გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002408580
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/2415-18

28 თებერვალი 20-- წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ნ------------ი

წარმომადგენელი - ქე-------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მა-–-----–---–---ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, 20-8 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი) და 20-5 წლის 24 სექტემბრის №2--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის

 

დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხე მხარემ შესაგებელში მიუთითა, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 10 თებერვლის #2-1-----14 გადაწყვეტილებით ნ------------ის სასარჩელო მოთხოვნები შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. გადაწყვეტილებით დადგინდა მხარეთა შორის 20-4 წლის 27 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7--- ამერიკული დოლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს უკანონო მფლობელობიდან ნ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე: თ---–-------------------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-.1-.--.---.0--) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-5 წლის 24 სექტემბერს ნ------------ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2---------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 10 თებერვლის #2--------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 1--24);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 24 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი (№2---------) (ტ. I, ს.ფ. 18).

 

3.1.2. ნ------------მა 20-5 წლის 29 სექტემბერს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 24 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის (№2---------) საფუძველზე, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება მოვალე შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ (ს/კ - 2--------) მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 118);

- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 11-).

 

3.1.3. №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 11 ოქტომბერს წერილობით

 

მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა: 1. ირიცხებოდა თუ არა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ სახელზე უძრავი ქონება; 2. იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით) ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთული, როდის და ვის სასარგებლოდ; 3. რეგისტრირებული იყო თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა, როდის და ვის მიერ. ასევე ითხოვა უძრავი ქონების ამონაწერის ასლის, იპოთეკის ხელშეკრულების ასლების, სხვა სანივთო თუ ვალდებულებითი ხელშეკრულების ასლების მიწოდება, ინფორმაცია ყადაღის რეგისტრაციის მომთხოვნისა და ყადაღის რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ (შესაბამისი დოკუმენტების ასლები), ასევე, უძრავი ქონების ნახაზებისა და ორთოფოტოების მიწოდება; მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ინფორმაციის მიწოდება - იყო თუ არა მოვალე რეგისტრირებული მეწარმე-გადამხდელად, ფლობდა თუ არა წილს კომერციულ საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ვინ იყვნენ საწარმოს პარტნიორები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-5 წლის 11 ოქტომბრის №A1--------006 წერილი (ტ. I, ს.ფ. 143).

 

3.1.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 11 ოქტომბერს მოვალე შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ გაუგზავნა №A1--------005/00- და №A1--------005/0-- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. წინადადებით მოვალეს განემარტა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან განემარტა, რომ დარეგისტრირებულ იქნა მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად დამატებით აღარ ეცნობებოდა. სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge .

 

№A1--------005/0-- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 20-5 წლის 13 ოქტომბერს ჩაბარდა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ დირექტორის - ა---------–------------ის მეუღლეს ნ------------–--ეს. ხოლო №A1--------005/00- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 20-5 წლის 15 ოქტომბერს ჩაიბარა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ წარმომადგენელმა - თ------------–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 11 ოქტომბრის №A1--------005/00- და №A1--------005/0-- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 128-139);

- ჩაბარების დასტურები (ტ. I, ს.ფ. 126-127).

 

3.1.5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 17 ოქტომბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ყადაღის დადება შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ საკუთრებაში რიცხულ წილზე შპს „ჯ--------------ის“ (ს/ნ 4--------) კაპიტალში 100%-იან წილზე.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 17 ოქტომბერს მიმართა ასევე ამავე ბიუროს აღმასრულებლებს და მოითხოვა №A12------ სააღსრულებო საქმის (კრედიტორი: შპს „ქა-------–------------–---------------–-----------“) წარმოების პროცესში ამოღებული თანხის დაყადაღება 7639.8 აშშ დოლარისა და 398.04 ლარის ფარგლებში, №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 17 ნოემბერს მიმართა სს „ვ------------ა“ და სს „ბანკი ქართუს“ და საინკასო დავალების შესრულების ინტერესიდან გამომდინარე, ითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ №A1------- სააღსრულებო საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღის გაუქმება და არ გაეთვალისწინებინათ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ ანგარიშებზე მათ ბანკში. აღნიშნულის თაობაზე, აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ნოემბრის მიმართვით ეცნობა ასევე სს „თიბისი ბანკს“, ხოლო 20-5 წლის 09 დეკემბრის მიმართვით სს „პროკრედიტ ბანკს“ და სს „საქართველოს ბანკს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0--/00- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 169);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0--/003 მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 165);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ნოემბრის №A1--------0-7/00- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 298-299);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ნოემბრის №A1--------0-7/0-- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 297);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 09 დეკემბრის №A1--------0-7/003 მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 286);

- საინკასო დავალებები (ტ. I, ს.ფ. 287-288).

 

3.1.6. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 17 ოქტომბერს წერილობით მიმართა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“, რომელსაც გაფრთხილების მიღებიდან 5 დღის ვადაში დაევალა უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხის თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენა. მოვალეს ასევე ეცნობა, რომ №A1------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას, კერძოდ, ავტომანქანებს და დაყადაღების შემდეგ მესაკუთრეს ეკრძალებოდა დაყადაღებული ქონების განკარგვა ნებისმიერი ფორმით. მოვალეს დაევალა დაყადაღებული ქონების აღმასრულებელთან წარდგენა ან ქონების ადგილსამყოფელის მითითება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------009/00- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 226-228);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0-0/00- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 240-248).

 

3.1.7. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 17 ოქტომბერს №A1--------0-1/00- წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შპს „ჯ--------------ის“ (ს/ნ 4--------) ბოლო სამი წლის შედარების აქტის წარდგენა.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0-1/0-- მიმართვით შპს „ჯ--------------ის“ დირექტორს ეთხოვა 5 დღის ვადაში ორგანიზაციის ბოლო სამი წლის შედარების აქტის, მოგება-ზარალის და ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. ასევე ეთხოვა მიმდინარე პერიოდის ბალანსის, მიმდინარე პერიოდისთვის დებიტორ-კრედიტორების, ძირითადი საშუალებების ნუსხისა და ნაშთების (სასაქონლო მატერიალური მარაგის) თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0-1/00- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 261-262);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0-1/0-- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 259-260);

 

3.1.8. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-5 წლის 1- ოქტომბრის №7---- ოქმის თანამხად, აღმასრულებელი გამოცხადდა ქალაქ თბილისში, ჯ-------ის ქ. №6--ში. აღმასრულებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე შპს „ქა-------–------------–---------------–-----------“ ვერ მოიძია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-5 წლის 1- ოქტომბრის №7---- ოქმი (ტ. I, ს.ფ. 263-264).

 

3.1.9. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 20 ოქტომბერს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ (ს/ნ 2--------) მთელ ქონებაზე მიმდინარეობდა ყადაღის დადება ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20-5 წლის 22 ოქტომბრის წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 20-3 წლის 1- დეკემბრის №0------- შეტყობინების საფუძველზე, შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ (ს/ნ 2--------) მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახური იყენებდა მოგირავნის უფლებას შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მოძრავი ქონების მიმართ. დამატებით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზის 20-5 წლის 21 ოქტომბრის მონაცემებით შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ სალდირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 3 296 008, 11 ლარს.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 31 ოქტომბრის წერილით ნ------------ს 20-5 წლის 29 ოქტომბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახური იყენებდა მოგირავნის უფლებას და ითხოვდა ყადაღის მოხსნას მოვალის შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს‘’ მოძრავ ქონებაზე, რაც დაკმაყოფილებული იქნა. ხოლო მოვალის მიერ ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის გამო, ინფორმაცია გადაგზავნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს 20-5 წლის 28 ნოემბრის №MIA 0------------ წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მხრიდან ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი არ შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ზედამხედველი პროკურორის სიტყვიერი მითითებით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20-5 წლის 22 ოქტომბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 277-278);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 31 ოქტომბრის №A1--------0-3/00- (ტ. I, ს.ფ. 267-268);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს 20-5 წლის 28 ნოემბრის №MIA 0------------ წერილი (ტ. I, ს.ფ. 279).

 

3.1.10. აღმასრულებელი 20-5 წლის 02 ნოემბერს გამოცხადდა მისამართზე ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. №6--ში აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულ მისამართზე დახვდა შპს-ს დირექტორი ა---------–------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ იყო საქმის კურსში, კერძოდ, ქონებრივი ნუსხის წარდგენაზე, რასაც წარადგენდა. ასევე, განმარტა, რომ შპს-ს ერიცხება მოძრავი ნივთები 400 000 ლარის ღირებულების. აღმასრულებელმა ოქმში აღნიშნა, რომ მოცემული დროისათვის შეუძლებელი იყო ქონების აღწერა-დაყადაღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-5 წლის 02 ნოემბრის №7---- ოქმი (ტ. I, ს.ფ. 280-281).

 

3.1.11. შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ დირექტორის ა---------–------------ის 20-5 წლის 02 ნოემბრის წერილით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია ქონების შესახებ: 1. ავტომობილი „სამანდა“ – 318 ერთეული, საბაზრო ღირებულებით - 350 000 ლარი - ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. #6-, ავტოსათადარიგო ნაწილები ღირებულებით 527 000 ლარი - ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. #6-, მანქანა დანადგარები - 20 000 ლარი - ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. #6-, საოფისე ინვენტარი - 15 000 ლარი - ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. #6-, სულ 912 000 ლარი; ასევე ეცნობა, რომ მესამე პირებს კომპანიის მიმართ გააჩნდათ ფულადი ვალდებულებები, რის შესახებაც ინფორმაციას მოგვიანებით წარადგენდა.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 20-5 წლის 04 ნოემბერს მიმართა კომპანიას და მოითხოვა ქონებრივი ნუსხის თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი წარდგენა. აღნიშნულზე კომპანიის დირექტორმა ა---------–------------ემ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს დამატებით აცნობა, რომ შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მიერ დაფუძნებულ იქნა შვილობილი კომპანია შპს „ჯ--------------ი“, რომლის დირექტორად რეგისტრირებული იყო აგრეთვე ი-–--------------ი. მის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, შპს „ჯ--------------ს“ რაიმე უძრავი და მოძრავი ქონება არ გააჩნდა, რის გამოც არ შეეძლო მოთხოვნილი ქონების ჩამონათვლის წარდგენა. ა---------–------------ემ 20-5 წლის 11 ნოემბერს აღმასრულებელს მიაწოდა კომპანიის მოვალეთა სია. 20-5 წლის 13 ნოემბერს აცნობა, რომ შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ საკუთრებაშია საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც განთავსებულია ოფისში, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. #6-. ხოლო 20-5 წლის 17 ნოემბერს აცნობა, რომ მოვალე კომპანიას წარმოადგენს შპს „უ–-----------–---ი“ (ს/კ 2--------, თბილისი, ლ--------------ის ქუჩა №20) - თანხა 42 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---------–------------ის 20-5 წლის 02 ნოემბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 220);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-5 წლის 04 ნოემბრის №A1--------009/003 მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 218-21-);

- ა---------–------------ის 20-5 წლის 04 ნოემბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 214);

- ა---------–------------ის 20-5 წლის 11 ნოემბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 206);

- ა---------–------------ის 20-5 წლის 13 ნოემბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 204).

- ა---------–------------ის 20-5 წლის 17 ნოემბრის წერილი (ტ. I, ს.ფ. 1-4).

 

3.1.12. დადგენილია, რომ 20-5 წლის 15 დეკემბერს ნ------------ის წარმომადგენელმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ყადაღის დადება შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მოთხოვნებზე მესამე პირთა მიმართ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-5 წლის 16 დეკემბრის №A1--------0-5/00- განკარგულების საფუძველზე, ყადაღა დაედო მოვალე შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მოთხოვნას დავალებული პირის შპს „უ–-----------–---ის“ მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-5 წლის 16 დეკემბრის №A1--------0-5/00- განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 303-304);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-6 წლის 15 იანვრის №A1--------0--/0-- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 30--302).

 

3.1.13. დადგენილია, რომ A1--------0-1/0-- წერილის ჩაბარების მიზნით, აღმასრულებელი 20-6 წლის 27 მაისს გამოცხადდა მისამართზე - ქ. თბილისი, ჯ-------ის ქ. №6-, შპს „ჯ--------------ი“ (ყოფილი სასწრაფოების გარაჟი). აღნიშნულ მისამართზე დახვდა შპს „ჯ--------------ის“ დაცვის უფროსი ნ----------–---ძე, რომელმაც განმარტა, რომ ი-–--------------ი არის კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს. კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა---------–------------ე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, აღმასრულებლის 20-5 წლის 17 ოქტომბრის №A1--------0-1/0-- მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელზე გადასაცემად ჩაბარდა დაცვის უფროსს ნ----------–---ძეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-6 წლის 27 მაისის N9---- ოქმი (ტ. I, ს.ფ. 313-314).

 

3.1.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-6 წლის 22 ივნისის №2/1-----16 განჩინებით 1. შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს (ს/ნ 2--------) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში; 2. მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო; 3. აეკრძალა მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე; 4. განემარტა მეურვეს, რომ იგი ვალდებული იყო განეხილა და შეეფასებინა მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოემზადებინა მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარედგინა იგი სასამართლოსთვის. შეენახა სამეურვეო ქონება და დაეცვა იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაედგინა ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა მათთვის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დაედო ხელშეკრულებები და ესარგებლა მესამე პირების მომსახურებით; 5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო მეურვესთვის წარედგინა ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევდა წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; 6. შეჩერდა შპს ”ქა-------–------------–---------------–-----------ს” მიმართ იძულებითი აღსრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-6 წლის 22 ივნისის (საქმე №2/1-----16) განჩინება (ტ. I, ს.ფ. 316-317).

 

3.1.15. საქმეში წარმოდგენილი 20-6 წლის 1- აგვისტოს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-------ის ქუჩა №6-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-.1-.--.---.0-- (ნაკვეთის საკუთრება: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 12207.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 13; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 3-48.00; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №3, №4, №5, №6, №7 და №8) 1-56 კვ.მ.-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ------------ი, ხოლო 1492 კვ.მ.-ის მესაკუთრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 დეკემბრის №3-.42.1--- დადგენილება; 20-4 წლის 05 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------; ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-0 წლის 12 იანვრის №0------- წერილი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1-/08/20-6 (ტ. I, ს.ფ. 39-40).

 

3.1.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 ოქტომბრის (საქმე №2/2-----20-6) გადაწყვეტილებით ს.ს. ,,ბანკი ქართუს” სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილებით დადგინდა ს.ს. ,,ბანკი ქართუ”-ს მიმართ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს დავალიანების 186473 (ას ოთხმოცდაექვსიათას ოთხას სამოცდაცამეტი) ლარის და 65 (სამოცდახუთი) თეთრის გადახდევინების მიზნით ქ.თბილისში, ჯ-------ის ქუჩა #6--ში, #0-.1-.--.---.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან ნ------------ის საკუთრებად აღრიცხული ქონების რეალიზაციის (შენობა-ნაგებობა 1-56 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად) განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 ოქტომბრის №2/2-----20-6 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 41-48).

 

3.1.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 10 იანვრის ამონაწერით სხდომის ოქმიდან (საქმე №2/1-----16) დგინდება, რომ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება; შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------"-ს გაკოტრების მმართველად დაინიშნა ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიურო; შ.პ.ს. „ქა-------–------------–---------------–-----------“-ს მეურვეს შეუწყდა უფლებამოსილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 10 იანვრის ამონაწერი სხდომის ოქმიდან (საქმე №2/1-----16) (ტ. I, ს.ფ. 91-92).

 

3.1.18. აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 23 იანვრის №4--- წერილით ნ------------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 იანვრის განჩინების საფუძველზე (საქმე #2/1-----16) შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, 20-8 წლის 10 იანვრიდან კი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გაკოტრების მმართველის ფუნქციას. ასევე ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 24 სექტემბრის №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა 20-6 წლის ივნისის თვეში, რადგან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება.

 

ამავე წერილით ნ------------ის წარმომადგენელს 20-8 წლის 15 იანვრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მხარის მიერ მოთხოვნილი ქ. თბილისში, ჯ-------ის ქ. #6--ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს.კ. 0-.1-.--.---.077) შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ კუთვნილი ქონების (ავტომობილების) გატანა გულისხმობდა ზემოხსენებული ტერიტორიის გამოთავისუფლებას. მოვალე - შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოება, რაც არ იძლეოდა შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 23 იანვრის №4--- წერილი (ტ. I, ს.ფ. 26-27).

 

3.1.1-. 20-8 წლის 25 იანვარს ნ------------მა განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისი, ჯ-------ის ქუჩა №6-; ს/კ 0-.1-.--.---.0--) გამოთხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 17).

 

3.1.20. 20-8 წლის 21 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-8 წლის 16 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №2/1-----16.

 

20-8 წლის 21 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა №1---- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს. განცხადებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 ივნისის განჩინებით (საქმე #2/1-----16) დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მიმართ და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ხოლო მიმდინარე წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. შესაბამისად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულების შეჩერება და არ მომხდარიყო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 86);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 87);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 21 თებერვლის №1---- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 28-29).

 

3.1.21. 20-8 წლის 02 მარტს ნ------------ის წარმომადგენელმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოთქვა უკმაყოფილება №A1------- სააღსრულებო საქმეზე აღსრულების გაჭიანურების გამო.

 

აღნიშნულზე აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- წერილით ნ------------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #A1------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი: ნ------------ი, მოვალე: შპს „ქა-------–------------–---------------–-----------“) განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები. ასევე ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 22 ივნისის #2/1-----16 განჩინების თანახმად, შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინების მე-6 პუნქტის თანახმად, შეჩერდა მის მიმართ იძულებითი აღსრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები; მათ შორის, მოვალის უკანონო მფლობელობიდან კრედიტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 36-37).

 

3.1.22. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირი 20-7 წლის 17 ნოემბერს და შემდგომ 20-8 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდა მისამართზე: თბილისი, ჯ-------ის ქუჩა №6--ში, აღნიშნულ მისამართზე არსებული მდგომარეობის დაფიქსირების მიზნით. აღნიშნულის თაობაზე შედგა ოქმები ფაქტების კონსტატაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-7 წლის 17 ნოემბრის №F1------- ოქმი (ტ. II, ს.ფ. 10-14);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 20 სექტემბრის №--------- ოქმი, CD დისკი (ტ. II, ს.ფ. 15-22).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- წერილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე დაევალოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, 20-8 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა და 20-5 წლის 24 სექტემბრის №2--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის

 

ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება განვიხილოთ სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად. ამასთან, იძულებითი აღსრულების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ იძულებითი აღსრულებისას მოვალის ინტერესთა ხელყოფის საშიშროება არსებობს. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას უნდა დაიცვას კანონის ყველა დანაწესი, რაც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიაა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 10 თებერვლის #2-1-----14 გადაწყვეტილებით ნ------------ის სასარჩელო მოთხოვნები შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. გადაწყვეტილებით დადგინდა მხარეთა შორის 20-4 წლის 27 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7--- ამერიკული დოლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს უკანონო მფლობელობიდან ნ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე: თ---–-------------------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-.1-.--.---.0--) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-5 წლის 24 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2---------).

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადება და 20-5 წლის 24 სექტემბერს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-6 წლის 22 ივნისის №2/1-----16 განჩინებით შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს (ს/ნ 2--------) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ მიმართ იძულებითი აღსრულება შეჩერდა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით (საქმე №2/1-----16) შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი სადავო ადინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით - აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- წერილით მოსარჩელისათვის განმარტებულ იქნა, რომ 20-5 წლის 24 სექტემბერს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცლის წარმოება შეჩერებული იყო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აღმასრულებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, მათ შორის მოვალის უკანონო მფლობელობიდან კრედიტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, განსახილველი დავის არსი და სასამართლოს მსჯელობის საგანია რამდენად კანონიერია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - შპს ქა-------–------------–---------------–-----------ს უკანონო მფლობელობიდან ნ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ------------ი არის თბილისში, ჯ-------ის ქუჩა N6--ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე და მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შპს ,,ქა-------–------------–---------------–-----------ს‘’ აღარ გააჩნია ნ------------ის ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით: ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება

 

მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სპეციალურ დანაწესებს სამეწარმეო სუბიექტის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების შესახებ, რომელიც ძირითად შემთხვევაში ეხება მრავალი კრედიტორის ინტერესებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიზანია მოვალე არ ჩავარდეს უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და ხელი შეეწყოს კრედიტორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაკმაყოფილებას. აღსრულების ღონისძიებების შეჩერების რეგულაციის შემოღებით კი ბუნებრივია, რომ კანონმდებელი აზღვევს გარკვეულ რისკებს, რამაც უნდა დაიცვას სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მონაწილე კრედიტორის ინტერესები, რომ მისი მოთხოვნა არ დარჩეს აღუსრულებელი.

 

მართალია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოვალის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება ჩერდება და სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მყოფი კრედიტორის ინტერესის რეალიზაცია და დაცვა ხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეჟიმი არ უნდა გავრცელდეს მოცემული დავის ფარგლებზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შემთხვევაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, აღსრულების შეჩერებით კი ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესებს. კერძოდ, იზღუდება მისი საკუთრების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად კი, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-- წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, კერძოდ, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოვალე შპს „ქა-------–------------–---------------–-----------ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის პროცედურის გაგრძელებაზე. აღნიშნული გარემოება უდავოდ წარმოადგენს გასაჩივრებული - აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, კერძოდ, 20-8 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში მოვალის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა და 20-5 წლის 24 სექტემბრის №2--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი

 

ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 24-ე, 32, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 02 აპრილის №2---- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, 20-8 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი) და 20-5 წლის 24 სექტემბრის №2--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

4. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური