გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
330210018002742506
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34598-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - ს- “ლ-------ი ბ---ი“

წარმომადგენლები - ნ---- ქ-----–---–ი, ე---------ე პ-----ე

მოპასუხეები - ზ----- ქ----–---ა, გ------ი ხ-----–---–ი, ნ--ა ქ--------ა

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეებს ზ----- ქ----–---ას, გ------ი ხ-----–---–ს და ნ--ა ქ--------ას ს- "ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბ---ო კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 8194.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4235.97 ლარი, პროცენტი 2548.04 ლარი, პირგასამტეხლო - 1410 ლარი;

 

1.2. სოლიდარული თავდებების გ------ი ხ-----–---–ის და ნ--ა ქ--------ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს ხელშეკრულებით ნაკისრი ზღვრული ოდენობის 7210,00 ლარის ფარგლებში.

 

1.3. ბ---ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ს- "ლ-------ი ბ---სა" და ზ----- ქ----–---ას შორის 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 7000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 29%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2--- წლის 24 ნ--------ს ს- "ლ-------ი ბ---სა“ და გ------ი ხ-----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 7210 ლარს; ასევე, 2--- წლის 24 ნ--------ს ს- "ლ-------ი ბ---სა” და ნ--ა ქ--------ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 7210 ლარს.

 

2--- წლის 14 ნ-----რის მდგომარეობით ს- "ლ-------ი ბ---ის" წინაშე მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 8194.01 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4235.97 ლარი, პროცენტი 2548.04 ლარი, პირგასამტეხლო - 1410 ლარი.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს ს- „ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი. მოპასუხეებმა დააზუსტეს და ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს- "ლ-------ი ბ---სა" და ზ----- ქ----–---ას შორის 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 7000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 29%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

სადავო არ არის გარემოება იმის, შესახებ მსესხებელმა თანხა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №------- (ს.ფ. 18-23).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 28-29).

 

3.1.2. ს- "ლ-------ი ბ---სა" და ზ----- ქ----–---ას შორის 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის №------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 24 ნ--------ს ს- "ლ-------ი ბ---სა“ და გ------ი ხ-----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 7210 ლარს.

 

ს- "ლ-------ი ბ---სა" და ზ----- ქ----–---ას შორის 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის №------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 24 ნ--------ს ს- "ლ-------ი ბ---სა” და ნ--ა ქ--------ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 7210 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25; 27).

 

3.1.3. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების 10.4 პუნქტითა და თავდებობის ხელშერკულებების 5.3 პუნქტებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25; 27).

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №------- (ს.ფ. 18-23).

 

3.1.4. 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2--- წლის 14 ნ-----რის მდგომარეობით, მსესხებლისათვის დარიცხული დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 4235.97 ლარს, რაც აღიარებს მოპასუხეებმა.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 28-29).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 24 ნ--------ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2--- წლის 14 ნ-----რის მდგომარეობით, მსესხებლისათვის დარიცხული დავალიანება კრედიტის პროცენტის სახით შეადგენს 2548.04 ლარს, პირგასამტეხლოს სახით - 1410 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 28-29).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ს- „ლ-------ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ემუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს ს- “ლ-------ი ბ---სა” და ზ----- ქ----–---ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა კლიენტზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 7000 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ზ----- ქ----–---ამ აითვისა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ბ---ის წინაშე ერიცხება დავალიანება. ამდენად, ს- „ლ-------ი ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი, კრედიტის ძირითადი თანხის 4235,97 ლარის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპსუხეებმა გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნეს ს- „ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი კრედიტის ძირითადი თანხის 4235,97 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ზ----- ქ----–---ას ს- „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 2548,04 ლარის გადახდა.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა მხარეთა შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუს-. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1410 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 700 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხევაში სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია ხელშეკრულებიდან და, შესაბამისად, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს- "ლ-------ი ბ---ს-“ და გ------ი ხ-----–---–სა და ნ--ა ქ--------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს მსესხებლის ზ----- ქ----–---ას მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულ შემთხვევაში 7210 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ზ----- ქ----–---ამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 7483,97 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ს- "ლ-------ი ბ---ი" უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის ამ თანხის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, ამასთან, თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულ შემთხვევაში 7210 ლარით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, ს- „ლ-------ი ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული ხელშერკულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 4235,97 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 127,07 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 97,63 ლარის გადახდა, ხოლო 21,3 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ საფოსტო ხარჯები 70 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ს- „ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ზ----- ქ----–---ას, გ------ი ხ-----–---–სა და ნ--ა ქ--------ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7484,01 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4235,97 ლარი, პროცენტი - 2548,04 ლარი და პირგასამტეხლო - 700 ლარი;

 

3. სოლიდარული თავდებების - გ------ი ხ-----–---–ისა და ნ--ა ქ--------ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს 7210 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. მოსარჩელე ს- „ლ-------ი ბ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 246 ლარიდან 127,07 ლარი (საგადახდო დავალება №----------; 2---------).

 

6. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 97,63 ლარისა და საფოსტო ხარჯების 70 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე