმან ვ----- პ------–--ვთან ერთად, შ--–-- ს-----------ის კუთვნილი თეთრი ფერის ,,კიას“ მარკის ავტომანქანით, დავალების მიღებიდან 3-4 წუთში გავიდა ადგილზე. იყო დილის საათები. საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ს----- ჩ---------ის შეჩერება და ჩაუტარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ს----- ჩ---------ის შარვლის ქამრის მარჯვენა მხრიდან - იარაღი, ხოლო ვაზნები ამოღებული იქნა ჟილეტის ჯიბიდან. ვაზნები გარეგნულად არ ჩანდა. ს----- ჩ---------მა საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მოწმემ შეავსო ოქმი, ხოლო შ--–-- სოფრმაძეს შეჩერებული ჰყავდა ჩ---------ი. შემდეგ იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკის დროს ხალხი იყო შეგროვილი, თუმცა მოწმეს ყურადღება არ მიუქცევია და არ იცის თუ ვინ იყვნენ. ე-–----- ბ---–----ემ დამატებით მიუთითა, რომ ს----- ჩ---------ს იცნობს, რადგან ადრე იგი დააკავა ადმინისტრაციული წესით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საქმეზე დანიშნა ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები. ე-–----- ბ---–----ემ დადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნულის დამადასტურებლად შედგენილი ოქმების სისწორე.

 

სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა შ--–-- ს-----------ემ. მან განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ს----- ჩ---------ს. იგი იყო ბენზინგასამართ სადგურ ,,რომპეტროლთან“ და გადაადგილდებოდა ბაზრის ტერიტორიაზე. უშუალოდ ჩხრეკა ჩატარდა საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა დროსაც ამოღებული იქნა ს----- ჩ---------ის ქამარში მარჯვენა მხარეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც იყო 3 ვაზნა. ჟილეტის მარჯევნა ჯიბიდან კი ამოღებული იქნა ქაღალდში შეხვეული ვაზნები - 30 ცალი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ჩხრეკის დროს ჯიბეზე ხელის მიდების შემდეგ ამოიღო ვაზნები. ს----- ჩ---------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ოქმი შეადგინა ე-–----------–----ემ. ს----- ჩ---------ს ოქმზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ დაადასტურა ოქმი. შ--–-- ს-----------ემ მიუთითა რომ თავად იყვნენ თეთრი ფერის ,,კია სერატო“ მარკის ავტომანქანით.

 

მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ვ----- პ------–--ვი, რომელმაც სასამართლოს განუმარტა რომ შარშან ნოემბრის თვეში, იმყოფებოდა პოლიციაში. რა დროსაც ე-–----- ბ---–----ემ უთხრა რომ საქმეზე უნდა გასულიყვნენ. იგი, შ--–-- ს-----------ეს და ე-–----------–----ე ერთად მანქანით გავიდნენ ბაზრის წინ, ტერიტორიაზე. სადაც შეჩერებული იქნა ს----- ჩ---------ი, რომელსაც განემარტა დადგენილება, რომ მასთან უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, რადგან ეძებდნენ იარაღს. ჩხრეკა მიმდინარეობდა დაახლოებით 10-15 წუთი. ს----- ჩ---------ს ეცვა ქურთუკი. ამოღებული იქნა იარაღი და ვაზნები. უშუალოდ ჩხრეკას ვინ ატრებდა არ ახსოვს. შემდეგ შედგენილი იქნა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი. ს----- ჩ---------ს წინააღმდეგობდა არ გაუწევია. ადგილზე შეკრებილი იყო ხალხი. შემდეგ, იგი სხვა მანქანით წამოვიდა და ჩ---------ი წაიყვანეს სხვა მანქანით. შემდეგ რა მოხდა არ იცის.

 

2018 წლის 12 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ს----- ჩ---------ის პირის ღრუდან, სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად. საგამოძიებო ოქმი ყველა მონაწილე პირის მიერ დადასტურებულ-- ხელმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ------- ბ----–-ა. მან განმარტა რომ 2018 წლის 11 ნოემბერს შესასრულებლად დაეწერა ლაშა დარბაიძის პატაკი. რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. საქმეზე გამოკითხა მოწმეები. ჩაატარა ტანსაცმლის ამოღება. ასევე იზოლატორიდან ამოიღო ნერწყვის ნიმუში. ბრალი წარუდგინა ს----- ჩ---------ს. მისი დაკითხვა მოხდა თარჯიმნის და ადვოკატის მონაწილეობით. როგორც იცის ს----- ჩ---------ის ჩხრეკა ჩაატარა ე-–----------–----ემ და ამოღებულ იქნა იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მოწმემ ვაზნები ნახა დალუქულ მდგომარეობაში. მოწმე ბრალდებულის დაკავებას არ ესწრებოდა.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნიკა ჯაჭვაძე, რომელმაც სასამართლოს განუცხადა რომ მის მიერ ს----- ჩ---------ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ნიმუშის აღებას ესწრებოდა გამომძიებელი გ------- ბ----–-ა, ადვოკატი და თარჯიმანი. აღებული ნიმუში დაილუქა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტმა დიმიტრი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ს----- ჩ---------ისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაში. მან ასევე დამატებით განმარტა, რომ პაკეტის გახსნისას რჩება გახსნის ნიშნები.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N000846719 დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში,წარწერით: „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან (N EAP – 17080074) აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ: ლულის კოლოფიდან (ობ. N1), სახელურიდან (ობ. N2), სასხლეტიდან (ობ. N3), მჭიდიდან (ობ. N4) და ვაზნებიდან (ობ. N5-7) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ს----- ჩ---------ის (ობ. N 11; პაკეტი, წარწერით: „ ს----- ჩ---------ის ნერწვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N8-10) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი შ------- კ--–-----ე. მან განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა და დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. ასევე დამატებით აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი პაკეტის მთლ--ნობა და ლუქი არ იყო დარღვეული.

 

2018 წლის 12 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარებულ-- ქ. მარნეული, 26 მაისის მოედანზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტარციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ს----- ჩ---------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ჯინსის მატერიის შარვალი და ჯინსის მატერიის უმკლავო ჟილეტი. ჟილეტს წინა მხრიდან აქვს შესაკრავები მთელს სიგრძეზე. ამოღებული ნივთები დაილუქა ერთ ფუთად. საგამოძიებო ოქმი ყველა მონაწილე პირის მიერ დადასტურებულ-- ხელმოწერით.

 

ქიმიური ექსპერტიზის N 362/რან დასკვნის თანახმად: - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს----- ჩ---------ის ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაცია დაფიქსირდა შარვლის წინა ზედა მარცხენა მხარეს წელის მიდამოში და წინა მარჯვენა ჯიბეში ალაგ-ალაგ კონცენტრირებული კვალი არასაგნობრივი გამოსახულებით. აღნიშნული კვალის იდენტიფიცირება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იარაღთან შეუძლებელ--, ვინაიდან ანალოგიური კვალი შეიძლება დატოვებული იყოს ნებისმიერი რკინის შემცველი საგნით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ-- კ-–--–---–-. მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ მის მიერ გაიცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დროს გამოკვლეული იქნა წარდგენილ ტანსაცმელზე იყო თუ არა რკინის შემადგენლობა. ტანსაცმელზე ზუსტად ვერ განისაზღვრა მეტალიზაცია იარაღისგან იყო თუ არა. ტანსაცმლის უკან მხარეს მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირებულა. ექსპერტის განმარტებით იმისათვის რომ მეტალიზაციის კვალი დარჩეს უნდა იყოს მჭიდრო შეხება. ტყავზე ნაკლებად ფიქსირდება კვალი. ნაწილაკები არამდგრად ზედაპირზე ვერ ჯდება.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N2062/ბ დასკვნის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი 1.2.3. ობიექტი N EAR-17080074 თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი „EKOL Alp“, შემდგომში მას შეცვლილი აქვს ლულა და გათვალისწინებულ-- .35 (9 მმ ნომინალური) კალიბრის ვაზნების გასასროლად. N EAP-17080074 პისტოლეტის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო (შეცვლილი აქვს ლულა და ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური, სტაციონალური ტიხარი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გსაროლას) იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

4. 3 (სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, .35 (9მმ. ნომინალური) კალიბრის საფანტის თავდაცვითი დანიშნულების ვაზნა (დამუხტული # 11 საფანტით), განკუთვნილი .35 (9მმ. ნომინალური) კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. -30 (ოცდაათი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის -’’AK-74’’, ”AKC-74’’, “AKC-74У“, “РПК-74”, “РПКС-74” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ელ--ვა. მოწმემ განაცხადა რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ფუთების ლუქის მთლ--ნობა დარღვეული არ ყოფილა. ერთ ფუთაში მოთავსებული იყო პისტოლეტი მჭიდით და 3 ვაზნა. ასვე იყო წარდგენილი 30 ცალი ვაზნა 5.25 კალიბრის - გამოყენებისათვის ვარგისი იყო. ექსპერტიზის დროს მოხდა სამის გასროლა. 30 ვაზნიდან შემოწმდა 10. მოწმის განმარტებით ექსპერტიზაზე შესული ნივთმტკიცება, ჯერ შედის კანცელარიაში. შემდეგ იღებს ექსპერტი. მოთხოვნილი იყო ბიოლოგიური ექსპერტიზაც, ჯერ ჩატარდა ბიოლოგიური, რადგან მას ენიჭება პრიორიტეტი. ნივთმტკიცების გახსნას იგი ესწრება. ექსპერტიზის ჩატარებას არ ესწრება გამომძიებელი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებები: შავი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ცალი ვაზნა. ასევე 20 ცალი ვაზნა, რაც დარჩა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. ნერწყვის ანაწმენდი პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან. ვაზნების შესაფუთი მოყავისფრო ქაღალდი. სპეციალური ქაღალდი ქარხნული. ს----- ჩ---------ის ტანსაცმელი: შავი ჯინსის ჟილეტი, სტრეიჯის ნაჭრის. ჟილეტის ჯიბის სიგანე არის დაახლოებით 10 სმ, ხოლო სიგრძე 15 სმ. შავი ჯინსის შარვალი.

 

სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნენ მოწმეები, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაიკითა ა----- მ-------ი. მან სასამართლოს განუცხადა რომ 2018 წლის 10 ნოემბერს ს----- ჩ---------თან ერთად შეიძინა ადგილი საქონლისთვის და დაახლოებით დღის 3-4 საათზე ს-----თან ერთად წავიდა სახლში. მეორე დღეს წავიდნენ მარნეულში. ა----- მ-------ის ცოლი, სამი შვილი, ს-----ი და ს--–--ი რადგან ბავშვებისთვის უნდა ეყიდათ რაღაცეები. შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე გზის მეორე მხარეს 5 მეტრში ს-----ი დაიჭირეს. იქ იყო ხუთი ადამიანი, ორს ეჭირა ს-----ი. ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ. ერთი ა-----ბაიჯანულად ეუბნებოდა ხალხს, რომ გაწეულიყვნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 5-10 წუთი. შემდეგ ს-----ი ჩასვეს მანქანაში და ბაზრიდან შუქნიშნისკენ წავიდნენ. მანქანის ნომერი არ ახსოვს ამ დროს მისი მეუღლე გახდა ცუდად. მოწმემ დამატებით მიუთითა რომ შემთხვევის დროს ს-----ს ეცვა შავი ჯინსის ჟილეტი, შავი შარვალი და მაისური.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს--–-- ჩ---------მა, განაცხადა რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ს----- ჩ---------თან ერთად წავიდა ა----- მ-------თან და დარჩნენ მასთან. მეორე დღეს იგი, ს----- ჩ---------ი, ა----- მ-------ი და მისი ცოლშვილი წავიდნენ ბაზარში. მანქანა გააჩერეს ბენზინგასამართ სადგურთან. ყველა ჩავიდნენ მანქანიდან და გზაზე რომ გადადიოდნენ ს----- ჩ---------ი დაიჭირეს. ორი ადამიანი ექაჩებოდა ს-----ს. ოთხმა იგი ძალით ჩასვა მანქანაში. მანქანაში იჯდა ხუთი ადამიანი. შემდეგ კი წავიდნენ მოედნისკენ. მოწმემ როგორც განმარტა მანქანა იყო შავი ლექსუსი, ნომერით: 676. მათ ფორმა არ ეცვათ. ს--–-- ჩ---------მა როგორც შეიტყო იყვნენ მარნეულის ,,კაგებე“-დან. ასევე, დამატებით მიუთითა რომ ახლოს არავის არ უშვებდნენ. მას იარაღი არ დაუნახავს. ს-----ს ჩხრეკა არ ჩატარებია. ადგილზე ქაღალდი არ შეუდგენიათ.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე-–----- მ-------ა. მან განაცხადა რომ 2018 წლის 10 ნოემბერს ს----- ჩ---------ი, რომელიც არის მამამისის (ა----- მ-------ი) დეიდაშვილი, მათთან სახლში იყო სტუმარად და დარჩა. მეორე დღეს ე-–-----ს მშობლები, მისი და, ს--–--ი და ს-----ი წავიდნენ მანქანით მარნეულში. ს-----ი მიდიოდა სახლში. მარნეულში ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერეს მანქანა. გზა გააგრძელეს ფეხით. ს-----ი მიდიოდა წინ. როდესაც გასცდნენ ბენზინგასამართ სადგურს მათ წინ გაჩერდა მანქანა. სადაც იყო 5 ადამიანი, 4 გადავიდა მანქანიდან და ერთი დარჩა. მათ დაიჭირეს ს-----ი და უნდოდათ მისი ჩასმა მანქანაში. ს-----ი ეუბნებოდა მათ, თუ რატომ დააკავეს. შემდეგ იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ არ დაუნახავს გაჩხრიკეს თუ არა ს-----ი. მას ეცვა შავი ჟილეტი და ქვეშ შავი ზედა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხვისას ე-–--- მ-------ამ.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე კ------– მ-------ა. მან განმარტა, რომ მათთან სახლში მივიდა ს----- ჩ---------ი და დარჩა. მეორე დღეს, კვირას 11 ნოემბერს დაახლოებით დილის 10-11 საათზე წავიდნენ ბაზარში თეთრი ნივით. წავიდენენ მისი მეუღლე, სამი შვილი, ს-----ი და ს--–--ი. მივიდნენ ბაზარში. შემდეგ გაჩერდა შავი მაღალი ლექსუსი სადაც იყვნენ ექვსი ადამიანი ერთი იყო ა-----ბაიჯანელი და დანარჩენი ქართველი, ეცვათ შავი პოლიციის ფორმა. მათ დაიჭირეს ს-----ი მკლავით და მიჰყავდათ. ხალხს უნდოდა ს-----ი წაერთმიათ მათთვის. ს-----ი ყვიროდა თუ რატომ დაიჭირეს და ითხოვდა რომ გაეშვათ. მოწმემ განმარტა რომ თავად და ბავშვები გახდნენ ცუდად და მისმა მეუღლემ ჩასვა მანქანაში. ს-----ი საით წაიყვანეს არ იცის. შემთხვევის დროს ს----- ჩ---------ს ეცვა შავი შარვალი, შავი ჯინსის ჟილეტი და მოკლე ზედა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ა----- მ----------–---ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ იყო ბაზარში, როდესაც შეამჩნია ხალხმრავლობა. იქნეობდა დილა 10 საათის შემდეგ. ერთი ადამიანი ყვიროდა, რომ იყო უდანაშაულო და ითხოვდა დახმარებას. იგი ძალით ჩასვეს მანქანაში. მანქანა იყო შავი ჯიპი. შემდეგ მანქანა მოტრიალდა და წავიდა ქვევით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან იდგა მოშორებით, დაახლოებით 10-15 მეტრის მანილზე, ადგილზე იყო ბევრი ხალხი და არ იცის იქ რა ხდებოდა. არ დაუნახავს მანქანის სანომრე ნიშანი. არ იცნობს იმ პიროვნებას ვინც დააკავეს და არც იმათ იცნობს ვინც აკავებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ანჟელა შპაკი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ იყო ბაზარში. იყო ბევრი ხალხი. მან დაინახა რომ ვიღაცას დააწვენენ თავზე და ჩასვეს შავ მანქანაში და წავიდნენ. მომხდარს ხედავდა სამანქანო გზის მეორე ნაპირიდან.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ტაჯირ ჩ---------მა, სასამართლოს მოახსენა რომ 10-11 საათზე დაურეკა ა-----მა და უთხრა რომ მისი ძმა(ს----- ჩ---------ი) წაიყვანეს, შავი ლექსუსის ჯიპით. შემდეგ დაურეკა ს--–--მა და მომხდარი დაუდასტურა. როგორც მოწმეს უთხრეს, მისი ძმა წაიყვანა ხუთმა ადამიანმა, რომლებიც იყვნენ ,,კაგებედან“. 112-ზე დარეკვის შემდეგ გაარკვია რომ ს-----ი იყო მარნეულის პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ს----- ჩ---------ი. მან სასამართლოს მოახსენა შემდეგი: 2018 წლის ნოემბერში, იყო წასული ადგილის შესაძენად. შემდეგ დარჩა დეიდაშვილთან. დილით ბაზარში წავიდა. ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა. ტელეფონზე ლაპარაკობდა, რა დროსაც ოთხმა ადამიანმა დაიჭირა და ექაჩებოდნენ მანქანისკენ. ს----- ჩ---------მა ხელები დაალაგა მანქანაზე და აწვებოდა, რათა არ ჩაესვათ. ამ დროს მუცელში ჩაარტყეს და რომ მოიხარა მანქანაში შეაგდეს. ს----- ჩ---------მა იკითხა თუ რატომ მიჰყავდათ, ერთმა ,,ა-----მა“ უპასუხა, რომ მანქანაში როცა ჩაჯდებოდა გაიგებდა. როგორც ახსენებდა პოლიციელებიდან ერთი გამხდარი ბიჭი იყო. მას ჩხრეკა არ ჩატარებია და არც ჩხრეკის ოქმი უნახავს. ადგილზე იყო ბევრი ხალხი. მანქანით წავიდნენ ქვევით მხარეს. შემდეგ მანქანა გააჩერეს და შავიდან თეთრ მანქანაში გადასვეს და მიიყვანეს განყოფილებაში. როგორც ახსოვს იყო სამი სართული. შეიყვანეს ცალკე ოთახში და შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს. ოთახში იყო შავი ცელოფანი, შიგნით რა იდო ვერ ხედავდა. როგორც უთხრეს იყო იარაღი, რომელიც იყო ს----- ჩ---------ის და აღნიშნულზე უნდა მოეწერა ხელი. რაზეც ს-----მა განაცხადა უარი. როგორც ახსენდება იქ მყოფთაგან ერთი იყო არიფი. შემდეგ ჩასვეს ,,კაპეზეში“. შემდეგ კი მივიდა მისი ადვოკატი. ს----- ჩ---------მა დამატებით განმარტა, რომ მარნეულის პოლიციასთან აქამდე შეხება არ ჰქონია და არ იცის, თუ რატომ გაუკეთეს აღნიშნული.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ს----- ჩ---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა დალუქულ-- სათანადო წესით, რაც დადასტურებულ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (გარდა ბრალდებულისა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ--, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლ--ნობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, ს----- ჩ---------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალას. ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც მარნეულის რაიონული თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2018 წლის 11 ნოემბერს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს----- ჩ---------მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა. როგორც მან განმარტა ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებია. განყოფილებაში მისვლის შემდეგ, მიუთითეს შავ ,,ცელოფანზე", შიგნით რა იყო ვერ ხედავდა. როგორც უთხრეს იყო იარაღი და აღნიშნულზე უნდა მოეწერა ხელი, რაზეც განცხადა უარი. ბრალდებულის ჩვენების თანახამად მას იარაღთან და საბრძოლო მასალასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

 

2018 წლის 12 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ს----- ჩ---------ის პირის ღრუდან, სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად. საგამოძიებო ოქმი ყველა მონაწილე პირის მიერ დადასტურებულ-- ხელმოწერით. მათ შორის ბრალდებულის და მისი ადვოკატის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ (ჩაატარა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა) დაადასტურა რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი პაკეტის მთლ--ნობა და ლუქი არ იყო დარღვეული.

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ს----- ჩ---------ისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან (N EAP – 17080074) აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ: ლულის კოლოფიდან (ობ. N1), სახელურიდან (ობ. N2), სასხლეტიდან (ობ. N3), მჭიდიდან (ობ. N4) და ვაზნებიდან (ობ. N5-7) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ს----- ჩ---------ის (ობ. N 11; პაკეტი, წარწერით: „ ს----- ჩ---------ის ნერწვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქიმიური ექსპერტზის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს----- ჩ---------ის ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაცია დაფიქსირდა შარვლის წინა ზედა მარცხენა მხარეს წელის მიდამოში და წინა მარჯვენა ჯიბეში ალაგ-ალაგ კონცენტრირებული კვალი არასაგნობრივი გამოსახულებით. აღნიშნული კვალის იდენტიფიცირება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იარაღთან შეუძლებელ--, ვინაიდან ანალოგიური კვალი შეიძლება დატოვებული იყოს ნებისმიერი რკინის შემცველი საგნით.

 

ქიმიური ექსპერტზის ჩამატარებლემა ექსპერტმა სხდომაზე დამატებით განმარტა, იმისათვის რომ ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი დარჩეს უნდა იყოს მჭიდრო შეხება.

 

სასამართლომ შეაფასა როგორც ბრალდების მხარის ასევე დაცვის მხარის მიერ წარამოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით შეძლო დაედასტურებინა ს----- ჩ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლო განხილვისას დაიკითხნენ ს----- ჩ--------ის პირადი ჩხრეკის და დაკავებაში მონაწილე პოლიციელები, ე-–----------–----ე და შ--–-- ს-----------ე. სასამართლომ პოლიცელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუიარობა შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და სხვა მტკიცებულებებთა ერთობლიობაში. კერძოდ შეაფასა ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნების სისწორე. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეებს კ------– მ-------ას, ა----- მ-------ს, ს--–-- ჩ---------ს, ე-–----- მ-------ას და ე-–--- მ-------ას, ა----- მ----------–---ს და ანჟელა შპაკს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ადგილთან ახლოს, სადაც მოხდა პოლიციის მიერ ს----- ჩ---------ის შეჩერება ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს. ზემოთაღნიშნული არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ ისინი ესწრებოდნენ ს----- ჩ---------ის პირად ჩხრეკას და დაინახეს მისთვის იარაღისა და ვაზნების ჩადების ფაქტი. აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დაინახეს ს-----ის შეჩერების (დაჭერის) ფაქტი. ესმოდათ ბრალდებულის ყვირილი და დაინახეს, რომ იგი ჩასვეს შავ მანქანაში, რაც თავისთავად არ გამორიცხავს ს----- ჩ---------ის მხრიდან იარაღისა და ვაზნების ფლობის ფაქტს.

 

არც დაცვის მხარეს და არც თავად ბრალდებულს არ უსაუბრიათ რაიმე მოტივზე, რის გამოც შესაძლებელ-- პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ დაინტერესებული ს----- ჩ---------ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით. შესაბამისად თუ სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამოდის, რომ პოლიციელებმა სასამართლო სხდომაზე მისცეს ცრუ ჩვენებები, ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა გააყალბეს დასკვნები და ეს ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი დაინტერესებისა და მოტივის გარეშე.

 

სამართალდამცველი ორგანოვს წარმომადგენლები ვლადებულნი არიან იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ექსპერტი ვალდებულ-- გასცეს დასკვნა მასთან წარდგენილი მტკიცებულებების საუძველზე, ასევე დასკვნაში ვალდებულ-- მიუთითოს საკვლევი ოქბიექტის ლუქზე არსებული დაზიანების შესახებ. მსგავსი მითითება ექსპერტების დასკვნებში არ ყოფილა და მათ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ნივთმტკიცებები მათთან მივიდა დალუქული სახით, ასევე საგულისხმოა, რომ ს----- ჩ---------თან ნიმუშის აღებას ესწრებოდა მისი ადვოკატის და ნიმუშები დალუქულ-- კანონის მოთხოვნათ დაცვით, შესაბამისად რაიმე გარემოება რაც სასამართლოს ეჭვს გაუჩენდა ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა უმრავლესობა არის ბრალდებულის ნათესავი, ასევე მათ ჩვენებებში არის წინააღმდეგობანი, კერძოდ ს--–-- ჩ---------ი მიუთითებს, რომ ს-----ი ვინც დააკავეს მათ ფორმები არ ეცვათ, ხოლო კოლულ მ-------ა კი მიუთითებს, რომ დამკავებლებს ეცვათ შავი პოლიციის ფორმები. ყოველივე აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ისინი არიან მიკერძოებულნი და არ არსებობს საფუძველი მათ ჩვენებების გაზიარებისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას ს----- ჩ---------ის უდანაშულობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას რაიმე გარემოება რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა არ გამოვლენილა. ბრალდებული საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ჰქონია, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ამგვარი პოზიცია მიმართულ-- პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ს----- ჩ---------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლ-- იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელ-- განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულ-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ--, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, ს----- ჩ---------ი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა მარნეულში გადაადგილებისას, რა დროსაც მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოხდა დანაშაულის შეწყვეტა.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა ს----- ჩ---------ს რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება.

 

მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ-- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ს----- ჩ---------ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილ-- ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილ-- ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს----- ჩ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 3 (სამი) ცალი ობიექტი (ვაზნა) არის ქარხნული წესით დამზადებული, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 30 (ოცდაათი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ჩ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს----- ჩ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს----- ჩ---------ს დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრის დადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე (იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის მოქმედების ქვეშ) და სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. რაც შეეხება საბოლოო სასჯელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლ--ნობის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულ-- გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.

 

საქმეზე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ს----- ჩ---------ის ტანსაცმელი კი დაუბრუნდება ს----- ჩ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს----- ჩ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ს----- ჩ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ს----- ჩ---------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ს----- ჩ---------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ს----- ჩ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ს----- ჩ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

 

ს----- ჩ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ს----- ჩ---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ს----- ჩ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე