განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2894-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---, ა----------–---–ი,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ----------–-----,ბრალდებული - ნ-----–---- ვ--------- ძე ჯ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 111, 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ-----–---- ჯ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში თავის მეუღლესთან ე--------------–---–---- ჰქონდა ხშირი კონფლიქტი, ეჭვიანობდა, თვლიდა რომ იყო დომინანტი და უნდა გაეკონტროლებინა მეუღლის ქმედებები, უკრძალავდა მუშაობას, მეგობრებთან, მეზობლებთან და ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობას. ე--------------–---–ი ცდილობდა მეუღლის მოთხოვნების შესრულებას, რათა კონფლიქტი აეცილებინა თავიდან, რითაც იგი ნ-----–---- ჯ-----–---–ის მხრიდან იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. 2019 წლის 07 მარტს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ნ-----–---- ჯ-----–---–მა ე--------------–---–ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ე--------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და შეეკრა სუნთქვა.
ნ-----–---- ჯ-----–---–ი მიიჩნევდა თავს ოჯახში დომინანტად, თვლიდა, რომ მისი მეუღლე ე--------------–---–ი უნდა დამორჩილებოდა მას, როგორც მამაკაცს ოჯახში, შეესრულებინა მისი მოთხოვნები. 2019 წლის 7 მარტს ოჯახში არსებული ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ ნ-----–---- ჯ-----–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და იგი გაშორდა მეუღლეს ე--------------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ ეჭვიანობს, ცდილობს მასთან შერიგებას და ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღდგენას. 2019 წლის მარტის თვიდან ნ-----–---- ჯ-----–---–ი მიდიოდა ყოფილი მეუღლის ე--------------–---–ის სამუშაო ადგილზე, სადაც ხვდებოდა, უჯდებოდა ავტომანქანაში, ემუქრებოდა და აიძულებდა შერიგებას. აღნიშნული ქმედებებით ე--------------–---–ი განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ეშინია ღამე გვიან ქუჩაში გასვლის. გარდა ამისა, 2019 წლის მარტის თვიდან ნ-----–---- ჯ-----–---–ი ცდილობს პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ე--------------–---–----, კერძოდ ურეკავს მობილური ტელეფონით, წერს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით, ცდილობს მის გაკონტროლებას, აშანტაჟებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებს, თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ შერიგებას, რის გამოც ე--------------–---–ი განიცდის ტანჯვას. ასევე, 2019 წლის 23 მაისს ქ-------–----------------------------------------------------–----------------- ის ეზოში ნ-----–---- ჯ-----–---–ი დახვდა ე--------------–---–ს, მოგვიანებით გაყვა გლდანის ტერიტორიაზე და უთვალთვალებდა. თითქმის ყოველდღიურად ემუქრება, უთვალთვალებს, უკან დაჰყვება, მიუხედავად ე--------------–---–ის უარისა ცდილობს მასთან საუბარს შერიგების მიზნით. ნ-----–---- ჯ-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ე--------------–---–ს ეშინია სახლიდან გასვლის, ჩაიკეტა საკუთარ თავში და განიცდის ძლიერ სულიერ ტანჯვას.
2019 წლის 13 მაისს შსს ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის მიერ ნ-----–---- ჯ-----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც ნ-----–---- ჯ-----–---–ს აეკრძალა, მეუღლესთან - ე--------------–---–ის საცხოვრებელ მისამართთან, სამსახურთან, იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე--------------–---–ი შესაძლოა იმყოფებოდა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა ნ-----–---- ჯ-----–---–მა 2019 წლის 23 მაისს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, საღამოს საათებში ნ-----–---- ჯ-----–---–ი მივიდა ქ-------–----------------------------------------------------–----------------- ის ეზოში ე--------------–---–----. ასევე, 2019 წლის 23 მაისიდან - 24 მაისის ჩათვლით ნ-----–---- ჯ-----–---–ი სისტემატიურად ურეკავდა ე--------------–---–ს და მუქარის გამოყენებით აიძულებდა შერიგებას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ნ-----–---- ჯ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ ე--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ნ-------------–---–ის, გ--–------------–---–ის და კ------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, დათვალიერების ოქმითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–---- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე, ჩაიდინა იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგანაც თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ნ-----–---- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწარფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსული ცხოვრება არა აქვს შებღალული. მასვე გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, 2019 წლის 25 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: - ნ-----–---- ჯ-----–---–ს დადგენილი აქვს დიაგნოზი ქრონიკული მემბრანოზული, პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, ურეთროპიელონეფრიტი, გლობალური გლომერულოსკლეროზი (02.04.2019წ. თირკმლის ბიოფსიით 60%), ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი (02.04.2019 წელი თირკმლის ბიოფსიით 20%), (მეორადი FSGS), IFTA-ინტერსტიციის ჰიბროზი/მილაკების ატროფია 30% (02.04.2019 თირკმლის ბიოფსიით) გართულებული თირკმელების უკმარისობით (დადგენილი იყო პირველი მეორე ხარისხის), გამოხატული პროტეინურიით, აზოტემია სიპტომური ჰიპერტენზია. ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტაციით ბრალდებულს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება მე-3 სტადია; ნ-----–---- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ-----–---- ჯ-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი; მასვე 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ნ-----–---- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 მაისიდან - 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს ნ-----–-- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/