გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.08.2019
საქმის ნომერი
120210019003045237
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3045237-2/377-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აგვისტო 2019 წელი ქ. ახალციხე

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ს----- უ–------

წარმომადგენელი: კ------- მ-----–---–ი

მოპასუხე - დ----- ლ-----ე

წარმომადგენელი - თ------- დ-------–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

მოსარჩელე - დ----- ლ-----ე

წარმომადგენელი - თ------- დ-------–---–ი

მოპასუხე - ს----- უ–------

წარმომადგენელი: კ------- მ-----–---–ი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. ს----- უ–-----ის სასარჩელო მოთხოვნა:

ვინაიდან მისი ყოველმხრივი მცდელობის მიუხედავად დ----- ლ-----ე აგრძელებს მისი საკუთრების, კერძოდ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-–---–ი (საკადასტრო კოდით: 6--0--5--2--) არსებული მისი საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი 9ფართობი 16კვმ). ხელყოფას და მისით ხელშეშლას. სასამართლოს თხოვს მისი მოქმედების აღკვეთას და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას.

 

ს----- უ–------მ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–ი აქვს საკუთარი სახლი, რომელიც აჩუქა ბებიამ ქ--------ე ლ-----ემ ჩუქების ხელშეკრულებით 2011 წლის 15 ივლისს და საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებულია სახლი და დამხმარე ნაგებობა საკადასტრო კოდით 6--0--5--2-- წარმოადგენს მის საკუთრებას.

დ----- ლ-----ეს არაერთხელ პირადათ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა მოთხოვეს მისი უკანონო მოქმედების ხელშეშლის აღკვეთა და უკანონოდ დაკავებული ოთახის გათავისუფლება.

 

2. მოპასუხე დ----- ლ-----ის პოზიცია:

მოპასუხე დ----- ლ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ 1/7 არის მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრება, შესაბამისად მის გამოსახლება საკუთრებიდან უკანონოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დ----- ლ-----ის სარჩელო მოთხოვნა:

ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 15 ივლისს ნოტარიუსს ლ-----------ს მიერ დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება, იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონების 1/7 ნაწილი საჩუქრად გადაეცა ს----- უ–------ს.

 

ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 28 თებერვალს ნოტარიუს ლ-----------ს მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა რN1---, იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონების ს/კ 6--0--5--2-- 1/7 ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო ქ--------ე ლ-----ემ.

 

დ----- ლ-----ე ცნობილი იქნეს უძრავი ქონების ს/კ 6--0--5--2--, 1/7 წილის მესაკუთრედ.

 

დ----- ლ-----ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთი, რომელიც მიითვისა ს----- უ–------მ არის დ----- ლ-----ის მამის კომლის საკუთრება, რომლის ცოცხლად მყოფი 7 წევრიდან ერთ-ერთი არის თავად დ----- ლ-----ე, შესაბამისად არის სადაო ქონების 1/7 წილის მესაკუთრე. დედამ ქ--------ე ლ-----ემ მამის თ------ ლ-----ისაგან სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონება, რომელიც არ შედიოდა სამკვიდრო მასაში და არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას. 2011 წლის 15 ივლისს ქ--------ე ლ-----ემ, სადაოდ ქცეული ქონება აჩუქა მოსარჩელის დის შვილს ს----- უ–------ს, მთლიანად ისე, რომ არაფერი უთქვამს ქონების გაჩუქებაზე. ს----- უ–------ უკანონოდ მოთხოვს გამოსახლებას იმ სახლიდან, რომელიც ეკუთვნის დ----- ლ-----ეს, როგორც კომლის წევრს.

 

4. მოპასუხე ს----- უ–-----ის პოზიცია:

მოპასუხე ს----- უ–------მ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლი და მის გარშემო მიწის ნაკვეთი იყო თ------ ლ-----ის საკუთრება და მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ქ--------ე ლ-----ემ, როგროც პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო მემკვიდრეობით 2008 წლის 28 თებერვალს. ასე რომც არ იყოს დ----- ლ-----ეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის საერთ ვადა.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2008 წლის 28 თებერვალს ქ--------ე ლ-----ე, როგორც თ------ ლ-----ის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 0.23 ჰა და საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე ა---––---- რაიონი სოფელი კ-–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2008 წლის 28 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა(იხ.ტ.1.სფ.31-33).

 

5.1.2. 2011 წლის 15 ივლისს ქ--------ე ლ-----ემ ს----- უ–------ს აჩუქა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, მდებარე ა---––---- სოფელი კ-–--- სკ.6--0--0--0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

15.07.2011წ. ჩუქების ხელშეკრულება(იხ.ტ.2.სფ.34-35)

 

5.1.3. უძრავი ქონება მდებარე ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელი კ-–---, ს/კ 6--0--5--2-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს----- უ–-----ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2011 წლის 15 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.0--2019წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.სფ.18-19).

 

5.1.4. სოფელ კ-–---- 1986-1995 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის თანახმად, თ------ დ------ს ძე ლ-----ის კომლში ირიცხებიან:

ლ-----ე -თ------ი დ------ს ძე - უფროსი;

ლ-----ე ქ--------ე ი----- ას - ცოლი;

ლ-----ე დ------ს თ------ის ძე - შვილი;

ლ-----ე ზ------ თ------ის ას - შვილი (გადახაზულია);

ლ-----ე ზ--------–-ს ას - რძალი (გადახაზულია);

ლ-----ე ქ-----------------ს ას - შვილიშვილი (გადახაზულია);

ზ----------------–ი დ------ს ძე - შვილიშვილი;

ლ-----ე ლ--–- დ------ს ას - შვილიშვილი (გადახაზულია);

ბ---------------- ვ-–-- ძე - სიძე (გადახაზულია);

ლ-----ე ლ--–----------ს ას - შვილიშვილი;

 

კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990წ.წ. ერიცხება 1964 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. სასარგ.ფ. 110 კვ.მ., მიწის ფართი 0.15 ჰა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ე---------–---------ს 10.03.2017წ. N2------- ცნობა(იხ.ტ.2; სფ.21-22).

 

5.1.5. სოფელ კ-–---- 1996-2000 წლების საკომლო წიგნში არსბული ჩანაწერის თანახმად, თ------ დ------ს ძე ლ-----ის კომლში ირიცხებიან:

ლ-----ე -თ------ი დ------ს ძე - უფროსი;

ლ-----ე ქ--------ე ი----- ას - ცოლი;

ლ-----ე დ------ თ------ის ას - შვილი;

ლ-----ე ზ----------------ს ას - რძალი;

ლ-----ე ქ-----------------ს ას - შვილიშვილი;

ლ-----ე ა-----–- დ------ს ძე - შვილიშვილი;

ლ-----ე ლ--–----------ს ას - შვილიშვილი;

უ–------ ს----- ნ--------- ძე - შვილიშვილი;

 

კომლს პირად საკუთრებაში 1996-1997წ.წ. ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. , მათ შორის საცხოვრებელი 110 კვ.მ., 1998 წელს საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 120 კვ.მ., 1997 წელს მიწის ფართი 1ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ე---------–---------ს 10.03.2017წ. N2------- ცნობა(იხ.ტ.2; სფ.21-22).

 

5.1.6. სოფელ კ-–---- 2001-2005 წლების საკომლო წიგნში არსბული ჩანაწერის თანახმად, თ------ დ------ს ძე ლ-----ის კომლში ირიცხებიან:

ლ-----ე -თ------ი დ------ს ძე - უფროსი (გადახაზულია);

ლ-----ე ქ--------ე ი----- ას - ცოლი;

ლ-----ე დ------ თ------ის ას - შვილი;

ლ-----ე ზ----------------ს ას - რძალი;

ლ-----ე ქ-----------------ს ას - შვილიშვილი;

ლ-----ე ა-----–- დ------ს ძე - შვილიშვილი;

ლ-----ე ლ--–----------ს ას - შვილიშვილი;

უ–------ ს----- ნ--------- ძე - შვილიშვილი;

 

საკომლო წიგნში კომლის ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ე---------–---------ს 10.03.2017წ. N2------- ცნობა(იხ.ტ.2; სფ.21-22).

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. ა---––---- რაიონი სოფელ კ-–---–ი მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6--0--5--2--), 2011 წლის 15 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ--------ე ლომიძემ აჩუქა ს----- უ–------ს წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას და შესაბამისი წილი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის დ----- ლ-----ეს, როგორც კომლის წევრს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დ----- ლ-----ის მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ე---------–---------ს 2017 წლის 10 მარტს გაცემული N2------- ცნობით დასტურდება, რომ დ----- ლ-----ე არის თ------ ლ-----ის კომლის წევრი შესაბამისად ის წარმოადგენს თ------ ლ-----ის კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (წერილობითი მტკიცებულება, ინფორმაცია და სხვა), რომელიც გამორიცხავდა და ან ეჭვს ქვეშ დააყენებდა მოსარჩელის კომლის წევრობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მოსარჩელის კომლის წევრობას და შესაბამისად კომლის ქონებაზე თანამესაკუთრედ არსებობის უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----- უ–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დ----- ლ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსი; საქართველოს სსრ მიწის კოდექსი, საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილება, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების შესახებ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე. კერძოდ, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესსა და მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე დ----- ლ-----ე მოითხოვს 2011 წლის 15 ივლისს ქ--------ე ლ-----ეს და ს----- უ–------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, ასევე სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე აღდგეს დ----- ლ-----ის კანონიერი უფლებამოსილება. ვინაიდან სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს კომლის საერთო საკუთრებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომლის წევრად მიღების წესს და პირობებს არეგულირებდა საქართველოს სსრ მიწის კოდექსი (მე-40 მუხლი), რითაც რეგულირებული იყო გარეშე პირის კომლის წევრად მიღების წესი და პირობები, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-125-ე მუხლები (1964 წლის რედაქცია), რითაც დადგენილი იყო, რომ საკოლმეურნეო კომლის ქონება მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილით.

 

საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლის სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და საკოლმეურნეო კომლები გაუქმდა, ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ.

 

საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას.

 

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების შესახებ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოცხადდა იმ პირთა საკუთრებად, რომლებმაც მიწაზე კანონიერი სარგებლობის უფლება მოიპოვეს 1992 წლამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---- 1986-1995, 1996-2000 და 2001-2005 წლების საკომლო წიგნის თანახმად დ----- ლ-----ე და ქ--------ე ლ-----ეს იყვნენ სოფელ კ-–---–ი არსებული თ------ ლ-----ის კომლის წევრები. ასევე, დადგენილია, რომ კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1986-1990წ.წ. - 1964 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. სასარგ.ფ. 110 კვ.მ., მიწის ფარტი 0.15 ჰა; ხოლო 1996-1997წ.წ. ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. , მათ შორის საცხოვრებელი 110 კვ.მ., 1998 წელს საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 120 კვ.მ., 1997 წელს მიწის ფართი 1ჰა. ასევე საარქივო ცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია ის ფაქტი რომ, დ----- ლ-----ე საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტში იყო თ------ ლ-----ის კომლის წევრი და მითითებულ კომლს ერიცხებოდა მოცემული სარჩელით სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დასახელებული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა: ა) საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის და ბ) როცა კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის № ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის № ას-663-1040-06 განჩინებები). ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და, ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარი წილით, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მოსარჩელის კომლის წევრობა მისი გაუქმების დროისათვის.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს დ----- ლომიძის კომლის ქონების თანამესაკუთრედ 1/7 წილის ცნობაზე.

 

7.2. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების იურიდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლება წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიმართ, რაც მოპასუხის მიერ დარღვეული უფლების აღდგენაში მდგომარეობს. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.

დადგენილია, რომ თ------ ლ-----ის კომლის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად შედიოდა დ----- ლ-----ე. თ------ ლ-----ის კომლს ერიცხებოდა საკუთრებაში ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–ი მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ქონება წარმოადგენს კომლის საერთო საკუთრებას, მათ შორის კომლის ერთ-ერთი წევრის დ----- ლ-----ის თანასაკუთრებას. მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლის 28 თებერვალს ქ--------ე ლ-----ე, როგორც თ------ ლ-----ის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 0.23 ჰა და საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე ა---––---- რაიონი სოფელი კ-–---. ამდენად, ქ--------ე ლ-----ემ საკუთრებაში მიიღო კომლის წევრის დ----- ლ-----ის კუთვნილი ქონება, რომელიც შემდგომ 2011 წლის 15 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა ს----- უ–------ს. ქონება დარგისტრირდა ს----- უ–-----ის საკუთრებად. აღნიშნული ქმედება უდავოდ ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულებისა დადების დროისათვის, სადავო ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდა დ----- ლ-----ე. შესაბამისად სადავო უძრავი ქონების განკარგვაზე (გასხვისებაზე) უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა დ----- ლ-----ე. ამდენად, მოსარჩელის საკუთრება მისი თანხმობის გარეშე განიკარგა, დ----- ლ-----ის საკუთრების უფლება ხელყოფილია მოპასუხეთა ქ--------ე ლ-----ის და ს----- უ–-----ის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ--------ე ლ-----ემ და ს----- უ–------მ დაარღვიეს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას მონაწილისათვის დადგენილი პრინციპები. უძრავი ქონების შეძენა მის მიერ განხორციელდა ყოველგვარი ნორმების დარღვევით, რომელიც ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) კი წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N ას- 813-764- 2015 განჩინებაში აღნიშნულია: ,,შემძენს თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ 2011 წლის 15 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მოპასუხე ქ--------ე ლ-----ეს კომლის წევრთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთპიროვნულად გასხვისების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ასევე არ გააჩნდა მითითებული ქონების ერთპიროვნულად მიღების უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხე ს----- უ–------ (დასაჩუქრებული) და მოპასუხე ქ--------ე ლ-----ე (მჩუქებელი) არიან ბებია და შვილიშვილი. დადგენილია, რომ დ----- ლ-----ე, ქ--------ე ლ-----ე და ს----- უ–------ არიან ახლო ნათესავები და ერთი კომლის წევრები. შესაბამისად, მოპასუხე ქ--------ე ლ-----ისათვის და ს----- უ–-----ისათვის ცნობილი იყო დ----- ლ-----ის კომლის წევრობა და კომლის ქონებაზე მისი უფლებების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა 2008 წლის 28 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის და 2011 წლის 15 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია დ----- ლ-----ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, იგი აღიარებული (ცნობილ) უნდა იქნეს ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–ი მდებარე საკადასტრო კოდით - 6--0--5--2-- რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/7 ნაწილზე მესაკუთრედ მისი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დრო, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამ თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ვ-–--------------------ის, რომელიც იყო 2014-2017წ. მერის წარმომადგენელი ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–ი, ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, მან შეატყობინა დ----- ლ-----ეს, რომ ქ--------ე ლ-----ემ სახლი აჩუქა შვილიშვილს ს----- ლ-----ეს და სთხოვა დაეცალა მისი კუთვნილი ნივთებით დაკავებული ოთახი. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მერის წარმომადგენელმა სოფელ კ-–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ-–--------------------ესთან ერთად 2019 წლის 22 მარტს შეხვდა დ----- ლ-----ეს და სთხოვა სახლის დაცლა უკონფლიქტოთ, ვინაიდან სახლი ეკუთვნოდა ს----- უ–------ს. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ დ----- ლ-----ისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის გაზაფხულზე.

 

რაც შეეხება ს----- უ–-----ის მიერ წარმოდგენილ დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან ისინი არადამაჯერებელი, არათანამიმდევრულია, ამასთან თვითოეულმა მათგანმა დაადასტურა ს----- უ–------სთან ახლო ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა. მათი ჩვენება ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოწმეები არიან მოპასუხის ახლობლები, შესაბამისად საქმის შედეგით დაინტერესებული და არა ნეიტრალური პირები.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ვრცელდება ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული აქვს, რადგან ამ უკანასკნელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 5 ივლისს, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. ამდენად, მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

7.4.ს----- უ–-----ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვინაიდან მისი ყოველმხრივი მცდელობის მიუხედავად დ----- ლ-----ე აგრძელებს მისი საკუთრების, კერძოდ ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-–---–ი (საკადასტრო კოდით: 6--0--5--2--) არსებული მისი საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი 9 ფართობი 16კვმ). ხელყოფას და მისით ხელშეშლას. სასამართლოს თხოვს მისი მოქმედების აღკვეთას და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ს----- უ–------.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ა---––---- სოფელ კ-–---–ი მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 6--0--5--2--, 07.03.2017 წლიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს----- უ–-----ის სახელზე.

 

ს----- უ–-----ის კუთვნილ ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე - დ----- ლ-----ე.

 

სადავო ნივთზე ს----- უ–------ს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპასუხის, სადავო უძრავი ქონების გარდა 1/7 წილისა მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი და იმის გათვალისიწნებით, რომ დ----- ლ-----ის საკუთრების უფლება დადგინდა სადავო უძრავი ქონების 1/7 ნაწილზე, ამიტომ ს----- უ–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ----- ლ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონების 6/7 ნაწილი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს----- უ–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ----- ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ს----- უ–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა, ხოლო დ----- ლ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ს----- უ–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე დ----- ლ-----ის (პ/ნ 4----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ა---––---- სოფელ კ-–---–ი მდებარე უძრავი ქონების 6/7 ნაწილი, საკადასტრო კოდი 6--0--5--2-- და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს – ს----- უ–------ს.

 

2. დ----- ლ-----ის ი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 15 ივლისს ნოტარიუს ლ-----------ს მიერ დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება, იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონების 1/7 ნაწილი საჩუქრად გადაეცა ს----- უ–------ს.

 

2.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 28 თებერვალს ნოტარიუს ლ-----------ს მიერ დამოწმებული სამკვიდრო მწომობა რN1---, იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონების ს/კ 6--0--5--2-- 1/7 ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო ქ--------ე ლ-----ემ.

 

2.3. დ----- ლ-----ე ცნობილი იქნეს უძრავი ქონების ს/კ 6--0--5--2--, 1/7 წილის მესაკუთრედ.

 

3. მოპასუხე ს----- უ–------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე ს----- უ–------ს დ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

 

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ა---––---- მებაღიშვილის ქ.N62) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია