განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2019
საქმის ნომერი
050100118002264657
დავის ტიპი
236 3 , 236 2 , 109 3 ა , 109 2 ე
თარიღი
27.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

განაჩენი

საქართველოს სახელით

27.08.2019 წელი ქ. ო----------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ--–-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: ა------------–---–ი, დ-----------–-ძე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: კ---------------–-–ვილი

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ო----------ი, ლ------------ის ქუჩა N 1-

რეგისტრირებული: ო----------ი, ლ------------ის ქუჩა N 1-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილი.

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მე-3 ნაწილი.

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. კ---------------–-–ვილი, განაწყენებული იყო გ-----------–--–---–ზე, რომელმაც 90-იან წლებში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მიაკითხა სახლში და შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელის მეუღლეს. ამ საბაბით განაწყენებული კ---------------–-–ვილი, გ-----------–--–---–ისა და მისი ოჯახის წევრი მამაკაცის განზრახ მოკვლის მიზნით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს და ამ პირებთან ერთად შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალით ავტომანქანით 2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 14:40 საათზე მივიდა ქალაქ ო----------ში ი----ბ შ-----------–ის ქუჩაზე, რა დროსაც ამავე ქუჩაზე, ნომრებს 132-134 შორის, გზის სავალ ნაწილზე დაინახა გ-----------–--–---–ი, რომელიც ჩაჯდა სიძის, დ---------–----ოს მიერ მართულ N----- W--------ის მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით I--------. აღნიშნულის დანახვაზე კ---------------–-–ვილი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიუახლოვდა ავტომანქანას და ავტომანქანაში მყოფი პირების გ-----------–--–---–ისა და დ---------–----ოს განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ჯგუფურად მათ მიმართ განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. კ---------------–-–ვილისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გ-----------–--–---–ს გასროლილი 15 ტყვია მოხვდა. დ---------–----ოს, კ---------------–-–ვილისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ გასროლილი 7 ტყვია მოხვდა. მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შინაგანი ორგანოების, არტერიების და საუღლე ვენის დაზიანებებით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობით გ-----------–--–---–ი და დ---------–----ო ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო კ---------------–-–ვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირები, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

1.2. კ---------------–-–ვილმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2017 წლის 20 ივლისს ქალაქ ო----------ში შ-----------–ის ქუჩაზე და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით ჩაიდინა გ-----------–--–---–ისა და დ---------–----ოს განზრახ მკვლელობა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

2.1. ბრალდებულმა კ---------------–-–ვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. კ---------------–-–ვილმა ჩვენება არ მისცა სასამართლო სხდომაზე და არ ისარგებლა საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ს-----------–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ არის გარდაცვლილი გ-----------–--–---–ის დედა. 2017 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა სახლში, თავის შვილიშვილთან ერთად. დაინახა, რომ ჭიშკართან იდგა ავტომანქანა. მანქანის დანახვაზე ბავშვმა თქვა, რომ ბიძია გ------ი მოვიდა. უთხრა შვილიშვილს, რომ არ გასულიყო გარეთ, რადგან გ------------–--–---–ი მანქანაში მყოფ პირებს შორის არ იყო. ავტომანქანა იყო მუქი ფერის. ზუსტად ვერ იტყოდა ფერს, რადგან წვიმის გამო მანქანის ფერი იცვლებოდა. მანქანის ნომერთან დაკავშირებით ს-----------–--–---–მა აღნიშნა, რომ დაინახა მანქანის ნომერი, რომელიც მიუთითა გამოკითხვის დროს და ეთანხმებოდა გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მანქანის ნომერი, რომლითაც კ---------------–-–ვილი მივიდა მათთან სახლში იყო - "9--". ავტომანქანაში დაინახა რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი გადმოვიდა მანქანიდან, ბრონეჟილეტის მაგვარი ჟილეტი ეცვა და ხელი მანქანის სახურავზე ქონდა ჩამოდებული. შემდეგ დაინახა, რომ მეორე მამაკაცი გადმოვიდა მანქანიდან. გაიგონა, როგორ თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, რომ გ------ი არ იყო სახლში და უნდა წასულიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო, არის კ---------------–-–ვილი, რომელსაც ქონდა კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები და თმები წინ არ ქონდა. ს-----------–--–---–მა ხელის მოძრაობით მიუთითა წარბების ფორმაზე, რომელიც კ---------------–-–ვილისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ, მათი წასვლიდან მცირე ხანში შეიტყო თავისი შვილის და სიძის მკვლელობის შესახებ. ს-----------–--–---–მა განმარტა, რომ დამთავრებული აქვს ფერწერა და პროფესიიდან გამომდინარე ადამიანის სახეები არ ეშლებოდა. მისი ჩვენებით გ-----------–--–---–ს და კ-----------–-–---–ს შორის უთანხმოება დაიწყო წლების წინ. თუმცა იმ პერიოდიდან შემთხვევის დღემდე კ-----------–-–---–ი და გ-----------–--–---–ი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ს-----------–--–---–ის ჩვენებით დარწმუნებულია, რომ მისი შვილის და სიძის მკვლელობა ჩაიდინა კ---------------–-–ვილმა, რადგან კ---------------–-–ვილი და თანმხლები პირები ავტომანქანით წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც მათი წასვლიდან 5-10 წუთში გაიგონა არაერთი გასროლის ხმა რა დროსაც მოხდა მკვლელობა.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ---–------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ არის გარდაცვლილი დ---------–----ოს მეუღლე და გ------------–--–---–ის და. 2017 წლის 20 ივლისის მკვლელობის თვითმხილველი არ არის. იმყოფებოდა სახლში როდესაც აცნობეს მომხდარის შესახებ. როდესაც მივიდა მშობლების სახლში დაინახა ძირს დაგდებული დედა და მიხვდა, რომ გ------ი და დ--- მოკლეს. მისი ჩვენებით დედა არის მხატვარი და აქვს უნარი ზუსტად აღწეროს ნანახი. ლ---–------–--–---–მა აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ კ---------------–-–ვილს და გ-----------–--–---–ს ქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, როდესაც გ------მა და კ---მ ესროლეს ერთმანეთს. კ---------------–-–ვილს, როგორც იცის დაზიანება თავში ქონდა, ხოლო გ------ი ფეხში იყო დაჭრილი. ლ---–------–--–---–მა აღნიშნა, რომ დედამ, ს-----------–--–---–მა დაინახა მათ სახლთან მისული მამაკაცები, რომელთაგან ერთ-ერთი, კ---------------–-–ვილი, ამოიცნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქ-----------–----ემ განმარტა, რომ არის გ-----------–--–---–ის მეუღლე. 2017 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა ბათუმში, როდესაც აცნობეს, რომ გ------------–--–---–ი და დ---------–----ო მოკლეს. მისი ჩვენებით გადმოცემით იცის, რომ კ---------------–-–ვილმა და გ-----------–--–---–მა რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გ-----------–--–---–ის დედისგან იცის, რომ შემთხვევის დღეს სახლთან იყვნენ უცნობი პირები მისულები, რომელთაგან ერთ-ერთი კარგად დაინახა და შეძლო ამოცნობა.

 

მოწმე ლ----------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 2017 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან, ჯ----–------ესთან ერთად. გაიგონა სროლის ხმა. როდესაც გავიდა ქუჩაში შეიტყო რომ გარდაცვლილი იყვნენ გ-----------–--–---–ი და მისი სიძე.

 

მოწმე ჯ----–------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 2017 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან, ლ----------ესთან ერთად. გაიგონა არაერთი გასროლის ხმა. როდესაც გავიდა ქუჩაში შეიტყო რომ გარდაცვლილი იყვნენ გ-----------–--–---–ი და მისი სიძე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-----–-------–-----მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს. გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა და გავიდა გარეთ და კვლავ დაბრუნდა სახლში. მეზობლად მცხოვრებმა ბავშვმა თ---–--------–--ემ უთხრა, რომ მანქანასთან სისხლი იყო და გავიდა ქუჩაში, სადაც ნახა ჩაცხრილული მამაკაცები. მომხდარის შესახებ აცნობა 11--ის ოპერატორს. 15 წუთში მივიდა პოლიცია. მეზობლად მცხოვრებმა თ-------------ემ უთხრა, რომ უკვე შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ.

 

მოწმე ი-–--------–--ის ჩვენებით, ცხოვრობს გ-----------–--–---–ის მეზობლად. 2017 წლის 20 ივლისს, შუადღეს მივიდა სახლში, გააჩერა მანქანა და დაინახა მოპირდაპირე მხარეს გ-----------–--–---–ი, რომელიც გამოვიდა მეზობლად მცხოვრები ფ-–-------ის სახლიდან. მისალმების შემდეგ, გ------ი წავიდა, თვითონ კი მანქანა ჩაიყვანა ეზოში. სადილობდა, როდესაც ატყდა სროლა. როდესაც გავიდა ქუჩაში, მეზობლად მცხოვრებ თ-------------ისგან შეიტყო რომ მანქანაში იყვნენ გარდაცვლილები.

 

მოწმე მ-------–-----ას ჩვენებით, გ------------–--–---–ი არის მისი შვილის ნათლია. გ------------–--–---–ი ნახა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე. 2017 წლის 20 ივლისს, გადასული იყო მეზობელთან დ--------–--–--ასთან. დ-----ის შვილთან, მ---------–--–--ასთან ერთად ისხდნენ კომპიუტერთან, როდესაც გაიგონეს გასროლის ხმა. მეზობელმა თ-------------ემ დაურეკა და უთხრა, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ, რადგან ვიღაც ჩაცხრილეს. სროლის შეწყვეტიდან 5-10 წუთის შემდეგ გავიდა ქუჩაში და დაინახა სასწრაფო დახმარების მანქანა. პოლიციელებისგან შეიტყო, რომ მოკლული იყო გ-----------–--–---–ი. მივიდა ავტომანქანასთან და ნახა გარდაცვლილები.

 

თ------------–-----ას ჩვენებით, იცნობდა გარდაცვლილ გ-----------–--–---–ს, რომელიც იყო მისი ნათლია. მკვლელობის დროს იმყოფებოდა სახლში, დედა მეზობელთან იყო გადასული. გ------ი ვისთან იყო მისული არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ გამოცდები რადგან ჩააბარა, მასთან იყო მისალოცად მისული.

 

დ----- გ--------ის ჩვენებით, იცნობდა დ---------–----ოს, რომელსაც შეხვდა 2017 წლის 20 ივლისს და ისაუბრეს პირად საკითხზე. დ---ს მანქანაში იმყოფებოდა გ------------–--–---–ი, რომელთანაც არ უსაუბრია.

 

გ--------–-–---ული, სასამართლოში მიცემული ჩვენებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 20 ივლისს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ო----------ში ნახა გ-----------–--–---–ი. ლ-------------ისგან გაიგო მომხდარის შესახებ და მივიდა შემთხვევის ადგილად სადაც დახვდა პოლიცია. მისი ჩვენებით, 18 წლის წინ დაწყებული, კ---------------–-–ვილს და გ-----------–--–---–ს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ იცოდა, ასევე მისთვის ცნობილი იყო, რომ მათ რამდენიმე წლის წინ ესროლეს ერთმანეთს, თუმცა გ------ი ამ თემაზე არ საუბრობდა.

 

ზ------------------ი, სასამართლოში მიცემული ჩვენებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 20 ივლისს ნახა გ-----------–--–---–ი. ა-–--------------–--ისგან გაიგო მომხდარის შესახებ და მივიდა შემთხვევის ადგილად სადაც დახვდა პოლიცია და გარდაცვლილები. მისი ჩვენებით იმ ადგილას, სადაც მანქანა იყო გაჩერებული გ------ის ნათლული ცხოვრობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ--–-----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 20 ივლისს, გ------------ესთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა სასაფლაოზე. დაინახა "პ-----ის" მოდელის ავტომანქანა, რომელმაც დიდი სისწრაფით ჩაირა. ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ გზა არის ძალიან ცუდი და დიდი სიჩქარით მანქანები ასეთ გზაზე არ მოძრაობდნენ. მისი ჩვენებით, აღნიშნულ გზაზე, შეეძლო იმ მანქანას მოხვედრა, რომელიც შ-----------–ის ქუჩიდან გამოვიდოდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ იმ ადგილიდან სადაც მუშაობდა, დაახლოებით სამ კილომეტრში დაწვეს მანქანა, თუმცა აფეთქების ხმა არ გაუგონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ------------ემ, მ--–-----------ის ჩვენების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს.

 

გ--------–----–----ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მუშაობს შპს "ე-------–ის" ო----------ის ფილიალის მენეჯერად და დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის ამოიღეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები.

 

ჯ-----------–-------–--ლმა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------–---ში, სოფელ გ--------ებში. არის ქ------------–-------–--ლის მამა. ყავდა ავტომანქანა "ფ---–------ნ პ-----ი" სახელმწიფო ნომრით S---9--, მუქი ლურჯი. მანქანა გაფორმებული იყო შვილის, ქ------------–-------–--ლის სახელზე. ქ-------ი დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან, სადაც სამანქანო გზა არის უვარგისი და გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. ავტომანქანა გასაყიდად დატოვა დაბა ჩ---ში. დაურეკა უცნობმა პირმა და შეუთანხმდა 1300 დოლარად მაქანის გადაცემაზე. უცნობი მამაკაცი გაეცნო გ--–-დ, რომელმაც თხოვა რომ მანქანიდან გაზი ამოეღო. უცნობმა პირმა დაუტოვა ყარაულთან 200 დოლარი და შეთანხმებისამებრ ამოიღო მანქანიდან გაზი. კვლავ შედგა მათ შორის საუბარი და შეიტყო რა მანქანის შემძენმა, რომ გაზი ამოღებული იყო, უთხრა, რომ 1100 დოლარს ასევე ყარაულთან დატოვებდა. მივიდა აიღო შეთანხმებული თანხა ყარაულისგან, ხოლო აღნიშნულმა პირმა წაიყვანა ავტომანქანა. გ--–-მ უთხრა, რომ მოგვიანებით გაიფორმებდა მანქანას, რადგან ბაბუასთვის უნდოდა მანქანის მიცემა, რომელსაც დაბადების დღე ქონდა და ვერ შეძლებდა მისვლას. რამდენიმე ხნის შემდეგ მიაკითხა პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს ჯერ ქ------–---ის, შემდეგ კი ო----------ის პოლიციაში. სადაც ნახა მისი დამწვარი მანქანის სურათი და შეიტყო მომხდარის შესახებ.

 

ქ------------–-------–--ლმა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს დაბა ჩ---ში მეუღლესთან ერთად. 2013 წლიდან საკუთრებაში ყავდა ავტომანქანა "ფ---–------ნ პ-----ი". მანქანა იყო მის სახელზე დარეგისტრირებული, თუმცა მასთან ერთად სარგებლობდნენ ოჯახის წევრები. მანქანანა გასაყიდად წაიყვანა მამამ და დატოვა ჩ---ში. მყიდველთან მამას ქონდა კონტაქტი. მოგვიანებით შეიტყო, რომ მანქანა გურიაში ნახეს დამწვარი.

 

ი-–----------------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს დაბა ჩ---ში და მუშაობს დაცვის თანამშრომელად. იცნობს ჯ-----------–-------–--ლს, რომელიც არის მათი თანამშრომლის, გ------ ფ--–-------–---–ის ძმა. ჯ------ი მივიდა მასთან და დატოვა გასაყიდად მანქანა. მოგვიანებით ჯ------მა უთხრა, რომ გვიან მიუტანდნენ თანხის ნაწილს, 200 დოლარს და თხოვა, რომ დაეტოვებინა თანხა. ღამის საათებში, მივიდა მასთან უცნობი პირი, რომელმაც მისცა 200 დოლარი და წავიდა. სიბნელის გამო არ იცის ამ პირის აღწერილობა. მეორე დღეს აღნიშნული თანხა გადასცა ჯ-----------–-------–--ლს.

 

ვ------–------------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს დაბა ჩ---ში. მუშაობს შპს "მ--------------ში" დაცვის თანამშრომლად. მასთან ერთად მუშაობენ ი-–----------------ე და მ-----ან ფ--–-------–---–ი. იცნობს ჯ-----------–-------–--ლს რომელიც არის მ-----ან ფ--–-------–---–ის ძმა. ჯ------ს გასაყიდად დატოვებული ყავდა მათთან ავტომანქანა. ჯ------მა თხოვა, რომ მივიდოდა პიროვნება, რომლისთვისაც უნდა გამოერთმია 1100 დოლარი და უნდა მიეცა მანქანის გასაღები. ჯ------თან საუბრის დღეს, გვიან მივიდა პიროვნება, რომელმაც მისცა 1100 დოლარი და გამოართვა მანქანის გასაღები. მათ შორის საუბარი არ შემდგარა, მხოლოდ კითხა, იყო თუ არა ს-–--ა. პიროვნების სახე არ დაუნახავს, რადგან ყურადღებას ფულს აქცევდა. გასაღების გადაცემიდან, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა უცნობი პირი და წაიყვანა ჯ------ის ავტომანქანა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს კ-----------------–---–მა განმარტა, რომ არის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2017 წლის 20 ივლისს შევიდა შეტყობინება მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილას ნახა ორი გარდაცვლილი, დ---------–----ო და გ-----------–--–---–ი. ავტომანქანას ეტყობოდა დაზიანებები. ესაუბრებოდა მოსახლეობას, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა აცნობა, რომ შემთხვევის ადგილი დატოვა მანქანამ, რომელიც დიდი სიჩქარით წავიდა მ--–---------ის მიმართულებით. მიიღეს შეტყობინება მანქანის დაწვის შესახებ და მეორე ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილას, სადაც ნახეს, რომ ის ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი იწვოდა. მისი ჩვენებით გ-----------–--–---–ს პირადად არ იცნობდა თუმცა ქონდა ინფორმაცია, რომ იგი იყო კონფლიქტური პიროვნება და ქონდა კონფლიქტი ქურდულ სამყაროსთან, რადგან ქურდებს ესროლა. გ-----------–--–---–ი დაპირისპირებული იყო რამდენიმე ქურდთან და ქურდების სიტყვის მიხედვით დაჭრეს ერთი წლის წინ. მიიღეს ინფორმაცია, რომ ქმედება ჩადენილი ქონდა კ---------------–-–ვილს. ნახეს აღნიშნული პირი, რომელიც საქართველოში შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩამოვიდა. კ---------------–-–ვილს შეხვდა თავის სამუშაო ოთახში, სადაც კ-------მა უთხრა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, თუმცა პოლიციის შენობაში საუბარი არ ისურვა. შეთანხმდნენ შეხვედრაზე და დაგეგმეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაიწერეს კ---------------–-–ვილთან შეხვედრა, რა დროსაც კ-------მა ისაუბრა მასსა და გ-----------–--–---–ს შორის დაპირისპირებაზე, როდესაც ესროლეს ერთმანეთს. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით კი კ---------------–-–ვილმა მიუთითია გ-----------–--–---–ის მხრიდან ქურდული სამყაროს წესების დარღვევაზე და ასეთად მოიაზრებდა ყველა პირს ვინც იქნებოდა გ------ის გვერდით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ჩოხატაურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ა-----–-----–--–მა, განმარტა, რომ 2016 წლის მარტიდან 2017 წლის აგვისტომდე, მუშაობდა ო----------ის რაიონულ სამმართველოში. კ---------------–-–ვილს იცნობდა სამსახურიდან გამომდინარე. კ---ს შეხვდა 2017 წლის 29 აგვისტოს, რადგან ქონდა ინფორმაცია, რომ გ-----------–--–---–ი და დ---------–----ო მოკლული უნდა ყოფილიყო კ---ს მიერ. კ---------------–-–ვილი პოლიციაში შეხვდა ხელმძღვანელობას და უთხრა, მათ, რომ შეხვდებოდა და მოუყვებოდა მკვლელობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ს----------–---–მა აღნიშნა, რომ მუშაობს ო----------ის რაიონულ სამმართველოში. 2017 წლის 20 ივლისს, შეტყობინების საფუძველზე გაემართა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდა გარდაცვლილები. მათ შორის ერთ-ერთი კანონიერი ქურდის შვილიშვილი. ასევე იმყოფებოდა ავტომანქანის დაწვის ადგილას. დამნაშავეთა სამყაროში, გ-----------–--–---–ს მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი კანონიერი ქურდის დ----- ფ--–--–---–ის შვილს. მისი ჩვენებით კ---------------–-–ვილს შეხვდა პოლიციაში, სადაც კ-------მა პირადად მას უთხრა, რომ მოკლა გ-----------–--–---–ი და დ--- ომლეჩენკო. კ--- აღნიშნულს ყვებოდა იმ მიზნით, რომ სურდა ყველას გაეგო მისი ჩადენილი დანაშაულის შესახებ. კ---მ ასევე მოუყვა რომ წლების წინ ქონდა შეტაკება გ------თან და ერთმანეთს ესროლეს. კ---მ თქვა, რომ კიდევ რაღაც დეტალებზე ისაუბრებდა, მხოლოდ პოლიციის შენობის გარეთ. შედგა შეხვედრა კ-----------–-–---–თან, რომელიც მან და კ-----------------–---–მა წაიყვანეს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში. აღნიშნული შეხვედრას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაიწერეს. კ---მ დანაშაულის ჩადენის რამდენიმე მოტივზე ისაუბრა, კერძოდ, კ---------------–-–ვილის მიერ ქურდებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, მათ შორის არსებული პირადი კონფლიქტი როდესაც ერთმანეთს ესროლეს, გ------------–--–---–ის მასთან სახლში მისვლა, ასევე ავტომანქანით ადევნება.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ლ--–--------------ას ჩვენებით, არის ბრალდებულ კ-----------–-–---–ის მეუღლე. 2017 წლის 20 ივლისს, წავიდა თავის მეუღლისათვის პროგრამით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების, გამოსატანად. უთხრეს, რომ უნდა წარედგინა ახალი ფორმა 100. მივიდნენ საავადმყოფოში ა-–--------------------–---–თან, რომელმაც გასინჯა კ--- და დაუმუშავა ფეხი. პირადობის მოწმობა დარჩა სალხში და კ--- დატოვა საავადმყოფოში, თავად სახლიდან წაიღო პირადობის მოწმობა და დაბრუნდა საავადმყოფოში. კ---სთან ერთად მიიტანა პირადობის მოწმობა და უცდიდა მთავარ ექიმს დ----- მ---------ეს. საბოლოოდ აიღეს კუთვნილი პრეპარატი და მივიდნენ სახლში, სადაც კ---------------–-–ვილი სამი დღის განმავლობაში წოლით რეჟიმს იცავდა. მისი ჩვენებით გ-----------–--–---–ს და კ---------------–-–ვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ არ იცის. გ-----------–--–---–ი კი მასთან სახლში არასდროს მისულა. კ---------------–-–ვილის ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ავტოავარიის დროს მიიღო დაზიანებები და ფეხზე მკურნალობდა, რის გამოც არ შეეძლო გადაადგილება. ლ--–--------------ამ აღნიშნა, რომ კ---------------–-–ვილი ვერ ჩაიდენდა ბრალად წარდგენილ დანაშაულს, რადგან მას სიარული არ შეეძლო.

 

სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა შ----------------ემ, ი-----–------------ემ, თ---------------ემ, დ---------------–--ემ, მ--–-----–--–---–---–მა და მ-----–--------ამ დაადასტურეს, რომ კ---------------–-–ვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2017 წლის 10 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ს-----------–--–---–მა აღნიშნა, რომ 2017 წლის 20 ივლისს დღისით, თავის საცხოვრებელ სახლთან ავტომანქანით მისული იყო ორი პიროვნება. ერთი ჩამოსული იყო მანქანიდან. ის იყო მაღალი, საშუალოზე მკვრივი აგებულების, დაბალზე შეკრეჭილი ჭაღარა თმებით, ოდნავ მოშვებული ჭაღარა წვერით, გრძელი ხელებით. ჰქონდა გრძელი ცხვირი, ცხვირზე აღენიშნებოდა კეხი. ჰქონდა ოდნავ წვრილი ტუჩები. ამომცნობმა პირმა ს-----------–--–---–მა განაცხადა, რომ იგი თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ამოცნობაში. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო ნომერ 2, მეორე ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება. ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თმების მოყვანილობით, საშუალო ნორმალური ოდნავ დახრილი წარბებით, კეხიანი მოგრძო ცხვირით, თხელი ტუჩებით. ოდნავ მოშვებული ჭაღარა წვერით. თვალების მოყვანილობით და სახის მთლიანი აგრებულებით. ოქმს ერთვის დეტექტივ-გამომძიებლის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირი არის კ---------------–-–ვილი. ოქმი ხელმოწერილია ს-----------–--–---–ის და ოქმის შემდგენის მიერ.

 

2017 წლის 29 აგვისტოს ნიმუშის აღების ოქმით, კ---------------–-–ვილისაგან, მისი თანხმობით, ექსპერტმა აიღო ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით. ბიოლოგიური ჩხირი მოთავსდა პლასმასის კოლბაში და დაილუქა ექსპერტის მიერ. ოქმი ხელმოწერილია ნიმუშის ამღების, გ--- ვ----–--ის, კ---------------–-–ვილის და ოქმის შემდგენის მიერ.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, 2017 წლის 20 ივლისს გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 74 ცნობით, კ---------------–-–ვილს დაესვა დიაგნოზი გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული C ჰეპატიტი.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, 2016 წლის 5 დეკემბერს გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 1-35 ცნობით, კ---------------–-–ვილი მოთავსებული იყო სტაციონარში 2016 წლის 1 დეკემბრიდან, 2016 წლის 5 დეკემბრამდე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით:

1(23). "FCD825074" კოდირებულ პაკეტში (პაკეტი N1) არსებული ლითონის დეფორმირებული საგანი წარმოადგენს საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს - ტყვიის დეფორმირებულ გარსს, სავარაუდოდ განკუთვნილს 9 მმ კალიბრის როგორც "მაკაროვის" და "სტეჩკინის" პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღებისათვის, რომლის სახეობის კონკრეტულად განსაზღვრა ვერ მოხერხდა გარსის ფაქტიური მდგომარეობისა და მასზე არსებული ინფორმაციული მონაცემების სიმცირის გამო.

გარსის ფრაგმენტზე არსებული ხრახნისა და ხრახნილთა ველის კვალთა არსებული მდგომარეობა არ გამორიცხავს მისი საიდენტიფიკაციო კვლევის შესაძლებლობას.

2(24). "FCD825078" კოდირებულ პაკეტში ("პაკეტი N3") არსებული მასრა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის, როგორც "მაკაროვის" და "სტეჩკინის" პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. იგი ნასროლია კალიბრით შესაბამის იარაღში, როგორიც შესაძლოა იყოს "მაკაროვის" ან მისი მოდიფიკაციის პისტოლეტი და ვარგისია საიდენტიფიკაციო კვლევისათვის.

3(25). 4(26). "FCD825072" და "FCD825073" კოდირებულ პაკეტებში ("პაკეტი N7", "პაკეტი N4") არსებული ორი ტყვია წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის, როგორც "მაკაროვის" და "სტეჩკინის" პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. ისინი ნასროლია კალიბრით შესაბამის ერთი და იმავე იარაღიდან, როგორიც შესაძლოა იყოს "მაკაროვის" ან მისი მოდიფიკაციის პისტოლეტი.

5(27).6(28). 7(29). 8(30) - "FCD824690", "FCD8250-4", "FCD8250-7" და "FCD8250-8" კოდირებულ პაკეტებში ("პაკეტი N1", "პაკეტი N6" "პაკეტი N8" "პაკეტი N7") არსებული 8ც. მასრა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5.45 მმ (5.45X39) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის "აკ-74" მოდელის ავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს. ისინი ნასროლია კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი ერთი და იმავე იარაღიდან.

9(31).10(32). - "0-029--" და "0-02915" კოდირებულ პაკეტებში ("პაკეტი N6", "პაკეტი N6") არსებული 3ც. ტყვია წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5.45 მმ (5.45X39) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის "აკ-74" მოდელის ავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს. ისინი ნასროლია კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი ერთი და იმავე იარაღიდან.

1-(34).13(35). გამოსაკვლევად წარმოდგენილი:

- "გ-----------–--–---–ის" ტანსაცმლიდან მაისურზე და ცხვირსახოცზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1-9 დაზიანება, მორფოლოგიური მახასიათებლებისა და დაზარალებულის N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების მიხედვით, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს სპილენძის შემცველი ჭურვების, მათ შორის შესაძლო დაშლილი ჭურვების მოქმედებითაც, შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში სავარაუდოდ არაახლო მანძილიდან სროლისას.

- "დ---------–----ოს" ტანსაცმლიდან მაისურზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1-7 დაზიანება, მორფოლოგიური მახასიათებლებისა და დაზარალებულის N 0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების მიხედვით, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს სპილენძის შემცველი ჭურვების, მათ შორის შესაძლო დაშლილი ჭურვების მოქმედებითაც, შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში სავარაუდოდ არაახლო მანძილიდან სროლისას.

 

სასამართლო სხდომაზე, ბალისტიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ნ-----–------–----მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N ქ/40- დასკვნით, სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 6(ექვს) პაკეტად დაფასოებული ნამწვი მასები შეიცავს არომატული ჯგუფის ნივთიერების მიკროკვლებს, რომლებიც ქიმიურად ღრმად გარდაქმნილია, რაც არ იძლევა საშუალებას მათი ქიმიური შემადგენლობის ზუსტი დიფერენცირებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე, N ქ/40- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა მ----------–--ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს გაცემული N 1--/ბ დასკვნით, სს N0----------- საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი:

1. ქ.ო----------ში, შპს "გ------------------ის" საჯარიმო ავტოსადგომის ავტოფარეხში არსებული "N----- W-------" სახ. N I-------- ავტომობილის უკანა მარცხენა კარების, მინის ჩარჩოს წინა საყრდენზე და სახურავის, უკანა მარცხენა კარების საყრდენზე არსებული დაზიანებები წარმოშობილია ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაუდგენელი მანძილიდან გასროლილი, სავარაუდოდ 9 მმ კალიბრის ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიმართულებით ნაწარმოები გასროლით და ხასიათდება, როგორც შემავალი.

2. შპს "გ------------------ის" საჯარიმო ავტოსადგომის ავტოფარეხში არსებული "N----- W-------" სახ. N I-------- ავტომობილის უკუხედვის მარცხენა გარე სარკის პლასტმასის ბუდეზე და მარჯვენა წინა კარებზე, არსებული დაზიანებათა ჯგუფი შესაძლებელია წარმოშობილია ცეცხლსასროლი იარაღიდან, 2-4 მეტრი მანძილიდან გასროლილი, სავარაუდოდ 4-6 მმ კალიბრის ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიმართულებით ნაწარმოები გასროლით.

 

სასამართლო სხდომაზე, N 1--/ბ დასკვნის გამცემმა ექსპერტმა გ--------–--–----ნმა, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით:

ობიექტზე N1 ("FCD8250-5", დამწვარი ავტომანქანის მარცხენა წინა კარების მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული მოწითალო მოშავო ფერის ნაჭერი) არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.

ობიექტზე N2 ("FCI434870", დამწვარი ავტომანქანის წინა მარცხენა ფეხის სადებიდან ამოღებული ნახევრად დამწვარი ნაჭრის ფრაგმენტები) აღინიშნება ნავთობპროდუქტების, კერძოდ, ნარჩენი ზეთების, ბიტუმების, გუდრონებისათვის დამახასიათებელი კვალი.

 

სასამართლო სხდომაზე, N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა მ------–--–-–---–მა, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით:

სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტში, შტრიხკოდით: "FCD825078" და წარწერით: "...გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მკვლელობის ფაქტზე ამოღებული მასრა, რომელიც ნანახი იქნა გზის სავალი ნაწილიდან..." მოთავსებულ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს (ობ. N27; პაკეტი, წარწერით:"...მოწმე კ---------------–-–ვილისგან აღებული ნერწყვის ნიმუში...").

- პაკეტში, შტრიხკოდით: "FCI434746" და წარწერით: "...ო----------ის რ-ნი სოფ. მ--–---------ში ავტომანქანის დაწვის ფაქტზე. ავტომანქანიდან მარჯვნივ გზის გვერდულზე არსებული პლასმასის დეტალი..." მოთავსებულ მოშავო ფერის პოლიმერული მასალის დეტალზე არსებულ მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქებზე აღმოჩნდა ბიომასალა (ობ. N 11), რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს (ობ. N 27).

- პაკეტში წარწერით: "... ო----------ის რ-ნი სოფ. მ--–---------ში დამწვარი ავტომანქანის გვერდით გზის სავალ ნაწილზე არსებული საზაფხულო კეპი..." მოთავსებულ კეპიან ქუდზე (ობ. N 13), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე ქუდიდან ამოღებული ადამიანის თმის ღერების (ობ. N14, 15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს (ობ. N27).

 

სასამართლო სხდომაზე, N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა ნ--------–----ემ და ი------------ემ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ექსპერტებმა დაკითხვის დროს აღნიშნეს, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთმტკიცებები მოთავსებული იყო სპეციალური პაკეტებში, რომელთა მთლიანობა არ იყო დარღვეული.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, გ-----------–--–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი. არსებული დაზიანებები ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

გ-----------–--–---–ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შინაგანი ორგანოების (გული, მარცხენა ფილტვის ქსოვილი და სისხლძარღვები, ნეკნთაშუა არტერიები) დაზიანებების შედეგად.

სამედიცინო კრიმინალისტიკური გამოკვლევით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, გ-----------–--–---–ის გვამიდან აღებულ სამ ცალ კანის პრეპარატზე, გვამის გამოკვლევის დასკვნის, მორფოლოგიური სურათისა და ჩატარებული გამოკვლევის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მათზე აღინიშნება თითო დაზიანება - ჭრილობა, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, წარმოადგენენ ჭურვის (ჭურვების) შესავალ ხვრელებს და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი.

 

სასამართლო სხდომაზე, N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა ღ----------------–---–მა და გ--------–--–--ემ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

2017 წლის 20 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ო----------ში ი----ბ შ-----------–ის ქუჩაზე. ნომერ 132-სა და 134-ს შორის, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულია "N----- W-------"-ის მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------. ავტომანქანა არის პირით ო----------ის ცენტრის მიმართულებით. ავტომანქანა მაცხენასაჭიანია. ავტომანქანიდან მარჯვნივ, მისი უკანა საბურავიდან 4.86 მეტრში, გზის კიდესთან ახლოს აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი მასრა. აღნიშნული მასრა მდებარეობს ი. შ-----------–ის ქუჩა N 143-ის მიმდებარედ არსებულ გაზის გაყვანილობის რკინის საყრდენი ბოძიდან 1.90 მეტრში. აღნიშნული მასრა, ამოღებულ იქნა და დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით FCD825078. ავტომანქანის სალონში წინა მარცხენა სავარძელზე არის გ-----------–--–---–ის გვამი, გვამი გადახრილია მარჯვენა მხარეს და თავი ჩაბრუნებული აქვს იატაკის მიმართულებით, ხოლო წინა მარჯვენა სავარძელზე - მძღოლის სავარძელზე არის დ---------–----ოს გვამი, ამ უკანასკნელს თავი გადაწეული აქვს უკანა მხარეს და მიდებული აქვს სავარძლის თავის მისადებზე. ავტომანქანიდან გადმოსვენებულ იქნა გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს ცხედრები. ცხედრებს რამდენიმე ადგილზე აღენიშნებათ დაზიანებების კვალი და მათი დეტალური დათვალიერება არ მომხდარა, გადაგზავნილ იქნა სამედიცინო ექსპერტიზაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მეტალის ნაწილი, ტყვიის მასრა, ტყვიის გულები და სხვა ნივთმტკიცებები, რომლებიც დაილუქა. ოქმს ერთვის ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ნიკოლოზ გიორგაძე და თ-------------ე და ოქმის შემდგენი მ-----–--------ა.

 

2017 წლის 20 ივლისის ავტომანქანის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს დამწვარი ავტომანქანა, რომელიც მდებარეობს ო----------ის რაიონის სოფელ მ--–---------ში არსებულ ე.წ. ა-–------------ის უბანში. ავტომანქანას წინა მხარეს აქვს სახელმწიფო სანომრე ნიშანი, რომელიც არის ცეცხლის შედეგად ნახევრად დამწვარი და იკითხება სახელმწიფო სერია და ნომერი S---9--. აღნიშნულს მიენიჭა რიგითი ნომერი N 1. რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ავტომანქანის შუა ნაწილის მარცხენა მხარეს გრუნტიანი გზიდან ამოღებულ იქნა ქუდი ე.წ. კეპი, რომელსაც წინა მხარეს კეპი აქვს მუქი ფერის, ხოლო ქუდი ნაცრისფერი, ყავისფერი შესაკრავით. აღნიშნულს მიენიჭა რიგითი ნომერი N 3, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI434770 ლუქით. ავტომანქანის მარცხენა მხარეს სადაც ჩამოდის დაახლოებით 10 მეტრში პატარა მდინარე, ხოლო მდინარიდან დაახლოებით 2 მეტრში მიწაზე დევს მუქი ფერის პლასტმასის დეტალი, აღნიშნულს მიენიჭა რიგითი N4, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI434746 ლუქით. ასევე ამოღებულ იქნა ვაზნები და სხვადასხვა ნივთმტკიცებები, რომლებიც დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის და ოქმის შემდგენის მიერ.

 

2017 წლის 21 ივლისის ავტომანქანის დამატებითი დათვალიერების ოქმით, დადგენილია, რომ ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ნამწვის ნიმუშები, სადენები, ორი ცალი მასრა და ნაჭერი, რომლებიც მოთავსდა სპეციალური პაკეტებში და დაილუქა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტებმა ო-----------------ამ, გ--- ვ----–--მა და ნ--------------–--ემ დაადასტურეს ავტომანქანის დამატებითი დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელოვანია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, დ---------–----ოს გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი. არსებული დაზიანებები ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ასევე გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი ნაჭდევი სახის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

დ---------–----ოს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ორივე საერთო საძილე არტერიის და ორივე საუღლე ვენის დაზიანებებით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

1948 წლის 10 დეკემბრის "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მე-3 მუხლით, აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (განსახილველ შემთხვევაში ჯგუფურად და ორი პირის), რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სასამართლო, განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების შემადგენლობის განხორციელება, მხოლოდ განზრახი მოქმედებით არის შესაძლებელი. მართალია, განზრახვა იმ მომენტიდან წარმოიშვება, როცა პირი მოქმედების ნებელობით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სისხლისამართლებრივ მნიშვნელობას იგი მარტოოდენ მაშინ იძენს, როცა პიროვნება მის განხორციელებას ე.ი. ნებელობითი გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყებს, რომლის რეალიზაციაც სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთის დარღვევას იწვევს. ნებელობითი გადაწყვეტილების წარმმართველი საწყისი კი, როგორც განზრახვის აუცილებელი ელემენტი, ყოველთვის წინ უსწრებს პირის მოქმედებას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელს უნდა ქონდეს კონკრეტული განზრახვა, ჯგუფურად ხელყოს აღნიშნული მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე - ორი ადამიანის სიცოცხლე. განსახილველ შემთხვევაში მხედველობაშია ასევე მისაღები ჩადენილი დანაშაულის დრო, ადგილი, ვითარება, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული დამოკიდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში, უნდა დაგინდეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს განზრახვა, მოეკლა ადამიანი ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა მისთვის. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ.

 

2.3. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ-----------–-–---–ს არ ქონდა გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მკვლელობის განზრახვა და ის შესაძლოა მხოლოდ იცნობდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ კ---------------–-–ვილს და გ-----------–--–---–ს შორის არსეობდა კონფლიქტი, რის გამოც კ---------------–-–ვილს ქონდა გ-----------–--–---–ის მოკვლის განზრახვა და ამ მიზნით არაერთხელ გაისროლა როგორც გ-----------–--–---–ის ასევე დ---------–----ოს მიმართულებით.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმეების პირდაპირი ჩვენებების გარდა მსგავსი შეფასება უნდა მიეცეს სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებებს, როგორიცაა სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მთავარი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კ---------------–-–ვილის მიერ გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს განზრახ მკვლელობა, მკვლელობამდე გ-----------–--–---–ს და ბრალდებულს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი, ბრალდებულის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი, აგრეთვე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, სასამართლო - სამედიცინო ესპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, როგორც პირდაპირი მტკიცებულებებით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კ---------------–-–ვილმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო გ-----------–--–---–ი გარდაცვლილია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მათ შორის არსებულ კონფლიქტზე. გ-----------–--–---–ის დედამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ კ---------------–-–ვილს და გ-----------–--–---–ს შორის უთანხმოება დაიწყო რამდენიმე წლის წინ. გ-----------–--–---–ის დამ, ლ---–------–--–---–მა, ასევე დაადასტურა, რომ არსებობდა კონფლიქტი გ-----------–--–---–ს და კ---------------–-–ვილს შორის და მათ ერთმანეთს ესროლეს. აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა გ-----------–--–---–ის მეუღლემ ქ-----------–----ემ და გ-----------–--–---–ის ნაცნობმა გ--------–-–---ულმა. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კ-----------------–---–ის ჩვენებასთან, სადაც ის აღნიშნავს, რომ კ---------------–-–ვილმა მასთან საუბარში აცნობა გ-----------–--–---–თან არსებული კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც მათ ერთმანეთს ესროლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ო----------ის რაიონულ სამმართველოს თანამშრომელი ს----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა კ-----------------–---–ის ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------–--–---–ს და კ---------------–-–ვილს შორის არსებობდა კონფლიქტი.

 

სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 20 ივლისს კ---------------–-–ვილი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა გ-----------–--–---–ის სახლში. მოწმე ს-----------–--–---–მა განმარტა, რომ მკვლელობამდე 5-10 წუთით ადრე, მათთან სახლში ავტომანქანით მივიდა სამი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გადმოვიდა ავტომანქანიდან ცხადად დაინახა და დაიმახსოვრა მისი სახე. ასევე დაიმახსოვრა მანქანის ნომერი - "9--". ს-----------–--–---–მა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა დასახელებული პირი და განმარტა, რომ არის ფერმწერი, ნანახის აღწერა მისი პროფესიის ნაწილია და დეტალურად შეეძლო ადამიანის სახის დანახვის შემდეგ მისი აღწერა. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ს-----------–--–---–მა სურათზე ამოიცნო მასთან სახლში მისული ზემოთაღნიშნული მამაკაცი, რომელიც არის კ---------------–-–ვილი. მოწმეების ლ----------ის, ჯ----–------ის, ი-----–-------–-----ის, ი-–--------–--ის და მ-------–-----ას ჩვენებები საყურადღებოა იმ მხრივ, რომ ისინი ასახელებენ დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ, იმ მომენტს როდესაც გაიგონეს არაერთი გასროლის ხმა, რაც თანხვედრაშია ს-----------–--–---–ის მიერ დასახელებულ დროის მონაკვეთთან, როდესაც მისი სახლიდან მიდის კ---------------–-–ვილი. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ კ---------------–-–ვილი 2017 წლის 20 ივლისს მკვლელობამდე 5-10 წუთით ადრე იმყოფებოდა გ-----------–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. სასამართლოს მიერ მოხმობილ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ კ---------------–-–ვილი, თანხმლებ პირებთან ერთად, მანქანით წავიდა იმ მიმართულებით, სადაც რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, დროის იმავე მონაკვეთში იმყოფებოდა გ-----------–--–---–ი, თავის ნათლულის საცხოვრებელ სახლთან. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, კ---------------–-–ვილის გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით საყურადღებოა მოწმეების მ--–-----------ის და გ------------ის ჩვენებები, სადაც ისინი მიუთითებენ დაახლოებით იმ დროზე, რომელიც შეესაბამება მკვლელობის ჩადენის შემდეგ პერიოდს, რა დროსაც მათ დაინახეს დიდი სიჩქარით მიმავალი "პ-----ის" მოდელის ავტომანქანა, რომელიც მოდიოდა იმ მიმართულებიდან სადაც მოხდა მკვლელობა და მიემართებოდა იმ მიმართულებით, სადაც მოგვიანებით ნახეს "პ-----ის" მოდელის დამწვარი ავტომანქანა. რაც შეეხება თავად "ფ---–------ნ პ-----ის" მოდელის ავტომანქანის კუთვნილების ფაქტს, ჯ-----------–-------–--ლის, ქ------------–-------–--ლის, ი-–----------------ის და ვ------–------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ "ფ---–------ნ პ-----ი" სახელმწიფო ნომრით S---9-- დარეგისტრირებულია ქ------------–-------–--ლის საკუთრებად, თუმცა ავტომანქანა შეიძინა უცნობმა პირმა, რომელსაც მოგვიანებით უნდა გაეფორმებია იგი.

 

სასამართლოს, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, უტყუარად მიაჩნია, რადგან კ---------------–-–ვილის, შემთხვევის ადგილზე და "ფ---–------ნ პ-----ის" მოდელის (N S---9--) ავტომანქანაში ყოფნას, ასევე, მის შემხებლობას ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან, ადასტურებს ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიც არის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მაღალ სტანდარტზე, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას, კერძოდ, საქმეზე ვროჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნული საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (ვროჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ (Vrochenko v. Estonia), განაცხადი no. 59632/09, 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები 19, 64 და 66). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მოიხმო იმ მიზნით, რათა ნათელი გამხდარიყო, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ ვროჩენკოს საქმეზე პირის ეროვნულ დონეზე მსჯავრდება დაუსაბუთებულად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დამნაშავედ შერაცხული პირის "დნმ"-ის კვალი არ იყო ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებაზე აღებული "დნმ"-ის პროფილის, პიროვნების "დნმ"-ის პროფილზე დამთხვევის შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. ამრიგად, "დნმ"-ის ანალიზზე დამყარებული მონაცემები პრიორიტეტული და გაცილებით უტყუარია, ასევე ის უალტერნატივო საშუალებაა დანაშაულს ჩამდენი პირის დასადგენად.

დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მასრა, რომელიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით FCD825078. ავტომანქანის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დამწვარი ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი S---9--) შუა ნაწილის მარცხენა მხარეს გრუნტიანი გზიდან ამოღებულ იქნა ქუდი ე.წ. კეპი, რომელსაც წინა მხარეს კეპი აქვს მუქი ფერის, ხოლო ქუდი ნაცრისფერი, ყავისფერი შესაკრავით. ასევე, ამოღებულ იქნა მუქი ფერის პლასტმასის დეტალი, აღნიშნულს მიენიჭა რიგითი N4, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI434746 ლუქით. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დადგინდა, რომ

პაკეტის ნომრით "FCD825078" ამოღებული მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს. პაკეტის ნომრით "FCI434746" ამოღებულ პლასმასის დეტალზე არსებული ბიომასალის (ობ. N 11), გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს (ობ. N 27). სოფელ მ--–---------ში დამწვარი ავტომანქანასთან არსებულ კეპიან ქუდზე (ობ. N 13), ამოღებული ადამიანის თმის ღერების (ობ. N14, 15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ---------------–-–ვილს (ობ. N27).

 

აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ კ---------------–-–ვილი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, "ფ---–------ნ პ-----ის" მოდელის (სახელმწიფო ნომერი S---9--) ავტომანქანით, იმყოფებოდა გ-----------–--–---–ის საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ შეხვდა გ-----------–--–---–ს იმ ადგილას სადაც ცხოვრობდა გ-----------–--–---–ის ნათლული და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლა გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მიმართულებით, ხოლო შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი "ფ---–------ნ პ-----ის" მოდელის (სახელმწიფო ნომერი S---9--) ავტომანქანით და ამავე ავტომანქანით მივიდა იმ ადგილამდე, სადაც დაწვეს ავტომობილი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რასაც ამყარებს, ბრალდებულის მეუღლის, ლ--–--------------ას ჩვენებაზე და ჯანმრთელობის ცნობაზე, რომ 2017 წლის 20 ივლისს, გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მკვლელობის დროს, კ---------------–-–ვილი იმყოფებოდა საავადმყოფოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო გადაადგილება (დანიშნული ქონდა წოლითი რეჟიმი), წინააღმდეგობაში მოდის როგორც მოწმეთა ჩვენებებთან და ასევე ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს სხეულებზე სრულიად სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მიუთითებენ კ---------------–-–ვილის მხრიდან გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მკვლელობის განზრახვაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემულია განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 101). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 102).

 

განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 118).

 

ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 119).

 

ქმედების პირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა). სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ კ---------------–-–ვილის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას ქონდა კონკრეტული მოტივი რატომ უნდა მოესპო გ-----------–--–---–ის სიცოცხლე და მას გამიზნულად ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოიკვლის მიზნით, ხოლო დ---------–----ოს მიმართ ქმედება ასევე პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას არ ქონდა კონფლიქტი დ---------–----ოსთან, მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ითვალისწინებდა დ---------–----ოს სიკვდილის გარდაუვალობას.

 

ამდენად, კ---------------–-–ვილის მოქმედება - გ-----------–--–---–ისა და დ---------–----ოსთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების მიყენება, რაც დასტურდება მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით, უშუალოდ მიუთითებს გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს სიცოცხლის მოსპობის განზრახვაზე და ამ მიზნით განზრახი ქმედების ჩადენაზე.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის მოტივზე და მიუთითებს, რომ კ---------------–-–ვილის ქმედებიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაულის იარაღი, საშუალება, მიყენებულ ჭრილობის ხარისხი, რაოდენობა და ქმედების ჩადენის შემდგომ ბრალდებულის ქცევა, ამსრულებლის მოქმედების დომინირებულ მოტივზე, ე. ი. ბრალდებულის მოქმედების მამოძრავებელ ძალაზე მიუთითებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში შურისძიება წარმოადგენდა, რაც გამოწვეული იყო გ-----------–--–---–თან წარმოქმნილი კონფლიქტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომა ხდება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების მეშვეობით, რის გამოც ქმედების დამთავრებულად ცნობისათვის სავალდებულოა სიკვდილის დადგომა, შესაბამისად აუცილებელია დადგინდეს არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კ---------------–-–ვილის ქმედებასა და შედეგს, გ-----------–--–---–ს და დ---------–----ოს გარდაცვალებას შორის, მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც დადგენილია, რომ გ-----------–--–---–ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შინაგანი ორგანოების (გული, მარცხენა ფილტვის ქსოვილი და სისხლძარღვები, ნეკნთაშუა არტერიები) დაზიანებების შედეგად. დ---------–----ოს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ორივე საერთო საძილე არტერიის და ორივე საუღლე ვენის დაზიანებებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---------------–-–ვილის განზრახ მოქმედებას, გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გასროლასა და დამდგარ შედეგს გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს გარდაცვალებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც ბრალდებულის მოქმედება იყო გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო ითვალისწინებს რა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის ს-----------–--–---–ის ჩვენებას, რომელიც მიუთითებდა, რომ კ---------------–-–ვილთან ერთად ავტომანქანით, გ-----------–--–---–ის სახლთან მისული იყო ორი პიროვნება, ასევე იმ გარემოებას, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს მიმათ გასროლა ნაწარმოებია, სულ მცირე ორი სხვადასხვა სახის, "მაკაროვის" ანდა "სტეჩკინის" პისტოლეტიდან და კალაშნიკოვის კონსტრუქციის "აკ-74" მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. დასახელებული გარემოება სასამართლოს უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ კ---------------–-–ვილმა ქმედება ჩაიდინა ჯგუფურად.

 

კ---------------–-–ვილის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების შესახებ სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ არის ამოღებული, თუმცა დადგენილია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, გ-----------–--–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი. სამედიცინო კრიმინალისტიკური გამოკვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, გ-----------–--–---–ის გვამიდან აღებულ სამ ცალ კანის პრეპარატზე, გვამის გამოკვლევის დასკვნის, მორფოლოგიური სურათისა და ჩატარებული გამოკვლევის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მათზე აღინიშნება თითო დაზიანება - ჭრილობა, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, წარმოადგენენ ჭურვის (ჭურვების) შესავალ ხვრელებს და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი. სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, დ---------–----ოს გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ - გარეთა შრეებს და არ იქნენ რაიმეთი დაფარულნი. ბალისტიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით: დადგინდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლითონის დეფორმირებული საგანი, მასრები და ტყვიები წარმოადგენდნენ დასკვნაში მითითებული იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს. ამავე დასკვნით დადგინდა, რომ გ-----------–--–---–ის და დ---------–----ოს ტანსაცმელებზე არსებული დაზიანებები, მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. N 1--/ბ დასკვნით, დადგენლია, რომ "N----- W-------" სახ. N I-------- ავტომობილაზე არსებული დაზიანებები წარმოშობილია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლო, დასახელებული მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია საბრძოლო მასალის შემადგენელი კოპმპონენტები, გარდაცვლილის სხეულზე, ტანსაცმელზე და ავტომანქანაზე აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იაღებიდან გასროლილი ჭურვების ზემოქმედების კვალი, რაც მიუთითებს ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ---------------–-–ვილმა ჯგუფურად განზრახ მოკლა ორი პირი, რომლებიც გარდაიცვალენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოხვედრის შედეგად, კ---------------–-–ვილს ბრალად უნდა შეერაცხოს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ კ---------------–-–ვილმა ჩაიდინა ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კ---------------–-–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

კ---------------–-–ვილის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება განეკუთვნება ძალადობრივი ხასიათის, განზრახი კატეგორიის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რიგს, რაც ხელყოფს ადამიანთა სიცოცხლეს. კ---------------–-–ვილის პიროვნული მახასიათებლების სრულყოფილად შეფასებისათვის, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კ---------------–-–ვილი მიიმალა და საქართველოს ტერიტორია დატოვა სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ კ---------------–-–ვილის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. ამდენად, კ---------------–-–ვილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, კ---------------–-–ვილს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: მეტალის ნაწილაკი, მასრა, ტყვიის გულა, შავი ფერის „ნოკია“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, ბილაინის სიმბარათით, დაზიანებული „ნოკია“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, სიმბარათით, სისხლისმაგვარი ლაქა, ერთი ცალი ტყვიის გულა, ორი ცალი დასაკეცი დანა, კეპიანი ქუდი, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლიდან სისხლისმაგვარი ლაქები, ავტომანქანის წინა მძღოლის სავარძლის სავარძლიდან სისხლისმაგვარი ლაქები, ორი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, ფურცლებითა და ბარათებით, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ექსპერტ ღ-----------------–---–ისაგან ამოღებული გ-----------–--–---–ის ტანსაცმელები და პირადი ნივთები (თეთრი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ღია ცისფერი ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამრით, მუქი ლურჯი ნაცრისფერზოლებიანი ტრუსი, შავი ფერის ნაჭერი, შავი ფერის თასმიანი ფეხსაცმელი, ყავისფერტარიანი გასაშლელი დანა, შავი საფულე, ოთხი ცალი ოცლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა, ორი ცალი ერთლარიანი მონეტა, ორი ცალი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა, ოთხი ცალი ერთთეთრიანი მონეტა, ქაღალდები წარწერებით, სავიზიტო ბარათი, გ-----------–--–---–ის პირადობის მოწმობა, სამი ცალი ექსპრეს ბარათი, ლიბერთი ბანკის ბარათი, ნეოქარდის ბარათი, მეტრომანის ბარათი, უნდა დაუბრუნდეს გარდაცვლილ გ-----------–--–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. ექსპერტ ღ-----------------–---–ისაგან ამოღებული გ------ ფ--–--–---–ის გვამის შუბლის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის და კეფის მიდამოებიდან თმის ნიმუშები, გ-----------–--–---–ის გვამის ორივე მტევნიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, გ-----------–--–---–ის გვამის ორივე მტევნიდან აღებული ანაწმენდები, გ-----------–--–---–ის გვამში აღმოჩენილი ერთი ცალი მეტალის ტყვიის მაგვარი საგანი, სპილენძისფერი, გ-----------–--–---–ის გვამიდან ერთჯერადი შპრიცით აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ექსპერტ ღ----------------–---–ისაგან ამოღებული დ---------–----ოს ტანსაცმელები და პირადი ნივთები (ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქამარი, მუქი მომწვანო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ჭრელი ტრუსი, შავი წინდები, ჩალისფერი თასმიანი ფეხსაცმელი, ორი ცალი გასაღები, პატარა ზომის გასაშლელი დანა, დაზიანებული ძეწკვი,მომრგვალო ფორმის მეტალის ჯვრისა და წმინდა გიორგის გამოსახულებით), უნდა დაუბრუნდეს გარდაცვლილ დ---------–----ოს ოჯახის სრულწლოვან წევრს. ექსპერტ ღ----------------–---–ისაგან ამოღებული დ---------–----ოს გვამის თავის ხუთი მიდამოებიდან თმის ნიმუშები, დ---------–----ოს გვამიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, დ---------–----ოს გვამის ორივე მტევნიდან აღებული ანაწმენდები, დ---------–----ოს გვამიდან ერთჯერადი შპრიცით აღებული სისხლის ნიმუში, დ---------–----ოს გვამში აღმოჩენილი ორი ცალი მეტალის ტყვიის მაგვარი საგანი, სპილენძისფერი, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა N----- W--------ი, ხელწერილით დაუბრუნდა მესაკუთრეს. ავტომანქანა V---------------- 2002-ი, რომელიც დგას საჯარიმო ავტოსადგომზე, შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა V---------------- 2002-ისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ნახევრად დამწვარი სანომრე ნიშანი S---9--, პლასტმასის მუქი ფერის დეტალი, კეპიანი ქუდი, მუქი ფერის პლასტმასის დეტალი, პლასტმასის დეტალი სახელური, ექვსი ცალი მასრა, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა V---------------- 2002-ი დამატებით დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვავის ნიმუშები, სადენები, ორი ცალი მასრა, ნაჭრის ფრაგმენტი - რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. შპს „ე-------–იდან“ გამოთხოვილი მყარი დისკი, კ---------------–-–ვილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო/აუდიო ჩანაწერის დისკი რეგ. 19/ს „ARITA DVD-R, CD დისკი შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია განჩინებაზე N 11/ა-55-17, CD დისკი შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია განჩინებაზე N 11/ა-17-17 და CD დისკი შემთხვევის ადგილისა და დამწვარი ავტომანქანის ფოტოილუსტრაციით, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ---------------–-–ვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. კ---------------–-–ვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

1.2. კ---------------–-–ვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-2 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

1.3. კ---------------–-–ვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მულის მე-3 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ კ---------------–-–ვილს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

1.5. მსჯავრდებულ კ---------------–-–ვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2019 წლის 8 თებერვლის 1-:35 საათიდან.

 

2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: მეტალის ნაწილაკი, მასრა, ტყვიის გულა, შავი ფერის „ნოკია“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, ბილაინის სიმბარათით, დაზიანებული „ნოკია“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, სიმბარათით, სისხლისმაგვარი ლაქა, ერთი ცალი ტყვიის გულა, ორი ცალი დასაკეცი დანა, კეპიანი ქუდი, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლიდან სისხლისმაგვარი ლაქები, ავტომანქანის წინა მძღოლის სავარძლის სავარძლიდან სისხლისმაგვარი ლაქები, ორი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, ფურცლებითა და ბარათებით, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.2. ექსპერტ ღ-----------------–---–ისაგან ამოღებული გ-----------–--–---–ის ტანსაცმელები და პირადი ნივთები (თეთრი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ღია ცისფერი ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამრით, მუქი ლურჯი ნაცრისფერზოლებიანი ტრუსი, შავი ფერის ნაჭერი, შავი ფერის თასმიანი ფეხსაცმელი, ყავისფერტარიანი გასაშლელი დანა, შავი საფულე, ოთხი ცალი ოცლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა, ორი ცალი ერთლარიანი მონეტა, ორი ცალი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა, ოთხი ცალი ერთთეთრიანი მონეტა, ქაღალდები წარწერებით, სავიზიტო ბარათი, გ-----------–--–---–ის პირადობის მოწმობა, სამი ცალი ექსპრეს ბარათი, ლიბერთი ბანკის ბარათი, ნეოქარდის ბარათი, მეტრომანის ბარათი, დაუბრუნდეს გარდაცვლილ გ-----------–--–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.3. ექსპერტ ღ-----------------–---–ისაგან ამოღებული გ------ ფ--–--–---–ის გვამის შუბლის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის და კეფის მიდამოებიდან თმის ნიმუშები, გ-----------–--–---–ის გვამის ორივე მტევნიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, გ-----------–--–---–ის გვამის ორივე მტევნიდან აღებული ანაწმენდები, გ-----------–--–---–ის გვამში აღმოჩენილი ერთი ცალი მეტალის ტყვიის მაგვარი საგანი, სპილენძისფერი, გ-----------–--–---–ის გვამიდან ერთჯერადი შპრიცით აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.4. ექსპერტ ღ----------------–---–ისაგან ამოღებული დ---------–----ოს ტანსაცმელები და პირადი ნივთები (ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქამარი, მუქი მომწვანო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ჭრელი ტრუსი, შავი წინდები, ჩალისფერი თასმიანი ფეხსაცმელი, ორი ცალი გასაღები, პატარა ზომის გასაშლელი დანა, დაზიანებული ძეწკვი,მომრგვალო ფორმის მეტალის ჯვრისა და წმინდა გიორგის გამოსახულებით), დაუბრუნდეს გარდაცვლილ დ---------–----ოს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.5. ექსპერტ ღ----------------–---–ისაგან ამოღებული დ---------–----ოს გვამის თავის ხუთი მიდამოებიდან თმის ნიმუშები, დ---------–----ოს გვამიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, დ---------–----ოს გვამის ორივე მტევნიდან აღებული ანაწმენდები, დ---------–----ოს გვამიდან ერთჯერადი შპრიცით აღებული სისხლის ნიმუში, დ---------–----ოს გვამში აღმოჩენილი ორი ცალი მეტალის ტყვიის მაგვარი საგანი, სპილენძისფერი, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.6. ავტომანქანა N----- W--------ი, ხელწერილით დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

2.7. ავტომანქანა V---------------- 2002-ი, რომელიც დგას საჯარიმო ავტოსადგომზე, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.8. ავტომანქანა V---------------- 2002-ისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ნახევრად დამწვარი სანომრე ნიშანი S---9--, პლასტმასის მუქი ფერის დეტალი, კეპიანი ქუდი, მუქი ფერის პლასტმასის დეტალი, პლასტმასის დეტალი სახელური, ექვსი ცალი მასრა, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.9. ავტომანქანა V---------------- 2002-ი დამატებით დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვავის ნიმუშები, სადენები, ორი ცალი მასრა, ნაჭრის ფრაგმენტი - რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.10. შპს „ეკო ოილიდან“ გამოთხოვილი მყარი დისკი, კ---------------–-–ვილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო/აუდიო ჩანაწერის დისკი რეგ. 19/ს „ARITA DVD-R, CD დისკი შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია განჩინებაზე N 11/ა-55-17, CD დისკი შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია განჩინებაზე N 11/ა-17-17 და CD დისკი შემთხვევის ადგილისა და დამწვარი ავტომანქანის ფოტოილუსტრაციით, რომლებიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა