განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100119003115681
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბა-----ი
ბა-----ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - თო------------–---–ი
ადვოკატი - რო------–-----ძე
ბრალდებული: ირ---–--------ი
მამის სახელი: მამია
პირადი ნომერი: 6----------
დაბადებული: 13.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: და-----------–ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბა-----ი, სა------–---–ის ქუჩა N 20
ნასამართლობა: არ მქონე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (06 ეპიზოდი).
19.177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი (02 ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 18 აპრილს, დღის საათებში, ქ. ბა-----ში, დ. აღ--–-----–ის ქ. N21-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,200-’’-ის მე-13 რიგის დასაწყისში გაჩერებული მიკროავტობუსიდან ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მი--------------ძის კუთვნილ 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ 12 (თორმეტ) შეკვრა მცენარეულ ცხიმს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ბა-----ში, ტბე-–----------ძის ქ. N22-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,კა--------ი’’-ში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სუპერმარკეტ ,,კა--------ი’’-ს კუთვნილ, 124,95 ლარად ღირებულ ,,მილდიანი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც დაცვის თანამშრომლების მიერ იქნა შეჩერებული, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3. 2019 წლის 15 მაისს, შუადღის საათებში, ქ. ბა-----ში, ი. ჯა----–---–ის ქ. N47-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თე------------ძის კუთვნილი ხილ-ბოსტნეულის დახლიდან ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თე------------ძის კუთვნილ ფულად თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. 2019 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ბა-----ში, ა. წერეთლის ქ. N1-ში მდებარე შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ, 95 ლარად ღირებულ ,,კუ---------------პი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
5. 2019 წლის 18 მაისს, დილის საათებში, ქ. ბა-----ში, ა. წერეთის ქ. N1-ში მდებარე შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ 69,90 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი ვი-----ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
6. 2019 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ. ბა-----ში, ა. წერეთლის ქ. N1-ში მდებარე შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ, 50 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
7. 2019 წლის 20 მაისს, დილის საათებში, ქ. ბა-----ში, ი. ჭა------ის ქ. N78/88-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----’’-ში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-ს კუთვნილ, 101,99 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
8. 2019 წლის 21 მაისს, შუადღის საათებში, ქ. ბა-----ში, ი. ჭა------ის ქ. N78/88-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----’’-ში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-ს კუთვნილ 101,99 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
9. 2019 წლის 29 მაისს, დილის საათებში, ქ. ბა-----ში, ზ. გო-----–--ის ქ. N66-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----’’-ში ყოფნისას, ირ---–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-ს კუთვნილ 212,99 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
10. სასამართლოს დასკვნა ირ---–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მი--------------ძის, ლაშ--------------ის, გი-----------–---ძის, ირ---–--------ის გამოკითხვის ოქმებს, ირ---–--------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებული მცენარეული ცხიმის დათვალიერების ოქმს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რო-–-----------------ის გამოკითხვის ოქმს, ირ---–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, თე------------ძის, ჯემ--–--------ის, თე---------–-ძის გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს და ამოღებულ ფულად თანხას, პირის ამოცნობის ოქმს, მარ----------ის, ინ-----------იძის, ია---–----–--ნის გამოკითხვის ოქმებს, ლე-–--------–--ის, კა----------–---აძის გამოკითხვის ოქმებს, სო------------–--ს, პაა----–---–---იძის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
12. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
13. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის ცხრა პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია, რომ ირ---–--------ს ჰქონდა განზრახვა უკანონოდ შეეღწია სავაჭრო ცენტრ ,,200-’’-ის მე-13 რიგის გადაწყისში გაჩერებულ მიკროავტობუსში, შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილ სუპერმარკეტში, სუპერმატკეტ ,,ს----ი’’-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა - მიკროავტობუსიდან მი--------------ძის კუთვნილ 30 ლარად ღირებულ 12 შეკვრა მცენარეულ ცხიმს, შპს ,,ნი-------------დი’’-ს სუპერმარკეტიდან 95 ლარად ღირებულ ,,კუ---------------პი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, 69,90 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი ვი-----ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, 50 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-ს კუთვნილ 101,99 ლარად ღირებულ ,,სა------–---–ი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ირ---–--------ს.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარულად განხორცილება; 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
16. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ირ---–--------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მიკროავტობუსიდან, შპს ,,ნი-------------დი’’-ს კუთვნილი სუპერმარკეტიდან და სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-დან მცენარეული ცხიმის და ალკოჰოლური სასმელების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული მცენარეული ცხიმის და ალკოჰოლური სასმელების მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება კი, დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ირ---–--------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ირ---–--------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა:
17. დაცვის თანამშრომლის რო-–-----------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის მუშაობს სუპერმარკეტ ,,კა--------ი’’-ში, დაცვის სამსახურში. 2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:25 საათზე დაცვის სამსახურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ოთახში ყოფნისას, ვიდეოთვალის მონიტორზე შენიშნა კა--------ში შესული საშუალო ასაკის საშუალო სიმაღლის პიროვნება, რომელიც შესვლისთანავე პირდაპირ მივიდა ალკოჰოლური სასმელებთან. რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა და სადღაც 18:27 საათზე აიღო ალკოჰოლური სასმელი, ჩაიდო ქურთუკის უბეში და წავიდა გასასვლელისკენ. გასასვლელთან დახვდა და უთხრა ეჩვენებინა რას მალავდა უბეში. ირ---–--------მა აჩვენა კონიაკი. აღნიშნულის შემდეგ გამოიძახა პოლიცია, რომლებიც მალე მოვიდნენ და ირ---–--------ს ჩაუტარეს ჩხრეკა.
18. ბრალდებული ირ---–--------ი ადასტურებს ფაქტს, რომ ცდილობდა დაუფლებოდა სუპერმარკეტ ,,კა--------ი’’-ს კუთვნილ ,,მილდიანი’’-ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს.
19. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 29 აპრილს, ირ---–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ალკოჰოლური სასმელი მოთავსებული მუყაოს ყუთში.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
21. ირ---–--------ს ფარულად დაუფლების და სასმელის განკარგვის საშუალება აღარ ჰქონდა, რადგან იგი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთანავე იქნა მხილებული დაცვის თანამშრომლის მიერ.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ირ---–--------ი ფარულად ცდილობდა სუპერმარკეტ ,,კა--------ი’’-დან ალკოჰოლური სასმელის დაუფლებას.
ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
23. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ თე------------ძისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 800 ლარს, ხოლო სუპერმარკეტ ,,ს----ი’’-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 212,99 ლარს. აღნიშნული კი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
24. სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ქურდობის მცდელობა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 19.177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რის გამოც იგი მითითებული კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
25. ირ---–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
26. ირ---–--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
28. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ირ---–--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, ირ---–--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 03 (სამი) გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ირ---–--------ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 03 (სამი) გამოსაცდელი ვადით.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს უზრუნველყოფით გაუქმდეს და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო : 2019 წლის 23 ივნისიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ამოღებული ,,მილდიანის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელი, სასმელის მუყაოს კოლოფი და ბოთლი, ფულადი თანხა 40 ლარი, ქურთუკი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
ვიდეო ჩანაწერები სამ ცალ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი