გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210019002796846
საქმე N2/05-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ.თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – სს ,,ბ----------’’ წარმომადგენელი – თ------------–---–ი მოპასუხეები – გ------------–---–ი, ლ--------------–---–ი წარმომადგენელი - ი-–-----------–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------------–---–ს და ლ--------------–---–ს სს ,,ბ----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 33504.47 ლარის გადახდა, კერძოდ: სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N2016-12-22/0041/BSN/154777/001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 32 361.68 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 27500.14 ლარი, პროცენტი - 2125.92 ლარი, ჯარიმა - 2735.62 ლარი.
1.2. სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორებული NSME/154/777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1142.79 ლარი, საიდაც ძირითადი დავალიანებაა 735.62 ლარი, პროცენტი - 42.53 ლარი, ჯარიმა - 364.64 ლარი. თავდები ლ--------------–---–ის პასუხისმგებლობის მოცულობა განსაზღვრულია 50 000 აშშ დოლარით.
1.3. მოპასუხეებს გ------------–---–ს და ლ--------------–---–ს სს ,,ბ----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 4 იანვრის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირითად თანხებზე (27500.14 ლარზე და 735.62 ლარზე) 0.1%-ის გადახდა, აღნიშნულ საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
1.4. დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად
გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე, კერძოდ, იპოთეკის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: მისამართი: თელავი, ქ---------------------, დაზუსტებული ფართობი 605კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.70; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.20.37.4--. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან ერთად. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს გ------------–---–ის და ლ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1.5. წინამდებარე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.6. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება NSME/154777/22.12.2016, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2016-12-22/0041/BSN/154777/001, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 33 600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 13.25%-ის დარიცხვით, ვადით: 23/12/2016 წლიდან 23/11/2021 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათის: მიმდინარე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების 4.3.1 და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ყოველი თვის 23 რიცხვში 500 ლარის გადახდით. მოპასუხე გ------------–---–ის მიერ არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი, ამასთან 06/09/2018 წლის შემდეგ გ------------–---–ს ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამდენად, 23/06/2018 წლის შემდეგ სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მოპასუხის მიერ უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება საკრედიტო ხელშეკრულების 5.1 პუნქტთ გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე.
სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 31 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 12%-ის დარიცხვით, ვადით: 31/07/2017 წლიდან 30/07/2019 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 1% ყოველივადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშერკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებლება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ყოველი თვის 30 რიცხვში 56.49 ლარის გადახდით. მოპასუხე გ------------–---–ის მიერ არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი, ამასთან 30/06/2018 წლის შემდეგ გ------------–---–ს ანგარიშზე თანხა არ შეუტანია, ამდენად 30/06/2018 წლის შემდეგ სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში, გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის ვადაგადაცილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მოპასუხის მიერ უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება საკრედიტო ხელშეკრულების 3.7 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე.
2016 წლის 22 დეკემბრის NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული იქნა 22.12/021-16 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი თელავი, ქ---------------------, დაზუსტებული ფართობი: 605კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.70; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.20.37.4--. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან ერთად. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადო წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2016 წლის 22 დეკემბერს NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბ-----------’’ და მოპასუხე ლ--------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება NSME/154809/22.12.2016, რომლის საფუძველზეც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე გ------------–---–ის ფულად ვალდებულებებზე 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში, მოპასუხე გ------------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ თავდებობის ხელშეკრულების 3.3.1 პუნქტის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით თავდების ქონებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს და დარიცხულ პროცენტს, ასევე პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისთვის, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/სააღსრულებო ხარჯებს.
მიუხედავად მოპასუხეების არაერთი გაფრთხილებისა, გ------------–---–ის და ლ--------------–---–ის მიერ ამ დრომდე არ არის ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული. შესაბამიად, 2019 წლის 4 იანვრის მდგომარეობით გ------------–---–ის და ლ--------------–---–ის სოლიდარული დავალიანება ჯამში შეადგენს 33 504.47 ლარს.
2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 12.3 პუნქტის, 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N2016-12-22/0041/BSN/154777/001 საკრედიტო ხელშეკრულების 10.2 პუნქტის, 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003 საკრედირო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის, 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, მხარემ მიუთითა, რომ გრაფიკის მიხედვით ყოველ თვეს უნდა გადაეხადა 500 ლარი ხელფასიდან და ნოემბრის თვეში ყურძნის რეალიზაციიდან 4000 ლარი პირველ წელს გადაიხადა, 2018 წელს კი ითხოვდა გადახდის გრაფიკის შეცვლას, რათა გადაეხადა, მაგრამ არ გაითვალისწინა ბანკმა. სასამართლო სხდომაზე გ------------–---–მა და ლ--------------–---–-ა მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება NSME/154777/22.12.2016, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2016-12-22/0041/BSN/154777/001, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 33.600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 13.25%-ის დარიცხვით, ვადით: 23/12/2016 წლიდან 23/11/2021 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათის: მიმდინარე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულება NSME/154777/22.12.2016 (ს.ფ. 19-24);
- 2016 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება N2016-12-22/0041/BSN/154777/001 (ს.ფ. 25-28);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 29-30);
3.1.2. სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 31 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 12%-ის დარიცხვით, ვადით: 31/07/2017 წლიდან 30/07/2019 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 1% ყოველივადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003 (ს.ფ. 31-37);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 38)
3.1.3. 2016 წლის 22 დეკემბრის NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული იქნა 22.12/021-16 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი თელავი, ქ---------------------, დაზუსტებული ფართობი: 605კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.70; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.20.37.4--. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან ერთად. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადო წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის 22.12/021-16 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-40);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42);
3.1.4. 2016 წლის 22 დეკემბერს NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბ-----------’’ და მოპასუხე ლ--------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება NSME/154809/22.12.2016, რომლის საფუძველზეც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე გ------------–---–ის ფულად ვალდებულებებზე 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება NSME/154809/22.12.2016 (ს.ფ. 43-44);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოვალეს 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N2016-12-22/0041/BSN/154777/001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 32 361.68 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 27500.14 ლარი, პროცენტი - 2125.92 ლარი, ჯარიმა - 2735.62 ლარი.
3.2.2. მოვალეს 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორებული NSME/154/777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1142.79 ლარი, საიდაც ძირითადი დავალიანებაა 735.62 ლარი, პროცენტი - 42.53 ლარი, ჯარიმა - 364.64 ლარი.
დავალიანების ამოღება პირველ რიგში უნდა მოხდეს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციის ხარჯზე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება უნდა მიექცეს გ------------–---–ისა და ლ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის 22.12/021-16 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-40);
- 2016 წლის 22 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება NSME/154809/22.12.2016 (ს.ფ. 43-44);
- 2019 წლის 4 იანვრის ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 51);
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ბ----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 286-ე, 301-ე 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-464-ე, 623-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებლებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები და განუსაზღვრა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება NSME/154777/22.12.2016, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2016-12-22/0041/BSN/154777/001, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 33 600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 13.25%-ის დარიცხვით, ვადით: 23/12/2016 წლიდან 23/11/2021 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათის: მიმდინარე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 31 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 12%-ის დარიცხვით, ვადით: 31/07/2017 წლიდან 30/07/2019 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის მიმდინარე დავალიანების 1% ყოველივადაგადაცილებული დღისათვის.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების NSME/154777/22.12.2016 ფარგლებში, 2016 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე სესხი 33 600 ლარის ოდენობით, ვადა განისაზღვრა 23/12/2016-დან 23/11/2021 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 13.25% დარიცხვით და 2017 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე სესხი 1200 ლარის ოდენობით, ვადა განისაზღვრა 31/07/2017-დან 30/07/2019 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 12% დარიცხვით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის და თავდების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. სს ,,ბ----------’’ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, გ------------–---–თან ერთად ლ--------------–---–ის ვალდებულება სს ,,ბ----------ს’’ წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე ლ--------------–---–-ა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადასახდელებზე და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.5. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2019 წლის 4 იანვრის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირითად თანხებზე (27500.14 ლარზე და 735.62 ლარზე) 0.1%-ის გადახდას, აღნიშნულ საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2016 წლის 23 დეკემბერს სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და 2017 წლის 31 ივლისს სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1%.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით, 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1%-ით. აღნიშნული წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 273.56 ლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 36.50 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული იქნა 22.12/021-16 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი თელავი, ქ---------------------, დაზუსტებული ფართობი: 605კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.70; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.20.37.4--. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა, ვერ შეძლო არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ბ----------ს’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკის ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 6.1. პუნქტის შესაბამისად რეალიზებული უძრავი ნივთის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს 1.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნის (ძირითადი მოთხოვნა მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებთან ერთად, დაუბრუნებელი კრედიტის, მასზე დარიცხული პროცენტის, შესაძლო პირგასამტეხლოს, საკომისიოს, შეუსრულებლობის გამო გაწეული, სასამართლო, საარბიტრაჟო, სანოტარო, სააღსრულებო, რეალიზაციის, იძულებით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით) სრულად დაფარვას, იპოთეკარის დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება კლიენტის სხვა ქონების ხარჯზე. 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 4.12.3 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგან(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. ამასთან, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი სარეალიზაციოდ მიქცევის შედეგად სრულად ვერ დაიფარება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნა, ბანკი უფლებამოსილია დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს მსესხებლის ნებისმიერი სხვა ქონებაზე (მსესხებლის კუთვნილი ნებისმირეი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე). 2016 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავდებობის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე და/ან თავდები ვერ უზრუნველყოფს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, თავდები უფლებას აძლევს კრედიტორს მასთან წინასწარი შეთანხმებისა და შეტყობინების გარეშე, კრედიტორის შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი აქტივიდან (მათ შორის მის კუთვნილ ნებისმიერი საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან) დაიკმაყოფილოს კონტრაქტითა და/ან წინამდებარე ხელშეკრულების სფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,11” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაუნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ,,ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან უარს შეიძლება მოჰყვეს.
სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა პოზიციების გათვალისწინებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იმგვარად, რომ დაცული იქნას თანაზომიერების პრინციპი. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია არსებებოდეს მოსარჩელის უპირატესი ინტერესი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1314.32 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 912.13 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 19.46 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ბ----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1 მოპასუხე გ------------–---–ს და ლ--------------–---–ს სს ,,ბ----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 30 714.27 ლარის გადახდა:
1.2. სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N2016-12-22/0041/BSN/154777/001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 29 899.62 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 27500.14 ლარი, პროცენტი - 2125.92 ლარი, ჯარიმა - 273.56 ლარი.
1.3. სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორებული NSME/154/777/22.12.2016 გენერალური ხელშეკრულებიდან, მის ფარგლებში სს ,,ბ-----------’’ და გ------------–---–ს შორის 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული N2017-07-31/0024/CNSMO/154777/003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სს ,,ბ-----------’’ და ლ--------------–---–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული NSME/154809/22.12.2016 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 814.65 ლარი, საიდაც ძირითადი დავალიანებაა 735.62 ლარი, პროცენტი - 42.53 ლარი, ჯარიმა - 36.50 ლარი.
თავდები ლ--------------–---–ის პასუხისმგებლობის მოცულობა განსაზღვრულია 50 000 აშშ დოლარით.
1.4. მოპასუხეებს გ------------–---–ს და ლ--------------–---–ს სს ,,ბ----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 4 იანვრის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირითად თანხებზე (27500.14 ლარზე და 735.62 ლარზე) 0.1%-ის გადახდა, აღნიშნულ საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
1.5. დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად
გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე, კერძოდ, იპოთეკის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: მისამართი: თელავი, ქ---------------------, დაზუსტებული ფართობი 605კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.70; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.20.37.4--. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან ერთად. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს გ------------–---–ის და ლ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
2. მოპასუხეებს სს ,,ბ----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 19.46 ლარი.
3. სს ,,ბ-----------” დაუბრუნდეს 04/01/2019 წელს სს ,,ბ---------–-’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 912.13 ლარი, (საკრედიტო საგადახდო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300863150. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელე სს ,,ბ-----------’ ეთქვას უარი.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი