განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4309-18
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- მ----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-------- ბ-------ი (B---------------), - თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #L---------, პასპორტის #A-------, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის #1---------, დაბადებული 1--- წლის 5-----ს, ამჟამად ძებნილი.
ადვოკატი - ა-----–-–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-214-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის წაქეზება, დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის მარტის დასაწყისში, შპს „ბ---ს“ დირექტორმა ბ-------- ბ-------მა დაიყოლია შპს „პ------–---------------ას“ დირექტორი ნ--- კ-----ა განზრახი დანაშაულის ჩასადენად, რის შემდგომაც ამ უკანასკნელმა ბ-------- ბ-------ის მიერ გაცემული მინდობილობისა და მითითების საფუძველზე, ბ-------- ბ-------ის მოთხოვნით, ინვოისის გაყალბებისა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, 2018 წლის 7 მარტს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 31 500 ლარის საბაჟო ღირებულების 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის წაქეზება, დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით
2.1. შპს ,,ბ---” გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 7 მარტს საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------. შპს ,,ბ---ს” საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ნებისმიერი საქმიანობა. საზოგადოების დამფუძნებელი (100% წილით) და დირექტორი იყო თუქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ბ-------- ბ-------ი.
2.2. 2018 წლის 1 მარტს, შპს ,,ბ---ს’’ (ს/ნ 4--------) მიერ გაიცა მინდობილობა შპს „პ------–---------------აზე“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ნ--- კ-----ა. მინდობილობის საფუძველზე ნ--- კ-----ას მიენიჭა უფლებამოსილება მიიღოს შპს ,,ბ---ს’’ სახელზე საქართველოს რესპუბლიკის პორტებში ჩამოსული ტვირთები; აწარმოოს აღნიშნული ტვირთების ტრანსპორტირება სატრანსპორტო დოკუმენტების თანახმად, წარადგინოს შპს ,,ბ---’’ ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში სატრანსპორტო დოკუმენტების გაფორმებისას, ტვირთის მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერისას, ასევე გადაზიდვებისას ყველა შემსრულებელ პირთან განხორციელებული სამუშაოების და გაწეული მომსახურების საზღაურის გადახდისას, დღგს-ს ანგარიშფაქტურების ჩათვლით, განახორციელოს საბაჟო და საექსპედიტორო პროცედურები, ასევე გამოვიდეს შპს ,,ბ---ს’’ სახელით შემოსავლების სამსახურსა და მის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. მინდობილობა დადასტურებულია შპს ,,ბ---ს’’ სველი ბეჭდით და ბ. ბ-------ის ხელმოწერით, გაცემულია 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
2.3. კორპორაცია ფ----ის საზღვაო ნავსადგურში თბომავალ DIANE A-დან ჩამოიტვირთა ტრანზიტული საქონლით დატვირთული კონტეინერი #G----------. კონტეინერში განთავსებული ტვირთის თანმხლებ დოკუმენტებში კონოსამენტსა და CMR-ში მითითებული იყო, რომ კონტეინერში განთავსებული იყო სულ 646 ადგილი, საერთო წონით 19 510 კგ. შამპუნი. დოკუმენტაციის თანახმად ტვირთი უნდა მოქცეულიყო ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში და ჩინეთიდან საქართველოს გავლით უნდა ჩასულიყო ავღანეთში.
2.4. 2018 წლის 9 მარტს შედგა აქტი #0-----------, რომლის თანახმად კორპორაცია ფ----ის საზღვაო ნავსადგურში თბომავალ DIANE A-დან ჩამოიტვირთა ტრანზიტული საქონლით დატვირთული კონტეინერი ნომრით G----------. ტვირთის საქართველოში მიმღებია შპს ,,ბ---’’ (ს/ნ 4--------) და გადაზიდვაზე პასუხისმგებელია შპს „პ------–---------------ა“ (ს/ნ 4--------). შპს ,,ბ---ს’’ მიერ გაცემული მინდობილობით აღნიშნულ კონტეინერზე 2018 წლის 7 მარტს, დარეგისტრირდა ტრანზიტული აღრიცხვის მოწმობა ,,D-----------’’, რომლის თანმხლები დოკუმენტებითაც საქონელი წარმოადგენდა შამპუნს, ,,646’’ ადგილი, საერთო წონით 19 510 კგ. აღნიშნულ აღრიცხვის მოწმობაზე საბაჟო მონაცემთა ავტომატური სისტემა ASYCUDA-ს მიერ შეირჩა წითელი დერეფანი და კრიტერიუმად განისაზღვრა აწონვა და სკანირება. საქონლის აწონვის და დასკანერების შედეგად საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს მებაჟე ოფიცრის მიერ აღრიცხვის მოწმობის ,,D’’ გრაფაში მითითებული იქნა ,,C’’ რაც კანონმდებლობით ითვალისწინებს საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას. ზემოთხსენებული კონტეინერი დათვალიერების მიზნით გამოცხადდა შპს ,,ჯორჯია ტრანს ექსპედიცია ფ----ის’’ საბაჟო საწყობში. 2018 წლის 9 მარტს, განხორციელდა კონტეინერში განთავსებული ტვირთის ფიზიკური დათვალიერება. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა სულ 646 ადგილი, აქედან 387 ცალი ,,25 ლიტრიანი ბიდონი’’ შამპუნის მსგავსი სითხე - 10255, კგ. 70 ცალი ახალი ელექტრო მოპედი 4270 კგ, 160 ცალი ,,25 ლიტრიანი ბიდონი’’ და 29 ცალი ,,20 ლიტრიანი ბიდონი’’ სულ 5030 კგ. გაურკვეველი თხევადი ნივთიერება. დათვალიერების შედეგად ზემოხსენებული საქონელი განთავსდა კონტეინერში ნომრით G---------- და დაილუქა საბაჟო ლუქით. აღნიშნული საქონელი და კონტეინერი გადატანილი იქნა შპს ,,ჯ--------------------------–---------ის’’ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. აქტს ხელს აწერს შპს „პ------–---------------ას“ დირქტორი ნ--- კ----- და მებაჟე ოფიცერი ზ------ ხ---–--–-ა.
2.5. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა სს ,,კორპორაცია ფ----ის საზღვაო ნავსადგურის’’ საბაჟო საწყობიდან ამოიღეს (მდებარე: ფ------ ჯ-----–---–ის ქუჩა №32) SCANIA-ს მარკის სატვირთო ავტომანქანა, ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნით C-------------, რომელზეც განთავსებული იყო G---------- კონტეინერი, მასში მოთავსებული 387 ცალი 25 ლიტრიანი პლასტმასის ბიდონი შამპუნის მსგავსი სითხით, ასევე 160 ცალი 25 ლიტრიანი და 29 ცალი 20 ლიტრიანი პლასტმასის ბიდონი გაურკვეველი თხევადი ნივთიერებით და აგრეთვე 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
2.6.ლუქის ახსნისა და დალუქვის შესახებ 2018 წლის 13 მარტის ოქმის თანახმად, შემდეგი საექსპერტო კვლევისათვის გაიხსნა #G---------- კონტეინერი, რის შემდეგაც აღებული იქნა ნიმუშები და დაილუქა შესაბამისი ბეჭდებით. ქიმური ექსპერტიზის #8------ დასკვნის თანახმად, მუყაოს ყუთებში არსებული 387 ცალი 25 ლიტრიან პოლიმერული მასალის ბიდონებში მოთავსებული არომატული სუნის მქონე ბლანტი მოთეთრო ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ საშუალებას. აღნიშნული წარმოადგენს ზედაპირულად აქტიური ნივთიერების შემცველ სითხეს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები გამოიყენება სარეცხ საშუალებებში. მარკირებული მუყაოს ყუთებში არსებული 160 ცალი 25 ლიტრიანი და 29 ცალ 20 ლიტრიან პოლიმერული მასალის ბიდონებში (სულ 189 ბიდონი) მოთავსებული სითხე საერთო მოცულობით 4580 ლიტრი და წონით 4946 კგ. არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულად ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. იგი წარმოადგენს ძმარმჟავა ან ჰიდრიდის შემცველ სითხეს.
2.7. შპს ,,პ------–---------------ას’’ დირექტორის ნ--- კ-----ას ჩვენებით, შპს-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შიდა და საერთაშორისო გადაზიდვები და საბროკერო მომსახურება, შეკვეთის შესაბამისად ქირაობს ავტომანქანებს, მიმღებისა და შემკვეთის დავალებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ეწევა ფ----ის პორტში ტვირთების მიღებასა და გაგზავანას. შპს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერნეტში განთავსებული აქვს არაერთი განცხადება, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით, რომელზეც უკავშირდებიან კლიენტები. ამ გზით 2017 წლის ზაფხულში მობილური ტელეფონით მასთან კავშირზე გამოვიდა ბ-------- ბ-------ი, თავიდან იყო რამდენიმე შეთავაზება ტვირთის გადაზიდვაზე, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ბოლოს 2018 წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ფ----ის პორტში ჩავიდოდა კონტეინერი, რომლის ტრანსპორტირებასაც მოწმე უზრუნველყოფდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კერძოდ კი ბაქოში. ბ.ბ-------მა გადმოუგზავნა კონოსამენტის ფოტოსურათი, სადაც მითითებული იყო რომ ტვირთი წარმოადგენდა შამპუნს და სხვა გამწმენდ საშუალებას. მის მიერ გაწეული სამუშაოს - ტვირთის გადაზიდვისა და საბროკერო მომსახურების საფასური შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. ტვირთთან დაკავშირებული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ თანხის მიწოდებას უზრუნველყოფდა შპს ,,ბ---ს’’ ბუღალტერი რ----- ჩ---–-----ი. ნ--- კ-----ა კონტეინერის ჩამოსვლის თარიღს აკონტროლებდა საძიებო სისტემის საშუალებით, პარალელურ რეჟიმში ეკონტაქტებოდა რ----- ჩ---–-----ს, ვინაიდან ბ.ბ-------ი საქართველოში არ იყო. კონტეინერის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, რ----- ჩ---–-----მა სამარშუტო ტაქსით გაუგზავნა კონტეინერის განსაბაჟებლად საჭირო დოკუმენტები. დოკუმენტებში ე.წ. საზღვაო ხაზის კონოსამენტსა და ინვოისს შორის იყო უზუსტობა, -კონოსამენტში საქონლის სახეობად მითითებული იყო მხოლოდ შამპუნი, რაოდენობა 646 ადგილი, ხოლო ინვოისში, რომელიც ადასტურებს მიმღებსა და გამყიდველს შორის პირობას მითითებული იყო ტვირთის ორი სახეობა, შამპუნი და 70 ცალი ელქტრო მოპედი. ვინაიდან არ არსებობდა თანხვედრა მიღებულ ინვოისსა და კონოსამენტში მითითებულ ინფორმაციებს შორის, დაუკავშირდა ბ.ბ-------ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ კონტეინერში შამპუნთან ერთად განთავსებული იყო ელექტრო სკუტერები, ასევე იცოდა, რომ დოკუმენტებში იყო გარკვეული უზუსტობა. ბ.ბ-------ი ტექნიკური საშუალებით Whatsapp-ით უკავშირდებოდა ნ--- კ-----ას და ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაჟინებით მოითხოვდა სასწრაფოდ ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანას, ამბობდა რომ დროში იყო შეზღუდული და ვერ დაელოდებოდა ჩინეთიდან ახალი ინვოისის გამოწერას, ტვირთის შეჩერების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი თავად იქნებოდა. ნ.კ-----ა ბ.ბ-------ისგან გარანტიების მიღების შემდეგ დაუკავშირდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ზ----- ლ-----–--ას, რომელიც 900-950 აშშ დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა ტვირთის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატანას. ნ--- კ-----ამ გეზ ,,ფ----ში’’ წარადგინა მის მიერ დამზადებული ყალბი ინვოისი, რომელზეც დატანილი იყო არასწორი ინფორმაცია და მოახდინა საქონლის დეკლარირება. საქონელი მოხვდა ე.წ. წითელ დერეფანში, განხორციელდა კონტეინერის სკანირება, გამოვლიდა არაერთგვაროვანი საქონელი - შამპუნი და ელექტრო მოპედები. ტვირთი შეჩერდა და დაილუქა საბაჟო დეპარტამენტის ლუქით. ნ.კ-----ას ჩვენებით, რ----- ჩ---–-----მა ბ-------- ბ-------ის მითითებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ--------------ის’’ მეშვეობით გადაურიცხა ფულადი თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით.
2.8. 2018 წლის 12 მარტს, ნ--- კ-----ას მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი იქნა 05/01/2018 წლით დათარიღებული ინვოისი დედნის სახით, რომლის გაყალბებული ვერსიაც წარადგინა გეზ ,,ფ----ში’’. წარდგენილ ინვოისში ტვირთის სახეობად მითითებულია შამპუნი 646 ცალი და ელქტრო მანქანა 70 ცალი. ჯამში 33655.00 აშშ დოლარის ღირებულებით.
2.9.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ნ--- კ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარი. მასვე, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის საბაჟო ღირებულების 70 ერთეული ელექტრო სკუტერი. დასახელებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „პ------–---------------ას“ დირექტორმა ნ--- კ-----ამ, რომელიც მოქმედებდა შპს ,,ბ---ს“ დირექტორის ბ-------- ბ-------ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ინვოისის შეცვლითა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, 2018 წლის 7 მარტს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 31 500 ლარის საბაჟო ღირებულების 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
2.10. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლომ ჩაატარა გასვლითი პროცესი ნივთმტკიცების განთავსების ადგილზე და მხარეთა მონაწილეობით ფიზიკურად დაათვალიერა კონტეინერი ნომრით G----------, რომელშიც მოთავსებული იყო ბ-------- ბ-------ის წაქეზებით ნ--- კ-----ას მიერ 2018 წლის 7 მარტს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი 31 500 ლარის საბაჟო ღირებულების 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
2.11. SCANIA-ს მარკის სატვირთო ავტომანქანის (ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნით C-------------) მძღოლის ზ----- ლ-----–--ას ჩვენებით, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს. 2018 წლის 7 მარტს, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ნ--- კ-----ა, რომელმაც შესთავაზა საქონლის გადაზიდვა ფ----ის პორტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შესაბამისი ანაზღაურებით. შეთავაზებულ წინადადებას დაეთანხმა. ნ.კ-----ასგან ასევე იცოდა, რომ ტვირთი მოხვედრილი იყო წითელ დერეფანში და მასზე უნდა განხორციელებულიყო სკანირება. მას შემდეგ რაც სატვირთო ა/მანქანა დატვირთა, კონტეინერს ფ----ის პორტში ჩაუტარდა სკანირება, გამოვლინდა დეკლარანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციათა უზუსტობა. მისი, ნ--- კ-----ას და მებაჟე ოფიცრების მონაწილებით დათვალიერდა კონტეინერი, რა დროსაც ნანახი იქნა არადეკლარირებული საქონელი - ელექტრო მოპედები. კონტეინერი დაილუქა საბაჟოს ლუქებით და ა/მანქანა გადაყვანილი იქნა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.
2.12.მოწმე რ----- ჩ---–--ნის ჩვენებით, 2018 წლის თებერვალში, ბ-------- ბ-------ისგან მიიღო წერილობითი კორესპოდენცია. კორესპოდენციის მიღების შემდეგ დაუკავშირდა ბ.ბ-------ს, რომლის თხოვნითაც კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაურეკა ნ--- კ-----ას და კორესპოდენცია გაუგზავნა ფ----ში სამარშუტო ტაქსით. 2018 წლის მარტის თვეში, კვლავ მიიღო კონვერტი ბ.ბ-------ისგან, რაც იმავე გზით გადაუგზავნა ნ.კ-----ას. ნ.კ-----ამ წერილი არ მიიღო და სამარშუტო ტაქსის მძღოლს უკან გამოატანა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ.ბ-------მა პირად ანგარიშზე ჩაურიცხა ფული 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც 1500 აშშ დოლარი იყო რ----- ჩ---–-----ისგან აღებული ვალის თანხა, ხოლო 1500 აშშ დოლარი ბ. ბ-------ის მითითებით გადარიცხა ნ--- კ-----ას ანგარიშზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არასდროს არ ყოფილა დასაქმებული შპს ,,ბ---ში’’ ბუღალტრის თანამდებობაზე, ნ--- კ-----ას დაუკავშირდა ბ.ბ-------ის თხოვნით, ისე რომ არ დაინტერესებულა რა საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ მათ.
2.13. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ფ----ის’’ მომსახურების სამმართველოს მებაჟე-ოფიცერმა, მოწმე მ-------- ხ--------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 თებერვალს, კორპორაცია ფ----ის საზღვაო ნავსადგურში თბომავალ DIANE A-დან ჩამოიტვირთა ტრანზიტული საქონლით დატვირთული კონტეინერი. ტვირთის საქართველოში მიმღები იყო შპს ,,ბ---’’ და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი შპს „პ------–---------------ა“, შპს ,,ბ---ს’’ მიერ გაცემული მინდობილობით. 2018 წლის 7 მარტს ეკონომიკური ზონა ,,ფ----ის’’ მომსახურების სამმართველოში გამოცხადდა შპს ,,პ------–---------------ას’’ დირექტორი ნ--- კ-----ა, რომელმაც წარადგინა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ: ორი ცალი კონოსამენტი და ინვოისი. დოკუმენტებში მითითებული იყო ტვირთის სახეობა - შამპუნი, კონტეინერში ადგილების რაოდენობა - 646 ერთეული, საერთო ჯამური ღირებულებით. სატრანსპორტო ზედდებულში მითითებლი იყო ავტომანქანის ნომერი და მძღოლის ვინაობა. საბოლოო დანიშნულების ქვეყანა იყო ავღანეთი, ტრანზიტული რეჟიმით გავლის ქვეყანა კი აზერბაიჯანი. შევსებული განაცხადისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ტვირთი მოექცა ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში, რაც გულისხმობს ტრანზიტული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს გავლით. აღიცხვის მოწმობის გამოწერის შემდეგ საბაჟო მონაცემთა ავტომატური სისტემა ASYCUDA-ს მიერ შეირჩა წითელი დერეფანი და კრიტერიუმად განისაზღვრა ტვირთის აწონვა და სკანირება.
2.14. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს მებაჟე ოფიცერმა, მოწმე მ-----ი ნ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 8 მარტს, ფ----ის პორტის ტერიტორიაზე შევიდა ავტომანქანა, მასზე განთავსებული რკინის კონტეინერით. ასევე მძღოლის მიერ წარდგენილი იყო კონტეინერში განთავსებული ტვირთის თანმხლები დოკუმენტები, სადაც ტვირთის დასახელებად მითითებული იყო შამპუნი. მანქანა კონტეინერთან ერთად მოთავსდა სკანერზე და განხორციელდა დასკანერება. სკანერის სურათზე აღრიცხვის მოწმობის დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის გარდა, სხვა საქონელი - ბორბლები და ზამბარები გამოჩნდა. აღრიცხვის მოწმობაში, დასკანერების შედეგში მიუთითა ,,C’’, რაც გულისხმობს საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას. აღნიშნული ფაქტი შეატყობინა გეზი ,,ფ----ის’’ სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს, რომელსაც ევალება მსგავს შემთხვევაში კონტეინერში განთავსებული საქონლის ფიზიკური დათვალიერება.
2.15.შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ფ----ის’’ სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს მთავარმა მებაჟე ოფიცერმა მოწმე ზ------ ხ---–--–-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 9 მარტს, მოახდინა კონტეინერის ფიზიკური დათვალიერება. კონტეინერის ფიზიკურ დათვალიერებას ესწრებოდა შპს ,,პ------–---------------ას’’ დირექტორი ნ--- კ-----ა, რომელმაც დათვალიერების დაწყებამდე წარადგინა აღრიცხვის მოწმობა, ორი კონოსამენტი და ინვოისი. დათვალიერებისას კონტეინერში ნანახი იქნა არადეკლარირებული საქონელი -70 ერთეული ელექტრო სკუტერი. სატვირთო ავტომანქანა, მისაბმელზე არსებული კონტეინერით დაილუქა საბაჟო დეპარტამენტის ლუქებით და განთავსდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, კომპიუტერი შერჩევითი პრინციპით ახორციელებს დერეფნის შერჩევას, თუ შეირჩა მწვანე დერეფანი, ტვირთი დათვალიერების გარეშე ტოვებს საბაჟოს ტერიტორიას, ხოლო წითელი დერეფნის შემთხვევაში მოხდება ტვირთის აწონვა, სკანირება და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დათვალიერება.
2.16. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მთავარმა მებაჟე ოფიცერმა მოწმე გ------ ლ-----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გეზი ,,ფ----ის’’ სასაქონლო ოპერაციების განყოფილების მომართვის საფუძველზე დანიშნული იქნა ექსპერტიზა ტრანზიტული საქონლით დატვირთულ კონტეინერში განთავსებული არადეკლარირებული 70 ცალი ახალი სკუტერის (მოპედი) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. მომართვის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის დათვალიერება, აღწერა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. დადგენილი იქნა, რომ საქონელი წარმოადგენდა ჩინური წარმოების ახალ ელექტრო სკუტერს (მოპედი), ბორბლებით და ელექტრო ძრავით. საქონლის საბაჟო ღირებულებად განისზაღვრა 41 440 ლარი. გაცემული იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
2.17.შემოსავლების სამსახურის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის #0----- დასკვნის თანახმად, წარდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 41 440,00 ლარს.
2.18.სასაქონლო ექსპერტიზის #1--------- დასკვნით #NG---------- კონტეინერის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი 70 ცალი ელექტრო სკუტერი წარწერით ,,NATURE SPORT THE SITY POWER’’ საბაჟო ღირებულებამ 2018 წლის 7 მარტის მდგომარეობით შეადგინა 31500 (ოცდათერთმეტიათას ხუთასი) ლარი.
2.19. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შპს „ბ---ს“ დირექტორმა ბ-------- ბ-------მა სისტემატური კომუნ---ციით დაიყოლია - წააქეზა შპს „პ------–---------------ას“ დირექტორი ნ--- კ-----ა განზრახი დანაშაულის ჩასადენად, რის შემდგომაც ამ უკანასკნელმა ბ-------- ბ-------ის მიერ გაცემული მინდობილობისა და მითითების საფუძველზე, ბ-------- ბ-------ის მოთხოვნით, ინვოისის გაყალბებისა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, 2018 წლის 7 მარტს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 31 500 ლარის საბაჟო ღირებულების 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
2.20.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.20.1. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა პირდაპირი მოწმის ნ--- კ-----ას ჩვენება და განმარტა, რომ მოწმე ტყუის და ცრუდ ამხელს ბ.ბ-------ს დანაშაულის ჩადენაში, მხოლოდ თავისი ინიციატივით, გამორჩენის მოტივით ნ.კ-----ამ ფოტოშოპის მეშვეობით შეცვალა მონაცემები ბ.ბ-------ის მიერ გამოგზავნილ ინვოისში, ყალბი მონაცემების შეტანით ინვოისი მოიყვანა თანხვედრაში კონოსამენტთან და ამ გზით დაადეკლარირა საქონელი გეზ ,,ფ----ში’’. დაცვის მხარის ამ არგუმენტს სასამართლო არ იზიარებს, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობას, კატეგორიულობას, თანხვედრას სხვა მტკიცებულებებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომლის თვითმხილველიც უშუალოდ გახდა. სასამართლომ ყველა ამ კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით მიიჩნია, რომ მოწმე ნ.კ-----ას ჩვენება არის სანდო და სარწმუნო. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწმე მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისთვის (70 ცალი ელექტრო სკუტერი), დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, განესაზღვრა შესაბამისი სასჯელი, აქედან გამომდინარე, მოწმის მამხილებელი ჩვენება მიზნად არ ისახავს სამომავლო სისხლისამართლებრივ შეღავათს საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რადგანაც ნ--- კ-----ა სისხლისამართლებრივი წესით უკვე დასჯილია.
2.20.2. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გარდა პირდაპირი მოწმე ნ.კ-----ას ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება ბ-------- ბ-------ისა და ნ--- კ-----ას საქმიანი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მოიშველიებს მოწმე რ----- ჩ---–-----ის ჩვენებას, რომელმაც ბ-------- ბ-------ისაგან ორჯერ მიიღო წერილობითი კორესპოდენცია და ამ უკანასკნელის თხოვნითა და მითითებით გადაუგზავნა ბრალდებულის მიერ წინასწარ შერჩეულ პირს ნ--- კ-----ას, ასევე საბანკო ამონაწერით დასტურდება 3000 აშშ დოლარის ჩარიცხვა ბ-------- ბ-------ის მიერ რ----- ჩ---–-----ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც 1500 აშშ დოლარი გადაირიცხა ნ.კ-----ას პირად საბანკო ანგარიშზე. მიზეზობრივი ჯაჭვის ამგვარი განვითარება სასამართლოს შეფასებით ადასტურებს ბ.ბ------ის განზრახვას წააქეზოს ნ--- კ-----ა ჩაიდინოს განზრახი დანაშაული, ინვოისში ყალბი მონაცემების შეტანით დაადეკლარიროს მის მიერ გამოგზავნილი საქონელი.
2.20.3. მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ფაქტი, რომ ნ--- კ-----ამ ბ-------- ბ-------ის წაქეზებითა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც ამსრულებელს, ასევე წამქეზებელს. ამსრულებელმა თავის მხრივ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით პასუხი აგო ჩადენილი დანაშაულისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ბ-------- ბ-------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.3.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. ნივთების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა ან არა იმ დროს, როცა საბაჟო გაფორმება წარმოებს, ხოლო ნივთების გადაადგილება საბაჟო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა. დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებაში ჩაითვლება საბაჟო კონტროლისათვის ყალბი დოკუმენტის წარდგენა, დოკუმენტის წარდგენა გაყალბებული მონაცემებით. დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანა ნიშნავს ერთ-ერთ ძირითად საბაჟო დოკუმენტში - ინვოისში გადასატანი ნივთების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანას. საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნივთის ოდენობას განსაზღვრავს 214-ე მუხლის შენიშვნა, სახელდობრ, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს. ექსპერტიზის დასკვნით 70 ცალი ელექტრო სკუტერის საბაჟო ღირებულებამ 2018 წლის 7 მარტის მდგომარეობით შეადგინა 31 500 (ოცდათერთმეტიათას ხუთასი) ლარი, ანუ გადააჭარბა ოცდახუთი ათას ლარს და შეადგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემადგენლობა.
3.4.დანაშაული ფორმალური შემადგენლობის მქონეა და დამთავრებულად ითვლება საბაჟო საზღვარზე ნივთების გადაადგილების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლი განსაზღვრავს თანამონაწილის სახეებს, რომლის მიხედვითაც წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ შპს „ბ---ს“ დირექტორი ბ-------- ბ-------ი არის წამქეზებელი, რომელმაც აქტიური ზემოქმედება მოახდინა ნ--- კ-----ას ფსიქიკაზე, დაიყოლია იგი უკანონო ქმედების ჩასადენად. ბ-------- ბ-------მა მის მიერ გაცემული მინდობილობისა და მითითების საფუძველზე, დაჟინებული მოთხოვნით, ინვოისის გაყალბებისა და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, 2018 წლის 7 მარტს ნ--- კ-----ას საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოატანია 31 500 ლარის საბაჟო ღირებულების 70 ცალი ელექტრო სკუტერი.
3.5. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ბ-------- ბ-------მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის წაქეზება, დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბ-------- ბ-------ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა. აღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასება და შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-214-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რის გამოც ბრალდებული ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ-------- ბ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმეში არ არსებობს ბ-------- ბ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არცერთი გარემოება, ის რომ პირი თავს არიდებდა გამოძიებაში და სასამართლო სხდომებზე გამოცხადებას, არ შეიძლება განხილულ იქნეს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება ეს არის ბრალდებულის უფლება და არა ვალდებულება, და ბრალდებულის მიერ მისი უფლების რეალიზებაზე უარი, არ შეიძლება შეფასებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას: (იხ: შემდეგი გადაწყვეტილებები - 932აპ009, 19.02.10 და 1053აპ-08, 145.04.09) ,,ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს”. ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არასწორადაა მითითებული განსასჯელის მიმალვაში ყოფნა და ამის შესახებ მითითება ასევე უნდა ამოირიცხოს”.
5.4.სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის სამართლებრივი წინაპირობა.
5.5. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბ-------- ბ-------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმა 10 000(ათი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, 2 ცალი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. სასამართლო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღარ იმსჯელებს ნივთიერ მტკიცებულებაზე 70 ცალ ელექტრო სკუტერზე, ვინაიდან აღნიშნული ობიექტების საკითხი გადაწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბ-------- ბ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ბ-------- ბ-------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი - კონტეინერი.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ბ-------- ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
ორი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისთვის განაჩენის ჩაბარების მომენტიდან 1 თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა